შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ადვოკატი (4)


20-07-2016, 22:07
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 973

დილით არც მაღვიძარას და არც ტელეფონის გულისწამღებ ხმას არ გავუღვიძებივარ..
ამჯერად ჩემთვის ნაცნობი, მაგრამ არც ისე საყვარელი გზით გამაღვიძა გიორგიმ.
-ადექი უფროსო საქმეები გვაქვს - კიდევ ერთხელ შემოკრა ქვაბები ერთმანეთს და ლოგინზე ”ამოვიდა” - აწი შენი საჯდომი, გაემზადე და წავიდეთ ნიკოლოზის სანახავად.
ამჯერად უცებ წამოვხტი ფეხზე და თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე.
-ნიკოლოზი? აბა სადაა? რატო არ გამაღვიძე?
ძილბურანში მყოფი რაებს ვლაპარაკობდი ”გარტყმაში” არ ვიყავი...
გონზე კი გიორგის ხარხარმა მომიყვანა..
უცებ გამოვფხიზლდი და ბალიშიც ვუთავაზე თავში.
-ეს რისთვის?
შეწუხებულმა ამოილაპარაკა და ნატკენ ადგილას ხელი მიიდო..
-შენი უაზრო იუმორისთვის, ეხლა კი გამასწარი ოთახიდან უნდა გამოვიცვალო.
-დილამშვიდობის - ღიმილით მივესალმე ლიკას და ბავშვი ”ავაცალე” - მოდი ნათლიასთან.
ლოყები დავუკოცნე და მის კისკისზე მეც გულიანად გამეცინა..
-ლიკა რას აკეთებ ეხლა ჰა? - გაბრაზებული სახით შემოვიდა გიორგი სამზარეულოში და როცა ლიკას გაკვირვებულ სახეს გადახედა უცებ გააგრძელა - როგორ მიუყვანე ამ დარტყმულს ბავშვი გადადებს რამეს..
ღიმილი მაინც ვერ შეიკავა და ბოლოს გულიანად ახარხარდა..
-მასხარა ხარ ამხელა კაცი რა , გირჩევნია მალე გამოეტიო სახლიდან, თორემ ის დღები რაც ადრე გაგიშვი მოსანატრებელს გაგიხდი..
ბავშვი ისევ ლიკას მივუყვანე და ქუსლების კაკუნით გავედი გარეთ..
საჭესთან დავჯექი და ისევ ჩემი მიკიმაუსის ჩუსტები ჩავიცვი..
ამაზე კი ისევ ნიკოლოზი და მისი უჩვეულო ფლირტი გამახსენდა..
თვითონ არ ვიცი რატომ ვფიქრობ მასზე ამდენს..
ერთი უკულტურო, თავზეხელაღებული მამიკოს
ბიჭია..
თითქმის არაფრით განსხვავდება დღევანდელი კაცებისგან, მაგრამ მაინც ბევრი რამით განსხვავდება მათგან..
თუნდაც იმითი, რომ ფლირტის დროს რაღაც ზღვარს იცავს და ”ზედმეტებში” არ გადადის..
-ელენა ჩამოფრინდი დედამიწაზე და წავიდეთ სამსახურში, ოცი წუთია შენ გამოფხიზლებას ვცდილობ..
რეალობაში ძლიერმა ჩქმეტამ და გიორგის ხმამ დამაბრუნა...
გაბრაზებულმა მოვისვი ხელი ნატკენ ადგილას და წარბშეკრულმა გავხედე გიორგის..
-აი ეხლა ეს რომ დამილურჯდეს..
-მორჩი ტლიკინს და წავედით..
უცებ მომაკეტინა და ღვედი შეიკრა...
მეც რა გაეწყობას სახით დავქოქე მანქანა და გზას გავხედე...
მალევე მივედით დანიშნულების ადგილამდე, გიორგი როგორც ყოველთვის ჩემამდე შევიდა, მეც
უცებ გამოვიცვალე ფეხზე და ისევე როგორც ყოველთვის ქუსლების კაკუნით წავედი შენობისკენ..
ზღურბლთან გამახსენდა ლიზას სიტყვები, მაშინვე ”გავხსენი” შეკრული წარბები და ღიმილიანი სახით შევედი..
ისევ გადგა ხალხი განზე, მაგრამ მათ სახეზე შიშის და ზიზიღის მაგივრად, გაოცებას ვხედავდი....
ლიფტთან ისევ ლიზა დამეწია და ღიმილით გამომხედა...
-ხედავ ლიზა? ისევ გამირბიან არც წარბების გახსნამ და ღიმილმა უშველა...
როგრც კი კარები დაიხურა მაშინვე შევჩივლე ლიზას და ხელები გულზე გადავიჯვარედინე..
-ქალბატონო ელენა, გაკვირვებულა ხალხი, პირველად ნახეს და გაუკვირდათ, რამდენიმემ
ისიც აღნიშნა რა კარგი ღიმილი ქონია, ნეტა ხშირად გაიღიმოსო..
გულწრფელად გამეღიმა ლიზას აღიარებაზე..
-კარგი რამე ხომ არ არის სიახლე?- ბოლოს ისევ სამსახურს საქმეებს მივუბრუნდი და კაბინეტის კარები გავაღე - ოჰ, ცოტახანში შემოდი ლიზა...
თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია და კარები გაიხურა.
ნელა მივედი ჩემ ადგილამდე და მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში...
-რამ შეგაწუხა ირაკლი?
ირონიულად გავუღიმე და იდაყვებით მაგიდას დავეყრდენი...
-ირონია მოიშორე თუ შეიძლება და ისე მელაპარაკე...
-რომ არ შეუძლება მოშორება, მაგიტომ გელაპარაკები ესე, თქვი რა გინდა ეხლა?
ისევ ჩემსას ვაგრძელებდი...
-ამდენი წელი ვიყავით ცოლ-ქმარი...
-ორ წელ ნახევარი
ფურცლების ქვემოდან ამოვძახე და ჩემი საქმე გავაგრძელე..
-ვიცი ელენა და დამაცადე დავამთავრო - გაღიზიანებულმა მიპასუხა - მოკლედ შეგიძლია დღეს საღამოს რამდენიმე საათით წვეულებაზე გამომყვე?
ამის გაგონება და ჩემი ხველების ატეხა ერთი იყო..
-ჰა?
გაკვირვებულმა რისი თქმაც მოვახერცე სულ ეს იყო..
-ხო რა გთხოვ
-შანსი არაა სხვას თხოვე..
მტკიცე უარი განვუცხადე და თვალი ავარიდე...
-ელენა გთხოვ, ამ ერთხელ და გპირდები აწი აღარაფერზე აღარ შეგაწუხებ საერთოდ...
ამ წუთში იმდენად შემეცოდა, რომ ჩემი თავმოყვარეობა ჯანდაბაში გავუშვი და ცოტახნიანი წამების მერე დავთანხმდი..
-კარგი მაგრამ ეხლა გამეცალე არ მცალია...
შეპარული ღიმილი ძლივს დავაიგნორე და ისევ ფურცლებში გადავეშვი...
მთელი დღე უაზროდ დავყურებდი ტელეფონს და ზარის მოლოდინში გული მიფანცქალებდა...
მეგონა დარეკავდა და საქმესთან დაკავშირებით მაინც დავილაპარაკებდით, მაგრამ ჯიუტად არ რეკავდა..
-ლიზა ჩემთან ხომ არ არიან?
მოთმინებიდან გამოსული კიდევ ერთხელ შევეკითხე ლიზას და დაზეპირებული პასუხის მოლოდინში გავიყუსე..
-არა ქალბატონო ელენა
-არც შეტყობინება დაუტოვებიათ?
-ამმ კი.. - მაშინვე წამოვარდი ფეხზე და იმის იმედით, რომ ნიკოლოზი იქნებოდა წინდაუკან სიარული დაიწყო.. - ბატონმა
ირაკლიმ დაგიბარათ ათზე მზად იყოსო..
-მეტი არაფერი?
იმედგაცრუებული ჩავესვენე ჩემ სავარძლეში და უარყოფითი პასუხის მოსმენისთანავე გაბრაზებულმა გავთიშე ტელეფონი...
მეთვითონ გაკვირვებული ვიყავი ჩემი ამ საქციელით, ვერ ვიგებდი ესე ძალიან რატომ მინდოდა ნიკოლოზის ”გამოჩნეა”...
უბრალოდ რომ დაერეკა და ეკითხა როგორ მიდიდოა საქმე ამითაც მადლობელი ვიქნებოდი...
ისე მოვიდა საღამოს შვიდი საათი კაბინეტიდან ცხვირი არ გამიყოფია და მითუმეტეს არც ნიკოლოზი არ გამოჩენილა...
ბოლოს გაბრაზებულმა
ერთიანად მოვკიდე ჩემ ნივთებს
ხელი და მანქანაში ჩავხტი...
მთელი სისწრაფით მივაქროლებდი მანქანს, მინდოდა რაც შეიძლება მალე
მორჩენილიყო ეს დღე, რომ ნიკოლოზის ესე უეცარი გაუჩინარება დამევიწყებინა...
სახლში შევიარე გამოსასვლელი კაბა ავიღე და გეზი ისევ ლიკას და გიოს სახლისკენ ავიღე...
-სად გამოვარდი გოგო რამდენიხანი გელოდე იცი? ბოლოს ლიზამ მითხრა წავიდაო და ტაქსით წამოვედი
შესვლა და გიორგის საყვედურები ერთი იყო...
ყველანაირად ვეცადე ის გაბრაზება და იმედგაცრუება, რომელიც ჩემში იყო დამემალა და გამომივიდა კიდეც...
ღიმილით ავუჩეჩე ისედაც აჩეჩილი თმები და ოთახში შევედი..
-ლიკა შეგიძლია მაკიაჟი გამიკეთო?
ჩემი დაძახება და ცოლ-ქმრის ოთახში შემოვარდნა ერთი იყო..
-რა უნდა გაგიკეთოს? - ენის ბორძიკით მკითხა გიორგიმ და ლოგინზე მიფენილ კაბას გახედა.. - მოიცა სამსახურში რამე წვეულებაა და მე არ ვიცი?
-არა გიორგი სამსახურში არაა..
-ააა მივხვდი ნიკოლოზი უნდა ნახო?
საკუთარ აზრში დარწმუნებულმა წამოიძახა და წარბები სასაცილოდ ააფაფხუნა..
-არა! - მკვახედ ვუპასუხე და ისევ ლიკას მივუტრიალდი მავედრებელი სახით... - ირაკლის მივყვები რაღაც წვეულებაზე რამდენიმე საათით..
-რაა? - ორივემ ერთდროულად წამოიძახეს და გაბრაზებული სახით მომაშტერდნენ - შენ ხომ არ გაგიჟდი? არსადაც არ წახვალ, რატომ გაშორდი ირაკლის რომ მაინც მაგასთან ერთად იარო? უფრო ჭკვიანი მეგონე ელენა.
გაბრაზებულმა მომახალა გიორგიმ და ოთახიდან გავარდა..
-ეხლა არ მითხრა რომ არ დაგეხმარებიო?
ძლივს შეკავებული სიმშვიდით გავხედე ლიკას..
-დაგეხმარები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიორგის არ ვეთანხმები...
-კარგი რა ლიკა ხომ მიცნობ არა?
-ხოდა რომ გიცნობ მაგიტომ არ მომწონს შენი იქ წასვლის ამბავი..
-მოტაცებით არ მომიტაცებს და იქ იმდენი ხალხი იქნება ჩხუბსაც ვერ დაიწყებს.. დამეხმარები თუ არა?
ნახევარ საათში მზად ვიყავი და ირაკლის ზარს ველოდებოდი..
-მაინც მიდიხარ?
ოთახში თავი შემოყო გიორგიმ და შეწუხებული ხმით მკითხა..
-კარგი რა გიო
-კარგი რა არ უნდა ელენა ამას, ირაკლია, შენი ყოფილი ქმარი, მართლა რისთვის გაშორდი თუ ყველა კაპრიზი და მოთხოვა უნდა შეუსრულო?! ბარემ შეურიგდი და მორჩება ყველაფერი, არც მე მომიწევს ნერვების მოშლა და არც შენ მოგიწევს ჩემი ჩხუბის მოსმენა..
უცებ მომახალა და ოთახიდან გავარდა...
დიდხანს არც მე მომიწია ოთახში ყოფნა, მალევე დაფიქსირდა ირაკლის ნომერი ტელეფონზე და მეც ქვემოთ ჩავედი..
-ლამაზად გამოიყურები...
მანქანაში ჩაჯდომისთანავე მითხრა ”კომპლიმენტი” და ღიმილით გადმომხედა..
-დროზე წავიდეთ..
ისე ვუთხარი თითქოს მისი ნათქვამი საერთოდ არ გამიგონია...
გზაში ხმაა არცერთს არ ამოგვიღია, ქონდა მცდელობა ”ჩვენ” ურთიერთობაზე ელაპარაკა, მაგრამ მოხერხებულად ვუვლიდი გვერდს ამ საკითხს..
-იმედია ისე მოიქცევი როგორც ცოლს შეეფერება..
მანქანა რესტორნის წინ გააჩერა და ირონიული სახით გამომხედა..
-მე ვიცი როგორც უნდა მოვიქცე..
არც მე დავაკელი
ირონია და მანქანიდან გადავედი..
დარბაზში უამრავი ხალხი იყო, ზოგი მესალმებოდა, ზოგიც კი ისე ჩამივლიდა თითქოს იქ არც კი ვიყავი...
უცებ ვიგრძენი წელზე ხელი და დენდარტყმულივით შევხტი..
-ხელები მომაშორე
-ცოლი ხარ ელენა და ვერ დაგპირდები..
-ცოლი, რომელსაც წელიწადზე მეტია გაშორდი, რაც იმას ნიშნავს რომ ყოფილი ცოლი ვარ და მითუმეტეს არ გაქვს უფლება შემეხო..
-მაშინ რატომ წამომყევი?
საგრძნობლად აუწია ხმას და რამდენიმე წყვილის ყურადღებაც დავიმსახურე...
-მეცოდები და მაგიტომ, კიდე უნდა მიზეზი?!
-ელენა საკმარისია..
კბილებში გამოცრა და მაჯაზე მაგრად მომიჭირა...
-ხო მეც ვფიქრობ რომ საკმარისია ეს მასკარადი და გამიშვი..
-ეხლა ვერსად ვერ გაგიშვებ საჭირო ადამიანი მოდის..
უცებ გამიშვა მაჯაზე ხელი და ისევ წელზე მომხვია..
რამდენჯერმე გავიბრძოლე გასანთავისუფლებლად, მაგრამ
ყველა მცდელობაზე უფრო ძლიერად მიჭერდა ხელს..
-ირაკლი როგორ ხარ?
საშინლად ნაცნობი ხმა გავიგე ყურთან და დენდარტყმულივით ავწიე თავი და ნეტავ არ ამეწია...
პირდაპირ ნიკოლოზის ირონიით სავსე მზერას გადავაწყდი...
-გამარჯობათ ბატონო ნიკოლოზ, ეს ჩემი ც..ცოლია ელენა..
-სასიამოვნოა ქალბატონო ელენა, ეს კი ჩემი ცოლია ნინა..
ვიღაც გოგო ამოდგა გვერდზე და მანაც დიდი ”სიყვარულით” მოხვია ხელი, მე კი
ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა და მეც ნელა შევეგებე...
როგორც კი ჩემი ხელი მის ხელებში მოიქცია მაშინვე ყველასგან შეუმჩნევლად ცერა თითი გადაატარა ჩემ ხელის ზურგზე და რაღაცნაირად გამიღიმა..
მაშინვე გავინათავისუფლე ხელი, ბოდიში მოვიხადე და უკანა ეზოში გავედი..
ყველაფრისგან მოშორებით სკმაი იდგა და იქითკენ წავედი...
დავჯექი და ყველაფერი ერთბაშად ამომიტივტივდა თავში...
-და ესე გადაიქცა სექსუალური ადვოკატი ულამაზეს ქალბატონად..
რეალობაში ნიკოლოზის ხმამგამომიყვანა და დაუკითხავად ჩამოჯდა ისედაც პატარა სკამზე...
-კომპლიმენტად მივიღო ბატონო ნიკოლოზ?
-მე ვიცოდი რომ ქმარი არ გყავდა..
-მე ვიცოდი რომ ცოლს შორდებოდით?!
-ვშორდები
-მე გავშორდი წელიწადზე მეტია..
ვითომც არაფერიო ისე ამოვილაპარაკე და საზურგეს თავი მივადე...
-არ გვინდა ეხლა ეს ირონია..
-სად ხედავთ აქ ირონიას ბატონო ნიკოლოზ?
-თუნდაც აქ, როდის იყო ბატონოთი მომმარათავდი სამსახურის გარეთ?!
-თქვენ ხომ ჩემი ქმრის უფროსი ხართ?
-ყოფილი ქმრის ელენა!
-რა მნიშვნელობა აქვს ბატონო ნიკოლოზ
-ელენა
ექოსავით გაისმა ჩემი სახელი და მაშინვე მოვკეტე
-მე წავალ..
ფეხზე წამოდგომას შევეცადე , მაგრამ მცდელობა კრახით დასრულდა, მაშინვე უკან დამაბრუნა ნიკოლოზის ძლიერმა ხელმა..
-გამიშვით
-საკმარისია მეთქი ელენა! საკმარისი! შეეშვი ამ ირონიას და როგორც ნორმალურ ადამიანს შეეფერება ისე მოიქეცი..
-შეშვებული ვარ ირონიას და გამიშვით!
-სანამ შენობით ფორმაზე არ გადახვალ არსადაც არ გაგიშვებ..
ერთი ხელი მუცელზე მომხვია, მეორე მხრებზე და მისკენ მიმწია..
რა ვიგრძენი?
ყველაფერი გასაოცარი და სასიამოვნო..
ჭიანჭველების ჯარი ტანზე, მუცელში კი მთელი ზოოპარკის არსებობა..
-რას აკეთებ გამიშვი.. ნიკოლოზ გამიშვი გამოვა შენი ცოლი და ნამდვილად არ მაწყობს სკანდალი...
ნიკოლოზ..
-რომ გაჩერდე არ გინდა? ვიცი რომ ჩემსავით გსიამოვნებს შენთან რომ ვარ და გაჩერდი რა..
-საიდან დაასკვენი?!
სიმართლეში გამოჭერილმა რა უნდა მეთქვა ვერ მივხვდი და რაც პირველი მომადგა ენაზე ის წამოვაყრანტალე..
-ბუსუსება გაგყიდეს ელენაა!
ღიმილით მითხრა და ნელ-ნელა გამიშვა ხელები..
-ერთი წამით
შუა გზაში გამაჩერა ნიკოლოზმა და ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ..
სახეზე ვგრძნობდი მის გახშირებულ სუნთქვას და წელზე მის დაძარღვულ ხელს...
ვგრძნობ როგორ მიჩქარდება სუნთქვა და კიდევ ერთხელ როგორ ვბუსუსდები..
წამები და ის ”სანატრელი” მომენტი, რომელზეც ყოველ წამს ვფიქრობ დადგება...
ვგრძნობ მის მწველ მზერას ჩემ ტუჩებზე და მის მოქმედებას აღარ ველოდები..
ჩემი ინიციატივით ვეხები მის ბააგეებს და კიდევ ერთხელ მაყრის ტაო...
ვგრძნობ მისი დაძარღვული ხელი როგორ მეხვევა წელზე და მეც ინსტიქტურად კისერზე ვაწყობ ხელებს...
ძლივს მოვშორდი მის ბაგეებს და აწითლებული ლოყების დამალვის მიზნით მზერა ბალახებს გავუსწორე...
ვიგრძენი როგორ გაეცინა ჩემ ამ
ბავშვურ საქციელზე..
თავი მაღლა ამაწევინა და კიდევ ერთხელ მაკოცა..
-ჯობია წავიდე, სამ დღეში სასამარათლოა და ყველაფერი ძველებურად იქნება..
ძლივს მოვუყარე ხელი სათქმელს და ხელები უღონოდ ჩამოვყარე...
-ყველაფერი კარგად იქნება..
ჩემ ტუჩებთან ამოილაპარაკა და ხელები ნელა გამიშვა...



№1  offline წევრი მთვარეულა ❤

კარგია კარგია კარგიაა!!! ^-^
მოკლედ, ძაან მაგარი წყვილია რაა love
შენ კარგად წერ ძალიან love
ასე გააგრძელე, აბა შენ იცი.
ველოდები შემდეგ თავს love

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ბრჭყალების გამოყენება არ გინდაა რაა. აბანძებს ისტორიას. თან ზუსტად არჩევ სიტყვებს, ყველაფერს სწორად გადმოსცემ და მართლა ზედმეტია.

 


№3 სტუმარი keso1

Vetanxmebi grafos ar ginda es brchkalebi,danarcheni kvelaferi kargia.Dges wavikitxe otxive tavi.Dzalian mixaria,rom dabrundi.Wina istorias "sizmridan realobashi" imedia daasruleb,dzalian momwons is istoriac.Warmatebebi <3

 


№4 სტუმარი ketis

ველი რომ რაგაცეები ჩაიხლართება და თხოვნა მეკნება უფრო რო განავრცო თავები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent