შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგყიდეს მარიამ (8)


22-07-2016, 22:30
ავტორი Anye-Any
ნანახია 5 402

უხმოდ ამოვედი სახლში,მამას არაფერი უთქვამს თუმცა ფაქტი იყო,რომ სახეზე ყველაფერი მეწერა,აივანზე გავედი,მისი მანქანა იქ აღარ იდგა.დავიბენი,არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა,ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა გაანალიზებაც კი ვერ მოვასწარი,ზურამ იმხელა ტკივილი დამიტოვა გულში ასე მგონია ამას ვერაფერი გაანაელებს.ეს 2 წელი,რომელიც მასთან გავატარე იმდენად ლამაზი იყო,რომ თვალებს დავხუჭავ თუ არა სათიტაოდ ყველა დღე წარმომიდგება ხოლმე თვალწინ.მიყვარხარ და შენს მეტი არავინ მინდაო, მე კიდევ სულელვით ვენდობოდი და მჯეროდა მისი,თუმცა ცემს გარდა კიდევ ნდომებია სხვა,ჰორმონებმა სიყვარულს აჯობა და ეს თავისი მამაკაცური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას მიაწერა,რის შედეგადაც შვილი ეყოლა და დღეს მასთან ერთად ცხოვრობს.არ უნდოდა იმ გოგოს ცოლად მოყვანა,თუმცა ვერ დავუშვებდი იმ ბავშვსაც ის განეცადა რაც მე განვიცადე მშობლის გარეშე ყოფნა,თვითონ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა და იმ პატარას ნამდვლად ვერ გავიმეტებდი მამის გარეშე გაზრდილიყო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ზურა ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცეოდა,თანაც ის გოგო საყვარლად ყოლია,ეს კი ნამდვილად ვერ ავიტანე,იმდენად ძლიერი სიყვარული ვიცი,რომ ადამიანს ყველაფერს ვაპატიებ თუმცა ტყუილს და ღალატს არასოდეს.მე მასთან ყოველთვის გულწრფელი და მართალი ვიყავი ის კიდევ ტყუილებში მაბედნიერებდა ხოლმე. იცით როგორი შეგრძნებაა როცა ყველაფერი რაც ნამდვილი გეგონა სიყალბე რომ აღმოჩნდება? და შენ მაინც რომ ელოდები,თუმცა იცი რომ აღარ მოვა,ალბათ ეს იყო ნამდვილი სიყვარული.ბოლოს რომ ვნახე ასე მითხრა შენ გამომაგდე შენი ცხოვრებიდან,თორემ მე შენს გვერდით მინდოდა ყოფნაო,მერე და ესეთ ყოფნას აზრი ჰქონდა? არანაირი...
აივანზე ვიჯექი,ფეხები აივნის მოაჯირებზე მქონდ აწყობილი და სოციალურ ქსელში ვწერდი ნანუკას.
-ბაჩო აღა გამოჩენილა?
-აღარ ნანუ
-ასე როდემდე უნდ იყო მარიამ?
-როგორ ასე?
-ესე მარტო,დამიჯერე ბაჩო ის ტიპი არაა სიყვარული ესე მარტივად აგიხსნას ან ეგ სიტყვა ჰაერზე თქვას
-შენ ზურაზეც მასე ამბობდი-გამეცინა
-ზურა არაკაცია! ბაჩო არაა მასეთი და ნუ იქცევი ისე თითქოს სამყარო დაგნგრედეს!
-შენ არ იცი რა არის სიყვარული და მაგიტომაც ამბობ მასე
-კიდევ კარგი! მაგიტომაც ვარ არხეინად,გოგო ბაჩოსთან მართლა გქონდა სექსი?
-ჰო მქონდა,თან ერთხელ კი არა-ისევ გამეცინა
-შე ძუკნა!-სიცილის სმაილი გამომიგზავნა
-გბაძავ დაო!-გამეცინა-გამო რა ჩემთან,რასაკეთებ?
-სანდროს ველოდები
-არსად დაგეკარგოს
-გოგო ბაჩოს დის ქორწლია ხვალ,დარწმუნებული ვარ დაგპატიჟა და შენ უარი უთხარი
-რა მიხვედრილი გოგო ხარ "პროსტა" რა ნანუკა
-მაგარი ქაჯი ხარ შენთავსგეფიცები

დიდხანს ვიჭორავეთ მე და ნანუკამ.როგორც ყოველთვის ახლაც მირჩია,რომ ბაჩოსთვის შანსი მიმეცა.მთელი ღამე ვფიქრობდ იქნებ სხვანაირია და ასე აღარ მომექცევათქო.დილით ადრე ავდექი რომ სამსახურში წავსულიყავი.როგორც ყოველთვის უმრავი ხალხი იყო,ვეღარ ავუდიოდით მაგიდებს. საღამოს ისევ ის "სასტავი" გამოჩნდა,დაჟინებით მიყურებდა ალბათ ისევ ნინას მიმამსგავსა და ამიტომაც,რა მოსაბეზრებელია ასეთი დაჟინებული ყურება.
-მარიამ მე-7 მაგიდას შენ მოემსახურე
-მე რატომ ვითომ?
-ასე მითხრეს მარიამი მოგვემსახუროსო-მხრები აიჩეჩა ნატამ და მათი შეკვეთა მომაწოდა
ბრაზისგან სახეზე წამომახურა,თუმცა სხვა გზა არ მქონდა,ახლა აქ რო ისტერიკები მომეწყო არ გამოვიდოდა სამსახური ძალიან მჭირდებოდა,თვალები მობეზრებულად გადავატრიალე და შეკვეთის წასაღებად მივედი მათ მაგიდასთან
-მარიამ როგორ ხარ?-ეს ის ტიპი იყო ვატოსგან რომ მიხსნა
-კარგად,თავად?-ტავაზიანად გავუღიმე
-არამიშავს,ესე თქვენობით დიდი ხანი უნდა მელაპარაკო?-გამიღიმა და ბიჭებს გადახედა
-კიდევ რამეს ხომ არ მიირთმევთ?-საჭმელი დავალაგე მაგიდაზე და ისევ თავაზანად ვკითხე
-თუ რამე მოგვინდება დაგიძახებთ მარიამ,მადლობა
ხო აბა რა თქვენ ერთი ჰოპ თქვით და მე მაშინვე თქვენთან გავჩნდები! რა თქმა უნდა! ეს ხომ ჩვენი მოვალეობა იყო! 12 საათი იყო რომ წავიდნენ.თუმცა ის ტიპი ჩემსკენ წამოვიდა
-მარიამ
-დიახ
-რომელზე ამთავრებ?
-2 საათზე-მშვიდად გავეცი პასუხი
-გამოგივლი და სახლში გაგიყვან
-არაა საჭირო,სამსახურის მანქანას დავყავართ სახლში
-ვიცი,თუმცა მე მინდა რომ გაგაცილო მარიამ
-მართლა არაა საჭირო-სახელი მინდოდა მეთქვა თუმცა მერე გამახსენდა რომ მისი სახელი არ ვიცოდი და დავასტოპე
-ალექსანდრე-ღიმილით შემომაშველა თავისი სახელი და ხელი გამომიწოდა
ყოველთვის ელეგანტურად ეცვა,დახვეწილად,უეჭველი კაბინეტში უნდა მჯდარიყო.
-სასიამოვნოა ალექსანდრე,თუმცა მართლა არაა საჭირო,თანაც გვიანია
-ეგარაფერი,პირიქით მინდა რომ გაგაცილო და უკეთ გაგიცნო
მგონი უკვე დრო იყო ჩემი კლანჭები გამომეჩინა იმდენად მომაბეზრა თავი ამ ჰალსტუხიანმა ტიპმა
-მომისმინე ალექსანდრე გითხარი არ მინდათქო და მგონი დროა გაიგო თან ისეთ ტიპს არ გავხარ რო ვერ შეიგნო რამე-ხმა გამიმკაცრდა
-კაი თუ არ გინდა დაძალებას არც ვაპირებ-გაეცინა
როგორც იქნა! ყველა დეგენერატი მე როგორ უნდა გადამეყაროს თავი გავაქნიე და მუშაობა განვაგრძე.
ისე გადავიღალე 2 საათის მოსვლას შევნატროდი.და აი დადგა ნანატრი წამიც, ნანუკა და სანდრო შემეჩეხნენ გამოსასვლელში
-აქ რა გინდათ?-გამეცინა და ორივე გადავკოცნე
-შენთან მოვედით-გამეკრიჭა ნანუკა-წყნეთში ავდივართ
-რა გვინდა წყნეთში?-გამეცინა დაბნეულს
-მოკლედ დღეს,ნუ უკვე დღეს ბაჩოს დაბადებისდღეა
-რა?-ისევ გამეცინა
-ხო გოგო,წყნეთშია თვითონ ქორწილის მერე ავიდა არაფრის თავის არამაქო და წავიდა შენზე გაბრაზებული-გაეცინა-წამო მალე არ გინდა პირადად მიულოცო?
-ნანუკა ხო იცი მამაჩემს ვერ დავტოვებ მარტო
-მაგაზე უკვე ვიზრუნეთ,მამაიდაშენია მამაშენთან ნუ ნერვულობ
-რაა?ამაზე კიდევ უფრო მეტად გამეცინა-შენ რა ნელის დაურეკე?
-დიახაც! ჰე ჩაჯექი ახლა დრო გადის
-საჩუქარიც კი არ მაქვს
-მაგას ყველაზე ძაან შენი ნახვა გაუხარდება,დაჯექი მალე-სიცილით მითხრა სანდრომ და მანქანაში ჩაჯდა.
მეც უხმოდ ჩავჯექი,მინდოდა მისი ნახვა,მინდოდა მეთქვა რომ შეგვეძლო გვეცადა თუმცა გარანტიების გარეშე.ნახევარ საათში უკვ წყნეთში ვიყავით.მანქანიდან სწრაფად გადმოვედიშუქები ჩამქვრალი იყო,ეტყობა ეძინა.ფრთხილად შევედი სახლში,ისე რომ მათ არც დავლოდებივარ პროდქტები უნდა წამოეღოთ მანქანიდან მაგათ ვერ დაველოდებოდი,მაღლა ნელა ავედი არ მინდოდა გამეღვიძებინა,ფეხსაცმელები გავიძრე შემდეგ შორტი და მაისურიც,ფრთხილად შევედი მის ოთახში და გვერდით მივუწექი.მისი სუნამოს სუნმა მომიღიტინა ცხვირში,მკლავები ავუწიე და შიგნით შევძვერი.ოდნავ შეიშმუშნა თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა,ტუმბოზე მდარი სანათი ავანტე,ოდავ ბჟუტავდა
-გილოცავ დაბადების დღეს-სიცილით ვუთხარი და ვაკოცე
-ეე მარიამ-თვალები მოიფშვნიტა ღიმილით და წამოიწია და მომეხვია-აქ რა გინდა ტო? ვინ მოგიყვანა?-უამრავი კითხვა დამაყარა
-ნანუკამ და სანდრომ-გაკრეჭილმა ვუპასუხე და მოვეხვიე
-როგორ მიყვარხარ მარიამ-კინაღამ გამჭყლიტა ისე ძლიერად მომეხვია
-რამდენი წლის გახდი? კარგი ბაჩო გყოს ასე ხო გამჭ....ტ-გამეცინა და ოდნავ დავეჯაჯგურე
-ჩემო სიცოცხლე!-გაეცინა და ყოყები დამიკოცნა-24 ვარ უკვე -ისევ გაეცინა



№1  offline წევრი Athena

Umagresia <3

 


№2  offline წევრი Metalhead

ძაან მომეწონა <3 მალე დადე ახალი თავი რა და ცოტა დიდი <3 არ მეყო :( <3

 


№3 სტუმარი nuka

ნუ აგვიანებ ისტორიის დადებას შე ბოროტოოოო wink

 


№4 სტუმარი Uhuu

Dzalian momcoons<3
Male dade xolme raaa<3

 


№5  offline წევრი რიტა

ეს ბაჩო და მარიამი რა კარგები არიან, ვგიჟდები ამ ორზეე. გააგრძელე და მადე დადე. წარმატებებიი....

 


№6 სტუმარი mk

kargia dzalian cota male dade xolme

 


№7 სტუმარი Teo..

Au ra patara tavia,cota moumate ra gtxov.vgijdebi am wyvilze.

 


№8  offline წევრი tatushki1995

Ra sayvarelia bachoo

 


№9 სტუმარი A

ბაჩო არ ვიცი მე მაგრამ აი ალექსანდრე უკვე მარტო სახელი გვეუბნება ყველაფერს wink

 


№10 სტუმარი Uhuu

A
ბაჩო არ ვიცი მე მაგრამ აი ალექსანდრე უკვე მარტო სახელი გვეუბნება ყველაფერს wink

Mec egre mgonia magram dzaan degenerati tipi chams jerjerobit eg Aleqsandre

 


№11 სტუმარი Ketis

Kargia momwonsssa gazarde ra tavebi gtxovt

 


№12  offline წევრი isterichka123

ყველა თავი ეხლა წავიკითხე კარგი ისტორია გააგრძელე

 


№13  offline წევრი (((end)))

უმაგრესიაა love

 


№14 სტუმარი nini

როდის დადებ მეცხრე თავს იქნებ კითხვაზე მიპასუხოო ?.).

 


№15 სტუმარი nia

dges davdeb

 


№16 სტუმარი etiko

au dzaan miyvars me bachho da mariami kargi wyvili iqneba ... aleqsandrec sheileba kai tipia magram bacho jobia male dade axali tavi cota didix

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent