შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

I ____ You (თავი მეთვრამეტე. დასასრული)


23-07-2016, 01:50
ავტორი khatuna
ნანახია 2 067

თავი მეთვრამეტე /18/ დასასრული.

პროლოგი.

არაფერია კუბოს ფიცარზე , მიწის დაცემის ხმაზე საშინელი მოსასმენი.
არ ვიცი და აზრიც არ აქვს ,
რისი ან როგორ გწამთ.. უბრალოდ ,
ყოველ დილით , თუნდაც, გულში იმეორეთ , ვისი მისამართითაც გნებავთ , იმის:
- მადლობა , კიდევ დღისთვის.

***

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლებოდა. რაც არუნდა ბანალური იყოს , დრო მაინც თავისას შვრება. რასაც აქამდე შეუძლებლად თვლიდი , ახლა უკვე მარტივია შენთვის, რადგან გაიზარდე , გადალახე , გამოსცადე ყველაფერი. როცა გგონია რომ ყველაფერი მორჩა , ზუსტად მაშინ იწყება ყველაფერი ახლიდან. ძველ შეცდომებს ეგუები და მათთან ერთად აგრძელებ ცხოვრებას. დრო გაძლევს საშუალებას იცხოვრო შენს შეცდომებთან ერთად და ახალიც წამოიწყო, თუმცა ადამიანი ისეთი ქმნილებაა რომ ბევრი რამ ვერ ახერხებს მისი გონებიდან მოგონებების წაშლას , ვერც დრო.. განსაკუთრებით ცუდ მმენტებს იმახსოვრებს ადამინი და თუ წარსულიდან მუნდება რამის ამოქექვა , პირველ რიგში გაიხსენებს დაკარგულ ადამიანებს , დედ - მამის ჩხუბს , ბავშობის იარებს , კლასელებისგან დაცინვას და შემდეგ ცუდი მოგონებების გასაფანტად იგონებს რომ ყველაფერი ისე მოხდა როგორც უნდა მომხდარიყო. არც თვითონ ეგუება ადამიანი ამ აზრს მაგრამ სხვა გზა არ აქვს , ამ ბანალურ აზრს უნდა დაჯერედეს თორემ შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს. მოკლედ რაც არუნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში , დაიმახსოვრე , არსებობს დრო , რასაც ვერ ეხები , სუნს ვერ გრძნობ , ვერც გემოს უსინჯავ მაგრამ გრძნობ როგორ მაგვარებს ან აურებს ყველაფერს დამოუკიდებლად. თავიდან ყველაფერს სხვანაირად უყურებ , არაფრის დათმობა არ გინდა , მაგრამ დროთა განმავლობაში შენს გარშემო არსებული ნივთები ადრინდელ ფასს კარგავს და შემოდის სრულიად ახალი და ძვირფასი რამ შენს ხოვრრებაში.
სანდროს ცხოვრებაშიც შეიცვალა ყველაფერი. საოცარი შეგრძნებაა ახლი ადამიანის შეძენა ცხოვრებაში მითუმეტეს ისეთის ვისაც უყვარხარ და ეყვარები ყოველთვის. თან აცნობიერებ რომ ჯერ ძალიან პატრაა და ყველაფერი წინ აქვს , ამიტომაც გინდა ის გაუკეთო რაც შენ დაგაკლდა ცხოვრებაში. ბევრი რამ არც შეცვლილა , მაგალითად გოგოები , სანდროს ცხოვრებაში ისეთი არავინ გამოჩენილა ვინც სულ მასთად ერთად იქნებოდა და ისეთს შეიყვარებდა როგრიც იყო , თუმცა გოგოები რომლებიც ერთი დღით იყვნენ სანდროს ცხოვრებაში , ერთი დღის ალამაზებდნენ იმ დღეს, ასეთი საკმაოდ ბევრი იყო.
თათია ისევ ისეთი სულელი აღარ იყო. ერთი იმიტომ რომ მარიამი ყავდა, და დედობა ძალიან მოწონდა და მეორე იმიტომ რომ დემეტრესთან ერთად ცხოვრობდა მასთან სახლში. ცოლად არ გაყოლია , მაგრამ ერთად მაინც ცხოვრობდნენ.
ლიზა მალე ამთავრებდა სწავლას და სახლში უნდა დაბრუნებულიყო მალე. მარიამის ნახვა და გაცნობა უნდოდა ყველაზე მეტად.
გუგამ სალომე ცოლად მოიყვანა ბედნიერი ოჯახი შექმნეს , სალომეს ცხრა თვეში პატარა ეყოლებოდა. ყველას ცხოვრება შეიცვალა რაღაც დოზით.. ნიასიც. ნიას გვერდს საკმაოდ სიმპათიური და ახალგაზრდა ბიჭი უმშვენებდა. ბევრჯერ შეუმჩნევია სანდროს მაგ ტიპთან ერთად თუმცა ნერვებიც კი არ აუშლია.. თათიას ამბავსაც ადვილად შეეგუა , უფრო სწორად სხვისი თვალით ასე ჩანდა.. ორივე ამბავს განიცდიდა გულის სიღრმეში და ფიქრობდა , რომ არა მის შეცდომები ახლა იმ ბიჭის მაგივრად ნიასთან ერთად თვითონ იქნებოდა ბედნიერი. სხვა მოლოდინები ქონდა , მაგრამ ხელი არავის შეუშალა და ცხვრება განაგრძო.. სხვისი გაუბედურება საბოლოოდ შეწყვიტა. ერთ დღეს პირისპირაც შეხვდნენ ერთმანეთს და დაილაპარაკეს სანდრომ და ნიამ, ერთმანეთი მოიკითხეს , უღიმოდნენ ერთმანეთს და არაფერს იმჩნევდნენ მაგრამ სინამდილეში ორივე იტანჯებოდა მონატრებისგან. საუბარი ემოციური გამოდგა ნიასთვის. ამას არცერთი არ ელოდა , მაგრამ თავი მაინც ვერ შეიკავა. სანდროს ჩაეხუტა კიდეც. რამდენიმე დღეში თეკლამ დაურეკა სანდროს , პირველად რაც გაიფიქრა ის იყო ,რომ თეკლას რა დაჭირდა ისეთი მე რომ დამირეკაო.

- წესით შენ არუნდა გირეკავდე მაგრამ ნიამ მთხოვა პირველად შენთვის დამერეკა.
- რა მოხდა? - ამ დროს სანდროს საქმე არაფერი ქონდა , სახლში იწვა დივანზე. თეკლას ხმა არ მოეწონა და წამოდგა დივნიდან.
- ნიას მანქანა დაეჯახა , საავადმყოფში ვართ. სანამ ოპერაციაზე შეიყვანდნენ მანამდე მითხრა რომ შენთვის დამერეკა. - სანდროს პირველი სიტყვების შემდეგ არაფერი გაუგია იკითხა რმელ საავადმყოფში ხართო და სასწრაფოდ ნიასთან წავიდა. არავისთვის არაფერი უთქვამს.. მანქანას გიჟივით ატარებდა , მსგავსი ადგილებიდან სანდრო მოშორებით ცხოვრობდა და ცოტა დიდი ხანი მოუწია გზაში ყოფნა. ძალიან შეშინებული იყო , ყველა და ყველაფერი დაავიწყდა წარმოიდგინა რომ ნია სიკვდილის პირას იყო. ახლა ყველაფერ საშინელებაზე ფიქრობდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ახლა წარსულიდან ისევ ის კაცი უნდა მოლანდებოდა სადღაც და მერე ამ ამბიდან მარტივად გამოსულიყო. არც კაცი ჩანდა და არც ნისლი, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო გარშემო, არ აჯერებდა საკუთარ თავს რომ ეს აღარ ეჩვენებოდა. ძლივს გამოვიდა შუქნიშნებიდან. მანქანას გიჟივით ატარებდა. მერე სულ გაითიშა , თითქოს მანქანა თავისით დადიოდა , თვალები გაშტერებული ქონდა გზისკენ მერე იგღძნო რომ მანქანა გაჩერებული ყავდა გზაში, გამფხიზლდა , თვალები დაახამხამა და ცრემლები სწრაფად ჩამოსცვივდა. მანქანა დაძრა თუ არა გვერდძე მოსახვევიდან დიდი ალბათ ავეჯის მანქანა იქნებოდა , სანდროს მანქანას დაეჯახა და სულ ნაფლეთებათ აქცია.
სანდროც იმ საავადმყოფოში მოხვდა სადაც ნია იწვა, სანდროს მდგომარეობა კი გაცილებით უფრო მძიმე იყო.. სანამ გაითიშებოდა საავადმყოფოს ეზოში მაღალი , ხმელი , ოდნავ ჭაღარა მამაკაცს მოკრა თვალი და ისიც გაიზრა რომ არაფერი ეჩვენებოდა , ის მართლა არსებობდა , რაღაცას ანიშნებდა ეს ვითომ უაზრო ჰალუცინაციები. გაეღიმა და გაითიშა. შენობაში თეკლამ იცნო , მერე ვეღარ მოითმინა და გუგას გააგებინა , გუგამ მარინას. ბევრი ოპერაცია გაუკეთეს ორივეს. არცერთთან შესვლა არ შეიძლებოდა. თათია ბავშვს ნათიას და დემეტრეს უტოვებდა თვითონ კი საავადმყოფოში ათენებდა ღამეებს. არაფრის იმედი აღარ ქონდა არავის თუმცა სანდროს სხვა ქვეყანაში გადაყვანა უკვე დაგეგმილი იყო. ასე არაფრის მოლოდინში იყვნენ.. ექიმებიც ახალ არაფერს ამბობდნენ მხოლოდ უცხოეთში წაყვანა თუ გადაარჩენდა სანდროს.. ერთ დღეს ყველასთვის მოულოდნელად გამოფხიზლდა ორივე , სანდროს არ ახსოვდა რომ ნიას სანახავად მოდიოდა საავადმყოფოში და არც არავის უთქვამს.. ნიას მდგმარეობა სტაბილურად მძიმე იყო და ზედმეტი სტრესი უფრო ცუდად გახდიდა. რამდნეიმე პალატა აშორებდათ ერთმანთს მაგრამ არ იცდნენ ერთმანეთის შესახებ.. მარინა ცოტახნით გააჩერეს სანდროსთან და შემდეგ ძალით გამოიყვანეს. იმ დღეს სხვა რავაინ შეუშვეს მასთან. ნიასთან კი თეკლა შევიდა. მეორე დღეს ლაპარაკიც შეძლეს.. თათია შევიდა სანდროსთან და გვერდით დაუწვა.. მისი ხელი ეჭირა ხელში. თითები მაჯაზე ედო და ყველა ფეთქვა უხაროდა. თან ელაპარაკებოდა. ხასიათზე მოყავდა სანამ ისევ დაიძინებდა. სანდროს ლაპარაკის თავი არ ქონდა მხოლოდ უყურებდა და თითებს უსვამდა ხელებზე თათიას. თათია ბევრჯერ ეუბნებოდა რომ უყვარდა და თუ მალე გამოკეთდებოდა ყველაფერი სხვანაირად გაგრძელდებოდა.

- ხვალ საზღვარგარეთ წაგიყვანენ და ყველაფერი კარგად იქნება. იცი მარიამსაც ძალიან ენატრები. სულ შენ გეძახის. - მარიამის ხსენებისას სულ გაღიმებას ცდილობდა სანდრო.

ნიასთან თავის შეყვარებული იყო, ცრემლებს ძლივს იკავებდა.. ნიას გვერდით იჯდა, საწოლთან ახლოს და ხელს არ უშვებდა. მომავალ გეგმებზე უყვებოდა და ახალისებდა ნიას. ნიას თვალწინ სანდრ ედგა, სულ იამზე ფიქრობდა ჩემს სანახავად რატომ არ მოვიდაო , მაგრამ არავისთან უხსენებია მისი სახელი. მისი შეყვარებული კი ნიას მაჯაზე ბიძგებს ითვლიდა.

სანდრო უსმენდა თათიას და უნდოდა ყველაფერი ეთქვა მისთვის , უნდოდა ბევრი ელაპარაკა მაგრამ ვერაფერს ვერ აბავდა თავს.. საღაცის ამოღერღვა სცადა..

- თათია , მე.. შენ.. - თვალები ეხუჭებოდა და ვეღარ სუნთქავდა.. თათია სახეზე ეფერებოდა და ამშვიდებდა.
- სხვა დროს მითხარი , ეხლა დაიძინე. - სანდრომაც მოუჭირა ხელზე ხელი და ჩაეძინა.

იგივე სიტუაცია იყო ნიასთან.. წამით ასწია ხელი ნიამ მის ბიჭს მოეფერა სახეზე და ხელი ისევ ხელში ჩაუგდო. ის ბიჭიც და თათიაც ხელებზე კოცნიდნენ საყვარელ ადამიანებს.. მერე ორივემ თითებზე იგრძნეს რომ დრო გაჩერდა , აღარ ფეთქავდა არცერთის მაჯა. ბიჭს ასე აარსდროს უტირია. თათიამ სანდროს გულზე დაადო თავი და მაგრად ჩაეხუტა.!

19 თებერვალი , პარასკევი. 13:10.
სიყვარული გარდაიცვალა.


***

მორალი : ერთს მეორეთი ვერასდროს ჩაანაცვლებ. არ დაემთხვევა : ან ღიმილი , ან ვნება და ან გულგრილობა. ყოველწამიერ აღმოაჩენ - ის არ იქნება ვისაც ელოდი, ვინც დაკარგე და მუდმივად იმეორებდი გუნებაში მის ჟესტებს , რომ არასდროს დაგვიწყებოდა შენი თავი - იმ ჟესტებში წარმოსახული და ახლიდან დარწმუნდები: რომ ერთი გიყვარს , რადგან არასდროს არაფერი არ დაემთხვევა , დგახარ იმავე მდინარეში და ტანს კი სულ სხვა წყალი გისველებს.

***
ეს არის ჩემი ბოლო ისტორია, ამით დავამთავრე წერა.
მადლობა ყველას ვინც კითხულობდით ამ ისტორიას და თბილ კომენატრებს წერდით. მიყვარხართ! ❤❤



№1 სტუმარი Ketis

Au viroreeee es ra gulis gasaxetki ikooo vaimee

 


№2  offline წევრი რიტა

მოიცა ეს რა იყო? ნამდვილად არ ველოდი ასეთ დასასრულს. სანდრო მოკვდა?? ეს როგორი დასასრულია? მე ვიფიქრე სანდრო და თათია ერთმანეთს დაუბრუნდებოდნენ და დასასრული. მაგრამ სანდრო მოკვდა. გული დამწყდა ძალიან.

 


№3  offline წევრი kitsaway_3

აუუ კარგიი რააა მაგარიი უნამუსობაა :(((( ეს რა იყოოო :((( რატო მომიკალი სიყვარული :( სანდროოო :((

 


№4  offline წევრი nawka

მართალია ცუდად დამთავრდა მაგრამ ნამდვილად არაჩვეულებრივი დასასრული იყო ისეთი,სიტყვებით ვერ ავღწერ..ყოჩაღ:*

 


№5  offline წევრი khatuna

nawka
მართალია ცუდად დამთავრდა მაგრამ ნამდვილად არაჩვეულებრივი დასასრული იყო ისეთი,სიტყვებით ვერ ავღწერ..ყოჩაღ:*

მადლობა დიდი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent