შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობაშიც შენ მეყვარები! (2)


23-07-2016, 21:58
ავტორი Sad Writer
ნანახია 3 255

თავი 2
დილით საშინელ მდგომარეობაში გავიღვიძე, ასაწყობი ვიყავი, ტანსაცმლიანა ჩამძინებია, როდესაც გუშინდელი დღე გამახსენდა , დავიბოღმე, სიზმარი მეგონა, მაგრამ მე ხომ არაფერში არ მაქვს ბედი... ძლივსძლივობით ავდექი და აბაზანას მივაშურე. სარკეში რომ ჩავიხედე ჩემი თავი ვერ ვიცანი, უცხოპლანეტელს ვუყურებდი მგონი. ტირილისგან დასიებული თვალები, ჩაწითლებული , უფერო კანო, მკვდრეთით ავდექი მგონი...საშინლად ვიყავი. თავში ერთი კითხვა მიტრიალებდა, რატომ ? რისი გულობისთვის მათხოვებენ?, მამაჩემს ფული შემოაკლდა? თუ უბრალოდ სახლიდან ზედმეტი ნივთის მოშორება უნდა?, არ ვიცი... როდესაც დილის პროცედურას მოვრჩი შავი შარვალი ჩავიცვი, ამავე ფერის ზედა და კედები. გლოვის დღე მაქვს. ჩანთას ხელი დავავლე და კიბეებზე ჩავირბინე. გეზი მამაჩემის კაბინეტისკენ ავიღე , არც დამიკაკუნებია ისე შევაჭერი...
-მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს რატომ? პირდაპირ დავიწყე ჩემი სათქმელი...
-აქ ასახსნელი არაფერია ნეკა , და სანამ შეხვალ ვინმეს ოთახში კარებზე დაკაკუნება ისწავლე!
-ყველაფერს ხომ თავისი მიზეზი აქვს, ამიხსენი ეს გადაწყვეტილება რა ჯანდაბამ მიგაღებინა?
-მართალია, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზეზი არ არსებობს?
-მამა მე შენი ხელმოსაწერი ქაღალდი არ გეგონო , მე ადამიანი ვარ, ადამიანი, ესე ვერ მომაწერთ ხელს!
-სანამ არასრულწლოვანი ხარ შენი ბედი ჩემზეა დამოკიდებული, ასე რომ მე, ეს გადავწყვიტე, ასე უფრო უკეთესია, შენთვისაც და ჩვენთვისაც, თავისუფალი ხარ!
-მეზიზღებით! დავიყვირე და კაბინეტიდან გამწარებული გამოვვარდი.
გარეთ გასვლას ვაპირებდი, როცა დედაჩემმა დამიძახა:
-შენი საქმროს ოჯახი მოვა ვახშამზე, არანაირი თავხედური საქციელები და არანაირი გამოხტომები, თორემ ვერაფერს ვერ ეღირსები! გასაგებია! მე შენ ურჩ შვილად არ გამიზრდიხარ!
უპასუხოდ დავტოვე დილის ეს ,,ტკბილი“ და ,,თბილი“ ფრაზა .. და ჯანდაბაში წასვლა ვარჩიე... მერწმუნეთ იმაზე მტკივნეული არაფერია , როცა აცნობიერებ რომ, უსიყვარულოდ თხოვდები , არანაირი შეყვარებულობის პერიოდი, არანაირი ტკბილი სიტყვები, დამცინით.. ისე მაყოლებენ ცოლად ისიც არ ვიცი ვინ ჯანდაბაა? იქნებ სერიული მკვლელია, იქნებ ქურდია ან.. უბრალოდ არ ვიცი... დავიკარგე .. საკუთარი თავი დავკარგე.. ჩემს ირგვლივ წყვდიადია.. იქვე პარკში დავჯექი... სადაც ბავშვები მშობლებთან ერთად იზიარებდნენ ცხოვრების ტკბილ წუთებს... მეე???.. მწარედ მეცინება , არასდროს მქონია ეს ოჯახური იდილია... ახალი წელიც კი, რომელიღაც მდიდრულ რესტორანში თენდებოდა, ოქროს ქანდაკებებთან ერთად, არანაირი ნაძვის ხის ქვემოთ საჩუქრის ყუთები, არანაირი ტკბილი შოკოლადი, მხოლოდ ძვირიანი სასმელი და დაქირავებული ღიმილი. ან მიწებებულიც შეიძლება ითქვას... ჩემი ცხოვრება ფარისევლობაა... დაცვაც რომელიც ფინია ძაღლივით დაგსდევს..მე მხოლოდ სითბო მინდა , მე სიყვარული მინდა და არა ფარისევლობა... ესაა ჩემი ,,ტკბილი“ ცხოვრება, ხომ მაგარია?.. ვიჯექი და ვიყურებოდი უსასრულობაში... სკოლა, ქმარი, ოჯახი , დედამთილი, ყველაფერი ერთად აირია, ტვინის ყველა უჯრედში მომაწვა ნერვიულობა, ცრემლები, ორივე ხელს საფეთქელზე ვიჭერ.. ,,არ მინდა!, არ მინდა!“ თავს აქეთ იქეთ ვაქნევ და უეცრად ყველაფერი წყდება. ისევ სიცილი ისევ პარკი და ისევ მარტო მე.. უკვე საღამო იყო.. ძალიან სწრაფად გავიდა დრო... თუ ჩემს აზრს არ ითვალისწინებენ არც მე გავითვალისწინებ.. ხომ სამართლიანია?... ავდექი და სახლში წავედი...
-სად ხარ აქამდე რომ გირეკავ ? სად? გინდა გოგო შენ რომ გაგვაგიჟო! რა ჯანდაბა გემართება! ვინ ჯანდაბად იქეცი?!
-შემეშვი დედა რა, ძალიან გთხოვ, არ მაქვს შენი ნერვები მობეზრებულად ამოვილაპარაკე და ჩემი ოთახის გზას დავადექი, როცა დედაჩემმა სიტყვა დამაწია
-ის კაბა ჩაიცვი რომელიც შენს ოთახში დევს , არანაირი გამოხტომები, თორემ ვერ გადამირჩები!
-ოქეი დედა
დავიღალე ბრძოლით, არასდროს კითხულობდნენ რა მინდოდა მე? ... რა საჭიროა არა ? მწარედ მეცინება...სრული სიდებილეა.. დედაჩემის არჩეული კაბა მომხვდა თვალში, თეთრი ფერის ზურგ ამოღებული...აბაზანაში შევედი თავი მოვიწესრიგე და ჩაცმა დავიწყე.... თმები მაღლა ავიწიე, მაკიაჟი როგორც ყოველთვის არ გამიკეთებია. ჩემს თავს მხოლოდ ნერვების შეკავებას ვთხოვ, თავი ხელში უნდა ავიყვანო, მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყო, რომ რამე სისულელე არ ჩავიდინო, თორემ მართლა ვეღარ გადავრჩები..
-ქალბატონო სტუმრები მოვიდნენ
-მადლობა ნინა მოვდივარ
ერთი ღრმად ჩავისუნთქე და მოვემზადე მომავლის შესახვედრად, ფრთხილად ჩავდიოდი კიბეებზე . როცა უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი ჩემს ბედს მღელვარება მით უფრო მეტყობოდა . და რამდენიმე წამის წინანდელი გამხნევება სადღაც ჯანდაბაში წავიდა.ყველა მისაღებში იყო კაცები რაღაცაზე საუბრობდნენ, და ეს რაღაცა რა თქმა უნდა ბიზნესია. ქალები მოდურ ჟურნალებს ათვალიერებდნენ და სავარაუდოდ ჩემი კაბის დიზაინს განიხილავდნენ, ჩემი პოტენციური საქმრო კი მათ გვერდით იჯდა და სავარაუდოდ აქედან გაქცევაზე ფიქრობდა...
-აი ჩვენი ქალიშვილიც.. მოჩვენებითი სიყვარული შემხვდა დედაჩემი და ფეხზე წამოიმართა
-მე დემეტრეს დედა ვარ ანა ეს ჩემი მეუღლე კობაა
-სასიამოვნოა ვითომ გულწრფელი ღიმილი ავიკარი სახეზე.. ჩემი ქმრის გვერდით დამსვეს. ნახეთ რა ოჯახური იდილია შეიქნმა
-საყვარელო როგორი კაბა გინდა შენი ქორწილისთვის ეს ქალი ნამდვილი სიყვარულის განსახიერებაა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა, არ გავს დედაჩემს ალბათ.. ჩემი საქმრო კი სადღაც ჯანდაბაში იხედებოდა ... ფეხებზე ეკიდა ყველაფერი , ან მე მეჩვენებოდა...
-იცით? დავიწყე დიდი მორიდებით არ მინდა ქორწილი და არც საქორწილო კაბა მხოლოდ ხელს მოვაწერთ
-კი მაგრამ, რატომ ესე კატეგორიულად მომმართა ჩემმა მამამთილმა
-ამ.... პასუხის დაბრუნებას ვაპირებდი როცა ჩემი საქმრო ჩაერთო ამ საუბარს , მისმა მამაკაცურმა ხმამ ტანში გამცრა და ჟრუანტელი მომმგვარა
-არც მე მინდა ეს უზარო აყალმაყალი , ყველამ კარგად ვიცით რომ სიყვარულით არც ერთი ვქორწინდებით, პატივი ვეცი თქვენს გადაწყვეტილებას , მაგრამ ეხლა თქვენ ეცით. ხვალ დავიწერთ ჯვარს და ხელსაც მოვაწერთ... ამით ეს თემა დაიხურა... მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ
ჩამოაყალიბა თავისი სათქმელი, უზრდელი თავხედი იდიოტი . არა ნამდვილად პირუტყვია უსინდისო პირუტყვი. წამოდგა და კარებისკენ წავიდა, ყველა გაშტერებული მიჩერებოდა ჩემი ჩათვლით... უკვე გასვლას აპირებდა როდესაც მოტრიალდა და მე მმომმართა...
-თუ გინდა ჩემთან ერთად წამოდი, მეგობარს დაბადების დღე აქვს და იქ მივდივარ, ვხედავ არც ისე დიდი სიამოვნებით ხარ მანდ...
-ამმ.. კარგი ჯერ კიდევ გაუაზრებელ წინადადებას თანხმობა მივეცი. არა იდიოტი რომ ვარ არ მეტყობა ? ფეხზე წამოვდექი ბოდიში მოვიხადე და მას გაყვყევი... არანაირი ჯელტმენობა. რა კარების გაღებაზეა ლაპარაკი . იოტის ოდენა ზრდილობა არ გაჩნია... უმაგრესი შავი ფერის LAND CRUIZER PRADO ჰყავს ამ თავხედს. ღვედი შევიკარი და ჩემთვის უცნობი მიმართულებით წავედით... სიჩუმე მისმა მკაცრმა, ბოხმა ხმამ დაარღვია
-მეორედ მასე მოკლე კაბას არ ჩაიცვამ... არ მინდა ჩემს ცოლს ვიღაც პიდარსატმა თვალებით გახადოს გასაგებია!
-კი მაგრამ... საუბარი შუაში გამაწყვეტინა
-არავითარი მაგრამ!
-შენ თავი ჩემი პატრონი ხომ არ გგონია?
-მომისმინე როცა მე რაღაცას ვამბობ ის შენთვის ყველა ვარიანტში მისაღებია მოგწონს ეს შენ თუ არა, ეხლა კი დამდე პატივი და ეგ ჭარტალა ენა გააჩუმე სანამ მე გაგაჩუმე. და ისე დიახ მე ნამდვილად შენი პატრონი ვარ...
-იდიოტო... გაბრაზებულმა დავუყვირე და თავი საპირისპირო მიმართულებით გავატრიალე .. არა ვინ გონია თავი ამას.. ჩემზეა ნათქვამი ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო...მანქანა ახლად მშებარე ბინებთან გაჩერდა ... გადაბრაძანდა ვაჟბატონი მეც მას მივყევი.., უკანა კარები გააღო და საჩუქრის ყუთი აიღო... შემდეგ კი სადარბაზოში შევიდა , მეც მას გავყევი.. ლიფტისკენ აპირებდა წასვლას როცა გავაჩერე...
-რომელ სართულზე მიდიხარ?
-მეათე რა ხდება გაკვირვებულმა მიპასუხა
-მეშინია ლიფტების კლაუსტროფობია მაქსვს დახურულ სივრცეს ვერ ვიტან
-ეს დიდი ლიფტია ნუ გეშინია, მეც ხომ იქ ვარ..
-გთხოვ არ შემიძლია
-გეუბნები არაფერი მოხდება, მორჩი ბავშვობას და შემოდი... რეგვენი მე რას ვეუბნები და ის რას ამბობს.. სხვა გზა არ მქონდა როგორმე უნდა გამეძლო, მეც შევყევი ამ სიკვდილის მანქანაში ამ ცხოველს.. ლიფთი როცა დაიძრა უკვე ცუდად ვიყავი.. უჰარებისგან ვიგუდებოდი, ესეც ჩემს ბედზე ნელა მიიზლაზნებოდა.. ცივმა ოფლმა დამასხა .. ვგრძნობდი როგორ ვიგუდებოდი
-ცუდად ხარ?
პასუხის გაცემის თავი არ მქონდა ... მიხვდა რამდენად ცუდად ვიყავი და ორივე ხელი სახეზე მომკიდა
-ჰეი პატარავ ეცადე ისუნთქო.. ეცადე ისუნთქო.. უკვე თვალებიც ჩამიწითლდა ცრემლებს გასაქანი მივეცი.. ეს კაბაც მიჭერდა ყველაფერმა ერთად შემომიტია..
-იცოდე სხვა გზა არ მაქვს მითხრა დემეტრემ და ტუჩებში მაკოცა... ვიგრძენი როგორ მიხსნა უჰაერობისგან.. ჩემი ფილტვები ჰაერით გაივსო.. უჯრედებმა ფუნქციონირება დაიწყო, ტვინმა კი იმის აღქმა რომ ჩემი პირველი კოცნა დემეტრეს ვაჩუქე.. მისი მენთოლის გემო სასიამოვნოდ მოედო ორგანიზმს ... მივხვდი თუ რა გრძნობა გამოიწვია.. ყველა ნერვული რეცეპტორები ერთად ამუშავდა.. ჩემმი მუცელი სასიამოვნო შეგრძნებეს განიცდიდა.. მთელი ზოოპარკი დარბოდა... გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა... სირცხვილის გრძნობამ სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო... დემეტრე ფრთხილად მომშორდა, უკმარისობა ვიგრძენი.. შემცივდა.. იმ გრძნობებმა მიმალვა დაიყეს, დავიცალე, თვალებში მიყურებდა და უფრო დაბოხებული ხმით მითხრა
-პირველი კოცნა მოგპარე და ტუჩის კუთხე ჩატეხა... ენით კი ტუჩები დაისველა.. ამ მომენტში მე უკვე გვირაბის ბოლოს მივემგზავრებოდი. რომ არა მისი მძლავრი ხელები ჩავიკეცებოდი.. რა ჯანდაბას მიკეთებს დემეტრე არღვლიანი...?? ლიფტიც გაიღო.. ეხლა კი ხელჩაკიდებული მივყავდი, თორემ ჩემით არაფრის თავი არ მქონდა.. ვერცხლისფერ კართან გაჩერდა და დააკაკუნა სახლიდან სიცილის ხმა გამოდიოდაა.. კარებში ასე 23 წლის გოგო იდგა..
-დემუსია მოვიდა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შეახტა უსიამოვნოდ გამცრა ტანში რა ჯანდაბა მემართება
-ჰეი ჰეი ჭინკა ჩმოდი თორე ვერ დაგიჭერ.. ამ ცხოველს სიცილიც ცოდნია, მერედა როგორ უხდება.. გოგონა როგორც იქნა ჩამობობღდა ჩემი საქმროს კისრიდან და ჩემსკენ მოტრიალდა
-ეს ულამაზესი არსება ვინააა? და თბილად გადამეხვია
-ეს ნეკაა ჩემი საცოლე სერიოზულად წარმოთქვა
-ვაიმეეე დედააააააა იმხელა ხმაზე იკივლა შევხტი..
-ბოდიში შეგაშინე.. დედაა რა ლამაზი არსება ხარ ბარბი... საყვარელი და ლოყების წელვა დამიწყო
-ჰეი ჰეი შეეშვიი ბავშვია ჯერ გამომექომაგა ჩემი საქმრო.... მთელი ამ დროის განმავლობაში სახიდან იდიოტური ღიმული არ მომშორებია
-მადლობა ესეთი თბილი შეხვედრისთვის.... მორცხვად ამოვილუღლუღე
-მაპატიე ჩემი სახელიც კი არ მითქვამს და საყვარლად გაიცინა ლოყები ეჩვრიტებოდა მე სალო მქვია ამ უჟმურის დეიდაშვილი ვარ.
-ისადა სალომე მთელი ეს დრო კარებში ვდგევართ შეგვატარე შენის ნებართვით
-უიი საყვარლად ამოიკრუსუნა და გზა დაგვითმოო....
-ნახე ბიჭო აქ ვინ ყოფილა ჩვენსკენ ასე 25 წლის ბიჭი წამოვიდა ... ვა ვა ვა რა კაცი ტოოო დემეე ძმა როგორ ხარ და ტკბილად გადაეხვივნენ ერთმანეთს
-კარგად ნიკო შენ როგორ ხარ?
-რა მიშავს ტო შენგან დავიწყებბულს
-სამსახური ბრალია ტო და ერთი მაგრად მიკრა ბეჭზე
-მალე ცოლი აღარ გამოუშვებს საუბარში სალომე ჩაერთო და დამსწრე საზოგადოებას ჩემი თავი გააცნოო
-ეს ნეკააა, დემტრეს საცოლე
-და ეხა ვგებულობთ დემუსია ამას საყვარლად თქვა ქერა ბიჭა
-უცებ გადაწყდა ყველაფერი და რა ჩემი ბრალია საყვარლად ჩაიცინა... და იქვე მდებარე მდივანზე ჩამოჯდა საჩუქარი კი სალოს აჩუქა , როგორც მივხვდი დღეს მისი დაბადების დღე ყოფილა
-ნეკა საყვარელო მოდი ხალხს გაგაცნობ და დამსწრე საზოგადოების გაცნობა დაიწყო
-ეს ნიკოა , ის ქერა ბიჭი დემეტრეს გვერდით მჯდომზე მანიშნა სანდროა, ეს ტასოა სანდროს შეყვარებული , ის ქეთაა, ნიკოს ცოლი. ის კი ჩემი ძმაა კულულა ბიჭზე მანიშნა აკო... ესაა ჩვენი სასტავი რომელიც ყოველთვის ერთადააა.
-სასიამოვნოა ყველას მსუბუქად დავუკარი თავი მათაც თბილად გამიღიმეს. მე კი ცალკე მდგომ მდივანზეე ჩამოვჯექი , მათ კი საუბარი განაგრძეს
-ეხა სუფრას გავშლით და დავლოცოთ ეს გიჟი გოგო ფეხზე ქეთა წამოდგა და სავარაუდოდ სამზარეულოსკენ წავიდა..
-მეც მოგეხმარებით და ფეხზე წამოვდექი, ამ დროს დემემ გამომხედა ,,დამცინი??? როდის აქეთ გახდა შენი დემე?“ ჩემი მეორე მეც სტარტზეა , საყვარლად ჩაიცინა და ისევ ბიჭებს მიუბრუნდა რომელებიც ცხარედ განიხილავდნენ რომ: კალადბურთი ს უფრო ჯობია ვიდრე ფეხბურთი...
-არ შეწუხდე საყვარელო
-არა პირიქით
-კარგი მაშინ წამოდი
მეც მათ შევუერთდი... და ერთად ვფუსფუსებდით სამზარეულოში სუფრაც გავშალეთ და წავიდა ნამდვილი ქართული ქეიფი.. უდედესი სადღეგრძელოებით.. ეს სანდრო ნახე ეე რა ლექსები ცოდნია... სიყვარულის სადღეგრძელოზე მის ტასუნას მიუძღვნა ლექსი... აქ კი გულში რაღაცამ გამკრა.. მეც მინდა ასეთი სიყვარული, რწფელი და ლაღი, ვიცი რომ დემეტრე ასეთი არასდროს იქნება, არ მექნება ესეთი ტკბილი ჩახუტებები, ყველა რომ დიდ სიყვარულს ასხივებენ, ცხოვრობენ დღევანდელობით, ერთმანეთს ერთ ლამაზ წამს ჩუქნიან, და ამით აბედნიერებენ მათაც და საკუთარ თავსაც.. მიხარია ესეთი კარგი მეგობრები რომ შევიძინე.. დემეტრე ცოტას სვამდა, თუმცა არცერთი სადღეგრძელო არ გამოუტოვებია. მე მის გვერდით ვიჯექი.. ხელი ჩემს სკმაზე ჰქონდა გადმოდებული და დროდადრო თითებს შიშველ ზუგრძე შემახებდა. ეს ისეთი გრძნობა იყო სიტყვებით აღწერაც კი შეუძლებელია. ვაცნობოირებდი რომ ამაში გრძნობებიც კი არ იყო ჩადებული... ვხდებოდი თითების ეს წრიული მოძრაობა, თითქოს და მოფერება, სიყვარულით არ იყო გაჟღენთილი. მე კი ამ მინიმალურითაც ვყირავდებოდი და საკუთარ თავს გრძნობებში ვკარგავდი. საათის ისრები 12 უჩვენებდა გვიანი იყო..ეს დღე ჩემთვის ემოციური იყო. თითქოს სიცოცხლით სავსე. არ იყო უგრძნობი.. მივხვდი თუ რა არის ნამდვილი მეგობრობა, სიყვარული.. ერთგულება და პატივისცემა ,
-დაიღალე ? ფიქრებიდან დემტრეს კიდევ უფრო ბოხმა ხმამ გამომიყვანა
-ცოტა მოკლედ მოვუჭერი
-მალე წავალთ ,ეს მითხრა და ფეხზე წამოდგა
-მეგობრებო შესანიშნავი საღამო იყო გაწონასწორებული ხმით დაიწყო საუბარი, მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ, ხვალ ნიშნობა და ჯვრისწერაა გამახარებთ თუ თქვენც ჩვენს გვერდით იქნებით. მოგვიტევეთ, მაგრამ ეხლა უნდა დაგტოვოთ და კარებისკენ გაემართა . კიდევ ერთხელ გადავუხადე მათ მადლობა და დემეტრესთან ერთად სახლი დავტოვე.. ლიფტის დანახვაზე დღევანდელი ინციდენთი გამახსენდა და ინსტიქტურად წავიღე ხელი ტუჩებისკენ
-შეძლებ კიდევ ერთხელ იმგზავრო?
-იმედი მაქვს კიი
ლიფტში შევედით დემეტრემ წელზე მომხვია ხელი და მისკენ მიმწია, ამით გამომმიცხადა რომ ისიც აქ იყო და არ უნდა შემშინებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი თავი გამეკონტროლებინა და ნერვებს არ ავყოლოდი.. ამაში დემეს შეხებაც ემატებოდა. გამოწვეული მუხლებში სისუსტე.. რეცეპტორების ამოქმედება, . ტანზე ეკლების დაყრა.. მსუბუქად ჩაიღიმა... უსაფრთხოდ ვიმგზავრეთ ლიფტით.. მანქნაში ჩავჯექით და სიბნელეში გავუყევით გზას... ჯერ მე დამტოვა სახლში
-ტკბილი ძილი პატარავ
-ღამე მშვიდობის დემეტრე
სახლში შევედი მანამ იქ იდგა სანამ კარები არ მივხურე , შემდეგ კი გზა განაგრძო, უხმაურიდ ავედი ჩემს ოთახში, გამოუცვლელად დავებერტყე ლოგინზე და დღევანდელი დღით მადლიერმა გულწრფელად გავიღიმე... ყოველი მისი შეხება კი გულში იწერებოდა და საუკუნოდ მამახსოვრდებოდა.. უსასრულობაშიც კი მას ვიგრძნობდი.........


Imedi maqvs isiamoivnebt am tavit… madloba yvelas eseti tbili damokidebulebisatvis.. exlac ar daizarod da gamoxatet tqveni tavi komentarebit
p.s siyvarulit qristine :*



№1 სტუმარი natali123

dzalian kargia

 


№2 სტუმარი Uhuu

Momcooons dzaliaaan<3
Imedi makvs ad daagvianeb velodebi<3

 


№3 სტუმარი hipo

tansacmliana araa tansacmlianad mainc dageweera da gulobistviso tu rogor iyo ar maxsovs arada dzaan momewona 1tavi :/

qaiaa wavikitxe bolomdde

 


№4  offline წევრი Sad Writer

[quote=Sad Writer][quote=hipo]tansacmliana araa tansacmlianad mainc dageweera da gulobistviso tu rogor iyo ar maxsovs arada dzaan momewona 1tavi :
qaiaa wavikitxe bolomdde[/quote]
მექანიკური შეცდომაა და გამოსწორებადიაა... მადლობა რომ კითხულობ

 


№5 სტუმარი nini

ძალიან კარგია ,ვგრძნობ დემეტრე შეუყვარდება , ყოველდღე თითო თავი დადე

 


№6 სტუმარი Shore shore

Zalian kargia male Dade

 


№7  offline წევრი isterichka123

აი ძალიან მომეწონა კარგი იყო ასე გააგრძელე

 


№8  offline წევრი ვალენტინა

ჰმმ ძან კაიიყოო ^-^ *;*

 


№9 სტუმარი Teona

Momwons da minda tanmimdevrulad wavikitxo. Ise nu izam rom damaviwydes da mere agarc movubrunde. Kargad wer da meqanikur shecdomebs araushavs.

 


№10  offline წევრი kiko

ვაუ ძაან კაი ისტორიაა და მომწონს ^_^ არღვლიანი როგორ მომწონს სვანები. ყოველთვის ყველა ისტორიაში რატომღაც ბიჭების მხარეს ვარ და თუ სვანია მითუმტეს :დ აქაც არ ვარღვევ ერთგვარ ტრადიციას და დემეტრეს ვბალენშიკობ ყველანაირად :დ კარგია ველოდები ახალ თავს! წარმატებები!

 


№11 სტუმარი კნოპკა

აუუკიდედადე

 


№12 სტუმარი Gaya

Auu ramagarixar malee dade xolme raaa

 


№13 სტუმარი Uhuu

Male dadeeb?

 


№14  offline წევრი Sad Writer

მადლობა ესეთი კომენტარებისთვის .. გუშინ ვერ დავდე გარკვეული მიზეზების გამო მაგრამ დღეს აუცილებლად დავდდებ საღამოს. დიდ თავს :-****

 


№15 სტუმარი Uhuu

Sad Writer
მადლობა ესეთი კომენტარებისთვის .. გუშინ ვერ დავდე გარკვეული მიზეზების გამო მაგრამ დღეს აუცილებლად დავდდებ საღამოს. დიდ თავს :-****

Dadeb male?

 


№16  offline აქტიური მკითხველი lalita

მოწონს როგორც წერ გააგრძელე და გაადიდე თავები.

 


№17 სტუმარი Shore shore

Es aris aucileblad davdebo? Tan did tavso?

 


№18 სტუმარი Nini

Auuuu ra cesia ese dagvianebaa vaaaa

 


№19  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

მომწოოონს კარგიაა ♡♡♡მაგრამ მესამე თავი ვნახეე და რატომ აღარაა ვეღარ წავიკითხეეე

 


№20  offline წევრი Sad Writer

ნიტა♡♡
მომწოოონს კარგიაა ♡♡♡მაგრამ მესამე თავი ვნახეე და რატომ აღარაა ვეღარ წავიკითხეეე

Ar vici ratom agaraa atvirtuli iyoo daa azrze ar var ra xdeba.. damtanja mteli erti dgea vtvirtav dzan adre daa meore dges ideba ver vxvdebi ra xdeba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent