შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცეკვე ჩემთვის


23-07-2016, 23:21
ავტორი luza
ნანახია 1 494

დღეს უმთვარო ღამეა, მგონი მართლა უმთვაროა, რავი ყოველშემთხვევაში ჩემი ფანჯრიდან არ ჩანს. ხოდა იმას ვამბობ რომ უმთვარო ღამე უფრო ბნელია ვიდრე გაუნათებელი ოთახი. ცოტა დავიბენი , მაგრამ არაუშავს...
მეხუთეზე ვცხოვრობ, როგორც ყოველთვის ბნელ ოთახში განმარტოებული და ღია სარკმლიდან ვაკვირდები ჩემს წინ კორპუსში მეექვსეზეე როგორ ცეკვავს გოგო.ასე 20 დან 25 წლამდე იქნება, საშუალო სიმაღლის, ოდნავ პუტკუნა, გრძელ მაისურში გამოწყობილი და ფეხშიშველა ისე ნაზად არხევს თეძოებს რომ ლამის აქედან ვისკუპო მის აივანზე და უფრო ახლოდან ვუცქირო. ღმერთო როგორი ლამაზია. როგორ უხდება ეს მოკლე თმები და გაბუსხული ტუჩები. როგორი სათუთია . როგორ ლამაზად ასრიალებს თითებს საკუთარ სხეულზე და როგორი რუდუნებით ჰყვება მუსიკის რიტმს.
ის მარტოა აშკარად, არადა შეიძლება ასეთი ქალი მარტო იყოს ამ ლამაზ უმთვარო ღამეს. იქნებ ჩავირბინო და მერე ავირბინო მასთან, იქნებ შევუმსუბუქო აუტანელი მარტოობა. იქნებ ის ერთი ბოთლი ღვინოც წავუღო ასე რომ ვინახავ განსაკუთრებული დღისთვის. განა იქნება ამაზე ლამაზი წუთი კიდევ სადმე რომელიმე ცხოვრებაში?!
ახლა როგორი სიამოვნებით ჩავებღაუჭებოდი მისი მაისურის ბოლოებს,ჩუმად ავუკაპიწებდი, ფრთხილად დავხედავდი მოშიშვლებბულ ბარძაყებს და ასევე ფრთხილად და ნელა ავივლიდი სულ უფრო და უფრო ზევით, გავაპობდი სივრცეს და შევავსებდი ცარიელ გულს ასე გამეტებით რომ ძგერს.
გამიღე კარი პატარა ქალბატონო, შემომიშვი შენს წიარში, მიბოძე შეხების ბედნერება, მთხოვე დავრჩე შენთან. მთხოვე ვიყო შენი. მთხოვე გკოცნიდე და გეალერსებოდე. მთხოვე მარტო შენი ვიყო. გთხოვ მთხოვე...
ვიცი მე არ მელოდები, ვიცი სულაც სხვისთვის ცეკვავ, სხვისთვის გეპობა ბაგენი და იმ ერთადერთისთვის გადაშლი გულს, მაგრამ ახლა ხომ მხოლოდ მე ვარ შენი თანაზიარი, მხოლოდ მე ვტკბები შენი სხეულის აკორდებით და მხოლოდ მე ვიმეტებ ერთ ბოთლ საყვარელ ღვინოს მხოლოდ შენთვის და მხოლოდ შენთან.
სულ რამდენიმე მეტრი, სულ რამდენი წამი და შენთან გავჩნდები. სულ ცოტაც და იმ კარს მიღმა მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. მხოლოდ ჩვენ დავტკბებით ერთმანეთით და მხოლოდ ჩვენ ვიქნებით მთელი სამყარო.
მოვიდე?
თუ დავრჩე ჩემს მყუდროებაში სულ მარტო და ისევ, უკვე მერამდენედ, გიცქირო ასე მალულად ფანჯრიდან, არ იცოდე ჩემი არსებობა და მარტომ დაღალო სხეული.
გთხოვ დამიძახე, გთხოვ გადამარჩინე ამ სიჩუმისგან, გთხოვ მათხოვე დრო შენი ცხოვრებიდან და მაგემე ცოტაოდენი სიტკბო შენი ტუჩებიდან. ნუ დამტოვებ ასე მოწყურებულს, ნუ მოკლავ ჩემს სულს ერთი კოცნის გამო, ნუ გამინელებ მარილის გემოს . ნუ მაგრძნობინებ თავს ცუდად...
და მე მოვედი შენთან...
ვიცი რომ ხვალ მზე ამოვა, ვიცი რომ გათენდება და ეს სიბნელე სადღაც წავა , მაგრამ მე ეს ღამე მირჩევნია შენთან ვიდრე მზის სხივები უშენოდ.ნუ გაჩერდები, კიდევ ერთხელ დაუკარი ეს სიმღერა ამ იატაკზე, რომ მე ისევ გიცქირო და დავტკბე შენით. შენი წვივებით, მუხლებით, მკვრივი და ძლიერი მხრებით, პატარა და ლამაზი მკერდით, მინდა გიყურო ასეთს მთელი ცხოვრება , არასდროს დაბერდე და შეიცვალო, ასეთად დარჩე მთელი ცხოვრება. მიცეკვე მე, იყავი ჩემი, ეს სპონტანური სიყვარული დაიტოვე და გააღვივე როგორც ცეცხლი, მინდა დამწვას ამ ტალღამ, მინდა სიმხურვალებ შთანთქას ჩემი განცდები. მინდა შენი ვიყო მხოლოდ . და გთხოვ მიცეკვე კიდევ ერთხელ. მიცეკვე რომ დავივიწყო ჩემი უბადრუკი ცხოვრება, გავხდე შენი სულის ნაწილი.
გთხოვ..
შემიყვარე...
მე შემიყვარე და არა ის...
გაჩუქებ მზესაც და მთვარესაც...
გაჩუქებ საკუთარ თავს...
გაჩუქებ სულს...
გაჩუქებ ყველა ყვავილს დედამიწაზე ამოსულს...
გაჩუქებ წვიმის თითოეულ წვეთს...
ამ მთებს და ამ ზღვებს...
ყველაფერს გაჩუქებ...
გაჩუქებ ამ ერთი ცეკვის სანაცვლოდ, ამ ერთი ღამისთვის, ამ ერთი სიხარულისთვის, ამ ერთი ვნებისთვის მთელ ცხოვრებას რომ გამყვება...
გთხოვ იცეკვე ჩემთვის!
და შენ , როგორც ხსვები გამაგდებ როგორც გიჟს , შემიძულებ ამ ყველაფრისთვის, გზაში ამივლი გვერდს და არად ჩააგდებ ჩემს ამდენ საჩუქარს. დამტოვებ როგორც სხვებმა დამტოვეს, გამიპობ გულს და გასრეს ჩემს ფილტვებს , რომ აღარ ვისუნთქო მე შენით.
და მე გავცოფდები, და მე გავილაშქრებ და მე ვიქნები სასტიკი, მე გამოვთვრები და დავეცემი ღვთის წინაშე მუდარით სავსე. მე მივატოვებ ყველას და მაინც მოვალ შენთან განრისხეული. მოგთხოვ სიყვარულის ჩემს წილს და გატკენ ყველა ძველ იარას. დაგაჩოქებ და გათქმევინებ სასურველს. დაგცინებ და ტალახში გაგსვრი. დაგაგდებ დედამიწაზე, დაგასობ მახვილს, მოგკლავ მე შენ და მოვკვდები მე შენთვის.ვიცი არ ვარ ერთადერთი , მაგრამ ვიქნები უკანასკნელი. სამუდამოდ ჩემთვის დაგიტოვებ შენ და დაგაბერებ ჩემს მკლავებში. მოგისპობ ჰაერს და ისუნთქებ მხოლოდ ჩემით, როგორც ოდესღაც მე ვსუნთქავდი შენით. დარჩემი სულ მარტო და გეყვარები მხოლოდ მე , გეყვარები უპასუხოდ და მოლოდინით სავსე , რომ მე ისევ დავდგები უფლის წინაშე მუხლებზე და ვთხოვ დამიბრუნოს სული შენ რომ გაჩუქე, მიწა შენ რომ გაჩუქე და თითოეული წვეთი წვიმისა შენ რომ გაჩუქე.
და თუ მე ვიგრძნობ შვებას...
იქნებ ...
მაგრამ, არა...
შენ ღირსი ხარ ამ სიძულვილის...
და შენ იცეკვებ მხოლოდ ჩემთვის. იქნები კახპა ჩემი და იქნები უსულო ქვიშა ჩემთვის. შენ ხარ მიწა რომელიც გაჩუქე და მე მას მივუგდებ მატლებს რომ გაღრღნან და დაალპონ თავიანთი საცეცებით. რომ არასოდე აღარავინ გაიხსენოს შენი სახელი.



№1  offline წევრი jinjeri

Vau araordinaluria!!! Dzaan magaria! Imdeni ram minda vtqva da tan amave dros shesaferis sityvebs ver vuyri tavs.

 


№2  offline წევრი luza

jinjeri
Vau araordinaluria!!! Dzaan magaria! Imdeni ram minda vtqva da tan amave dros shesaferis sityvebs ver vuyri tavs.



დიიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent