შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (2)


24-07-2016, 02:54
ავტორი annabelle
ნანახია 2 557

-მგონი რეჟისორს ჟანრი აერია-გავიცინე,როცა ფილმი დამთავრდა და შენობა დავტოვეთ.
მთელი ფილმის მსვლელობისას სიცილს ვერც ერთი ვიკავებდით.პოპკორნი სულ დაგვიცვივდა,რის გამოც გადავწყვიტეთ სხვა რიში გადავმსხდარიყავით,დამლაგებელთან პრობლემები,რომ არ შეგვქმნოდა.
-მარტო ალბათ შიშით ჩავიფს@მდი.სერიოზულად.მაგრამ შენ,რომ გიყურებდი,როგორ ხითხითებდი მეც მეცინებოდა.გიჟი ხარ და მგონი ნორმალური არ უნდა იყო-უფრო ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ოჰ,რა თბილი და საყვარელი ხარ-თვალები გადავატრიალე და მეც გამეცინა.გამორიცხულია მის სიცილს სიცილითვე არ უპასუხო.
-ჰო ასეთი უცნაური ვარ. 10 საათია.თითქმის. არ გშია?-მშიოდა,თან როგორ.დილიდან არაფერი მეჭამა.მგონი თუ ასე გავაგრძელებ,თეთრ ხალათში აღარც გამოვჩნდები.
-მშია.
888
ჩინურ რესტორანთან გაჩერების შემდეგ მივხვდი,რომ სახლში მისვლამდე ჭამაზე არც უნდა მეფიქრა.
-რატომ არაფერს უკვეთავ? ხომ გშიოდა-გამიღიმა და მწვანე კულული ყურს უკან გადაიწია.
-ამ.აღარ მშია-გული მერეოდა აქაურობაზე,სუნზე, ყველაფერზე.სხვადასხვანაირად შემწვარი სხვადასხვა ცხოველის ხორცის სუნად ყარდა მთელი დარბაზი.
-მივხვდი!-წამოიძახა უცებ-დიეტაზე ხარ და ღამით არ ჭამ.შენს თვს შეხედე! არაჩვეულებრივად გამოიყურები.ეგ კიარა ზედმეტად გამხდარიც კი ხარ.მეტი რაღა უნდა დაიკლო?
-დიეტას არ ვიცავ.ვეგეტარიანელი ვარ-ვაღიარე და გამეცინა მის სიტყვებზე.
-ოუ,რათქმაუნდა ხარ.-ჩაიხითხითა-შენს ადგილზე მაც არ მენდომებოდა ხორცის ჭამა,ასეთი სამუშაოს გამო.
-ჰო,ზუსტადაც-გავიღიმე და შავი ღვინო ნელა მოვწრუპე.
888
12 საათი სრულდებოდა,სახლამდე რომ მივაღწიეთ.მწვანე თმიანმა მომიყვანა.ისე მშიოდა,ცოტაც და ასფალტს გავღრღნიდი.
-გარგი დრო გავატარე დღეს შენთან ერთად-ღიმილით მითხრა.კიდევ ერთხელ შევათვალიერე მისი ჩაღრმავებული ლოყები.საშუალება,რომ მქონოდა სურათს გადავუღებდი იმ პატარა ადგილებს სადაც ფოსოები უჩნდებოდა.
-მეც-საპასუხოდ გავუცინე-მაგრამ თუ მალე არ შევალ სახლში და რამეს არ შევჭამ,მეორედ მოგიწევს ჩემი შოკიდან გამოყვანა-სიცილით ვაცნობე.
-ოუ,მიდი.ნამდვილად არ მინდა იგივეს გამეორება.გული გამიხეთქე-საყვარლად გადაიხარხარა.
-ჰოო...ღამე მშვიდობის.
-ღამე მშვიდობის-გამიღიმა და სიბნელეში გაუჩინარდა.მისი ასე სწრაფად წასვლის გამო ირგვლივ თითქოს მოწყენილობამ დაისადგურა
-მგონი მომენატრება ეს დღე!-ამოვიგმინე.ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან.
-მოკეტე და სახლში შედი!-ხმამაღლა შევუღრინე ჩემს თავს და კარი შევაღე.
-სად იყავი?-გავიგე კუდიანივით სიბნელეში მჯდომი დედაჩემის ხმა.თვალები გადავატრიალე და შუქი ავანთე.
-სამსახურში.-მოკლედ ვუპასუხე.არ შემიხედავს ისე გავედი სამზარეულოში და მაცივარი გამოვაღე.
-მე მიყურე როცა გელაპარაკები!-მიბრძანა.
-რა გინდა დედა?-თავმობეზრებულმა შევხედე.დაღლილი ჩანდა.ალბათ ისიც ახლახანს დაბრუნდა.
-ასე გვიან არ უნდა დადიოდე გარეთ!
-რასაც მინდა იმას გავაკეთებ.შენ ვერაფერს მიკარნახებ.-მშვიდი,აუღელვებელი ტონით ვუთხარი და ჩემს ოთახში დავბრუნდი.
ნუთუ ახლა გაახსენდა,რომ შვილი ჰყავს?! 23 წელი გავიდა მისი მშობიარობიდან.მას კი პირველივე დღიდან ვეზიზღები.უბრალოდ ვძულვა. ფსიქოლოები ამბობდნენ,რომ ეს მშობიარობის შემდეგი სტრესი იყო. რა, ეს სტრესი 23 წელი გრძელდება? სასაცილოა!
10 წლიდან,როცა უკვე მივხვდი,რომ აზრი არ ჰქონდა დედაჩემისთვის გულის მოლბობას და თავის შეყვარებას,ვაღიარე რომ ის უბრალოდ არ მყავდა და რომ ,,ბოროტი დედინაცვალი“ მზრდიდა კონკიას მსგვასად...
არ მახსოვს,როდის ჩამეძინა.ის კი კარგად დამამახსოვრდა,როგორ მესიზმრებოდა გამძვინვარებული დედაჩემი,რომელიც გამუდმებით მიყვირის და მახსენებს,რომ ვძულვარ და შეცდომით მოვევლინე ქვეყანას!
888
მაღვიძარა!
-გაჩუმდი რაა-ამოვიოხრე,სწრაფად გამოვრთე ყურის წამღები წრიპინი და სააბაზანოში შევვარდი. არმინდა სულ ვაგვიანებდე.როცა სრულიად მოვემზადე,ნემსი გავიკეთე და ოთახიდან გამოვედი.
-რა ჯანდაბაა!-გაოცებულმა მივაშტერდი სასტუმრო ოთახში მაგიდაზე გაწყობილ სხვადასხვა სახის ვეგეტარიანულ საჭმელს.ლარნაკში ჩაწყობილ გვირილების თაიგულს და ერთადერთ თეფშზე,რომელიც ალბათ ჩემთვის იყო განკუთვნილი ორად მოკეცილ ფურცელს დავხედე.წერილი იყო...
--------------------------------
მალე გავაგრძელებ თუ მოგეწონებათ.



№1 სტუმარი Black

Ki gaagrdzele,saintereso istoriaa..gansxvavebuli

 


№2  offline წევრი რიტა

აუუ ვაფანატებ უკვე ამ ისტორიას ისეთი კარგია. გააგრძელე და არ დააგვოანო. წარმატებები...

 


№3 სტუმარი qeta

Ki gaagrdele

 


№4 სტუმარი Tako

gaagrdzele magram teqstis moculoba gazarde, pataraa.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent