M.I (თავი მეცხრე)
*** ღამის 4საათია, მარი ქვემოთ ჩავიდა, ბარის ოთახიდან აიღო ჯეკ დენიელსი და სამზარეულოში გავიდა. ჭიქაში დაასხა და გადაჰკრა, თვალები მოჭუტა და სახე დაემანჭა, უცებ ჭიქისთვის ხელი გაეკრა და გატყდა. ამ ხმაურზე დაჩი და საშა ჩამოვიდნენ. -რა ხდება(საშა) მარიმ ჯეკ დენიელს ხელი დაავლო და ზურგის უკან დამალა. -გაიჭერი ხელი?(დაჩი) -არა, უბრალოდ ჭიქა გამიტყდა.(მარი) -ზურგის უკან რას მალავ(საშა) -მეე? ფფტ... არაფერს -არა რაღაც გაქვს (დაჩი) შემოატრიალა და ჯეკ დენიელსი გამოართვა. ღრმად ჩაისუნთქა და მაქსიმალურად ცდილობდა არ ეყვირა. -წადი ოთახში, ხ-ვ-ა-ლ ვილაპარაკებთ! დაჩი კბილს-კბილზე აჭერდა. -რატო -მარი წადი.(საშა) მეორე დღეს, მარი ადრე ადგა რომ დაჩის არ დაენახა.მალე ჩაიცვა შავი შორტი კომბინიზონი, შიგნიდან გრძელმკლავებიანი, ნაცრისფერი მაისური და კეტები. ჩუმად ჩავიდა კიბეებზე მაგრამ დაჩის და საშას ხმა მოესმა. -სად გეჩქარება ახალგაზრდა(დაჩი) -დაჩი? ესე ადრე გგღვიძავს?(მარი) -თემას ნუ ცვლი.(დაჩი) -მარ დალიე გუშინ?(საშა) -რო გითხრათ რო არა დამიჯერებთ?(მარი) -არა.(დაჩი) -ხო, მარტო 1ჭიქა გეფიცებით.(მარი) -მარ წადი ისევ ოთახში, დასჯილი ხარ.(დაჩი) -როგოორ? დაჩი შენ არ გაქ ამის უფლება. სადაც მინდა წავალ თუმდაც როცა სახლში არ იქნები(მარი) -მაგ დროს მე ვიქნები. მარი არცერთს არ გვსიამოვნებს ამის გაკეთება მაგრამ უნდა მიხვდე რომ ცუდად მოიქეცი.(საშა) მარი გაცხარებული ავიდა და ასვლისას ფრანგულად ლანძღავდა დაჩის. -რა თქვა(დაჩი) -არც ისე ზრდილობიანი სიტყვები.(საშა) *** ნუცა მოვიდა. მარი საწოლზე იჯდა და ეწეოდა. -რა ხდება, საშა არ მიშვებდა ზევით. ამოვიპარე. -ჯეკ დენიელსით დამიჭირეს. დამსაჯა ბატონმა დაჩიმ ნუცა ახარხარდა, ეგონა ეღადავა. მარიმ სიგარეტი აიღო და საფერფლეში ჩააწვა. ნუცას მკვლელი თვალებით უყურებდა. -რა, არ ღადაობ? -რა ვქნა -რო გაიპარო დაჩი არ გაცოცხლებს. არც შენ და არც მე -ღამე დარჩი, ცოტა მაინც გავერთობი -კაი წავალ ჩავალაგებ ნივთებს და დავბრუნდები ნუცას წასვლისთანავე მარიმ კიდე ერთი ღერი სიგარეტი აიღო, ფანჯრის რაფაზე დაჯდა და მოწევა დაიწყო. ირაკლი გაახსენდა, წამით გაიფიქრა რომ დალაპარაკებოდა და მოესმინა რისი თქმა უნდოდა და ისევ გადაიფიქრა, რადგან გაახსენდა კატო, მომენტი როდესაც ირაკლის ერთხელაც არ შეუხედავს მისთვის როცა კატოსთან ერთად იყო. კატო არ ყოფილა მიზეზი მათი დაშორების, ეს ირაკლი იყო. ფიქრში გართულმა ვერც შეამჩნია როგორ შემოვიდა საშა. გამოაცალა სიგარეტის ღერი და თვითონ დაიწყო მოწევა. -რას შვები -რასაც ხედავ იმას -არ გშია? -არა -მარ, კაი რა. დაჩი მართალი იყო. თუ არ მესწერვები არ შევიმჩნევ იმას რომ ნუცა ჩვენთან რჩება ღამით. -საშ, რატომ ეთანხმები დაჩის ყველაფერში. -ამ შემთხვევაში მართალი იყო, დასჯა ოდნავ მკაცრად მომეჩვენა, მაგრამ ორივემ ვიცით უყვარხრ. ზუსტად ამ დროს შემოვიდა დაჩი, ოთახი თვალებით დაათვალიერა და დაჯდა. -რას შვებით(დაჩი) -არაფერს. მარიმ ფანჯარაში გაიხედა, ყურადღებაც არ მიაქცია დაჩის. გაბრაზებული იყო მასზე. -შენ გელაპარაკები-მარიმ მაინც არ გახედა.-საშა გადი 2წუთი. საშა გავიდა. -მარიამ შემოტრიალდი როცა გელაპარაკები.-შემოტრიალდა.-იმედი მაქ ხვდები რომ არასწორად მოიქეცი. -ერთი ჭიქა,ისიც უბრალოდ იმიტომ რომ დავიღალე. -მოდი ესე მოვიქცეთ. რამდენჯერაც დაიღლები დალევამდე მოდი ჩემთან, თუ ვერ გადაგაფიქრებინებ, ჩემი ხელით დაგალევინებ. -და თუ დაგთანხმდები აღარ ვიქნები დასჯილი???? -კი. მარი ჩამოვიდა ფანჯრის რაფიდან და დაჩის ჩაეხუტა. -დედა და მამაზე ბევრად უკეთესი ხარ. თუ მომაწევინებ კიდე უფრო უკეთესი. -კარგიი ცდა იყო. *** მარი ყოყმანობდა, ვერ წყვეტდა წასულიყო თუ არა საბასთან. იცოდა რომ იქ ირაკლი იქნებოდა, უემოციო გამომეტყველება მიიღო კარი გააღო და წავიდა. საბასთან ასვლისთანავე სიგარეტი აიღო ზედმეტი სიტყვების გარეშე სავარძელში ჩაეშვა. მის წინ ირაკლი იჯდა, ოდნავ მოშორებით კატო. მარის გაუკვირდა ისინი რომ ცალ-ცალკე იყვნენ. ირაკლის არცერთხელ არ შეუხედავს მარისთვის, ყველა კარგად ერთობოდა მხოლოდ მარი იჯდა უემოციო სახით. საბასაც არ დაუწყია ხვეწნა შეურიგდიო, ერთი ჰკითხა რამეს ხო არ დალევო და მორჩა. მარიმ სიგარეტის ღერი ამოიღო, მოუკიდა და მოწევა დაიწყო. ირაკლიმ შემთხვევით მოკრა თვალი, ნელა გამოაცალა ხელებიდან, თავისი ნაცრისფერი თვალებით მიაშტერდა, გაუღიმა და უთხრა -ბავშვებისთვის არ შეილება. -ძაან სასაცილოა. მარიმ კიდე ერთი ღერი აიღო, ირაკლი გადაჯდა და მთლიანი კოლოფი აიღო. მერე ჩვეულებრივად ერთობოდა დანარჩენებთან. კატოც ძალიან გახარებული ჩანდა, ირაკლისთან ძალიან ჩვეულებრივად იყო. ერთი საათი ისე გავიდა მარის არც გაუგია, ცოტახანში კატო, კახი და კოტე წავიდნენ, მაშინ მარის ჩაეძინა. ირაკლიმ წამოაწვინა და თავი მის გულმკერდზე დაადებინა. მაშინვე გაეღვიძა და წამოხტა. -რა ნერვოზი გჭირს?(ირაკლი) -რომელი საათია!(მარი) -დაწყნარდი. ეხლა მოგიწევს ჩემი მოსმენა. კატომ იმ დღის მერე თვითონ მითხრა რო არ ვუყვარვარ და პატარა შეცდომა დაუშვა, ისევ ვუყვარვარ ოღონდ როგორც დიდი ძმა. მე შენ მიყვარხარ და უბრალოდ დღეს ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ გამეცინა ისეთი სახე გქონდა. ჩემო ცხოვრება გეყო ეს სულელური გამოხტომები რომ მხოლოდ იმიტომ უნდა ავირჩიო კატო, რადგან მას უფრო დიდხანს ვიცნობ. ძაან მიყვარხარ. -და რა, ეხლა უნდა დაგიჯერო? -არ მიკვირს ხალხს რომ არ ენდობი. მესმის შენი. მეც ვერავის ვენდობოდი ამიტომ კატოს გარდა არავისთან არ გავჩერებულვარ დიდხანს. მარიმ აკოცა ირაკლის. -ჩემი უემოციო. -მეც ძალიან მიყვარხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.