შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვლის ზღაპარი [6]


24-07-2016, 22:41
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 164

დილა მზიანი იყო, მართალია ზამთრის სიცივეს ვერაფერს უხერხებდა, მაგრამ მაინც ანათებდა. ნებიერად მოიფშვნიტა თვალები და ლოგინზე წამოჯდა. დაბარებულივით დაუკაკუნა დედამ და ოთახს ყავის სასიამოვნო სურნელი მოედო. გაეღიმა, დედა ყოველთვის ასე ანებივრებდა. ფინჯნის გვერდით კრუასანები ელაგა. მადლობაო, აკოცა და კრუასანი მაშინვე პირისკენ გაუშვა. მადიანად მიირთმევდა შოკოლადიან კრუასანს და ყავას. თითქოს აღარაფერი აღელვებდა. დღეს საქმეც არაფერი ჰქონდა, შეეძლო მთელი დღე ენებივრა და არაფერი ეკეთებინა. მაგრამ ვინ დაგაცდის უსაქმურობას და ბედნიერებას. ტელეფონი ახმაურდა.

- დილა მშვიდობის _ გაეღიმა.
- დილა მშვიდობის დათი.
- როგორ ხარ?
- კარგად, თავად?
- არამიშავს.
- ელაპარაკე ნანიკოს? _ იმედიანად ჰკითხა.
- არა,ჯერ არა.
- და რაღას უცდი? _ დამტუქსველი ტონი ჰქონდა.
- მეშინია _ დაძაბულმა ღიმილმა გადაუარა ორივეს.
- არადა მეგონა უკვე გარკვეული და ჩამოყალიბებული მირეკავდი. _ აგრძნობინა, როგორ გაუცრუა იმედი.
- არ არის ასე ადვილი _ თავის მართლებასავით გამოუვიდა.
- მესმის, მაგრამ თუ არ გაბედე, არაფერი გამოვა.
- შენთან საუბარი მამშვიდებს _ გულწრფელი იყო.
- მოწოდებით ფსიქოლოგი ვარ _ გაეცინა.
- უნდა გნახო რა _ აშკარად სჭირდებოდა.
- ეს თუ დაგეხმარება, მნახე.
- კარგი, საღამოს გამოგივლი, მინდა რომ სადმე განვმარტოვდეთ, მშვიდად ვისაუბროთ, გარშემო ხალხის გარეშე.
- კარგი.
- დროებით.

გაეღიმა, რა უნდა ექნა, მხარი უნდა დაეჭირა ნანიკოსთვის. აშკარად გზა-კვალი ჰქონდა არეული ამ ბიჭს. უბრალოდ შვილის მკვლელობას ვერ პატიობდა და ამიტომ ეგონა, რომ აღარ უყვარდა, ამიტომ ხედავდა სხვებში სიყვარულს. თავად მას რა მოუვიდა, ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა. ისე უცებ მოიხიბლა. ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო, არ სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც სხვაზე ფიქრით იქნებოდა გატაცებული. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება გული ტკენოდა, შეიძლება გადაჩვევა გასჭირვებოდა, შეიძლება დანაკლისის შეგრძნებას არ მოესვენებინა, მაინც არ ინანებდა. არ ინანებდა, რადგან დარწმუნებული იქნებოდა გადაწყვეტილების სისწორეში. ყოველთვის როცა დათის დაინახავდა, ნანიკოსთან ერთად, ბედნიერებისგან თვალებგანათებულს, მიხვდებოდა რომ მისი გადაწყვეტილება ამად ღირდა.საღამომდე დრო გაიყვანა, მერე მოემზადა და დათისთან შესახვედრად წავიდა.

დათიც ემზადებოდა. მშვიდად წავიდოდა, რომ არა ნანიკო, რომელიც ხელებგადაჯვარედინებული დაუდგა წინ, ირონიული ღიმილით.

- გისმენ _ გაუღიმა.
- ლამაზია? _ თითქოს ძალით ამოგლიჯეს ეს ერთი სიტყვა.
- ვინ?
- კარგად ხვდები ვისზეც გეკითხები _ ნელ-ნელა უწევდა ხმას.
- ძალიან _ გაეღიმა, ნანიკო ეჭვიანობდა.
- ამიტომ გინდა ჩემთან დაშორება? _ უკვე ვეღარ აკონტროლებდა ხმის სიმტკიცეს.
- შენთან დაშორება უკვე ორი წელია რაც მინდა.
- მე კიდევ რაღაცის იმედი ქონდა, მაგრამ რად გინდა, ვიღაც გაუცნია ჩემს ძვირფას ქმარიკოს _ მთელი ირონია ჩააქსოვა.
- გეყოფა ირონია და ბუზს სპილოდ ნუ აქცევ ახლა _ ცოტა არ იყოს და გულგრილად გამოუვიდა.
- ხო, აბა რა, რა უფლება მაქვს, დამავიწყდა რომ ცოლ-ქმარი ფაქტობრივად აღარ ვართ და მალე კანონითაც აღარ ვიქნებით _ აგრძელებდა.
- ახლა მე წავალ, შენ დამშვიდდი კარგი? _ გაუღიმა.
- ხო, მე უნდა დავმშვიდდე _ ჩაეცინა _ და ღამით გელოდო? _ ინტერესით ჩაეკითხა.
- არ ვიცი, შეიძლება ლაშასთან დავრჩე _ გაეცინა.
- ლაშასთან? _ არ სჯეროდა.
- ლა-შას-თან _ დაუმარცვლა და სახლიდან გავიდა.

ამოუხსნელი სიხარული გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ნანიკომ იეჭვიანა, რომ აღელვებდა. საკუთარ ემოციებს ახსნას ვერ უძებნიდა. ნელ-ნელა რწმუნდებოდა რომ ელენე მართალი იყო, მაგრამ ელენე. მეორე მხრივ ელენე იდგა, რომელიც უკვე სრულყოფილებად მიაჩნდა, ყველაფრით. ბედისწერის საჩუქარი იყო ელენე, მას კი ასე უნდა მიეტოვებინა. მერე თავისივე ფიქრებზე გაეცინა, გოგონა ხომ თვითონ ასწავლიდა სწორ გზას. მის მხსნელად მოვლენილი ანგელოზი იყო, ანგელოზი რომელმაც სწორი გზა უჩვენა. გოგონა უკვე ელოდებოდა. მეგობრის სახლში წაიყვანა, მშვიდად ლაპარაკს და განმარტოვებას შევძლებთო. პროტესტი არ გამოუთქვამს ელენეს, გაჰყვა. ბინა ერთ ოთახიანი, საკმაოდ კომფორტული იყო. დივანზე ჩამოჯდა ელენე.

- ყავას დალევ? _ მასპინძლობდა.
- კი.
- გავაკეთებ და მოვალ. საჭმელი?
- არ მინდა, მადლობა.
- კარგი ახლავე მოვალ...აი მოვედი _ ფინჯნები დაალაგა და გვერდით მიუჯდა.
- მადლობა.
- მიხვდა რომ ქალთან შესახვედრად მოვდიოდი _ გაეცინა.
- ოღონდ სხვა კონტექსტში _ სიცილითვე უპასუხა.
- ხო და იეჭვიანა.
- ნანუკას ისევ უყვარხარ _ გადაჭრით უთხრა.
- არ ვიცი, შეიძლება _ გაეღიმა.
- და შეიძლება შენც გიყვარს არა? _ ჩაეცინა.
- არ ვიცი.
- როდის აპირებ დალაპარაკებას?
- არც ეგ ვიცი.
- დაელაპარაკე, იქნებ რას გეუბნება, იქნებ როგორ გიჩუყდება გული, იქნებ პატიობ, იქნებ ისევ იღვიძებს სიყვარული, რატომ ეწინააღმდეგები საკუთარ თავს არ მესმის _ აღშფოთდა.
- არც მე მესმის _ მხრები აიჩეჩა.
- რა ვქნა რა გიშველო.
- შენ რომ მშველი ისე ვერავინ _ ნებიერად მოკალათდა და თავი კალთაში ჩაუდო.
- მგონი ჩვენგან უკეთესი მეგობრები გამოვა, ვიდრე შეყვარებულები _ გაეცინა.
- ახლა მეგობრობას მთავაზობ? _ თვალები მოჭუტა.
- რატომაც არა? ისეთი ურთიერთობა არ გვქონია მეგობრობა რომ ვერ შევძლოთ, მხოლოდ მას შემდეგ რაც საკუთარ თავში გაერკვევი, თუმცა მგონი გარკვევა არ გჭირდება.
- შენ და გურიკასაც მეგობრობა უკეთესად გამოგივიდათ? _ აინტერესებდა.
- დათი _ არ მოეწონა კითხვა _ გურიკაზე საუბარი აკრძალულია, მე და გურიკა სხვა თემა ვართ, ისეთი თემა შეხება რომ არ შეიძლება.
- კარგი, მაპატიე, იქნებ მეც ვიფიქრო შენს ფსიქოლოგობაზე? იქნებ მეც დაგეხმარო? _ თითქოს მხოლოდ ამ მიზნით ჰკითხა.
- ჯერ შენს თავს დაეხმარე. _ ფრთხილად შეუცურა თმებში თითები.
- დამეძინება ასე _ გაეღიმა.
- არა შენი დაძინება არ მაწყობს, უფრო სწორად ნანიკოს გაბრაზება არ გვაწყობს _ გაუცინა.
- სიტუაციის განვითარებისდა მიხედვით, აუცილებლად გაგაცნობ ნანიკოს.
- სიამოვნებით გავიცნობ _ მართლა დიდი სიამოვნებით გაიცნობდა.
- არც კი ვიცი საიდან უნდა დაიწყო ლაპარაკი _ ისევ რჩევას ეკითხებოდა.
- მიხვალ სახლში, დაჯდები და ეტყვი გისმენ-თქო _ მარტივად აუხსნა.
- და მორჩა?
- მერე მოუსმენ ყველაფერს ამ ორი წლის განმავლობაში, მის გრძნობებს, განცდებს, რატომ რისთვის.
- მერე? _ თითქოს ისტორიას უსმენდა.
- მერე შენ შენსას ეტყვი - ელენეც აგრძელებდა.
- მერე?
- მერე ჩაეხუტები და მორჩა _ გაუცინა.
- რა მარტივია შენს ზღაპარში ყველაფერი _ დანანებით გადააქნია თავი.
- ცხოვრებაც მარტივია, ჩვენ ვართულებთ _ ამოიოხრა.
- არ გინდა შენზე და გურიკაზე მომიყვე?
- რატომ გადაგვეკიდე მე და გურიკას? _ გაეცინა, თუმცა სულაც არ ეცინებოდა _ ვიყავით ერთად, მერე დავშორდით, მაგრამ ნორმალური, კარგი გატყუებ _ ჩაეღიმა _ თბილი ურთიერთობა შევინარჩუნეთ.
- ასე ვრცლადაც არ გინდოდა _ ორივეს გაეცინა.
- კარგი, მოკლედ _ შემართებით დაიწყო, დათიც მოემზადა მოსასმენად, მაგრამ გაჩერდა, რამდენჯერმე უშედეგოდ ამოისუნთქა _ არ მინდა რა, ვერ მოგიყვები.
- საკუთარი თავის გარდა არავისთვის გემეტება?
- ხო, უბრალოდ ვერ გადმოგცემ _ დანაღვლიანდა.
- სად წავიდა გურიკა?
- საზღვარგარეთ. _ მძიმედ გადააგორა ნერწყვი სასულეში.
- გენატრება? _ თითქოს განგებ ცდილობდა ზემოქმედებას.
- მაკლია.
- ე.ი. გენატრება _ აგრძელებდა.
- მისი ღიმილი მაკლია, მისი "ელიკო" _ ნელ-ნელა ტყდებოდა.
- ელიკო _ დაძახება სცადა.
- მასავით არ გამოგდის _ გაეცინა.
- გურიკა რომ აღარ დაბრუნდეს? _ არა და არ წყვეტდა დაკითხვას.
- იმედი მაქვს ბედნიერებას იპოვის _ ამოისუნთქა _ ჩვენ ერთად აღარ ვართ, ამ აზრს მივეჩვიე, რომ აღარ დაბრუნდეს მეტს ვერაფერს ვიგრძნობ და ვიტყვი, თუ არა ბედნიერების სურვილი მისთვის.
- სხვას აქვს შენთან შანსები? _ ცალი თვალით ახედა.
- აქვს _ უდარდელად უპასუხა _ რატომაც არა. ისევე როგორც შენ გქონდა შანსები.
- ანუ მქონდა? _ გაიკვირვა.
- ცოლის არსებობის გარეშე გქონდა, ახლა აღარ გაქვს _ გაუცინა.
- ანუ უკვე გადაგვიწყვიტე მომავალი?
- წინასწარმეტყველი არ ვარ, ადამიანური თვალით რასაც ვხედავ იმას ვამბობ.
- კარგი, დაველაპარაკები ნანიკოს _ მივიდა დასკვნამდე.
- კარგად მოიქცევი _ გაუღიმა.
- თუ არაფერი გამოვიდა? _ ისევ მერყეობდა.
- უფასო ფსიქოლოგობა ჩემზე იყოს.
- ელენე, ელენე, ძალიან მაგარი გოგო ხარ. გურიკას ადგილას არ დაგკარგავდი.
- დათი _ შეუბღვირა _ სიმართლე თუ გაინტერესებს მე დავკარგე გურიკა და არა პირიქით _ ამოიოხრა.
- ერთმანეთი დაკარგეთ.
- ბედისწერის ამბავია _ გაეცინა _ შენ ხომ გჯერა ბედისწერის?
- მართალია, ჩვენი შეხვედრაც ბედისწერის ამბავი იყო, ორივეს გვჭირდებოდა საკუთარ თავში გარკვევა და ერთმანეთს დავეხმარეთ.
- ალბათ.

ორივე დადუმდა. დიდ ხანს იყვნენ ასე ჩუმად. ელენე ნაზად ასრიალებდა თითებს დათის თმებში და ფიქრებში ჩაძირულიყვნენ. არც ერთი არ ფიქრობდა ერთმანეთზე. ელენე წარსულს გაეტაცებინა, დათი მომავალს. აინტერესებდა ნანიკოსთან საუბარი რა შედეგს გამოიღებდა, აინტერესებდა რას ეტყოდა, როგორ. ელენე კი განიხილავდა ყველა შესაძლო შემთხვევას, რა მოხდებოდა რომ არ დაშორებულიყვნენ. ახლა შეიძლება დაოჯახებულიც კი ყოფილიყო, ან ისევ შეყვარებული, მაგრამ მასთან ერთად და ძალიან ბედნიერი. რა ემართებოდა თავადაც ვერ ხვდებოდა, აქამდე მდენი არასდროს უფიქრია, ასე მძაფრად არასდროს აღუქვამს საკუთარი საქციელი.

- გვიანია უკვე, წავიდეთ ხომ? _ გაუღიმა დათის.
- წავიდეთ _ წამოჯდა. სახლი დატოვეს.
- სახლში წახვალ?
- ალბათ.
- წადი, გამბედაობა მოიკრიბე და წადი.
- წავალ _ ღიმილით გადაკოცნა და გაბრუნდა.
- დათი _ დაუძახა _ წარმატებები.
- შენც ელე _ გაეღიმა.
__________
ესეც მეექვსე შოკოლადებო.. წინასწარ ბოდიში მოცულობის გამო, ხვალ უფრო დიდი თავი იქნება.. უუღრმესი მადლობა შეფასებებისთვის, ჩემი საოცრებები ხართ თვენ! აი ასე.. ვგიჟდები მე თქვენზე!.
ველი შეფასებებს ამ თავზეც..



№1 სტუმარი Miyvarxar

On The Best !!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

რატომღაც მეგონა დათი დაელენე ერთად იქნბოდნენ, მაგრამ ეტყობა ძველი გრძნობების გაღვიძებას აპირებ მათში. ნანუკას საქციელს ვერც მე ვამართლებ .მომწონს საინტერესოდ იკითხება.

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

მოკლედ ველოდები საუკუნეა ამ ბიჭის გადადგმულ ნაბიჯს ცოლთან, რადგან გული მიგრძნობს და ჩემი ფანტაზიაც იქეთ მიდის რომ ცოლს შეურიგდება . რადგან ვერ ვირწმუნებ იმ გრძნობის როცა ერთად არიან ერთი ცოლზე ფიქრობს სულ მეორე კი ძველ შეყვარებულს მისტირის . ჩემეული ხედვა ასეთია ,მომწონს ყველა ვარიანტში მარა რატომღაც მინდა განსხვავებული იყოს და წყვილი კი არა მეგობრები შედგნენ და ორივემ გამოასწოროს ძველი ურთიერთობა რადგან ვფიქრობ ორივეს უყვარდა თავისი წყვილი.
მაპატიე თავი თუ მოგაბეზრე უბრალოდ მინდოდა აზრის დაფიქსირება რადგამ ამ ისტორიაზე არ დამიწერია მგონი საერთოდ კომენტარი

 


№4  offline მოდერი მარრიამი

Miyvarxar
On The Best !!!

მადლობა <3
lalita
რატომღაც მეგონა დათი დაელენე ერთად იქნბოდნენ, მაგრამ ეტყობა ძველი გრძნობების გაღვიძებას აპირებ მათში. ნანუკას საქციელს ვერც მე ვამართლებ .მომწონს საინტერესოდ იკითხება.

მადლობა <3
sameone crazy girl
მოკლედ ველოდები საუკუნეა ამ ბიჭის გადადგმულ ნაბიჯს ცოლთან, რადგან გული მიგრძნობს და ჩემი ფანტაზიაც იქეთ მიდის რომ ცოლს შეურიგდება . რადგან ვერ ვირწმუნებ იმ გრძნობის როცა ერთად არიან ერთი ცოლზე ფიქრობს სულ მეორე კი ძველ შეყვარებულს მისტირის . ჩემეული ხედვა ასეთია ,მომწონს ყველა ვარიანტში მარა რატომღაც მინდა განსხვავებული იყოს და წყვილი კი არა მეგობრები შედგნენ და ორივემ გამოასწოროს ძველი ურთიერთობა რადგან ვფიქრობ ორივეს უყვარდა თავისი წყვილი.
მაპატიე თავი თუ მოგაბეზრე უბრალოდ მინდოდა აზრის დაფიქსირება რადგამ ამ ისტორიაზე არ დამიწერია მგონი საერთოდ კომენტარი

კი, პირველი კომენტარია და მადლობა <3 თავი არ მოჰიბეზრებია ჩემო კარგო, დასასრულიც განსაზღვრულია უკვე <3

 


№5 სტუმარი hipo

aau rogor maintereseebs male dadeb ? :(

 


№6 სტუმარი Meocnebe

Arvici magram guli metkina :-( mgonia rom dati da eli ertad ar iqnebian :((

Arvici magram guli metkina :-( mgonia rom dati da eli ertad ar iqnebian :((

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

Yvelaze kargi nawili iyo. Vgijdebi realist adamianebze.
Ertia, ver vxvdebi datis ratom uchirs COLTAN taviant urtiertobaze laparaki.
Ise, saintereso iqneboda gurikas da nanukas ufro meti datvirtva rom hqonodat.
Gaxsovs gitxari momwons gurikatqo da arc shemcvlia azri. Elenes da datis wyvils arc velodi da arc veli. Kai gogo xar amistvis <3

 


№8  offline წევრი mimimimo

ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა და როგორ მე ვფიქრობდი. wink
მოუთმენლად ველი დათას და ნანუს საუბარს.
გურო მგონი ახალ წელს დაბრუნდება. wink

წარმატებები! love

 


№9  offline წევრი Serenay

როგორ მიყვარხარ შენც და შენი ისტორიაც ^_^ <3

 


№10  offline მოდერი მარრიამი

hipo
aau rogor maintereseebs male dadeb ? :(

უკვე რამდენიმე წუთში <3
okay
ძალიან მომწონს ეს ისტორია.
მართლა საოცარი გოგო ხარ,
ისტორია არაჩვეულებრივია.
ყველაზე მეტად, ის მომწონს რომ მარტივად იკითხება და არანაირი გრამატიკული შეცდომები არ მხვდება თვალში.
ყველანაირად გამართული და ლამაზი ნაწერია.
ყოჩაღ

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3
Meocnebe
Arvici magram guli metkina :-( mgonia rom dati da eli ertad ar iqnebian :((

Arvici magram guli metkina :-( mgonia rom dati da eli ertad ar iqnebian :((

ვნახოთ <3
lullaby
Yvelaze kargi nawili iyo. Vgijdebi realist adamianebze.
Ertia, ver vxvdebi datis ratom uchirs COLTAN taviant urtiertobaze laparaki.
Ise, saintereso iqneboda gurikas da nanukas ufro meti datvirtva rom hqonodat.
Gaxsovs gitxari momwons gurikatqo da arc shemcvlia azri. Elenes da datis wyvils arc velodi da arc veli. Kai gogo xar amistvis <3

შენი შეფასებები ყოველთვის გულს მიხარებს <3 მადლობა <3
mimimimo
ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა და როგორ მე ვფიქრობდი. wink
მოუთმენლად ველი დათას და ნანუს საუბარს.
გურო მგონი ახალ წელს დაბრუნდება. wink

წარმატებები! love

ვნახოთ <3 მადლობა ^_^
Serenay
როგორ მიყვარხარ შენც და შენი ისტორიაც ^_^ <3

მეც მიყვარხართ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent