შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


25-07-2016, 01:37
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 829

ზოგჯერ არის ისეთი მომენტი ცხოვრებაში, როცა გინდა მთელი სამყარო გაჩუმდეს,დრო გაჩერდეს.... დრო გაჩერდეს რამდენი წუთით ან წამით. გამოხვიდე ქუჩაში და მთელი ხმით ან მთელი ძალით იყვირო. ისე რომ მთელი ყელი გეტკინოს.ისე რომ მთელი დარდი ამოაყოლო რაც ხელს გიშლის ცხოვრებაში. მაგრამ იცი რომ ამას ვერ მოახერხებ....
ძალიან უნდოდა ეს გაეკეთებინა მაგრამ ვერ გაბედა.ტირილში გაატარა მთელი ღამე რაც თორნიკეს დაშორდა. გოგოებს ორი სიტყვით მიაძახა რომ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა სამსახურთან დაკავშირებით და ავტობუსში ჩაჯდა...
სახლში მარტო იყო. ამიტომ ძალიან გაუკვირდა როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. ტანი ძლივს ასწია საწოლიდან და გასასვლელისკენ წავიდა. თვალები გაოცებისგან შუბლზე აუვიდა როცა თორნიკე დაინახა.
-გამარჯობა.-მიესალმა ის
-აქ რა გინდა? უხეშად უპასუხა მან
- შემომიშვი. უნდა ვილაპარაკოთ. საუბარი არ დაგვიმთავრებია.
-მე არაფერი მაქვს სალაპარაკო.
თორნიკე დაუკითხავად შევიდა ოთახში და დივანზე ჩამოჯდა.
-იქნებ ჯერ ყავა შემომთავაზო. მთელი ღამე არ მიძინია. შენი მისამართის გარკვევას ვცდილობდი.
დაბნეული იყო ეკა. ვერც უარის თქმას ბედავდა და არც დათანხმება უნდოდა.
-ძალიან გთხოვ ახლა არ დაიწყო ისევ ყვირილი და ტირილი. მშვიდად ვილაპარაკოთ.
-კარგი. წავალ ყავას მოვადუღებ და ვილაპარაკოთ..
რამდენიმე წუთში ეკა ცხელი ყავით დაბრუნდა. ერთი თორნიკეს მიაწოდა. მეორე თვითონ დაიდგა და მის წინ ჩამოჯდა.
-გისმენ
-მე გისმენ
-მე არაფერი მაქვს სათქმელი. უკვე გითხარი ყველაფერი
-ჩემი აზრი არ გაინტერესებს? იქნებ მართალი ვარ და შენ ცდები?
-იქნებ მაქვს მიზეზი რომ არ დაგიჯერო?
-შენ ჩემი არც არასოდეს გჯეროდა. არასოდეს არ იჯერებდი რომ შევიცვალე და მათთან გართობას თავი დავანებე. მე კიდევ ვცდილობდი შენთვის შევცვლილიყავი.
-ახლა აღარაფერს აქვს აზრი. მთავარია ყველაფერი იქმდე მორჩა სანამ შემიყვარდი
-შენ მარტო შენ თავზე ფიქრობ.-მაგიდას ხელი ძლიერად დაარტყა თორნიკემ. -იქნებ სხვას უკვე უყვარხარ? რატომ ამაზე არ გიფიქრია?
-სხვას ამაზე მანამდე უნდა ეფიქრდა სანამ იმ ბოზთან გართობას გადაწყვიტავდა.-არ დაუთმო ეკამ.
-ეკა ყოველთვის რატომ მეწინააღმდეგები?-ხმას აუწია მან
-იმიტომ რომ მირჩევნია სხვა დაიტანჯოს, ვიდრე მე
-ეგოისტი და საკუთარ თავზე შეყვარებული გოგო ხარ
-არც შენ ხარ ნაკლები.
თორნიკეს უკვე მოთმინება ელეოდა.
-კარგი რადგან არ მისმენ მაშინ აჯობებს წავიდე. სალაპარაკოც აღარაფერი გვაქვს.- თორნიკე წამოდგა და კარისკენ წავიდა
-ყავა მაინც დაგელია.
-არ მინდა, მადლობთ. იმას მიართვი ვინც მომავალში გაგიგებს და შენს გამოხტომებს აიტანს. ვინც არასოდეს მოგატყუებს.- კარი გაიჯახუნა და ეკამ კარგად გაიგო როგორ ხმაურით დაეშვა კიბებებზე. დივანზე დაეშვა და ცრემლებმა თავისით მონახეს გზა. ხვდებოდა რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ სიამაყე არ აძლევდა საშუალებას უკან გაჰკიდებოდა.....
****************
გამომშვიდობება-წამი როცა ხვდები რომ ადამიანს ან სამუდამოდ ემშვიდობები ან თქვენ შორის დამაკავშირებელი რგოლი უფრო მეტად იკვრება და უფრო მეტად მყარი ხდება...
დიდხანს იდგნენ ალექსი და ქეთი ჩახუტებულები. ორივეს უმძიმდა განშორება.
-მომენატრები
-მეც.დამთავრდა ჩვენი ბედნიერი დღეები. გამიჭირდება უშენობა
-რა გჭირს?დამშვიდდი ნუ ტირიხარ.ხშირად გინახულებ. ხომ შეგპირდი. ჩემი ხომ გჯერა?შემომხედე?-ალექსმა ცრემლები მოსწმინდა
-კი მჯერა, მაგრამ ასე ხშირად მაინც ვერ გნახავ,შორს იქნები.
-არ ვიქნები დამიჯერე. ახლა გამოცდის წინაშე ვართ. ჩვენი გრძნობა გამოცდას გაივლის და ვნახავთ რამდენად მყარი და ძლიერია ის.
-ქეთი წასვლის დროა.- მიუახლოვდა ანა
-მოვდივარ გოგოებო. კიდევ ერთხელ ჩაეხუტა ალექსს. მერე გოგოებს დაემშვიდობა და მატარებელში ავიდა. იქამდე იდგა ფანჯარასთან სანამ თვალს არ მოეფარნენ....
*******************

ყველა დასაწყისს აქვს დასასრული და ყველა დასასრულის უკან იმალება ახალი დასაწყისი.. ყველა შედეგს ახალი მიზანი აქვს. ქეთისთვის და ალექსისთვის ეს ახალი მიზანი ერთას ყოფნა იყო. განსაკუთრებით ახლა ილტვოდნენ ერთმანეთისკენ, როცა იცოდნენ რომ ხშირად ვეღარ ნახავდნენ ერთმანეთს. როცა იცოდნენ რომ ახლოს იქნებოდნენ მაგრამ ამავე დროს ერთმანეთისგან შორს...
დილით ადრიანად ადგა ქეთი. ეკას ისევ ეძინა.
-ეეეკ გაიღვიძე რააა. დაგვაგვიანდება.
-მეძინება.- თავზე ბალიში წაიფარა მან
-დაგეძინება აბა რა იქნება წუხელ რომელ საათამდე გეღვიძა. რა ხდება?არ მომიყვები? რატომ ხარ დადარდიანებული? რაც დავბრუნდით ძალიან შეიცვალე. სულ სევდიანი მეჩვენები
ქეთი მეგობრის საწოლზე ჩამოჯდა და შეანჯღრია.
-მართალია გეჩვენები.- გამოფხიზლდა ის საბოლოოდ
-არა არ მეჩვენება. ვიცი რომ რაღაც ხდება. ჩვენ ხომ მეგობები ვართ. მომიყევი ყველაფერი. მოგეშვება.როდის აქეთაა რომ ერთმანეთს რაღაცეებს ვუმალავთ?
-კარგი. მაგრამ წადი მანამდე ყავა მოადუღე,გავემზადები და გეტყვი ყველაფერს.
-კარგი.-ქეთი სამზარეულოში გავიდა. მალე ეკა მზად იყო და ყავას სვავდნენ ერთად.
-ამ ზაფხულს მე და თორნიკეს შორის რაღაც გრძნობის მსგავსი გაჩნდა. თითოქს მოგვწონდა ერთმანეთი. მისგანაც ვიგრძენი ეს. ერთმანეთს ვხვდებოდით. ერთ დღეს მორიგი შეხვედრა დავთქვით ბარში. დამაგვიანდა მისვლა. როცა მივედი ძველ საყვარელთან ერთად დავინახე. მაშინ მივხვდი რომ ის არასოდეს შეიცვლებოდა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლებოდა მენახა ეს სიტუაცია, სულ იმის შიშში უნდა ვყოფილიყავი რომ მიღალატებდა. საშინლად ვიგრძენი თავი. ყველაფერი ტყუილი იყო.
-იქნებ არ იყო ტყუილი? იქნებ მოგეჩვენა ეკა?
-აზრი არ აქვს ახლა ამას
-რატომ არ ჰკითხე არაფერი? იქნებ მისთვის მოგესმინა?
-სცადა. გამომეკიდა. აქაც ჩამომკითხა, მაგრამ არ მოვუსმინე.
-რომ მოგესმინა? დარწმუნებული ვარ ასეთი იდოტი არ არის რომ ესე მოქცეულიყო მითუმეტეს როცა იცოდა რომ შენ უნდა მისულიყავი?
-ახლა აზრი არ აქვს. ის წავიდა და მორჩა ყველაფერი. ძნელია მაგრამ უნდა დავუბრუნდე ძველ ცხოვრებას.
-აღარაფერი იქნება ისე როგოც ადრე იყო ხომ იცი? ამ ზაფხულმა გარდატეხა მოახდინა ჩვენში.
-ხო დასვენების მაგივრად ყველაფერი პირიქით მოხდა. ყველაფერი აირია.მაგრამ შენ რა გენაღვლება? შენ ხომ ყველაფერი კარგად გაქვს
-ამ ეტაპზე კი. მომავალში რა იქნება არავინ არ იცის.
-კარგი აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. წავიდეთ უკვე გვიანია. მართლა დავაგვიანებთ. ჯერ მე გამიყვანე და მერე შენ წადი საავადმყოფოში.
-ეკა შემპირდი რომ არ ინერვიულებ.მოგვარდება ყველაფერი.
-კარგი გპირდები. გაუღიმა მან და ჩანთა აიღო.
*********************
დრო სწრაფად გადიოდა. შემოდგომის პირველი თვე მიიწურა.უკვე ერთი თვე გავიდა რაც გოგოები დედაქალაქში დაბრუნდნენ. ქეთი ქალაქის ცენტრალურ საავდმყოფოში გაანაწილეს პრაქტიკებზე. ეკა კი პოლიციის ერთ ერთ განყოფილებაში. მიუხედავად იმისა რომ სამუშაო დამღლელი იყო და ხშირად ღამის გათენება უწევდათ მაინც ყოჩაღობდნენ და უფროსებისგან მადლობებს ხშირად იღებდნენ.
ალექსი დაპირებას ასრულებდა და ხშირად ნახულობდა ქეთის. როცა ნახვას ვერ ახერხებდნენ საათობით საუბრობდნენ ტელეფონით ერთმანეთთან.
მთელი ამ დროის მანძილზე არ შეხმიანებიან და არ უნახავთ ერთმანეთი ეკას და თორნიკეს. მეტიც თორნიკემ უფრო მოუხშირა გართობას და ქალებში გულაობას. ეს ყველაფერი ეკას ყურამდე აღწევდა და უფრო მეტად რწმუნდებოდა რომ მართალი იყო და არ შემცდარა არჩევანში. არადა რა იცოდა რომ თორნიკე მასზე სერიოზულად ფიქრობდა და ახლა ამ ყველაფერს მის ჯიბრზე აკეთებდა....
ქალაქმა და გოგოებმა მათ გარეშე მოიწყინეს. ანა და თაკო სულ ტელეფონებზე იყვნენ ჩამოკიდებულები. ხშირად ურეკვდნენ ერთმანეთს . ახლა უფრო მეტად უჭირდათ განშორება. მალე ანამ და თაკომ მუშაობა დაიწყეს და საქმეზე გადაერთნენ. ანა ბანკში აიყვაენს სტაჟირებაზე. თაკომ კი მასწავლებლად დაიწყო მუშაობა საბავშვო ბაღში. ძალიან სიამოვნებდა პატარებთან ურთიერთობა და მხიარულ გუნებაზე აყენებდა მას. ასე თუ ისე ცხოვრება მათთვის უფრო საინტერესო გახდა.
***************

დილით ადრიანად გაეღვიძა ქეთის. საწოლში იწრიალა, ვეღარ დაიძინა არადა ლექციები გვიან ჰქონდა. ალექსზეც ნევიულობდა. რამდენიმე დღე იყო რაც არ გამოჩენილა და არც მობილურზე პასუხობდა. ასე უკვალოდ გაქრა და დადობდა.
-დამაძინე რაა. ნუ დაბორიალობ ოთახში უაზროდ.-შეუღრინა ნახევრად მძინარე ეკამ
- ვერ ვისვენებ.
-რა გაქვს სანერვიულო?დაწექი დაიძინე
-ალექსი არ ჩანს უკვე ერთი კვირაა. არც მობილურზე მპასუხობს.
-ერტყობა რაღაც მოხდა და ვერ გაგაფრთხილა. ხომ იცი რა საშიში სამსახური აქვს.
-ალბათ. შენ არ გაგვიანდება?
-რომელი საათია?
-ცხრა ხდება.
ეკა წამოხტა და პირველივე რაც ხელში მოხვდა ის ტანსაცმელი ამოიცვა
-მაგვიანდება კი არა დამაგვიანდა.
-ეგ ჩემი ტანსაცმელია
-აუ შენ სხვარამე აარჩიე გეხვეწები. ახლა მაგას ვერ დავუწყებ არჩევას.
- ჯარგი ჯანდაბას რამეს მოვძებნი. შენ კი მანქანით წადი. აი გასაღები. მე მოგვიანებით წავალ
-მადლობა მეგობარო. მიყვარხარ, საღამოს გამოგივლი და მე წამოგიყვან.
ეკა ნაჩქარევად დაემშვიდობა მეგობარს და ოთახიდან გავარდა...
**********



№1 სტუმარი lile

kargia magram pataraa raa cota didi tavwbi dade xolme

 


№2  offline წევრი kato wiklauri

Gavitvaliswineb aucileblad. Imedia mogwont

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent