შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგყიდეს მარიამ (9)


25-07-2016, 16:56
ავტორი Anye-Any
ნანახია 5 212

-ადექი კარგი?-დავექაჩე მკლავზე
-მოიცა რა ავდგე გოგო შენ საწოლში მყავდე და მე ავდგები?-გაეცინა და ტუჩებში მეცა
-გველოდებიან ბაჩო ტეხავს,ადექი მალე და ჩავიდეთ,არსად გავრბვივარ მთელი ღამე აქ ვიქნები
ძლივს ავაწიწკნე საწოლს და დაბლა ჩავედით,ნანუკას უკვე მოესწრო სუფრის გაშლა,სანდრო რაღაცაზე ეჯუჯღუნებოდა.მიულოცეს ბაჩოს და მაგიდასთან დავსხედით.
-აღიარე ეხლა ხო მაგარი საჩუქარი გაგიკეთეთ?-სიცილით გადახედა სანდრომ
-ძაან მაგარი ტო-ჩემსკენ გადმოიხარა და მაკოცა თავზე
-ხვალ შაბათია,კვირა საღამოს წავიდეთ,რას იტყვით?-გადმოგვხედა სანდრომ
-მე თანახმა ვარ "ბრატ"-სიცილით ასწია ბაჩომ ხელები და მე გადმომხედა
-მამაჩემი?-ტუჩი მოვიკვნიტე
-მამიდაშენი მიხედავს გოგო-თვალები დამიბრიალა ნანუკამ
-კარგი დავრჩები-სიცილით გადავხედე ბაჩოს,თვალები გაუბრწყინდა და მომეხვია.
-ბოლომდე ვსვამთ ხო?-ჭიქები შეავსო სანდრომ
სიცილით დავუქნიეთ თავი.არ მახსოვს მერამენე ჭიქაზე გავითიშე.
მხოლოდ ის მახსოვს საწოლში როგორ ჩამაწვინა ბაჩომ,თვითონ კი უკნიდან მომეკრო და მუცელზე მომხვია ხელები სიამოვნებისგან გავიტრუნე და თვალები დავხუჭე
მთელი ღამე ვგრძნობდი როგორ მეკვროდა უკნიდან,ყელში მკოცნიდა და მიმეორებდა,რომ ძალიან ვუყვარდი,ეს ყველაფერი საოცარ შეგრძნებებს მგვრიდა,მიუხედავად იმისა,რომ გალეწილი მთვრალი ვიყავი.
დილით ისეთ სასაცილო პოზაში გამეღვიძა გულიანად მინდოდა გაცინება,თუმცა თავი ისე მტკიოდა ვერც ეგ მოვახერხე
ძლივს წამოვწიე თავი და მძინარე ბაჩოს გადავხედე,მტელ საწოლშე გაშხლართულიყო და მე საწოლის კიდეზე ვიწექი.გამეცინა თუმცა ისევ თავის ტკივილმა მომიღრიცა სახე.
-გაიღვიძე?-ოდნავ შეიშმუშნა და გამიღიმა
-არა ისევ მძინავს,დავეჯღანე და კისერი მოვისრისე-რა წესია ესე წოლა? იქნებ სხვასაც ძინავს აქ?-სახე მომექუფრა
-შენ ვიზე რასამბობ,წუხელი კანკალებდი რამდენჯერ გადაგაფარე საბანი,მთელი ღამე გდარაჯობდი არ გაცივდესთქო
-რა იყო მამადლი?-წარბები შევჭუხმნე
-არა პატარა რას გამადლი-გაეცინა-თავი ძაან გტკივა?
-შენ რა იცი?-აუ სიგარეტი გაქვს?
-აღარ მოწიო-მითხრა სრული სერიოზულობით
-რა?-გამეცინა გაოცებისგან-ვითომ რატო?
-იმიტო რო არ უნდა მოწიო,ქალი ხარ მარიამ
-რა გოიმივით მელაპარაკები ბაჩო-გამეცინა
-სიგოიმე რა შუაშია? არ მინდა ჩემმა გოგომ მოწიოს
-ჯერერთი მე არავის გოგო არავარ და მეორეც ეს ჩემი გადასაწყვეტია მოვწევ თუ არა-კბილებში გამოვცარი გაბრაზებულმა და საწოლიდან წამოდგომა დავაპირე თუმცა იქცე ჩემი ატლასის ეგდო იატაკზე და ისე გავიშხლართე იატაკზე ვერტ კი მოვედი აზრზე,ცემი დაცემა და ბაჩოს ხარხარი ერთი იყო.იმდენდ მეტკინა ტკივილისგან ამოვიკნავლე საცოდავად,მაშინვე გაჩუმდა და მომვარდა
-კარგად ხარ?-ხელში ამიყვანა
-ნელა! მტკივაა-ვსრუტუნებდი
-რა ხდება?-დაფეთებულები შემოვარდნენ ნანუკა და სანდრო
-დაეცა-სერიოზული სახით უთხრა ბაჩომ
ამაზე ორივეს ისტერიკული სიცილი აუტყდათ
-მოაღეს ახლა პირი! რამ გათქმევინა შენ კიდე-ვუჩქმიტე ბაჩოს
-ვაიმე როგორ დაეცი?-ხარხარებდა ნანუკა
-ჰა ჰა ჰა რა სასაცილოა!-გამოვცარი კბილებში
-ვაიმეე ცუდად ვარ-ბოლო ხმაზე ხარხარებდა ნანუკა
-ვინმემ მოაკეტინეთ-საცოდავი თვალებით შვხედე ბაჩოს-შენკიდე რამენი ხნაი უნდა გეჭირო ესე? იქნებ დამსვა?
ფრთხილად დამსვა საწოლზე და გადაყვლეფილ მუხლზე სული შეუბერა
-მეწვის-ამოვიკნავლე
-მოიმინე მოვიტან აფთიაქს-სწრაფად ჩაირბინა ბაჩომ ყუთის ამოსატანად
იმდენად მტკიოდა,რომ ტკივილისგან დავიკლაკნე სპირტი რომ დაასხა ჭრილობას
-ბაჩო!-დავუყვირე სიმწრისგან და მკლავებში ჩავაფრინდი
-მარიამ დამაცადე დავამუშავებ
-სულ შენი ბრალია!-შევუღრინე ბაჩოს
-მე რა შუაში ვარ? მე კი არ ვყრი ძირს ტანსაცმელს-გაეცინა
მოკლედ,მთელი ნახევარი საათი მტანჯა ჭრილობას მიმუშავებდა
-იქნებ ჯობს საავადმყოფოში წავიყვანოთ?გასაკერია -ტუჩი მოიკვნიტა ნანუკამ
-ნანუკა ბაჩოს რო ექიმია ეგ არ იცით თუ რა თემაა?
-რაა?-მე და ნანუკამ ნიკოფსიიდან დარუბანმამდე დავაღეთ პირი,ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი-მოიცა მართლა ექიმი ხარ?-ვკითხე სიცილით
-არა,ეგ იმიტო გითხარი რო გაგცინებოდა-სიცილით გადახედა სანდროს
-რას გვეღადავებით ეე?-კოპები შეყარა ნანუკამ
-აბა აქამდე არიცოდით ეგ?
-ხო სანდრო აი, წინასწარმეტყველი ვარ -გავეკრიჭე
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ბაჩო ექიმი თუ იყო ამის გარდა ალბათ ყველაფერს ვიფიქრებდი,მაგრამ ექიმი?
მთელი დილა ჩემს ფეხებთან იჯდა და სულ მიბერავდა ნატკენ ადგილას. შენი ბრალიათქო და ნერვებს ვუშლიდი,თუმცა მაინც თავს მევლებოდა.
-ბაჩო
-ჰო მარიამ
-მართლა ექიმი ხარ?
-არა ტყუილა-გაეცინა და მომიღუტუნა
-რატო აქამდე არ მითხარი?
-არ გიკითხავს და იმიტო
-უნდა გეთქვა ბაჩო
-რა უნდა მეთქვა? იცი მარიამ მე ექიმი ვართქო?-გაეცინა
-ჰო მერე რა?
-კარგი და შენ რა პროფესიის ხარ?
მომენტალურად გავჩუმდი და ტავი გვერდზე გავწიე,შემრხვა იმ მომენტში,თანაც ძალიან
-მე აღარ გამიგრძელებია სწავლა-უხერხულად გავუღიმე
-მერე? არ გაქვს სურვილი?-თბილად გამიღიმა
-არ მიფიქრია ამაზე
-რისი კეთება გევასება?
-პირველად ვამბობ ამას შენთან-გამეცინა-არავისთვის არასოდეს მითქვამს,ბავშვობაში მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი,ნუ იცინი მართლა,მაგიტომ კი არ გეუბნები,რომ იცინო ბაჩო! გავჩუმდები ახლა საერთოდ!-მომეშალა ნერვები ისევ იცინოდა
-არ ვიცინი მარიამ,პირიქით მაგრად გამისწორდა ეგ რო თქვი,რას იტყვი მერე გახდები ექიმი?
-ახლა? უკვე მგონი გვიანია
-გვიანი არასოდესაა თუ მოინდომებ
-კარგი რა სამაგისოდ არც დრო მაქვს და არც ფინანსები
-მე აქ არ ვარ?-წარბები აათამაშა
-გადაბნელდი-გამეცინა და მოვეხვიე
-რა ვქნა მარიამ?-აფხუკუნდა და გაოცებულმა შემომხედა
-გადიო რა ანუ-სიცილით განუმარტა ნანუკამ
მუხლი საშინლად მტკიოდა მტელი დღე დივანზე ვიწექი და ბაჩო მივლიდა,მას რომ ვუყურებდი გულში ისევ მიჩნდნდებოდა პატარა იმედი იმისა,რომ სი არ გავდა სხვებს და ის არ დამტოვებდა მაშინ როცა ყველაზეც მეტად დამჭირდებოდა.
მამას დავურეკე მოვიკითხე,ყველაფერი რიგზე ჰქონდა.შებინდებისას სანდრომ თქვა ჩემი ორი ძმაკაცი და მათი შეყვარებულები ამოდიანო 1 საათში,ადგომის თავიც არ მქონდა.ძილბურანში ვიყავი კისკისის ხმა რომ შემომესმა,თავი რომ ავწიე ჯობდა არ ამეწია ჩემს წინ გაკრეჭილი ნინა იდგა რომელიც ზუსტად ჩემი ასლი იყო.ამაკანკალა გავშრი თავბრუდამეხვა მომენტალურად,ხელები გამეყინა,ამას არ ველდოი ამის გარდა მართლა ყველას და ყველაფერს მოველოდი,მაგრამ აქ უცხო სახლში უცხო გარემოში ჩემს ნახევარდას?
-მარიამ?-სიცილით ჰკითხა ნანუკამ ნინას თუმცა იცოდა რომ ის მე არ ვიყავი
-ნინა-გაუღიმა ნინამ დ ამე გადმომხედა
ყველა გაოცებული გვიყურებდ,ბაჩო იმდენად დაიბნა ხან მე შემომხედავდა ხან კიდევ ნინას
-მგონი ძალიან მგავხარ ხო?-სიცილით მკიტხა და ჩემსკენ წამოვიდა
-ისე ნუ იქცევი ვითომ არ იცოდე ვინ ვარ!-შევუღრინე
ძლივს წამოვდექი და და საცოდავად ავედი კიბეებზე,ნანუკა უკან ამედევნა
-მარიამ მოიცადე,დაგეხმარები-ხელი შემაშველა და ოთახში ამიყავნა
საწოლზე წამოვწექი და გავიტრუნე,გულზე ვსკდებოდი იმის წარმოდგენა რომ იქ აქ იყო მკლავდა.
-მარიამ,არ მეტყვი ვინაა ის გოგო?
-შენი აზრით?
-მოიცა ნინაა????
-ხომ გაიგონე სახელი რომ თქვა?-თვალები გადავატრიალე
-აქ რა ჯანდაბა უნდა
-მე რავიცი,ნაშაა ალბათ სანდროს ძმაკაცის
-კაი დამშვიდდი გთხოვ დაიკიდე ვაბშე ეგ გოგო და სიე მოიქეცი ვითომ არც არსებობს-ვაიმე ისე რა ძაან მაგრად გგავს,ოთახში ორივე ერთად რომ არ ყოფილიყავით უეჭველი ვიფიქრებდი რო შენ იყავი-ტუჩი მოიკვიტა ნანუკამ



№1  offline წევრი Metalhead

ძაან კარგი თავი იყო ^_^ <3 მაგრამ ძალიან პატარა :(( <3 <3 ტყუპები ხოარ არიან მარიამი და ნინა ?? <3 მალე დადე ახალი თავი <3 მიყვარხარ <3

 


№2  offline წევრი რიტა

კარგი თავი იყო. და თუ ჩემი აზრები დაემთხვა, მართლაც ტყუპები გამოდიან მოკლედ აღარ ჩავეძიები, აბა შენ იცი არ გვალოდინო. წარმატებები...

 


№3 სტუმარი mk

ra pataraaa raa male dade cota

 


№4  offline წევრი kriwinka

მალე და დე რა და დიდი ტავებიი გტხოოოვ

 


№5 სტუმარი mariami

davitanje nervebi agar mkopnis nu agvianeebb raa :(((( da tavebi cota gazarde armkopnis! <3

 


№6  offline წევრი isterichka123

კაია გააგრდზელე

 


№7  offline წევრი nikusha555

ძალიან კარგია მომწონს და სიამოვნებით ვკითხულობ მაგრამ გთხოვ ბანალურ ისტორიას ნუ გახდი ნუ წაართმევს ნინა ბაჩოს ან კიდე ბაჩო ნუ მიატოვებს ან ეგეთი რამეე :D ყველასგან განსხვავებულია და სხვა ისტორიებს ნუ დაამსგავსებ :* წარმატებები

 


№8 სტუმარი Saliota

nikusha555
ძალიან კარგია მომწონს და სიამოვნებით ვკითხულობ მაგრამ გთხოვ ბანალურ ისტორიას ნუ გახდი ნუ წაართმევს ნინა ბაჩოს ან კიდე ბაჩო ნუ მიატოვებს ან ეგეთი რამეე :D ყველასგან განსხვავებულია და სხვა ისტორიებს ნუ დაამსგავსებ :* წარმატებები

აუ ხოო რა,ეს ნინა გადააშენე აქედან

 


№9 სტუმარი unknown

kargi istoriaa magram ici raa dzaliad agvianeb dadebas da roca axal tavs deb magdros maviwydeba sad shevwyvite kitxva da didi survuli agarmaq wavikitxo -_- nu dagvigvianeb axali tavis dadebas tore amit mkitxvelebs dakargavv

 


№10 სტუმარი A

ძალიან მაგარია საინტერესო და სასიამოვნო საკითხავია ასე გააგრძელე laughing და ალექსანდრე wink

 


№11  offline წევრი Marriamo Lachowski

Mე მომწონს ნინა

 


№12 სტუმარი Hihu

Marriamo Lachowski
Mე მომწონს ნინა

Ranairad mogcons pirvelad gamochnda

 


№13  offline წევრი Lana Tomlinson

არ ვფიქრობ,რომ ნინა უარყოფითი პერსონაჟია.
ჩემი აზრით ჩვეულებრივი გოგოა,თუმცა ვნახოთ.

ძალიან მომწონს.❤️❤️

 


№14  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

რა საყვარელიიი ხარ ასეთიიი ისტორიიით ♡♡♡ აიი უზომოდ მომწონს ეხლა წავიკითხეე სრულად და ძალიან ძალიან მომეწონაა ♡♡♡ შემიყვარდა ეს ისტორიაა ♡♡

 


№15 სტუმარი )))

Ninaaa gadaaashenedacota dawknarebul urtiertobas bachos da mariamsnu aurev.

 


№16  offline მოდერი Anye-Any

დიდი მალდობა ყველას,მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ <3

 


№17 სტუმარი Unknown

Anye-Any
დიდი მალდობა ყველას,მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ <3

Dges dadeeb?

 


№18  offline მოდერი Anye-Any

Unknown
Anye-Any
დიდი მალდობა ყველას,მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ <3

Dges dadeeb?



კი დავდებ,დავიწყე უკვე წერა

 


№19 სტუმარი mariami

chemi azrit mariams da ninas urtiertoba gamouswordebat ^^^

 


№20  offline წევრი nikusha555

Saliota
nikusha555
ძალიან კარგია მომწონს და სიამოვნებით ვკითხულობ მაგრამ გთხოვ ბანალურ ისტორიას ნუ გახდი ნუ წაართმევს ნინა ბაჩოს ან კიდე ბაჩო ნუ მიატოვებს ან ეგეთი რამეე :D ყველასგან განსხვავებულია და სხვა ისტორიებს ნუ დაამსგავსებ :* წარმატებები

აუ ხოო რა,ეს ნინა გადააშენე აქედან

არა რატო კარგია ნინაც მაგრამ დები რო ბიჭების გამო ჩხუბობენ ეგ უკვე მაგარი ბანალურია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent