შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვლის ზღაპარი [7]


26-07-2016, 00:05
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 572

- მოვედი _ გაუღიმა.
- გხედავ _ ჩაიფრუტუნა და შებრუნდა.
- ნანიკო არ წახვიდე.
- რა ხდება? _ ინტერესით შეაჩერდა.
- მისაღებში შედი რა და დამელოდე.
- რატომ?
- შედიი _ ხელით უბიძგა. თვითონ ოთახში შევიდა, მოწესრიგდა და ნანიკოსთან გავიდა. მის პირდაპირ დაჯდა და დივნის საზურგეს მიეყუდა.
- აბა გისმენ _ დიდად აღფრთოვანებული არ იყო ნანიკო ლაპარაკის იდეით.
- შენ კი არა მე გისმენ.
- რას მისმენ? _ დაღლილი ტონი ჰქონდა, ვერ ხვდებოდა რა უნდოდა.
- გისმენ ნანიკო, იმ დროიდან დაიწყე როცა ურთიერთობა აგვერია, ამ ყველაფრის მიზეზიდან დაიწყე და დღემდე ყველაფერი მითხარი. თქვი, რაც გულში გაქვს, ბოლომდე დაიცალე.
- ბატონო? _ თვალები გაუფართოვდა.
- რატომ მოიშორე ბავშვი, აქედან დაიწყე და შემდეგ ეტაპობრივად მითხარი ყველაფერი, რაც გაწუხებდა და გაწუხებს _ გულწრფელი ღიმილი მოეფინა სახეზე.
- და ახლა რატომ მოგინდა ამის მოსმენა? _ უნდობლობა ჟღერდა ნანიკოს ხმაში.
- თუ გეტყვი, რომ მინდა გადაწყვეტილების სისწორე შევამოწმო? _ დაჟინებით შეაცქერდა.
- მე მეგონა ყველაფერი გადაწყვეტილი გქონდა, თან იმ ქალთან შესახვედრად წახვედი _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
- ნანიკო, ის ქალი, როგორც შენ უწოდებ, შეიძლება ჩვენი ოჯახის მხსნელი გახდეს, ასე რომ გისმენ. მე მართლა მინდა ყველაფერი მომიყვე და გავარკვიოთ _ უნდოდა მალე დაესრულებინა ეს საუბარი.
- ორი წელი, თითქმის ორი წელი, იცი მაინც რამდენია? _ ხმა აიმაღლა.
- ვიცი, ეს ორი წელი მეც აქ ვცხოვრობდი _ სიმშვიდეს არ კარგავდა.
- შენ იგივე არ გაგივლია, რაც მე გავიარე, შენ ვერ გაიგებ ჩემთვის რა იყო ეს ორი წელი, შენ არ იცი რა საშინელებაა ქმრის გულგრილობა, ერთ სახლში რომ ცხოვრობთ და ცალ-ცალკე გძინავთ, რომ არ გიმჩნევს და უბრალო ნაცნობივით გექცევა _ ხმა აუკანკალდა.
- ხოდა მომიყევი, გადმომეცი შენი ემოციები, მეც ისე მატკინე, როგორც შენ გტკიოდა.
- და ყველაფრის მიუხედავად მე აქ ვცხოვრობდი, მაინც შენთან და იცი რატომ? სულელი ვარ და იმიტომ! _ მალე აქვითინდებოდა.
- მოდი ყველაფერი თავიდან დაიწყე, ასე უფრო საინტერესოა.
- კარგი, იყოს თავიდან. შენ რომ გეგონა და სხვებს რომ ეგონათ იდეალური ოჯახი გვქონდა, ასე არ იყო დათი. არ იყავი შენ იდეალური, არა არც მე ვიყავი ვიცი, მაგრამ.. _ ამოისუნთქა _ კმაყოფილდებოდი იმით, ღამით რომ გვიან მოდიოდი, 10-15 წუთით დამელაპარაკებოდი და დილით ისევ წასული მხვდებოდი. მხოლოდ შენი შრომისმოყვარეობა არ მჭირდებოდა, მე ქმარი მჭირდებოდა, ცხოვრების მეგზური! შემეშინდა _ დათის გაკვირვებული თვალები არ გამორჩენია _ ხო, პასუხისმგებლობის შემეშინდა. მარტო ვცხოვრობდით, ჩემი მშობლები ჩემი ოჯახის იდეით აღფრთოვანებულები არ იყვნენ, შენს მშობლებს ჩვენთვის არ ეცალათ და შემეშინდა. ბავშვს მარტო გაჩენა არ უნდა დათი, გაზრდა და აღზრდა უნდა. მშობლებს რა უნდა მოვთხოვო, შენ არ გეცალა. მთელი დღე არ იყავი სახლში, ღამით ისეთი დაღლილი მოდიოდი, ხმის გაცემისაც მერიდებოდა. იცი შენ რამდენი ხანი ვცდილობდი ორსულობის შესახებ მეთქვა? ერთი კვირა დათი, ერთი კვირა დაგდევდი წინ და უკან, რომ როგორმე ხუთი წუთი გამოგენახა, მაგრამ ვერ გამონახე. ჩემთვის ხუთი წუთი ვერ მოიცალე. არაფერს გაყვედრი, ეჭვიც არ მეპარებოდა შენს სიყვარულში, მაგრამ ამ ფაქტმა მაიძულა შენს მზაობაში ეჭვის შეტანა. ამხელა პასუხისმგებლობას ვერ აიღებდი საკუთარ თავზე, ვერც მე. ხოდა კიდევ ერთ მომდევნო დღეს, როცა ზუსტად ასე ვერ გამონახე დრო ჩემთვის, გაბრაზებულმა გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე _ დათის ეგონა მთელი წელი უსმენდა ამ რამდენიმე წუთიან მონოლოგს.
- შიშის გამო, ჩემზე გაბრაზების გამო, იმის გამო რომ დრო არ მქონდა საკუთარი შვილი მოკალი? _ მაქსიმალურად ცდილობდა არ ეყვირა.
- არ გესმის _ თავი გააქნია _ შენ ვერ გამიგებ. იცი რა რთულია როცა შენთვის არავის სცალია? თვით ქმარსაც კი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარხარ. შენ გგონია მე არ ვნანობ? შენ გგონია ეს ორი წელი მშვიდად გავატარე? _ ღრმა ჩასუნთქვებით საუბრობდა _ ერთხელ მაინც შემოგიხედავს ჩემს ოთახში? გინახავს როგორ ვტიროდი? ერთხელ მაინც დაინტერესებულხარ ჩემი მდგომარეობით? არა, დათი, არა. შენ მხოლოდ რაღაც გაიგე და მორჩა, მეტი არც არაფერი გაგირკვევია. აი ასე პირდაპირ მე ჯერ ბრალდებული, შემდეგ მსჯავრდებული გავხდი _ ხელები უკანკალებდა..
- ვაიმე _ სახეზე ხელები აიფარა და შემდეგ თავზე გადაიტარა.
- მშიშარა ვარ ვიცი, ზედმეტად თან, ასე ადვილი არაფერი ყოფილა დათი, სიამოვნებით მოვიკლავდი თავს, მაგრამ ვერც ეს შევძელი _ ხმა ჩაუწყდა თითქოს.
- ნანიკო _ მძიმედ დაიწყო.
- ორივე დამნაშავეები ვართ დათი, მაგრამ იმ განსხვავებით რომ მე ჩემს დანაშაულს ვხვდები, შენ ვერა. იცი ყველაზე მძიმე რა იყო? შენი იგნორი, ის 15 წუთიც აღარ გრჩებოდა ჩემთვის, აღარ იტოვებდი უფრო სწორად. შენი გაყინული მზერა, რომელიც მუდმივად მახსენებდა დანაშაულს. რამდენჯერ გადმოვდგი ნაბიჯი შენკენ და რა? რამდენსაც მე წინ ვდგამდი, შენ ორჯერ უფრო დიდი ნაბიჯებით უკან მიდიოდი, მერე მეც დავიღალე დათი. საშინელება იყო ყოველი ღამე, როცა აგვიანებდი. საშინელება იყო იმის გაფიქრება, რომ სხვასთან მიდიოდი, სხვას ეხებოდი, სხვას ეფერებოდი. ვერ გიტანდი იმ წუთებში და მაინც არ მეთმობოდი.
- თავდანვე რომ გეთქვა, თავიდანვე რომ გამოგეხატა უკმაყოფილება _ სინანულით სავსე ჰქონდა ხმა.
- ხედავ დათი? ხედავ? ისევ მე მადანაშაულებ, ისევ _ უარესად ბრაზდებოდა.
- მაპატიე, არ მინდოდა ასე გამომსვლოდა.
- ორი წლის განმავლობაში მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ ზიზღით აღარ მიყურებ და სახელით მომმართავ, სახლში შემოსვლისას გამარჯობასაც მეუბნები ხოლმე _ ჩაეცინა.
- ახლა?
- რა ახლა? _ ვერ მიუხვდა კითხვის შინაარს.
- ახლა რას გრძნობ?
- ახლა ვეღარაფერს ვგრძნობ გარდა იმისა, რომ სიმძიმე შემიმსუბუქდა. ყელში ბურთს ვეღარ ვგრძნობ და გულიც აღარ მაქვს სავსე საიდუმლო გრძნობებით.
- როგორ დაგტანჯე, მე კი მეგონა თვითონ ვიტანჯებოდი, როგორ გტკენდი გულს _ უნდოდა გულში ჩაეკრა.
- ამ ორი წლის მანძილზე ერთხელ მაინც რომ მოგესმინა, სულ ერთხელ, იქნებ მაშინვე მიმხვდარიყავი, იქნებ რაღაცები დალაგებულიყო _ ამოიოხრა.
- იქნებ..
- მაგრამ შენ ეგოისტი ხარ, საშინელი ეგოისტი, მარტო საკუთარ თავზე და საკუთარ ტკივილზე ფიქრობდი. სხვა არ გაინტერესებდა, ვერც მამჩნევდი.
- მართალი ხარ.
- შენი ან ჩემი აღიარება რამეს შეცვლის? ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს. ყველაფერი ისევ ისეა, შვილი ისევ არ გვყავს _ თავს ვერაფრით აიძულა ეთქვა შვილი მაინც მკვდარიაო.
- მაგრამ შეგვიძლია გვყავდეს, ამას ცვლის ჩვენი აღიარებები.
- შეგვიძლია გვყავდეს? ამას შენ ამბობ? ორი წელია განქორწინებას მეხვეწები, ხან მუქარით, ხან თხოვნით, რამდენიმე დღის წინ მითხარი მშვიდობიანად დავშორდეთო და ახლა მეუბნები შეგვიძლია შვილი გვყავდესო? _ ეცინებოდა, მაგრამ თვითონაც ხვდებოდა სასაცილო რომ არაფერი იყო.
- სწორედ ამიტომ მინდოდა შენთან დალაპარაკება, ორი წელია განქორწინებას გთხოვ, მაგრამ როგორც კი დამთანხმდი, ჩემს სურვილში ეჭვი შემეპარა.
- ეჭვი შეგეპარა? შენი შეცოდება არ მჭირდება! არ მინდა გეცოდდებოდე! _ დაიყვირა.
- არ მეცოდები ნანიკო, შენ შესაცოდი არაფერი გჭირს. საკუთარი თავი უნდა მეცოდებოდეს გაუბედავობისთვის, იმისთვის, რომ ამდენი ხანი არ გელაპარაკე. შენ არ მეცოდები, შენ არა _ მშვიდად წამოდგა და მის გვერდით დაჯდა.
- ვერ გიტან, ვერ გიტან ამ ორი წლის გამო, იმ საშინელი დღეების გამო, ვერ გიტან _ ნერვებმა აიყოლია, მთელი ძალით დაუწყო მხარზე მუშტებით ცემა და აღარ ჩერდებოდა. ცოტა ხანს აცადა გულის მოოხება, მერე კი "ნაცემი" ხელი მოჰხვია და მიიხუტა.
- ჩშშ, დამშვიდდი, ჩუმად, ჩუმად ჩემო პატარა, დამშვიდდი _ აცრემლებული თვალებით ახედა ნანიკომ, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოჯერ მიმართა ასე _ მორჩა? დამშვიდდი? _ ოდნავ დაუქნია თავი და სლუკუნი განაგრძო ქმრის მკერდზე.

დათი კი ნაზად უსვამდა ხელს ხან თმებზე, ხან ზურგზე, ხანაც მკლავზე. ნანიკო ვერა და ვერ წყნარდებოდა, სლუკუნს არ წყვეტდა, ბოლოს კი ნელ-ნელა მიჩუმდა, სუნთქვაც დაურეგულირდა, ჩაეძინა. მისი გაღვიძება არ უნდოდა, ოდნავ მიიწია, საკუთარი კალთა ბალიშად გამოიყენა და ღიმილით დააცქერდა მძინარეს. ნაზად გადაატარა თითები ლოყებზე, ჯერ ისევ შერჩენილი სისველე შეუმშრალა. ცხვირი გასწითლებოდა ტირილისგან, ტუჩები გასწითლებოდა და შესიებოდა. ფრთხილად ეფერებოდა გოგონას და თან ნანობდა მთელ ორ წელს. თითქოს აპატია, მაგრამ გულში მაინც ხინჯად ჰქონდა მისი საქციელი, მაინც ვერ აანალიზებდა, რომ დამნაშავე თვითონაც ისე იყო, როგორც ნანიკო. მაგრამ მიხვდა, რომ ღირდა, ღირდა ისევ ერთად ეცხოვრათ. ისევ ეცადათ და ახლა მართლა იდეალური ოჯახი შეექმნათ, იმიტომ, რომ სხვებთან არ უნდოდა. ელენეც ხომ გაიცნო, როგორ ცდილობდა მასთან რამე გამოსვლოდა, მაგრამ მაშინაც კი ნანიკო ახსენდებოდა, ელესაც მოუყვა ცოლზე. უნდოდა თუ არა, მაინც მასზე ეფიქრებოდა. აქამდე ამ ყველაფერს ვერ ხვდებოდა, ან არ უნდოდა მიხვედრილიყო. მადლიერი იყო ელენესი, ის რომ არა, ვერასდროს მივიდოდა ამ დასკვნამდე და მეორე ნახევარსაც დაკარგავდა. ყველას ხომ ჩვენი ნახევარი გვყავს, მთავარია ვიპოვოთ, თუ კი უკვე ნაპოვნს დაკარგავდა, მაშინ ხომ სამუდამოდ უბედური იქნებოდა.

ორი ან სამი საათი იჯდა გაუნძრევლად, რომ არ გაეღვიძებინა ნანიკო. ისიც მშვიდად სუნთქავდა, კარგად მოკალათებულიყო დათის კალთაში და სულაც არ ჩქარობდა გამოღვიძებას, რომ არა ტელეფონის ზარი. სწრაფად უპასუხა დათიმ, მაგრამ მაინც გაეღვიძა.

- ვინ იყო? _ თვალები მოიფშვნიტა, არ ამდგარა.
- ლაშა იყო, მელოდებოდა დღეს.
- წახვალ? _ შინაგანად აღელდა პასუხის მოლოდინში.
- არა _ გაუღიმა და ნანიკოსაც გაეღიმა.
- ვინ არის ის ქალი?
- ის ქალი _ გაეცინა _ სვანეთში რომ მივდიოდი, მაშინ გავიცანი. ზვავი ჩამოწვა და გზები გადაკეტეს, ტელეფონი სჭირდებოდა, ჩემს მანქანამდე მოვიდა და მთხოვა. მერე სასტუმროში მივედით ორივე, გზა არ იცოდა და იქ დავბინავდით. დაახლოებით სამი დღე მოგვიწია ერთ სასტუმროში ყოფნა და გავიცანით ერთმანეთი, საკუთარი თავების შესახებ ვუამბეთ.
- აქაც გააგრძელეთ კონტაქტი? _ უკმაყოფილო ტონით ჰკითხა.
- გავაგრძელეთ, მისი წყალობით მივედი იმ დასკვნამდე, რომ შენთან დაშორება არ მინდოდა. გაგაცნომ იმ ქალს _ გაუცინა.
- ძალიან კარგი.
- ისევ ისეთი ხარ.
- მე სულ ასეთი ვიყავი დათი, შენ ვეღარ მამჩნევდი _ ნაღვლიანად გაეღიმა.
- მაპატიე, მაპატიე _ ჩუმად დაიჩურჩულა.
- გაპატიებ _ თითები ნაზად ჩამოაყოლა ყბის ძვალს და ნიკაპთან გაჩერდა.

გაეღიმათ, ნელა დაიხარა დათი და ტუჩებზე შეეხო. ორი წლის შემდეგ პირველად აკოცა, ალბათ პირველი კოცნაც არ იყო ამხელა ემოციის მომტანი. კისერზე შეუცურა ხელები გოგონამ და წამოიწია. კალთაში ჩაისვა და ისე გააგრძელა მეუღლის ალერსი. მისაღებიდან საძინებელში გადაინაცვლეს...

- დილა მშვიდობის _ ცხვირზე აკოცა.
- დილა მშვიდობის _ ბედნიერს გაეღიმა.
- საუზმეს შენ მოამზადებ თუ მე მოვამზადო? _ გაუცინა დათიმ.
- დიდი ხანია შენი მომზადებული აღარ გამისინჯავს, ასე რომ _ თვალები მოჭუტა.
- კარგი, მე წავალ, რა გაეწყობა _ თავი მოისაწყლა და ოთახი დატოვა.

ღიმილით გააყოლა თვალი გოგონამ. რამდენი ხანია ასეთი ბედნიერი დილა აღარ ჰქონია. რამდენი ხანია კი არა, ფაქტობრივად თაფლობის თვის მერე აღარ ჰქონია. დილით გაღვიძებულს, დათი უკვე წასული ხვდებოდა. მარტო უწევდა საუზმობა. ახლა კი ქმართან ერთად ისაუზმებდა. რაც ყველაზე მთავარია ყველაფერი გაარკვიეს. ერთმანეთს საუბარი დააცადეს, გულიდან ამოაღებინა ყველაფერი, რასაც ასე ღრმად ინახავდა. არც კი სჯეროდა, რომ ახლა ასე გაბრწყინებული ელოდა ქმრის მომზადებულ საუზმეს.

- აი მოვედი _ ლანგრით მიუტანა ყავა და სენდვიჩები.
- რა სასიამოვნოა _ გაეღიმა და წამოჯდა.
- დღეიდან ყოველი დილა ასეთი სასიამოვნო იქნება, გპირდები _ წამიერად შეეხო ტუჩებზე და მოშორდა _ დალიე სანამ გაცივდა.
- გემრიელია _ უკმაყოფილოდ გაუცინა.
- არ ვარგა ხომ? _ სიცილი აუტყდათ.
- ზუსტად ისეთია, პირველად რომ მომიმზადე.
- ანუ საშინელი _ სიცილით დაასკვნა.
- რაღაც მაგდაგვარდი და კიდევ უფრო უარესი _ აკისკისდა.
- ნუ გამასწორებ მიწასთან და მასწავლე მომზადება მაშინ _ ვითომ გაიბუტა.
- არ გასწავლი, მერე რაზე ვიცინო? _ მხრები აიჩეჩა.
- დღეს რა გეგმები გვაქვს?
- არსად მიდიხარ?
- არ წავალ, ზედმეტად ბევრი დრო დავკარგე შენ გარეშე, ნელ-ნელა უნდა ავინაზღაურო _ გაუღიმა.
- მე მისი გაცნობა მინდა _ გაეღიმა და როგორც კი დათის მზერას გადააწყდა გააგრძელა _ არ ვეჭვიანობ, მინდა გავიცნო ის, ვინც ჩვენი ოჯახი იხსნა.
- კარგი, საღამოს დავპტიჟებ ელენეს.
- კარგი.

საღამოს გამოპრანჭული ელენე დათის სახლისკენ მიიჩქაროდა. ნელა დააკაკუნა და დაელოდა. წყვილმა ერთად გაუღო კარები.

- გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა და საჩუქარი გაუწოდა.
- გამარჯობა ელენე _ გადაკოცნა და შეიპატიჟა _ გაიცანი ნანიკო.
- სასიამოვნოა _ ხელი გაუწოდა ნანიკომ.
- ელენე, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა.
- მობრძანდი, აქეთ _ მისაღებში შეიყვანა _ ახლავე დავბრუნდები _ სამზარეულოში გავიდა.
- ვხედავ თქვენმა საუბარმა არაჩვეულებრივად ჩაიარა _ გულით უხაროდა.
- ძალიან დიდი მადლობა ელე _ გულწრფელი მადლობა იყო.
- ძალიან მიხარია, რომ არ შეცდი დათი.
- დიდ ბედნიერებას იმსახურებ ელიკო _ თვალი ჩაუკრა.
- მინიშნება მიღებულია _ გაუცინა _ თუმცა შესასრულებლად ცოტა რთულია მგონი.
- არც ისე, როგორ მითხარი? ცხოვრება მარტივია, ჩვენ ვართულებთო.
- კარგად დაგიმახსოვრებია _ გაეცინა.
- კარგმა პაციენტობამ კარგი შედეგი გამოიღო.
- მეც მოვედი _ ყავა მიიტანა, ტკბილეული და მეუღლეს გვერდით მიუჯდა.
- ლამაზი წყვილი ხართ _ ღიმილით აღნიშნა.
- როგორც გავიგე, შენი დამსახურებაა წყვილად რომ ვიწოდებით ისევ, ასე რომ მადლობა _ გაუღიმა.
- ჩემს დიდ დამსახურებად არ მივიჩნევ, მაგრამ კარგი, მივიღებ მადლობას _ გაუცინა.
- შენ მარტო ხარ? _ ინტერესით ჰკითხა.
- ხო, მე მარტო ვარ.
- გატყუებს, ჩვენნაირი გზააბნეულია ესეც _ გაიცინა.
- იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს საყვარელი ადამიანი გვერდით რომ გყავს, ასე რომ გაითვალისწინე.
- გავითვალისწინებ ნანიკო, ვედები ყოველ შემთხვევაში _ ამოიოხრა.

საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს და გოგონებმაც საერთო ენა გამონახეს. დამშვიდობებისას ხშირად გვესტუმრეო დაუბარა ნანიკომ და გააცილა.

- კარგად დათი _ გადაკოცნა _ ხომ გითხარი მეგობრობა უკეთესად გამოგვივა-მეთქი? _ გაუცინა.
- ჩვენ კი, იმასთან არ გამოგივა _ თვალი ჩაუკრა და დაემშვიდობა.

რამდენიმე თვე გავიდა იმ საღამოს შემდეგ. ელენეს ისევ კარგი ურთიერთობა ჰქონდა წყვილთან, არა, უკვე ძალიან კარგი. გახარებული იყო საკუთარი სწორი გადაწყვეტილებით, მათ ბედნიერებას რომ ჰხედავდა, თვითონაც სიხარულით ევსებოდა გული.

გაზაფხულის თბილ საღამოს სახლისკენ მიაბიჯებდა. დადებითი ემოციებით დამუხტულს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. სწრაფად შევარდა სადარბაზოში, კიბეები მხიარულად აირბინა და დააკაკუნა. კარები არავინ გაუღო, გაუკვირდა. მეზობელს მიუკაკუნა და იქიდანაც მხოლოდ ბავშვმა გამოხედა. უთხრა ყველანი ნატალიასთან არიანო. ერთი სართულით ზემოთ, გურიკას დედასთან. შეშინებულმა აირბინა რამდენიმე საფეხური, კარები ღია ჰქონდათ და სახლში შევარდა. ქალები პატარა მაგიდას უსხდნენ გარშემო, ყავას სვამდნენ, ტორტს მიირთმევდნენ და ლაპარაკობდნენ.

- ელენე, მოდი ჩემო კარგო _ ღიმილით შეიპატიჟა ნატალიამ.
- ვაიმე, გული გამისკდა დე _ დედას შესწუწუნა.
- რატომ, ხომ მშვიდობაა? _ შეიცხადა ყველამ.
- შენ სახლში არ დამხვდი, ირინა დეიდაც არ იყო, ნინუცამ მითხრა ზემოთ არიან ყველანიო და მეთქი ცუდად გახდით, ისე შემეშინდა.
- კარგად ვართ, კარგად, ტორტი არ გინდა? _ უცინოდა ნატალია.
- არ მინდა, მადლობა და რას აღნიშნავთ? თქვენი დაბადების დღე არ არის.
- ოო, დიდი სუპრიზია.
- არ გამიმხელთ? _ გაუცინა, თან დააინტერესა.
- როგორ არ გაგიმხელთ ჩემო გოგო, ჩემს ბიჭს შენზე მეტი გულშემატკივარი ვინ ჰყავს, ისე კი არ გამოგივიდათ არაფერი, მაგრამ დღემდე მეგობრები ხართ _ თბილი მზერით გადახედა.
- ანუ გურიკას წარმატებას აღვნიშნავთ? _ გაუხარდა.
- ფაქტობრივად წარმატებაა, ცოლი მოჰყავს გურიკას...
__________

აბაა შოკოლადებო, ესეც მეშვიდე.. დამიგვიანდა ცოტა.. ძალიან დიდი მადლობა შეფასებებისთვის, სიტყვებს ვეღარ ვპოულობ და მთელი დღე გაღიმებული დავდივარ.. მიყვარხართ მე თქვენ..
ველი შეფასებებს..



№1  offline წევრი სპენსერი

ვაიმე! რაო?! ცოლი მოყავსო?! ელიკოს მარტო მიტოვებ? wink ველოდები მერვე თავს love
შენ რომ საუკეთესო ხარ მაგას ლაპარაკი აღარ უნდა love

 


№2  offline წევრი Never mind

ძალიან, ძალიან მომეწონა მაგარი ისტორიაა ველოდები შემდეგ თავს love

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ეს ახალი ცოლი სად მოჩხრიკე ახლა , მოკლედ როგორ გვანერვიულებ .

 


№4  offline წევრი mimimimo

ცოლი?
მორჩა…
მე შენ გაგებუტე!

 


№5 სტუმარი Meocnebe

Vaimeee colio? :D:-O axla gurikac ar daakargvio datis msgavsad ,torem xmas agar gagcev :-(:-(:-(

 


№6 წევრი Firefly

ელენესია გურიკა!
--------------------
M.T

 


№7  offline ახალბედა მწერალი -venus-

აუუ კაი რაა ცოლიი :დ მალე დადე რა მომდევნო თავიი ერთი სული მაქ უკვე

 


№8 სტუმარი hipo

colii ? ameshala nervebi ra ... :D :D :D magaria male dadee :D

 


№9  offline წევრი რიტა

დარწმუნებული ვარ ეს ცოლი ელენე იქნევა საბოლოოდ, მოკლედ მოვლენევს წინ არ გავუსწრებ. წარმატებები ჩემო კარგო და გელოდებით ახალი თავით. წარმატებები...

 


№10  offline მოდერი მარრიამი

okay
ვაიმე.
ვაიმე.
ვაიმე.
არა
არა
არა
მიყვარს გურიკა
და
აუ
:დ მადლობა <3
სპენსერი
ვაიმე! რაო?! ცოლი მოყავსო?! ელიკოს მარტო მიტოვებ? wink ველოდები მერვე თავს love
შენ რომ საუკეთესო ხარ მაგას ლაპარაკი აღარ უნდა love

მადლობა <3
Never mind
ძალიან, ძალიან მომეწონა მაგარი ისტორიაა ველოდები შემდეგ თავს love

უღრმესი მადლობა <3
lalita
ეს ახალი ცოლი სად მოჩხრიკე ახლა , მოკლედ როგორ გვანერვიულებ .

მომეჩხრიკა :დ
mimimimo
ცოლი?
მორჩა…
მე შენ გაგებუტე!

არ ელოდი? :დ
Meocnebe
Vaimeee colio? :D:-O axla gurikac ar daakargvio datis msgavsad ,torem xmas agar gagcev :-(:-(:-(

:დ ვნახოთ <3
ello1997
Ragacas chalichoben eg qalebi, vici me!

:დ <3
Firefly
ელენესია გურიკა!

დაკარგა :დ
meggipp
აუუ კაი რაა ცოლიი :დ მალე დადე რა მომდევნო თავიი ერთი სული მაქ უკვე

ვეცდები დღეს საღამოს <3
hipo
colii ? ameshala nervebi ra ... :D :D :D magaria male dadee :D
მადლობა <3
რიტა
დარწმუნებული ვარ ეს ცოლი ელენე იქნევა საბოლოოდ, მოკლედ მოვლენევს წინ არ გავუსწრებ. წარმატებები ჩემო კარგო და გელოდებით ახალი თავით. წარმატებები...
მადლობა <3

 


№11  offline წევრი kora

წუხელ წავიკითხე ყველა თავი და ამავსო ემოციებით. უზომოდ დადებითი პერსონაჟია ელენა, ყველა კი ვერ მოიქცეოდა ასე გონივრულად. იმსახურებს ეს გოგო ბედნიერებას, თუმცა შენი გადასაწყვეტია როგორ განავითარებ მოვლენებს.
პ.ს. დათის და ნანიკოს ცხოვრებაში იმ პაწაწინა წერტილს ვუცდი, რომლის გამოც აირია მათი ცხოვრება და ორი წლით დატანჯეს ერთმანეთი, მხოლოდ შვილი დაავიწყებს მათ დაკარგულ დროს ❤️
--------------------
kira.G

 


№12  offline მოდერი მარრიამი

kora
წუხელ წავიკითხე ყველა თავი და ამავსო ემოციებით. უზომოდ დადებითი პერსონაჟია ელენა, ყველა კი ვერ მოიქცეოდა ასე გონივრულად. იმსახურებს ეს გოგო ბედნიერებას, თუმცა შენი გადასაწყვეტია როგორ განავითარებ მოვლენებს.
პ.ს. დათის და ნანიკოს ცხოვრებაში იმ პაწაწინა წერტილს ვუცდი, რომლის გამოც აირია მათი ცხოვრება და ორი წლით დატანჯეს ერთმანეთი, მხოლოდ შვილი დაავიწყებს მათ დაკარგულ დროს ❤️

კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს ისტორიაში :დ მადლობა ჩემო კარგო <3 ვუცდით წერტილს :დ

 


№13  offline წევრი Serenay

ემოციების ზღვა....
აი მესმის ისტორიაც <3

 


№14  offline მოდერი მარრიამი

Serenay
ემოციების ზღვა....
აი მესმის ისტორიაც <3

თქვენ ხართ ჩემი დადებითი ემოციები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent