შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვლის ზღაპარი [5]


23-07-2016, 23:24
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 192

მეორე დღეს დათი უნდა ენახა. თვითონაც ვერ გაიგო რატო. ზუსტად იცოდა უბრალო შეხვედრა იქნებოდა. სანამ განქორწინების საბუთს ხელმოწერილს არ ნახავდა, იქამდე დათისთან ურთიერთობაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა.
- გამარჯობა _ ლოყაზე აკოცა და გაუღიმა ბიჭმა.
- გამარჯობა.
- რა გჭირს? _ დაეკითხა.
- რა მჭირს? _ ვითომ ვერ მიხვდა.
- რაღაც ვერ ხარ ხასიათზე.
- ვერ მივეჩვიე განწყობის დამალვას _ ტუჩები მოკუმა.
- ერთი ფინჯანი ჩაი და სასიამოვნო გარემო დაგვეხმარება განწყობის შეცვლაში _ გაუღიმა.
...
- აბა, მომიყვები რა მოხდა? _ ინტერესით ჰკითხა.
- გურიკა წავიდა. _ ამოთქვა და თითქოს გული ამოაყოლა.
- რა თქვი? _ ვერ იჯერებდა, რომ ელენეს ასეთი ხასიათის მიღმა გურიკა იყო.
- გურიკა წავიდა-მეთქი.
- და ამიტომ ხარ ასე მოწყენილი? _ სიტყვებს ტკეპნიდა.
- კი, ამიტომ.
- მეც რომ წავიდე, ასე მოიწყენ? _ არ ეშვებოდა.
- შენს თავს და გურიკას ნუ ადარებ, გთხოვ _ გაბრაზდა.
- უფრო ძვირფასია? _ დაძაბულმა ჩაიცინა.
- უცოლოა _ დაიგესლა.
- გასაგებია _ ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა და გაეღიმა.
- დათი, თქვენ სხვადასხვა ადამიანები ხართ, სხვადასხვა წოდებით ჩემს ცხოვრებაში _ სცადა მშვიდად აეხსნა.
- ვიცი, რომ არ მაქვს უფლება, ვიცი რომ ასე არ უნდა ვიქცეოდე, მაგრამ, მაინც ვეჭვიანობ, როცა ვხედავ რომ ასე ნერვიულობ გურიკაზე, იმის გააზრება მჭამს, რომ ჩემზე ასე არასდროს იღელვებ.
- ხანდახან ბავშვივით იქცევი _ გაეღიმა.
- დაკარგულ ახალგაზრდობას ვინაზღაურებ _ თვალი ჩაუკრა.
- შენ ისევ ახალგაზრდა ხარ.
- ახალგაზრდობა კიდევ წინაა, სულ მალე _ ნაზად შეეხო თიტებზე ტუჩებით. საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა ელენემ _ ვერ გამჩნევ ბედნიერებას იმის გამო, რომ მალე თავისუფალი ვიქნები.
- გინდა რაღაც გითხრა? _ თვალები მოჭტა.
- მითხარი _ დაინტერესდა.
- დიდად ბედნიერება არც შენ გეტყობა _ გაუღიმა.
- რა თქვი? _ ეგონა ხუმრობდა.
- არ გეტყობა. არ ვიცი, თითქოს აღფრთოვანებული ხარ, თითქოს ერთი სული გაქვს, მაგრამ თვალები სულ სხვანაირად მიმზერენ, ისევ ისე ნაღვლიანი, როგორც მაშინ _ ისე მშვიდად უხსნიდა, თითქოს განსაკუთრებულს არაფერს ეუბნებოდა.
- რისი თქმა იყო? _ შეიძლება აფეთქებულიყო.
- იმის, რომ დარწმუნებული არ ხარ შენს გადაწყვეტილებაში _ აგრძელებდა.
- იქნებ შენ არ ხარ დარწმუნებული? იქნებ მე და გურიკას სხვადასხვა ადგილი სულაც არ გვიკავია? _ მთელი სხეულით დაიძაბა.
- იქნებ _ მშვიდად აღნიშნა.
- ელენე, ნუ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო _ ღრმად სუნთქავდა.
- იმას ვამბობ, რასაც ვხედავ დათი, ნუ გწყინს _ გაუღიმა.
- ხოდა არასწორად ხედავ _ აშკარად გაბრაზდა.
- კარგი, იყოს ასე. მე უნდა წავიდე.
- უკვე?
- უკვე.
- გაგაცილებ _ როგორც უცებ გაბრაზდა, ისე უცებ დაწყნარდა.
- იყოს, ჩემით წავალ _ დაემშვიდობა და გავიდა.

ისევ არეული ემოციები, ჩამოუყალიბებელი გრძნობა. როგორ უნდოდა სადმე გაქცეულიყო, სადმე დამალვოდა ამ ყველაფერს. ისე დამალულიყო, რომ ვერავის ეპოვა. მაგრამ მაინც სახლში წავიდა. საკუთარ გარემოში ყველაზე მშვიდად გრძნობდა თავს. ფიქრებში სრული ქაოსი ჰქონდა. ერთი მხრივ გურიკას წასვლა აწუხებდა. რომ ხვდებოდა „ელიკოს“ აღარავინ დაუძახებდა, მასავით არავინ გაუღიმებდა, გული უსკდებოდა. მეორე მხარეს დათი იყო. დათი, რომელიც რამდენიმე კვირაში შეიყვარა. რომელიც მიუხედავად ცოლისა, ვერ დატოვა. დათი, რომლისკენაც გული მიუწევდა, მაგრამ გონება გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა. ბედს შეგუებულივით ამოიოხრა და ლოგინის შუაგულში ვარსკვლავივით გაიშალა.

დათიც არანაკლებ არეული წავიდა სახლში. ჯერ ისევ ელენეს სიტყვებზე ფიქრობდა - დარწმუნებული არ ხარო. რაც უფრო მეტს ფიქრობდა, მით უფრო იძაბებოდა. ამას ემატებოდა წინა საღამოს ემოციები, ის გაურკვეველი წყენა, რაც ნანიკოს თანცმობას მოჰყვა. ფიქრობდა და ვერაფერს წყვეტდა. კარები გააღო და სახლში შევიდა. სამზარეულოში მოფუსფუსე ნანიკო დაინახა. გოგონა უბრალოდ მიესალმა და საქმიანობა განაგრძო. მხრები აიჩეჩა და მაცივარი გამოაღო. სახლში მისვლისას ნანიკო ყოველთვის ახვედრებდა საჭმელს, მუდმივად აძლევდა შენიშვნას ხელდაუბანელი რომ შედიოდა სამზარეულოში, ახლა კი რეაქციაც არ ჰქონია. ბოლო ჭიქა ამორეცხა და სამზარეულოდან გავიდა. თვალი გააყოლა, თავი ინტერესით გადააქნია და მაცივარს მიუბრუნდა. ძეხვი გამოიღო, მაგრამ გულმა არ მოუთმინა, იქვე დადო და თვითონ ნანიკოს ოთახისკენ წავიდა. მსუბუქად დააკაკუნა და ნებართვის შემდეგ შევიდა.

- ნანიკო კარგად ხარ?
- ცუდად ყოფნის რამე მეტყობა? _ გაკვირვებულმა კითხვითვე უპასუხა.
- არა, არაფერი _ უკან გაბრუნდა და მისაღებში ტახტზე ჩამოჯდა.

***

იგნორი ნანიკოსგან რამდენიმე დღე გაგრძელდა. როგორ ხვდებოდა დათი ამას? ჯერ მხოლოდ გაკვირვება იყო. გაკვირვება მალე შეცვალა დანაკლისმა, დანაკლისი კი უკმაყოფილებამ.

- თუ რამე გაწუხებს, მითხარი _ წინ ჩამოუჯდა, როცა ტელევიზორს უყურებდა.
- არაფერი _ გახედა და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა.
- ნანიკო ვეღარ გცნობ ეს დღეებია.
- ვცდილობ ჩემ გარეშე ცხოვრებას მიგაჩვიო დათი _ გაუღიმა და ტელევიზორის ხმას აუწია.
- რა თქვი?
- ვცდილობ მეც მივეჩვიო შენ გარეშე ცხოვრებას.
- ნანიკო _ მძიმედ დაიწყო.
- გისმენ.
- შეგიძლია გამორთო ტელევიზორი? _ ნერვების მოშლა ტელევიზორს გადააბრალა.
- შემიძლია _ გამორთო _ მერე?
- არაფერი _ გაბრაზებულმა დაიყვირა და სახლიდან გავარდა. ნანიკომ კი ძალიან მშვიდად ჩაკეტა კარები და ტელევიზორის ყურება განაგრძო.

ელენე ნახა სახლიდან გაქცეულმა. მაშინვე დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.

- რა გჭირს? _ დანახვისთანავე მიხვდა გოგონა, რაღაც რიგზე რომ არ იყო.
- არ ვიცი.
- კონკრეტული პასუხია, ვერაფერს იტყვი _ გაეცინა.
- რამდენიმე დღეა ფაქტობრივად მარტო ვარ სახლში.
- და გეშინია?
- ელენე _ გაბრაზდა _ მაიგნორებს ნანიკო.
- არ მოგწონს? _ თითქოს დათის გამოცდა გადაწყვიტა.
- არ ვიცი.
- იცი, უბრალოდ ვერ მეუბნები _ გაუღიმა _ მითხარი, ნუ გეშინია ჩემი რეაქციის.
- არ მომწონს _ აღიარა.
- და?
- რა და?
- და ის, რომ მართალი ვარ _ საკუთარი დასკვნის სისწორემ თითქოს გაახარა _ დარწმუნებული არ ხარ რომ ნანიკოსთან დაშორება გინდა, არა, განა დარწმუნებული არ ხარ, ეს იდეა არც კი მოგწონს.
- ელენე რას მეუბნები? _ ისედაც არეული ჰქონდა აზრები.
- იმას რასაც ვხედავ, იმასაც ვხვდები ნანიკო ასე რატომ იქცევა.
- რატომ? _ არ უნდოდა დაჯერება, რომ ელენე სწორი იყო.
- იმიტომ, რომ გაჩვენოს შენთვის რას ნიშნავს.
- ამას რატომ მეუბნები? მე თუ ნანიკოსთან ვიქნები, ეს ხომ ჩვენი ურთიერთობის დასასრულს ნიშნავს?
- შენ თუ ნანიკოსთან იქნები, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გიყვარს, მე უბრალოდ გამოსავალი ვიყავი გაბრაზებულ გულზე _ ისე უხსნიდა, თითქოს მისი ფსიქოლოგი ყოფილიყო.
- ელე გეყოფა _ სუნთქვა გახშირებოდა.
- იფიქრე ამაზე, აზრი არ ექნება ჩვენს ერთად ყოფნას, თუ შენ ნანიკოს იგნორი გაფორიაქებს.
- არ შემიძლია მისთვის პატიება, არა.
- რომ დაელაპარაკო? _ გამოსავალს ეძებდა.
- რაზე?
- იმ ყველაფერზე, მიზეზზე, განცდებზე, უბრალოდ მშვიდად ილაპარაკეთ, შენც გაერკვევი საკუთარ თავში.
- შენ არ გიყვარვარ არა? _ უცნაური ტონით ჰკითხა, ელენეს გაეცინა.
- იმდენად არა, რომ სწორად მსჯელობის უნარი დავკარგო.
- და ის ყველაფერი რასაც შენ მიმართ განვიცდი? _ არაფრით ტყდებოდა.
- არ ვიცი, ეს უბრალო სიმპატია იყო ალბათ, მიზიდულობა, მაგრამ სიყვარული არა.
- ამ ყველაფერს ასე მშვიდად მიხსნი? _ ჩაეცინა.
- ძალიან მარტივია, თუ ნანიკო გიყვარს, მე თვითონ არ მენდომება რომ ჩემთან იყო, მაგრამ თუ არ გიყვარს, აუცილებლად მოხვალ ისევ ჩემთან. _ უღიმოდა, მაგრამ აშკარად არ ეღიმებოდა.
- საოცრება ხარ.
- საღად მოაზროვნე უფრო _ გაუცინა _ წავიდეთ ხომ?
- მიგაცილებ, ახლა მაინც.
- კარგი, მიმაცილე.

ფაქტობრივად თავადვე უბიძგა ელენემ ნანიკოსთან დაბრუნებისკენ. მაგრამ სხვა გზა ჰქონდა? აშკარად ხვდებოდა, როგორ მერყეობდა დათი. სასტუმროში ეს არ შეუმჩნევია, თუმცა ახლა ამჩნევდა. ელენე ფიქრობდა, რომ თუ ადამიანს ერთი პროცენტით მაინც ეპარება ეჭვი საკუთარ გადაწყვეტილებაში, აუცილებლად უნდა გადაამოწმოს გადაწყვეტილების სისწორე. არც ნანობდა რომ ასე მოიქცა, რა იქნებოდა იმაში ცუდი, თუ ორ ადამიანს გააბედნიერებდა. ხანდახან რა მარტივად წყვეტდა რაღაცებს. თითქოს ამ ქმედებით გული დაიმშვიდა, მაგრამ მაინც დამძიმებული იყო. რაღაც აწუხებდა და ჯერ ვერ მიმხვდარიყო, რა იყო ეს რაღაც.

- დე მოვედი _ კარები შეაღო თუ არა, პირველ რიგში დედიკო მოძებნა. ისე უნდოდა ახლა მასთან ჩახუტება. ტახტზე მოკალათებული რომ დაინახა, გაუხარდა. თავი კალთაში ჩაუდო და წამოწვა. _ გეხვეწები არ გამაღვიძო რა თუ ჩამეძინება _ აკოცა. მაგრამ ძილს არ აპირებდა. უბრალოდ უნდოდა თვალები დაეხუჭა და დაევიწყებინა რაღაცები. თვალები დახუჭა, თუმცა მოგონებები ამოუტივტივდა.

- გური მინდა რა ალუჩა _ შეწუხებული უყურებდა.
- ვიყიდოთ მერე, რა პრობლემაა _ გაუღიმა.
- ნაყიდი არ მინდა _ გაიბუსხა.
- მაინცდამაინც თამაზას ბაღიდან უნდა მომაპარინო? _ გაეცინა.
- კარგი ალუჩა აქვს თამაზი ბაბუას _ ეშმაკურად გაეღიმა.
- მავნე ხარ ელიკო, მავნე _ ცხვირზე გაეთამაშა და ღობეზე გადახტა.
- ძალიან გემრიელია _ ლოყები ჰქონდა გამობერილი ალუჩით.
- გეტყობა _ სიცილს ვერ იკავებდა.
- ნუ დამცინი _ დაემუქრა თითის ქნევით.
- თორემ მეც შემჭამ? _ ისევ იცინოდა.
- არა, ალუჩას არ გაჭმევ _ თვითონაც გაეცინა.

გაეღიმა, თვალები არც გაუხელია, ისე იღიმოდა. საფეთქელთან სისველე იგრძნო, სწრაფად მოისვა ხელი და ცრემლი შეიმშრალა. თვითონაც ვერ მიხვდა რა ატირებდა, დაკარგული გურიკა თუ ჩამოუყალიბებელი დათი, მაგრამ გულდამძიმებულს ისე უნდოდა ტირილი, მიზეზიც აღარ სჭირდებოდა.

- გური ტყემალი მინდა _ ისევ წუწუნებდა.
- ელიკო რა გჭირს? _ სერიოზული ტონით იკითხა და გოგონას შეშინებული სახე რომ დაინახა, გაეცინა.
- გული გამიხეთქე, მეგონა რამეზე გაბრაზდი.
- მე კი არა, შენ მიხეთქავ გულს.
- მე რატომ?
- მჟავე კიტრიც ხომ არ გინდა?
- აუუ _ აკისკისდა _ მინდა _ გაბადრული დაეთანხმა.
- შენს მშობლებს თვითონ აუხსნი, მე დამეფიცება არაფერ შუაში ვარ _ და ასე იცინოდნენ მთელი გზა სახლამდე.


- დედი გაიღვიძე _ დასძინებოდა _ წადი დე, ოთახში დაწექი.
- წავალ _ წამოჯდა და დაამთქნარა. დაღამებულიყო. ნეტავ დათი რას აკეთებსო გაიფიქრა, თავი გადააქნია და ოთახისკენ წავიდა. მალე გაიგებდა დათი რას აკეთებდა, ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მაინც გაანდობდა. ბოლოსდაბოლოს ელენე დაეხმარა. იმდენად იყო მოწყვეტილი, ფიქრიც კი ვერ გააგრძელა დიდ ხანს. მშვიდად დახუჭა თვალები და ბურუსში ჩაიძირა.
_________
ესეც მეხუთე.. ბედნიერებები ხართ თქვენ!! მეტი რა ვთქვა უბრალოდ არ ვიცი..
ველი შეფასებებს შოკოლადებო..



№1 სტუმარი miyvarxar

kargia mara patara tavia armyofnis wasakitxad... male dade raaa gtxovv:D

 


№2 სტუმარი პანდა

აუ ვერ ჩამოვყალიბდი recourse დათი და ელეც მინდა ერთად და გური და ელენიკოც feel მაგრამ ამ თავით დავრწმუნდი რომ გური და ელენიკო უფრო საყვარელი წყვილია თან აშკარად კიდე უყვარს ელენიკოს გური love ნანიკო და დათიც კარგი წყვილი იქნება თან იქნებ რა მოხდა ესთი აბორტი რომ გაიკეთა თან ეტყობათ რომ ერთმანეთი უყვართ მე ესე მგონია და რავი feel ნუ მოკლედ ძაან მაგარი თავი იყო მაგრამ ცოტა პატარა recourse ველოდები შემდეგს love love love

 


№3 სტუმარი hipo

aau ramagari iyo magram patara :( raunda exla am datis uuf

 


№4 სტუმარი Meocnebe

Patara tavi iyo , magram emociebit datvirtuli, yochag ! <3

Patara tavi iyo , magram emociebit datvirtuli, yochag ! <3

 


№5  offline მოდერი მარრიამი

miyvarxar
kargia mara patara tavia armyofnis wasakitxad... male dade raaa gtxovv:D

მადლობა მადლობა <3
ello1997
Ai eseti momwonxar me! Yvelaze martali tavia!

ელო :დ მადლობა <3
პანდა
აუ ვერ ჩამოვყალიბდი recourse დათი და ელეც მინდა ერთად და გური და ელენიკოც feel მაგრამ ამ თავით დავრწმუნდი რომ გური და ელენიკო უფრო საყვარელი წყვილია თან აშკარად კიდე უყვარს ელენიკოს გური love ნანიკო და დათიც კარგი წყვილი იქნება თან იქნებ რა მოხდა ესთი აბორტი რომ გაიკეთა თან ეტყობათ რომ ერთმანეთი უყვართ მე ესე მგონია და რავი feel ნუ მოკლედ ძაან მაგარი თავი იყო მაგრამ ცოტა პატარა recourse ველოდები შემდეგს love love love

მადლობა <3 ვნახოთ დასასრული რას გვიმზადებს :დ
hipo
aau ramagari iyo magram patara :( raunda exla am datis uuf

მადლობა <3
Meocnebe
Patara tavi iyo , magram emociebit datvirtuli, yochag ! <3

Patara tavi iyo , magram emociebit datvirtuli, yochag ! <3

მადლობა <3

 


№6  offline წევრი Serenay

მარიამ დღითიდღე იმატებს ჩემი სიმპატია შენდამი <3 ნუ საოცრება ხარ რაა

 


№7  offline მოდერი მარრიამი

Serenay
მარიამ დღითიდღე იმატებს ჩემი სიმპატია შენდამი <3 ნუ საოცრება ხარ რაა

ვაიმე მადლობა <3 მე თქვენი კომენტარები მაოცებს <3
okay
შენ ხარ საოცრება.

გული გამისკდება ახლა <3 მადლობა <3

 


№8  offline წევრი სპენსერი

ჩემდა სამწუხაროდ დღეს წავიკითხე ხუთივე თავი,არ ვიცი!რაღაც განსხვავებული,სხვანაირია ^-^ მომწონს!
მომწონს! love და საუკეთესო ხარ შენ!
პ.ს ნანიკო მოაშორე აქედან wink wink

 


№9  offline მოდერი მარრიამი

სპენსერი
ჩემდა სამწუხაროდ დღეს წავიკითხე ხუთივე თავი,არ ვიცი!რაღაც განსხვავებული,სხვანაირია ^-^ მომწონს!
მომწონს! love და საუკეთესო ხარ შენ!
პ.ს ნანიკო მოაშორე აქედან wink wink

ეს ვინ მოსულა <3 მადლობა ჩემო კარგო ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent