ჯანდაბა! (4)
-ორი გარდაცვლილი მოიყვანეს-მაცნობა მდივანმა,მიმღებში შესვლისას. თავი მისკდებოდა.მთელი ღამის უძინარი ვიყავი. ერთმა ჭიქა არაყმაც კი საშინლად იმოქმედა.მაცივართან გავათენე.ერთი წუთითაც ვერ შევწყვიტე ჭამა. -ასე პირდაპირ ნუ მეუბნები.შემომაპარე ხოლმე.-გავუღიმე გოგონას და ჩემს ,,სამფლობელოსკენ“ წავედი.როგორც ყოველთვის პირქუში და ბნელი იყო იქაურობა. ჩქარა ჩავიცვი ხალათი და ჩემს საქმეს შევუდექი.დრო სწრაფად გავიდა.ორივე სხეული გავკერე,ხელთათმანები ნაგვის ურნაში ჩავაგდე და ოფლი შევიწმინდე.მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რომ მწვანე კულულიანი არ ჩანდა... 888 არც მეორე დღეს გამოჩენილა.არც შემდეგ ორ კვირას მსმენია მასზე არაფერი.ბოლოს დავიჯერე კიდეც,რომ წამალმა საბოლოოდ მოუღო ბოლო.ყოველდღე ველოდი მისი უსულო სხეულის დანახვას. დილით,როგორც ყოველთვის მაღვიძარამ გამომაღვიძა.სწრაფად მოვწესრიგდი,წამალი გავიკეთე და მეტროსკენ წავედი. -რომელი საათია?-მომესმა ზურგს უკან ნაცნობი,ხრინწიანი ხმა.როგორც კი მივიხედე მაშინვე ვიცანი მუქი ლურჯი თვალები და მწვანე კულულები. -ოცი წუთი აკლია-გავიმეორე ზუსტად ისე,როგორც პირველი შეხვედრისას.ორივეს გაგვეღიმა.ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს მომენატრაო ამ ორ კვირაში. -აბა,თავს როგორ გრძნობ?-ღიმილით მკითხა და როგორც ყოველთვის ფოსოები გამოუჩნდა ლოყებზე. -კარგად ვარ-ჩვენთვის უჩვეულოდ უხერხული საუბარი იიყო. -დღეს სამსახურში გამოგივლი და სადმე წავიდეთ.თუ გინდა რათქმაუნდა-ჩაიცინა და ტუჩის პირსინგი კბილებში მოიქცია.არავინ მეგულებოდა იმ წამს მასზე ლამაზი და მშვენიერი.შავი,ვიწრო შარვალი,შავი ტყავის ქურთუკი და მუქი ნაცრისფერი მაისური ეცვა.პანკ ღვთაებას ჰგავდა. -წავიდეთ-დაუფიქრებლად ვუპასუხე და ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე.მეტი აღარაფერი უთქვამს.ჩასვლისას უბრალოდ საყვარლად (ისე როგორც მხოლოდ მას შეეძლო) გამიღიმა და როგორც ყოველთვის გაუჩინარდა. 888 მთელი დღე უსაქმოდ ვიჯექი.არავინ მოუყვანიათ.არადა მერჩივნა საქმე მქონოდა,ტყუილად ჯდომას.დრო აუტანლად ნელა გადიოდა.წარმოდგენა არ მქონდა სად წავიდოდით ამჯერად.იქნებ ისევ ლუბში? ან რომელიმე რესტორანში? მაგრამ არა.რომელ პანკს მოსწონს რესტორნები და,,არისტოკრატი საზოგადოება“? ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომარკვია. ,,გარეთ გელოდები“-მწვანე კულულიანი იყო.ტუჩზე ვიკბინე და ეკრანს დავხედე. საათი 19:00ს უჩვენებდა. არაფერი მიმიწერია.ხალათი გავიხადე,ჩემი თხელი ჟაკეტი ავიღე და გარეთ გავედი.მიმღებში მდივანს დავემშვიდობე და როგრც კი შენობიდან გამოვაღწიე მაშინვე შევნიშნე მანქანას მიყრდნობილი მწვანე თმიანი. -გამარჯობა-დღეს უკვე მეორედ მომესალმა.როგორც ყოველთვის ბედნიერი და ალერსიანი გამომეტყველება ჰქონდა. -დღეს სად მივდივართ?-ვკითხე ღიმილით.ასე მგონი საუკუნე გავიდა მასთან ბოლო შეხვედრიდან. -დაჯექი.როცა მივალთ გაიგებ-თვალები აუელვარდა.ჩემთვის კარი არ გაუღია რაზეც თვალები გადავატრიალე მან კი ჩაიხითხითა.პირდაპირ საჭეს მიუჯდა.მეც მალე დავესვენე მის გვერდით, მგზავრის სავარძელზე და ღვედი შევიკარი. 888 -უნდა გამოგიტყდე-აღმომხდა,როცა მანქანა გააჩერა-ღმერთოჩემო, მანქანა საშინლად დაგყავს-ორივეს გაგვეცინა.ღვედი შევიკარი და სასწრაფოდ გადმოვედი.ლამის დავიჩოქე და მიწას ვეამბორე. -მართვის მოწმობა ბიძაჩემის დამსახურებით მაქვს.ორ გაკვეთილსაც არ დავსწრებივარ. -ჩემი მოკვლა გინდოდა?-გავუცინე და მუშტი მსუბუქად გავკარი მხარზე-გული გამისკდა.სერიოზულად. -კარგი ჰო,მასე ცუდათაც არ დამყავს-ამოიღმუვლა და ტუჩის პირსინგი თითით შეათამაშა.მხოლოდ ახლა მიმოვიხედე სად ვიყავით.ჭიშკარს დიდი ასოებით ეწერა: ,,ზ ო ო პ ა რ კ ი“ -თქვენი საბუთები თუ შეიძლება-მინდოდა სერიოზულად მეთქვა მაგრამ მაინც წამსკდა სიცილი.ვცადე თავი დამეჯერებინა,რომ ეს არც ისეთი ბანალურია და ჩვენ აქ მხოლოდ გასართობათ მოვედით. 888 -შეხედეე! ეს მაიმუნი ვიღაცას მაგონებს-წამოიძახა მოულოდნელად მწვანე კულულიანმა.მაიმუნების გალიებთან ვიდექით.საყვარლები იყვნენ,რამდენიმე საშინელ ჯიშს თუ არ ჩავთვლიდით. -ვის? -ასეთი მსგავსება არ არსებობს.ღმერთო ჩემო! გამახსენდა-ხელები მხრებზე მომკიდა და გალიისკენ ზურგით დამაყენა-აი კოპირებულია-ისე სერიოზულად ლაპარაკობდა წამით დავვინტერესდი-შენი ასლია-თქვა და სიცილიდან ორად მოიკეცა.მე კი ვიდექი და თვალებ დაწვრილებული,შურისძიებით მოწყურებული, გაავებული ვუცქერდი,როგორ ხაოდა ლამის ასფალტზე გაწოლილი ,,შრეკი“.მიუხედავად იმისა,რომ მაიმუნს შემადარა და ჩემზე იცინოდა მაინც ყველაზე საყვარელი ჩანდა ასეთ მდგომარეობაში. -კარგი ჰო.სასაცილო იყო არადა-როცა მიხვდა არ ვიცინოდი დამშვიდებას შეეცადა.წამოდი ჩამოვჯდეთ-ხელით ცარიელ სკამზე მიმანიშნა და ღრმად ამოისუნთქა. -ცუდია,რომ ოგრები არ ჰყავთ აქ-ენა გამოვუყავი და სკამზე ჩამოვჯექი-იმიტომ,რომ შრეკს გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ.-რა იდიოტი ვარ-ეგ ერთადერთი სახელია,რომლიც შენს ნომერზე მიწერია.-ჩავიხითხითე და ტელეფონი დავანახე სადაც მის შეტყობინებას თავზე ლათინური ასოებით ეწერა ,,მწვანე შრეკი“. -გინდა განახო მე როგორ ჩავწერე შენი ნომერი?-თვალები აუელვარდა. -მანახე.მზად ვარ-გავიცინე. -არაფერსაც არ განახებ-გაიღიმა და წამოდგა.საოცრად გამოიყურებოდა ჩემი საყვარელი ფოსოები მის ლოყებზე.-წამოდი კიდევ ბევრი ცხოველი უნდა ვნახოთ. 888 -კარგი იყო დღეს-ვუთხარი,როცა მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა.უკვე საკმაოდ ბნელოდა.ამჯერად ნელა დადიოდა.მთელი გზა ჩუმად ვიჯექი.მხოლოდ რამდენჯერმე გამომხედავდა და მერე ისევ გზას აშტერდებოდა. -ჰო. -კარგი,წავალ.მადლობა.ნახვამდის-ცალ-ცალკე წარმოვთქვი. -ხვალ გნახავ ალბათ-გამიცინა და ძრავი აამუშავა. -ერთი წუთით-გამახსენდა უცებ.კარი გავაღე მგზავრის სავარძელს დავეყრდენი-შენი ტელეფონი მათხოვე-ხელი გავუწოდე.მანაც გულუბირყვილოდ,კითხვების გარეშე მომაწოდა.ჩქარა,სანამ მიხვდებოდა რას ვაკეთებდი,ტელეფონების წიგნაკი გავხსენი და ჩემი ნომერი მოვძებნე,რომელზეც დიდი შრიფტით ეწერა ,,დოქტორი ბოროტება“... 888 დილის ხუთი საათი იყო შეტყობინების ხმამ, რომ გამომაღვიძა.ძვლივს ავანთე ნათურა და ეკრანს დავხედე. ,,ქვემოთ ჩამოდი“-უცხო ნომერი იყო.ნახევრად მძინარემ ძვლივს გადავიკითხე ესემესი და ეკრანს თითი გადავუსვი. ,,ვინ ხარ?“-მივწერე საპასუხოდ და დაველოდე,როდის მომწერდა. ,,უბრალოდ ჩამოდი,გთხოვ“-თვალებ დაწვრილებულმა ეჭვით შევხედე ნომერს.ჩქარა წამოვდექი,მხოლოდ საცვლებისა და თხელი მაისურის ამარამ,თბილი ხალათი შემოვიცვი და ქვემოთ ჩავედი.ჩუმად გავაღე კარები დედაჩემს,რომ არ გაღვიძებოდა და აივანზე გავედი.საშინელი ღამე იყო.ცივი და ბნელი.ირგვლივ მიმოვიხედე.ცოტა არ იყოს ცუდი გრძნობა დამეუფლა,ლამპიონის ქვეშ ადამიანის სილუეტის დანახვისას.ყველაფერი ისე წააგავდა საშიშ კონოს.... ========================================= მხოლოდ ღამის სამ საათს მერე მადებინებს ლიმიტის გამო.დააკომენტარეთ და დღესაც დავდებ (ანუ დილით დაგხვდებათ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.