შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი-ანი (1-6)


26-07-2016, 23:38
ნანახია 2 632

***

სადღაც ბარში იჯდა მეგობრებთან ერთად და დროს ატარებდა ჭორაობაში, როდესაც მის თვალი გაშტერდა ბარში შემოსულ ბიჭზე. დიდხანს უყურებდა ბიჭს. იქამდე, სანამ ბიჭმაც არ დაიჭირა მისი მზერა და მკაფიოდ არ გაუღიმა. რა ღიმილი ჰქონდა?! სასწაული. მერე მოულოდნელად მასთან აღმოჩნდა და ასევე, მოულოდნელად მის მკლავებში აჰყვა მშვიდ მელოდიას. სასწაული სურნელი ასდიოდა ბიჭს. მისი საყვარელი ჰუგო ბოსის სუნამო ესხა. კარგად აკვირდებოდა მის ნაკვთებს. სწორი ცხვირი, თაფლისფერი თვალები, თხელი ტუჩები და საოცრად სერიოზული მზერა. მერე ისევ მოულოდნელად ბიჭი მისკენ დაიხარა და ის ის იყო, რომ უნდა ეკოცნა რომ რეალობაში დაბრუნდა.

-ანუკა, გაახილე თვალები რა..!
-აუ, რა გინდა გიორგი?-ძილბურანში მყოფმა უპასუხა ძმას.
-რა მინდა კი არა რო დააუთოვე ჩემი თეთრი პერანგი სად წაიღე?
-აუ, არ გაცვია?
-ხო, მაგრამ არ მინდა ეს. მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ამ უბრალო პერანგით ვერ წავალ!
-ნახე კარგად კარადაშია!
-კაი, ტო. ადე რა! გთხოვ, თუ გიყვარვარ და ერთ სურვილს შეგისრულებ მომიძებნე..!
-ყოვლად აუტანელი ბიჭი ხარ, გიორგი!-ჯუჯღუნით წამოდგა ანუკა და ძმის ოთახისკენ წავიდა. როგორც ვარაუდობდა ის პერანგი, რომელსაც გიორგი ეძებდა მისივე კარადაში ეკიდა.
-ბრმა ხარ ჩვეულებრივი!-გაბრაზდა ანუკა და საკიდზე დაკიდებული პერანგი ხელებში მიაჩეჩა. გაბრაზებული და ნახევრად მძინარე დაუბრუნა თავის ფუმფულა ლოგინს და საბანში გაეხვა. ის ის იყო, რომ უნდა დაეძინა ისევ გიორგი დაახტა თავზე.
-შემომხედე რა, რომელი პიჯაკი ჩავიცვა?-მობეზრებულმა გამოხედა ანუკამ და თითით შავი პიჯაკისკენ მიუთითა.
-დედა და მამა წავიდნენ სამსახურში, მეც გვიან დავბრუნდები და დღეს ჩემი თანამშრომლები ამოვლენ და შენებურად მიდი რა, გთხოვ.-უთხრა გიორგიმ, აკოცა და ოთახიდან გავიდა. ეცადა ანუკა დაძინებას. ხან მარჯვნივ გადატრიალდა, ხანაც-მარცხნივ,ხან ზურგზე დაწვა, ხანაც-გულაღმა, მაგრამ არ გამოუვიდა და ადგა. სახლი მის განკარგულებაში იყო მთელი დღე და შეეძლო როცა მოუნდებოდა მაშინ დაეძინა.
-მაშო, რას აკეთებ?-დაურეკა საყვარელ მეგობარს და სიგარეტს მოუკიდა.
-ვა, ანიჩკა ამ დილაუთენია რატო გღვიძავს?
-შენი აზრით?
-ჩემი აზრით, სოფო სახლში არ იყო და შენმა ძმამ გაგაღვიძა, ხო ეგრეა?
-ას პროცენტიანი ხარ, საყვარელო! რას აკეთებ მითხარი ერთი.
-ახლა მოვედი სახლში, ვირბინე და უნდა გადავივლო. პირდაპირ მითხარი რა გინდა,-გაეცინა მაშოს.
-გამო რა ჩემთან. მთელი დღე მარტო ვარ და თან საღამოს გიორგის თანამშრომლები მოდიან და რა იცი იქნებ ბედი გაგეხსნას,-გაეხუმრა მეგობარს ანუკა.
-მე? შენ რო ხარ დამჭკნარი ვარდივით შენ თავზე გეფიქრა და მერე ჩემზე,-არ ჩამორჩა დაქალი.
-კაი, ხო. არც ვიცი ვინ მოდის და მიდი გამო რა. მეზარება მთელი დღე მარტო ყოფნა.
-კაი, დამაცადე და მალე მოვცუნცულდები,-უთხრა მაშომ და ტელეფონი გაუთიშა.

არ გასულა 1 საათი და ორი დაქალი სამზარეულოს აქტიურად კვამლავდნენ.

-კიდე არ იცის გიორგიმ?
-რა უნდა იცოდეს?
-რო ეწევი რა,-უთხრა მაშომ და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
-არა, გაგიჟდი? გადამაგდებს 3-ე სართულიდან!-შეიცხადა ანუკამ.
-კაი, რა.. დიდი-დიდი მოიტეხო ორივე ხელი და ორივე ფეხი, ცოტა ტვინის შერყევაც შეიძლება გქონდეს და ეგაა..
-მადლობა, ნამდვილი დაქალი ხარ,-გაეცინა ანუკას.
-ისე, რაღაც მოშვებული მეჩვენები და მგონი ხორცები ჩამოგეწელა, არა?
-შენ მგონი ძაან გადაეშვი ამ ფიტნესებში,ხო?
-ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევ!
-ჰო, ძაან სიჯანსაღე გიჭირავს ხელში,-გაეცინა ანუკას და აივნის კარები ფართოდ გამოაღო, რომ სიგარეტის სუნი გასულიყო.
-ისე, აზრზე ხარ? 23 წლის დაობებული დაქალები ვართ და ერთმანეთს ვუყურებთ ჯერ კიდევ,-გაეცინა მაშოს.
-შენ რატო? ჩემს ძმას ხო უყურებ,-უთხრა ანუკამ სიცილით და ხახვის დაჭრა დაიწყო.
-აუ, რას გადამაყოლე ეს წარსული?-გაუბრაზდა მაშო ანუკას.
-აუ, მაშიკო იცი რა სიზმარი ვნახე? ვიღაც ბიჭი დამესიზმრა. მაღალი, სიმპათიური, თაფლისფერი თვალები ჰქონდა, სწორი ცხვირი, ზომიერი ტუჩები და აი, საოცარ ვიდზე იყო! ხოდა, გამომიცეკვა და იმენა ვნება მორეულივით ვიყავი და დაიხარა ჩემკენ. იმენა, ვგრძობდი ყველაფერს, როგორ მომხვია ხელები ცეკვისას..
-ვაიმე, რო დაიხარა მერე? მოხდა მოსახდენი?-დაინტერესებულმა იკითხა მაშომ.
-რა მოხდა, გიორგი დამჩხაოდა თავზე და გამაღვიძა. მაგრამ შენ თავს ვფიცავარ, იმენა ძაან მაგრად მახსოვს იმ ბიჭის სახე.. რაც გავიღვიძე მაგ ბიჭზე ვფიქრობ. თან ძალიან მაგრა ხო მეცნობა, თან ვერც ვიხსენებ ვინ შეიძლება იყოს..
-ვაიმე, ანუკა ლაკირბაია როგორც იქნა წიგნებისა და გაცვლითი პროგრამების გარდა, სულიერი პიროვნება ნახე სიზმარში და იმენა, ძეგლი უნდა დავუდგა მაგ ბიჭს რა..!-გაეცინა მაშოს და კარტოფილის გათლა დაიწყო.

ბევრი იფუსფუსეს გოგოებმა. პერიოდულად გიორგი რეკავდა და კითხულობდა ანუკას რას შვრებითო და კმაყოფილი ეუბნებოდა გოგოებს კომპლიმენტებს. ბოლო დარეკვაზე კი უთხრა, რომ 8-სთვის მივიდოდნენ და იქნებ სუფრაც გაეშალათ.

-აუ, რა ბედოვლათი ბიჭია! მოსამსახურედ დავუდგები არ უნდა?-შეიცხადა მაშომ.
-ხარ და ეგაა, მაშიკო.
-დავიჯერო, ასეთი პერსპექტიული იურისტი გოგონა მოსამსახურედ უნდა ვემუშავო დაქალის ძმას? ნურას უკაცრავად!
-ვერ მიართვი?
-დიახაც! ტოჟე მნე ეხლა გიორგის მოსამსახურე მაშიკო,-გაიცინა მაშომ და უნდოდა თუ არა მაინც დაიწყო სუფრის გაშლა ანუკასთან ერთად. როგორც აღმოჩნდა ანუკას მშობლები რესტორანში წავიდნენ დაბადების დღეზე და გიორგიმაც ამითი ისარგებლა და თანამშრომლები სახლში მოიპატიჟა.

-შემოდით..ანუკაა!-დაიყვირა გიორგიმ და სახლში შეიპატიჟა თავისი მეგობრები.
-მოვდივარ!-გამოსძხა ანუკამ სამზარეულოდან და მაშოსთან ერთად გავიდა მისაღებისკენ.
-გაიცანით, ეს ჩემი საყვარელი და არის ანუკა. ანუკა, გაიცანი ესენი არიან ჩემი თანამშრომლები ბაჩო, ლაშა, ნიკა, ლიზა და თეკო.
-ძალიან სასიამოვნოა,-უთხრა ანუკამ და ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი. მაშომ წარბი ასწია და ჩაახველა.
-ხო, მართლა ეს არის ჩემი ანუკას უახლოესი მეგობარი მაშო,-უთხრა გიორგიმ და გააცნო მაშოს მეგობრები და დაამატა,-და ჩემი შეყვარებული.
-ჰოჰ! ყოფილი გიუნა, ყო-ფი-ლი,-უთხრა მაშომ და აწითლებულმა დაუბღვირა გიორგის.
-შემოდით რა, სუფრა გაშლილია და სამსახურიდან მოსულები იმედია, უარს არ იტყვით კერძების დაგემოვნებაზე,-თქვა ანუკამ და გაშლილი სუფრისკენ გაუძღვა სტუმრებს.
-ცოტა ხანს დაველოდოთ რა..-თქვა გიორგიმ.
-კიდევ ვინმე მოდის?
-კი, ანუკა. ჩვენი ახალი უფროსია. 2 თვეა დანიშნეს. მაგარი კაი ბიჭია და აი, წუთი-წუთზე მოვა,-უთხრა გიორგიმ და ტელეფონზე დაურეკა,-სად ხარ? ჰო.. აი, მანდ მარჯვნივ და პირველი სადარბაზო, მესამე სართული მარჯვენა მხარეს.-გიორგი გავიდა და მისაღებ ოთახში შემოუძღვა დაგვიანებულ უფროსს.
-ვსო, კაკიც აქ არის. ახლა ყველანი ვართ და დავსხედით!-დაიძახა გიორგიმ და სუფრისაკენ ანიშნა,-მაშიკო, სად არის ანუკა?
-სამზარეულოშია თეფშის მოსატანად გავიდა,-უთხრა მაშომ და თავისი გამომცხვარი პიცა გადმოიღო. ანუკა ოთახში შემოვიდა თუ არა მაშინვე ადგილზე გაშეშდა და ხელიდან გაუვარდა თეფში, რომელიც სტუმარისთვის მოჰქონდა. გაშეშებული იდგა და უყურებდა დაგვიანებულ „უფროსს“.
-ანუკა, რა გჭირს?-წამოდგა ფეხზე გიორგი და დასთან მივიდა,-რამე ხო არ გაიჭერი?
-არა, გიო არაფერი. ახლავე ავალაგებ და მეც შემოგიერთდებით.. მაშ, გამომყევი რა..-უთხრა მაშოს ანუკამ, რომელიც უკვე მეორე ნაჭერ პიცაზე გადასულიყო. ჯუჯღუნით ადგა ფეხზე მაშო და ანუკას გაჰყვა სამზარეულში.
-რა ჯანდაბა დაგემართა?
-ის არის შენ თავს ვფიცავარ!-ჩუმად უთხრა ანუკამ.
-ვინ ის?-დაიბნა მაშო.
-სიზმრის ბიჭი მაშო, სიზმრის! გაოცებული ვარ,-ძლივს აღმოხდა ანუკას და სკამზე ჩამოჯდა.
-გაოცებული კი არა შოკში ვარ, გოგო! ღადაობ?
-აბა, შემომედე ერთი სახეზე მეღადავება რამე?
-აუ, არ არსებობს! ვანგასი რამე ხარ?-გაოცებულმა ჰკითხა მაშომ და წყალი მოსვა.
-ვანგა კი არა. მართლა სასწაულია.. დღეს სიზმარში ვნახე უცხო ადამიანი და საღამოს ეს უცხო ადამიანი ზის სახლში ჩემთან!-გაფითრებულიყო ანუკა და ერთიანად ამოვარდნოდა გული. ზუსტად ისეთი იყო კაკი, როგორიც სიზმარში ნახა. ზუსტად ის ტანსაცმელი ეცვა და ისევ ისე გამოიყურებოდა, როგორც სიზმარში იყო. არ არსებობდა! ვერ იჯერებდა, რომ რაღაც ზებუნებრივი ხდებოდა..

-უკაცრავად, ხელების დაბანა მინდა და ხომ ვერ მეტყვით?-გოგოებმა მაშინვე თავები მიატრიალეს კარებისკენ, სადაც ანუკას „სიზმრის ბიჭი“ იყურებოდა.
-მარჯვნივ... თქვენგან პირდაპირ და ხელმარჯვნივ რომ კარია იქ არის..-ამოილუღლუღა ანუკამ.
-თქვენ ალბათ გიორგის და ხო?
-კი.. გიორგის და. თქვენ?
-მე გიორგის თანამშრომელი, კაკი ნიჟარაძე,-გაეცნო კაკი ანუკას.
-მე ანუკა.. გიორგის და ანუკა,-უთხრა ანუკამ, რომელიც ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს.
-მიხარია ანუკა შენი გაცნობა, ბევრი მსმენია შენზე. ახლა კი დაგტოვებთ ცოტახანს,-უთხრა კაკიმ და თავის დაკვრით მოშორდა გოგოებს. მაშომ და ანუკამ ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს.
-აუ, რანაირი ჯელტმენია პროსტა!-დაიჩურჩულა მაშომ, რომელიც კინაღამ დადნა იქვე,-აი, რანაირი ხმის ტემბრი აქვს, როგორი ლაპარაკის მანერა! შოკია ანუკ, შოკი..!
-არა, მაში მეშინია უკვე დაძინების, დღევანდელივით არ ამიხდეს..!-თქვა ანერვიულებულმა ანუკამ და ახალი თეფში გადმოიღო კარადიდან.
-ვაიმე, შვილო ნეტა გეშველოს და ეგრე აგიხდეს ყველა სიზმარი! ასეთი ჯელტმენური სიზმრები თუ დაგესიზმრება ერთი ჩემკენ რომ გამოუშვა გგონია უარს გეტყვი?-უთხრა მაშომ და თვალი ჩაუკრა.
-ენა გოგო! შენ მე რძლად მიდნიხარ და რა ჯელტმენებს ითხოვ!-გაეცინა ანუკას.
-შენი უაზრო ძმა შენთვის შეინახე..! რძალი, რძალი.. არ გადამაყოლა რამდენიმე თვე გავლა-გამოვლას თავის უსაქციელო ძმასთან?-ჩაიფრუტუნა მაშომ და მისაღებისკენ კურტუმოს ქნევით გავიდა.
საკმაოდ კარგი თანამშრომლები ჰყავდა გიორგის. ცოტა-ცოტას წრუპავდნენ გოგოები, ბევრს იცინოდნენ და ჰყვებოდნენ სახალისო ისტორიებს. კაკიც მათ შორის არ ყოფილა გამონაკლისი და დანარჩენებთან ერთად იცინოდა და ატარებდა დროს. ანუკა ხანდახან გააპარებდა ხოლმე კაკისკენ თვალს, რომ დარწმუნებულიყო ნამდვილად ის ნახა თუ არა სიზმარში. ყოველ გახედვაზე კი ეს ეჭვი კარგავდა ეჭვის საფუძველს და რწმუნდებოდა, რომ თავისი სიზმრის ბიჭი ნამდვილად წინ არა, მაგრამ წინ და გვერდით ეჯდა.

-ანუკ, ჩვენ რო ვიცით ის მინდა რა..-ჩასჩურჩულა მაშომ ანუკას.
-ვის უმალავ შენ კიდე?!
-ვისაც შენ.
-რო გკითხონ არ მინდა რძლობაო,-გაეცინა ანუკას,-მიდი, მერე მე გავალ. იქეთ გადი აივანზე სამზარეულოსი არ გამოვა ზუსტად ვიცი,-უთხრა და მაშოც მაშინვე ფეხზე წამოდგა. გიორგის ისეთი გართული იყო საუბარში, რომ არც შეუმჩნევია მაშოს იქ არყოფნა. მალე მაშოც დაბრუნდა და ახლა ანუკა გავიდა. ფრთხილად გააღო აივნის კარები და კუთხეში დადგა. მოუკიდა სიგარეტს და იგრძნო, რამხელა სიამოვნება ჰქონდა ნასვამზე ერთ ნაფაზსაც კი! აივნის მოაჯირს დაერყრდნო და შეათვალიერა განათებული სახლები.

-მოწევა აკრძალულია!-გაიგონა ნაცნობი და უკვე საყვარელი ხავერდოვანი ხმა და ადგილზევე შეხტა.
-მადლობა მაშოს. კარგად დამმალა,-ჩაიფრუტუნა ანუკამ და თვალი აარიდა მასზე მიშტერებულ კაკის. კაკი რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა და თვითონაც გაუკიდა სიგარეტს.
-მოწევა აკრძალულია!-უთხრა ანუკამ და გაუღიმა.
-ვიცი!
-ეგრე მეც ვიცი!
-მე მხოლოდ ნასვამზე ვეწევი..!
-მეც..!
-იტყუები..
-რატომ გგონია?
-იმიტომ მგონია, რომ რამდენი ბაჩო ან ლაშა სიგარეტს ამოიღებდნენ ან თუნდაც გოგოები ისე უყურებდი და იმხელა სურვილი იკითხებოდა შენს თვალებში, რომ ეს მხოლოდ ნასვამზე მსიამოვნებს თემა არაა,-უთხრა კაკიმ და ჩაიცინა,-თან გეტყობა, რომ ერთ ჭიქიანი ხარ და არამგონია, ხშირ-ხშირად ეტანებოდე ალკოჰოლს.
-ოჰ! ასე მალე მოახერხეთ ჩემი შესწავლა?-გაეცინა ანუკას.
-დიახ, ქალატონო. მაქვს პატივი, რომ კარგად გამეცანით.
-მოდი, ნუ ეწევი შენც! აკრძალულია მაინც,-უთხრა ანუკამ და მეორე ღერი ამოიღო.
-რაც აკრძალულია ისე ყველაზე სასურველია.
-და ყოველთვის ხდება აკრძალული ნებადართულად?
-სანამ აკრძალულია მაშინ აქვს თავისი ხიბლი. ყველაფერს და ყველას..
-საინტერესო მოსაზრება გაქვს აკრძალვებთან დაკავშირებით. ჩემთვის კი რაც აკრძალულია ყოველთვის სასურველი არ არის. ეს უბრალოდ ალბათ მიჩვევაშია გადასული..
-ჰო, მიჩვევა ცუდია და გადაჩვევა უარესი..-გაეცინა კაკის და სიგარეტის ნამწვავი აივნიდან ისროლა.
-გაუფრთხილდი დედამიწას!-უთხრა ანუკამ და მოაჯირის გვერდზე მდგარი საფერფლისკენ ანიშნა.
-გაუფრთხილდი დედამიწას და გაუფრთხილდი იმ ანგელოზებს, რომლებიც დედამიწაზე თუნდაც თბილისის ერთ-ერთი უბნის კორპუსის აივნებზე დგანან,-უპასუხა კაკიმ და შეხედა ანუკას თვალებში, რომელსაც ან დაბნეულობისგან ან ნასვამობისგან თვალები გაურბოდა და სახე აწითლებოდა.
-წამოდი ანუკა, შევიდეთ. ჰაერი აშკარად ცუდად მოქმედებს შენზე.!-უთხრა კაკიმ და ხელი ხელზე მოჰკიდა ანუკას. ზუსტად ის შეხება, ის ემოცია, ის გრძნობა მოვიდა ანუკასთან რაც წინა ღამის სიზმარში იყო..! ზუსტად იმ ენდორფინებმა დაიწყეს გამოფრქვევა, რომელიც სიზმარში სხეულს ვეღარ იტევდა..
-კარგად ხარ?-ჰკითხა კაკიმ და შეხედა ერთიანად აცახცახებულ ანუკას.
-კი.. კი.. შევიდეთ..-უთხრა ანუკამ და პირველი შევიდა მისაღები ოთახისკენ.

***

და ზოგჯერ, როდესაც გჯერა საკუთარი თავის და გჯერა შენი სურვილების ასრულების მაშინ ყველაზე შორი და მიუწვდომელი როგორი აკრძალულიც არ უნდა იყოს აუცილებლად გახდება შენი.!

***

-მაშ, ჩამეხუტე რა..
-გადი გიორგი, გათხლეშილი მთვრალი ხარ..!
-გათხლეშილი მთვრალი არა ცოტა ნასვამი..!
-ნუ, რაც ხარ.. აუტანელი კი ხარ.
-რავიცი, რამდენიმე თვე არ ვიყავი აუტანელი და ეხლა გავხდი?
-აუ, დიდხანს აპირებ ბავშვობის უინტერესო წლების ყელში ამოდენას?
-რა იყო, უინტერესო იყო ჩემი შეყვარებულობა?
-ჭკუა ვაფშე არ მომეკითხებოდა 17 წლის ასაკში და შენც ისარგებლე, მეც აგყევი, ცოტა გავიარ-გამოვიარეთ და დავიშალეთ.!
-არ დავშლივართ,-შეუსწორა გიორგიმ.
-ხო, ნუ რას დავიშლებოდით შენს გამო დაქალს ხო არ დავკარგავდი?
-არა, დღეს ალბათ არც ერთი ვიქნებოდით ცოცხალი,-გაეცინა გიორგის,-არა, მაინც საუკეთესო თვეები იყო შენთან!
-რატო ნანიკომ, ლენკამ და ანამ არ გაგისწორეს?-ცალყბად გაეცინა მაშოს.
-ბიჭო, მაგათმა რო გამისწორეს ბაზარი არაა..მაგათ როგორ შეგადარო, ტო? ეგენი სხვა თემები იყვნენ, შენ-სხვა.
-სულ რამდენი თემა გაქვს, გიორგი?
-ერთადერთი თემა შენ ხარ მაშინკა ჩემთვის და სხვა დანარჩენი უთემოა,-უთხრა გიორგიმ და მიუახლოვდა მაშოს.
-გაიწიე! ხელს მიშლი ვერ ხედავ?
-კაი, ტო.. ეხლა რო არ დახეხო ეს გაზქურა მოკვდები?!
-ჩემი დაქალი მოკვდება და სოფო..!
-ნუ, ნერვიულობ სოფო და ანუკა შეჩვეულები არიან. თუ შენ მე მეპრანჭები?
-ეგღა მაკლია მაშო ცინცაბაძეს გალეწილ მთვრალ გიორგის ვეპრანჭო რა..!-შეიცხადა მაშომ.
-რატომაც არა?! ჩემზე უკეთეს ვის გაეპრანჭები?-ეშმაკურად გაუღიმა გიორგიმ.
-ვაიმე, ადამიანო ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენ ჩემზე. ვერ ხვდები? შენზე უკეთესი გასაპრანჭი მყავს რა,-უთხრა მაშომ და ენა გამოუყო.
-ხო, იმიტომაც გყავს გვერდზე დღეს..
-აუ, ნუ ერევი ჩემ ცხოვრებაში, კაი?
-დარჩები მაშო ეგრე გაუთხოვარი და ისევ მე უნდა მოგიყვანო ცოლად.
-აუ, რა „აბეზალოვკაა“ გათხოვება?!
-თავს იმშვიდებ?
-ვაიმე, გადი სამზარეულოდან ეხლა დროზე..!-წამოიყვირა მაშომ, რომელიც უკვე აშლილიყო.
-ჩემი სამზარეულოა და მინდა და აქ ვიქნები.
-შენი სხვა ოთახებიცაა და გადი..!-მწარდებოდა უკვე მაშო.
-კარგი, ჰო. გავდივარ,-ხელები აწია გიორგიმ დანებების ნიშნად,-მაგრამ მორჩი უაზრო გაპრანჭვებს შენი ბოლო ბედი მაინც მე ვარ ხო იცი, არა?
-გადი,თორემ არც მე მეყოლება ბოლო ბედი და არც შენ! დეგენერატო!-მიაძახა გაბრაზებულმა მაშომ და ამჯერად ჭურჭელს მიადგა. გიორგიც კმაყოფილი გამოვიდა ოთახიდან და მისაღებში შეკრებილ მეგობრებს შეუერთდა.

***

მაშო და გიორგის ერთად ყოფნა? ეს ძალიან სასაცილო იყო.
დათვრა ორივე, შეფიცეს ერთმანეთს სიყვარული და ერთმანეთის თაყვანისმცემლების გასაგიჟებლად ხან სად დადიოდნენ, ხან სად.
არაფერი განსაკუთრებული.
გიორგი მაშინ სტუდენტი იყო, პოპულარული უნივერსიტეტში და მაშოსთანაც მორიგი თამაში ჰქონდა, როგორც სხვებთან.
მერე კი მიხვდა, რომ მაშო სხვა არ იყო და არ იყო უბრალოდ ანუკას დაქალი და გაერიდა. ზედმეტი თავის ტკივილიაო.
მაშო იმდენად იყო გადართული ეროვნულ გამოცდებზე, რომ დიდად არ უდარდია გიორგისთან განშორება, მაგრამ მას მერე არასოდეს სიამოვნებდა გიორგის გვერდზე ქერა თმიანისა თუ შავგვრემანის დანახვა. მაგრამ არასოდეს იმჩნევდა.
ეს იყო და ეს მათი ამბავი, რომელიც დღემდე გრძელდებოდა..!

***
-არ მეგონა ასეთი მაგარი და თუ ჰყავდა გიორგის!-უთხრა ლიზამ ანუკას.
-მადლობა ლიზა, შენც ძალიან კარგი გოგო ხარ,-უთხრა ანუკამ და გაუღიმა ლიზას.
-სამსახური ვგეგმავთ სადმე ქალაქ გარეთ გასვლას და გიოს ვეტყვით, რომ წამოხვიდე რა.. ხომ მოიცლი?
-კი, დიდი სიამოვნებით. როდის?
-აი, იმ კვირაში. თან ამინდებიც იქნება წესით. ამ გაზაფხულმა გადამრია რა.. მართლა რა არეულია..
-ჰო, დიდი სიამოვნებით წამოვალ.
-აუ, მეც რო მინდა?-საუბარში მაშო ჩაერთო.
-ხო, მაშო აუცილებლად ორივე წამოდით!-დაეთანხმა ლიზა მაშოს.
-ნეტა, ჩვენი უფროსი თუ წამოვა?!-ჩუმად იკითხა თეკომ და თვალი გააპარა კაკისკენ, რომელიც ბაჩოს სადღეგრძელოს გულმოდგინედ უსმენდა.
-რატო? არ დადის?-იკითხა მაშომ და დიდი ინტერესით დაელოდა პასუხს.
-ვაფშე, აქ რომ მოვიდა ეგ გაგვიკვირდა ძაან. ისეთი მკაცრია სამსახურში, გეფიცები აი არ ვსუნთქავ ხოლმე რომ გამოივლის ან თათბირს რომ ატარებს,-ხმადაბლა თქვა თეკომ და გაეცინა.
-დესპოტია?-გაეცინა მაშოს. მაშოს ამ სიტყვაზე ყველამ გამოიხედა.
-ჩუმად, გოგო..-ფერი გადაუვიდა ლიზას.
-რა ხდება?-ჰკითხა ანუკამ.
-ჩვენ დესპოტი შევარქვით და გაიგო. ისე შეგვრცხვა 1 კვირა თვალებში ვერ ვუყურებდით,-თქვა ლიზამ და არანაკლებ ფერწასულ თეკოს გადახედა.
-უი, არადა არ მომეჩვენა ესეთი მკაცრი.
-მკაცრი კი არა, უმკაცრესია! პომადა ვერ წამისვამს სამსახურში, მუხლს ზემოთ ქვედაბოლო ვერ ჩამიცვამს,-უპასუხა თეკომ ლიზას.
-კაი, რა.. რომელ საუკუნეში ცხოვრობს?!-აღშფოთდა მაშო, რომელსაც ისევე ხმამაღლა მოუვიდა აღშფოთება, როგორც წეღან.
-21-ში მაშო,-უთხრა კაკიმ და სერიოზული სახით გამოხედა გოგოებს, რომლებიც შეკრულიყვნენ.
-ო, ძაან იცი ეხლა ვიზე ვლაპარაკობთ რა!-სიტუაციიდან გამოსვლა სცადა მაშომ.
-ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს,-თქვა ცინიკურად გიორგიმ.
-შენ რომ წინის წინის წინა ეპოქის გადმონაშთი ხარ მაგას არ უნდა ბევრი მსჯელობა!-უპასუხა მაშომ და თავისი ჩვეული კურტუმოს ქნევით დატოვა ოთახი.

***
-ანუკააა!-ისევ გიორგის ღრიალმა გააღვიძა ანუკა.
-აუ, რა ჯანდაბა გინდა!
-ადე რა. მოწესრიგდი და წავედით.
-სად მივდივართ? ან რომელი საათია?
-8 საათია და მივდივართ სიღნაღში.
-შენ ნორმალური ხარ შაბათ დღეს რომ მაღვიძებ დილის 8 საათზე?-დაიბუზღუნა ანუკამ და საბანი გადაიფარა თავზე.
-იმიტო გაღვიძებ რო მივდივართ, თორემ როდის გაღვიძებ ესე ადრე?-უთხრა გიორგიმ და დას მიუწვა გვერდზე.
-როცა პერანგს ვერ პოულობ ან გასაუთოვებელი გაქვს, ან დედა წასულია უკვე სამსახურში და იმის უნარი არ გაქვს რომ დილის საუზმე შენ თვითონ მოიმზადო!
-კაი, რა.. მიდი, ადე და მოემზადე რა. გველოდებიან!
-რა გველოდებიან ხელის მოწერას აპირებ, მაყარი მიგვყავს თუ რა ხდება?
-არ გივარგა იუმორი, დაო. არ მომყვება ჯერ შენი დაქალი და შესაბამისად ხელის მოსაწერად არ მივდივართ!
-არც შენ გივარგა დილის იუმორი ძმაო.-უთხრა ანუკამ და ზოზინით წამოდგა ფეხზე.
-ადე, ადე და მაშოს მე გავაღვიძებ,-უთხრა გიორგიმ და ეშმაკურად გაეცინა.
-აუ, ძალიან გთხოვ დილიდანვე ნუ მოუშხამავ ხასიათს ჩემს დაქალს, თორემ მოგვიწევს მთელი დღე მაგ ხასიათით მისი გაძლება..!
-კაი, როდის გამიფუჭებია ხასიათი მისთვის? მიდი, შედი ეხლა აბაზანაში თუ შედიხარ და წავედით რა. მანამდე დავურეკავ შენს ანტიკვარ დაქალს. გაითვალისწინე იქ ვრჩებით დღეს,-უთხრა გიორგიმ და თავის ოთახში შევიდა ტელეფონის ასაღებად.

ანუკა მოწესრიგდა და პატარა ჩემოდანი გადმოიღო, სადაც თავისი და გიორგის ტანსაცმელი ჩადო. თვითონ ჩაიცვა შავი შარვალი, კედები და გრძელმკლავიანი ზედა და ჯინსის ქურთუკი მოიცვა. უკვე მზად იყო, როცა გიორგი შემოვიდა მის ოთახში და პატარა ჩემოდანი გაიტანა. დაემშვიდობა საყვარელ დედას და მამას და მოკალათდა გიორგის მანქანაში.

-დანარჩენებს აეროპორტის ტრასაზე უნდა შევხვდეთ.
-მოიცა, მაშოს დავურეკავ ჩამოვიდეს უკვე, თორე მაგისი ამბავი ხო იცი? საათნახევარი დაგვაყენებს!
-არა!-წამოიყვირა გიორგიმ,-არ დაურეკო!
-აუ, გიორგი მოგკლავ იცოდე! რა ჩაიდინე?
-კაი, ანუკა რა ისტერიკაში ვარდები მოიცა რა. დავურეკავ ეხლა და ვეტყვი ჩამოვიდეს.
გიორგიმ ხმა დაისერიოზულა და მშვიდი და დაბალი ხმის ტონალობით უთხრა მაშოს რომ 5 წუთში იქნებოდა და ქვემოთ დახვედროდა. მივიდნენ მაშოსთან და ანუკამ დაინახა მაშო, რომელიც დიდი ჩემოდნით იყო და სახე ალეწვოდა. მანქანა მაშოს ფეხებთან გააჩერა გიორგიმ და გადავიდა. მაშომ ნაღვლიანი სახით შეხედა ანუკას. ეტყობოდა, რომ ნამტირალევი იყო. ბარგი ჩადო მანქანაში და მაშოც უკანა სავარძელზე მოთავსდა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა მაშომ ტირილი დაიწყო და უკანა სავარძლიდან მაქსიმალურად წინ გადაიწია და ანუკას ჩაეხუტა.

-რა გატირებს?
-რა მატირებს? არც იცი შე, უბედურო შენ! რა მეშველება, პროსტა...-ღნაოდა მაშო.
-მაშო, რა გჭირს?-ჰკითხა შეშინებულმა ანუკამ მეგობარს. გიორგიმ მაშოს გახედა:
-ვუთხარი მაშო, რომ გერქვა.-ხმადაბლა უთხრა და გაიხედა, რომ არ გამსკდარიყო სიცილით.
-ჩემი ანუკა.. ჩემი მხიარული გოგო! ეხლა როგორ იქნება ყველაფერი? არაუშავს! ყველაფერს დავიწყებთ თავიდან! მე მაშო ვარ, შენი ბავშვობის მეგობარი.. ყველაფერს გაგახსენებ გეფიცები.. ჩემი ანუკა.
-რა გჭირს გამაგებინე?!-ხმის ტემბრს აუწია ანუკამ და ჯერ მაშოს გახედა მერე კი-გიორგის.
-არაფერი ანუკ, ვუთხარი ფეხი რომ აგიცურდა გუშინ ღამე აბაზანაში და თავი ჩამოარტყი ნიჟარას. თუ გახსოვს რამე.. ექიმმა ხომ თქვა მცირე ამნეზიააო და ქალაქიდან გასვლა და დასვენება გირჩია..-ძლივს ლაპარაკობდა გიორგი.
-რა ამნეზია, რა აბაზანა! გიორგი გაგიჟდი შეენ?-აუტყდა სიცილი ანუკას.
-კიდე გეცინება ხო? აგერია ყველაფერი რაზე უნდა იტირო და რაზე უნდა იცინო?-მოსთქვამდა მაშო.
-ვაიმე, მაშო რა სულელი ხარ!-კვდებოდა სიცილით ანუკა, რომელსაც გიორგი აყოლოდა და ორ ხმაში იცინოდნენ.
-მოიცა! რა??-წამოიყვირა მაშომ,-მომატყუე ხო? შე, არანორმალურო! მომატყუე, ხო?
-ხო, მაშო მოგატყუე. აბა, როგორ ფიქრობ ამას რამე დამართნოდა ეგრევე არ გაგაგებინებდი?-კვდებოდა სიცილით გიორგი.
-აუ, პროსტა დროზე გამიჩერე დეგენერატო მანქანა! როგორ მითხარი პროსტა?-გამწარებული ყვიროდა მაშო და კარებს დაეჯაჯგურა.
-კაი, მაშო მაინც ვერ გადახვალ ჩაკეტილი მყავხარ,-უთხრა გიორგიმ, როცა სული მოითქვა.
-როგორ დაიჯერე მაშო?-ჰკითხა ანუკამ.
-რა როგორ დავიჯერე? შენ არ დაიჯერებდი ესეთ რაღაცას ზუკას რო დაერეკა?
-ზუკა ჯერ 10 წლისაა და არც იზამდა მაგას,-უპასუხა სიცილით ანუკამ.
-ხო, საქმეც იმაშია რო შენი დეგენერატი 25 წლის ძმაზე ჭკვიანი და აზრზე მოსულია ჩემი ძმა!
-კაი, დამშვიდდი, ტო..-უთხრა გიორგიმ სრული სერიოზულობით.
-აი, შენ პროსტა ხმა არ გამცე! აი, არასოდეს..! თუ გაპატიო ასეთი რაღაცა მე ვიყო უნამუსო რა..!-უთხრა მაშომ და გაბუსულმა შეკრა ხელები და ფანჯარაში დაიწყო ყურება.

***
ცოტა რამ მათ შესახებ:
გიორგი ლაკირბაია 25 წლის და ანუკა ლაკირბაია 23 წლის.
ჰყავთ დედა-სოფო და მამა-ილია.
ოჯახში ყველა დასაქმებულია ანუკას გარდა.
გიორგიც და ანუკაც ორივე იურისტები არიან განათლებით.
გიორგი მუშაობს ერთ-ერთ ფირმაში იურისტად.
სოფოს თავისი ბიზნესი აქვს. ქალაქში პრესტიჟული სალონი, რომელსაც ბევრი „სელებრითი“ სტუმრობს.
ილიას კი მეგობრებთან ერთად დაარსებული აქვს სამშენებლო კომპანია და წლების განმავლობაში უძღვება მას.

მაშო(მარიამ) ცინცაბაძე არის 23 წლის.
განათლებით დიზაინერია და დაამთავრა სამხატვრო აკადემია. თავისი გემოვნებით უკერავს ხოლმე ანუკას რაღაცებს და ყოველ თვე აპირებს თავისი სამკერვალო სალონის გახსნას, მაგრამ რატომღაც ეს შემდეგი თვე ჯერ არ დამდგარა!
ჰყავს დედა-ნანა, მამა-ნიკა, ძმა-თორნიკე 10 წლის და პატარა და-თაია.
ანუკა და მაშო ბაღიდან ერთად მოდიან. შემდეგ იყვნენ კლასელები და სტუდენტურ გზაზე კი მათი გზები ორად გაიყო, მაგრამ ერთმანეთის გარეშე ვერ არიან.

მაშოსა და გიორგის დუეტი, აი როგორია იცით? ძალიან მაგარი! რომ შეხედავ და იტყვი, რომ ერთმანეთისთვის არის ეს წყვილი შექმნილიო..! ერთმანეთს რომ ავსებენ და ამავდროულად ყველაზე მეტად განსხვავებულები რომ არიან.
-მე პლუსი ვარ შენ კიდე მინუსი,-უთხრა გიორგიმ მაშოს.
-უცნობის სიმღერას მღერი და რამე?
-არა, ვუხდებით ერთმანეთს. შენ მაგარი მინუსი ხარ მე კიდე სერიოზული პლუსი.
-მინუსი შენ ხარ! უაზრო და დეგენერატი ადამიანი..!-ყოველთვის ასეთი პასუხი ჰქონდა მაშოს გიორგისთან და არასოდეს არაფერს არც ერთი არ თმობდა.
ვინ იცის, იქნებ მართლაც ოდესმე დაღლილიყვნენ და გაერკვიათ თავიანთი ურთიერთობა და ბოლოს და ბოლოს გადაკვეთებულიყვნენ გზაზე ერთმანეთს?
მაგ ფიქრებით იძინებდა და იღვიძებდა ორივე, მაგრამ არც ერთი არც თავს უტყდებოდა და არც-ანუკას!


****

სიღნაღში ისე ჩავიდნენ მაშოს ხმა არ გაუცია გიორგისთვის. გიორგი მთელი გზა ცდილობდა როგორმე დალაპარაკებოდა, მაგრამ მაშო ფანჯარაში იყურებოდა და ორი ყურის პრინციპს აქტიურად იყენებდა. ანუკასაც რა ექნა მთელი გზა მაშოს მაგივრად პასუხობდა გიორგის. სიღნაღში ჩასულებს ლიზა და თეკო ნიკას მანქანით წამოვიდნენ, ბაჩო და ლაშა კაკის გამოყვნენ, რომელიც ჯერ არ ჩანდა. საკმაოდ კარგი ამინდი იყო და გადაწყვიტეს ბოდბის მონასტერში წასულიყვნენ. მონასტერთან მისულებს უკვე იქ დახვდათ დანარჩენები. მანქანიდან გადასულ ანუკას თვალი მოჭრა კაკის გარეგნობამ. სპორტულებში გამოწყობილიყო კაკი. საკმაოდ უხდებოდა თავისუფალი სტილი. მის გვერდზე კი მაღალი ქერა თმიანი ლამაზმანი იდგა, რომელიც კაკის კისერს თამამად ჩამოკიდებოდა. რა იგრძნო ამ დროს ანუკამ?! რა უნდა ეგრძნო ისეთი, მაგრამ ხომ იგრძნო სიბრაზე? ეგოისტი იყო და ერთი სიზმარში ნახვითვე მიისაკუთრა! რაღაცნაირად არ ესიამოვნა, მაგრამ რას იზამდა?!

-გამარჯობა,-მიესალმნენ ერთმანეთს.
-ბატონო კაკი, სად იყავით ამდენ ხანს?-სიცილით მიმართა გიორგიმ და გადაკოცნა მეგობარი „უფროსი“.
-გავჩერდით გზად. ლიკა ვერ იტანს მგზავრობას და ცოტახანს შევჩერდით..-მშვიდად უპასუხა კაკიმ და ხელი გადახვია მასზე აწეპებულ გოგოს.
-საწყალი ლიკა..-ჩაიჩურჩულა მაშომ და ანუკასთან ერთად მონასტრის ეზოში შევიდა.
-ცოლია?-ჰკითხა ანუკამ.
-რავიცი მე?! პამპერსის მეგობრები ვართ მე და დესპოტი?!-შეიცხადა მაშომ.
-ო, რავიცი მე.
-რა იყო წაუეჭვიანებ და რამე?-გაეცინა მაშოს და თვალები აათამაშა.
-რა შუაშია ეგ?-თავი გაიმართლა ანუკამ.
-აუ, რას იძაბები? გეხუმრები, ვაა...
-შენ ხმა ამოიღე?-ჩაერთო ლაპარაკში გიორგი.
-ვისი ხმა მესმის?-იკითხა მაშომ.
-ე, კაი მაშ რა..
-არა, ხმა მესმის მარა ვისი ვერ ვხვდები?! წამო, ანუკ მოლანდებები მჭირს აშკარად.-ჩქარი ნაბიჯებით მოშორდა მასზე აკიდებულ გიორგის მაშო და მონასტრისკენ წავიდა.

რამდენიმე საათი გაჩერდნენ და შემდეგ უკვე სასტუმროსკენ წავიდნენ. გოგონებმა გადაწყვიტეს სიღნაღში გაესეირნათ და სურათებიც გადაეღოთ.
-ლიკა არ წამოვიდა?-იკითხა მაშომ, როცა ერთ-ერთ კაფეში დასხდნენ ყავის დასალევად.
-არა, კაკიმ თავი ტკივაო..-უპასუხა თეკომ და ყავა მოსვა.
-ვინაა ვაფშე ეგ გოგო?
-რას ინტერესდები მაშო რა შენი საქმეა?!-გაუწყრა ანუკა მაშოს.
-ო, მაინტერესებს რა.! ჩვენთან ერთადაა და ხო უნდა ვიცოდე?!
-ვინაა და კაკის შეყვარებულია. მარა მე როგორც ბაჩოსგან გავიგე, არ უნდოდა კაკის დღეს რო წამოსულიყო და აეკიდა რა,-უპასუხა თეკომ.
-აეკიდა რა ტომარაა?!
-ისე კია ტომარასავით აკიდებული,-გაეცინა ლიზას,-რავიცი, რას გაიგებ?!
-მოდელია ეგ გოგო, საფრანგეთში მოდელობს და ხან იქეთ არის ხან აქეთ. ესე არ ვიცნობ მეორედ მყავს ნანახი და წესიერ გამარჯობასაც არ ამბობს,-დააყოლა თეკომ.
-ანუ, ტვინის მაგივრად ჩალა აქვს?!
-რატო? ჭკვიანი და განათლებული მოდელები არ იცი შენ?!-შეეპასუხა ანუკა.
-რას იცავ, ვერ გავიგე?!-აღშფოთდა მაშო.
-კაი, რა მაშ. რა შენი საქმეა კაკის და ლიკას ურთიერთობა?! არ გკიდია?!
-ო, მე კი მარა ხო იცი რა ცნობისმოყვარე ვარ?!-უთხრა მაშომ და ჰორიზონტს გახედა, საიდანაც გიორგი და ბაჩო მოსჩანდნენ.
-მამრობითი სქესი აქტიურია დღეს რა,-ჩაიფრუტუნა თავისთვის და კაფეში შემოსულებს არ მიაქცია ყურადღება.
-აბა, რას შვებით გოგონებო?-სკამში ჩახტა ბაჩო,-ისე, რა მაგრა ცხელა არა?
-ხო, ეგეთი გიჟია გაზაფხული. ხან ცხელა,ხან ცივა ვერ გაიგებ რა,-უპასუხა ლიზამ და ღიმილით გადახედა ბაჩოს.
-ოპააა!-წამოიყვირა მოუსვენარმა მაშომ, რომელსაც ყველამ შეხედა.
-რა ოპა?-ჰკითხა გიორგიმ.
-ვინ იკითხა რა ოპაო? ვერავის ვხედავ. ვინმე არის აქ ჩვენს გარდა?-გარშემო დაიწყო მაშომ ყურება და კიდევ ერთხელ დააიგნორა გიორგი.
კიდევ ცოტახანს გაჩერდნენ კაფეში და ყველა სასტუმროსაკენ გაემართა, სადაც ნიკა შეხვდათ შეშფოთებული.
-სად ხართ აქამდე, ტო?
-შენ რა იყო ორიენტაციაში რო ნოლი ხარ ვერ მოგვაგენი?-გაეცინა ბაჩოს.
-ბიჭო, ხო იცი, არა? სახლს ვერ ვაგნებ ნორმალურად და რა კახეთის კაფეების მოგნებაზეა ლაპარაკი. დავაი, ჩავედით ქვემოთ კაკი და ლიკა გველოდებიან ბარში და რამე ცოტა წავიჭამოთ,-უთხრა და კარისაკენ მიუთითა. ბარში შესულებს ლიკა და კაკი ჩახუტებულები დახვდნენ. ისე იყვნენ ერთმანეთით გართულები, რომ ვერც შეამჩნიეს მათი მისვლა.
-რა იყო, ტო ორი წამით დაგტოვეთ და უკვე ღრუბლებში ხართ?-გაეცინა ნიკას. ჩვეულებრივად როგორც ახალგაზრდებს სჩვევიათ ხოლმე გააგრძელეს საღამო. ცოტაც დალიეს და ბევრი იმღერეს. ანუკა უხასიათოდ იჯდა. ხშირად აპარებდა თვალებს კაკისკენ, რომელიც ლიკას გარდა ვერავის ამჩნევდა და ქალურ ეჭვიანობას გამოცლილ ჭიქაში ახშობდა.
-ისე, კაბა გიხდება,-უცებ დაჭყიტა თვალები და გვერდზე გაიხედა, სადაც ცოტა ნასვამი კაკი უღიმოდა.
-მადლობა.
-უფრო ქალური და ისეთი ხარ, ნაზი.
-მადლობა, მაგრამ დიდად არ მიყვარს კაბები. მარტო ქორწილებში ან რამე განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ მაცვია,-უპასუხა ანუკამ და თვალებში მიაჩერდა მასზე მიშტერებულ კაკის.
-არადა, შენს სილამაზეს კაბა უფრო უხდება. მოდელობა არ გიცდია?
-როგორ?-გაეცინა ანუკას,-არა, რა მოდელობა. ნუ, რამდენჯერმე კი გამოვსუვარ მაშოს ხათრით ჩვენებებზე, მაგრამ ჩემი არ არის სამოდელო ბიზნესი.
-აბა, რა არის შენი?
-ჯერ-ჯერობით მინდა სწავლა გავაგრძელო საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. საზღვარგარეთ მინდა წასვლა და ვნახოთ რა იქნება.
-კარგია, ქალს სერიოზული საქმე უფრო უხდება,-ჩაიცინა კაკიმ.
-ლიკა?
-ლიკა წარმატებული ქალია თავის საქმეში,-დასერიოზულდა კაკი.
-ხო, მაგრამ ლიკას საქმეს არ თვლი სერიოზულად?
-გამომიჭირე?-ტუჩის კუთხე ჩატეხა კაკიმ.
-არ აქვს მნიშვნელობა რა საქმითაა ადამიანი დაკავებული, თუ ეს მას მოსწონს და სიამოვნებას ანიჭებს. ყველა საქმეში, სადაც ის წარმატებულია ისიც კი სერიოზული საქმეა. არასწორია ასეთი კლასიფიკაცია, ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა ადამიანის. გასაგებია, შეიძლება არ მოგწონდეს ხელოვნება, მაგრამ არ არის საჭირო ასე რადიკალურად შეაფასო. ცირკის მსახიობები რომ ავიღოთ, აკრობატები თუნდაც. მათზე სერიოზულ საქმეს არავინაა შეჭიდებული, მაგრამ ამას მარტო იმიტომ არ აკეთებენ რომ შემოსავალი ჰქონდეთ, არამედ იმიტომ ეს საქმე სიამოვნებთ და მთელი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით უდგებიან. ის, რომ დღეს თქვენ ხართ ერთ-ერთი წამყვანი იურისტი იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებზე მეტი ხართ!-უთხრა ანუკამ და მასზე მიშტერებულ კაკის შეხედა. კაკი ხმას არ იღებდა და უბრალოდ უყურებდა ანუკას. ალბათ, თვალები ამბობდნენ იმას რასაც, ტვინი და გული ერთმანეთს ეუბნებოდა.
-კაკიტო,-მოულოდნელად ლიკა ჩაუხტა კაკის კალთაში და თავი დაადო გულზე,-დავიღალე, რა..
-ადი და დაიძინე,-ცივად უთხრა კაკიმ ლიკას და მისი მოცილება სცადა.
-შენთან ერთად მინდა დაძინება,-მიიკნუტა ლიკა კაკის მკლავებში. ანუკას ამ ყველაფერზე საშინელი გულის რევის შეგრძნება დაეუფლა.
-უკაცრავად, მე დაგტოვებთ,-წამოდგა და მაშოსა და გიორგისკენ გაემართა, სადაც გიორგი მუხლებზე იყო დამხობილი და მაშოს პატიებას სთხოვდა.
-რა გავაკეთო, ტო? მეტი რა ვქნა, როგორ მოგიხადო ბოდიში?
-შენ გგონია შენ სულელურ ქცევებს ბოდიში უშველის?
-კაი რა მაშო! პირველად ხო არ გამიკეთებია?
-ხო და მთელი უბედურებაც ისაა, რომ პირველად არ გაგიკეთებია და მერამდენედ აკეთებ უკვე თვლა აღარ ვიცი მაგდენი!
-კაი, ბოდიში რა...!
-რა ჯანდაბად მინდა შენი ბოდიში? რო გაერთე და იხალისე ჩემზე, იცი რა მჭირდა? ანუკა გამომეცალა ხელიდან-თქო მაგას ვფიქრობდი! სანამ არ დავინახე იქამდე კინაღამ მიწა ამოვთხარე და ჩავწექი..!-აღშფოთებული იყო მაშო და სიმწრისგან სულ გაწითლებულიყო სახეზე.
-ე, ნუ გაუბერე ეხლა რა.. გეფიცები, რომ აღარ ვიზამ ვაფშე!
-რას მეფიცები ერთი? ფიცი, იცი ვაფშე რა არის?
-ანუკას გეფიცები!
-ხოდა, ანუკას რო მეფიცები ფიცი თუ გატეხე, რომ მოკვდება იცი?-გიორგის ამაზე სიცილი აუტყდა ისეთი რომ მუცელზე ჰქონდა ხელები მოჭერილი და ხარხარებდა ბოლო ხმაზე.
-აი, კიდევ! რა გაცინებს ერთი ვიცოდე! ბოდიშის ღირსი ხაარ ეხლა?
-კაი, მართლა. თუ, მაპატიებ რასაც გინდა იმას ვიზამ!
-ვაფშე ყველაფერს იზამ?-ჰკითხა მაშომ და ერთი გენიალური აზრი დაებადა.
-ჰო, რა..
-კაი, გაპატიებ მაგრამ იცოდე 3 სურვილს შემისრულებ!
-რა 3 ღადაობ ხო შენ?
-როგორ ფიქრობ გიორგი ლაკირბაია ვარ უადგილოდ ვიღადაო?!
-კაი, ჰო.. 3 სურვილს გისრულებ!
-კაი, მოდი,-უთხრა მაშომ და ნეკა თითი გაუწოდა,-ნეკი-ნეკისა, შერიგებისა!
-ზუკას ტოლი შენ უფრო ხარ ვიდრე მე რა..-უთხრა გიორგიმ და მაგრა ჩაეხუტა მაშოს.
-აუ, სურვილებზე გამახსენდა!-წამოიყვირა ბაჩომ და კაკის გასძახა,-კაკიიიიიიიი!
-რა გინდა?
-სურვილი რომ გაქვს წაგებული გახსოვს?
-მერე?
-ხოდა, დავაი გიტარას გიშოვი და შებერე ერთი შენებური..!-შემოკრა ტაში ბაჩომ.
-შენ ხო არ აფრენ?-დაიძაბა კაკი.
-სურვილი სურვილია, რა! თუ არ იცი ბურას თამაში ნუ მეთამაშები მაშინ..!-ჩაიქირქილა ბაჩომ და სასტუმროს მისაღებისკენ გაიქცა. რამდენიმე წუთში გიტარით ხელდამშვენებული დაბრუნდა და დემონსტრაციულად მიაწოდა კაკის. გოგონები მის წინ ჩამოსხდნენ და მიაჩერდნენ გიტარის სიმებზე მოთამაშე კაკის. კაკიმაც მოსინჯა გიტარა და ნაცნობის ჰანგის დაკვრა დაიწყო. ირაკლი ჩარკვიანიას „მენატრება“

დაიწყო და იქვე გააჩუმა ყველა.
რა ხმა ჰქონდა!
რა იმპროვიზაცია..!
მდუმარედ უსმენდა ყველა და უბრალოდ მისგან იღებდნენ სიამოვნებას.
აი, რომ იტყვიან ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმოდა.
მხოლოდ კაკის ბოხი ხმა იყო გამეფებული კედლებში და არამარტო მანდ..
გულსაც კი კაკის ხმა წამლად ედებოდა.. ერთმანეთს იყვნენ მიყუდებულები გოგონები და უყურებდნენ მომღერალ ბიჭს, რომელიც მთელი გრძნობით მღეროდა.

მთელი სიმღერა ანუკასთვის თვალი არ მოუშორებია. კარგად ხედავდა ანუკას თვალებიდან წამოსულ ცრემლს და გაუხარდა, რომ სიამოვნების ცრემლები მოსდიოდა.
თავისებურად დაამთავრა „შენზე ოცნება შევიყვარე და ეს სიმღერა არ მანებებს თავს“-ო და მიაჩერდა ანუკას, რომელსაც ცრემლები უსველებდა ლოყებს.

-საღოლ, ტო! შენ ვინ ყოფილხარ?-წამოიძახა გიორგიმ და მქუხარედ დაუკრა ტაში.
-აუ, კაკი! რა მაგარია! ისე ვისიამოვნე!-თქვა ლიზამ და გიორგისთან ერთად აყვა ტაშს.
-მიდი რა , სხვაც..-უთხრა ბაჩომ.
-სურვილში ერთი სიმღერა მოიაზრებოდა. აჰა, დააბრუნე გიტარა,-უთხრა კაკიმ მშვიდად და გაუწოდა ბაჩოს გიტარა.

მხოლოდ ანუკას არ უთქვამს არაფერი.
მხოლოდ ანუკას არ დაუკრავს ტაში.
მხოლოდ ანუკას მოსდიოდა ცრემლები.
მხოლოდ ანუკამ იგრძნო, რომ რაღაც ზებუნებრივი ნამდვილად არსებობს მიუხედავად იმისა, რომ იქ ლიკა იჯდა.
მაინც ესიამოვნა კაკის თვალები.
მაინც ესიამოვნა ის დაბადებული გრძნობა, რომელსაც სახელს არ არქმევენ.

***
-ვაიმე, ანუკა! აეგდე დროზე..!-დაიღრიალა მაშომ.
-აუ, გიორგისი რა ხარ შენ?-დაიბუზღუნა ანუკამ და ბალიშიდან წამოყო თავი,-რომელი საათია?
-დილის 8 საათია და პროსტა ვერ გადარჩები!-უთხრა მაშომ და თან ფარდას უკან ამოეფარა.
-აუ, თქვი რატო გამაღვიძე, რა!
-აი, ჩემი თვალით ვუყურებ როგორ სვამს ლიკას ტაქსიში კაკი..!
-რაააა?-წამოიყვირა ანუკამ და სასწრაფოდ ფანჯარასთან მივიდა. მართლაც დაინახა ლიკას მოროჟილი სახე, როგორ დაუმშვიდობებლად ჩახტა ტაქსიში და ტაქსიც დაიძრა. კაკი კი სანამ მანქანა თვალს არ მოეფარა ქვემოთ იდგა. შემოტრიალებულმა ზემოთ ამოიხედა და ფანჯარაში ანუკა დაინახა. გაშრა ანუკა ერთ ადგილას. კაკიმ გაუღიმა და სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა სასტუმროში.
-ვაიმე, დამინახა!
-კაი, მერე რა? ვითომ უნდა გევარჯიშა რა.!
-რა მევარჯიშა, შოკში ხარ შენ?
-მიდი, დავაი ჩაიცვი არ დავიწვათ რო გვაინტერესებდა,-თქვა მაშომ და სასწრაფოდ გადმოყარა ტანსაცმელი კარადიდადნ. გოგონებმა სპორტულები ჩაიცვეს და კიბეებს ჩაუყვნენ. ძალიან ერიდებოდა და ეშინოდა კაკისთან შეხვედრის ანუკას, მაგრამ ფაქტი იყო მთელი დღე ვერ გაექცეოდა. კიდევ კარგი არ შეხვდა ქვემოთ და თამამად გავიდნენ გარეთ სარბენად. მთელი ვარჯიში მაშოს ლანძღავდა, რომ ასეთ სიტუაციაში ჩააგდო და თან დილის 8 საათზე სიღნაღში არბენინა! დაღლილი მოვიდა სასტუმროში და მისაღებში სავარძელში ჩახტა.
-ძალიან დაიღალე?-ჩახტომისთანავე ახტა სავარძლიდან, როცა კაკის ხმა გაიგო.
-კი, თან ციოდა.
-ჰო, გრილა ძალიან დილას. დიდიხანია ვარჯიშობ?
-კი,-უნამუსოდ იცრუა ანუკამ.
-რავიცი, არ გეტყობა.-უთხრა კაკიმ და ჩაიცინა. ანუკა გაწითლდა და გალურჯდა სახეზე. არ მოელოდა კაკისგან ასეთ რაღაცას.
-ბოდიში, რომ ლიკასავით კაი ნავარჯიშევი არ ვარ..!-წაკბინა მაინც და კმაკოყილი ჩაწვა სავარძელში.
-არცაა საჭირო. მთავარია ლიკასავით არ აზროვნებ.
-ყველას ინდივიდუალური აზროვნება აქვს.
-ნუ, ეგეც მართალია.
-ისე, ბოდიში და ამ დილაუთენია რატომ წავიდა ლიკა? რამე ეწინა ჩვენგან?
-არა, თქვენგან არა.
-ჰო, კიდევ კარგი. არ მიყვარს ვინმე ნაწყენი რომ არის ჩემზე,-თქვა ანუკამ და წამოდგა.
-ასე მითხრა რომ მღეროდი სხვას უყურებდი. შენთვის ის მნიშვნელოვანი სხვა გახდა ვიდრე მე-ო და აქ ჩემი ადგილი არ არისო,-უთხრა კაკიმ და ანუკა ერთ ადგილას გაჩერდა. შემოტრიალდა და მასზე მიშტერებულ კაკის შეხედა.
-ხო, ძალიან ძნელია, სადაც შენი ადგილი არაა იქ გაჩერდე,-უთხრა და თვალი ჩაუკრა. თვითონ კი გაემართა კიბეებისკენ, რომ გადაევლო და ეს ყველაფერი მაშოსთვის ეთქვა.


***

-ანუკა! რამე გინდა? ქვემოთ ჩავდივარ?-გასძახა მაშომ ანუკას, რომელიც სააბაზანოში იყო.
-რამე შოკოლადი წამომიღე და წითელი ფორთხოლის წვენი..-უთხრა ანუკამ.
-კაი, ჰო..-უთხრა მაშომ და კარი გაიხურა. „მაგიჟბებს ეს გოგო რა! როგორ შეუძლია დაიტენოს მილიონ კალორიანი შოკოლადებით და საჭმელებით და არ გასუქდეს?! ნამდვილი ხელოვნებაა, როგორც სადღაც ქარდზე წავიკითხე! თუ, ეგ ნიჭზე იყო ლაპარაკი? რავიცი, ერთი.. მე კი ვიმატებ გრამებს და მაგას რა ვუყო..“-თავისთვის ფიქრობდა მაშო და ლიფტში შევიდა. ის-ის იყო ლიფტის კარი უნდა დაკეტილიყო, რომ კარებში გიორგი გამოჩნდა.
-ვაუ, მაშკი საით გაგიწევია? -ჰკითხა გიორგიმ და აათვალიერა მაშო.
-ქვემოთ,-ერთი სიტყვით შემოიფარგლა მაშო.
-მაგას მეც ვხედავ, რომ სართულით ქვემოთ ჩადიხარ და კონკრეტულად?
-მაღაზიაში
-რა გვინდა მაღაზიაში?
-რამე.
-აუ, კაი ტო! კიდე მებუტები? ხო, მოგიხადე ბოდიში, არა?-დაიწუწუნა გიორგიმ.
-ო, გიორგი რას გებუტები მეზარება უბრალოდ შენთან ლაპარაკი, რა!-მობეზრებულად აიქნია მაშომ ხელი და როგორც კი ლიფტი გაიღო მაშინვე გავიდა.
-რას ნიშნავს გეზარება?
-ხო, რა მეზარება. არ გქონია ეგეთი შემთხვევა?
-მიშკასთან არ გეზარება ხოლმე ლაპარაკები?
-ვინ მიშკასთან?-დაიბნა მაშო.
-თუ რას ეძახი? მიშოოოოო...-დაიწვრილა ხმა გიორგიმ.
-აუ, გიორგი მოგხვდება რა..!-გაუბრაზდა მაშო და კალათა მიაწოდა,-ბარემ აქ ხარ რამეში მაინც გამომადექი..!
-რაო, რას გეუბნება ეგეთ საინტერესოს რო არ გეზარება ხოლმე ლაპარაკები მიშოოოოსთან?-სპეციალურად წელავდა სახელს გიორგი მაშოს გასაღიზიანებლად.
-ეხლა შენ არ გეზარება ამ თემაზე ლაპარაკი?-უთხრა მაშომ და შოკოლადები ჩაუყარა კალათაში მასზე ადევნებულ გიორგის.
-არა, ტო რა მეზარება?! პირიქით, ძალიანაც მაინტერესებს.
-სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა არაა კაი საქციელი არ იცი შენ?!
-მერე შენ სხვა ხარ?!
-არა მე და შენ ხო და-ძმა ვარ გიუშ,-გაეცინა მაშოს.
-არადა, მაგ ხუმრობის უკან რამხელა ტყუილი დგას შენც ხო იცი?!-ასევე ღიმილითვე უთხრა გიორგიმ.
-სად აბა?!-გაიხედ-გამოიხედა მაშომ,-ვერ ვხედავ ვერსად ძმაო!
-კაი, დაო. დროებით მეძახე ძმაო და მიშოს დაუძახებ მერე. ნიჩივოოოოოო
-ეს „ო“-ები რა უბედურებაა?
-მაშოოოოოოოოოოოოო-მიშოოოოოოოოოოოოო-მელოდიურად წარმოთქვა მათი სახელები გიორგიმ და ლუდის მაცივარს მიადგა.
-გიორგი?!
-ვა, ცოტნე! არ მჯერა ბიჭო.. შენ ხარ?-გაოცებულმა შეხედა გიორგიმ დიდი ხნის მეგობარს.
-კი, მე ვარ! როგორ მომენატრე, ძმა.-უთხრა ცოტნემ და მონატრებულ მეგობარს ჩაეხუტა.
-რას შვები, ტო? მომიყევი რა.. როდის ჩამოხვედი? არ უნდა დაგერეკა?
-3 დღეა რაც ჩამოვედი და რანაირად დამერეკა?ტელეფონი გამოგიცვლია. ბიჭო, თიკო გათხოვდა და აქეთ წამოვედით ეგრევე..
-ვა, მართლა? მაგრა გამიხარდა შენი დის გათხოვება! ცოტაც და მართლა და-ძმურში გადაუვიდოდათ მაგას და გიგის,-სიცილით თქვა გიორგიმ.
-ხო, ჩამოვედი თუ არა დამხვდნენ, დავიძინე, გავიღვიძე და მირეკავს სიღნაღში წამოდი აღარ დაგელოდეთო და მეც წამოვედი და ესე გამახარეს და დამხვდნენ რა. შენ რას შვები მომიყევი.. როგორ ხართ?
-კარგად, არაგვიშავს. ძველებურად ვმუშაობთ და ვართ რა. თანამშრომლებთან ერთად ვარ აქ ვისვენებ ცოტას. ხვალ კი უკვე დავბრუნდებით თბილისში.
-ხო, ვამბობ უვარგისი ხარ-მეთქი! სად დადიხარ, ვერ გავიგე?-ჯუჯღუნით მიუახლოვდა მაშო გიორგის. მოულოდნელად ადგილზე გაშეშდა, როცა მისკენ შებრუნებული ცოტნე დაინახა.
-შე.. შენ აქ რა გინდა?
-მეც გამიხარდა მაშო შენი ნახვა,-ცინიკური ღიმილი აიკრა ცოტნემ სახეზე.
-დილიდან თვალი მითამაშებდა და ესეც ჩემი ტრაგედია!-ხელები ზემოთ აღაპყრო მაშომ და გიორგის კალათაში ჩააწყო წვენები.
-ეს ისევ ისეთია?-ჩუმად იკითხა ცოტნემ.
-არ თქვა და არ იკითხო.! უარესი,-გაეცინა გიორგის,-ცოტნე, წამო რა ჩვენთან. ანუკაც აქ არის და გაგაცნობ ჩემს მეგობრებსაც.
-ანუკა აქ არის?-ჰკითხა ცოტნემ და კმაყოფილმა გაიღიმა.
-კი, აქ არის. ეგეც ისევ ისეთია,-სიცილით უპასუხა გიორგიმ და სალაროსკენ გაემართა.
-კაი, დაგიკავშირდები მაშინ საღამოს. გუშინ დალიეს ამათმა და ლუდებზე და მინერალურზე ჩამოვედი რომ ამეტანა. მოდი, ზარს გამოგიშვებ ეხლა შენს ნომერზე და შევხმიანდეთ,-უთხრა ცოტნემ და ტელეფონი მოიმარჯვა.

მაშო ელვის სისწრაფით მიდიოდა სასტუმროსკენ. არ სჯეროდა, რომ მის თვალწინ ცოტნე ავალიანი იდგა. თან როგორი გასიმპატიურებული? მოუხდა დაკაცება. როგორ ეთქვა ანუკასთვის, რომ ცოტნე საქართველოშია? თან სად? სიღნაღში! არა, ბედია ფაქტია.. მაგრამ რა ბედი?! ბედი, ხომ კაკი უნდა იყოს ანუკასი!
არა სასწაულები ხდება.
ყველა ფეხის ნაბიჯზე.
ყველა ქუჩის კუთხეში.
ყველა მოქმედებაში.

ოთახის კარი შეგლიჯა მაშომ და პარკები ლოგინზე მიაყარა წამოწოლილ ანუკას.

-რა გჭირს გოგო? კიდე შენ და გიორგიმ იჩხუბეთ?-ჰკითხა ანუკამ და პარკში საყვარელი შოკოლადის ძებნა დაიწყო.
-უარესი, ანა! უარესი!
-რა უარესი? არ გიჩხუბიათ და დაგაკლდა ხო რაღაც?-სიცილით თქვა ანუკამ და შოკოლადი გახსნა. მაშომ თვალები დახუჭა და ერთი ამოსუნთქვით უთხრა:
-ცოტნე ავალიანი მოხდა. ცოტნე საქართველოშია, ცოტნე სიღნაღშია, ცოტნე აქ არის და ცოტნე საღამოს აუცილებლად მოვა!
რა დაემართა ანუკას?
აუჩქარდა გულისცემა.
სახეზე ფერი აღარ ედო.
თხემიდან ტერფამდე დაკარგა მგრძნობელობის შეგრძნება.
ერთიანმა კანკალმა აიტანა
და
შოკოლადი იატაკზე დაუვარდა..
-რა თქვი?-ცივად იკითხა ანუკამ ისე, რომ თვალი არ მოუშორებია მაშოსთვის, რომელმაც შიშით გაახილა თვალები და შეხედა ფერდაკარგულ მეგობარს.
-აი, ზუსტად ამისი მეშინოდა რა! არა, ხო ვიცოდი რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ ესე ფაქტის წინაშე? არ ინერვიულო რა...
-მაშო, გაიმეორე რა თქვი..
-ცოტნე ავალიანი აქ არის..-ჩუმად თავისთვის ჩაილაპარაკა მაშომ და მორიდებით ახედა ანუკას, რომელიც მოწყვეტით დაეცა ლოგინზე.
-ცოტნე.. ცოტნე აქ არის.. ამდენი წლის მერე.. ვნახავ..

***

5 წლის წინ.


-შენ დედამიწას მირჩევნიხარ.
-მე გალაქტიკას.
-არა, მე სამყაროს..
-და ვაფშე იცი რა? ოთარ ჭილაძეს მოვიშველიებ და შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი,-გაეცინა ანუკას და ჩაეხუტა ცოტნეს.
-რადგან ახლა ოთახში არ ვართ, მაშინ შენ ხარ ჰაერში ჰაერზე მეტი,-სიცილითვე უპასუხა ცოტნემ და უფრო მეტად მიიხუტა მასზე ჩახუტებული გოგო.
-ისე, რამდენი დრო გავიდა, არა რაც ერთად ვართ? და მაინც მომწონს ეს დამალობანა.
-შენ ამიყოლიე, თორემ ხომ იცი პირველივე დღიდანვე შენს ცოლად მოყვანაზე ვფიქრობ!
-კარგი, რა ცოტნე! 15 წლის ბავშვს ვინ გამოგატანდა ცოლად?-შეიცხადა ანუკამ.
-სამაგიეროდ, ეხლა ხო ხარ 18-ის და გამომატანენ შენ თავს. თან გიორგისაც მაგრა გაუხარდება დარწმუნებული ვარ, რომ თავის ერთადერთ დას ჩააბარებს საყვარელ ძმაკაცს!
-კიდევ გინდა ჩემი ცოლად მოყვანა?
-კი, ტო. აბა? უშენოდ ვერ ვსუნთქავ ანუკა და რა ვქნა?
-ისე მიყვარხარ ცოტნე, რომ არ არსებობს ალბათ ესეთი სიყვარული!
-ხოდა, დღეს საღამოს ამოვალ და გიოს დაველაპარაკები. შენ არ ინერვიულო ყველაფერი იქნება კარგად ჩემო ანა-ბანა,-უთხრა ცოტნემ და პატარა ცხვირზე აკოცა ანუკას.

საღამომდე გული აღარ ჰქონდა ანუკას. საათს უყურებდა ცოტნე კი არსად არ ჩანდა. წარმოიდგინა მასთან ერთად გათენებული და დაღამებული დღეები და გული ორმაგად აუჩქარდა. რა ბედნიერებაა, არა როცა საყვარელ ადამიანს უყურებ გაღვიძებისას და გათენებისას? ხოდა, მაგიტომაც აუჩქარდა გული, რომ წარმოიდგინა უსაზღვრო ბედნიერება რაც წინ ელოდა.
უფრო მეტად ანერვიულდა, როცა ცოტნემ გიორგის დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. გიოც საეჭვოდ არ ჩანდა რამდენიმე საათი. რა არ იფიქრა. იფიქრა, რომ სცემეს ერთმანეთი ან უბრალოდ სიხარულისგან სადღაც იყვნენ და სვამდნენ.
როცა კარებზე ზარი დარეკეს გიჟივით გავარდა და კარი გააღო, სადაც მარტო გიორგი იდგა. საოცრად მშვიდი და გაღიმებული სახე ჰქონდა გიორგის. შესვლისთანავე ანუკა ხელში აიტაცა და დაატრიალა.
-რა მაგარია ანუკა არ იცი შენ!
-რა იყო?
-ცოტნეს ცოლი მოყავს,-ღიმილითვე უპასუხა გიორგიმ და სამზარეულოში შევიდა.
-მართლა?
-კი, ისეთი კარგი გოგოა. ძალიან მომეწონა!
-რა, გიო?-დაბნეულმა ჰკითხა ანუკამ.
-ჰო, კაი გოგოა ნანკა ძალიან. ეხლა გავიცანი და მაგრა მომეწონა. ეგ ისეთი გოგოა კაი დაქალოჩკები ეყოლება, მაგრამ მაშკის როგორ ვუღალატებ მე ღადაობ, ტო?
გაიყინა.
გაშრა.
გათეთრდა.
სუნთქვა გაუჭირდა.
სიზმარში ეგონა თავი.
-გიორგი, წესიერად მითხარი ეხლა.
-აუ, რანაირი ხარ, რა! მოკლედ ჩემს ძმაკაცს ცოტნე ავალიანს მოჰყავს ცოლი ნანკა გვარი არ მახსოვს მგონი ალიბეგაშვილი. ხოდა, ხვალ მიფრინავენ ამერიკაშირა. ეს გოგო არის ამერიკის მოქალაქე და ხელს იქ მოაწერენ და იქნებიან კარგად და ჯიგულად,-მშვიდად უთხრა გიორგიმ და სადილი თეფშზე გადმოიღო.
-ძალიან კარგი, მიულოცე. ავალ მე ოთახში..-თქვა ანუკამ და სირბილით შევიდა ოთახში. საწოლზე დაემხო და ჭერს ახედა.
თეთრად გაათენა მთელი ღამე. თვალი არ მოუხუჭავს. მაგრამ საერთოდ არ ფიქრობდა..
როგორ ეფიქრა, არ იცოდა რა მოხდა რეალურად..
გათენდა თუ არა ცოტნეს დაურეკა.
-საქმე მაქვს.
-ეხლა არა, ანუკ.
-ახლავე, ცოტნე!-დაუყვირა ანუკამ და სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი. მაშინვე აიღო მანქანის გასაღები და ცოტნეს სახლისკენ წავიდა.
-სად ხარ?
-კეკელიძეზე,-ჩაეღიმა ანუკას და კეკელიძისკენ წავიდა. შეუხვია თუ არა ქუჩაზე ცოტნე დახვდა ქვემოთ, რომელსაც მანქანა ფეხებთან მიუჩერა. ცოტნეც მაშინვე ჩაჯდა.
-ამიხსნი?
-ისე არაა, როგორც შენ ფიქრობ.
-არ მინდა ეს ბანძი წინადადებები. ზუსტად ისეა, როგორც მე ვფიქრობ. მაგრამ შენგან მინდა ამის გაგება.-ცივი იყო ანუკა.
-მოკლედ..იცი, რომ ოჯახში დიდი ფინანსური პრობლემები შეგვექმნა. ჩვენი კომპანია გაკოტრდა და რეალურად ორი გამოსავალი არსებობდა. ან ნაწილი ხალხის უნდა გაგვეშვა და უშუალოდ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ის ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ ან უბრალოდ გარიგებისკენ უნდა მიგვემართა. ჩვენი ოჯახის დიდი ხნის ახლობელია ნანკას მამა და შესაბამისად გარიგება იყო შემდეგნაირი. ის გადაარჩენდა ჩვენს კომპანიას მე კიდევ რამდენიმე წლით ნანკა უნდა მომეყვანა ცოლად, რადგან მასაც დიდი პრობლემები აქვს და ჩვენი ოჯახის შექმნა ორივეს გადაარჩენდა,-თქვა ცოტნემ და გახედა მასზე მიშტერებულ ანუკას.
-და ეს ყველაფერი როდის გაიგე?-ცივად ჰკითხა ანუკამ.
-2 კვირის წინ,-უპასუხა ცოტნემ და თვალი აარიდა ანუკას.
-ანუ, ეს ყველაფერი ტყული იყო რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა?-მწარედ ჩაეღიმა ანუკას.
-არა, ანა-ბანა არ ყოფილა ტყუილი. მე შენ მიყვარხარ, მაგრამ გარემოება არის ცუდი..
-ჯერ ერთი ანა-ბანას ნუ მეძახი, მეორე: გარემოება იმდენად ცუდი არ არის, რომ მსგავსი რაღაც გაგეკეთებინა. შენ შრომაზე თქვი უარი. მთელი ცხოვრება მორთმეული გქონდა ყველაფერი და საკუთარით არასოდეს არ მიგიღწევია, მესამე: შენ ხარ ცუდი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ მითხარი და არ ჩამაყენე საქმის კურსში; მეოთხე: შენ ფულზე გაიყიდე და ეს არის ყველაზე დიდი მინუსი, რაც ადამიანს გააჩნია! და ბოლო, მეხუთე: გადაეთრიე მანქანიდან და აეთრიე შენს ცოლთან! იმედი მაქვს, ბედნიერი იქნები და აღარასოდეს გაბედო ჩემთან კონტაქტი, თორემ სანანებელს გაგიხდი თითოეულ წამს, წუთს, საათს, დღეს თუ თვეს!-მშვიდი იყო ანუკა და ეს თვითონვე უკვირდა. ცოტნე ერთი შეხედა და მაშინვე მანქანიდან გადავიდა. ანუკამ დაქოქა და სახლისკენ წავიდა.
იმ დღიდანვე წაშალა მოგონებები ცოტნეზე.
იმ დღიდანვე დაიწყო ახალი ფურცლიდან ცხოვრება და მთელი ყურადღება დაუთმო სწავლას.
არც ერთი ცრემლი არ წამოსვლია და არც ერთი წამით ნერვი არ შეუხრია.
ვინც ინერვიულა ეს იყო, მაშო.
მაშო, რომელმაც ანუკაზე მეტად მიიტანა გულთან ეს ამბავი და სანამ ცოტნე გაფრინდებოდა კარგად შეამკო უშვერი სიტყვებით. თავს კი იმშვიდებდა „ ღმერთი მაპატიებს აუცილებად! ღირსი იყო“-ო.

***
-ვა, გოგოებიც ჩამოვიდნენ!-მხიარულად შეეგება ბაჩო ანუკას და მაშოს.
-სად ხართ აქამდე?-დაიწუწუნა ლიზამ.
-აუ, რავიცი. სანამ ამ უსაქციელომ იბანავა და გამოიპრანჭა,-თქვა მაშომ და მიუთითა ანუკაზე.
-ოხ.! მე დამაბრალე ეხლა ყველაფერი, რა..!-გაეცინა ანუკას და ჩამოჯდა. ჯინსები, კედები, ზოლიანი მაისური და ალაგ-ალაგ ჩამოყრილი თმა ძალიან უხდებოდა ანუკას. საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ცოტა ხნის წინ დამუნჯებული იდგა.
-არა, ანუკა სპორტული სტილი იმენა შენია!-უთხრა კაკიმ ყურში ანუკას, რომელიც მის მარჯვენა გვერდზე იჯდა.
-კაბა?
-აი, ისეთი ხარ, რა.. ყველა სტილს რო იხდენს..-ჩაეღიმა კაკის.
-დიდად არ მიყვარს მადლობების თქმა, ბატონო კაკი.
-მოგიწევს ძალიან ხშირად,-უთხრა და გაუცინა ანუკას. ანუკამაც არ შეიმჩნია კაკის დამოკიდებულება მისდამი, მაგრამ არ გამოპარვია ლიზასა და მაშოს დაჟინებული მზერები, რომლებსაც სახეზე ეწერათ „ერთი სული მაქვს დაგიმარტოხელოთ და დაგერხევა“-ო.

საღამო იყო, გრილი. სასტუმროს ვერანდაზე ისხდნენ და ცოტა ღვინოს წრუპავდნენ, როცა გახარებულმა გიორგიმ თავისი ძველი მეგობარი შემოუერთა ამჟამინდელ სამეგობროს.
-აბა, მეგობრებო! სმენა იყოს და გაგონება!-დაიძახა გიორგიმ და ყველამ იქეთ მიიხედა. ანუკას ღიმილი სახეზე შეეყინა, როდესაც მის გვერდზე მდგარი ცოტნე დაინახა, რაც კაკის არ გამოპარვია.
-გაიცანით, ეს არის ცოტნე! ჩემი ბავშვობის მეგობარი ესენი კი ჩემი მეგობრები არიან.ანუკას და მაშოს კი იცნობ,ცოტნე. მოდი, დაჯექი სადმე..-უთხრა გიორგიმ და სკამისაკენ მიუთითა. ანუკას ზედაც არ შეუხედავს ცოტნესთვის და არც ხმა გაუცია. ტელეფონში იყო ჩამძვრალი ან მის მარცხენა გვერდზე მჯდარ მაშოს ელაპარაკებოდა.
-სად მიდიხარ?-ჰკითხა გიორგიმ ანუკას, როცა ფეხზე წამოდგა.
-ტელეფონს ჩამოვიტან. დედა გასკდებოდა რეკვით და ჩამოვალ,-უთხრა ანუკამ და მისაღებში გაუჩინარდა. როგორ არ სიამოვნებდა იქ ჯდომა და როგორც თვითონ ეძახდა ესე „ქაჯურად“ მოქცევა, მაგრამ ეს ბიჭი სხვას არაფერს იმსახურებდა. ლიფტიდან გამოვიდა თუ არა ცოტნეს შეეჩეხა, რომელიც კედელს მიყრდნობოდა.
-გამარჯობა, ანუკა.
-გამარჯობა, ცოტნე..-გამარჯობა დაუბრუნა ანუკამ და ვერანდისკენ გაიწია.
-მოიცა, სად მიდიხარ?! ორი წამით გაჩერდი..-უთხრა ცოტნემ და წინ აეფარა.
-ორი წამით კი არა, საერთოდ არ უნდა ვიდგე აქ..-ცივად უპასუხა ანუკამ.
-დავილაპარაკოთ, რა..
-ჩვენ დიდიხანია მოვრჩით რაიმე სახის თემის განხილვას და დაკმაყოფილდი გამარჯობა-ნახვამდითი. ახლა კი, გამატარე!
-კაი, ტო..-უთხრა ცოტნემ და კიდევ უფრო აეფარა ანუკას წინ.
-ანუკა!-უცებ კაკის ხმა შემოესმათ,-გეძებდი..-უთხრა კაკიმ და მათკენ გამოემართა.
-ცოტნე, ხო?
-კი, ცოტნე.-ცინიკურად უპასუხა ცოტნემ.
-მე, კაკი..-უთხრა კაკიმ და მარჯვენა ხელი ცოტნეს გაუწოდა მარცხენათი კი ანუკას წელზე შემოხვია ხელი. დაიბნა ანუკა „ბრინჯივით“, თუმცა წელზე მოჭერილმა თითებმა გამოაფხიზლეს და კინაღამ ჩაადნეს კაკის ხელებში.
-სასიამოვნოა,-უპასუხა ამრეზით ცოტნემ და ხელი ჩამოართვა.
-ცოტნე, ბოდიში ანუკასთან საქმე მაქვს და დაგტოვებთ ცოტახანს,-ზრდილობიანად უთხრა კაკიმ და ანუკას ხელი მოჰკიდა. ჩქარი ნაბიჯებით გაარბენინა სასტუმროს ფოიესკენ. ანუკამ უკან მოიხედა და როცა დაინახა რომ ცოტნე არსად ჩანდა ამოისუნთქა.
-ვაიმე, მადლობა დიდი!
-არა, რა მადლობა..-მშვიდად უპასუხა კაკიმ.
-იმხელა საქმე გააკეთე ეხლა ჩემთვის,-გაეცინა ანუკას,-არ ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა!
-ერთ დღეს აუცილებლად მომიყვები ამ ბიჭისა და შენი ურთიერთობის შესახებ,-მშიდადვე უთხრა კაკიმ და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-მზად ვარ ჩემი ყველაზე მწარე მოგონება გავიხსენო, იმდენად მადლიერი ვარ შენი!-სიცილით უპასუხა ანუკამ და მოულოდნელად ჩაეხუტა კაკის.
ორივე აიტანა კანკალმა.
ორივე გულმა გაიღიმა.
ორივემ იგრძნო ის, რასაც ხშირად გრძნობენ ერთმანეთზე „გაფანატებულები“.





***

რა კარგი იყო ის რამდენიმე დღე სიღნაღში ბავშვებთან ერთად! დაისვენა, გაერთო და ახალ ემოციებსაც მისცა გასაქანი..
ფანჯრის რაფაზე იჯდა და ლიმნიან ჩაის სვამდა ანუკა. გარეთ წვიმდა და ხასიათიც წვიმის შესაფერისი იყო.
რამდენ რამეზე ფიქრობდა ერთდროულად თვითონაც ვერ ხვდებოდა.
რომ თქვას რომ ცოტნეს გამოჩენამ ძველი გრძნობები აღუდგინა თავსაც მოატყუებს და წვიმასაც.. მაგრამ ეგრეც არ იყო..
რა თქმა უნდა, იგრძნო ის ტკივილი და დამცირება, რაც მის თავს ხდებოდა წლების წინ.
ისევ ის თვალები, გამოხედვა და ცინიკური ღიმილი ცოტნეს სავიზიტო ბარათად ჰქონდა ქცეული. როგორ მონატრებია! ცოტნე კი არა, აი ეს ყველაფერი.. მაგრამ იმდენად გულდაწყვეტილი, დამცირებული და შეურაცხყოფილი იყო მისი საქციელისგან მაშინვე ყველანაირი ეს გრძნობა გაბრაზებაში გადასდიოდა და სადღაც ქრებოდა.
რამდენი რაღაცის თქმა უნდოდა ცოტნესთვის, მაგრამ არ უღირდა ნერვების მოშლა იმ პიროვნების გამო, რომელიც გაიყიდა.. რომელმაც ელემენტარული პატივისცემა არ გამოიჩინა მის მიმართ. არ უჭირდა ანუკას ოჯახს.. ნანკასავით თუ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მასზე ნაკლები არც ჰქონდათ.. მაგრამ ცოტნე ყოველთვის მატერიალისტი პიროვნება იყო და ყველაფრისგან სარგებელს ეძებდა. გამოუჩნდა შანსი ამერიკის მოქალაქეობის, სადაც მწვანე კუპიურები მრავლად დაფრინავდნენ და შანსიც არ გაუშვა ხელიდან.
არა, იმას ვერ იტყვის რომ არ უყვარდა ანუკა ცოტნეს! მის ყველა გამოხედვაში და ამოსუნთქვაში იგრძნობოდა, რომ ანუკა ძალიან უყვარდა, მაგრამ ფულისა და კეთილდღეობის სიყვარულმა სძლია და ისიც გაიქცა..
არასოდეს არ ულაპარაკია მაშოსთან ანუკას ცოტნეზე. უბრალოდ საყვარელ და ერთგულ მეგობარს უთხრა რაც მოხდა და ამით დაასრულა ყველაფერი.. მაშოსაც აგრძნობინა, რომ არ აინტერესებდა ეს ბიჭი.
როგორი ძლიერი აღმოჩნდა ანუკა! არ ელოდა, რომ ასეთ ნებისყოფასა და სიძლიერეს გამოიჩენდა..! ყოველთვის სუსტი იყო, გადაწყვეტილებას სანამ მიიღებდა დიდხანს ფიქრობდა, ადვილად პატიობდა და ყველასი სჯეროდა.
მაგრამ..
მაგრამ როცა შეეჩეხები და ფაქტის წინაშე დადგები მერე მიხვდები, რომ ცხოვრება ეგეთი ლამაზიც არ არის, როგორიც ვარდისფერი სათვალეებიდან სჩანს.
ამბობენ, ლიმნიან ჩაის ვისკი უხდებაო..
მწარე გემო ლიმონთან შეზავებული,თითქოს უფრო მეტად არწმუნებდა თავის გადაწყვეტილებაში და ვარდისფერი სათვალის გამჭირვალეობას ხელს უწყობდა.
ეს ერთი მხრივ კარგი იყო.. ბევრ დროს არ დაკარგავი უსარგებლო ნივთებზე..
ან ადამიანებზე...
მეორე მხრივ კი-ცუდი..
რეალობა იმაზე მწარე და ტკივილიანი იქნებოდა, ვიდრე ნამდვილად არის..

ტელეფონი რეკავდა გადაბმულად.. ანუკას კი ძალიან ეზარებოდა ფანჯრის რაფიდან ჩამოსვლა და ოთახში გასვლა.. არ ჩერდებოდა და მღეროდა ტელეფონი. ბოლოს იძულებული გახდა, გასულიყო და გაეჩუმებინა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი.
-და..
-ვაიმე, შვილო მოკვდი?!-ჩასძახა ტელეფონში მაშომ.
-როგორც გესმის ცოცხალი ვარ..!-გაეცინა ანუკას.
-საქმე სასაცილოდ გაქვს ვერ გავიგე?
-რა ხდება?
-დავსველდი, გამეყინა ერთი ადგილი და ჩემი საუკეთესო მეგობარი კარებს არ მიღებს!-უთხრა გაბრაზებულმა და პარარელურად კარებზე ზარი დარეკა. ანუკაც სიცილით გაემართა კარისაკენ და გააღო თუ არა უფრო მეტად გაეცინა, როცა კარებზე გაწუწული მაშო დაინახა.
-რა იყო გერომანტიულებოდა წვიმაში სიარული?-უთხრა სიცილით ანუკამ და მაშო შემოატარა.
-მერომანტიულებოდა კი არა! შენმა ძმამ ზარი გაფუჭდაო და გარედან დაუძახეო.. მეც ვიდექი გეძახე და გეძახე, მაგრამ ვინმემ გამიგონა? რომ ხარ დასკუპებული და იყურები ფანჯრიდან ცოტა ქვემოთაც რომ ჩაგეხედა მოკვდებოდი?!-მიაყარა მაშომ და ანუკას ოთახისკენ წავიდა,-გამომართვი ეს!
-ეს რა არის?-ჰკითხა ანუკამ და ყვავილების თაიგული გამოართვა მაშოს.
-ვარდების თაიგული ანნა!
-ვხედავ, მაგრამ ვინ გაჩუქა?
-მე ვინ მჩუქნის რამეს? შენ კარებთან იდო და ვიფიქრე, რომ შენი იქნებოდა,-ოთახიდან ეძახდა მაშო ანუკას. ძალიან ლამაზი თაიგული იყო, კალათაში ჩაწყობილი სისხლისფერი ვარდები, რომლებიც საოცარ სურნელს აფრქვევდნენ. დაყნოსა და შეიგრძნო ნამდვილი ვარდის სასიამოვნო სურნელი და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ვარდი მისი საყვარელი ყვავილი იყო.
-დიდხანს უნდა იდგე ეგრე ცხვირჩარგული?!-უთხრა მაშომ და მისაღებში შევიდა ანუკას სპორტულებში გამოწყობილი,-ბარათია ზედ და იქნებ ნახო ვინ არის,-ანუკამაც მორჩილად მაშინვე გახსნა კონვერტი, სადაც უბრალოდ ეწერა „ანუკას“ და მაშოს დაანახა.
-ანუკას აწერია..-მხრები აიჩეჩა და მაგიდაზე დადო ვარდების კალათა.
-ვაიმე! არ მითხრა, რომ იმ უვარგისმა გამოგიგზავნა!-სასოწარკვეთილმა შეიცხადა მაშომ.
-არა, გამორიცხულია! ფანტაზია ვერ უჭრის მაგას..-დარწმუნებით თქვა ანუკამ.
-კაი, რა იცი? იქნებ დაიხვეწა ბიჭი ამერიკაში?! აუ, არ გაინტერესებს ნანკა როგორი გოგოა?
-არა, რატო უნდა მაინტერესებდეს? სხვისი პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს. ჩემთვის პრიორიტეტულია შენი ცხოვრება,-თვალი ჩაუკრა მაშოს და გვერდზე მიუჯდა.
-მგონი ჩემი ცხოვრებით რომ ინტერესდები იმიტომაც არ ხდება არაფერი..-გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა მაშომ.
-აცადე ჩემ ბიჭს და ნახავ მალე ჩაგირძალებ სესტრიონკა!
-აუ, რა შემაღონე ამ შენი უმაქნისი ძმით?
-რა გინდა რას ერჩი? მუშაობას ბიჭი, დაკავებულია, კარგი სამეგობრო ყავს და ვაფშე ყველაზე დიდი პლუსი ის აქვს, რომ მე ვარ მაგისი და! და როგორ ფიქრობ შენთვის ცუდს გავიმეტებ ან გიორგისთვის?
-ო, კარგი შემეშვი რა! შენი ძმის ფლირტაობამ ტვინი წაიღო და ეხლა შენ მიმატებ?! მიდი რა, რამე გემრიელობა ჩამახეთქე!-მხარზე ხელი დაკრა მაშომ ანუკას და წამოდგა.
-ნუ შვრები ეგრე, თორემ ზოგჯერ ბიჭი მგონიხარ,-სიცილით აედევნა ანუკა სამზარეულოში გასულ მაშოს.

რამდენიმე წუთში ორივე მაგიდას მიუჯდა და ანუკას გაკეთებულ „მადამ ბოვარს“ შეექცა. სიამოვნებისგან მაშო ხმას არ იღებდა და ყველა ლუკმას დიდი სიყვარულით აგემოვნებდა.
-არა, რა! იმენა ოქროს უბაჯაღლოესი ხელები გაქვს რა..!-კმაყოფილმა შეაქო დაქალის მომზადებული სადილი.
-სხვა რა საქმე მაქვს მარტო რო ვარ? ვდგავარ და ხან რას ვაკეთებ ხან რას,-სიცილით უპასუხა ანუკამ,-ეხლა გიოც მოვა და საღამოს ბუხართან ჩავუჯდეთ, ხო დარჩები?
-კი, სად წავალ ამ წვიმაში..-უთხრა მაშომ და კმაყოფილმა ტუჩები გაილოკა.

მოგვიანებით გიორგიც სახლში მოვიდა და კმაყოფილებისგან სახე გაებადრა, როდესაც მაშო დაინახა.
-ისე მაშკი ძალიან გიხდება ჩემი სპორტული ზედა!
-შენი?-თვალები დაყვლიფა მაშომ,-ანუკასი არაა?
-ანუკა მაგ ზედაში 3ჯერ ჩაეტევა, როგორ ფიქრობ ეგ ანუკასია?
-აუ, მე კიდევ მეგონა ანუკასი იყო. კი, გამიკვირდა და მინდოდა მეკითხა, მაგრამ დამავიწყდა ისე ჩამათბო გაყინული.
-ხო აზრზე ხარ ჩემი ზედა როგორ გათბობს და მე როგორ გაგათბობ, აბა მაგაზე დაფიქრდი?-უთხრა გიორგიმ და ჩაიცინა.
-აუ, ეს რა აუტანელია რა!-ხელი ჩაიქნია მაშომ და კურტუმოს ქნევით სამზარეულოდან გავიდა.

სულ ასე იყვნენ.
გიორგი აგიჟებდა, მაშოც-გიჟდებოდა.
გიორგი აოცებდა, მაშო-გიჟდებოდა.
გიორგი არაფერს აკეთებდა, მაშო-გიჟდებოდა.
ყველანაირად აგიჟებდა გიორგი მაშოს!
ალბათ, მართლა არსებობს სიყვარულის რამდენიმე სახეობა.
ერთი, რომლითაც ფანატიზმში გადადიხარ და ბოლომდე „გესიყვარულება“.
მეორე, რომლითაც საკუთარ თავსაც და მასაც რომ შხამავ
და
მესამე, რომელიც დიდ ნებისყოფას მოითხოვს, რომ მასთან ერთდ იყო. დიდ ბრძოლად საკუთარ თავთან და დიდი დაბრკოლებების გადალახვას.
როგორი ძნელია „გესიყვარულებოდეს“, გინდოდეს ჩაეხუტო, მაგრამ არ გინდოდეს მისი გრძნობების შელახვა, არ გინდოდეს თუნდაც საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ გიყვარს და ამ ყველაფერს გამოხატავდე უბრალოდ შენგან წამოსული ემოციებით..
სიგიჟეა ყველაფერი!
გრძნობები სიგიჟეა! განსაკუთრებით სიგიჟეა სიყვარული..
სიყვარული გიჟების მოგონილია და არ გააჩნია არც წესები, არც კანონები და არც საზღვრები..
გიჟების თამაშია, სადაც მოულოდნელად ებმევი და შენც უნებლიედ, ხდები გიჟი.

-კაკი მოვა და ფეხბურთს უნდა ვუყუროთ..-უთხრა ანუკას გიორგიმ, რომელიც ჭურჭელს რეცხავდა.
-უი, რა მოგიმზადოთ?
-არაფერი, რაღა უნდა მოამზადო. მაშო აქ რჩება?
-კი, რჩება და გიორგი!-თითი აუწია ანუკამ,-წესიერად მოიქეცი, თორემ მართლა ძალიან ვიჩხუბებთ მე და შენ!-დანებების ნიშნად გიორგიმ ხელები ასწია და მისაღებში გავიდა ტელევიზორთან. მალე კაკიც შემოუერთდა პარკებით დახუნძლული და სამზარეულოში დააწყო მოტანილი ნივთები.
-კაი, რა! მაღაზია გამოზიდე, ტო?-შეიცხადა გიორგიმ.
-ისეთი არაფერია, ცოტა ლუდია და მისაყოლებლები,-უპასუხა კაკიმ და ღიმილით გახედა ანუკას.
-მეც მოვამზადე რაღაცები..-დარცხვენით ჩაილაპარაკა ანუკამ და მაგიდაზე დაწყობილ პარკებს გახედა.
-შეხვედრა ეხლა მორჩა?
-კი, ძალიან გაიწელა. სახლში აღარ გავიარე და პირდაპირ გამოვედი..
-ხოდა, მშიერი იქნები და მოდი ანუკას გემრიელობა გაუსინჯე!-უთხრა გიორგიმ და მაგიდასთან მიიპატიჟა კაკი.
-ვაიმე, უცებ თავი ოჯახში მეგონა გოგო..!-ჩასჩურჩულა მაშომ ანუკას,-რაღაც ისე შემოვიდა სახლში, როგორც ოჯახის უფროსი. როგორ დააწყო ყველაფერი და როგორ გამოგხედა! იმენა გაშიშვლებს თვალებით!
-ვაიმე, შენ სრულ ჭკუაზე ხარ?! გიორგი უფრო გაშიშვლებს ვიდრე მე-კაკი!
-შენ კიდე ვერ გადაეჩვიე ხო კბენებს?-გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა მაშომ და კაკის წინ დაიკავა ადგილი.
ანუკამ სუფრა გაშალა და კაკის მოტანილი წასახემსებელი „მაიმუნობებიც“ დააწყო თეფშებზე. მალე ანუკას და გიორგის მშობლები ილია და სოფოც შემოუერთდნენ.
რაღაცნაირი სიტუაცია იყო.. თითქოს ერთი ოჯახი.. ერთი მთლიანობა ვახშმობდა და განიხილავდა დღის თემებს.. დიდი სიყვარული იყო ერთმანეთის მიმართ.
ზოგი აღიარებდა..
ზოგი კი-არა.

კაცებმა ფეხბურთის საყურებლად გადაინაცვლეს, რომლებსაც მაშოც შეუერთდა. გაეცინა ანუკას.. რომ კითხო არაფერი და როგორ ცდილობს მაშო გიორგისთან ხშირად გვერდზე ყოფნას? აზრზე არ იყო ფეხბურთის! იმასაც კი ამბობდა არ მესმის ამდენი ადამიანი ერთ ბურთს რატომ დასდევსო და ასე, მოულოდნელად დაინტერესდა ანუკას მაშო ფეხბურთით?
კიდევ ჩაეღიმა ანუკას. იცოდა ანუკამ როგორ უყვარდა გიორგის მაშო და მაშოს-გიორგი..
მაგრამ ყველაფერში როცა ძალიან ბევრი „მაგრამ“ არის სჯობს გაეცალო და უბრალოდ მიუშვა.. მიყვე დინებას.
-ანი..-ბარიტონმა შეაკრთო ანუკა და გაოცებულმა გახედა ოთახში შემოსულ კაკის.
-ანის არავინ მეძახის..
-ახლა უკვე აღარ
-მაინც არავინ მეძახის..
-მე დაგიძახე და უკვე გეძახიან.
-არ მიყვარს ანი სახელი.. ანუკა მირჩევნია.
-მართლა?-ჩაეღიმა კაკის.
-კი, დაბადების მოწმობაშიც ანნა მქვია..
-სადაც ანნა და ანუკა იქაც ანი.
-ხო, მაგრამ..
-ანი, ანი ჩემი-ანი..როგორია?-ხმადაბლა თქვა კაკიმ და ანთებული თვალებით შეხედა გაოცებულ ანუკას.
-ანუკა, ანუკა და ანუკა.!-მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე ანუკა.
-როგორ მოგეწონა ვარდები? ნუ, პრინციპში ვხედავ საპატიო ადგილი მიგიჩენია,-უთხრა კაკიმ და წყალი დაისხა. „ვარდები?! ანუ, რა გამოდის?! კაკიმ გამოუგზავნა?“
-შე.. შენ?-ენა დაება ანუკას.
-რამ დაგაბნია. ძალიან ჰგავს შენს ტუჩებს ეს ვარდები. შენი ტუჩებისსავით სისხლისფერია და ყოველთვის, რომ ცოცხალია.. აყვავებულია და საოცარი სურნელი აქვს ისევე, როგორც შენ. უბრალოდ, გავიარე და გამახსენდი შენ. რა იყო, ცუდად მოვიქეცი?-ჰკითხა კაკიმ ანუკას და მიაჩერდა გაშტერებულ თვალებში, რომლებიც არ აშორებდნენ კაკის თვალებს თვალს.
-მადლობა, კაკი. ძალიან ლამაზი ვარდებია,-ერთი ამოსუნთქვით უთხრა ანუკამ კაკის და თვალი აარიდა.
-შენსავით ანი.. ჩემი-ანი ვარდივით ლამაზია,-უპასუხა და დატოვა ოთახი.


***
„როდესაც ფიქრობ, რომ არაფერი გამოვა და ფიქრობ, რომ შენი ცხოვრება ერთფეროვანია სწორედ მაშინ შეიძლება შეიცვალოს სულ ელემენტარული პატარა სხივით.
რამდენჯერ მიფიქრია, როგორ ახალისებს ადამიანი ადამიანის ცხოვრებას და პასუხი ვერ ვიპოვე. ალბათ, იმიტომ რომ ეს აუხსნელია. არ არსებობს რამე რასაც ამ წამიერ, წუთიერ თუ საათობრივ ბედნიერებას შეადარებდი.
შევადარებდი ალბათ 9-ე ცაზე ფრენას, მაგრამ მე ხომ ჯერ არ მიფრენია.
მისი გამოჩენით, რომ გული ფართხალს იწყებს და შენც მოუსვენრობა გეწყება ესეც უკვე ბედნიერების საწყისი კიბეებია.
ჩემო დღიურო!
როგორ მინდა აგიხსნა რა ბედნიერი ვიყავი და როგორ ვიგრძენი თავი, როდესაც ვარდების გამომგზავნის ვინაობა გავიგე!
სასწაულია ეს ადამიანი.
იცი, რატომ?
მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და მოულოდნელად მაოცებს და მაკვირვებს.
არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთი წამითაც კი ვკონცენტრირდე რამეზე.
გამოჩნდება, ამრევს,დამრევს, დამაწყობს და პირიქით!
როგორ მომნატრებია ეს ემოციები..
როგორ მომნატრებია, იმის შეგრძნება, რომ ვიღაც ზრუნავს ჩემზე და პატივს მცემს.
მაგრამ როგორ მეშინია ურთიერთობის..
რამე რომ შემეშალოს?
რაღაცას გეტყვი და არ გამამხილო!
კაკის გამოჩენით მგონია, რომ ცოტნე არასოდეს მყვარებია.
ანუ, რას ნიშნავს კაკი მიყვარს?
არა...! ვერ ვაღიარებ ამას.. ეს სიყვარული არ არის. როგორ შეიძლება ასე მალე შეგიყვარდეს უცხო ადამიანი? როგორ არ შეიძლება.. სოფოს და ილიას ეგრე არ დაემართა?
აუ, არ ვიცი რა... უბრალოდ, მას რომ ვხედავ ემოციებს ვერ ვიტევ, ვერ აღვიქვამ გარემოს და მეფიქრება ყოველ წამს. ეს ჩემი უაზრო თავიც კიდევ ისე მებრძვის, რომ აღარ ვიცი რა მოვუხერხო..!
ჩემი-ანი-ო! აუ, როგორ მითხრა! ერთადერთი ადამიანია, რომლისგანაც მესიამოვნა „ანი“,
თან ჩემიო! აუ, ესეც გიორგისნაირია და რა ნამუსით შევეკამათო ხოლმე მაშოს?
ვგრძნობ, რომ ჩემში სერიოზულ ადგილს იკავებს და არ ვიცი თავს რა მოვუხერხო..
მეშინია და თან არ მეშინია! მომენატრა ის ემოციები, რაც წლების წინ მქონდა..
მოკლედ.. დამერხა!
ანუკა ლაკირბაია, 2016“


***

ერთ ადგილას გაშტერებული იჯდა ანუკა და კედელს უყურებდა. რამდენად სასიამოვნო იყო კაკისგან წამოსული სითბო ვერ ხვდებოდა.
თუმცა, ძალიან კარგად ხვდებოდა ამ სითბოს მნიშვნელობას.
და თავს თავისუფლების საშუალებას აძლევდა. რა იყო თავისუფლება ანუკასთვის?
უკვე დრო იყო გადაედგა ნაბიჯი და ყოფილიყო წარუმატებელი „ლავსთორის“ მერე ბედნიერი. ემოციები არ დაეტოვებინა მასში და გაესაჯაროებინა.
იყო ბედნიერი? გაეგო ყველას!
უხაროდა? გაეგო ყველას!
სწყინდა? გაეგო ყველას!
მზად იყო დედამიწისთვის გაეგებინებინა ყველა ის გრძნობა და ემოცია, რაც მის გულსა თუ ტვინში ხდებოდა.
ეს ყველაფერი კი კაკის დამსახურება იყო.
რაღაცნაირი კარგი ბიჭი იყო კაკი. ისე მოულოდნელად შემოიჭრა მის ცხოვრებაში და მოულოდნელად გახსნა ბოქლომით დაკეტილი ანუკას გული, რომ თვითონაც ვერ იაზრებდა.
წაკითხული ჰქონდა, რომ სიყვარული ზუსტად ეს იყო. მოულოდნელი და გასაოცარი..
მაგრამ ჯერ კიდევ ვერ რისკავდა ამ სიყვარულის მიღებას.
-ანიჩკა, რას ჩაფიქრებულხარ სავარძლის პირას?-ფიქრებიდან მაშოს ხმამ გამოიყვანა.
-ა, რავიცი ვფიქრობდი რაღაცებს,-უპასუხა და თან თვალები კაკისკენ გააპარა, რომელიც ტელევიზორს თვალს არ აშორებდა. როგორი დაძაბული მატჩი იყო და გიორგი ცოტაც და ტანსაცმელს შემოიხევდა, ილია შეძახილებით ამკობდა თამაშის მიმდინარეობას, კაკი კი მშვიდად და აუღელვებლად უყურებდა ფეხბურთს. არადა, ყური მოჰკრა ანუკამ რომ კაკის ფავორიტი გუნდი თამაშობდა და კაკის ნერვიც კი არ უტოკდებოდა. „ეს ბიჭი მუდმივად ასეთი მშვიდია, ნეტა?“-გაიფიქრა ანუკამ და კაკისკენ გააშტერა თვალი. როგორი სერიოზული იყო.. დაძაბული უყურებდა ტელევიზორს, ფეხები განზე გაეშალა და სავარძელში კომფორტულად მოწყობილიყო, ხელში ლუდის ჭიქა ეჭირა და ნელ-ნელა წრუპავდა. აი, ლუდის სმაც კი რაღაცნაირი ჰქონდა!
-აუ, რას აკეთებ,ტო..-წამოიყვირა გიორგიმ და თავში ხელი შემოირტყა,-ეხლა ეს ნორმალურია? რა ბურთი ააცილა, რა!
-მამი, შენ ესე თუ ინერვიულე ყველა თამაშზე დამეწევი ჭაღარებში ხო იცი,-სიცილით უთხრა ილიამ შვილს.
-ილია ბიძია, რომელ ჭაღარაზე ლაპარაკობთ გიორგიზე პატარას გავხართ,-ჩაერთო საუბარში მაშო.
-გაჩერდი მაშო, ნუ გამაწითლებ ეხლა!
-მაშინკა, ჭაღარაც ხო კაი ბიჭი ვიქნები?-ჰკითხა გიორგიმ მაშოს და თვალები აათამაშა.
-ეხლა ხო ეთამაშები ვარსკვლავებს და ჭაღარა რას იზამ აზრზე ხარ?-უპასუხა მაშომ.
-ამას უყურე ერთი! როგორ ატლიკინებულა,-თითი დაუქნია გიორგიმ.
-ილია ბიძიას ასაკში შენ თუ მისსავით იქნები მაშინ შეიძლება კიდე კაი ბიჭი იყო.
-შე, მაწაკო,-გაეცინა ილიას და თვალი ჩაუკრა მაშოს,-არასოდეს გაიზრდებით თქვენ!
-კაროჩე მამა! ეს გოგო მომყავს ცოლად და უარს მეუბნება და რა გავაკეთო?-დაიწუწუნა გიორგიმ და მაშოს გახედა, რომელსაც თვალები გადმოუცვივდა და ილიას გახედა.
-ჭკვიანი გიო, ჭკვიანი!
-აუ, შეენც ტო? წავალ სოფიკო მაინც ხო იქნება ჩემკენ,-ბუზღუნით წამოდგა გიორგი და მოფუსფუსე დედასთან გავიდა.
-აუ, სუპერი ხარ რა!-კმაყოფილმა უთხრა მაშომ ილიას და ანუკას მხარზე თავი ჩამოსდო.
-შენკენ ვარ მე, მაგრამ ჩემი სარძლო რო ხარ ხო არ გავიწყდება?
-აუ, კარგი რა ილია ბიძია!-დაიბუზღუნა მაშომ. ანუკა და კაკი შორიდან ადევნებდნენ ტრიოს თვალს და ეცინებოდათ მათ დიალოგზე. მომენტებში კაკი გახედავდა მომღიმარ ანუკას და რაღაცნაირად ჩხვლეტდა გული.
ალბათ, ისიც ანუკასავით ფიქრობდა..
გაურბოდა და თან მისკენ მიიწევდა..
უნდოდა, მაგრამ ბოლომდეც ვერ რისკავდა..
არასოდეს ეკიდა სხვების აზრი, მაგრამ ყოველთვის ითვალისწინებდა გარშემომყოფებს ამა თუ იმ თემაზე. ანუკას შემთხვევაშიც გიორგი გაითვალისწინა და შესაბამისად დიდსა და სერიოზულ ნაბიჯებს, ჯერ ვერ დგამდა.
აი, ასეთი იყო კაკი.
ბევრს ფიქრობდა, ცოტას აკეთებდა.
აკეთებდა ცოტას და კარგად..
კარგად აკეთებდა და იღებდა მაქსიმუმის მაქსიმუმ შედეგს.


იდგა ანუკა მაღალი შენობის წინ და თან გიორგის ურეკავდა, რომელიც არ იღებდა ტელეფონს.
-თავი რატო არ დაგრჩა გიორგი, თა-ვი!-დაიბუზღუნა და ხელში დაჭერილ ქაღალდებს შეხედა. კიდევ სცადა დარეკვა, მაგრამ გიორგიმ არ უპასუხა და ამიტომაც პირდაპირ შენობაში შევიდა. გაიარა კონტროლი და შენობის საშვთა ბიუროში მივიდა.
-გამარჯობა, საშვი უნდა იყოს დაშვებული ანა ლაკირბაიაზე..
-გამარჯობა, მაგრამ არ არის,-უპასუხა ხნიერმა ქალმა გადამოწმების შემდეგ.
-თუ არ შეწუხდებით იქნებ გადაამოწმოთ. გიორგი ლაკირბაიასთან ვარ მოსული და მას უნდა დაერეკა თქვენთან,-უთხრა ანუკამ.
-სამწუხაროდ, არ არის თქვენზე საშვი..-მშვიდად მიუგო ქალბატონმა.
-შეგიძლიათ, რომ დაურეკოთ? თუ ძალიან არ შეგაწუხებთ?
-კი, რა თქმა უნდა,-უპასუხა ქალმა და ტელეფონის ნომერი აკრიფა. გაეღიმა ქალს და ანუკას უთხრა:
-7-ე სართულზე ადი გოგონა და პირდაპირ ბოლო კარში შედი,-უთხრა ღიმილით და ლიფტისაკენ მიუთითა. ანუკაც შევიდა ლიფტში და დაელოდა სანამ ავიდოდა მეშვიდე სართულზე. გაიღო თუ არა ლიფტის კარი პირდაპირ გაემართა მითითებული ოთახისაკენ, რომლის შესასვლელშიც ყავის მანქანასთან ლიზი დაინახა.
-ლიზი!
-ვაიმე, ანუკა! როგორ გამიხარდა შენი ნახვა!-შესძახა ლიზიმ და მაშინვე მისკენ გამოიწია.
-მეც ძალიან! რას შვები როგორ ხარ?
-რავიცი, კარგად. რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ?
-გიორგის დარჩა საბუთები სახლში და ამაფეთქა დედას გეფიცები, რა!
-მერე აქ რა გინდა? გიორგი 5-ე სართულზე ზის,-გაეცინა ლიზის.
-5-ზე? აი, ქვემოთ საშვებში რო ქალია იმან მითხრა 7-ზე ადი პირდაპირ კარშიო,-მხრები აიჩეჩა ანუკამ.
-ამ სართულზე ბატონი კაკი ზის,-ჩაერთო ლაპარაკში ლიზის გვერდზე მდგომი გოგო.
-უი, ალბათ შეეშალა!
-არამგონია ნანას რამე შეშლოდა,-ჩაეღიმა ლიზის,-წამოდი, მიგაცილებ კაკისკენ.
-არა, იცი მე უნდა გავიქცე საქმეები მაქვს ბევრი. მირჩევნია გიოს დავუტოვო ესენი და კაკის მერე ვნახავ,-სასწრაფოდ თქვა ანუკამ და შემოტრიალდა. ის-ის იყო უნდა გადაედგა ერთი ნაბიჯი, რომ საყვარელმა ბარიტონმა წამებში გააშეშა.
-ანი..!
-გამარჯობა ბატონო კაკი,-მორიდებით მიესალმნენ ლიზი და მის გვერდზე მდგომი გოგონა. ანუკა მისკენ შემოტრიალდა და პირი ღია დარჩა. კაკი ვიდზე იყო? აი, ეგეთზე არც ერთი მოდელი ბიჭი რომ არ დგას! სასწაული პიჯაკი და შარვალი ეცვა, წვერი გაეპარსა და თმაც გვერდზე ჰქონდა გადავარცხნილი. რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარი კაკის სუნამოც კი ცხვირს სასიამოვნო აგიწვავდა ადამიანს.. მოკლედ, შევთანხმდეთ რომ სასწაული ბიჭია კაკი!
-გამარჯობა, კაკი..-მიესალმა ანუკა.
-გამარჯობა ლიზა და ნატა. აქ რა გინდათ?
-ჩვენ ყავისთვის ამოვედით, ბატონო კაკი..-მორიდებით უთხრა ნატამ და ლიზის თვალები დაუქაჩა.
-კი და გავდივართ უკვე. ანუკ, ძალიან გამიხარდა შენი ნახვა!-უთხრა ლიზიმ, გადაკოცნა ანუკა, ნატას ხელი ჩაავლო და ლიფტში გაუჩინარდა.
-წამოდი, ოთახში შევიდეთ..-უთხრა კაკიმ ანუკას და ხელი გაუწოდა.
ხელი ხელს შეეხო და იქ მოხდა მესამე მსოფლიო ომი!
დაიწყეს პეპლებმა უმისამართოდ ფრენა, ლომმა გალობა და იადონმა ღმუილი!
რაღაც სასწაული განცდა იყო.. დენის დარტყმას ჰგავდა წამში რო გადახეთქებს მიწაზე..!

კაკის ოთახი მისი შესაფერისი იყო. მუქ ფერებში გადაწყვეტილიყო, სადაც ძირითადად სჭარბობდა ნაცრისფერი და შავი, აქა იქ კი ღია კრემისფერი.
-კარგი ოთახი გაქვს,-ამოილუღლუღა ანუკამ.
-მადლობა, ჩემი გემოვნებით გავაკეთებინე,-შეიფერა კაკიმ,-აბა, როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად ვარ. ყავას ხო არ დალევ?
-არა, იყოს..
-ნუ, გერიდება. ვიცი, ყავა გიყვარს ძალიან და თან ეხლა არ გაწყენდა გიორგის საქციელის გამო!-გაეცინა კაკის და ყავის პატარა მანქანასთან მივიდა. მოუმზადა ანუკას ყავა და მის წინ მაგიდაზე დადო.
-გიორგი სად არის?-იკითხა ანუკამ.
-გიორგი თავის ოთახშია,-მშვიდად უპასუხა კაკიმ.
-მე აქ რას ვაკეთებ?
-ყავას სვამ..
-მაგას ვხედავ. მე გიორგისთან მოვედი!
-ნუ ხარ უხეში ანი!
-ა-ნუ-კა!-დაუმარცვლა ანუკამ და მოსვა ყავა, რომელმაც ენა ისე დაუწვა მოსასულიერებელი გახდა კინაღამ.
-ჩვენ შევთანხმდით, რომ ანი-ს დაგიძახებდი და ისიც მარტო-მე!-ხმა გაუმკაცრდა კაკის.
-ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ.. შენ ვისთან დადე შეთანხმება ეგ არ ვიცი..!
-ანი, ანი ჩემი-ანი..!-გაეღიმა კაკის.
-კარგი, კაკი მადლობა ყავისთვის მაგრამ იქნებ შიდა ნომერზე დაურეკო ჩემს ძმას?
-რა იყო სად გეჩქარება?
-მეჩქარება, რა.. ათასი საქმე მაქვს,-იცრუა ანუკამ.
-რა საქმე გაქვს? მიხვალ სახლში, დაიძინებ, შენს ვარდისფერ პიჟამაში. გაიღვიძებ, მერე რამე კერძს მოიფიქრებ, რომ მორჩები კულინარიული შედევრების მომზადებას ჩაუჯდები წიგნს და მერე მაშოც დაგირეკავს და ამოვა შენთან.
-როგორ? შენ რა იცი?-დაიბნა ანუკა,-ან.. ან ჩემი პიჟამა რა იცი?
-ანი, ანი.. ბევრი რამე ვიცი მე.
-წავედი, კაკი..-წამოდგა ანუკა და მაშინვე კარებისაკენ გაემართა, როცა ხელში ძლიერი ხელი იგრძნო და ისევ დაიწყო პეპლებმა ფრენა.
-ნუ, გამირბიხარ რა..-უთხრა კაკიმ და თვალებში ჩახედა ანუკას. კანკალებდა უკვე ანუკა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ებღაუჭებოდა ხელში დაჭერილ ქაღალდებს და ცოტაც და დაკუჭავდა. კაკის მას მიუახლოვდა.
თვალი თვალის წინ..
ცხვირი ცხვირის წინ..
ტუჩი ტუჩის წინ..
ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა ანუკას სახეზე და ნათლად ხედავდა კაკის ამღვრეულ თვალებს.
გრძნობდა ემოციების მოზღვავებას და გრძნობდა, რომ ამ ბიჭს ჩვეულებრივად ადნებოდა ხელებში!
იგრძნო კისერში სველი კოცნა და იქ დატრიალდა დედამიწა..
იქ მიხვდა, რომ კაკი ნიჟარაძე მისთვის ერთადერთი იქნებოდა რაც არ უნდა მომხდარიყო და ვერასოდეს ვერავინ მას ვერ შეედრებოდა!
- 5-ე სართული, მეორე კარი.. დაიკუჭა საბუთები ანი..-უჩურჩულა კაკიმ და გაიწია მისგან.
ერთიანად კანკალებდა ლიფტში შესული ანუკა, რომელის გვერდზეც გაწონასწორებული და მუდამ სერიოზული კაკი იდგა. თანამშრომლებმა დაინახეს თუ არა მათი უფროსი მაშინვე ფეხზე წამოიშალნენ და აქამდე თუ მხოლოდ ბუზის ბზუილის ხმა ისმოდა, ახლა ბუზიც კი გაჩუმებულიყო. საოცარი წესრიგი იყო დამყარებული!
შეგლიჯა ის „მეორე“ კარი კაკიმ და ოთახში ანუკა შეატარა.
-ვა, ანიჩკა!-წამოდგა მისკენ ბაჩო და ჩაეხუტა გაშტერებულ გოგოს,-და ჩვენი ბოსი კაკი!
-გამარჯობა,-სერიოზულად მიმართა კაკიმ და ოთახში შევიდა. კარი მიკეტა თუ არა ბაჩოს და გიორგის მიუტრიალდა,-აბა, რას შვებით თქვე უსაქმურებო?!
-ეგრე რა, ტო.. ისე მძაბავ ხოლმე!-შვებით ამოისუნთქა ბაჩომ.
-ანუკა, რა გჭირს? ცუდად ხო არ ხარ?-ჰკითხა გიორგიმ ანუკას, რომელიც ხმას არ იღებდა.
-არა. საბუთები მოგიტანე,-უპასუხა და გაუწოდა საბუთები ძმას.
-აუ, იმენა შენზე ოქრო-მოქრო გოგო დედამიწას თუ ჰყავდეს არვიცი რა..! და კიდე მაშინკა..-ჩაეცინა გიორგის და გამოართვა საბუთები.
-რა იყო გოგო რა სახე გაქვს? ამ დესპოტმა ხო არ შეგაშინა?-სიცილით დაკრა ხელი მხარზე ბაჩომ ანუკას.
-შენც, ტო?-გაეცინა კაკის.
-რა მეც? დესპოტს რო გეძახიან ეხლა გაიგე? იმენა „პალაჟენია“ გაქვს რაღაც ისეთი სტალინი მიმიქარავს, რა..-სიცილით უპასუხა ბაჩომ.
-კაი, წავედი მე..-თქვა ანუკამ და კარისაკენ გაემართა.
-გაგაცილებ,-უთხრა კაკიმ და კარი გაუღო. უხმოდ მივიდნენ ლიფტამდე და საშვთა ბიურომდე, რომ პირადობის მოწმობა აეღო ანუკას.
-ანუკა..-მიმართა კაკიმ.
-გისმენ.
-რაღაც მინდა გთხოვო..
-რა იყო?
-ხვალ შუადღისას გეცლება 1 საათით?
-რა ხდება?
-ჯერ მითხარი თუ გეცლება. შესვენებაზე გამოგივლი და სადღაც მინდა წაგიყვანო..
-კარგი,-დათანხმდა ანუკა და წამოვიდა.

მთელი ღამე იმაზე ფიქრობდა მეორე დღეს სად უნდა წაეყვანა კაკის ანუკა. აზრზე ვერ მოდიოდა, ვერც რომანტიულ სადილზე იფიქრებდა, ვერც სადმე აი მოკლედ ვერაფერზე ფირქობდა!
2 საათი ხდებოდა კაკიმ რომ დაურეკა მოვდივარ და მოემზადეო, ოღონდ თავისუფლად ჩაიცვიო. ანუკამაც ჯინსები ამოიცვა, ბალეტკები და ცისფერი პერანგი ჩაიცვა. თმა გაიშალა და მსუბუქად შეიღება სახე. ზუსტად 20 წუთში უკვე კაკის მანქანაში იჯდა და გაურკვეველი მიმართულებით მიდიოდნენ.
მანქანა ქალაქგარეთ გავიდა, სადღაც თბილისიდან 15 წუთის მოშორებით და გაჩერდა დიდ გალავანთან. კაკი გადავიდა და ანუკას კარი გამოუღო და ზარი დარეკა. კარი გაიღო და მასთან ერთად გალავანში შევიდა. ანუკა გაოცებული უყურებდა გემოვნებით მოწყობილ ეზოს, სადაც ბევრი სკამები და დასასვნებელი „ფანჩატურები“ იდგა. ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ ამ სკამებზე და მოსასვენებელ ფანჩატურებში მოხუცებს მოეყარათ თავი. გაოცებული უყურებდა ანუკა და ათვალიერებდა გარშემო ყველაფერს. მათკენ ახალგაზრდა ბიჭი ასე 30-35 წლის მამაკაცი მოვიდა და კაკის ხელი ჩამოართვა:

-ბატონო კაკი, გამარჯობა!
-როგორ ხარ მინდია?
-მადლობა, კარგად თავად როგორ ხართ?
-მეც, კარგად. გაიცანი, ჩემი მეგობარი ანუკა.
-გამარჯობა,-მიესალმა ანუკა და საპასუხოდ თავი დაუკრა მინდიამ.
-სხვათაშორის გიკითხეს, ბატონო კაკი.. ძალიან მოენატრეთ,-ღიმილით უთხრა მინდიამ კაკის.
-მეც ძალიან მომენატრნენ. აი, გასაღები და ბიჭებს უთხარი საბარგულში ათასი რამეა და გადმოიტანეთ რა.. მანამდე მე ჩემს მეგობრებს ვნახავ,-გაუწოდა კაკიმ გასაღები მინდიას. ანუკას ხელი ჩასჭიდა და შეკრებილი მოხუცებისკენ გაემართა.

საოცარი სიხარული გამოიწვია კაკის გამოჩენა მოხუცებში!
ანუკას წინ იდგა ერთი პატარა ბავშვი, რომელიც დიდი სითბოთი ეხუტებოდა და კოცნიდა მოხუცებს. ეფერებოდა და ტკბილად კითხულობდა მათ.. სათითაოდ სულ ყველა მოიკითხა კაკიმ, სულ ყველას მოუსმინა რა უჭირდათ და რა უნდოდათ...
კაკი ყოველ მათთაგანს აბედნიერებდა!
მისი გამოჩენა და მოხუცების სიხარულის ცრემლები ერთი იყო.
ანუკამაც გაიცნო მოხუცები და გული ბავშვივით აუართხალდა, როდესაც ლოცავდნენ ისინი. განსაკუთრებით კი ლალი ბებოს დაუმეგობრდა.

-ძალიან კარგი ბიჭია, ბებო..-უთხრა ლალიმ ანუკას და მოხუცებთან მოსაუბრე და მომღიმარ კაკის გახედა,- დღეს აქ რომ ვართ მისი დამსახურებაა.. მე მეუღლე დავკარგე ომში და ჩემი შვილიც ახლა რომ იყო აგვისტოში ომი მაშინ დამეღუპა.. არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი.სახლ-კარიც დავკარგე და დავდიოდი ქუჩაში. სანამ კაკი არ გამოჩნდა.. ბებო, რაც კი რამე მაქვს მისი დამსახურებაა.. უანგაროდ აკეთებს ყველაფერს.. მისი გამოჩენა და ჩემი სიცოცხლის მომატება ერთია! კვირა არ გავა, რომ არ მოვიდეს და არ გვნახოს. არ გაატაროს ჩვენთან ერთად რამდენიმე საათი ან მთელი დღე. აი, იმ ბაბუას ხედავ? გრიშას.. ფეხებზე ჰქონდა პრობლემა.. ისიც მარტოხელაა და აუცილებელი იყო, რომ ევარჯიშა. აქ კი არიან მინდია, ლაშა, თამარი და სხვები, მაგრამ იცი, რა ქნა ბებო კაკიმ? დღეს გრიშა რომ დადის მისი დამსახურებაა! ძალიან მარტივი ოპერაცია დასჭირდა ეგეც გაუკეთა! ყოველდღე მოდიოდა ერთი საათით და მას ავარჯიშებდა.. უბრალოდ, დადიოდნენ და სეირნობდნენ. ვინ მოსთვლის რამდენი სიკეთე აქვს ჩვენთვის გაკეთებული? ღმერთმა დალოცოს კაკი.. მიხედე ბებო.. კაი ბიჭია მაგი..

უყურებდა ანუკა მომღიმარ კაკის, რომელიც მოხუცებში იჯდა და მათთან ერთად იცინოდა. როგორი სუფთა და კარგი იყო კაკი! არადა, სამსახურში ჩვეულებრივი დესპოტი და სამსახურს გარეთ „ამოუხსნელი ობიექტი“. აქ კი.. აქ კი ანუკამ კაკის რეალური სახე დაინახა. სუფთა, გამჭირვალე, კეთილი და საოცრად გულუხვი ადამიანი..

უკან ბრუნდებოდნენ, როცა კაკიმ ლაპარაკი დაიწყო.

-მამა ვიღაც ქალთან გაიქცა, როცა პატარა ვიყავი. დედა კი ნერვიულობას გადაჰყვა. ვერ გადაიტანა ქმრის ღალატი და თავის თავს ადანაშაულებდა ამაში. ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს.. ბაბუა რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა.. მე და ბებია ვცხოვრობთ ერთად. ეს მოხუცთა თავშესაფრის იდეა მაშინ მომივიდა, როცა ბაბუა მიწას მივაბარეთ. იმხელა ამაგი აქვთ ამ ადამიანებს ჩემზე, რომ რაღაცით მაინც მინდოდა წვლილი შემეტანა. არვიცი, ეს გამომივიდა თუ არა, მაგრამ ვიყიდე სახლი ცოტა გავარემონტე და ყველა უსახლკარო მოხუცი აქ მოჰყავთ ან მოდის. ბებიამ იცის ამ სახლის არსებობის შესახებ და ისიც ხშირად მოდის აქ ხოლმე.. უბრალოდ, იმდენად კარგები არიან მოხუცები. რაღაცნაირები.. თბილები.. დადებითი ენერგეტიკა მოდის მათგან.. მიუხედავად მძიმე განვლილი ცხოვრებისა, მაინც ცდილობენ რომ თავიანთი ერთი ტკბილი სიტყვით გასიამოვნონ! მეც მინდა წვლილი შევიტანო მათ ბედნიერებაში და თუნდაც ის დარჩენილი წლები, თვეები თუ დღეები ტკბილად ვაქციო.. არავინ იცის ბებიაჩემის გარდა აქაურობის შესახებ.. მინდოდა, რომ კარგად გაგეცანი და მინდოდა, გენახა ყველანაირი „მე“. რაღაცნაირად ვგრძნობ თავს შენთან.. მინდა, გამჭირვალე ვიყო და ყველანაირად გულწრფელი. ბევრი საერთო მაქვს შენთან ასე მგონია და ალბათ, ეს იყო მიზეზი რატომაც აქ მოგიყვანე,-უთხრა კაკიმ და მანქანა ანუკას სახლთან გააჩერა. ანუკა კაკის უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ ნამდვილი მამაკაცი ეჯდა გვერდზე! ძლიერი ადამიანი, რომელმაც მშობლების ტრაგედიას გაუძლო და სხვებს ეხმარება! ადამიანი, რომელიც სხვას ულამაზებს დარჩენილ დღეებს და ადამიანი, რომელიც უბრალოდ საუკეთესოა დედამიწაზე..

-კაკი... -უთხრა ანუკამ და მისკენ მიიწია. ისევ ახლოს იყო ერთმანეთთან
თვალი..
ცხვირი..
ტუჩი..
და კოცნა, რომელიც ემოციებმა აიძულა ანუკას და რომელიც არც კი უნანია მანქანიდან გადმოსვლის მერე და კოცნა, რომელმაც დიდხანს დატოვა გახურებული ტუჩები.

აი, ეს არის ის, რომ ადამიანი რასაც გრძნობ გამოხატო და არასოდეს არაფერი ინანო!
რატომ უნდა ინანო, როდესაც მაშინ მთელი გულით გინდოდა და ამიტომ გააკეთე?
სინანულს აზრი არ აქვს. რაც იყო მოხდა და მორჩა და არაფერი შეცვლის!
მით უმეტეს ენდორფინების მიერ ჩადენილ გემრიელ „დანაშაულს“.



№1  offline წევრი Ana Imnadze

ძაან მომწონს ეს ისტორია,იმედია გააგრძელებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent