შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვლის ზღაპარი [8 დასასრული]


27-07-2016, 00:08
ავტორი მარრიამი
ნანახია 5 450

- ჩემი ძმა ერთი წუთი რა, შეიძლება? _ დაუძახა დათიმ.
- კი, შეიძლება.
- დაჯექი რა _ მანქანისკენ ანიშნა. ისიც დაჰყვა მის ნებას და მანქანაში ჩაჯდა.

***

- რა თქვით? _ ეგონა მოესმა.
- გურიკას ცოლი მოჰყავს _ გაბადრულმა გაუმეორა ქალმა.
- კარგია, გილოცავთ _ ძლივს ამოთქვა ორი სიტყვა. ეგონა, მთელ სახეზე ცეცხლი ეკიდა და ამას ყველა ხედავდა _ წავალ მე სახლში.
- იყავი, რა გეჩქარება.
- არა, მადლობა _ საჩქაროდ გამოვიდა და სახლისკენ დაეშვა. ჯანდაბა, გასაღები არ ჰქონდა. ისევ ზემოთ უნდა აბრუნებულიყო. ერთი საფეხური აიარა, მაგრამ გაჩერდა, უღონოდ დაეშვა და საფეხურზევე ჩამოჯდა. მოაჯირს მიეყუდა და ამოისუნთქა. "ცოლი მოჰყავს" - ისევ მკაფიოდ გაიგონა ნატალიას აღფრთოვანებული ხმა. არ ეგონა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა. ეგონა, უკვე გაანალიზებული ჰქონდა, რომ გურიკა ოდესმე ცოლს მოიყვანდა და თვითონაც ოდესმე გათხოვდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ღრმად სუნთქავდა, თითქოს სუნთქით უნდოდა მთელი ბოღმის გადმონთხევა. ნინუცა გამოვარდა სახლიდან.
- ნინ, ნინ _ დაუძახა.
- გისმენ _ მხიარულად შეაგება პასუხი.
- გეხვეწები ადი რა ნათალიასთან და დედაჩემს უთხარი გასაღები გამოგატანოს _ თვითონ იქ ვეღარ შევიდოდა.
- კარგი, ახლავე _ მხიარულად გაიქცა და რამდენიმე წამში გასაღები ჩამოუტანა.
- მადლობა _ ნაძალადევად გაუღიმა და სახლში შევიდა. ჩანთა სადღაც მიაგდო და პირდაპირ ოთახისკენ წავიდა. ლოგინზე ჩამოჯდა და სივრცეს გაუშტერა თვალი. არა, აბა რა ეგონა, სამუდამოდ თავისი გურამი იქნებოდა და სამუდამოდ ელიკოდ დარჩებოდა მისთვის? სულ აირია, დარწმუნებული იყო, რომ გურიკასთან უნდოდა, მაგრამ ახლა გურიკას ცოლი მოჰყავდა. იფიქრა დაველაპარაკებიო, მაგრამ მერე დაფიქრდა, ასე არ შეიძლებოდა. თავის დროზე თვითონ გაუშვა და ახლა ასე ვერ მიადგებოდა და ვერ ეტყოდა ცოლი აღარ მოიყვანოო.
- დედიკო მოვედი _ ოთახში შეიხედა დედამ.
- შემო ერთი წამი _ ეცადა ჩვეულებრივ ეთქვა.
- რა ხდება დედი? _ გვერდით მიუჯდა.
- დღეს გაიგეთ რომ გურის ცოლი მოჰყავს?
- კი, დღეს დაურეკავს და ნატალიამ გაგვაგებინა ყველას.
- და ქორწილი აქ იქნება? _ ჩაისუნთქა.
- ხო, ჩამოვლენ და აქ გადაიხდიან _ გაუღიმა ქალმა.
- იქ გაიცნო იქ გოგო?
- ელე რა ვიცი მე, რას მეკითხები _ წამოდგა და ის იყო, უნდა გასულიყო, უკან შებრუნდა. _ ელენე _ ფრთხილი ტონით დაიწყო _ ეს ყველაფერი..
- არაფერი მითხრა რა დე _ ხმა აუკანკალდა.
- ჩემო პატარა _ ჩაეხუტა _ ჩემი სულელი შვილი.
- არ ვიცი როგორ უნდა შევეგუო, რომ თავის ცოლთან ერთად ივლის ამ სადარბაზოში, ერთმანეთს შევხვდებით და ისე თბილად ვეღარ მომიკითხავს, ვეღარც მაკოცებს, ვეღარც ელიკოს დამიძახებს, გული გამისკდება დე _ ერთიანად ამოთქვა, რაც გულში ჰქონდა.
- დამშვიდდი ელენე, დამშვიდდი _ თავზე ეფერებოდა დედა.
- მორჩა, დავმშვიდდი _ გასწორდა და ცრემლები შეიმშრალა _ მე თვითონ გავუშვი და აღარ უნდა ვიდარდო _ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც სულ რამდენიმე დღე გასტანა. რამდენიმე დღის შემდეგ კი გურიკა ჩამოვიდა, საცოლესთან ერთად. რომ გაიგო გიჟს დაემსგავსა, სახლში ჩაიკეტა, სადმე რომ შემხვდეს საცოლესთან ერთად გავგიჟდებიო. მაგრამ რამდენ ხანს იჯდებოდა სახლში გამოკეტილი. ნანიკომ დაურეკა აუცილებლად უნდა გამოხვიდეო და ისიც წავიდა.

- ნანიკო _ თბილად ჩაეხუტა _ როგორ ხართ?
- ძალიან კარგად _ გაუღიმა _ მოდი, მოდი.
- დათი _ გადაკოცნა.
- დაჯექი, ლაშასაც ველოდებით და _ აუხსნა. ლაშაც მალე მოვიდა და ელენეს გვერდით მიუჩინეს ადგილი.
- ბავშვებო _ ღიმილით დაიწყო ნანიკომ _ ელე, შენ რომ არ ყოფილიყავი, დღეს მე და დათი ერთად არ ვიქნებოდით.
- ნანიკო კარგი რა, მერამდენე მადლობა უნდა მითხრა _ გაეცინა.
- მაცადე _ გააწყვეტინა _ მე და დათი რომ ერტად არ ვყოფილიყავით, არც ეს ამბავი გვექნებოდა _ ცქმუტვა დაიწყო.
- მოკლედ, ამას რომ უსიმოთ, დღეს არ დაამთავრებს _ გაეცინა დათის _ შვილი უნდა მოგვინათლოთ რა.
- რაა? _ სახე გაუბრწყინდა ელენეს _ არ არსებობს, რა მაგარია, გილოცავთ _ ორივეს ჩაეხუტა _ თქვენი ბედნიერება სრულყოფილი გახდება. ღმერთო, როგორ მიხარია ბავშვებო _ ემოციებით აივსო.
- მადლობა ელე _ გაუღიმეს.
- ახლა შენი ჯერია _ გაეღიმა ნანიკოს _ როდის ჩამოდის შენი გურიკა?
- ჩამოვიდა _ ამოისუნთქა.
- რაა? მერე? არ ნახე? _ კითხვები დააყარა ნანიკომ.
- ცოლი მოჰყავს _ გული ამოატანა სიტყვებს.
- რა თქვი? _ გაკვირვებული უყურებდა დათი.
- ქორწილის გამო ჩამოვიდა _ მალე ატირდებოდა.
- იცი რა ელე? მაგასაც სჭირდება ფსიქოლოგი _ გაუღიმა დათიმ _ აი შენნაირი ფსიქოლოგი, რომ მიახვედროს, ისევ შენ უყვარხარ.
- ან ვუყვარვარ, ან არა _ ამოიოხრა.
- ეე ეგეთი ლაპარაკი არ გვინდა ახლა, ერთი მე არ მიყვარდა ნანიკო და მეორე იმას შენ რა.
- არ ვიცი, კაი აღარ გვინდა რა ამ თემაზე, ისეთი მაგარი ამბავი გვითხარით, ამ ყველაფრით დღე არ უნდა ჩავიშხამო.

საღამო მშვენიერი გამოვიდა. ნანიკოს ორსულობა აღნიშნეს, იმხიარულეს, ცოტა დალიეს, ისაუბრეს. ღიმილით მოიგონეს სვანეთში გატარებული რამდენიმე დღე. წყვილს დაემშვიდობნენ და წამოვიდნენ. ლაშამ მიაცილა ელენე სადარბაზომდე, გადაკოცნა, მადლობა გადაუხადა და კიბეებზე ავიდა, ნაცნობი ხმა რომ მოესმა. ლიფტთან იდგა გურიკა და ლამაზ გოგონაზე ჰქონდა ხელი მოხვეული. როგორ უნდოდა არ დაენახა, მაგრამ შეამჩნია გურიკამ.

- ელე _ გაბრწყინებულმა დაუძახა და გოგონას ხელი მოაშორა.
- გური _ გაუღიმა და მისკენ წავიდა.
- როგორ ხარ? _ ჩაეხუტა და გადაკოცნა.
- არამიშავს გური, შენ როგორ ხარ? _ ვინ იცის, რის ფასად უჯდებოდა ახლა იქ დგომა.
- მეც არამიშავს ელე..
- ელიკო? _ თავს იკავებდა, ცრემლები რომ არ ჩადგომოდა თვალებში.
- ელიკო _ გაუღიმა _ ასე უფრო მოგწონს?
- უფრო მომწონს გური _ ამოისუნთქა.
- ელიკო _ გაეცინა _ გაიცანი, ჩემი საცოლე ელისო _ ელენეს გაეცინა.
- სასიამოვნოა ელისო _ სახელი გამოკვეთა და ხელი გაუწოდა გოგონას.
- ჩემთვისაც ელიკო _ გაუღიმა ელისომ.
- კარგი, წავალ მე, ბედნიერებას გისურვებთ _ ოდნავ გაუღიმა და კიბეებისკენ დაიძრა.
- ელიკო წამოსულიყავი ჩვენთან ერთად, რაღა ფეხით უნდა იარო.
- არა, ფეხით მირჩევნია _ სასწრაფოდ აირბინა ათი საფეხური და გაჩერდა. ელისო, ელისო, ელენეებს ვერ მოშორდა. ღმერთო, რა საშინელება იყო მათი ერთად ნახვა, მართლა კინაღამ ამოუხტა გული. თან ელე-ო, როგორ ეტკინა მისგან ელე. როგორ უცხოდ ჟღედა, თითქოს ვიღაც, უბრალო ნაცნობ მიმართა. ისე ჩაიხუტა, არავითარი ემოცია, არც ცხვირზე გაეთამაშა, არც თავზე აკოცა, არც თავისებურად გაუღიმა. ღრმად სუნთქავდა და გული უფრო უჩქარდებოდა. როგორ უნდოდა დაეყვირა და ერთიანად დაცლილიყო, მაგრამ ვერ იყვირა. კარგი გოგო იყო ელისო, ლამაზი, გურიკას შესაფერისი. თუ ბედნიერი იქნებოდა, ყოფილიყო. მაგრამ არა! არ შეეძლო, ასეთი კეთილსინდისიერიც არ იყო. როგორ უნდოდა ეს ქორწილი ჩაშლილიყო. იცოდა ბოროტობდა, თუმცა ახლა აღარც ეს აინტერესებდა, უბრალოდ უნდოდა ქორწილი ჩაშლილიყო. უნდოდა ვინმეს გამოეფხიზლებინა გურიკა, უნდოდა ვინმეს ჩაეყვირა ყურში, რომ ისევ ელიკო უყვარდა და ისიც დათანხმებოდა. რა საშინელება იყო, სრული საშინელება. სახლამდე ისე მივიდა, ვერც გაიგო კიბეები როგორ აიარა.

დილა ისევ საშინელი იყო, იმიტომ, რომ კაკუნმა გააღვიძა.
იმიტომ, რომ თვითონ გააღო.
იმიტომ, რომ გურიკა აკაკუნებდა.
იმიტომ, რომ ძველებურად აღარ უღიმოდა.
იმიტომ, რომ არც დილა მშვიდობისა უსურვა და არც მოიკითხა.
იმიტომ, რომ უბრალოდ ელენეს დედა იკითხა.
იმიტომ, რომ მერე, ისე, სასხვათაშორისოდ უთხრა ამოგვიარეო.

ქორწილის დღე თანდათან ახლოვდებოდა, ელენეც თანდათან უფრო დეპრესიული ხდებოდა. ვერ იტანდა გურიკასგან უბრალო დამოკიდებულებას, არ შეეძლო. უფრო ხშირად დადიოდა დათისთან და ნანიკოსთან. ისინი ახალისებდნენ, ყურადღებას აფანტინებდნენ და მხოლოდ მათთან არ ფიქრობდა გურიკაზე. სანამ ერთ დღეს, დათიმ საინტერესო იდეა არ შესთავაზა. ჯერ ბევრს უარობდა, რა სისულელეაო, მაგრამ რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, ამ დასკვნამდეც მივიდა. გურიკას ცივი გამარჯობა უკვე ყოვლად აუტანელი ხდებოდა, მაშინ როცა თვითონ თბილად ესალმებოდა. დათანხმდა დათის, თან ცოტა შეშინებული იყო, ცოტა აღფრთოვანებული, ცოტას ცქმუტავდა, ცოტას ნერვიულობდა. საბოლოოდ კი, ქორწილამდე სამი დღით ადრე ასე მოხდა:

- ჩემი ძმა ერთი წუთი რა, შეიძლება? _ დაუძახა დათიმ.
- კი, შეიძლება.
- დაჯექი რა _ მანქანისკენ ანიშნა. ისიც დაჰყვა მის ნებას და მანქანაში ჩაჯდა.
- აბა რა ხდება?
- რაღაც უნდა გავარკვიოთ რა _ მშვიდად ესაუბრებოდა დათი და მანქანა დაძრა.
- ვიცნობთ ერთმანეთს? _ დაბნეული იყო.
- შეიძლება ასეც ითქვას, მალე გაიგებ რა _ გაუღიმა _ ნუ დაიძაბები, სამშვიდობოდ მივდივართ.
- კარგი _ დაელოდა სად მივიდოდნენ. გზიდან გადაუხვიეს, ბევრი იარეს ხან იქით, ხან აქეთ და ბოლოს, ერთ პატარა კოტეჯთან მივიდნენ.
- აი იმ კოტეჯში შედი, მანქანას დავაყენებ და ახლავე მოვალ _ გაუღიმა. მშვიდი ნაბიჯებით გადავიდა და შევიდა. იქ შესულს ელენე დახვდა, დივანზე იჯდა, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და მონოტონურად აქანავებდა.
- ელე? აქ რა გინდა? _ გაუკვირდა.
- ელიკო გური, ე-ლი-კო _ შეუსწორა.
- ხო, ელიკო, აქ რა გინდა?
- დაჯექი და გაიგებ _ გაუღიმა და სავარძლისკენ ანიშნა. როგორც კი გურიკა სავარძელში მოთავსდა, ელენემ კარები გადაკეტა. _ ყავას დალევ გური? _ ისე ჰკითხა, ვითომც აქ არაფერიო.
- არაფერს ამიხსნი? _ გაურკვევლობას ვეღარ იტანდა.
- აგიხსნი, ოღონდ პანიკები და კივილები არ იყოს რა _ თან ეცინებოდა.
- ელენე, სერიოზულად _ უკვე ბრაზდებოდა.
- მოგიტაცე _ სრულიად სერიოზულად ჩაილაპარაკა.
- რაა? _ ჯერ გაეცინა.
- მოგიტაცე გური.
- მეხუმრება ახლა მე? სამ დღეში ქორწილი მაქვს.
- ხოდა, ზუსტად იმიტომ, რომ ეგ ქორწილი აღარ იყოს, მოგიტაცე _ მხრები აიჩეჩა.
- ელენე! _ ტონს აუწია.
- რა გინდა? არ მოგწონვარ? კარგი ცოლი ვიქნები, შენც კარგი ქმარი იქნები _ ისე უხსნიდა, თითქოს ცოლ-ქმრობანას თამაშობდნენ.
- ელენე-მეთქი.
- გური, იმ გოგოს ვერ მივცემდი უფლებას, რომ შენი თავი წაერთმია რა _ დასერიოზულდა და წინ ჩამოუჯდა.
- ძალიან ხომ არ დაგიგვიანდა? _ გაღიმება უნდოდა.
- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს _ გაუცინა.
- მოდი მშვიდად მომეცი გასაღები ხო? _ ხელი გაუწოდა _ სანამ ძალით წაგართვი.
- არ წამართმევ, იმიტომ , რომ შენც გინდა აქ, იმიტომ, რომ ახლა საოცრად კმაყოფილი ხარ იმით, რაც ხდება _ კმაყოფილმა გაუღიმა.
- რატომ ხარ დარწმუნებული?
- იმიტომ, რომ იმ ლამაზ გოგოს ელისო ჰქვია, ელიკოს ეძახი ხოლმე? _ ინტერესით დაეკითხა.
- ელიკოს არავის ვუძახი _ გადაჭრით თქვა.
- ზუსტად ამის მოსმენა მინდოდა გური _ სახელი მკაფიოდ თქვა _ არც მე ვეძახი გურის არავის.
- ამით რისი თქმა გინდა?
- იმის, რომ ვერც შენს გულში დაიკავა ელიკოს ადგილი ვინმემ და ვერც ჩემს გულში გურის ადგილი _ ხელებით უხსნიდა.
- გეყოფა კარგი? _ გაუღიმა _ წავედით აქედან.
- რა მშვიდი მოტაცებული ხარ, ან იყვირე, ან გამლანძღე, მე რომ მოვეტაცე ვინმეს, თავზე დავამხობდი ყველაფერს.
- და თუ წინააღმდეგი არ იქნებოდი? _ ღიმილი ეპარებოდა გურიკას.
- მაშინ ისე, მაინც მოტაცებაა-მეთქი ვიფიქრებდი და ცოტას ვიწუწუნებდი _ მხრები აიჩეჩა.
- შეგიძლია თვალი გადაავლო ჩვენს საუბარს? _ უკვე გაუცინა.
- კი, ახლავე _ მხიარულად დაიწყო და უცებ გაჩუმდა _ არ იყვირე, არ გამლანძღე, ცოტა წინააღმდეგობა გამიწიე _ ნერწყვი ჩაყლაპა _ გური _ სახე გაუნათდა.
- რაო ელიკო? _ გაუცინა.
- გური, გური, გური _ ტახტიდან პირდაპირ გურიკას კალთაში აღმოჩნდა, მთელი ძალით ჩაეკრა გულში და თან გური-გურის ძახილს არ წყვეტდა.
- კარგი, დამშვიდდი ახლა _ გაუღიმა.
- ჩემი გური, ჩემი გურიკა, მარტო ჩემი, მარტო _ აღარ წყნარდებოდა და კიდევ დიდ ხანს ვერ დაწყნარდებოდა საკუთარ ტუჩებზე გურიკას ტუჩები რომ არ ეგრძნო...

____________
ესეც დასასრული., ძალიან, ძალიან დიდი ბოდიში თუ რამე დააკლდა, თუ ემოცია თქვენამდე ვერ მოვიტანე, თუ თვლით რომ არასწორია დასასრული და ა.შ. დანარჩენს თქვენს ფანტაზიას მივანდობ, რაც მთავარია ჩემი სურვილი ავასრულე, დავწერე ის, რაც მინდოდა ყოფილიყო. ბოლოში შეიძლება დაგაკლდეთ, როგორ აუხსნის ელისოს ამ ყველაფერს, როგორ გაიგებს ოჯახი და ა.შ. უბრალოდ ეს თავი არ დავამძიმე მსგავსი სისულელეებით. ჩემი აზრით ამათთან შედარებით ოჯახის რეაქციები და ახსნები უკვე სისულელეა.. მაინც, მთავარი სიტყვა თქვენზეა..
მეტს ფიზიკურად ვეღარ დავწერდი, ხვალ ქალაქიდან გავდივარ.. მეტი ემოცია ვერ ჩავდე, იმიტომ რომ ახლა მე თვითონაც ძალიან ემოციურად ვარ განწყობილი და არ გამომივიდოდა სხვანაირად..
მოკლედ, ძალიიან ბევრი ვილაპარაკე, ძალიან დიდი მადლობა თქვენ თითოეული თავისთვის, თითოეული კომენტარისთვის, თითოეული ჩემი ღიმილისთვის. იცოდეთ, რომ თქვენ ხართ ჩემო მოტივატორები და თქვენ გარეშე, უბრალოდ დაცარიელებული ვარ. თქვენ გარეშე, ის მუხტი არ მაქვს, რაც თქვენთან ერთად. ძალიან მიყვარხართ შოკოლადებო...
ველი შეფასებებს..



№1 სტუმარი …………

ou moulodneli iyo ;d mtavaria kargia :3 <3

 


№2  offline წევრი სპენსერი

ჰა?
რა იყო ეს?
არ გეკადრება შენ ასეთი დაუსრულებელი დასასრული -.- პირველად არ მომეწონა ასეთი დასასრულით,იქნებ მეორე თავიც დაწერო?იფიქრე მაგაზე რა love

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ტკბილი იყო...
მართალია უფრო მეტიც შეიძლებოდ, მაგრამ ეს მოტაცების ამბავი ჩემთვის იყო ყველაზე მაგარი.'წარმატებები ჩემო კარგო, ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდი

 


№4 სტუმარი nini

Megobrebo shegidzliat damexmarot? Saitze davregistrirdi davde chanaxati daa chanaxatic gaqra da mec vegar shemovdivar da rato ?

 


№5  offline წევრი მოიისფრო

ხომ ვთქვი, რომ ბანალურობასთან არაფერი გესაქმება.
ჰოდა ასეა!

ყოჩაღი ხარ!

 


№6  offline მოდერი მარრიამი

ბავშვებოო უღრმეს მადლობა ყველას <3

 


№7  offline წევრი Kokakola

Madloba ro eliso da dati ertad ar datove, bravo dzalian momewona

 


№8  offline მოდერი Kira

ახლახანს აღმოვაჩინე რომ ბოლო თავზე ჩემი კომენტარი არ იყო.. კარგი იყო საინტერესო მაგრამ თავიდანვე ხომ ვთქვი გული ცუს მიგრძნობსთქო მე ის ორი მინდოდა ერთად(არ შეიმჩნიო ყველა ისტორიაში ისეთი წყვილი მომწონს რომეიც ან იქნება ან არა ერთად) თბილო და ტკბილო.. იმედია მალე ახალი ისტორიით დაგვიბრუნდები love love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№9 სტუმარი sofo

რატომ ვერ შეDიხარ

მე მომეწონა ძალიან მომეწონა ეს და ბოლომდე არ წამიკითხავს და დანარჩეს ხვალ გავარგძელეფ
პასუხს ველოდები ვინმემ მომწერეთ რამე დიდი მადლობა ამ წაკით ხვისთვის ჩემო კარგო მეგობრებო სოფიო ნოღაიდელი პასუხს ველოდები ვინმემ მიპასუხეთ რა

ვა რამაგარია მე მოგიყვებით ერთ ლექს და მიპასუხეფთ
მე პატარა გოგო ვარ გამოვდივარ სენაზე რადროს ჩემი ლექსებია პატარავარ ყველაზე
მე სოფოს დავარ

 


№10  offline წევრი tamtu

Chemi tkbili shokoladiiii. Gemrieli ikooo magram patara. Shensgan did istoriebs var michveuliii. Mixaria rom xar aseti tbili da tkbiliiii. Male dagvibrundiiii gemrielooo♡♥♡♥♡♥♡♥

 


№11  offline მოდერი მარრიამი

მადლობა ჩემო ტკბილებო <3

 


№12  offline წევრი KokoJinjer

Rogor momwons esmotxroba <3

 


№13  offline მოდერი მარრიამი

KokoJinjer
Rogor momwons esmotxroba <3

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent