შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

M.I (თავი მეთერთმეტე)


28-07-2016, 23:33
ავტორი სატი
ნანახია 2 458

მათ უკან კატო იდგა, ორივეს გაღიმებული უყურებდა. მარი გაოცებული იყო მისი თავხედობისგან ირაკლი კი ისევ ისე იდგა თითქოს არ გაკვირვებია მასთან შეხვედრა.
-მარი ვიცი რომ ჩემ გამო ირაკლისთან ცუდი ურთიერთობა გქონდა არ მინდა ჩემზე რამე ცუდი იფიქრო ვინაიდან ქობულეთში ერთად მივდივართ.(კატო)
-ირაკლი... კატო... მოდის?
-ხო. მე საბას ვუთხარი რო უნდა წამომეყვანე და დღეს გავიგე რო მოდიხარ ალბათ საბამ დაპატიჟა.
-ეხლა გამახსენდა მემგონი მაღაზიაში მივყვებოდი ნუცას.
-ხო, მარი წამოეთრიე.
ირაკლიმ მარის ხელი ჩაავლო.კატოს არ ესიამოვნა ეს საქციელი რადგან, ირაკლი არ ექცეოდა ესე მას და როცა მიდიოდა არ აჩერებდა.
-არ მიდიხარ.
-ირაკლი დაჩი მომკლავს მაღაზიაში რო არ წავყვე ნუცას, ფეხი ტკივა და მძიმეს ვერ დაათრევს.
-მეც წამოვალ, ნახვამდის კატო.
მარი, ნუცა და ირაკლი წავიდნენ. გზაში ნუცას უყურებდა მარი რადგან მაღაზიაში არ მიდიოდნენ და არც ფული ქონდათ თან. ამ დროს საბა შეხვდათ და ორივემ შვებით ამოისუნთქა.
-პრივეტ, საით?
-მაღაზიაში მივყვები ამათ.
მარიმ გადახედა საბას და თვალებით ანიშნა რომ არ აპირებდნენ არსად წასვლას, საბას გაეცინა და ირაკლის შეხედა რომელიც ხელს არ უშვებდა მარის.
-იკა, წამო კოტესთან ავდივართ თან ტრეზორას დავურეკოთ.
-კაი-ირაკლიმ აკოცა მარის და ხელი გაუშვა.
მარი და ნუცა სახლში დაბრუნდნენ. დაჩი მისაღებში იჯდა და ეწეოდა.
-ველაპარაკე რეზის, 1დღე ჩახვალთ ღამე იქ დარჩებით, სახლი დიდია და კიდე ვიღაც 2 ბიჭი ჩადის თუ გინდა სასტუმროში ნომერს დაგიბრონავ ფული ბევრი გვაქვს.
-არ მინდა, იქ ნუცას შეყვარებული იქნება.
-ოუ, ესე არ წავა. ნუცამ თავის მშობლებს ჰკითხოს როგორ გაუშვებენ არ ვიცი.
-იციან, ლევანიმ იცის.
ლევანი ნუცას ძმა არის, ის 22წლისაა.
-კარგი მარშუტკით მიდიხართ, ერთ საათში ჩაალაგეთ. აჰა ფული.-დაჩიმ მარის 3 ასლარიანი მიცა.
ნუცა და მარი ავიდნენ ოთახში, მარის ერთი სული ჰქონდა როდის ჩავიდოდნენ ქობულეთში რომ ირაკლისთან მეტი დრო გაეტარებინა, მარი არ იყო იმ გოგოებისნაირი რომლებიც შეყვარებულთან ერთად რომანტიკულ თავგადასავლებს ეძებენ. უბრალოდ უნდოდა დარწმუნებული ყოფილიყო რომ კატო არ იქნებოდა ირაკლისთან ერთად. როგორც იქნა ჩაალაგეს ტანსაცმელი და ჩაჯდნენ მარშუტკაში სადაც საბა, ირაკლი და კატო ელოდებოდათ. კატო იჯდა ირაკლის გვერდით მარი მათ წინ დაჯდა, ირაკლი ადგა და მარისთან დაიკავა ადგილი. მარის თავი ფანჯრისკენ ქონდა მიბრუნებული რადგან ძლივს მალავდა რო უნდოდა კატოს დახრჩობა. ირაკლიმ თავი მოაბრუნებინა და აკოცა მერე თვალებში ჩახედა.
-ყველაფერს ვხედავ(ირაკლი)
-ვერაფერსაც ვერ ხედავ(მარი)
-ჩილიმი გვაქ მე და ნუცას(მარი)
-კაია. იქ მე მოგივლი გააკათებ ყველაფერს რასაც ვიტყვი.
-არა. შენ გააკეთებ ყველაფერს რასაც მე ვიტყვი.
-არა.
-კარგი მონეტას ავაგდებ ფულის მხარე ჩემია მეორე შენი.
მარიმ ამოიღო ფული, ააგდო ზემოთ და რო დაიჭირა აღმოაჩინა რომ ირაკლიმ მოიგო.
-აჰჰააა, მე მოვიგე.
-მერე რა, რა უნდა თქვა ისეთი რო ვერ ავიტანო, ფფტ.
-საიდან მოიტანე... უბრალოდ ვერ ვიტან როცა მეწინააღმდეგები.
-არ გეწინააღმდეგები.
-აბა ეხლა რას აკეთებ.
-მე...
ირაკლიმ არ დააცადა და აკოცა რომ გაეჩუმებინა.
-მეზიზღები(მარი)
-გიყვარვარ.
-ბანალურობის პიკი ხარ.
-შენ სიჯიუტის და ნუღა მეწინააღმდეგები, ჩუ! ხმა. დაიძინე გზა დიდია.
მარის ხმა აღარ ამოუღია მაგრამ თავისთვის მაინც წაიბუტბუტა რაღაც საპასუხოდ და გაჩუმდა. გზა მართლაც დიდი იყო, როცა ყველამ მოწევა დაიწყო მარშუტკაში სულ სიგარეტის სუნი დადგა. უახლოეს გაჩერებაზე ბავშვები ჩამოვიდნენ და ღამის მატარებლით წავიდნენ მცხეთიდან. მარი და ნუცა ერთ კუპეში იყვნენ დანარჩენები ერთად მარის და ნუცას კუპეში ერთი ბიჭი იყო. ლუკა ერქვა მათი ასაკის იყო, სიმპატიური, მაღალი, ბრუნეტი, ქართველს ნაკლებად წააგავდა. ირაკლისთვის არ უთქვამს მარის, რომ არ გაეგო რამე ან არ ეეჭვა ჩაკეტეს კუპის კარი ვითომ ეძინათ.
-ლუკა მომაწევინე(მარი)
ლუკამ ქემელის კოლოფიდან ამოაცურა ერთი ღერი, სანთებელასთან ერთად გადასცა მარის. მოუკიდა და დაიწყო მოწევა. ლუკას მეორე სართულზე ქონდა გაშლილი საწოლი, მარისაც მხოლოდ ნუცა იყო მის ქვემოთ. ამ დროს კარზე კაკუნი გაიგო, მარის ირაკლი ეგონა ამიტომ ლუკას ბალიში ესროლა და უთხრა დაიმალეო ამ დროს მოხუცი ქალბატონი იყო. გაუღეს კარი და შემოვიდა.
-გამარჯობათ ბავშვებო, 15 საწოლი სად არი?
-აი ქვევით.
მოხუცი ჩამოჯდა საწოლზე.
-ეჰ, ჩვენ დროში ახალგაზრდობას სულ დასვენებისკენ აქვს მიდრეკილება, თქვენც მაგიტომ მიდიხართ ხომ ქობულეთში?
-დიახ-ლუკას გაეცინა
-ჩამოი ბებო ქვემოთ შეგხედოთ თქვენცა. ბოლო ბოლო ერთ კუპეში ვიქნებით ღამე და ვაი სიგარეტი არ დამანახოთ კაცო. უი უი, ეს თაობა დაღუპულია.
-ქალბატონო თქვენი სახელი?-ნუცამ წარბები შეკრა და მოხუცს გადახედა
-მარიანა, გენაცვალე 65წლის ვარ არც ისეთი მოხუცი, ზესტაფონიდან მივდივარ ჩემი დიდი ბებიის ძმის შვილიშვილებთან.
-ქალბატონო მარო, ეს ბიჭი ლუკა დაღლილია და სიჩუმე ჭირდება 4შვილი ყავს სახლში და ჯერ 26წლის არის, ამიტომ გეხვეწებით ზედმეტი კითხვების გარეშე დაიძინეთ.
-უი,უი... ჩემ დროს....
მთელი გზა მოხუცი უყვებოდა ახალგაზრდობის ამბებს. ბავშვებმა ბოლოს იმით გააჩუმეს რომ გადაბრუნდნენ და დაიძინეს,დილას კარზე კაკუნმა გააღვიძა ირაკლი იყო.
-მარ, ადექით.
ხმა არ ისმოდა იმდენად ღრმად ეძინათ ბავშვებს.
-მარი! ნუცა!
-ხო გავიგეთ-ნუცა წამოდგა აიღო საბანი და ჯერ ლუკას ესროლა მერე მარის.
-ადექით, ქობულეთში ვართ.
-ხოო.-ლუკა და მარიც ადგნენ.
ყველა ადგა და ჩაიცვეს როცა კუპის კარი გაიღო და ლუკა დაინახა ირაკლიმ თვალები სიბრაზით აენთო.
-ეს ვინ არის
-მარიანა ბებოს შვილიშვილია ლუკა.
-აა, რატო გეძინა, მე მეგონა ათენებდით.
-მარიანა ბებო ვერ იტანს სიგარეტის სუნს და მთელი ღამე თავისი ახალგაზრდობის ამბებს გვიყვებოდა და არ გაჩერდა ამიტომ დავიძინეთ.
ბავშვები ჩავიდნენ მარშუტკიდან და სახლში მივიდნენ. მარი მარტო მოხვდა ოთახში, ნუცა და კატო ერთად, საბა და იკა ერთად. ყველას ეძინა მარის ლუკას ნომერი ქონდა ჩაწერილი და ფიქრობდა დაერეკა,რადგან ვერაფრით ერთობოდა ამ დროს შევიდა ნუცა.
-კატოს ძინავს, ჩილიმი მოვიტანე.
-ძაან კაი, მალე მომაწევინე სიგარეტი არ მაქ.
გოგოებმა მოწევა დაიწყეს და მალე მთელ ოთახში სუნი იდგა, მარიმ აივანი გააღო რო ოთახი გაენიავებინა.
-წამო რა ზღვაზე გავიდეთ.
-დანარჩენები?
-ყველას ძინავს თან ტრეზორა და რეზი აქ არ არიან ისედაც არ გვინახავს და ალბათ ზღვაზე იქნებიან.
ზუსტად ამ დროს შემოვიდა ტრეზორა. მივიდა და ჩაეხუტა მარის.
-რას შვებით
-რავი წასვლას ვაპირებთ ზღვაზე.
-რამე ჭამეთ?
-კი, ხაჭაპურები. ერთი წუთი ირაკლისთან გავალ და თუ ღვიძავს ეგეც წამოვა ზღვაზე.
მარი შევიდა ირაკლისთან, ირაკლის ეძინა და კატო რაღაცას ეძებდა კარადაში.
-აქ რას აკეთებ.
კატო მარის დაძახებაზე შეხტა.



№1  offline წევრი isterichka123

კაია გააგრდზელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent