შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევა (თავი 1)


29-07-2016, 03:34
ავტორი Niad13
ნანახია 1 577

კივილი მახსოვს,ჩემი განწირული კივილი და სასწრაფო დახმარების სირენების გაბმული ხმა.შიში,ისტერიკა და სრული აგონია.არაფერი მკვეთრი.მხოლოდ ბურუსი და გაურკვევლობა.გაუგებარი ბგერები,რომლებიც თითქოს შორიდან ჩამესმოდა.ამ ამბის შემდეგ მთელმა ჩემმა ოჯახმა და მათ შორის მეც მოსვენება დავკარგეთ.იყო ბევრი მითქმა-მოთქმა,ბევრი ჭორი თუ სიმართლე,მაგრამ რეალობას არაფერი ცვლიდა.რეალობას,რომელსაც მე შევეჯახე.ის დიდი,ქვის გალავანივით იყო აღმართული ჩემს გარშემო და გაქცევის საშუალებას არ მაძლევდა.ყველაზე მეტად კი მაინც ალექსანდრე მაღელვებდა.სად იყო?რატომ არ მოდიოდა?იქნებ მოვიდა მაგრამ დააგვიანდა?!ეს მონაკვეთი ფირივითაა,რომელიც დიდი ხნის წინ ნანახი ფილმიდან ამოჭრეს.თან გახსოვს და თან ვერც იხსენებ ბოლომდე.თითქოს შენმა გონებამ ეს ყველაფერი აისხლიტა და არ გაძლევს უფლებას მოგონებებს ჩაებღაოჭო.ამ ამბამდე კი ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო.სწორედ ეს იდეალიზმი მაშინებდა მთელი ცხოვრების მანძილზე და როგორც აღმოჩნდა არ ყოფილა ჩემი შიში უსაფუძვლო,არც სულელური როგორც მას ალექსანდრე უწოდებდა.
ალექსანდრე დევდარიანი რომ გავიცანი ჩვიდმეტი წლისვიყავი.იმ დღეს მაკოსთან ვრჩებოდი.საღამოს მისმა ძმამ,უტა ამილახვარმა თავისი ძმაკაცები ამოიყვანა სახლში.სწორედ მაშინ გავიცანი ალექსანდრე.ბიჭები დილის ოთხ საათზე წავიდნენ.მე მეძინებოდა,ცოტაც დავიღალე,ამიტომ გამოფხიზლების მიზნით აივანზე გასვლა გადავწყვიტე.იქ მაღალი,გამხდარი,ოდნავ მოხრილი,კარგი აღნაგობის შავგვრემანი ბიჭი დამხვდა,რომელიც აივნის მოაჯირს იდაყვებით დაყრდნობოდა და ისე ეწეოდა.კარის ხმაზე შემობრუნდა და გამიღიმა.მეც ღიმილითვე ვუპასუხე და მის გვერდით დავიკავე ადგილი.
-დაიღალე?-ორაზროვნად მკითხა მან და მოწევა გააგრძელა.
-ჰო-მოუროდებლად ვუპასუხე მეც და ჩემივე პირდაპირობაზაზე გამეცინა.
-ნინანო არა?-მოილოდნელად მკითხა მან და ისე რომ ჩემს პასუხს არც კი დალოდებია თავადვე დაამატა-ლამაზი სახელია ნინო.
-ნინანო!-შევუსწორე გაბრაზებულმა.
-ჰო,ნინანო-ხელები ასწია შავგვრემანმა და მთვრალი მზერა მომაბყრო.-ალექსანდრე-დაამატა ბოლოს.
-ვიცი,უტამ უკვე ყველას სახელი მითხრა-მხიარულად ვუპასუხე მეც.მას პასუხად მდხოლოდ ჩაეცინა.
-მაგრად მევასება ღამით თბილისის ყურება,სოლოლაკოდან მითუმეტეს,კარგად ჩანს-ცოტახანში დაამატა თავისთვის.
-ლამაზია-უხალისოდ ვუთხარი მე და ლამპიონებით განათებულ თბილისს გადავხედე,რომელიც ამ დაღლილობის და უაზრო დოალოგის ფონზე სიმპათიურ ბიჭთან,საკმაოდ ლამაზი მეჩვენა.
-შენც ლამაზი ხარ-მითხრა სრული სერიოზულობით ფიქრებში გართულს.მე ძალიან დავიბენი და "მადლობის" ამოლუღლუღება ძლივს მოვახერხე.
ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ ალექსანდრემ პირველად მითხრა "მომავალი ხარო" და არც ერთი დღე არ ყოფილა მის მომავალაში ჩემს გარეშე.



№1  offline წევრი Athena

Magaria dzalian <3 shemdegi tavi ufro didi iyos ra...

 


№2  offline წევრი Niad13

თეთრი შოკოლადი^^
კარგი დასაწყისია<3 განაგრძე , მაგრამ ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე. წარმატებები^^ <3

ძალიან დიდი მადლობა❤

Athena
Magaria dzalian <3 shemdegi tavi ufro didi iyos ra...

დიდი მადლობა❤და ვეცდები რომ უფრო დიდი თავები დავდო❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent