შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხორბლისფერი თითები


29-07-2016, 12:26
ავტორი luza
ნანახია 2 051

ხორბლისფერ თითებს ყოველთვის ყველაფერი შეეძლოთ. ამოდიოდნენ დილით თუ ღამით, მზის თუ მთვარის ნაცვლად და სულ სხვა ფერს სძენდნენ ჩემს ცას.
მიყვარდა ისინი, რაღაც სხვა დატვირთვა ჰქონდათ.შენი სული იყო მათში. შუადღის მოლაპლაპე ზღვასავით ლიცლიცა და სხივებს შორის გამთბარი და თან ნოტიო. მათი შეხება მთელ სიცოცხლედ მიღირდა. ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც მგონია რომ ისინი მაცოცხლებენ. მჭიდროდ ჩაბღაუჭებულნი და უსაშველოდ თბილი ხორბლისფერი თითები.
გახსოვს პირველად რომ შემეხე? გამაკანკალა მე სულელს, შენმა სიმხურვალებ დამიარა და გადამრია. ტუჩის კუთხე უცნაურად ჩაგეხსნა, იქნებ დამცინე კიდეც. მაგრამ ჩემთვის რა იყო იცი? მეგონა ცოცხლად დამარხული უცებ ისევ აღვსდექი და სამყარო ჩემად მეგულებოდა. შენი თითების შეხებამ გამომაყარა და დამრჩა ასე მოუშორებელი. იქნებ და მომწამლე კიდეც, იქნებ სამუდამოდ დამასვი დაღი. იქნებ არასდროს მომირჩეს ეს იარები. მერე რაღა ვქნა, ვინ გადამარჩენს ამ ციებისგან. ან იქნებ დაბრუნდე შენ.
...
და მეც უკვე ასე მეასედ ვებღაუჭები ამ გაცვეთილ ხავსს, იმედით სავსე და მაინც უიმედო გავცქერი გზას რომლებსაც თელავ ყოველ დღე და მსურს გიხილო რომელიმე კუთხეში, ლამპიონს ამოფარებული ჩუმად რომ მიყურებ და ვერ ბედავ მოახლოებას დანაშაულის გრძნობით სავსე. მაშინ გაგცემენ ეს ხორბლისფერები კანკალი რომ აიტანს მათ და მე დაგიჯერებ , არა მათ დავუჯერებ რომ ისევ გახსოვარ შენ.
წუხელ ისევ გაგიხსენე, მთვრალი ვიყავი ალბათ . ისე მომინდი და ისე მომწყურდი ლამის დამახრჩო სადღაც გულსა და ფილტვებს შორის გაჩხერილმა დარდმა. შენი შეხება მშიოდა მე შლეგს. შენი თითები მჭირდებოდა აქედან გასაქცევად. და მაინც არ იქნება ისე არასდროს და არავისთან როგორც იყო შენთან...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent