შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის შეთქმულება


29-07-2016, 12:44
ავტორი sopiko
ნანახია 2 991

პ რ ო ლ ო გ ი
ამბობენ, წყვდიადი ბოროტების მეგობარიაო, მაგრამ წყვდიადმა რა დააშავა, თუ ბოროტება შეეკედლა მას... ის ნელ-ნელა ქსოვს აბლაბუდას და სინათლეს აღარ უშვებს შიგნით, სურს სამარადისო გახადოს სიბნელე, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება ხსნა... გამოჩნდება სინათლე და... მზეც გამოანათებს!

-1-
~კოსტა~
-ფუჰ შენი!-მანქანიდან გადმოვდივარ, მაგრამ მის დასაკეტად ჯიბიდან გასაღებს არ ვიღებ. რა აზრი აქვს, მაინც ვერავინ დაძრავს ადგილიდან. ძრავამ დამაღალატა. ამ ჯაბახანას გამოცვლის დროც მოვიდა, მაგრამ ეფის გარეშე... არა, იმ ამბის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება. ელემენტალური რაღაცაც კი, რადგან მე ის სიცარიელეც კი შემიყვარდა უკვე, რაც საყვარელმა ქალმა დამიტოვა ერთი წლის წინ, თუმცა... ან ამაზე რატომ ვფიქრობ. მე ხომ უკვე განვიცადე დასასრული. ამ განცდის გახანგრძლივების მიზეზს კი ვერ ვხედავ. ის ყრუდ, მაგრამ ყოველთვის იარსებებს ჩემში, ეს ტკივილი კი ისეთი გაუსაძლისია, ვერაფერს რომ ვერ შეადარებ.
გზას მივუყვები და ერთხელაც კი არ მერევა ფეხი. ისე მივაბიჯებ, თითქოს დღე იყოს და სულაც არ მიჭირდეს იმის დანახვა, თუ რა არის ჩემ წინ ან რა რჩება უკან. ბნელა. ღამეა. მივდივარ უმისამართოდ, მაგრამ რაღაცას აუცილებლად მივადგები. არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება ეს. მთავარია, რომ ეს გზა უსასრულო არაა.
მივდივარ და მთვარეც მომყვება. მინდა უკან ჩამოვიტოვო, მაგრამ ის ჩემს ჯინაზე არ მტოვებს. ნაბიჯს ვუჩქარებ და ისიც იმავე სიჩქარით მეკიდება. ეს ნაბი*ვარი.
წინ რაღაც მოჩანს. მგონი სახლია, მაგრამ არა ჩვეულებრივი. მის სიმაღლეს თუ დავაკვირდებით, კორპუსს ჰგავს, მაგრამ ამ მიყრუებულ სოფელში მას რა უნდა. მივალ და დავინახავ, რაცაა. ამ ღამით მისი სტუმარი ვიქნები, უნდა თუ არა ეს. ხვალ კი რაიმეს მოვახერხებ.
ხის სახლია, მაგრამ ასე სამი სართული მაინც იქნება. კარებზე ვაკაკუნებ და ნელ-ნელა ბრახუნს ვუმატებ. შიგნით შუქი ანთია, ესე იგი ვიღაც იქაა. შეიძლება მანიაკიც ვგონივარ. ამ რაიონში არაფერია გამოსარიცხი. დანებებას არ ვაპირებ. მუშტებს კარს ვუშენ და ისიც ჭრიალით იღება. ნუთუ ისეთი სუსტი საკეტი იყო? არა, აშკარად კარები ვიღაცამ გააღო. ჩხაკუნის ხმა კი იმიტომ ვერ გავიგე, რომ ვაბრახუნებდი. ხო, აი, შესასვლელთან ვიღაც დგას. შეშინებული მიყურებს. მინდა ვუთხრა, რომ არაფერს დავუშავებ, მაგრამ მგონი ამით უფრო დავაფრთხობ.
-მობრძანდით.-არც მეკითხება, თუ ვინ ვარ და უკან იხევს. ნათურა სულ ოდნავ ბჟუტავს საშუალო ზომის ოთახში. მძიმე ნაბიჯებით შევდივარ სახლში და კარიც ჩემ უკან იხურება.
-დაბრძანდით.-ქალი სკამზე მიმითითებს. ვჯდები და ნათურას ვაკვირდები, რომელსაც ქინქლები შემოხვევია. მათი მიზეზით ოთახი უფრო ჩაბნელებულია. ამ სახლში საშინელი აურაა. ჭერზე აბლაბუდები, მაგიდის ქვეშიდან ობობაც გამომყურებს. მიკვირს, მის შემჩნევას როგორ ვახერხებ მაშინ, როცა დაბალ სინათლეზე ვწუწუნებ გონებაში. სამაგიეროდ მტვრის ერთ მოლეკულას ვერ იპოვი მაგიდის ზედაპირზე, ვერც ფანჯრის რაფაზე. ქალი დაბალია. ალბათ ამიტომაც ვერ წვდება ჭერს. ნეტავ, სახლში მარტო ცხოვრობს? მაშ, რატომ გამიღო კარი? არ მინდა იმაზე ვიფიქრო, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალია. ქალების ამ ჯგუფს ეფის გაუჩინარების შემდეგ არ გავკარებივარ. ისინი მუდამ მაღიზიანებდნენ და მას შემდეგ ხომ საერთოდ... ისინი ცოცხლები იყვნენ, საღსალამათები, ყველას შეეძლო მათი ნახვა, ჩემი ეფი კი ვინ იცის, სად იყო... ვინ იცის, როგორ იყო და ვინ იცის, როგორ ვენატრებოდი.
-თქვენ არაფერს დამიშავებთ, ხო?-კარებთან ატუზული მეკითხება ქალი. მე თავს ვაქნევ. დაძაბულობა ეხსნება. მხრები დაბლა უვარდება და მიახლოვდება.
-აქ როგორ აღმოჩნდით?
-მანქანა გამიფუჭდა და თუ ამ ღამის აქ გათევის უფლებას მომცემ, მადლობელი ვიქნები.-გულწრფელად ვპასუხობ და ეს გულწრფელობაც კი გულს მირევს, რადგან ეფის ბევრ რამეს ვატყუებდი. ახლა ძალიან ვნანობ, მაგრამ რაღა დროსია. იქნებ ის ხვდებოდა... ხვდებოდა, როგორ ვხვევდი ათასგვარ სიცრუეში და ეს ძალიან წყინდა. შეიძლება ღამღამობით ტიროდა კიდეც, მე კი მშვიდად მეძინა. ეს როგორ? მე ხომ მიყვარდა ყველასა და ყველაფერზე მეტად? როგორ შეიძლება გიყვარდეს და ვერ გრძნობდე მის ტკივილს? არ გესმოდეს ის, თუ როგორ სლუკუნებს ბალიშში თავჩარგული? ვერ ხედავდე მის ჩასიებულ თვალებს და ნაძალადევ ღიმილს? ჯანდაბა! შინაგანი ხმა სულ ჩამჩიჩინებდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ მე სიმშვიდე მერჩივნა. აუტკიებელ თავს არ ვიტკიებდი და აი, სამუდამო ტკივილისთვის გავიმეტე მთელი ჩემი არსებობა.
-მე მჯერა თქვენი. როგორ მოგმართოთ?-განგებ არ მეკითხება, თუ რა მქვია, რადგან ასეთ ადგილებში ნამდვილ სახელს მალავენ. რომ ვუთხრა, სტაფილოთი_მეთქი, არ შემეწინაამღდეგება.
-კონსტანტინე.-სახელს არ ვუმალავ.
-ლილიანა.-თითებს ერთმანეთში ნერვიულად ხლართავს და თვალს კიბისკენ აპარებს. ახლაღა ვამჩნევ ამ კიბეს, რომელიც ალბათ ზემოთა სართულებზე ამიყვანს. მეჩვენება, რომ ნერვიულდება, მაგრამ ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებ. მაინტერესებს მე რომელ სართულზე დამაბინავებს. დაბლა თუ... მაღლა? ხო, მესამე სართულიდან გამოდიოდა შუქი, პირველიდან კი არა... იმიტომ, რომ დაბლა ფარდები კიდია. ეს რას ნიშნავს? სახლში კიდევ ვინმეა?
-სიგარეტი ხომ არ გექნება?-ქალს ვეკითხები. სინამდვილეში სიგარეტი სულ არ მადარდებს. გარეთ მინდა გავიდე, რომ მესამე სართული შევათვალიერო.
-მე... მე..-ლილიანა უფრო მეტად ღელდება.-მე არ ვეწევი, მაგრამ...
-მაგრამ რა?-სიტყვაზე ვცდილობ მის გამოჭერას.
-სიგარეტი მაქვს.-ფეხზე დგება და კიბისკენ მიემართება. განგებ აარიდა პასუხს თავი. თავისი შეცდომა გამოასწორა, თუმცა ძალიან სულელია. ახლა უკნიდან რომ მივეპარო და თავში რამე ჩავარტყა, ნეტავ, გონის დაკარგვამდე რას იგრძნობს? ალბათ სინანულს. ინანებს, რომ მენდო. არა, კიდევ ერთ ადამიანს ვერ გავუცრუებ იმედს. ეფის მერე... ეფის მერე ისედაც ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა დანაშაულის გრძნობა.
ლილიანას აკანკალებული ხელები ზურგსუკან მიაქვს და იმას კი ვერ ითვალისწინებს, რომ ახლა ზურგით დგას ჩემგან. მეღიმება. ჯიბეს ვისინჯავ. სიგარეტის კოლოფი მიდევს, თანაც სავსე. რა სასაცილო იქნება, ლილიანამ ეს რომ აღმოაჩინოს. ალბათ ყველაფერს მიხვდება, მანამდე კი... მანამდე სახლიდან უნდა გავიპარო.
კარებს შეძლებისდაგვარად ჩუმად ვაღებ და თავს გარეთ ვყოფ. მაღლა ისევ ანთია შუქი. შესაძლებელია ლილიანას დაეტოვა, მაგრამ არა მგონია. როგორც ჩანს, ფული არ აქვს და ეკონომიას აკეთებს. აბა, მაღლა რატომ დატოვებდა შუქს? იქ ნამდვილად ვიღაცაა. ვიღაც, ვისაც მალავს. ეს ქალი ძალიან საეჭვოა. ჯერ მარტო როგორ უკანკალებდა ხელის მტევნები, ანდაც თვალის გუგები როგორ დაუწვრილდა ჩემი დანახვისას. რას მალავს? ამის გასაგებად ერთი ღამე მაქვს. მეყოფა კი ეს დრო?...
-რას აკეთებთ?-მესმის უკნიდან ლილიანას გაბზარული ხმა და წამის უსწრაფესად ვტრიალდები მისკენ.
-სიგარეტი მქონია. თქვენ გელოდებოდით, რომ არ გგონებოდათ, წავიდაო. გავალ, მოვწევ.-მომზადებული ტყუილით თვალისდაუხამხამებლად ვიძვრენ თავს და მისი დამშვიდებული სახის დანახვაზე ეზოში გავდივარ. ესეც ასე. მგონი დაიჯერა.
ზევით კვლავ ვაპარებ თვალს და დამტვერილ, ჭუჭყიან მინას ვაკვირდები. ჩამი-ჩუმი არ ისმის იქიდან. არც ჩრდილი ეცემა გვერდით გაწეულ ფარდას. ოთახში ადამიანია, ის კი არ იძრევა, არ ლაპარაკობს და არც არაფერს აკეთებს. ან შიშის გამო, ანდაც უბრალოდ არაფრის სურვილი არ აქვს. ისიც შესაძლებელია, რომ ძალა არ ჰქონდეს. იქნებ ას წელს მიღწეული ბებერია? არა მგონია. რაში უნდა დასჭირვებოდა მისი დამალვა ლილიანას?
სიგარეტი! ლილიანა არ ეწევა. ის გარდაუვალია, რომ აქ კიდევ ვიღაც ცხოვრობს ან ეს თუ არასწორი ვერსიაა, ხანდახან მაინც მოდის ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში სიგარეტის მომხმარებლები კაცები არიან. სავარაუდოდ ამჯერადაც მამრობითი სქესის წარმომადგენელთან გვაქვს საქმე. სახლიდან ფხაკუნის ხმა მესმის. ლილიანა სამხილს აქრობს. სამხილს, რომელიც რაღაც საშინელებას დაამტკიცებს. ჯანდაბა! აი, ეს მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. მაინც და მაინც ამ სახლთან რატომ ჩაყვინთა ძრავამ? თუმცა ფაქტი ფაქტია, ძალიან მაინტერესებს, რა ხდება ამ სახლში და ვინ არის სინამდვილეში ლილიანა. თუ მოვინდომებ, ორი ღამეც დავრჩები აქ... სამიც შეიძლება. ოღონდ თუ მოვინდომებ! ეფის მერე აღარაფერი მომინდომებია... ბრძოლის უნარი აღარ შემრჩა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ამბის გამოძიებაში პირადი ინტერესებიც იჩენს თავს. ხომ შეიძლება აქ რაღაც ბოროტება ტრიალებდეს? მე მაქვს საშუალება ეს ბოროტება აღმოვფხვრა, მაგრამ ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ სურვილი არ მაქვს. ასეთი სუსტი და გამოუსადეგარი როდის აქეთ გავხდი? თუ თავიდანვე ასე ვიყავი? იქნებ არც არაფერი ხდება და ეს ყოველივე ჩემი ფანტაზიის ნაყოფიაა? რატომაც არა, თუმცა გონებაში შემომძვრალ ჭიას ვერაფერს მოვუხერხებ, სანამ არ გადავამოწმებ. ამას რაღა უდგას წინ? ჩამოვყალიბდი. გეგმებს კი თანდათნ დავაწყობ. ამაში თვით ეს ბრიყვი ლილიანა დამეხმარება.


^^^
როგორც იქნა!
აი, ახლა მეც არ მჯერა, რომ დავბრუნდი, რადგან მუზები რატომღაც გამებუტნენ და სათოფეზე აღარ მეკარებიან... ხოდა ძლივს დავიჭირე ერთ-ერთი და ესეც თქვენი ისტორიის პირველი თავი :დ
სასიყვარულო დეტექტივს პირველად ვწერ. აქამდეც დამიწერია რაღაც პატარ-პატარა მოთხრობები ამ ჟანრში, მაგრამ მინდა, რომ მოცულობით უფრო დიდი იყოს, უფრო დამაბნეველი და უფრო ჩამთრევი. იმედია გამომივა.
დროთა განმავლობაში კიდევ უამრავ ფაქტს გაიგებთ და მერე ნახეთ თქვენ ერთი დიდი აბლაბუდა :დ ამიტომაც დავარქვი ასეთი სათაური.
ვინაიდან და რადგანაც დეტექტივია, ყოველი თავიდან რამდენიმე კითხვა მექნება თქვენთან...
1. თქვენი აზრით რას მალავს ლილიანა? ივარაუდეთ.
2. რა უნდა აქ კოსტას?
3. ვინ არის ეფი და რას ფიქრობთ მასზე?
უყვარხართ სოფიკოს და
ძალიანაც მოენატრეთ!



№1  offline წევრი Ignifex

აი,რა უნდა აქ კოსტას,ვერ ვხვდები. ბევრ რამეს ვერ ვხვდები ჯერ-ჯერობით,ნელ-ნელა გავერკვევით მკითხველები <3
ცოტა მეუცნაურა და დაუჯერებლად მომეჩვენა,პირდაპირ რომ შეუშვა ქალმა და ა.შ,ასე რომ დაეჭვდა კოსტა ყველაფერზე და ფხუკუნზე მაშინვე ის გაიფიქრა,რომ სამხილს აქრობდა. ალბათ ხასიათი აქვს ასეთი,არავის რომ არ ენდობა და ა.შ,ეფისთანაც ხომ არ იყო ბოლომდე გულწრფელი. მოკლედ,დავიბენი,სოფიკო,და გელი და შენი იმედი მაქვს :DD
გკითხულობ მეგაბაიტების ამოწურვამდე :DDD ❤
წერ ძალიან კარგად და ეს მშვენივრად იცი <3
გელი ❤

 


№2  offline მოდერი sopiko

Ignifex
აი,რა უნდა აქ კოსტას,ვერ ვხვდები. ბევრ რამეს ვერ ვხვდები ჯერ-ჯერობით,ნელ-ნელა გავერკვევით მკითხველები <3
ცოტა მეუცნაურა და დაუჯერებლად მომეჩვენა,პირდაპირ რომ შეუშვა ქალმა და ა.შ,ასე რომ დაეჭვდა კოსტა ყველაფერზე და ფხუკუნზე მაშინვე ის გაიფიქრა,რომ სამხილს აქრობდა. ალბათ ხასიათი აქვს ასეთი,არავის რომ არ ენდობა და ა.შ,ეფისთანაც ხომ არ იყო ბოლომდე გულწრფელი. მოკლედ,დავიბენი,სოფიკო,და გელი და შენი იმედი მაქვს :DD
გკითხულობ მეგაბაიტების ამოწურვამდე :DDD ❤
წერ ძალიან კარგად და ეს მშვენივრად იცი <3
გელი ❤

დიდი მადლობა, ქეთუ love
კი, კი, ყველაფერს გაიგებთ request

 


№3 სტუმარი მიკა

სოფიკოოოო მომენატრა ძალიან შენი ისტორიებიიიი.... იქნებ ეფისთან აქ რამე კავშირი ლილიანას? ან კოსტაც რა ეჭვიანი ყოფილა, ვინ ეკითცება იქნებ მეგობარი მამაკაციბყავს ზემოთ)))

 


№4  offline მოდერი sopiko

მიკა
სოფიკოოოო მომენატრა ძალიან შენი ისტორიებიიიი.... იქნებ ეფისთან აქ რამე კავშირი ლილიანას? ან კოსტაც რა ეჭვიანი ყოფილა, ვინ ეკითცება იქნებ მეგობარი მამაკაციბყავს ზემოთ)))

მეც ძალიან მომენატრა შენი ტკბილი შეფასებები love
იქნებ... გავიგებთ.

 


№5  offline მოდერი ლილიანა

ვაი ლილიანა ❤❤❤ წავიკოთხო მომდეცნოები,გამიმართლა ცოტა მოგბიანებით რო დავიწყე კითხვა ,რამოფრნიმე თავი მოგროვდა,კარგი ხარ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent