შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

14 თებერვალი ( თავი 2)


29-07-2016, 23:15
ავტორი mashaa
ნანახია 1 344

კარის გაღებას არ ვაპირებ. ვრთავ ფილმს.კაკუნი არ წყდება. გადავწყვიტე გამეღო და რას ვხედავ, ჩემი გიჟი დაქალები შამპანიურით ხელში.
- არაა! აბა შეტრიალდით და წადით სახლებში
- გეგმები ხომ არ ჩაგეშალა ქალბატონო? ( ალესია)
- რას გვიმალავ სიხარულო? ( ნუკი)
მოთმინების ფიალა მევსება ამათი შემხედვარე, როგორ ლაზღანდარობენ
- მეზიზღება თქვენი ცინიზმი, დროზე შემოდით სანამ გადავიფიქრებ.
ვუყურებდით ფილმს, თუმცა ჩემი ფიქრები სხვაგან იყო. მეფიქრებოდა იმ უცნობზე. მინდოდე გოგოებისთვისაც მომეყოლა, მაგრამ რაღაც არ მაძლევდა ამის საშუალებას. არვიცი ალბათ მრცხვენოდა გრძნობების გამხელა ან მეშინოდა მათი რეაქციის, ან
რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს, აბსურდული იყო, რომ მე მას ისევ შევხვედროდი. დილამდე ვილაპარაკეთ ვიღაცეებზე, რაღაცეებზე, ბოლოს როგორც იქნა ჩაგვეძინა სამივეს.
16 თებერვალი. მეღვიძება ჩემდა გასაკვირად დილის 10 საათზე , მობილურს ვრთავ და ვურეკავ მშობლებს, რომლებიც ჩამოსვლას რამდენიმე დღე არც აპირებენ. გადავწყვიტე ყიყლიყოები მომემზადებინა, გოგოებმაც გაიღვიძეს, ნუკიმ კაკაო მოგვართვა, ალესიამ
კი ფეხი ფეხზე გადაიწყო და ბრძანებებს იძლევა. სამივეს ბავშვობიდან ვიცნობ. ალესიას დედა ჰყავს რუსი, გარკვეული პერიოდი რუსეთში ცხოვრობდნენ, შეყვარებულიც მანდ ჰყავს თუ შეყვარებულს დავარქმევთ.ქერა, მაღალი, ცისფერთვალება გოგოა. ნუკი წითურა
საყვარელი გოგოა,ყავისფერი თვალებით, არც მას ჰყავს შეყვარებული, რადგან არჩევანს ვერ აკეთებს , ყველა მოსწონს და უყვარს. სასაცილო გოგოა, ოღონდ ყოველთვის არა. მოკლედ ვისაუზმეთ, ჭურჭელიც დავრეცხეთ და მდივანზე დავესვენეთ.
- მთელი დღე ასე უნდა ვიყოთ? ( ნუკი)
- რას გვთავაზობ?
- ეს დასვენება თბილისში გავლიეთ, იქნებ წავსულიყავით ჩვენც სადმე 3-4 დღით მაინც სანამ სწავლა დაიწყება?
- მე ვერ წამოვალ, ანდრეი უნდა ჩამოვიდეს ამ კვირას. ( ალესია)
- ეგ ყოველ თვეს ჩამოდის რომ ჰკითხო.
- ახლა უეჭველი ჩამოვა, შემპირდა, ამიტომ თქვენ წადით უჩემოდ, თუ რამე და მეც ჩამოვალ თვენთან ( ალესია)
- კარგი და სად წავიდეთ?
- სვანეთში მამიდაჩემთან , მარტოა და გაუხარდება. უარი არ მიიღება, ცოტა ხნით მოვშორდებით აქაურობას. ( ნუკი)
არ მინდოდა ასე შორს წასვლა, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი. გადავწყვიტეთ ხვალ დილით ადრე წავსულიყავით. გოგოები გავაცილე. გამახსენდა ჩემი ახალი გიტარა, რომელზეც ჯერაც არ დამიკრავს. ახალი სიმღერებიც ავაწყვე. საღამოს 6 საათია, ძილი მომერია.
8 საათზე კარზე კაკუნმა გამომაღვიძა. ისევ გოგოები იქნებიან გავიფიქრე. ვუახლოვდები კარს.
- კარს არ გავაღებ, ამიტომ სახლებში გაბრუნდით, მარტო მინდა ყოფნა დღეს მაინც.
სიჩუმეა, კაკუნიც შეწყდა. გამიკვირდა რომ უსიტყვოდ წავიდნენ. დავინტერესდი და კარი გავაღე. არავინაა. თავს დაბლა ვხრი და რას ვხედავ. გაზიანი წყალი და ფურცელი , წარწერით "შევხვდებით". კარი სწრაფად ჩავკეტე, ავნერვიულდი,
ადგილს ვერსად ვპოულობდი.მივხვდი ვინც იყო. თავში უამრავი კითხვა დამებადა. საიდან იცის მე სად ვცხოვრობ? ან რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მისი სახე მელანდებოდა. ცივი წყალი შევისხი, ცოტა გონს მოვედი, გოგობს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი,
ცოტა დავმშვიდდი, გვიანობამდე ვსაუბრობდით. დაახლოებით 1-ზე ჩამეძინა.
17 თებერვალი. დილის 7 საათზე მაღვიძარა რეკავს. სწრაფად ვდგები, ვწესრიგდები, ვაწყობს საჭირო ნივთებს და ამასობაში ნუკიც მოვიდა. დავიძარით სვანეთისკენ.რიკოთის გადასასვლელთან ნუკი მანქანას აჩერებს და მაღაზიაში შედის, იქიდან გამოსულზე კი ხდება საოცრება.
მანქანა არ იქოქება. აი ჩვენი დასვენებაც! მანქანა მწყობრშია ნუკის ცნობით, მაგრამ მანქანა მაინც არ იქოქება.აზრი არა აქვს შემოწმებას, რადგან არცერთს არაფერი გვესმის მანქანების. გადავწყვიტეთ გამვლელებისთვის დახმარება გვეთხოვა. გვიჩერებს ერთი მანქანა. ვუყურებ მანქანიდან გადმოსულ ბიჭს
და თვალებს არ ვუჯერებ. აი ბედის ირონიაც! შეუძლებელია ეს შემთხვევითობა იყოს. ის არის ვისი დანახვაც ყველაზე ნაკლებად წარმომედგინა, განსაკუთრებით იმ გაზიანი სასმელისა და წარწერის შემდეგ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent