შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (6)


30-07-2016, 18:44
ავტორი annabelle
ნანახია 2 417

გავშეშდი და გავიყინე.ხელი უხეშად მომკიდა კეფაზე და უფრო მისკენ მიმიზიდა.ტუჩები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს.მუშტი მკერდზე მივადე და ძლიერად ვუბიძგე,რომ მომშორებოდა.
-ჯანდაბა! რას აკეთებ?-ხელის ზურგი ტუჩზე მოვისვი,როცა მომშორდა და შეცბუნებული სახით შემომხედა. მსუბუქად დავარტყი ლოყაზე.როცა გავიაზრე რაც გავაკეთე, თითები პირზე ავიფარე.
-ო ღმერთო,მაპატიე.არმინდოდა-მოვუბოდიშე.მიუხედავად იმისა,რომ სულ არ იყო ამის ღირსი.ხელი ლოყაზე ჰქონდა აფარებული.დაბნეული ჩანდა.
-არა მე მაპატიე-ხელი გაშალა და მკლავი მოიქავა.საშინლად გამოიყურებოდა,თვალებ ჩაწითლებული და ტუჩებ გათეთრებული-ფუ ამის!-საწყლად ამოიხავლა.
-დამშვიდდი-მივხვდი რაც სჭირდა და ვუთანაგრძნე.ისე იტანჯებოდა იმ წამს,რომ შემძლებოდა მე თვითონ გავუკეთებდი წამალს-დაწყნარდი კარგი? ღრმად ისუნთქე.
-როგორ დავმშვიდდე-ირონიულად წარმოთქვა და ხელი ბრჩხილებით ძლიერად ჩამოიკაწრა.
-რას აკეთებ!-წამოვიძახე შეშინებულმა და ხელები გავუკავე.ჩემსკენ მოვიზიდე და გულზე მივიხუტე.ცახცახებდა.არასდროს მინახავს,როგორია ,,ლომკაში“ მყოფი ადამიანი.ჯობდა არც მენახა.მით უმეტეს თუ ეს ადამიანი, შრეკი იქნებოდა.
-მისმინე,კარგად იქნები.ახლა სახლში წადი და დაიძინე.გამოძინება გიშველის,აი ნახავ-ვიცრუე.ვიცი,რომ არაფერი გამოვა ასე ადვილად,მაგრამ ანერვიულებული და გაღიზიანებულია-შენ ხომ ყველაზე ძლიერი შრეკი ხარ.
-მადლობა-მომშორდა და ძრავა აამუშავა.ჯანდაბა!ჯანდაბა! შეიძლება მეჩვენებოდა მაგრამ,ვხედადივ,რომ უარესად გამოიყურებოდა.
-როგორც კი მიხვალ,მომწერე!-გავაბრთხილე და გავუღიმე.მხოლოდ თავი დამიქნია.კარის მიხურვის შემდეგ კი, წყვდიადში გაუჩინარდა.
-გადასარევია! ერთით მეტი სანერვიულო გამიჩნდა-ამოვიბუტბუტე და სახლისკენ წავედი.
-ყოველ დღე ღამის სამ საათზე ბრუნდები სახლში?-გავიგე ნიკუშას ხმა.მის ეზოში იდგა და სიგარეტს ეწეოდა.-თანაც ვიღაც პიდარასტთან ერთად.
-სიტყვებს დაუკვირდი-ვუთხარი შეფარვითი მუქარით და ოდნავ გავუღიმე ზრდილობისთვის.
-ძალიანაც დაკვირვებული ვარ!
-მასე არ ვფიქრობ-გავბრაზდი მის სითავხედეზე.რატომ ჰგონია,რომ შეუძლია ასე მელაპარაკოს?! აღარაფერი მითქვამს სწრაფად შევედი სახლში.არ მინდოდა მასთან ჩხუბი.
888
-ნიკუშა ნახე?-მითხრა დედაჩემმა,როცა ვვახშმობდით.
-ჰო!-ცივად ვუპასუხე და ჩემი თეფში ნიჟარაში ჩავდე.
-შეცვლილია და დაკაცებლი-გაიღიმა.ო,ღმერთო! მას რა ღიმილიც შეუძლია?! სასაცილოა-ხვალ ჩვენთან დაპატიჟე,სამსახურიდან ადრე გამოვალ და ერთდ ვისადილოთ.
-რამე ხუმრობაა?-გულწრფელად ვკითხე.თვალებ დაწვრილებული ვუყურებდი მის თბილ გამომეტყველებას.
-რატომ გგონია? რა,უფლება არ მაქვს ჩემს ერთადერთ შვილთნ ერთად გავატარო დღე?
-ვინ ხარ? და რაუქენი დედაჩემს?
-გეყოს! მე მართლა გეუბნები!-ნაწყენი ჩანდა.მგონი სისხლი გადაუსხეს.
-კარგი.ვკითხავ თუ უნდა ჩვენთნ სადილობა.-დავპირდი და ჩემს ოთახში შევედი.
საშინელი ღამეა აშკარად.ოთხი საათი სრულდებოდა,შხაპი,რომ მივიღე,წამალი გავიკეთე და ლოგინში შევწექი.ტელეფონს დავხედე,მწვანე კულულიანიდან არაფერი ისმოდა.სწრაფად ავკრიბე მისი ნომერი და გადავურეკე.
888
-დილამშვიდობის ძვირფასო-მომესალმა დილით დედაჩემი,როცა ოთახიდან გამოვედი.პირი დავაღე და რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად,რომ ცხადში ვიყავი.მიჭირს ,,ალერსიან“ დედაჩემთან შეგუება.
-დილამშვიდობის.წავედი-ვუთხარი და გარეთ გავედი.ონიანი ჩემს ეზოში იდგა ამჯერად და მე მელოდებოდა.
-გამარჯობა!-ღიმილით მითხრა.უნდა გამოვუტყდე თავს,რომ შესანიშნავად გამოიყურებოდა.
-გამარჯობა!
-გაგაცილებ-ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და უცოდველი სახით შემომხედა.თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს.
-როგორც გინდა.
-გუშინ ვინ იყო ის ბიჭი?-ბრთხილად შემომაპარა.
-ჩემი მეგობარი.
-ანუ ეგეთი ბიჭები მოგწონს?-წარბები ზემოთ აზიდა.ნერვებს მიშლიდა.მინდოდა თავზე წამომერტყა მისთვის,როგორც ადრე ვაკეთებდი,როცა მაბრაზებდა.
-,,ეგეთი“ როგორი? ის უბრალოდ კარგი მეგობარია.ისეთივე როგორიც შენ იყავი ერთ დროს-ენა გამოვუყავი.მან კი ჩაიცინა.
-კარგი,ვჩუმდები.მაგრამ მაინც გეტყვი,რომ პიდარასტივით გამოიყურება-სწრაფად თქვა და ჩაიხითხითა.
-მადლობა თქვი,რომ ქუჩაში ვართ-დავემუქრე მაგრამ მაინც გამეღიმა.
-ოჰ შემომხედე ვცახცახებ!
888
მთელი დღე შეუსვენებლად ვმუშაობდი.არც ვყოფილვარ უკმაყოფილო.მერჩივნა დაკავებული ვყოფილიყავი,უსაქმოდ ჯდომას.ნათიამ დამირეკა.მითხრა ერთ კვირაში დავბრუნდებიო.გულზე მომეშვა.საშინელებაა ამ ოთახში მარტო ყოფნა.
-შეიძლება შემოვიდე?-გავიგე ნაცნობი ხმა და კარისკენ გავიხედე.მხიარულად მომღიმარი შრეკის დანახვაზე მეც გამეღიმა. მალე გავგიჟდები.მისი ხასიათის ცვალებადობა რთული აღსაქმელია.
-რათქმაუნდა.შემოდი-ვუთხარი და ნემსი და სამედიცინო, საკერავი ძუა ავიღე.
-გუშინდელისთვის ბოდიშს გიხდი.თავს ვერ ვაკონტროლებდი-გამიღიმა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაივარცხნა.-როდის ამთავრებ? არ გშია?
-კი საშინლად.10 წუთში გავიდეთ!
888
-მომიყევი რამე შენზე-მითხრა სანამ შეკვეთას მოიტანდნენ.
-რა მოგიყვე?
-არვიცი, ნებისმიერი რამ, რაც შენ შეგეხება-მხრები აიჩეჩა და საყვარლად გამომხედა.
-კარგი.მაშინ შეგვიძლია ,,20 კითხვა“ ვითამაშოთ. იმიტომ,რომ მეც მინდა გავიგო შენზე რაღაცააბი!-წარბები ავათამაშე და ჩავიხითხითე.
-კარგი,ჯანდაბას!-გამიღიმა და ხელით მანიშნა პირველი მე დამეწყო.
-ვინ გიყვარს ყველაზე მეტად?
-ჩემი თავი!.. შენ მშობლებზე მითხარი რამე-ნიკაპი ხელებზე ჩამოდო.
-ამ...განქორწიენებულები არიან.მამამ მეორე ცოლი მოიყვანა.დედაჩემი...-სიმწრისგან გამეცინა-დედაჩემთან ვცხოვრობ.მხოლოდ იმიტომ,რომ სასამართლო მოიგო!-თვალები გადავატრიალე-სინამდვილეში კი ვერ მიტანს.ვეზიზღები.ექიმები ამბობენ,რომ ეს რაღაც დაავადებაა.სახელი აღარ მახსოვს-გავუღიმე,როცა მოვრჩი.გაოცებული მიყურებდა.
-ოუ,მაპატიე.მგონი არ უნდა მეკითხა.ფუ,რა იდიოტი ვარ-თავი გაიქნია.
-არაფერია,დიდი ხანია უკვე შევეგუე-გავუცინე და ფორთოხლის წვენი მოვსვი.რატომღაც დაღლილობა ვიგრძენი-ახლა ჩემი ჯერია. პირველი დღე,როცა ნარკოტიკი გასინჯე-ჩავიჩურჩულე,არავის რომ არ გაეგო.
-17 წლის ვიყავი.მამაჩემი ,,იკეთებდა“. მის კომოდში ვიპოვე.მაინტერესებდა როგორი გრძნობა იყო. სულ კარგ ხასიათზე იყო,მაშინაც კი,როცა დედაჩემი ეჩხუბებოდა.ხოდა მეც მომინდა გამეგო,რატომ მოსწონდა ასე ძალიან.ბიჭებთან წავიღე და პირველად იქ გავიკეთე.მაშინაც ზედმეტი დოზა მომივიდა.ნემსის გაკეთებაც არ ვიცოდი წესიერად.საავადმყოფოში ვიწექი 10 დღე-გაეცინა.
-თქვენი შეკვეთა-ლანგრით ხელში, მოგვიახლოვდა მიმტანი გოგონა.
-მადლობა-გავუღიმე სანამ წავიდოდა.
-მართლა მორგში მუშაობის გამო არ ჭამ ხორცს?-მკითხა,როცა მისი სოკოს რავიოლი გასინჯა და თვალები სიამოვნებისგან დახუჭა.-უგემრიელესია.
-არა.უბრალოდ ცხოველები მეცოდებიან-გამოვუტყდი.მახსოვს,როგორ დამცინოდნენ ამის გამო.
-კეთილი ხარ-თბილად გამიღიმა.ფოსოები გამოუჩნდა, რამაც ჩემი ღიმილიც გამოიწვია.
-რომელი ფერი გიყვარს?
-მწვანე-თმაზე მიმითითა-და შავი.შენ,რომელი მოგწონს?
-არვიცი.არ გამომირჩევია-მხრები ავიჩეჩე და ჩემი სალათი გავსინჯე-ვინმე გყვარები?-ვკითხე უხერხულად.ვიცი ენა გრძელი ვარ მაგრამ მართლა მაინტერესებდა.
-არა.ნუ საბავშვო ბაღის შეყვარებულებს თუ არ ჩავთვლით არა-გამიცინა.უცნაურია.ალბათ გოგონები,გიჟდებოდნენ ამ მწვანე კულულიან საოცრებაზე.ისეთი განსხვავებული და მშვენიერია...-შენ? გყვარებია?
-არვიცი.მგონი არა.-თავი გავიქნიე და მომინდა მისთვის მომეყოლა ,,მგონის“ მიზეზი-სკოლის გამოსაშვებ საღამოს,ჩემი საუკეთესო მეგობარი სიყვარულში გამომიტყდა.მე ვუთხარი,რომ სისულელე იყო რასაც ამბობდა.მერე,დაუმშვიდობებლად წავიდა საზღვარგარეთ.მე კი პირველი ერთი წელი მეგონა,რომ მიყვარდა.
-ახლა? ახლა რას გრძნობ?
-არაფერს.სინანულის გარდა არც არაფერს.ისიც იმიტომ,რომ ჩვენი მეგობრობა აღარ არსებობს!ორი დღის წინ ჩამოვიდა.-დავამთავრე მოყოლა და წვენი მოვსვი.
888
როგორც ყოველთვის სახლამდე მიმაცილა.მინდოდა სახლში შემეპატიჟებინა მაგრამ, ჩემი კარის წინ მჯდომ ონიანს მოვკარი თვალი და გადავიფიქრე.როგორც კი დაგვინახა,ჩქარა წამოდგა და მოგვიახლოვდა.
-გამარჯობა!-მოგვესალმა და საზარლად გაიღიმა.მწვანე კულულიანმა გადმომხედა და ტუჩზე იკბინა.ეტყობოდა სიცილს იკავებდა.რამაც ზედმეტად გამამხიარულა.
-გაიცანი ეს ნიკოლოზია.ეს ჩემი მეგობარია-გავაცანი ერთმანეთი.
-რა,მას სახელი არ აქვს?-საშინელი გამომეტყველებით აათვალიერა შრეკი,რომელიც აშკარად კარგ ხასიათზე იყო.
-გეყოს!-თვალები გადავატრიალე.
-ხვალ გნახავ-მითხრა მწვანე თმიანმა და თვალი ჩამიკრა.
-ხვალ გნახავ-მისი იმიტირება გააკეთა სასაცილოდ ონიანმა და მკაცრად გადმომხედაა,როცა წავიდა...

======================================================
დააკომენტარეთ და მალე დავდებ.



№1 სტუმარი Likacho

კარგი ხარ, გელოდები request .
ოღონდ, გაფრთხილება, ფრჩხილები - ესაა სწორი ფორმა.

 


№2  offline წევრი Ana Imnadze

შრეკი ძაან მომწონს,მაგარი ბიჭია და ვაფშე მაგარი ტიპია.
ნიკუშა ნერვებს მიშლის , რაღაც ძაან აჭუკჭუკდა დედამისი ნიკუშაზე და რამე არ ქნან ;დ

 


№3 სტუმარი hipo

mmdaah au rogor moutmenlad velodebi xolme

 


№4  offline წევრი რიტა

აუუუუუ ძააან მაგარია "მწვანე კულულაზე" ვგიჟდები მაგარი ტიპია. მეც არ მომწონს ეს " ნიკოლოზი" და არც დედამისის ასეთი თბილი ქცევა. აშკარად რაღაცას ჩალიჩობენ... კაი აღარ წავალ შორს. აბა შენ იცი დაპირებული თავი მალე დადე. წარმატებები ჩემო ტკბილო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent