შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტოქჰოლმის სინდრომი (ნაწილი 3)


31-07-2016, 17:43
ავტორი anukianukianuki23
ნანახია 2 114

ნინას როგორც იქნა გაეღვიძა, გაბრუებული იყო, ზუსტად არ იცოდა რამდენ ხანს ეძინა, ძილში თითქოს დაავიწყდა ყველაფერი რაც აწუხებდა, გაღვიძების შემდეგ კი ყველაფერი თავიდან გაახსენდა და ისევ ტირილი მოუნდა , მაგრამ აღარ შეეძლო რადგან ტირილისგანაც გადაღლილი იყო, წამოდგა გამოიცვალა და სააბაზანოს მიაშურა. სარკეში შეამჩნია, რომ ამდენი ტირილისაგან თვალები დაწითლებული ქონდა, სასწრაფოდ მოიბანა თვალები , თავი როგორც შეეძლო მოიწესრიგა და ქვემოთ ჩავიდა.
იქ მთელ ოჯახს მოეყარა თავი, ქალბატონი მაია სამზარეულოში ფუსფუსებდა, ბატონი ნიკოლოზი გაზეთს კითხულობდა, ათი წლის საბა კომპიუტერს დაპატრონებოდა.
საბა, ნინასგან განსხვავებით, ღია ფერის ბავშვი იყო, ჩალისფერი თმა და მწვანე თვალები ქონდა , პატარაობიდან გამოირჩეოდა გარეგნობით , ანგელოზივით ლამაზი სახე ქონდა, თუმცა ძალიან სუსტი ბავშვი იყო, ბავშვობიდან გამუდმებით ავადმყოფობდა ,ძალიან იოლად ხდებოდა ავად, ახლაც საეჭვოდ ხშირად ახველებდა, წამლებმა ვერაფერი უშველა, ქალბატონი მაია ეჭვობდა , რომ ფილტვებში ქონდა პრობლემა და ექიმთან აპირებდა მის მიყვანას. ნინა მიუახლოვდა თავის პატარა ძამიკოს და თავზე აკოცა:
-ნიინ დედას უთხარი რაა ექიმთან არ წამიყვანოს! შეევედრა საბა და ისე საყვარლად დაიჯღანა, რომ ნინას მაშინვე დაავიწყდა იმ დღეს რაც გადაიტანა, გაიცინა და საბას ლოყაზე აკოცა.
-გთხოოვ რაა არ მიყვარს ეს ექიმები, მეშინია!
-სამაგიეროდ შემდეგ კარგად გახდები და აღარ დაგახველებს ხომ გინდა ,რომ კარგად იყო?
-ჰოო, მაგრამ მეშინია ამ ექიმების! ბუზღუნს განაგრძობდა საბა, ნინამ კიდევ ერთხელ გაიცინა , საბას თავზე ხელი გადაუსვა და სამზარეულოს მიაშურა.
-რაო დეე აბა დაისვენეე? მზვრუნველად კითხა ქალბატონმა მაიამ.
-ჰოო! ჩურჩულით უპასუხა ნინამ.
-კაია ადი ცოტა ხანში და იმეცადინე!
-ჰოო დეე ავალ!
-დილით მართლა რაღაც მოწყენილი მეჩვენე, მოხდა რამეე?
-ოო დავიღალე დედა რაა ამ სკოლით, ყოველდღე წადი სკოლაში ისმინე, მასწების ლაყბობა, მერე მოდი იმეცადინე, ამოვიდა ყელში.
-ოოჰ ჩვენ ბოდიში, დაიღალა თურმე ქალბატონი აბა რას იზავ!
-თან ბევრი საზიზღარი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანია იქ! თქვა ნინამ და ისევ მოიღუშა.
-შვილო ბოროტ ხალხს რა დალევს მთავარია კარგი ადამიანები მოძებნო და მათთან იყო ახლოს , თორემ კარგი და ცუდი ყველგან არის სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც და სამსახურშიც, თვითონ სკოლას რაც შეეხება ეს ახლა ხარ ასე ცუდათ განწყობილი სკოლის მიმართ თორემ დამიჯერე გავა წლები და მოგენატრება ეს დრო, სკოლის პერიოდი, საუკეთესო დროა ადამიანის ცხოვრებაში!
-რაღაც ეჭვი მეპარება ეს თუ საუკეთესო დროა წარმომიდგენია უარესი დრო რაღა იქნება! დანანებით ჩაილაპარაკა ნინამ და ჩაის გაკეთებას შეუდგა.

........
მეორე დილით ნინას საშინლად არ უნდოდა სკოლაში წასვლა, არ უნდოდა თავისი კლასელების დანახვა, გუშინდელის შემდეგ კიდევ იქ მისვლა ძალიან მძიმე იყო მისთვის, მაგრამ რატომღაც მაინც აიძულა თავის თავს ამდგარიყო. ნინა ადგა, ჩაიცვა, ხელ-პირი დაიბანა, ისაუზმა და სახლიდან გავიდა. რაც უფრო უახლოვდებოდა სკოლას, მით უფრო მეტ სისუსტეს გრძნობდა ფეხებში, უსიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა და ფეხი უკან რჩებოდა. საკლასო ოთახს რომ მიაღწია ხუთი წუთი მაინც იდგა მის წინ ბოლოს მაინც გაბედა გააღო და შიგნით შევიდა, მათემატიკის გაკვეთილი იყო , მათემატიკის მასწი საკმაოდ რბილი ქალბატონი გახლდათ არ უყვარდა ზედმეტი ჩხუბი და შენიშვნების მოცემა ისტორიის მასწისგან განსხვავებით, ნინას მხოლოდ ხელით ანიშნა დაჯექიო და გაკვეთილის ახსნა გააგრძელა. ნინა ისე გაემართა სკამისკენ კლასელებისთვის არც შეუხედავს, განსაკუთრებით ელეს და ლევანის ერიდებოდა.
როგორც იქნა გაისმა ნანატრი ზარი, ნინა მაშინვე წამოდგა და როგორც ჩვეოდა კლასიდან გავიდა. დერეფანში, რომ მიდიოდა უკნიდან ხმა მოესმა:
-ნინა მოიცადე ერთი წუთი!
გაკვირვებულმა ნინამ თავი მიაბრუნა და ირაკლი დაინახა, ლევანის ძმაკაცი და ცნობილი ჩხუბისთავი, ნინას გაუკვირდა რა უნდა სდომებოდა ლევანის ძმაკაცს მისგან, ნუთუ ისიც მის დამცირებასა და დაჩაგვრას აპირებდა, ირაკლი მიუახლოვდა და მეგობრულად მიმართა:
-ნინა მისმინე გუშინდელზე აღარ ინერვიულო კარგიი, ჰო იცი რა სულელი კლასელები გყვავს, მაგათ ოღონთ სიცილის მიზეზი მიეცი სულ არ აინტერესებთ ვინმეს გული ეტკინებათ თუ არა, ლევანიც კაი შტერია არ იცის რას ლაპარაკობს!
-არა არც ვნერვიულობ! თქვა ნინამ და სასიამოვნოდ გაკვირვებული მიაჩერდა ირაკლის, თავს უკვე გაცილებით უკეთესად გრძნობდა.
-მისმინე ნინა მოდი გაკვეთილების შემდეგ სადმე გავისეირნოთ, ან სადმე დავსხდეთ არ გინდაა? არა რამე ისეთი არ იფიქრო, მეგობრულად და კლასელურად გეუბნები მართლა, ჰო იცი მე ცოტა სხვანაირი გაგება მაქვს არ შემიძლია კლასელს სხვანაირად შევხედო!
-ჰო მაგრამმმ... არ ვიცი! დაიბნა ნინა.
-კაი რაა ნიინ ჰო გითხარი კლასელურად გეუბნები მეთქი რა მოხდა კლასელებმა მეგობრულად თუ გაისეირნეს?!
-ჰო, მაგრამ შენ ლევანის ძმაკაცი ხარ და...
-ლევანი დაივიწყე ნიინ, ნურაფრის ნუ გეშინია!
-კარგიი! დათანხმდა ნინა.
-კარგი ნიინ მაშ შევთანხმდით, წავე ეხლა მე ბიჭები მელოდებიან და გაკვეთილების შემდეგ გნახავ კაიი?
-კარგი.
-კარგი აბა ჰეე! ეს თქვა ირაკლიმ და უკან შებრუნდა.
ნინა სასიამოვნოდ გაკვირვებული მიაჩერდა მიმავალ ირაკლის ამ ჩხუბისთავ ბიჭს სულ სხვა თვალით შეხედა, ბოლომდე მაინც არ სჯეროდა იქნებ ეს ლევანის მორიგი ოინი იყო, იქნებ ლევანიმ და ირაკლიმ გადაწყვიტეს ნინასთვის მახე დაეგოთ და გაემასხარავებინათ, მაგრამ ნინა მაინც საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა, ახალი მეგობრის შეძენამ ისე გაახარა ელესთან დაკავშირებული ტკივილი საერთოდ დაავიწყდა.


........
-ბიჭო რა გინდოდა იმ მურთხთან? შეეკითხა ლევანი ირაკლის როდესაც ირაკლი კლასის ბიჭებთან სკოლის ეზოში ჩავიდა.
-იმ მურთხს მემგონი სახელი აქვს ნინა ქვია და კიდევ მე გუშინ გაგაფრთხილე რო აღარ გაგებედა მისი დამცირება, უბრალოდ ტეხავს არ არის კაცობა გოგოზე ეგეთი სიტყვებით ლაპარაკი!
-ეე იკუშ კაცობაზე მორალს ნუ მიკითხავ ძაან გთხოვ და მიპასუხე რა გინდოდა მაგასთან მეთქი?!
-რა მინდოდა და მეგობრობა შევთავაზე, ჰო მაგიტო იწუნებდი, რო ინერტული იყო ჰოდა ეხლა შეგიძლია მშვიდად იყო ამიერიდან მისი მეგობარი მე ვიქნები!
-რა სისულელეს ამბობ ბიჭო რა გინდა მაგასთან?!
-რაც! ეს ჩემი გადაწყვეტილებაა შენ მოგწონს თუ არა!
-აი ბიჭო ჰო იცი რო მაგრა არ მევასება ეგ გოგო, რა პონტია ვერ გავიგე ისეთ პიროვნებასთან მეგობრობა ,რომელიც იცი რო შენ ძმაკაცს არ მოსწონს?
-მინდა გითხრა მაგ გოგოს არაფერი არ ჩაუდენია შენი არდასავასებელი თუ რაღაცა სულელურ მიზეზებს არ ჩავთვლით მის ხასიათთან დაკავშირებით,ამას გარდა ვისთან ვიმეგობრებ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია და ბოლოს მართლა სერიოზული მიზეზი, რომ გქონდეს და მართლა რამე რო დაეშავებინოს გიჟი არა ვარ ძმაკაცის მტერთან დამეჭირა საქმე, მაგრამ საქმეც ისაა რო უმიზეზოდ გყავს ამოჩემებული, შენ თვითონაც არ იცი მემგონი რას ერჩი, ჰოდა ასეთ შემთხვევაში მე ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ვიმეგობრო ნინასთან!
-ეე ბიჭო ძმაკაცობა და მეგობრობა ისაა არ დაიჭირო საქმე იმასთან ვინც შენს ძმაკაცს არ ევასება, მიზეზიანად თუ უმიზეზოდ ეს უკვე მეორეხარისხოვანია!
-ლევან ძმაკაცობას და მეგობრობას შენ ნუ მასწავლი ძაან გთხოვ, შენზე უკეთ ვიცი ეს რასაც ნიშნავს და მემგონი მე უკვე გითხარი ასე გადავწყვიტე მეთქი და რაც არ უნდა მელაპარაკო აზრს ვერ შემაცვლევინებ! ისეთი გადაჭრით უთხრა ირაკლიმ ლევანმა ვეღარ გაბედა შეკამათება და გაჩუმდა.


........
ნინა მოუთმენლად ელოდა გაკვეთილების დამთავრებას ერთი სული ქონდა ირაკლისთან ერთად გაესეირნა, ძლივს დაირეკა ნანატრი და იმ დღის ბოლო ზარი, ირაკლი თავის ერთ- ორ ძმაკაცთან ერთად კლასიდან ცოტა ადრე გავიდა, ნინას დაუბარა, რომ დერეფანში დალოდებოდა. ნინა კლასიდან გამოვიდა და დერეფანში ერთ ერთ ფანჯარასთან ჩამოდგა.
-ეე მურთხების დედოფალო! მოესმა ლევანის ხმა , ნინას ისევ დაუარა უსიამოვნო ჟრუანტელმა უკან მიბრუნდა და ლევანს თვალებში ჩახედა.
-მისმინე ჩემი ერთი ძმაკაცი გამოთაყვანდა და შენთან მეგობრობა გადაწყვიტა არ ვიცი რა დაეტაკა, მაგრამ იცოდე თავი შორს დაიჭირე მისგან, მასაც ვუთხარი , მაგრამ ვერაფერი შევასმინე ხოდა შენ გეუბნები ახლა, მის სიახლოვეს არ გნახო იცოდე, არანაირი სურვილი არა მაქვს ჩემს უახლოეს მეგობარს შენთან ქონდეს რაიმე საერთო! საოცარი სიმკაცრით მიუგო ლევანმა.
ნინა ცოტა ხანი თავდახრილი იდგა მერე თავი ასწია და ლევანს თავისი ლამაზი, ნუშისებრი თვალებით მიაშტერდა, ლევანი გაშეშდა.
-ლევან რატომ გძულვარ?
ლევანს თითქოს მზერა გაეყინაო ნინას თვალს არ აშორებდა.
ნინამ შეკითხვა გაუმეორა:
-ლევან ბოლოსდაბოლოს მიპასუხე რა დაგიშავე ასეთი?
ლევანი გამოერკვა მზერა აარიდა ნინას და ზიზღით მიუგო:
-არ მევასები და მორჩა! რაა აუცილებლად შენზე უნდა ვგიჟდებოდეე?
-არა მაგას არავინ არ გეუბნება, მაგრამ უმიზეზოდ რატომ უნდა გძულდეს ასე ადამიანი მე ხომ შენთვის არაფერი არ დამიშავებია!
-მაგარი უაზრო ხასიათი გაქვს, გამუდმებით ცალკე ხარ არასდროს არაფერში არ ერევი, სულ სახე ჩამოგტირის, მე კი არა შენმა მეგობარმაც ვერ გაგიძლო და მიხვდა რა უაზროდ ფლანგავდა დროს შენზე! ეს ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ირონიით წარმოთქვა ლევანმა .
ნინამ გულში ისევ ჩხვლეტა იგრძნო, ერთიანად დაეუფლა ბრაზი და სევდა, ლევანს უფრო მიუახლოვდა თვალებში ჩახედა და უთხრა:
-ჩემი ხასიათი შენი გასარჩევი არ არის გესმიის?! მე მართლა უცნაური ვარ შეიძლება, მაგრამ შენსავით არ ვამცირებ ადამიანებს და სიამოვნებას არ ვიღებ მათი ტანჯვით.
ჩემი ხასიათის გაკრიტიკებას გირჩევნია შენს საქციელებს დაუფიქრდე,შენს თავზე და შეცდომებზე რომ ფიქრობდე ჩემი ჩვევების შესაფასებლად დრო აღარ დაგრჩებოდა!
-მორჩი ფილოსოფოსობას და რაც გითხარი ის გააკეთე, ირაკლის სიახლოვეს არ გნახო იცოდე, მერე არ თქვა, რომ არ გამიფრთხილებიხარ.ნამდვილად არ ვიცი ასეთი რა გაუკეთე რო შენთან მეგობრობა გადაწყვიტა, მაგრამ ფაქტია მაგრა გამოთაყვანდა.
-მე არავისთვის არაფერი არ გამიკეთებია მეგობრობა თვითონ შემომთავაზა!
-არ მაინტერესებს მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მასთან არ იმეგობრებ!
-მე მინდა მასთან მეგობრობა და ამას შენ ვერ დამიშლი! საოცარი სითამამე იგრძნო ნინამ.
ლევანი გაკვირვებული მიაჩერდა, შემდეგ ხელი წაავლო და უხეშად მიიზიდა თავისკენ.
ნინას ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ ეს არ იყო უსიამოვნო ჟრუანტელი, ასეთი საოცარი შეგრძნება პირველად დაეუფლა, მთელი სხეული უცახცახებდა, თვითონაც ვერ გაეგო რა მოუვიდა, უყურებდა თავის მჩაგვრელს თვალებში, მისი სუნთქვა ესმოდა და გული გამალებით უცემდა.
თავის მხრივ ლევანიც შეჰყურებდა ნინას, აკვირდებოდა მის ლამაზ თვალებს, მსხვილ და მიმზიდველ ტუჩებს. თითქოს დრო გაჩერდაო, ირგვლის ვეღარავის ხედავდა.
-ეეე ბიჭო რა ხდება აქ? გამოარკვია უცებ ირაკლის ხმამ, ლევანი უცებ გამოფხიზლდა და ნინას ხელი კრა.
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს. ირაკლიმ ახლა ნინას გადახედა.
-ნიინ გაგაბრაზა ისეევ? მაგრამ ნინას თითქოს მისი არ ესმოდა ლევანის მისჩერებოდა.
-ეე ბიჭო რა გაუკეთე? ნინას რომ ვერაფერი შეასმინა ახლა ძმაკაცს მისდგა.
-არაფერი არ გამიკეთებია ჩვეულებრივ ადამიანურად ველაპარაკებოდი, ამის შემდეგ იმედი მაქვს ყველა მის უსიამოვნებას მე არ გადმომაბრალებ!
-ირაკლიმ ლევანს თავი დაანება და ნინას მზრუნველად შეეკითხა:
-ნიინ წავედიით?
ნინა გამოერკვა და თავი დაუქნია.
-ე ბიჭო დღეს ვარჯიში გვაქ არ დაგავიწყდეს იმედია მაგ შენს ახალ ვაი მეგობარს არ გადაყვები და ჩვენ არ დაგვივიწყებ!
-მშვენივრად მახსოვს და არავის დავიწყებას არ ვაპირებ! თვალი ჩაუკრა ირაკლიმ და ნინას თვალით ანიშნა წავედითო.
ნინა შეტრიალდა და მორჩილად გაყვა ირაკლის, ლევანი მათ თვალს ადევნებდა და
ბრაზი ახრჩობდა.


........
-ნიინ ლევანმა რა გითხრა შეგაშინაა? შეეკითხა ირაკლი ნინას როდესაც ისინი ქუჩაში სეირნობდნენ.
-არ უნდა მე და შენ რომ ვიმეგობროთ, მის სიახლოვეს არ გნახოო!
-ოჰ ფეხები არავის არ მოსჭამოს, შენ არ მიაქციო მაგის ლაყბობას ყურადღება ნიინ კაიი?
-არც ვაქცევ! მშვიდად მიუგო ნინამ.
-ნიინ ლევანიზე ალბათ ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს, მაგრამ ცუდი ბიჭი ნამდვილად არ არის მე თვითონაც გაოცებული ვარ მაგისი საქციელებით,ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი მაგის მოქმედებებს!
-რას ვიზამთ ძალიან ცუდი ვარ ალბათ და არ ვიმსახურებ მაგის პატივისცემას! სევდიანად მიუგო ნინამ.
-აბა რა სისულელეს ამბობ ნიინ რითი ხარ ცუდი, უბრალოდ ცოტა განსხვავებული ხარ და თითქოს შენი საკუთარი სამყარო გაქვს, მაგრამ მე პირადად ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ!
-ეს შენ ხარ ასე, თორემ კლასში ყველა სხვა დანარჩენმა ეს საშინელ ნაკლად ჩამითვალა მეგობარმაც კი! ელე გაახსენდა ნინას და გვერძე გაიხედა.
-ნიინ ვიცი რო შენ და ელე მეგობრები იყავით, ისიც დავინახე რო მერე კლასის ძერსკ გოგოებთან დაიჭირა საქმე და შენ აღარ გკადრულობდა, მინდა გითხრა ეგეთი ადამიანი არ ღირს ნერვიულობად, ადამიანს, რომელიც მეგობრებს ზმანების და პოპულარულობის მიხედვით ირჩევს მე პირადად ფურთხის ღირსადაც არ ვთვლი,დამიჯერე ეგ გოგო არ არის იმის ღირსი რო მასზე იფიქრო და მასზე იდარდო,
პირიქით მემგონი კარგიცაა რაც მოხდა მერე შეიძლებოდა უარესი გაეკეთებინა და ჯობდა ეხლა გტკენოდა გული ვიდრე შემდეგ და კიდევ ერთი არ გეგონოს, რომ გამშვიდებ ან რამე, მაგრამ დარწმუნებული ვარ გავა დრო და აქეთ შეგეხვეწებიან მეგობრობას ელეც და სხვა დანარჩენებიც.
ნინა უსმენდა ირაკლის და საოცარ სითბოს გრძნობდა ეს ბიჭი თანდათან უფრო და უფრო მაღლდებოდა მის თვალში.
-იცი მე შენ სულ სხვანაირი მეგონე!
-მაინც როგორი? გაეცინა ირაკლის.
-არ ვიცი სხვანაირი!
-ჰოო დაახლოებით ვხვდები რასაც გულისხმობ, მართლა საკმაოდ უხეში ვარ ხოლმე ხან დროს, ჩხუბისთავიც ვარ, მაგრამ ჩემზე სუსტი არასდროს არ დამიჩაგრავს,პირიქით ხშირად დამიცვია კიდეც, ეს ჩხუბისთავობაც ცხოვრებამ მოიტანა , ცხოვრება ისეთია თუ ძლიერი არ ხარ და თავის დაცვის უნარი არ გაქვს გადაგივლიან!
-ჰოო მართალია მეც სწორედ ამიტომ არ ვიჩაგრებიი სუსტი, რომ ვარ და თავის დაცვის უნარი არა მაქვს!
-მაგაზე არ ინერვიულო ნიინ ცხოვრება ისეთია თავად გაგაძლიერებს, გაიძულებს რომ გაძლიერდე, ამ პერიოდისთვის კი შეგიძლია ჩემი იმედი იქონიო ჩათვალე შენი მეორე ძმა ვარ და თუ საჭირო გახდება როგორც ძმა დას ისე დაგიცავ!
-მადლობა იკა მართლა კარგი ადამიანი ხარ! საოცარი სითბოთი მიუგო ნინამ.


........
ვარჯიშის შემდეგ ირაკლის და ლევანს ერთი გზა ქონდათ გასავლელი, ლევანს მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ირაკლიმ ითმინა ითმინა და ბოლოს უთხრა:
-ბიჭო რას იბუტები პატარა ბავშვივით ხმა ამოიღე!
-აი იკა მართლა ვერ ვხვდები რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც მაგ გოგოსთან მეგობრობა!
-ბიჭო რატო არ უნდა ვიმეგობრო გამაგებინე რას ხედავ ამაში საშინელს?
-ათასჯერ გითხარი არ მომწონს ეგ გოგო და მორჩა!
-ვერ მისაბუთებ და რაღაც სულელურ მიზეზებს მეუბნები მაინც ვერ გავიგე რას ერჩი!
-და შენ რატო გინდა ასე ძაან მასთან დაახლოება, შემთხვევით ხომ არ მოგწონს?
-ჰოო მომწონს როგორც ადამიანი და როგორც კლასელი ძალიანაც მომწონს და ვერ გავიგე ბიჭი გოგოს მაინცდამაინც სხვანაირად უნდა უყურებდეეს, რომ მისი დაცვის და მასთან დაახლოების სურვილი გაუჩნდეს?
-მეშინია, რომ ეს მეგობრობა შემდეგ სხვა გრძნობაში გადაიზრდება! წამოცდა უცებ ლევანის.
-მოიცა ბიჭო, შენ რაა ეჭვიანოობ? გაოცებული მიაჩერდა ირაკლი ლევანის.
ლევანი დაიბნა აშკარად ზედმეტი წამოროშა.
-არა რა სისულელეა რას ვეჭვიანობ, იმიტომ მეშინია რომ... სიტყვებს ვეღარ აბამდა ლევანი.
-არა დიდი ხანია ეჭვი მქონდა რომ აქ რაღაცა სხვა ამბავი იყო დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, თავს დავიჭრი შენ თუ ეგ გოგო მაგრად არ მოგწონდეს შეიძლება გიყვარს კიდეც! სიცილით უთხრა ირაკლიმ.
-არ მომწონს მეთქი ბიჭო გითხარი უკვე და მეორედ აღარ მიხსენო ეგ იდიოტობა! გაცხარდა ლევანი და ფეხს აუჩქარა.
ირაკლის კიდევ ერთხელ გაეცინა და ლევანის უკან გაყვა.



№1 სტუმარი natiao

Ai ragacnairad momwons ar vici gansxvavebulia tan satauric iseti aqvs ro mokled dzalian kargia

 


რაღაცნაირია რა. აი სიტყებით შეუძლებელია უბრალოდ აღწერო. განსხვავებული. სულ რომ არაფერი ჯერ სათაური რომ განსხვავებულია და ისტორიის შინაარსიც.
ნინა ძალიან იჩაგრება. მომწონს რომ მის გვერდით ვიღაც გაჩნდა ვინც დაიცავს. იკაკო და იმედია ეგ შეუყვარდება და არა იდიოტი ლევანი.
არმომწონს ეგ ტიპი ლევანი მოაშორე რა.
ნინა და იკაკო უფრო მოუხდებიან. love
ნუ ეს ჩემი აზრით. wink
გააგრძელე და წარმატებები.
ძალიან მომწონს ეს ისტორია feel

 


№3  offline წევრი რიტა

ახლა წავიკითხე ყველა თავი და ძაააან კაია აი ძაან. განსხვავებულია და ეს ძალიან მომწონს. საოცრად გადმოსცემ თითოეულის გრძნიბებს სიტყვებით. ირაკლის საქციელი მომეწონა კაი ბიჭია. ლევანი კი ჩერჩეტი უყვარს და ვერ ხვდება. ძაან პატარა თავები იყო გაზარდე ცოტა რაა, აბა შენ იცი არ გვალოდინო. წარმატებები ჩემო კარგო...

 


№4  offline წევრი nini namicheishvili

რა კარგია.საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია ,მაგრამ იმედია უფრო ხშირად დადებ და ცოტა კიდევ გაზრდი თავებს .მართალია ლევანის ქცევები მაღიზიანებს,მაგრამ ისტორიის სათაურიდან გამომდინარე აშკარაა რომ ნინას ეგ შეუყვარდება და ძალიანაც მომწონს,მითუმეტეს რომ ლევანსაც აქვს რაღაც გრძნობები უბრალოდ მალავს ამ ვყველაფერ თავისებურად.მოკლედ ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent