შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბორბალი (თავი 4)


31-07-2016, 21:10
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 239

და დაჩიც ჩნდება,იღიმის,ჩემკენ მოდის და გზაში ნაუშნიკებს ყურებიდან იძრობს.სახე გაცისკროვნებული აქვს,რაღაც საოცარი ფერები ეხატება გამომეტყველებაზე,მიახლოვდება,ჩემს წინ დგას,დგას,მაგრამ ხმას არ იღებს,უბრალოდ მიყურებს,არც კი ინძრევა,არც გაშეშებულია,უბრალოდ ძალიან პლასტიკურია..ისევ ღიმის ცალ ნაუშნიკს მაძლევს,მეც ვიკეთებ და ველოდები,რას მომასმენინებს...გული ლამისაა ამომვარდეს,მაინტერესებს,თანაც ძალიან...მიკვირს,რომ ამდენი ხნის მერე ასეთი გაშეშებული მხვდება,გამარჯობასაც კი არ მეუბნება,თუმცა ხშირად სიტყვები არ სჭირდება გრძნობებს.
მუსიკა ირთვება....ყურადღებით ვუსმენ...კარაოკეს შემდეგ ძლივს იწყება...
„სიყვარულს სიტყვით ვერ ახსნი,მას მოქმედება სჭირდება...უსიყვარულოდ სიცოცხლე ხომ იცი,გაგვიჭირდება...“-მბურძგლავს,სიმღერა მომწონს,კმაყოფილად ვიღიმი,რასაც დაჩიც ამჩნევს,მგონი.თვალებით ჩემკენ იწევა და რაღაცას მანიშნებს თითქოს...
მუსიკა მალევე წყდება,თუმცა დროის შეგრძნებას ვკარგავ და ვშეშდები,რატომღაც არ მინდა ეს წუთები წარსულს ჩაბარდეს,არ მიყვარს,როცა ლამაზი აწმყო წარსული ხდება,ძალიან,ძალიან არ მიყვარს..
-მოგეწონა,არა?-იცინის.
-ჰო,მომეწონა-თავს ვუქნებ და გვერდზე ვიხედები.
-მოდი,დაგეხმარები.
-არაა მძიმე-ვაპროტესტებ,თუმცა მაინც ვაძლევ ზურგჩანთას და უკან მივყვები.
-მოგეწონა აშშ-ში? ისე მეგონა,დარჩებოდი.
-ვინ მიტოვებდა?-მეცინება და აეროპორტიდან გავდივარ.მშობლიურ მიწაზე ვდგამ ფეხს და თითქოს ვგრძნობ რაღაც ნოსტალგიურს.მიკვირს ადრე ეს მხოლოდ უაზრო ილუზია მეგონა,ახლა კი იმავეს განვიცდი...მეღიმება,დაჩიმ ამჩნევს,ისის იღიმის..
შემდეგ ტაქსს ვაჩერებთ,ვსხდებით,უჩუმრად ვმგზაროვთ..სახლთან ნინას ვურეკავ,დაჩი მეხმარება ატანაში,ჩაის ვთავაზობ,ძალიან უხერხულად ვარ.მგონია,უარს მეტყვის,მაგრამ მთანხმდება.
-მხოლოდ ჩაი არა,ოღონდ-ირონიულად ამბობს და თვალს მიკრავს.
-შვილო, მოხვედრი?-ოთახში არ ვარ შესული,დედაჩემის ხმა რომ მეგებება.ოღონდ ეს არა,ახლა დაიწყებს ვინაა ეს დაჩიო,სად მაქვს ამის თავი.
-ჰო,დე..არ დამირეკავს,ბოდიში.-ვეხვვი დედაჩემს.
-გამარჯობათ-ცოტა ხანში დაჩი უხერხულად ესალმება დედაჩემს.
-ეს დაჩია,ეს დედაჩემი-თინა-ძალით ვიღიმი და ჩემი ოთახისკენ ვიხედები.
-სასიამოვნოა.
-დაჩი ჩემი მეგობარია-ვამატება და თინას ვუყურებ,შემდეგ ჩემს ოთახში გავდივარ და თინას ვთხოვ,ჩაი აადუღოს.ისიც გვტოვებს მარტო,დაჩის ვეუბნები,რომ დაჯდეს და ჩაის დაელოდოს,მე კი ოთახში გავდივარ და ბარგს ვალაგებ.არ მიყვარს ეს პროცესი,თუმცა რა ვქნა,ვერ გავექცევი.
დრო მალე გადის,თინა მეძახის,ჩაი თუ ყავაო,ყავე-მეთქი,ვპასუხობ,გამოფხიზლება მჭირდება,ნამდვილად.დაჩი ჩაის სვამს,ყავა არ მინდაო,დედაჩემიც გვიჯდება გვერდით და თავის გამომცხვარ ნამცხვარს სთავაზობს დაჩის,მე არ მიყვარს ზეპრა თუ რაღაც,სადაც ის ეძახის ამ შავ რაღაცას,თუმცა ცოტას ვიღებ და მაინც ვჭამ,სტუმარს მაგალითი ხომ უნდა მივცე.მახსოვს,პატარა რომ ვიყავი,მამაჩემი სულ მეუბნებოდა,როცა ფაფას არ ვჭამდი ხოლმე ბაღში,რა მაგალითი უნდა მისცე სხვა ბავშვებსო და ასე დამაწყებინა ფაფის ჭამა.
დედაჩემი საუბარს იწყებს,რაც არ მსიამოვნებს.დაჩის სად გაიცანიო,ვპასუხობ,რომ სკოლაში დავუახლოვდი.ადრე მასზე არაფერი გითქვამსო,უკვირს,თუმცა მალევე ივიწყებს ამას და ჩაის სმას აგრძელებს.
შემდეგ ვემშვიდობები დაჩის,მადლობას ვუხდი და ვეუბნები,რომ მასთან ვალში ვარ,რაზეც მპასუხობს,გადახდა უნდა ვალსო.მეცინება და კარებს ვკეტავ,თინა თუ არ დამეხმარა ბარგის ამოლაგებაში,გავგიჟდები ალბათ.ჩაბარგება-ჩამობარგება ჩემი სტილი არაა.
შემდეგ ორ დღეს ნინასთან ვატარებ.ვუყვები ამერიკის ამბებს,ნაცნობების შესახებ,ღისშესანიშნაობებზეც ვეუბნები ყველაფერს..ისიც მიყვება თბილისის ამბებს,ყაზბეგში ვიყავით,მაგრამ დაჩი არ წამოვიდა,ხასიათზე ვერ იყოო.დაჩის გახსენებაზე უცნაური შეგრძნება მივლის და ხმას არ ვიღებ.
-რა ხდება თქვენს შორის?-მეკითხება დაქალი ინტერესით.
-არაფერი.
-გაწითლდა.
-იმ დღეს დამხვდა,წამაღებინა ბარგი და მეტი არაფერი.
-კიდევ?-არ ნებდება ნინა.
-ჩაი დავალევინე და დედაჩემის საზიზღრობა ნამცხვარი ვჭამე,სირცხვილია-მეთქი.არაფერი საინტერესო.
-ეს უკვე სხვა საქმეა-იცინის ნინა.
-ლუკა რას შვრება?-ვცდილობ,სხვა თემაზე გადავიტანო საუბარი.ისიც მიყვება,რომ ლუკა ვიღაც გოგოს ხვდება,მარიამი ჰქვია და ძალიან ლამაზია,როგორც ბიჭი ამბობსო..მიხარია ლუკას ამბავი,კმაყოფილად ვიღიმი და იმ დღეზე მეფიქრება,როცა მშვენიერი დრო გავატარეთ და ნოსტალგიებში მოცურავეებმა გზა-კვალი ვერ ვიპოვეთ დილასა და ღამეს შორის.
ცხოვრება მართლაც მოგონებებია და მეტი არაფერი..ის სასიამოვნო განცდათა კრებულია,რომელიც დასასრულამდე მიგვყება...ეს არის საოცარი რამ,როცა უბრალოდ საკუთარ თავს სჯობი გრძნობებით და სადღაც იკარგები..
და ეს არის სადღაც,რომელსაც ადამიანებმა ჯერ ვერ დაარქვეს სახელი..
-მარიამი..ლამაზი სახელია ჰო?
-ჰო,ლამაზია...-მეღიმება და ისევ ვიმეორებ სახელს-მარიამი...
ღამით ნინასთან ვრჩები.ვატყობ,მომენატრა ეს გარემო,ეს სიტუაცია..ნინას ღამის მაისურს ვიცვამ და გადასაფარებელში ვძვრები..მეღიმება,მახსენდება ძველი დრო,რომელიც ასე მიზიდავს და მეუბნება,მოდი ჩემთანო..
-იცი,რა?-გვიანია,როცა მისკენ ვბრუნდები,ის გაკვირვებული სახით მიყურებს,რა გინდა,რა აღმოაჩინეო.
-დაჩი რატომ მოვიშორე იცი? მე ვხედავდი,რომ მიყურებდა ისე,როგორც კოვზი გემრიელ ნაყინს..ჰო ხვდები? რომ გინდა ამოიღო და დააცარიელო...თუმცა,ახლა თითქოს სხვა რამესაც ვხედავ..და თითქოს უნდა ვუარყო ჩემი სიტყვები-ეს უბრალო სიმპათიაა-მეთქი...
-რაო? ამაზე ფიქრობდი? მეც მომწონს ეგ ბიჭი შენთვის,არ გაუშვა ხელიდან..-ლოყაზე მჩქმეტს და გვერდზე ბრუნდება-ახლა უნდა დავიძინო..
ნინა მალევე იძინებს,თუმცა მე არ გამომდის ღამის გამოყენება,თვალებიც არ მეხუჭება ფიქრისგან.მგონი,ამდენს მხოლოდ გამოცდების შედეგების ლოდინისას ვფიქრობ ხოლმე...
წარმოსახვის უნარს ვრთავ,ვხედავ საკუთარ თავს მინდორში,რომელსაც დასასრული არ უჩანს,ხელში მიჭირავს გვირილა და უბრალოდ მივაბიჯებ...თანდათან ვაგდებ ძირს სათითაო ფურცელს და მეღიმება.ვცდილობ,გავიგო,რა იქნება მერე..“კი..არა“-ამ სიტყვებზე ბავშვობა მახსენდება და ამ ფიქრებშ თვალებიც მეხუჭება,სიზმრადაც იმავეს ვხედავ,რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს..
-გაიღვიძე..ლუკა მოვიდა..-მესმის ნინას ხმა,თავს ვწევ და თვალებს ვძაბავ.მიკვირს,რა ხდება..მინდა,ისევ მეძინოს,სიზმრის ასასრული ხომ სასტიკად მაინტერესებდა..
-ეეე რა ხდება?-ბრაზს ვერ ვმალავ.
-ლუკას მოენატრე და მოვიდა.
-მეძინება,გესმის?-თავს ისევ ბალიშზე ვდებ და გადასაფარებელში თავიდან ფეხებამდე ვძვრები.როგორ შეიძლება მთელი საათების უძინარ ასე მოქცე?!
-ადე რა..ყავა დალიე და გამოფხიზლდები..
-ნინა,არ მიძინია თითქმის..კარგი რა-ვწუწუნებ ისე,რომ თვალებს არ ვახელ..
-ადე რაა..-უკმაყოფილოდ წუწუნებს ლუკა,რომელიც ახალი შემოსულია ოთახში..
-ლუკას სალამი,მაგრამ მეძინება...მოგვიანებით რა-მუდარით ვამბობ და ვცდილობ თვალები ძლიერად დავხუჭო,თითქოს იმის იმედი მაქვს,რომ ამ შემთხვევაში ვერავინ შემიძლის დაძინებაში ხელს.
-ძალიან მომენატრე,გოგო...-გადასაფარებელს მხდის და კისკისებს ლუკა.
-ღმერთო..მეძინება-თვალს ვახელ და ვუბდღვერ მონატრებულ მეგობარს,რომლის მონატრებაზე ძლიერი ძილის სურვილია..რას ვიზამთ,ხდება ხოლმე...ჰო,ხდება,ზოგჯერ ადამიანები ცხოველების ინსტიქტებს ისე ძლიერად ვირგებთ ხოლმე,რომ ყველაფერი გვავიწყდება...
-ვგიჟდები შენზე,ელე..-ლუკა საწოლზე მოძვრება და ხელებს წელზე მხვევს,ძლიერად მიკრავს და ლამისაა დამახრჩოს.ხელებს ვიშველიებ და მისი ტორებიდან ვძვრები..
-ლუკა,მტკივა!-წარბს მაღლა ვწევ და შემდეგ თვითონ ვეხვევი.
-ადექი რა-ყურში მეუბნება ვედრებით.
-ამაყენე-ხელს ვუშვერ,ისიც მეხმარება და ასე ვდგები-რამე ჩასაცმელი მომეცი,ნინა...

არდადეგების ბოლო დღეები მალე გადის..სულ მავიწყდება,რომ სწავლა 9-ში მეწყება.კიდევ კარგი 8-ში მაინც მოვდივარ აზრზე,ახალ ტანსაცმელს ვყიდულობ და ფსიქოლოგიურად ვემზადები უნივერსიტეტის დაწყებისთვის...
სიმართლე ვთქვა,არც მიხარია და არც მწყინს..ძალიან დიდ ინდიფერენტულობას ვამჟღავნებ,თუმცა ვცდილობ,არ შევიმჩნიო.ჩემი ბოლო წელია და მერე ჰაიდა,მერე უფრო რთული ეტაპი იწყება-მაგისტრატურა,რომელიც სავარაუდოდ უცხოეთში უნდა გავაგრძელო,არ ვიცი ჯერ...რთულია საუკეთესო სტუდენტის სახელის მორგება,შენარჩუნება სჭირდება,ნამდვილად...სამსახურიც მეწყება თან და ძალიან ვიღლები ხოლმე,რაღაც კომპანიაში ვარ დასაქმებული მესამე კურსიდან,საოცარი ხელფასი არაა,თუმცა კვირაში რამდენიმა საათია მხოლოდ და გამოცდილებას ვიღევ,ჯიბის ფულიც მაქვს,მგონი,არაა ცუდი.
ახლაც ვდგვავარ შა ოთახში და ვგეგმავ მომავალს..მჩვევია ყველაფრის წინასწარ დადგეგმვა,ალბათ იმიტომ,რომ ძალიან არაპროგნოზირებადი ადამიანი ვარ და მეშიმია საკუთარი თავის.
საათს ვუყურებ..8 ხდება.არ მიყვარს ეს წკრილა არსება,რომელიც მუდამ გვახსენებს მოვალეობებს,თუმცა რას ვიზამ..ცხოვრება სწორედ ესაა..
8 საათი და მალე...მალე ცხოვრების ისევ ახალი ეტაპი...ყოველთვის ეს შეგრძნება მაქვს,ყოველი სექტემბრიდან ვიწყებ ახალ წელს,სწორედ ამიტომ ნაკლებად მიყვარს 1 იანვარი,ჩემთვის სექტემბერი ასოცირდებოდა მუდამ რაღაც საწყისთან და რა ვქნა..
ტელეფონის ხმას გამოვყვარ ფიქრისგან..მეზარება პასუხი,თუმცა მაინც ვიღებ..
-როგორ ხარ,ელე?-დაჩის ხმაა,დიდი დრო არ მჭირდება ამის გასაანაიზებლად.
-რა ვიცი,ემოციურად დაქანცული..შენ?
-მომენატრე,ელე..და შენთვის სიუპრიზი მაქვს..
-სიუპრიზი?-გაკვირვებად ვერ ვმალავ.
-თუ ნებას მომცემ..გაიგებ..-ამბობს პაუზის შემდეგ.
-ჰო? რა გავაკეთო?
-გაემზადე,მალე გამოგივლი..
-თანახმა ვარ-ვთიშავ ტელეფონს.სპორტულად ვიცვამ,მოკლე შორტს და უსახელო მაისურს,ბოტასებს ვიცვამ და თმას თავიდან ვიწევ ზემოთ.ზოგი გოგოსავით საბანკეო კაბებში არ ვეწყობი.
კარის ხმაზე ვვარდები გარეთ და დაჩის ვესალმები...ის იღიმის,ბედნიერი ჩანს...მთხოვს,რომ ფეხით ჩავიდეთ და მეც ვთანხმდები.ხელიხელჩაკიდებულები ჩავუყვებით კიბეებს და ვხვდები,რომ ზოგჯერ მცირედიც კი გვახარებს ადამიანებს..მართალია,ამას ადრე გულგრილად ვუყურებდი,თუმცა ახლა ასე აღარაა...თითქოს რაღაც მეტამორფოზი ხდება ჩემში.თუმცა ამის ბოლომდე აღაიარება არ მინდა..ბუნებრივია ალბათ..
-განსაკუთრებული ხარ,ელე...
-ჰო?-ვეკითხები და მეცინება.
-გაგიკვირდა?
-არა,უბრალოდ მე ზეგანსაკუთრებული ვარ!
-ამიტომ შესანიშნავი ადგილი ვიპოვე შენთვის..
ინტერესი მკლავს,თუმცა,საბედნიეროდ,მალე მივდივართ...მანქანას აჩერებს და რაღაც შენობაში შევდივართ..მხატვრების ნახატებს ვაწყდები,ვათვალიერებ და დაჩის ღიმილით ვუყურებ და ეს ღიმილია,რომელშიც კითხვა დევს,მუზეულია ეს -მეთქი.
რამდენიმე სართულს ავდივარ და ბარი ჩნდება..მუსიკები ისმის,თუმცა ეს ის არააო,მეუბნებიან დაჩის თვალები და მეც მივყვები..ბოლოს ვერანდაზე გადვივართ,საიდანაც შესანიშნავი ხედი ჩანს და დაბლა რომ გადაიხედო,გაგივირდება,საიდან ამოვედიო...ზემოდან სამი ეკლესია ჩანს..ერთი მეტეხია,მეორე სიონი,მესამე არ ვიცი,რომელია,თუმცა ძალიან ლამაზია...გეგონება თბილისის ერთ-ერთი ლამაზი ხელის გულზე დაგიდოო...
დაჩი იღიმის,მომეწონა-მეთქი,ვანიშნებ თვალებით და მაგიდასდან ის ევჯდები,რომ ხედით დავტკბე.ისიც მიჯდება გვერდით.პამიდვრის პიცას ვუკვეთავთ,პამიდვრისას ვერც ერთი ვერ შეედრება,ჩემი აზრით.შემდეგ სასმელს ვადგებით,თუმცა ალკოჰოლზე უარს ვამბობ,აბა უნივერსიტეტში ვარ წასასვლელი და ერთ ჭიქასაც ვერ დავაკარებ პირს.დიეტურ დაჩიც მბაძავს და კოლას ვსვამთ ორივე.
ბნელა,თუმცა ჩვენი ხედი განათებულია,რომელიც წინ გვეშლება და ისე ბრწყინავს,რომ ძალიან გესიამოვნება..
-არ ვიცოდი ეს ადგილი..-ვამბობ გულწრფელად და პიცას ვკბეჩ,საერთოდ არ მშია ამ სიტუაციის შემხედვარეს და ვიცი,რომ ამ ყველაფერს არც ალკოჰოლს დავამატებდი და არც სანთლებს,არც უაზრო საჭმელს,რომელიც უბრალოდ ადგილს იკავებს...
დრო დაჩისთან საუბარში გადის,ბავშვობაზე მიყვება და მშობლებზე,რომლებიც,როგორც ჩანს,ძალიან უყვარს.
___
რაღაც გამოვიდა,ვექაჩები მუზებს ჩემკენ.ამ ისტორიის მერე აღარ დავიწყებ არაფერს სექტემბრამდე,მერე მეტი ხალხი შემოვა და იქნებ მუზასაც ეშველოს რამე.



№1  offline მოდერი Tako Tako_2

კარგია ძაან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent