შენი სიყვარულის ფობია მემართება (30)
ცოტახანში ოთახში დაცვა დაბრუნდა. - სად მიგყავართ? ( ნიტა ) - ზედმეტად ბევრ კითხვებს სვამ ლამაზო ნუ მაიძულებ, რომ ძალა გამოვიყენო. ( დაცვა ) ნიტას ხელები შეუკრა, შემდეგკი ჩემსკენ წამოვიდა, რომ მოულოდნელად სახეში ძლიერი დარტმა მიიღო და ძირს უგონოდ დაეცა. - რას აკეთებ? შეცდომას ვუშვებთ დადა, აქედამ გაქცევას მაინც ვერ შევძლებთ, ვერ ხედავ მთელი სახლი მათი ხალხით არის სავსე. ( ნიტა ) - კარგი მაშინ შენ დარჩი და მე დავუშვებ მაგ შეცდომას, რომელსაც თავისუფლება ჰქვია. - ვიხუმრეთ? მე არ მინდა სიკვდილი ჯერ ახალგაზრდა ვარ. ( ნიტა ) - სულეოლო, როგორ გგონია აქ თუ დარჩები ცოცხალს დაგტოვებენ? - კარგი, კარგი რას ვაპირებთ? ( ნიტა ) - ჯერ მე გავალ, შენკი ჩემს მინიშნებას დაელოდები. ოთახი სწრაფად დავტოვე, ირგვლივ არავინ იყო, ამიტომ ნიტას ვანიშნე გამოსულიყო, რამნიმე წამში კი მოულოდნლეად დაცვა გამოჩნდა, ზურგით იდგა, ამიტომ ჩვენი დანახვა ვერ შეძლო, ასეთ დროს ადამიანი მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობს - მეც მაშინვე შევნიშნე ერთი ოთახი, რომლის კარიც ღია იყო, ნიტას პირზე ხელი ავაფარე და იმ ოთახისკენ წავიყვანე. - გაგიჟდი? რამის დავიხრჩე. ( ნიტა ) - ოღონდ ეს არა. ეს ოთახი სამზარელო აღმოჩნდა, ჩვენს წინ კი ის ქალი გამოჩნდა, რომლის „წყალობითაც“ შევძელით ტელეფონის „დათრევა“, ქალი გაკვირვებული გვადევნებდა თვალს, შემდეგ კი „პირის მოღება“ დააპირა, რომ მაშინვე ჩემს ხელებში აღმოჩნდა. - რას აკეთებ? ასე ხომ ეტკინება. ( ნიტა ) - გაჩუმდი ნიტა, გაჩუმდი. ჩემი საქციელით საერთოდ არ ვიყავი კმაყოფილი და მაგარი არ მომწონდა, მაგრამ იმ მომენტში სხვა გზა მართლაც არ მქონდა. - ქალბატონო გაგიშვებთ, მხოლოდ იმ პირობით თუ არ იყვირებთ. რამდენიმე წამში ჩემი პირობაც შევასრულე. - ყვირილს არც ვაპირებდი შვილო, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ დაგეხმარებოდით. () ამის გაგება ძალიან გამიკვირდა და ერთ ადგილას გავშეშდი, ნიტა კი ქალს ძლიერად ჩაეხუტა. - ძალიან დიდი ბოდიში ასე, რომ მოგექეცით. ( ნიტა ) - ჩემს შვილებს ძალიან გავხართ, სამწუხაროდ მათი დაცვა მე არ შემიძლია, ამიტომ მინდა რომ თქვენ მაინც დაგეხმაროთ, ვიცი ყველაფრის გარკვევის შემთხვევაში აქ აღარ გამაჩერებენ, მაგრამ ის მაინც გამახარებს, რომ თქვენი დაცვა შევძელი. () მოულოდენლად ფეხის ხმა გაისმა, რამაც ქალი ძალიან დააბნია. - ახლა რა გავაკეთოთ? ( ნიტა ) - იქ იქ შედით, სწრაფად. იქვე კიდევ ერთი ოთახი იყო და ქალმა სწორედ მისკენ მიგვითითა, რამდენიმე წამში კარი გაიხნსა და ოთახში დაცვა გაჩნდა. - აქ რა ხდება? ( დაცვა ) - რა უნდა ხდებოდეს? () - რაიმე ხმა ხომ არ გაგიგონიათ? ანდაც რამე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ? ( დაცვა ) - არა, რა ხდება? () - იმ ორმა ახალგაზრდამ გაქცევა მოახერა, ამიტომ რაიმე თუ იცით ჯობია ახალვე მითხრათ ქალბატობო ნინო. ( დაცვა ) - მე რა უნდა ვიცოდე შვილო? მთელ დღეს სამზარეულოში ვატარებ და საჭმელს ვამზადებ. ( ნინო ) დაცვამ კიდევ ერთხელ დაათვალიერა ოთახი და სწრაფად გავიდა. - ძალიან დიდი მადლობა. ( ნიტა ) - იქ კიდევ ერთი კარია და იქიდან სად გავდივართ? - სწორედ მაქედან შეძლებთ გაქცევას, მაგ კარიდან გასვლის შემდეგ ბაღში აღმოჩნდებით, შემდეგ კი ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, მე სხვა ვერაფრით დაგეხმარებით. ( ნინო ) - მაგისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. - ნეტავი გამაგებინა, თქვენნაირ კარგ ხალხს, თანაც ასეთ ახალაგაზრდებს დანიელთან რა საქმე აქვთ? ( ნინო ) - ჰაჰა ჩემნაირ კარგს? ჯობია ჯერ კარგად გაიცნოთ ადამიანი და შემდეგ შეაფასოთ ქალბატონო. - ნუ უსმენთ, ეს ყოველთვის ასე უაზროდ ლაპარაკობს საკუთარ თავზე. ( ნიტა ) - ნიტა . ქალს ჩვენს ასეთ დიალოგზე გაეღიმა. - მართლაც ძალიან გავხართ ჩემს შვილებს. ( ნინო ) - იმ განსხვავებით, რომ ჩვენ და-ძმა არ ვართ. - კი ეგ უკვე შევნიშნე, მაშინ ოთახში. ( ნინო ) - რა? არა, რას ამბობთ? თქვენ ცდებ ( ნიტა ) ნიტას სიტყვის დაბოლოება არ ვაცადე და საუბარი ისევ მე განვაგრძე. - ქალაბატონო, შეიძლება რამდენიმე წუთით თქვენი ტელეფონით ვისარგებლო? - ჩემი ტელეფონი წესით ახლა თქვენთან უნდა იყოს, მაგრამ მოიცადეთ. ( ნინო ) ნინო სამზარელოში გავიდა და ტელეფონით ხელში დაბრუნდა, მაშინვე ალექსანდრეს ნომერი ავკრიფე და მოკლედ ვუთხარი რაც უნდა გაეკეთებინა. - ძალიან დიდი ბოდიში ტელეფონი, რომ მოგპარეთ უბრალოდ სხვა გზა მართლაც არ გვქონდა. ( ნიტა ) - ცოტაც და არა მგონია აქედან გაქცევა კიდევ შევძლოთ, ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ, წასვლის დროა. ნიტა კიდევ ერთხელ დაემშვიოდა ნინოს, შემდეგ კი ხელი მოვკიდე და სრფად დავტოვეთ ოთახი. - ნიტა, იმ ბუჩქებს ხედავ? ჩემს მინიშნებაზე იქით გავიქცევით. - რომ, ვერ ვხედავდე ბრმა უნდა ვიყო. ( ნიტა ) - ოჰ ხუმრობის ხასიათზეც მოვსულვართ. - შენს ხელში აბა რა იქნება? რაც დაგვიჭირეს იმის შემდეგ სახეზე ღიმილი ვერ მოგიშორებია. ( ნიტა ) - დროა, მიდი სწრაფად. რამდენიმე წამში ბუჩქების წინ აღმოვჩნდით, სასაცილოდ ჟღერს არა? - ამ სიტყვის ხსენებაზე, ყოველთვის მხოლოდ ერთი „რამ“ მახსენდებოდა, ამიტომ მაშინაც ვერ დავმალე ღიმილი. - აი კიდევ, გამაგებინებ ამას როგორ ახერხებ? - ნიტა გაჩუმდი, ახლა მაგის დრო არ არის. - რისი დრო არ არის? ( ნიტა ) - რისი და რომ გითხრა ჩემი ღიმილის მიზეზი, მაშინვე წიკვინს დაიწყებ და დაგვიჭერენ. - არ დავიწყებ, მიდი მითხარი. ( ნიტა ) - უბრალოდ მეგონა, რომ თუ როდისმე ბუჩქებში გოგოსთან ერთად აღმოვჩნდებოდი, სულ სხვა რამით დავკავდებოდი. - რა? შენ მართლაც შენ ( ნიტა ) - გაჩუმდი ადამიანო გაჩუმდი, რა გაყვირებს? რომ გაიგონონ აქვე დაგვბრიდავენ. ნიტამ ჩემი სიტყვები უპასუხოდ დატოვა და შეეცადა ჩემთვის თვალი აერიდებინა. - მოკლედ, კარებიდან ვერ გავალთ, ამიტომ იმ ხეებს შორის სწრაფად გავირბენთ შემდეგკი ღობეზე გადავხტებით. - შენ რა ჭკვიანი ხარ? მერე მე რა ვქნა? ( ნიტა ) - ნიტა საკმარისია, ახლა მაინც შევწყვიტოთ ერთმანეთთან სინაგლე, მე დაგეხმარები და შეძლებ გადასვლას. - კარგი ხო კარგი, მაგრამ იმ დაცვას რა მოვუხერხოთ? ( ნიტა ) - მაგას მე მივხედავ, უბრალოდ მენდე. - კარგი. ( ნიტა ) - სამ თვლაზე, ერთი ორი, სწრაფად. ფექხე წამოვედექი, მაგრამ მოულოდნელად ნიტას ცრემლებმა შემაჩერა. - მეშინია, დადა ძალიან მეშინია. ( ნიტა ) ძლიერად ჩავეხუტე და მის დამშივდებას შევეცადე. - ჩემო ლამაზო დამშივდდი, მე შენთან ვარ და ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, გესმის? მე არასდროს დაგტოვებ, აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნებ, უბრალოდ მენდე, კარგი? ნიტას ხელი მოვკიდე და საკმაო მანძილი გავირბინეთ, რამდენიმე წამში კი დაცვის წინ აღმოვჩნდით, სახეში ჩემგან მაშინვე მიიღო ჩემი საყვარელი მუშტი და ძირს დაეცა, პირზე ხელი ავაფარე, რომ არ ეყვირა, მაგრამ მოულოდნელად ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და იქვე დავეცი, ალბათ მართლაც შეშლილი ვარ, რადგან ასეთი დარტყმის შემდეგ გონი არ დამიკარგავს და ბუნტად დავინახე, რომ დაცვამ ნიტას ძლიერად გაარტყა. - ამისთვის ნადმვილად დამაწინაურებენ, სად გარბოდით საყვარლებო? ( დაცვა ) - ნამდვილად დაგაწინაურებენ. ჩემსკენ შემობრუნებისთანავე თავში რაღაც ჩავარტყი და უგონოდ დაეცა. - კარგად ხარ? ნიტას ადგომაში დავეხმარე, შემდეგკი ღობისკენ წავედი. - დადა, შენ შენ სისხლი მოგდის. - ახლა მაგის დრო არ არის ნიტა, სწრაფად. ( ნიტა ) ნიტა ხელში ავიყვანე და რამდენიმე წამის შემდეგ ღობის მეორე მხარეს აღმოჩნდა, თავბრუ ძალიან მეხვეოდა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და მაშინვე მეც მის გვერდით აღმოვჩნდი. - დაგვიჭერენ, ვერ მოვასწრებთ, დაგვიჭერენ. ( ნიტა ) - მომყევი, სწრაფად. - ალექსადნრე სად არის? მას ხომ ელაპარაკე? ( ნიტა ) - კი, მაგრამ ის აქ არ მოვა. - რა? არაფერი მესმის, რას ამბობ? ( ნიტა ) - ალექსანდრე რამდენიმე კილომეტრში, იმ სახლთან გველოდება, რომლის ყიდვასაც ვაპირებდით. ნიტას დამშვიდებას ვცდილობდი, მაგრამ თვითონ დასამშიდებელი ვიყავი, ტყე-ტყე მივრბოდით, რადგან გზით სარგებლობის შემთხვევაში ადვილად გვიპოვნიდნენ, ვგრძნნობდი, რომ ძალა აღარ მქონდა, მაგრამ ნიტას შეშინება არ მინდოდა, თავბრუს ხვევამ კიდევ უფრო მიმატა და სიარული აღარ შემძლო, ამიტომ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ იქვე ჩავიკეცე. - დადა, დადა კარგად ხარ? დადა რა დაგემართა? დადა. ( ნიტა ) თითქოს ნიტასგან ძალიან შორს ვიყავი, მისი ხმა ჩემმამდე ვეღარ აღწევდა, რამდენიმე წამში კი მისი სახის დანახვაც ვეღარ შევძელი რადგან ყველაფერი გაქრა და გონი დავკარგე. აბა როგორია? მოგეწონათ თუ არა? ამ თავის დაწერისას კატასტროფულად ვიწვალე, რადგან როგორც კი წერა დავამთავრე ყველაფერი მაშინვე წამეშალა და ახლიდან მომიხდა დაწერა - სწორედ ამიტომ შეიძლება ბევრი შეცდომა აღმოაჩინოთ, მაგრამ უბრალოდ კარგი იქნება თუ ძალიან არ გამაკრიტიკებთ - შემეძლო საერთოდ შემეწყვიტა ისტორიის წერა, მაგრამ იმ ადამინაბების კომენტარებმა, რომლებიც ყოველთვის აფიქსირებენ საკუთარ აზრს, უდიდესი სტიმული მომცა იმისა, რომ ყველაფერი ახლიდან დამეწერა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.