შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (1 თავი)


1-08-2016, 11:19
ავტორი murachashvili
ნანახია 5 410

მათხოვარი
თავი პირველი
[center][/center]
როგორც ყოველთვის გამთენიისას ვიღვიძებ, წელმოწყვეტილი ვდგები, ხელის ერთი ჩამოსმით ვისწორებ დასრესილსა და დაჭმუჭნილ ტანისამოსს. თმას თითებით ვივარცხნი. დასაბანი, ჭუჭყიანი, საკუთარ ხელებს ვუმზერ, ეს კანში გამჯდარი მური ადრე მაწუხებდა, ამ ბოლო დროს კი აშკარად ჩემი ფერი მგონია. იდიოტური, არაფრისმთქმელი ღიმილით ვუმზერ მეტროს გვირაბთან მოსიარულე დაცვის თანამაშრომელს, რომელიც უკვე რამდენი ხანია მარიდებს თვალს, თითქოს ვერ მამჩნევს, თითქოს არ იცის, რომ აქ, მეტროს გვირაბის ერთ, საკმაოდ ბნელ ჯურღმულში უსახლკარო, უდედ-მამო, უთვისტომო, ყველასგან დავიწყებული და დაკარგული, ცხოვრებისგან გამეტებული, ჩაწიხლული და საბოლოოდ გათელილი 17 წლის გოგონა ცხოვრობს.
ასე ბევრად მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ ერთიმეორეს ყოველ დღე თუ არა, ყოველ მესამე დღეს მაინც ვხედავთ, ერთმანეთს არ ვიცნობთ. უტყვი, უსიტყვო დიალოგით ვესალმებით და ვემშვიდობებით. არ მიმჩნევს და არც მე ვიმჩნევ მუდამ კუშტი სახით მოსიარულეს, რეზინის ხელკეტით აღჭურვილს.
თუმცა რას ვერჩი?! სხვა მის ადგილზე ალბათ კარგა ხნის წინ გამაგდებდა, მან კი შემიცოდა. ცხოვრებაში პირველად უანგაროდ, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე ვიღაც დამეხმარა. მან ხომ აქ დარჩენის უფლება მომცა, მართალია ეს არც ბინაა და არც კომფორტულად მოწყობილ ლოგინში ვწევარ, მაგრამ მე იმის მადლობელიც ვარ, რომ თავზე არ მაწვიმს, არ მათოვს, სამ დღეში ერთხელ კი (როცა მისი მორიგეობაა) დაცვის ჯიხურში დაძინების ნებასაც მაძლევს. ეს მცირედი სიკეთეც კი საკმარისია ისევ ადამიანად რომ ვიგრძნო თავი, ისევ ცხოვრების ხალისი რომ დამიბრუნდეს.
ვნერვიულობდი, ჩემი დაცვის თანამშრომელი თითქმის ორი კვირა არ ჩანდა, მეც ეს დღეები მეტროს გვირაბში მიწევდა ღამის გათევა. თოთხმეტი დღე დიდი დრო ყოფილა. დღეს კი მისი კუშტად შეკრული შუბლის დანახვაზე უბედნიერესი ვარ. დიახ, ჩემთვის გულში, ჩუმად მსიამოვნებს და მიხარია მისი დანახვა. სულ ოდნავ შესამჩნევად იღიმება, გვერდულად მიყურებს და მიდის. მეც იქვე ვჯდები და მოთმინებით ველოდები პირველ მატარებელს, რომელიც ჩვეულებისამებრ ხრიგინ-ხრიგინით შემოდის მეტროს სადგურში.
თითქმის ცარიელ ვაგონში მგზავრები კანტი-კუნტად სხედან, არც მე ვჩქარობ სამათხოვროდ ჩამოვლას, ვცდილობ არ შევიმჩნიო ჩემსკენ მომართული წყვილი თვალი, ვიღაც ინტერესით მიმზერს, ვიღაც - ზიზღით, დამცინავადაც -კი. უბრალოდ ვჯდები თავისუფალ სავარძელში, თვალებს ვხუჭავ და მოგონებების ლაბირინთში ვიკარგები.
- იყო და არა იყო რა... იყო ერთი პატარა გოგო, სახელად გვანცა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა მამას... - ასე იწყებოდა ჩემი ზღაპარი, სადაც ბედნიერი და ხალისიანი გოგონა ცხოვრობდა მის ლამაზსა და უზრუნველ ოჯახთან ერთად.
- კარგი, რა, მა... წიგნში ასე არ წერია!... - ვინ იცის მერამდენედ ვუსწორებდი და ამდენი ღიტინით შეწუხებული, ვცდილობდი როგორმე ხელიდან დავსხლტომოდი, თან ვკისკისებდი და სანახევროდ ცრემლები მერეოდა ხმაში. ის კი ისევ ხელში მიტაცებდა, ამდენი სიცილისგან ჩაბჟირებულს ყელში მკოცნიდა და ჰაერში მისროდა. ბედნიერი ვიყავი, უბედნიერესი...
დიახ, მე მამიკოს ნებიერა, სიყრმის შვილი გახლდით. ამ დროს, ასე ხუთ წლამდე ვიყავი, ჩემი შუათანა და სავარაუდოდ სამის იქნებოდა, ჩემი ერთად-ერთი ნაბოლარა ძმა კი - წლამდე, სამი მცირეწლოვანი, თითქმის ერთმანეთზე მიყოლებული ბავშვი. დიახ, სამნი ვიყავით, სამი დედმამიშვილი. თუმცა მამის ნებიერა ერთად - ერთი, მხოლოდ მე ვიყავი, მის სიყვარულს ვერავის გავუნაწილებდი, დედასაც კი. ეგოისტურად მიყვარდა ჩემი ოჯახის ერთად-ერთი უფროსი. ალბათ, იყო ამ გრძნობაში რაღაც ავადმყოფური, არაჯანსაღი, მაგრამ მე ეს სულაც არ მაღელვებდა, მამა ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი!.
თუმცა ყველაფერი სრულდება, მთავრდება, ლამაზი ზღაპრებიც - კი. შემდეგ იყო რეალობა და მწარე ვარდნა. გუშინდელი დღესავით მახსოვს, სახლში მოსული რამდენიმე პოლიციელი, მათი დახრილი თავები, ხელებში უხერხულად მოჭმუჭნილი ქუდი, მათი სიტყვები არ მესმოდა, ან უბრალოდ გონებას არ სურდა გაგონება, ვხედავდი მხოლოდ დედაჩემის გაფითრებული სახეს, აკანკალებულ ხელებს და ტკივილით სავსე მზერას.
პოლიციელები ტრაფარეტული სიტყვებით გვიხსნიდნენ, რომ მამა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
- სწრაფად მოდიოდა, წინ ბავშვმა გადაურბინა, ავტომობილი მოარიდა, ბიჭუნას აარიდა, წონასწორობა ვეღარ შეიკავა, ავტომობილზე კონტროლი დაკარგა, ჯებირები გაარღვია და...
ყურებზე ვიფარებდი ხელებს, არ მინდოდა, მაგრამ მაინც ვისმენდი. მამა ვერ იპოვეს, უბრალოდ გაქრა, მისი საფლავიც კი არ დაგვრჩა. მხოლოდ ვიდეო ჩანაწერი, რომელიც იქვე არსებულმა ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციამ გადასცა პოლიციას, სწორედ ამ ჩანაწერში იყო დაფიქსირებული როგორ ვარდებოდა მისი ავტომობილი ადიდებულ რიონში, რა უნდოდა იქ?! ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ ვიცი.

დავრჩით ასე ერთმანეთის ამარა დედა და სამი ობოლი. უცნაური ის იყო, რომ თითქმის ყველამ დაგვივიწყა, ბებიაჩემს, მამაჩემის დედას, იმის ნაცვლად რომ გასაჭირში მყოფ რძალს დაჰხმარებოდა, სწორედ მაშინ გაახსენდა დედაჩემი მისი ოჯახისთვის შესაფერისი რომ არ იყო. ჩვენი დანახვაც კი აღარ მოინდომა. რატომღაც აღარავის ადარდებდა რას ვჭამდით, რას ვსვავდით, როგორ ვიყავით. მხოლოდ რამდენიმე ნათესავი თუ მოგვიკითხავდა, ისინიც ალბათ ზედმეტად ახლობლები და ზედმეტად შინაურები, იმისთვის რომ მივეტოვებინეთ.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთად-ერთი რაც მამაჩემისგან დაგვრჩა სახლი იყო და პატარა მეურნეობა, ვცხოვრობდით ასე, გაჭირვებასა და ნახევრად შიმშილში, დედას შეძლებისდაგვარად მხარში ვედექი, ვცდილობდი მისთვის ესოდენ მძიმე ცხოვრება როგორმე შემემსუბუქებინა, თუმცა აშკარად ვერ ვახერხებდი.
თვალსა და ხელს შუა ვამჩნევდი ერთ დროს ულამაზესი დედა როგორ მოტყდა, გაჭაღარავდა, თითქოს დაბერდა. უცნაურია, ადამიანი ასე სწრაფად თუ იცვლებოდა ვერც კი წარმოვიდგენდი, ერთ დროს მებრძოლი და ამაყი ქალი ახლა ყველას თავს უხრიდა, სხვის დანაშაულზეც კი ბოდიშს იხდიდა. მისი ეს თვისება საკმაოდ მაღიზიანებდა, მის ნაცვლად ისევ მე ვიბრძოდი, ეს იმდენად გამიჯდა ხასიათში, რომ ყველგან საფრთხეს ვხედავდი, სულ თავდაცვით რეჟიმში ვიყავი.
როგორც იქნა ამ გაჭირვებასა და ობლობაში თხუთმეტი წლისაც გავხდი, მეცხრე კლასს ვამთავრებდი. ჩემი თანაკლასელებისგან განსხვავებით საკმაოდ მაღალი ბავშვი ვიყავი, ჩემი ქალური ფორმების დამალვას იმ ძონძებში ვცდილობდი, რასაც ჩემი სამოსი ერქვა.
ჩემი ასაკის ბავშვებთან ზედმეტ ურთიერთობას ვერიდებოდი, არ იფიქროთ, თითქოს გაჭირვების გამო დამცინოდნენ ან აბუჩად მიგდებდნენ, არა, უბრალოდ, როგორ აგიხსნათ. მე ერთ-ერთი რაიონიდან გახლდით (შეგნებულად არ მინდა ვახსენო საიდან, მე ხომ საკუთარ წარმომავლობას ვმალავ), სადაც რა თქმა უნდა არ იყო ღამის კლუბები, რესტორნები, მეგობრების თავშეყრის ადგილი ერთმანეთის ოჯახებში სტუმრობა და იქ ქეიფი იყო. მე კი ვერასოდეს ვეპატიჟებოდი ჩემთან.
ხშირად მესმოდა როგორ აგროვებდნენ გასართობად გარკვეულ თანხას, ვიღაცისთვის ალბათ არც თუ მნიშვნელოვან რაოდენობას, აი ჩემთვის კი ის მცირედი მილიონს უდრიდა. დედაჩემს არც კი ვეუბნებოდი, გული რომ არ სტკენოდა, ჩემითვე ვპოულობდი სხვადასხვა სახის მიზეზებს მათთან ერთად წასვლაზე უარის სათქმელად, ხან ვირუსი მემართებოდა, ხან გრიპი...
ალბათ ხვდებოდნენ ბავშვები, ჩემი უარის რეალურ მიზეზს, რამდენიმეჯერ შემომთავაზეს კიდევაც, რომ ჩემს ნაცვლად თანხას თვითონვე დადებდნენ, მე რათქმაუნდა ვიუკადრისე მათი წინადადება:
- სამათხოვრო რა მჭირს, უბრალოდ ცუდად ვარ და ვერ მოვდივარ მეთქი!. - საკმაოდ ამპარტავნულად გამოვუცხადე ჩემთან სახლში შუამავლად მოსულ გიორგის.
- აუ, ჩემი გიტყდება, ტო?!- გიორგის პირიდან ცოტა არ იყოს სასაცილოდ ჟღერდა უკანასკნელი სიტყვა, თუმცა ვერ ვხვდებოდი, რატომ ფიქრობდა რომ ჟარგონით საუბარი გამოსდიოდა - დედას გეფიცები, ვაფშე არ გავაგებინებ ბავშვებს, ოღონდ წამოდი და მე დავდებ შენს მაგივრადაც!
გული ამიჩუყდა იმდენად გულწრფელად მეუბნებოდა, ცრემლები მომადგა, თუმცა საკუთარ კომპლექსებს მაინც ვერ ვსძლიე:
- არა, გიო, მართლა არ შემიძლია, ვერ ვარ კარგად!... - ხმა ჩამწყდარმა ძლივს ამოვღერღე მე.
- გვანცუ, დედას გაფიცებ, რამე რომ გიჭირდეს ხომ მეტყვი?! ხომ იცი ჩემი და ხარ, ხომ იცი?! - გამომცდელად მიმზერდა ის.
- ვიცი, გიო, ვიცი... - ვეღარ მოვითმინე, ცრემლების დასამალად მეგობარს ჩავეხუტე და თავი მის მკერდში ჩავრგე.
საბოლოოდ თანხის დადებას ჩემთან აღარც ახსენებდნენ, მე მხოლოდ საქეიფოდ მისვლას, მათთან ყოფნას მთხოვდნენ, მაგრამ საკუთარი კომპლექსების გამო მაინც არ მივდიოდი. არ შემეძლო, ასეთი უკუღმართი ვიყავი, ყელში მაინც არაფერი გადამივიდოდა, მუდმივად იმის ფიქრში ვიქნებოდი, რომ დამცინოდნენ, რომ ზურგს უკან ჩემზე იქირქილებდნენ, ალბათ მთლად ჯანსაღი აზროვნების არც მე ვიყავი.
ცხოვრება რა უცნაურია არა? მაშინ თავის დახრა და ჩემი ამპარტავნების დათმობა არ მსურდა, ახლა კი ჭუჭყიანი, „ძუნძგლიანი“, ხელგაწვდილი მოწყალებას ვითხოვდი და სულაც აღარ მერიდებოდა. ნეტა რას იზავდნენ ჩემი კლასელები, რომელიმეს ასეთ მდგომარეობაში რომ ვენახე, რას მეტყოდა გიო?
ყელში ბოღმისგან გაჩხერილ, მოზრდილ ცრემლს ძლივს ვაგორებ, თვალებს ვახელ, ყურადღებით ვაკვირდები ვაგონში შემოსულ ხალხს.
- „საკმაოდ გავსებულა, უკვე ჩამოვლაც შეიძლება!“... - წამში ვფხიზლდები, სადღა მაქვს ფიქრის დრო, მუშაობა უნდა დავიწყო, თუ ამას „მუშაობას“ დავარქმევ და ხვეწნით ვიწყებ: - თქვენი ლამაზი ხელების ჭირიმე, მოწყალება გაიღეთ, დამეხმარეთ!...



№1  offline წევრი nini namicheishvili

საინტერესოა ,ძალიან მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ თავებში.გააგრძელე ,ძალიან კარგია .

 


№2 სტუმარი manana

გულში მომხვდა მალე დადე ახლი თავი გთხოვ რა

 


№3  offline მოდერი ლილიანა

როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა.❤❤❤❤❤ ისეთი საინტერესო და ინტრიგულია,თან ქალის ენით
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


საინტერესოა ძალიან.

 


№5 სტუმარი m

sainteresoa gtxovmaledade

 


№6  offline წევრი elle elle

ძალიან მომეწონა გააგრძელე

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიანა
როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა.❤❤❤❤❤ ისეთი საინტერესო და ინტრიგულია,თან ქალის ენით


მეც ძალიან მიხარია შენი კომენტარის ნახვა love უნდა ვაღიარო, ძალიან მომენატრეთ, როგორც წესი ქალის ენით ნაკლებად ვწერ, იმედია გამოვივა... იდეა მე პირადად საკმაოდ მომწონს, აი რა გამოვა წინასწარ არ ვიცი... როგორც ყოველთვის თქვენი დამხარების იმედი მაქვს <3

nini namicheishvili
საინტერესოა ,ძალიან მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ თავებში.გააგრძელე ,ძალიან კარგია .

manana
გულში მომხვდა მალე დადე ახლი თავი გთხოვ რა

სიყვარული არსებობს
საინტერესოა ძალიან.

elle elle
ძალიან მომეწონა გააგრძელე

მოგესალმებით უზომოდ მონატრებული და ალბათ დავიწყებული love ძალიან მიხარია თქვენი თითოეული კომენტარი love რაც შეეხება სწრაფად ახალი თავების დადებას, ჩემს ძველ მკითხველებს ალბათ გემახსოვრებათ, რომ როგორც წესი თავებს სამდღიანი შუალედით ვდებ ხოლმე, ამ ტრადიციას ვეცდები არც ამჯერად ვუღალატო, იმედია ამას დიდ დროდ არ ჩამითვლით wink

 


murachashvili
ლილიანა
როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა.❤❤❤❤❤ ისეთი საინტერესო და ინტრიგულია,თან ქალის ენით


მეც ძალიან მიხარია შენი კომენტარის ნახვა love უნდა ვაღიარო, ძალიან მომენატრეთ, როგორც წესი ქალის ენით ნაკლებად ვწერ, იმედია გამოვივა... იდეა მე პირადად საკმაოდ მომწონს, აი რა გამოვა წინასწარ არ ვიცი... როგორც ყოველთვის თქვენი დამხარების იმედი მაქვს <3

nini namicheishvili
საინტერესოა ,ძალიან მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ თავებში.გააგრძელე ,ძალიან კარგია .

manana
გულში მომხვდა მალე დადე ახლი თავი გთხოვ რა

სიყვარული არსებობს
საინტერესოა ძალიან.

elle elle
ძალიან მომეწონა გააგრძელე

მოგესალმებით უზომოდ მონატრებული და ალბათ დავიწყებული love ძალიან მიხარია თქვენი თითოეული კომენტარი love რაც შეეხება სწრაფად ახალი თავების დადებას, ჩემს ძველ მკითხველებს ალბათ გემახსოვრებათ, რომ როგორც წესი თავებს სამდღიანი შუალედით ვდებ ხოლმე, ამ ტრადიციას ვეცდები არც ამჯერად ვუღალატო, იმედია ამას დიდ დროდ არ ჩამითვლით wink

სამ დღიანი შუალედი მართლა ბევრია მაგრამ რა ვქნათ დაგელოდებით wink

 


№9 სტუმარი ემი

როგორ გელოდებოდი... love

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
როგორ გელოდებოდი... love

მომენატრეთ და დავბრუნდი love

 


№11  offline წევრი Ignifex

რამდენი ხანია შენი მოთხრობებია წაკითხვა მინდა და სულ მავიწყდებოდა ხოლმე,ხოდა ახლა დავიწყე :D
მომეწონა დასასწყისი,საინტერესოა ნამდვილად.
შემეცოდა...
ველი შემდეგს ❤

 


№12  offline მოდერი nicol

აუ, ანა,
როგორ მომეწონა სიუჟეტი?! love
რატომღაც მგონია დაცვის წევრი და გვანცა...
თუმცა არ გავუსწრებ მოვლენებს და ველოდები შენდეგ თავს love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Ignifex
რამდენი ხანია შენი მოთხრობებია წაკითხვა მინდა და სულ მავიწყდებოდა ხოლმე,ხოდა ახლა დავიწყე :D
მომეწონა დასასწყისი,საინტერესოა ნამდვილად.
შემეცოდა...
ველი შემდეგს ❤

ეგოისტურად მინდა, იმდენად მოგეწონოს, რომ წაკითხა აღარ დაგავიწყდეს wink ეს რათქმა უნდა ხუმრობით fellow თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ შენიშვნებსა და კრიტიკას არ მომაკლებ <3

nicol
აუ, ანა,
როგორ მომეწონა სიუჟეტი?! love
რატომღაც მგონია დაცვის წევრი და გვანცა...
თუმცა არ გავუსწრებ მოვლენებს და ველოდები შენდეგ თავს love

მადლობა ჩემო ძვირფასო <3 ვნახოთ რა გამოვა, იმედია ფანტაზიებში არ გადავამეტებ love

 


№14  offline წევრი mimimimo

ვერ ვიტან სიტყვა 'მათხოვარს'.
ყველანაირად ვერიდები ეს სიტყვა არ გამოვიყენო.
გაჭირვებული!

პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და მომეწონა. (თუ სათაურს არ ჩავთვლით.)

წარმატებები!

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

mimimimo
ვერ ვიტან სიტყვა 'მათხოვარს'.
ყველანაირად ვერიდები ეს სიტყვა არ გამოვიყენო.
გაჭირვებული!

პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და მომეწონა. (თუ სათაურს არ ჩავთვლით.)

წარმატებები!

ძნელია არ დაგეთანხმო, რომ გითხრა სიტყვა "მათხოვარზე" ვგიჟდები და მეც მომწონს მეთქი, ნამდვილად მოგატყუებ, თუმცა სწორედ ამ სიტყვით მოვიხსენიებთ ყველაზე ხშირად ჩემი პერსონაჟის მსგავს ადამიანებს. მიხარია ისტორიამ თუ დაგაინტერესათ. ხშირად მიფიქრია ასე მეტროსა და გზებზე მოხეტიალე ბავშვებზე, იმაზე თუ როგორი მომავალი ექნებათ მათ, მოახერხებენ თუ არა ამ ჭაობიდან ამოსვლას. ამ ისტორიაშიც უბრალოდ ვცდილობ საზოგადოებისგან მოძულებული, გარიყული და ყველასგან თუ არა, უმეტესობისგან მაინც ზიზღისა და ქილიკის ობიექტად ქცეული ადამიანის სახე გიჩვენოთ, რომელიც მიუხედავად მისი მძიმე ცხოვრებისა ჩვენგან არაფრით არ განსხვავდება, იქნებ ვინც დასცინის და ზემოდან უყურებს მათგანზე ბევრად ნიჭიერი და ადამიანურიც კია. არ ვიცი რამდენად მოვახერხებ ამ ყველაფრის გადმოცემას და თქვენამდე მოტანას, მაგრამ ვეცდები მაინც...

 


№16  offline ახალბედა მწერალი lullaby

სევდიანია და საინტერესო...
ფბზე გავიგე, რომ ცუდად არ ამთავრებ და გამიხარდა...
არა, ისედაც წავიკითხავდი... ნაწყვეტი რომ დაგვიდე ამას წინათ, ძალიან მომხვდა გულზე და ველოდი...
დალაგებული ნაწერია, სასიამოვნოდ იკითხება... არამომაბეზრებლად))

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lullaby
სევდიანია და საინტერესო...
ფბზე გავიგე, რომ ცუდად არ ამთავრებ და გამიხარდა...
არა, ისედაც წავიკითხავდი... ნაწყვეტი რომ დაგვიდე ამას წინათ, ძალიან მომხვდა გულზე და ველოდი...
დალაგებული ნაწერია, სასიამოვნოდ იკითხება... არამომაბეზრებლად))


გამიხარდა შენი კომენტარის ნახვა love თვითონ თემაა მძიმე, დამთრგუნველი და ალბათ სევდიანს ესეც ხდის, წინასწარ ვერაფერს გეტყვი, თუმცა ისედაც მძიმე თემას ცუდად ნამდვილად არ დავასრულებ, არ მემეტება ჩემი პესონაჟი კიდევ მეტი პრობლემებისთვის wink ვნახოთ რა გამოვა, არადა ისე გულით მინდა კარგი გამოვიდეს wink

 


№18  offline წევრი Nia♡Nia

Chems umtavres naklad moutmenloba mimachnia da martlac asea :) ori dgea vitmen ro ar daviwyo sheni axali motxrobis kitxva radgan vici shemdeg lodini momiwevs da amas ver vitan :( ar vici ratom magram saswaulad moqedeb chemze ar myopni.minda yoveldge axal axal istoriebs debde.sul sxvanairad wer gansxvavebulad da chems gultan axlos.zogjer meshinia shemovide am saitze da komentarebshi ar damxvdes rom wera shewyvite. Imis xalisit shemovdivar aq rom shegan tundac patara siaxle damxvdeba. Amjerad ki ukve wakitxul istoriebs wavikitxav axlidan :*

 


№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nia♡Nia
Chems umtavres naklad moutmenloba mimachnia da martlac asea :) ori dgea vitmen ro ar daviwyo sheni axali motxrobis kitxva radgan vici shemdeg lodini momiwevs da amas ver vitan :( ar vici ratom magram saswaulad moqedeb chemze ar myopni.minda yoveldge axal axal istoriebs debde.sul sxvanairad wer gansxvavebulad da chems gultan axlos.zogjer meshinia shemovide am saitze da komentarebshi ar damxvdes rom wera shewyvite. Imis xalisit shemovdivar aq rom shegan tundac patara siaxle damxvdeba. Amjerad ki ukve wakitxul istoriebs wavikitxav axlidan :*

ჩემი ისტორიების ხელახლა წაკითხვა?! ეს უკვე ძალიან დიდი პატივია love რაც შეეხება ახალი თავის ლოდინს, ამ საიტზე ჩემს გარდა საკმაოდ ბევრი და კარგი მწერალია, რომელთა ისტორიებს დიდი სიამოვებით ვკითხულობ. თუმცა გამოგიტყდები ლოდინი მეც საკმაოდ მაღიზიანებს, ამიტომ ისტორიას როცა ბოლომდე დებენ მაშინ ვკითხულობ. ჩემისთანა მოუთმენლებისთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს wink რაც შეეხება წერის შეწყვეტას, იმედია ეგ აღარ მოხდება, თუმცა არ დავმალავ ჩემი საკმაოდ რთული გრაფიკიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს მიჭირს ახალი თავების დადება. ალბათ ძალიან უკიდურესობამდე უდა მივიდე, რომ წერა შევწყვიტო, მით უმეტეს როცა ვიცი, რომ თუდაც ერთი ადამიანი მაინც ელის ჩემს "ნაჯღაბნს", თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მოქმედებთ ჩემზე და რამხელა სტიმულს მაძლევთ love

 


№20  offline წევრი Nia♡Nia

Getanxmebi arisistoriebi romelta wakitxvac girs. Dgesac wavikitxe ragac iatoria magram is gancda ar dameupla rasac sheni istoriebisgan vigeb. Albat asakic gansazgvravs weris maneras ra vqna ar momwons tineijerulu da saskolo istoriebi :* tu rame karg istorias mirchev gamixardeba

 


№21  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nia♡Nia
Getanxmebi arisistoriebi romelta wakitxvac girs. Dgesac wavikitxe ragac iatoria magram is gancda ar dameupla rasac sheni istoriebisgan vigeb. Albat asakic gansazgvravs weris maneras ra vqna ar momwons tineijerulu da saskolo istoriebi :* tu rame karg istorias mirchev gamixardeba

როგორ გითხრა, გამორჩეულად მომწონს თათა დემეტრაშვილი და ნიკოლი, მარიამ ნატროშვილი, რომელიც ყოველთვის თბილი და ტკბილია. რავიცი, საკმაოდ ბევრია, ეხლა რომელიმე გამომრჩება და შემდეგ გული დამწყდება. love

 


№22  offline წევრი Nia♡Nia

Sul ramdeni tavisgan shedgeba istoria? Ashkarad vegar vitmen :*

 


№23  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nia♡Nia
Sul ramdeni tavisgan shedgeba istoria? Ashkarad vegar vitmen :*

ზუსტად ვერ გეტყვი, ჯერ ისევ წერის პროცესშია wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent