შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი - თავი 1


1-08-2016, 20:31
ავტორი sophiaa
ნანახია 1 926

ჩემი თბილისი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით შემოდგომაზე. მიყვარს როდესაც ყვითელი ფოთლებით მიმოფანტულ ქუჩას მივუყვები. დედა დღემდე მეჩხუბება ქუჩაში წანწალის გამო მაგრამ უკვე აღარ ვუსმენ 35 წლის კაცი ვარ უკვე. უმამოდ გავიზარდე. დედა ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. ცხოვრებაში ერთი მიზანი მქონდა. მინდოდა ერთი დღე ისე გათენებულიყო რომ დედას არ ეთქვა „ნეტავ დღეს რა უნდა გაჭამო?“. სიმართლე გითხრათ გამომივიდა კიდეც. 33წლის ცოლი მყავს, მაგრამ ახლა თავის კვლევების თუ გამოკითხვების გამო ინგლისშია,
-ლუკა გოცირიძე როდემდე უნდა იწანწალო ქუჩაში?
დედა სიცილნარევი ხმით შემომეგება სახლში შესვლისას.მხოლოდ მისი დამსახურებაა დღეს მე რაც გამაჩნია და რასაც წარმოვადგენ.
-კაი რაა დეე, ხო იცი როგორ მიყვარს თბილისი ამ დროს?
-გშია?
-არა დეე სამუშაო მაქვს
ჩემს კაბინეტში ავედი. ერთ-ერთი წამყვანი ქირურგი ვარ. საკუთარ კლინიკას ვფლობ. მამაჩემი ძალიან დიდი ხნის წინ სიმსივნით გარდაიცვალა ამიტომ ნებისმიერ სიმსივნით დაავადებულს უფასოდ ვმკურნალობთ. მობილურს დავხედე 5 გამოტოვებული ზარი იყო ჩემი თანაშემწისგან
-დათა მოხდა რამე? ეხლა ვნახე შენი ნარეკი
-ბატონო ლუკა, ახალი პაციენტი გვყავს პანკრეასის სიმსივნე აქვს
-ახლავე წამოვალ და გავსინჯავ, სახელი გვარი და ასაკი მითხარი
-ნინა მაისურაძე, 24 წლის
24წლის? ლამის ტირილი დავიწყე. რატომ უნდა ემართებოდეთ ასეთ პატარებს სიმსივნე? რატომ სამართალი სად არის? საავამდყოფოში მალე მივედი პირდაპირ მისი პალატისკენ წავედი ოთახში შესულს უბრალოდ მინდოდა მეყვირა. ულამაზესი ქერათმიანი ცისფერთვალება გოგონა საწოლში იწვა და ჭერს უყურებდა
-გამარჯობა ნინა
-გამარჯობა, თქვენ ვინ ხართ?
-მე ლუკა მქვია, შენი ექიმი ვარ და თუ საჭირო იქნება ოპერაციას მე გაგიკეთებ
-სიმართლე მოთხარით მეტკინება?
-ოპერაცია? არა ვერც კი გაიგებ
-მითხარით სიკვდილი მტკივნეულია?
შოკში ჩავარდი. მისი თვალების შემყურეს რა უნდა მეთქვა არ ვიცოდი. ასეთი რამ არცერთ პაციენტზე არ დამმართნია
-ნინა დამიჯერე მე ყველაფერს გავაკეთებ რომ გადარჩე. გთხოვ სიკვდილზე ნუ იფიქრებ კარგი და მომიყევი რა გაწუხებს
-რა მაწუხებს? ბალერინა ვარ, ყოველ დილით დავრბივარ, ჯანსაღად ვიკვებები, არასდროს დამილევია, არც სიგარეტი გამისინჯავს და არც ნარკოტიკი. წარმოიდგინე კლუბშიც კი არასდროს ვყოფილვარ. ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობდი, მაგრამ დღეს გული წამივიდა და ყველაფერი ერთ წამში შეიცვალა. სიმსივნე მაქვს. აი რა მაწუხებს.
ეს ყველაფერი ისე თქვა არც კი ამოუსუნთქია. ასეთ კარგ გოგოს რატომ უნდა დაემართოს ეს საშინელება? რითი უნდა დავამშვიდო? რა ვუთხრა?
-გთხოვ ნუ ტირი კარგი? მე ყველაფერს გავაკეთებ პირობას გაძლევ ნინა
-ნენე დამიძახე. ლუკა რამდენი წლის ხარ?
-35, რა იყო?
-უფრო პატარა მეგონე. გთხოვ უბრალოდ მითხარი თუ ჩემს გადარჩენას ვერ შეძლებ. არ დამიმალო. მინდა ყველაფრის გაკეთება მოვასწრო
-ნუ ნერვიულობ, ახლა გამოკვლევებს ჩაგიტარებთ. ცოტა გეტკინება მაგრამ სიცოცხლისთვის ამ ტკივილის მოთმენა ნამდვილად ღირს.
დასხლოებით ერთ საათში მისი ანალიზის პასუხები მოვიდა. ავთვისებიანი სიმსივნე ქონდა მაქსიმუმ 1 წელი ეცოცხლა მეტი ვერა. ოპერირებასაც არ ჰქონდა აზრი. ამის დედა ვატირე მე ხომ შევპირდი. იდიოტი ხარ ლუკა იდიოტი
-შოთა ავთვისებიან პანკრეასის სიმსივნეზე ოპერირება შეიძლება?
-ლუკა შენ ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვს, მაგრამ ჩემი მოსაზრებით უბრალოდ აზრი არ აქვს არანაირად.
არ მინდოდა ეს ყველაფერი დღეს მეთქვა. რატომ ვფიქრობ ამ გოგოზე ასე? მასზე პატარებიც გვყოლია და დიდებიც. მაგრამ ასე არცერთზე არ მინერვიულია. სახლში ისე მივედი ვერც მივხვდი. კარები ჩემდა გასაკვირად ჩემმა ცოლმა თიკამ
-სიურპრიზიი, როგორ ხარ ძვირფასო?
-თიკა როდის ჩამოხვედი?
გაოცებული ვიყავი. მე და თიკას კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. ის ყოველთვის აქეთ-იქით დადის 10 წელია ვეხვეწები ბავშვი გააჩინეთქო და თავს იგიჟებს ადრეაო. ამის გამო ცუდი ურთიერთობა გვაქვს.
-ლუკა არ გაგიხარდა ჩემი ჩამოსვლა?
-კი როგორ არა, უბრალოდ შოკირებული ვარ ცოტა.
დედამ იცოდა რომ თიკა არ მიყვარდა ისე როგორც ადრე, ეს თიკამაც იცოდა. სავახშმოდ დავჯექით. ჭამა დაწყებული არც კი მქონდა დათამ რომ დამირეკა
-ბატონო ლუკა ახალმა პაციენტმა ნინამ გონება დაკარგა. სასწრაფოდ მოდით
გიჟივით წამოვხტი ფეხზე. არა ნინა არა
-ლუკა სად მიდიხარ?
-სამსახურში სერიოზული საქმე მაქ
-შენ სულ ესე იცი. ამდენი თვეა არ გინახივარ და ახლა მიდიხარ?
-შენ გესმის რომ ეს ადამიანის სიცოცხლეს ეხება? პატარა გოგოს ნინას სიცოცხლეს
-მომისმინე ლუკა ყველში ამოვიდა ეს შენი სამსახური ან მე ან მაგ შენი ნინას სიცოცხლე.
წამითაც არ დავფიქრებულვარ ისე მივიღე გადაწყვეტილება. პიჯაკი გავიხადე და........



№1  offline წევრი სალი-სალი

Ai dzaan magaria sityvebic ar myofnis:* gtxov gaagrdzele

 


№2  offline წევრი Sali Georgienne

კარგი თავი იყო მაგრამ ეგ თიკა მოაშორე აუტანელი ვინმეა..

 


№3 სტუმარი lizazu

ar miyvars sevdiani dasasruli. ukve vxvdebi rom nina mokvdeba bolos da savaraudot shvils gauchens lukas.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent