შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

14 თებერვალი ( თავი 5)


2-08-2016, 01:30
ავტორი mashaa
ნანახია 1 302

გარდერობში არაფერი მომეპოვებოდა ისეთი, რაც დღეისთვის გამომადგებოდა. დავურეკე მშობლებს, მოვიკითხე და ფულზეც ნელ-ნელა შევაპარე. უარი არც მიმიღია მშობლებისგან,
მათი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის მაქვს. მოკლედ წავედით მაღაზიებში. ბევრი დრო არ დაგვჭირვებია. გოგოებმა კაბები ჩაიცვეს, მე რატომღაც მომინდა კლასიკური შარვალი, მაღლები და
შესაფერისი პიჯაკი ჩამეცვა. კოსა გავიკეთე, მაკიაჟიც დამავატე და ესეც ასე, მზად ვართ ყველანი.
- ტაქსი გამოვიძახოთ ხო?
- ლუკა და ლაშამ მომწერეს რომ გამოგვივლიან. ( ალესია)
- ძალიან კარგი
ბიჭებმაც მოგვაკითხეს.ნატალის მივულოცეთ,დავლოცეთ კიდეც, მეც მოვწრუპე. მოკლდ საკაიფოდ შეზარხოშებული ვიყავი. ცეკვა მომინდა და გოგოებს შევუერთდი. უცებ უკნიდან ვიღაცამ ხელი
შემომხვია. შევცბი და სწრაფად მოვბრუნდი. ვიღაც უცნობია, აშკარად ნასვამია ეტყობა. ვცდილობ თავი დავაღწიო, მაგრამ ვერა და ვერა,ვერც ვერავინ მამჩნევს, რადგან ყველა
თავის პონტშია და თან პროჟექტორებიც ჩამქრალია. საგონებელში ჩავვარდი, ძალიან მეშინია. უცნობი უკან მიმთრევს, კედელთან მანარცხებს, უხეშად მეხვევა, ვცდილობ გავთავისუფლდე, მანამ სანამ
უარესი მოხდება და უცებ უცნობი ძირს ეცემა.
- ნუკი რა გააკეთე?
- რისი ღირსიცაა ეგ მიიღო ( ნუკი)
- გოგო შეიძლება მკვდარია, აზრზე ხარ საერთოდ? ( შიშისგან ხმას ვეღარ ვაკონტროლებ)
- ნუ ყვირი, არ მოკვდება, გაითიშა უბრალოდ. დროზე მოვშორდეთ აქაურობას.( ნუკი)
ძალით გამათრია გარეთ. ტაქსი გააჩერა და სახლისაკენ წავედით. საშინლად დანვიცდიდი, რაც გადამხდა. საკუთარი თავი მეზიზღება.განა რამე დავაშევე? თითქოსდა არც არაფერი, მაგრამ
სანდროზე მეფიქრება. ეს რომ გაიგოს, არვიცი რა შეიძლება მოხდეს. არ მოვუყვე? ვერ მოვატყუებ, არ შემიძლია, თან მინდა რომ ვუთხრა და გავთავისუფლდე, მინდა რომ
მის წინაშე სუფთა ვიყო. ნუკი მამშვიდებს, მაგრამ უშედეგოდ. ალესია რეკავს
- სად წახვედით ნორმალურები ხართ? (ალესია)
- მარიამთან მოდი სახლში ( ნუკი)
ტელეფონი ეგრევე გათიშა და გვერდით მომიჯდა.ალესიაც მალე მოვიდა.
- გოგოებს ბოდიში მოუხადე და გამოვექანე.ამიხსენით რა ხდება? ( ალესია)
ნუკიმ ყველაფერი უამბო.
- სანდროსს იმედია არ მოუყვები, შენი რომ ვიცი... ( ალესია)
- არ შემიძლია ჩუმად ყოფნა. ვერ მოვატყუებ, ასე ვერ გავძლებ ხომ იცით?
- ვერ გაგიგებს მარიამ, შეიძლება უსიამოვნება მოყვეს ამ ყველაფერს. ბიჭების ამბავი ხომ იცი? ( ალესია)
- მგონი მართალს ამბობს ალესია ( ნუკი)
- შენ არაფერი დაგიშავებია, ვიღაც არანორმალურს ტვინი თუ გადაეწვა შენ რა შუაში ხარ, თან არაფერი მომხდარა კიდევ კარგი, ამიტომ ჯობს დაივიწყო. დაფიქრდი რა შეიძლება
მოყვეს ამ ყველაფერს ( ალესია)
- დაფიქრება მჭირდება.
კიდევ ვისაუბრეთ, ცოტა დავმშვიდდი. გოგოებს ვთოხე რომ წასულიყვნენ. მინდოდა გონებაში ყველაფერი გადამეხარშა, ამისთვის კი მარტო ყოფნა მჭირდებოდა. გოგობი გავაცილე.15
წუთში კარზე ზარია. მივხვდი რომ სანდრო იყო და გოგოების წასვლას ელოდებოდა.
- რა გჭირს? ( სანდრო)
- შემოდი
- ნამტირალევი ხარ. დღეს მთელი დღეა გეძებ, ლამისაა გავგიჟდი. არ მეტყვი სად იყავი და რა ხდება საერთოდ? ( ხმას უწევს)
- მეგობრის დაბადების დღე იყო. დამავიწყდა რომ მეთქვა, ნომერიც არ ვიცოდი შენი
- ტიროდი? არ მეტყვი რა მოხდა? ( სანდრო)
- არაფერი. ცოტა დავლიე და თვალებიც მაგიტომ ამეწვა
- კარგად შემომხედე აბა? იდიოტს ვგავარ? ( სანდრო)
- ცუდათ ვარ, ძალიან მრცხვენია
აივანზე გადის. სიგარეტს უკიდებს. გვერდით ვუდგები, ძალას ვიკრებ. მეშინია იმის რომ ვერ გაიგოს, ან არ დამიჯეროს. ვითომც არაფერი მომხდარა,მაგრამ რთულია საყვარელი ადამიანისთვის
ამის თქმა.
- კაროჩე დაიწყებ? ( სანდრო)
წინ დავუდექი, თავი დავხარე, რადგან ვერ შევხედავ ვიცი.
- ცოტა დავლიე, შემდეგ საცეკვაოდ გავედი. ვიღაცამ წელზე ხელი შემომხვია და უკან გამათრია, ნუკი რომ არა არვიცი... ( დამტავრებულიც არ მქონდა ისე შემაწყვეტინა)
- ნაბოზვარი! ( სიჩუმე ჩამოვარდა, ვიდექი მის წინ დასჯილი ბავშვივთ. სიგარეტი ბოლომდე ჩაწვა შემდგ კი შემომიბრუნდა. თავი მაღლა ამაწევინა, თვალებში ჩამხედა,
დიდხანს მიყურა, მეც ვუყურებდი და ვცდილობდი ამომეკითხა რას ფიქრობდი ამ წუთს, შემდეგ შუბლზე მაკოცა და მაგრად ჩამიხუტა)
სუნნთქვა შემეკრა, ტირილი მომინდა, მაგრამ თავს მაქსიმალურად ვიკავებდი. მივხვდი რომ ძალიან მიყვარდა და მის გარეშე ვერ გავძლებდი. მაგრად მოვხვიე ხელები და ჩავჩურჩულე
- ძალიან მიყვარხარ! ( გამოდის რომ მე გავუმხილე პირველმა ჩემი გრძნობები, ამას ვერც წარმოვიდგენდი, მაგრამ თურმე როცა მართლა გიყვარს ამას არებითი მნიშვნელობა არა აქვს)
შემომხედა, ისევ თვალებში ჩამხედა, მის მწვანე თვალებში მთელი ჩემი ცხოვრების აზრს ვხედავდი. გამიღიმა
- მეც სიგიჟემდე მიყვარხარ! მიყვარხარ იმიტომ რომ ნამდვილი ხარ, მიყვარხარ იმიტომ რომ გულწრფელი ხარ და კიდევ მიყვარხარ იმიტომ რომ შენ არავინ გგგავს!
წარმოიდგინეთ ეს დღე უსიამოვნების მიუხედავად დაუვიწყარი იყო ჩემთვის. ასეთი ბედნირი არასოდეს ვყოფილვარ!



№1 სტუმარი Ketis

Ra iko exla es ? Ese patara da da uazrod tanac kai ra gelodebitbkvela da

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent