გიგი ადამაშვილი (5)
ეზოში ბავშვებთან მოსაუბრე ბაიას მივუახლოვდი. -როგორ ხართ ?- ღიმილით შევეგებე მათ. -რავიცი, შენ როგორ ხარ ?-მითხრა ბაიამ. -აუუ რა კითხვებს უსმევთ? როგორ უნდა იყოს,როცა გიგიმ მოიყვანა მანქანითთ,ალბათ უკვე დაგკერა და შეყვარებულები ხართ -ჩაიცინა ანამ და ირონიით შეხედა ბაიას. შევამჩნიე როგორ დასევდიანდა ბაია. -მან მე უბრალოდ გამომიყოლა რა, აბა გაჩერებაზე ხომ ვერ დამტოვებდა ? უბრალოდ შემხვდა და ვსიო, ნუ თხზავ რაღაცეებს,ის ჩემი მეგობარია და ამიტომ დაოკდით კარგი ?- ბაიას ჩავჭიდე ხელი და გვერდით გამოვიყვანე. -გჯერა ეხა მაგ სისულელის ? - შევაცქერდი მე. -არა-ამოილუღლუღა ძლივს გასაგონად და თავი დახარა. -ბაია შემომხედე, გაიღიმე და წავედით. ბაია ოთახში ავიყვანე და ჩავეხუტე. ლექციების დროს არაფეერზე ვფიქრობდი,გარდა იმისა რომ გიგისგან თავი შორს უნდა დამეჭირა. ვიცი,მის მიმართ რაღაცას ვგრძნობ, მაგრამ ბაიას ვერ გავუნადგურებ ცხოვრებას. ბაიას დავემშვიდობე და სახლში შევედი. -აუუ ბებოო მშიააა- დავიძახე,თუმცა ოთახში არავინ დამხვდა. -დეეე,ბებოოო,მააა,ბაბუუუ- ვყვიროდი,შემდეგ მივხვდი რომ არავინ იყო. აუ ნეტავ საჭმელი რა გვაქვს ? მაცივართან მივედი,აჰა წერილიც დაუტოვებიათ. -ბები,ნუ გაყვირიხარ ჩვენს სახელებს, დაბლა მაიკოს ბავშვს გააღვიძებ სულელო, საჭმელი მაცივარშია და გააცხელე,ჩვენ ბათუმში,ლალისთან ვართ, გოჩა გამხდარა ცუდად,თან ცოტახანი დავისვენებთ,შეიძლება დავრჩეთ,შენ საჭმელზე ნუ იღელვებ,4 დღის საჭმელი დაგიტოვეთ,აბა შენ იცი,იმედია არ გადაბუგავ სახლს. ბებიაჩემის წერილი ჩავიკითხე,თავი გავაქნიე,მოვისროლე ნაგავში და მაცივარი გამოვაღე. ვისადილე და ლეპტოპი ჩავრთე. დიდი არაფერი ხდებოდა,სულ ცოტა 5 ფოტო გიგისთან. მერე ნიკას დავურეკე და სტადიონზე შევხვდეთო. დაბლა ჩავედი და სტადიონზე მყოფ ნიკას გავუღიმე. -ჰეი,ქაჯან რაშვები ? -არაფერს ხისთავიანო შენ ? -აუ რავი რა, შენი დახმარება მჭირდება- საცოდავი კატის თვალებით შემომხედა. -ხო კაი,მითხარი. -აუუ,კაროჩე ბაია მომწონს რა და დამეხმარე რა. -ჰა ? ამდენი ხანი ამას მიმალავდი ბიჭო ? -აუ რავი რა, ვინმე ხო არ მოწონს ?- აი ამაზე არ ვიცოდი რა მეთაქვა, ხომ არ ვეტყოდი გიგი მოსწონს,შენი ძმაკაცითქო, ძალიან გამოუავლ მდგომარეობაში ვიყავი. სიმართლის გაგებას და ნიკას გიგიზე გადამტერებას,ჯობდა ყველაფერი მშვიდობიანად ყოფილიყო,ამიტომაც ისე მოვაჩვენე თავი,ვითომც არ ვიცოდი. -აუ არ ვიცი,კაი უნდა წავიდე- ნერვიულად ავიჩეჩე თმები და გავეცალე ნიკას. სახლში ავედი და წიგნის კითხვა დავიწყე,თუმცა ვერაფერი გავიგე,სულ გიგიზე და ბაიაზე ვფიქრობდი. კარზე ზარია. ბაია იყო. -ჰეი, მაშ როგორ ხარ ?- ლოყაზე მაკოცა და სავრძელში მოკალათდა. -კარგად,შენ ? -მეც არაჩვეულებრივად, იცი რატომ ? -რატომ ? რახდება ? -რადა ხვალ გიგის დაბადების დღეა და უეჭველი დამპატიჟებს, იუჰუუ- წამოიყვირა და ხტუნვა-ცეკვა დაიწყო, ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა, უცხო ნომერი იყო. -გისმენთ. -მაშო,გიგი ვარ- ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა. -ხო გიგი-ბაიამ უცნაურად შემომხედა და ჩემთან მოირბინა. -მაშო, ხვალ ჩემი დაბადების დღეა და დაპატიჯებულები ხართ შენ და ბაია, მისამართს მოგწერ სადაც უნდა მოხვიდეთ. -კარგი. გავთიშე თუ არა ტელეფონი,ბაია მეცა კითხვით. -გოგო რაო ? -რადა ორივე დაგვპატიჟა,მისამართს მომწერს. -აააა,კაი _______________________________________________ დღეს უნივერსიტეტში არ წავსულვართ მე და ბაია,ორივემ ვიშოპინგეთ,გადავწყვიტეთ სუნამო გვეყიდა გიგისთვის. სახლში დაბრუნებისთანავე წყურვილი მოვიკალით და ჩაგვეძინა შოპინგისგან და უძილობისგან დაღლილებს. 8 საათზე გაგვეღვიძა. უცბად მივიღეთ შხაპი და მივადექით კაბებს. ზურგამოღებული,შავი,ტანზე მომდგარი, ულამაზესი,მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა მამშვენებდა, ქერა,გრძელი თმა ცხენის კუდად ავიწიე, გულ-მკერდს კი ულამაზესი სამკაული ამშვენებდა,მაკიაჟი მსუბუქად გავიკეთე. ბაიას უმაგრეს ტანს ღია ვარდისფერი,გრძელი კაბა უხდებოდა. თმა უბრალოდ გაისწორა,მაკიაჟიც უბრალო გაიკეთა, რაც ძალიან უხდებოდა და ალამაზებდა. მოკლედ ორივე ძალიან ლამაზები ვიყავით. მალე ნიკამაც მოგვაკითხა და წავედით. -გიგი გილოცავთთ დაბადების დღეს,ეს ჩვენგან- ბაია გიგის ჩაეხუტა და საჩუქარი მისცა. მე უბრალოდ გადავკოცნე, თუმცა ეს ჩემთვის უბრალო არ ყოფილა, ისევ იმ ჟრუანტელმა დამიარა,როცა მისი ბაგეები ვიგრძენი,ჩემს ახურებულ ლოყაზე. იმედია,ეს ბაიამ არ შეამჩნია,არ მინდა გული ვატკინო. ყველაფერი ლამაზი და სასიამოვნოდ მოწყობილი იყო. გაისმა მუსიკის ხმა. გიგი ჩემსკენ მოდის, ცალ თალს ბაიას ვაყოლებ, არანაირი ემოცია არ არის მის სახეზე, მე ვფორიქდები და სუნთქვა მიჭირს. -მაშო, ვიცეკვოთ ? - ღიმილით მაწვდის ხელს. -ისაა- ვიბნევი,თქმას არ მაცდის გიგი. -გთხოვ,მხოლოდ ერთი ცეკვა. -კარგი- ვნებდები და ვაწვდი ჩემს ხელს. წელზე ხელს მკიდებს, მასთან ახლოს ვჩნდები, ვცეკვავთ ნაზად,მოხერხებულად და სასიამოვნოდ, ვცეკვავთ ისე თითქოს დავფრინავდეთ, თითქოს ღრუბლებს ვადგავთ ფეხებს. სიმღერა სრულდება,მე ვბრუნდები ჩემს ადგილას, ბაია საშინელი სახით მიმზერს,თუმცა არ ვიმჩნევ. არასდროს დამავიწყდება ეს დრო,წუთი და წამი. ყველაფერი ისეთი სასიამოვნო იყო,მე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი,თუმცა ბაია მაკავებდა. დიახ, რა საზიზღრული ნათქვამია არა ? მე საშინელი მეგობარი,ყველაზე საშინელი,ის ადამიანი მომწონს,რომელიც ჩემ ბაიას მოსწონს, ღმერთო ძალიან გთხოვ,რომ ბაიამ არაფერი გაიგოს ჩემი გრძნობების შესახებ. გიგის ამის შემდეგ აღარ გავეკარები, არასდროს, რაც არ უნდა მოხდეს. ****************ბაიასთან*************** ძალიან გავბრაზდი,ძალიან ვიეჭვიანე კიდეც, მაშოს რატომ დაურეკა ? მე რატომ არ დამირეკა ? ან მაშოს რატომ ეცეკვა პირველი ? რატომ ? სულ მაშოს აქცევს ყურადღებას, მე რატომ არ მაქცევს,ან ისე რატომ არ მექცევა, როგორც მაშოს ? იქნებ უყვარს ან მოსწონს ? არა,არა მაშო შენი საუკეთესო დაქალია,ამას ვერასოდეს ვერ გაგიკთებს. ასე ვიწყნარდები თავს,მთელი 1 თვის განვმალობაში, თუმცა ეჭვები მაწუხებდა,მღრღნიდა და მტანჯავდა. მთელი 1 თვე ვცდილობდი,რომ გიგისთან ახლოს ვყოფილიყავი, რას აღარ ვაკეთებდი,თუმცა ბოლოს მაინც მე და ნიკა ვრჩებოდით მარტონი, გიგი და მაშო კი ერთად ყველგან. ვგრძნობდი,რომ მაშო ერიდებოდა გიგის,თუმცა ადამაშვილი სულ მაშოსთან იყო,ნიკა კი სულ ჩემთან, ეს ფაქტი კი საშინლად მაღიზიანებდა. **************მაშოსთან************ მთელი 1 თვე ვერიდებოდი გიგის,თუმცა ვერაფერს ვერ ვახერხებდი. ამ 1 თვეში გიგი საშინლად შემიყვარდა,ისე ვიყავი,რომ მეგონა,აღარავინ შემიყვარდებოდა. არავინ იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ,საერთოდ არავინ. ძალიან მიყვარდა ადამაშვილი.მისგანაც იგრძნობოდა,ჩემს მიმართ სითბო. დღეს კაფეში მივდიოდით. შავი მოკლე კაბა, თეთრი წარწერიანი ზედა და შავი კეტები მოვირგე. თმა უბრალოდ ჩავიწენი. ბაიაც მზად იყო და წავედით. კაფეში მე გიგის პირისპირ ვიჯექი,ბაია კი ნიკას პირისპირ. ვეღარ ვაკონტროლებდი თავს, სულ ადამაშვილს ვუყურებდი, ამიტომაც საპირაფეროშოში გავედი. ცივი წყალი მესიამოვნა სახეზე. გავიმშრალე,სარკეში ჩავიხედე და გიგი დავინახე. -აქ რა გინდა ? ეს ქალების საპირფარეშოა. -რატომ მექცევი ? სულ დაგსდევ,დაგყვები,მინდა სულშენთან ერთად ვიყო,მაგრამ შენ გამირბიხარ, ყოველთვის ცდილობ,რომ ბაია იყოს ჩემს გვერდით. ვიცი,უფროსწორედ მივხვდი რომ ბაიას ვუყვარვარ,მაგრამ მე ბაია არ მიყვარს,შენ მიყვარხარ- ამ სიტყვების გაგონებისას უზომოდ ბედნიერი ვიყავი,ვიყავი ბედნიერი,იმიტომ რომ მას მე ვუყვარდი,იგივეს განიცდიდა,რასაც მე,თუმცა არ შეიძლებოდა ჩემთვის გიგი ადამაშვილის სიყვარული,ბაიას გამო. -მე,მე არ ვიცი რა ვთქვა- ამოვილუღლუღე დაბნეულმა, ის უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, უკვე მისი სუნთქვა,ჩემს სახეს ეხებოდა. მე ? მე ვიყავი გაუნძრევლად,გაშეშებული,დაბნეული,გაურკვეველი,რომელიც არაფერს აკეთებდა,გარდა იმისა,რომ ნიჟარას ებღაუჭებოდა თითებით. მისი ბაგეები ჩემსას შეეხო, მეც ავყევი, სულ სხვა სამყაროში გადავედი,არვიცი სად,მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო. მისი ცხელი ბაგეები,ჩემს ახურებულ ბაგეებს ეხებოდა ნაზად, თუმცა მალევე დავბრუნდით რეალობაში,როცა რაღაცის გაწრიალება გავიგეთ. დავინახე ვიღაცის შავი თმები.შეიძლება ბაია იყო,ღმერთო ოღონდაც ბაია არ იყოს. მაშინვე მოვშორდი ახურებული,აწითლებული არვიცი ალბათ იმ მომენტში პომიდორს ვგავდი,რომელიც იწვის. თავი დავხერე,თუმცა გიგიმ ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. -არც ჩემი და არც შენი ბრალი არ არის,რომ ერთმანეთი გვიყვარს და არა მე და ბაიას. რათქმაუნდა ის შენი მეგობარია,თუმცა არ უნდა დაიტანჯო, გაიგე ? შენ ღირსი ხარ,რომ იყო ბედნიერი. რატომ არ ეუბნები ბაიას ? არ გინდა რომ გული ატკინო ხომ ? ბაია ისედაც გრძნობს ამას, სულელი არ არის,რომ ვერ იგრძნოს და ვერ მიხვდეს,ჩვენ რომ ერთმანეთი გვიყვარს. ჩემი აზრით უნდა უთხრა, უნდა მისცე შენს თავს ბედნიერების,სიყვარულის უფლება- ეს თქვა და წავიდა. წყალი შევსიხი სახეზე და გამოვედი,თუმცა საერთოდ მერჩივნა არ გამოვსულიყავი, მინდოდა მიწას ჩავეტანე,მოწყენილი ბაიას შემხედვარე. ღმერთო,გევედრები გვიშველე ოთხივეს. როგორც იქნა,ინება მუზამ მოსვლა და დავწერე ესეთი დატვირთული თავი. იმედია მოგეწონებათ <3 ^__^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.