შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული (III თავი)


2-08-2016, 22:31
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 081

მეორე დღეს შუადღემდე ეძინა. რომ გაიღვიძა უკვე ორი საათი იყო დაწყებული. ნელა ასწია ბალიშიდან თავი და კედლის საათს შეხედა. ,,რამდენი დრო გასულა, ღმერთო ჩემო’’ გაიფიქრა და ნელა წამოდგა. საწოლთან ახლოს, სკამზე გადაფენილი მისი გუშინდელი ტანსაცმელი აკრიფა და ზლაზვნით დაიწყო ჩაცმა, შემდეგ კი სააბაზანოში შევიდა და გამოსაფხიზლებლად წყალი შეისხა სახეზე. სარკეში ჩაიხედა და საკუთარ თავს დააკვირდა. დღეს მძიმე დღე ელოდა, შალვას უნდა დალაპარაკებოდა და დარჩენაზე დაეთანხმებინა, რაც არც ისე იოლი იყო. ამიტომ ძალები მოიკრიფა, რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქ-ჩაისუნთქა და მთელი შემართებით დატოვა ოთახი. ნელი ნაბიჯებით დაუყვა დიდ კიბეს და მდიდრულად მოწყობილ მისაღებში გავიდა, რომელიც ცარიელი იყო. ოთახები დაიარა, მაგრამ გზაში არავინ შეხვედრია. ბოლოს იფიქრა, რომ ნანუ სამზარეულოში იქნებოდა და მართალიც აღმოჩნდა.
-მოხვედი ჩემო გოგონა? - ღიმილიანი სახე შეაგება ნანუმ. -როგორ გეძინა? კარგად ხომ დაისვენე? ახლავე გაგიშლი საუზმეს. რამე ხომ არ გინდა კიდევ? -ერთად მიაყარა კითხვები და საქმიანობას შეუდგა.
სალოს გაეღიმა მის ასეთ სისწრაფესა და მონდომებაზე. მის ყოველ ქმედებაში ხომ სალომეზე ზუნვის გულწრფელი სურვილი აისახებოდა. სამზარეოლოში შევიდა და მაგიდას მიუჯდა.
-ნუ ღელავ ნანუ, ყველაფერი კარგადაა. მშვენივრად გამოვიძინე და სხვა არაფერი მინდა შენი გემრიელი საუზმის გარდა. -პასუხად მხოლოდ ნანუს გაბადრული სახე მიიღო. უხმოდ განვლო რამოდენიმე წუთმა. როდესაც საუზმეს მორჩა, ნანუს არ დაანება და თავად აალაგა მაგიდა, ჭურჭელიც თავად გარეცხა. ბოლოს კი ისევ სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა და ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ჰკითხა.
-სად არის?
-დილით წავიდა სამსახურში, ასე დამიბარა რომ მოვალ მერე ველაპარაკებიო. ნუ ინერვიულებ შვილო, ყველაფერი კარგად იქნება. ეს გაუმართლებელი ბრაზიც გადაუვლის და იმედია მიხვდება თავის შეცდომას. ამდენი წელი დაკარგა უაზროდ, შენს გარეშე, არადა ვინ ჰყავს უფრო მეტი ახლობელი საკუთარი შვილის გარდა. - მისი გამხნევება სცადა ნანუმ.
-კარგი, იმედია ყველაფერი მართლა მოგვარდება. სკეპტიკურად ჩაილაპარაკა სალომემ და ფეხზე წამოდგა. წავალ, ცოტას გავივლი, დავათვალიერებ აქაურობას. წლებია აღარ ვყოფილვარ. კარგად ვნახავ რა შეიცვალა და რა დარჩა იგივე.
-კარგი ჩემო გოგონა, შენ როგორც გაგიხარდება.
ნელი ნაბიჯებით დატოვა სამზარეულო. ჯერ მთლიანად სახლი შეათვალიერა. თითქმის არაფერი შეცვლილიყო. მშობლების ოთახშიც შევიდა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა დედის ნაზი სურნელი. შემდეგ ვერანდაზე გავიდა და იქიდან გადახედა გარემოს. თითქმის განადგურებულ ბაღშიც ისეირნა და ბოლოს გადაწყვიტა ნაცნობ ქუჩას გაჰყოლოდა ბოლომდე, რადგან გუშინ საოცრად დაღლილს მისი კარგად შეთვალიერება ვერ მოესწრო. დღეს კვლავ ნაცრისფერი იერი გადაჰკრავდა, ზუსტად ისე, როგორც ათი წლის წინ. ნელა მიუყვებოდა უკვე უცნობ ქუჩას და ყურსასმენებში კარგად ნაცნობ მელოდიას უსმენდა. ბოლომდე გაუყვა ქუჩას და ბავშვობის მოგონებებმაც გაიღვიძეს მასში. უკვე საკმაოდ შორს იყო წასული და უკან მობრუნებას აპირებდა, რომ მოტოციკლის ხმაური გაისმა მშვიდ ქუჩაზე და ისე ჩაუქროლა გვერდით და მხარი გაჰკრა, რომ გააზრებაც ვერ მოახერხა. ოდნავ წაბორძიკდა, თუმცა თავის შეკავება მაინც შეძლო და კვლავინდებურად გაიმართა წელში. უცებ მოტო მობრუნდა და მის წინ მოწყვეტით გაჩერდა.
-კარგად ხარ? - ყრუდ გაისმა ჩაფხუტის შიგნიდან ხმა. - მაპატიე, უცებ მოვუხვიე და ვერ შეგამჩნიე.
-არა უშავს, კარგად ვარ.
-ნამდვილად?
-ნამდვილად.
-აქ პირველად გხედავ. ახალი გადმოსული ხარ თუ ვინმესთან სტუმრად იყავი?
-არც ახალი გადმოსული ვარ და არც სტუმრად ვარ. - ცოტა არ იყოს უხეშად მიუგო სალომემ და გზის გაგრძელება გადაწყვიტა.
-ეი.., მოიცადე, სად მიდიხარ. აბა, მაშინ მითხარი საიდან აღმოჩნდა ეს ანგელოზი ამ ქუჩაზე? ციდან ხომ არ ჩამოფრენილხარ?
მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ვერ ხედავდა, სალომემ კარგად იგრძნო თუ როგორ ჩაეღიმა ჩაფხუტის შიგნით. შემდეგ კი უცნობმა ხელი გამოუწოდა.
-ლაშა.
-სალომე. მანაც შეაგება თავისი თლილი თითები და ნაზად მოუჭირა.
-სახლამდე მიგიყვან სალომე.
-გმადლობ, მაგრამ არ არის საჭირო, მე თვითონაც მოვახერხებ.
-ყველაფერზე ასე უხეშად რატომ მპასუხობ? ცოტა არ იყოს ნაწყენი ხმა გაისმა ჩაფხუტის შიგნიდან.
-სრულიად ჩვეულებრივად გპასუხობ, თან რატომ უნდა შეწუხდე, აქვე ვცხოვრობ.
-მით უმეტეს მეზობლები ვყოფილვართ, ამიტომ ეს არანაირი შეწუხება არ იქნება. თან მოდი ერთმანეთიც გავიცნოთ.
ამ სიტყვებზე ხელი გამოუწოდა. სალომე ცოტა ხანს ყოყმანობდა..
-მიდი, მომეცი ხელი, თან უკვე წვიმას იწყებს.
ბოლოს როგორც იქნა თავისი ხელიც შეაგება. ლაშამ კი ახლოს მოიზიდა და მოტოზე უკნიდან შემოისვა. სალომემ ნელა შემოხვია ხელები ტყავის ქურთუკზე და მოხერხებულად მოეწყო. თავს ცოტა უხერხულად გრძნობდა, თუმცა მის მეორე მხარეს ეს ყველაფერი სასიამოვნო ჟრჟოლას გვრიდა. მოტო დაიძრა და ნელი სიჩქარით დაუყვა ქუჩას. სახეში ნაზი და სასიამოვნო ნიავი ეცემოდა სალომეს. თითქოს ყველა პრობლემა დაავიწყდა. როდესაც სახლს მიუახლოვდა, ლაშას ქურთუკზე დაქაჩა.
-მე აქ ვცხოვრობ- ჩაილაპარაკა მან?
-აქ?! ცოტა გაკვირვებული და უცნაური ხმა გაისმა. სალომე მის სახეს ვერ ხედავდა და შესაბამისად ის ემოციაც ვერ ამოიცნო, რაც მისმა სიტყვებმა გამოიწვია.
-ხო, რა მოხდა?
-არა, არაფერი... გამიხარდა შენი გაცნობა სალომე. კიდევ შევხვდებით.
-მეც გამოხარდა ლაშა. დიდი მადლობა რომ მომიყვანე. კარგად. - ნაზად გაუღიმა და ხელი დაუქნია. შუბრუნდა და სახლისკენ წავიდა. ლაშა კი ადგილზე იდგა და იქამდე გაჰყურებდა მიმავალს, სანამ ზღურბლს არ გასცდა. შემდეგ კი კვლავ გაისმა მოტოს გრუხუნი და ლაშაც ადგილს მოსწყდა.
სახლში კარგ განწყობაზე მყოფმა შეაბიჯა. თვითონაც ეღიმებოდა, ოღონდ თავადაც არ იცოდა თუ რაზე. ნანუსთან მივიდა და ძლიერად მოეხვია.
-რა მოხდა ჩემო გოგონა? ასე კარგ ხასიათზე რატომ ხარ? - გაღიმებულმა ჰკითხა ნანუმ.
-არც არაფერი. - მხიარულად ჩაილაპარაკა. - შალვა კიდევ არ მოსულა? უკვე შვიდი საათი დაიწყო.
-ამ დროს მოდის ხოლმე. სახლში მალე იქნება.
-კარგი, მაშნ აქ დაველოდები.
ამ დროს მისაღებში კარის ხმა გაისმა, შემდეგ მძიმე ნაბიჯების და ოთახში მამამისი შემოვიდა. კვლავ მკაცრი მზერა ჰქონდა. თუმცა მისი თვალებიდან ის ზიზღი გამქრალიყო, რაც წლების წინ იკითხებოდა.
-ზემოთ ავალ, გამოვიცვლი და მალე ჩამოვალ. ხომ არ დაგავიწყდა ქალბატონო სალაპარაკო რომ გვაქვს?
-არ დამვიყწებია. კაბინეტში დაგელოდები.
შალვა კვლავ მძიმე ნაბიჯებით გაემართა მეორე სართულისკენ, თვითონ კი მის კაბინეტს მიაშურა. სავარძელში მოხერხებულად მოეწყო და ლოდინი დაიწყო. დიდხანს არ მოუწია მოცდა. მალე კაბინეტის კარები გაიღო და შალვა შემოვიდა. გამოემართა და მის პირდაპირ სავარძელში მოკალათდა.
-მე იქ არ დავბრუნდები. - პირდაპირ დაიწყო საუბარი სალომემ.
-და ვინ გთხოვს იქ დაბრუნებას? მე საერთოდ რამე გითხარი? ამიტომ უნდა მოითმინო და ლაპარაკი მაცადო. -მიუგო მკაცრად.
-უკან არ გაბრუნებ. საკმარისია ის წლები რაც იქ გაატარე. ბოლოს და ბოლოს ჩემი ერთადერთი შვილი ხარ და მინდა ჩემს გვერდით იყო.
-ეს ახლა გაგახს...
-დამაცადე საუბარი! - დაიღრიალა შალვამ. - მინდა რომ აქ იცხოვრო. ჩვეულებრივ სკოლაში დახურავ მეთორმეტე კლასს. თუმცა ისიც გაითვალისწინე, რომ ნორმალურად უნდა მოიქცე და პრობლემები არ შემიქმნა. ზედმეტადაც ნუ შემაწუხებ. ახლა მხოლოდ ამას გეტყვი. შენს საბუთებზე უკვე გავაგზევნე ხალხი და ხვალ შეიტანენ ახალ სკოლაში. შენც მოემზადები, რადგან ხვალვე უნდა წახვიდე. იმედია ყველაფერი გასაგებია. ახლა კი თავისუფალი ხარ. შეგიძლია გახვიდე აქედან.
სალომე გაკვირვებული უსმენდა მამის საუბარს. არ მოელოდა ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებდა მამამისი იმ ყველაფრის შემდეგ, თუმცა ხმა არ ამოუღია, ისე წამოიმართა ფეხზე და კაბინეტი დატოვა. გაოგნებული მივიდა ნანუსთან და მოეხვია.
-ნანუ იქ აღარ დავბრუნდები. მამაჩემი სახლში მტოვებს, სკოლასაც აქ დავამთავრებ. როგორ მიხარია შენ ვერც კი წარმოიდგენ.
-ვიცოდი ჩემო გოგონა, ვიცოდი რომ ასე მოიქცეოდა. სხვა ვინ ჰყავს შალვას შენს გარდა ჩემო ძვირფასო. ხომ გეუბნეოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. წამოდი ახლა სუფრის გაშლაში დამეხმარე.
ორივე სამზარეულოსკენ გაემართა და დიდი სიხარულით გაშალეს სუფრა. როდესაც დაამთავრეს, კართან შალვაც გამოჩნდა და სამივემ უხმოდ ივახშმეს. ასევე უხმოდ აალეგეს მაგიდა სალომემ და ნანუმ და გარეცხეს ჭურჭელი.
-ახლა დავიძინებ ნანუ, ხვალ მნიშვნელოვანი დღე მელის, უნდა მოვემზადო.
-კარგი, მიდი ჩემო გოგონა, დაისვენე. ღამე მშვიდობისა.
-ღამე მშვიდობისა.
მომღიმარი სახით აიარა კიბე და თავისი ოთახისკენ გაემართა. შხაპი მიიღო, სკოლა-პანსიონიდან წამოღებული მცირედი ტანსაცმლიდან აარჩია თუ რა უნდა ჩაეცვა ხვალ და მთელი დღის ემოციებისგან გადაღლილი, საწოლში მოხერხებულად მიკალათდა. განვლილ დღეზე დაიწყო ფიქრი. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, თუმცა ასე უცებ რატომ ენდო რამოდენიმე წუთის წინ გაცნობილ უცნაურ ბიჭს, რომლის სახეც კი არ დაენახა? „რამ მაიძულა მაშინვე მის მოტოზე შემოვმხტარიყავი?“ ცოტა არ იყოს გაბრაზდა კიდეც საკუთარ თავზე. „თუმცა მაინც, დღეს წარმატებული დღე იყო’’ ბედნიერმა გაიფიქრა და ტკბილ ძილს მისცა თავი.



№1 სტუმარი ემი

ოჰოო, უკვე ინტრიგაც გამოჩნდა... საინტერესოააა winked

გელოდებით...

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

მომწონს როგორც წერ , ცოტა გაადიდე თავები პატატებია.

 


№3 სტუმარი ............

gaagrdzele ^*^

 


№4  offline წევრი Trocodeo

ძალიან კარგი ისტორიაა და ძAლიან კარგად წერ,თან მესამე პირში.გადასარევია .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent