შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითობა არ არსებობს (11)


21-02-2016, 22:44
ავტორი elenika.13
ნანახია 2 375

-როგორ გრძნობ თავს?-ჰკითხა უკან დაბრუნებულ მარიამს გეგამ.
-არამიშავს. შენ როგორ ხარ?-ჰკითხა სიბრაზეშეპარული ხმით.
-შესანიშნავად. გამოძინებაც მოვახერხე. შენ არ გეძინება?-ინტერესიანი თვალები მიაპყრო გოგონას და მისი სიბრაზე არ შეიმჩნია.
-კი მეძინება, მაგრამ მე ვერ მოვახერხე დაძინება. სახლში რომ მივალ მაშინ გამოვიძინებ. წესით მალე უნდა ჩავიდეთ საქართველოში.-ზურგი შეაქცია ბიჭს და ფანჯარაში ღრუბლებს გახედა.
-ხო სახლი... სახლი...-იმეორებდა ღიმილშეპარული. მარიამმა მის მსგავს საუბარს ყურადღება არ მიაქცია და თვალები დახუჭა დაძინების მიზნით. ფრენამ მაინც თავისი ქნა, დაიღალა და ჩაეძინა. არ ახსოვს რამდენი ხანი ეძინა, მაგრამ თვალები რომ გაახილა ოთახში იწვა. გონზეც არ იყო მოსული წესიერად, რომ გულისწყვეტა იგრძნო. ეს ყველაფერი სიზმარს და თავის წარმოსახვის ნაყოფს მიაწერა და იმედები ძალიან გაუცრუვდა, როცა მისი სიზმრის პერსონაჟი გეგა ვერსად ვერ დაინახა. ფეხზე სწრაფად წამოდგა და მარჯვნივ, სააბაზანოსკენ აიღო გეზი. კარები გამოაღო და მიხვდა, რომ ეს სააბაზანო კი არა კორიდორში გასასვლელი კარი იყო, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მის ოთახში მარჯვენა კარი სააბაზანოსკენ მიდის. უეცრად ფეთიანივით მიხურა გაღებული კარი და ახლა მარტო დააკვირდა ოთახს. არა... ეს არც თბილისის ოთახს ჰგავდა და არც დედამისის სახლში არსებულ მის ოთახს. ვერ მიხვდა სად იყო ან აქ რა უნდოდა. გეზი ფანჯრისკენ აიღო და გარეთ გაიხედა. ხედიც ვერ იცნო თავისთავად. ოთახი კარგად მოათვალიერა და მოხიბლა მისმა დიზაინმა. მოეწონა აქაური ფერები და გემოვნებით შერჩეული ავეჯი... მაგრამ მერე მიხვდა, რომ ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა და კარადისკენ წავიდა. კარადაში ჯერ კიდევ გაუხსნელი ჩემოდნები და რამდენიმე ცარიელი საკიდი იპოვა. ჩემოდნებმა მგზავრობა გაახსენა და მიხვდა, რომ ეს მოგზაურობა სულაც არ იყო მისი წარმოსახვის ნაყოფი. სარკეში საკუთარ თავს დააკვირდა და გაიხსენა, რომ თვითმფრინავშიც ეს ტანსაცმელი ეცვა. ასე, რომ ყველა დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ეძინა ან გაგიჟდა, გამოირიცხა. ესე იგი აეროპორტიდან ვიღაცამ პირდაპირ აქ მოიყვანა. კი მაგრამ ვინ? ვითომ გეგამ? იქნებ მოიტაცეს? „ხო... კი კი მოგიტაცეს და ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში გაყურყუტებენ . აბა რაა...“ დასცინა საკუთარ თავს და ქვევიდან ამომავალ ხმას მიუგდო ყური. მის გარდა სახლში კიდევ იყვნენ ვიღაცები. ის კარი გამოაღო წეღან სააბაზანოსკენ გამავალი რომ ეგონა და გრძელ კორიდორს გაუყვა. კიბეებიც მალე გამოჩნდა და ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით ჩაუყვა კიბეებს. ბოლო საფეხურებიც ჩაამთავრა და დიდ მისაღებში აღმოჩნდა, სადაც დივანზე მსხდომ შვიდ წყვილ გახარებულსა და მასზე მოშტერებულ თვალს ჰკიდა მზერა. ამ შვიდ წყვილში არ გასჭირვებია მისთვის ნაცნობი და საყვარელი, გეგას თვალების ამოცნობა. გაუხარდა, რომ კიდევ ერთხელ ნახა ის და მასთან სამუდამო განშორება არ მოუწია, მაგრამ დანარჩენი ადამიანების მიერ მოყენებული უხერხულობა და მისთვის ასეთი საშინელი გაურკვევლობა ამ სიხარულს ანულებდა და მინუსებშიც გადაჰყავდა. გამოშტერებულმა მხოლოდ მაშინ შეძლო გონზე მოსვლა, როცა წელზე გეგას ხელები იგრძნო. მოულოდნელობისგან შეხტა და დამფრთხალი თვალებით გადახედა გეგას, რომელიც ეშმაკურად უცინოდა და რიტმულად ათამაშებდა თითებს მის წელზე. ბიჭმა მას თვალი მოაშორა და მარიამისთვის უცხო საზოგადოებას გადახედა.
-აი, გაიცანით. ჩემი საცოლე მარიამი.-უთხრა გარშემომყოფებს გეგამ და გაბრწყინებულ და გახარებულ ხალხს გადახედა. მარიამი კი დატოვა ასე გაშტერებული და თვალებდაქაჩული...




....
მოგესალმებით ყველას. ბოდიში ამ პატარა თავისთვის და დაგვიანებისთისაც. იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი darina

Ox ra gamdzrali yofila es chveni gega, ramdeni awvala mariami.

 


№2  offline წევრი kiko

აააააააა ვაიმეეეეე. რას არ წარმოვიდგენდი მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი ვაიმეეე ძაან მაგარია. მალე დადე რა ხოლმე თორე ეხა ძლივს მივხვდი რომელი ისტორია იყო

 


№3  offline წევრი natia-natia

კკი ძალოან მომეწონა აღარ დააგვიანო რა

 


№4  offline წევრი θεοδώρα

Vaaaiimeeee ramagaria male gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent