შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული


31-07-2016, 22:22
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 428

ერთი ნაბიჯი... კიდევ ერთ... კიდევ და კიდევ... ,,ნეტავ ასე გაგრძელდება უსასრულობამდე თუ ოდესმე დამთავრდება ეს წყეული გზა’’ - ფიქრობდა და წვიმის მსხვილ წვეთებს სახეს უშვერდა, ისინი კი უმოწყალოდ მიიკვლევდნენ გზას მის ღაწვებზე. ბოლო ნაბიჯიც გადათვალა და ერთ ადგილას შედგა, გარშემო მიმოიხედა. კარგად შეისწავლა გარემო, უფრო სწორად კი გაიხსენა და წლების წინანდელ მოგონებებში გადავარდა. მაშინ როდესაც ასე ბედნიერი იყო და ყველა ძვირფასი ადამიანი გვერდით ჰყავდა. „რა უმოწყალოს ეს ცხოვრება“ თავის პათეთიკურობაზე გაეღიმა და გზა განაგრძო დიდი თეთრი სახლისკენ, რომელიც ამაყად უმზერდა გარემოს. სახლს წინ დიდი ბაღი ჰქონდა, თუმცა მოუვლელობისგან ყველაფერი ჩამკვდარიყო შიგ. უყურებდა გამხმარ ვარდებს, იასამნებს, რომლებიც ერთ დროს გასაოცარ ხიბლს ჰმატებდნენ გარემოს. მას შემდეგ კი უამრავმა წყალმა ჩიარა, ბევრი რამ შეიცვალა. ისიც გაიზარდა. აღარ არის 7 წლის სულელი ბავშვი. მართლია 17 წელზეც ვერ ვიტყვით რომ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით გამოირჩევა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაშ ბევრი რამ ისწავლა ამ ცხოვრებისგან და მწარე გაკვეთილიც მიიღო.ფიქრობდა განვლილ ათ წელზე და ფერადი ქვით მოკირწყლული ბილიკით ნელ-ნელა უახლოვდებოდა სახლს. ბოლოს ფიქრებიდან გამოერკვა და ზღურბლთან შედგა. ხელი ნელა ასწია და ზარი დარეკა. კარგა ხანს იცდიდა, თუმცა არავის გაუღია კარები. ის იყო მეორედაც უნდა დაერეკა, რომ შიგნიდან ფეხის ხმა მოესმა, კარი ნელა გაიღო და საკმაოდ პუტკუნა ქალის ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა. ქალი ჯერ გაკვირვებით უყურებდა, თითქოს მის გახსენებას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა.
-ნუთუ ასე შევიცვალე ნანუ?- ბოლოს ხმის ამოღება გაბედა და თავის ძიძას ფართოდ გაუღიმა.
ქალი ოდნავ დაიბნა, ბოლოს კი გახარებულმა შეჰკივლა-სალომე, ჩემო გოგონა-და მაგრად მოეხვია მის ყოფილ და საყვარელ აღსაზრდელს. თვალებიდან ორივეს უხვად სდიოდათ ცრემლები. ბოლოს კი ძლივს მოსწყდნენ ერთმანეთს, - შემოდი ჩემო გოგონა, შემოდი, კარგად დამენახე¬ - მაჯებში ხელი ჩაავლო და უკან გასწია, კარგად რომ შეეთვალიერებინა.
-როგორ გაზრდილხარ, როგორ გალამაზებულხარ. ნათია რომ გხედავდეს ახლა როგორი ბედნიერი იქნებოდა - ცრემლებით ამბობდა ნანუ და თვალს არ აშორებდა თავის საგანძურს, როგორც ბავშვობაში ეძახდა. - ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე შენი დანახვით. კი მაგრამ ჩემო გოგონა-რამოდენიმე წამის შემდეგ ჩაფიქრებულმა თქვა:- ჯერ ადრე არ იყო სწავლის დამთავრებამდე? ასე ადრე რატომ ჩამოხვედი?
¬¬-გამოვიპარე ნანუ! -უპასუხა ნაღვლიანი ღიმილით და კიდევ ერთხელ მოეხვია.
-კი მაგრამ, შალვა ამას რომ გაიგებს წარმოდგენაც არ მინდა რა ამბავს გამართავს. საშინლად გაბრაზდება, შენც ხომ იცი მამაშენი როგორი ფეთქებადი ხასიათისაა.
-ვიცი, შესანიშნავად ვიცი. ისიც ვიცი ამაში ჩემი დიდი წვლილი რომ არის, მაგრამ...
-არა ჩემო გოგო, ამას ნუღარ გაიმეორებ ძალიან გთხოვ, შენ არაფერ შუაში ხარ, ეს მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო და ამის ჩამდენიც ისჯება. -იმ წამსვე შეაწყვეტინა ნანუმ, თბილად მოხვია ხელი და სამზარეულოსკენ გაუძღვა. -ალბათ მოშიებული იქნები, ამხელა გზა გამოგივლია. შენი საყვარელი ოლადები გავაკეთე, თითქოს გული მიგრძნობდა, რომ მოხვიდოდი. -მხიარულად უთხრა და სკამზე მიუჩინა ადგილი, წინ კი დიდი თეფშით სალომეს საყვარელი, ოხშვარავარდნილი ოლადები დაულაგა. ისიც გამხიარულდა, ბავშვობის მოგონებები დაუბრუნდა. გაახსენდა დედის მიერ გამზადებული თბილი საუზმე, და ლამაზად გაშლილი სუფრა დილის მზის სხივებით აკიაფებულ ვერანდაზე. ამ მოგონებებით გაბედნიერებულმა, სიხარულით ჩიღიმა და მადიანათ შეექცა ნანუს ოლადებს. როდესაც მთელი თეფში მოასუფთავა, მერეღა შეამჩნია რომ არაფერი არ დაუტოვების და სირცხვილისგან გაწითლდა. უხერხულობისგან აღარ იცოდა სად წასულიყო. მხოლოდ ბოდიშის მოხდაღა მოაგონდა.
-კი მაგრამ, რისთვის მიხდი შვილო ბოდიშს? -გაკვირვებულმა და ცოტა ნაწყენმა ჰკითხა ნანამ. ასეთი რამ მეორედ აღარ დავინახო, თორემ ძალიან გავბრაზდები, ეს შენი სახლია და ამის გამო ბოდიშებს არ უნდა იხდიდე.
-ვიცი ნანუ, უბრალოდ პანსიონში ძალიან მენატრებოდა გემრიელობები.
-ვხედავ, ცარიელი ძვალი და ტყავი ხარ დარჩენილი, კარგად გეტყობა თუ როგორ გკვებავდნენ იმ საძაგელ პანსიონში. მიდი ახლა ეს წვენიც დააყოლე, ბავშვობაში ხომ ძალიან გიყვარდა. -ამ სიტყვებზე დიდი გამჭვირვალე ჭიქით ალუბლის წვენი დაუდგა წინ. სალომეს ნანუს ამ ძველ ჩვევაზე გაეღიმა, ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა მასზე ზრუნვა ისე, როგორც ბავშვობაში.ახსოვდა თუ როგორ დარბოდა თეფშით ხელში მასთან ერთად და სთხოვდა რომ სადილი დაემთავრებინა, რათა დიდი გოგო გაზრდილიყო, ის კი ჯიუტად იმეორებდა, რომ უკვე ისედაც დიდი იყო და უფრო გაზრდა აღარაფერში სჭირდებოდა. ბავშვობის მოგონებები მეტისმეტად მტკივნეული აღმოჩნდა მისთვის და უცებ ხასიათიც შეეცვალა. ბოლო ყლუპიც მოსვა და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა.
ნანუმ დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი, თუ როგორ მოვიდა სახლამდე.
-ღამე გამოვიპარე, ტყის პირას გათენებას დაველოდე და შემდეგ ერთი საათი ტყეში ვიარე. ტრასაზე საშინლად დაღლილი გამოვედი, იქიდან კი ძლივს გამოვყევი მანქანას. თავიდან არავინ არ მიჩერებდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი ძლივს გამიჩერა ტრაილერმა, ბედად მისი მძღოლიც ღვთისნიერი ადამიანი აღმოჩნდა და იქ არ დამტოვა, წამომიყვანა ქალაქამდე. აქ ჩამოსული კი როგორღაც ფეხით მოვედი, სამწუხაროდ ფულის წამოღება ვერ გავითვალისწინე.
ამ საუბაში გართულებს არც კი მიუქცევიათ ყურადღება კარის გაჯახუნებისთვის და არც მძიმე ნაბიჯებისთვის, რომელიც სამზარეულოსთან შეწყდა.
-ეს აქ რას აკეთებს? -გაისმა უხეში და ბოხი ბარიტონი. უცებ ორივე შეკრთა და შეშინაბული მზერა მიაპყრო კარში მდგომ ორმოცდაათ წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელიც ორივეს განრისხებული შესცქეროდა. ოთახში კვალვ სიჩუმე გაბატონებულიყო. -გამცემს ვინმე ბოლოსდაბოლოს ბასუხს? რას აკეთებს ეს აქ? -კვლავ იგივე ტონით გაიმეორა და კითხვა კვლავ უპასუხოდ დარჩა. ამაზე მამაკაცი უფრო წამოენთო, დიდი ნაბიჯებით მანძლი მოკლე დროში დაძლია და გაფითრებულ სალომეს მკლავში ეძგერა, ძლიერად შეანჯღრია. აქ კი ნანუ ჩაერთო და სამომეს წინ გადაუდგა.
-როგორ არ გრცხვენია, ასე როგორ ექცევი...
-მე კი არა მას როგორ არ რცხვენია, აქ მოსვლა როგორ გაბედა. მითხარი როგორ მოხვედი, ვინ მოგცა ამის ნება ჯერ? ან პანსიონიდან რატომ წამოხვედი?! -მთელი ხმით იღრიალა.
-იქ გაჩერება აღარ შემეძლო. -ჩუმად ჩაილაპარაკა გაფითრებულმა სალომემ და ორიოდე ნაბიჯით უკან დაიხია. ნანუს ამოეფარა, თითქოს მხოლოდ მისგან ელოდა ხსნას.
-საკმარისია! გეყოს ბავშვის შეშინება! ისედაც ძალიან გადაღლილია. დასვენების საშუალება მიეცი და მერე მშვიდად დაილაპარაკეთ. -სიტუაციის განმუხტვა სცადა ნანუმ.
-მშვიდად?!..მშვიდად როგორ უნდა ველაპარაკო ამ თავხედ ლაწირაკს?! - გაღიზიანებულმა კბილებში გამოსცრა მამაკაცმა. ცოტა ხანს შეყოვნდა, მერე კი თქვა: ამ ყველაფერზე ხვალ დაგელაპარაკები ქალბატონო. -გააფრთხილა მკაცრად, სამზარეულო ისეთივე მძიმე ნაბიჯებით დატოვა და კიბეებს აუყვა მეორე სართულისკენ. სამზარეულოში კი იგივე მდგომარეობაშ: გაშეშებული და გაფითრებული სალომე დატოვა რომელიც შიშსგან კანკალებდა.
-როგორ შეცვლილა -მძმედ ამოთქვა. გონებაშ მამის ძველი და ახალი სახე შეადარა ერთმანეთს და გულში რაღც ჩასწყდა.
-ნუ ნერვიულობ ჩემო გოგონა -გამამხნევებლად გაუღიმა ნანუმ -დაღლილი იქნები, იმდენი რამ გამოგივლია ბოლო ერთ დღეში, შენს ოთახს ახლავე გავამზადებ და დაისვენე. -მხრებზე ხელი მოხვია და სამზარეულოდან გასასვლელად უბიძგა. დიდ ჰოლში გავიდნენ. -ყველაფერი კარგად იქნება -კიდევ ერთხელ გაუღიმა და ნელი ნაბიჯებით აუყვნენ კიბეებს. შემდგომ გრძელი დერეფანი გაიარეს და თეთს კართან შედგნენ. ნანუმ კარი გააღო და წარსული მთელი თავისი დიდებულებით შემოიჭრა მის გულსა და გონებაში. მისი ოთახი ხელუხლებელი იყო, ზუსტად ისეთი როგორც ბავშვობაში. სულ მცირედი ცვლილებაც კი არ იყო შეტანილი. საწოლთან ისევ ელაგა მისი საყვარელი სათამაშოები, ბარბი და იასამნისფერი დათუნა, რომელიც სწორედ უჩვეულო ფერის გამო უყვარდა ასე. ფანჯრიდან კი ისევ იგივე ულამაზესი ხედი იშლებოდა, სადაც ნათლად ჩანდა მზის ჩასვლა და ვარდისფრად შეფერადებული დასავლეთის ცა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ფანჯარას და ფარდა უფრო გადასწია. მთელი სიცხადით აღქვა გარემოს მშვენიერება. ამ ოთახში უფრო ნათლად იგრძნობოდა მისი სახლის თბილი სურნელი, რომელიც ესე ძლიერ ენატრებოდა. ღრმად ჩაისუნთქა და ხასიათიც ნელ-ნელა გამოუკეთდა. შემობრუნდა, რაფას მიეყრდნო და თავის აღმზრდელს გახედა, რომელიც საწოლზე ახალი თეთრეულის გადაკვრით იყო გართული. ბოლოს კი როდესაც ყველაფერი გაამზადა, თავის გოგონას მიუბრუნდა და საწოლისკენ ანიშნა. ისიც მორჩილად მიუახლოვდა, ტანზე ნელა გაიხადა. თითქოს ახლა იგრძნო მთელი დღის დაღლილობა. მოწყვეტით დაეცა საწოლზე და ემბრიონის პოზაში მოკალათდა. ნანუმ საბანი გადააფარა და შუბლზე აკოცა. -ტკბილი ძილი ჩემო გოგონა -ამ სიტყვებზე კი კარი ნელა გაიხურა.
ორიოდე წუთის შემდეგ სალომეს უკვე ღრმად ეძინა ყოველგვარი სიზმრის გარეშე.



№1  offline წევრი Lex

კარგი იყო, მოვიცლი შემდეგისთვის აუცილებლად :)
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent