The Sound Of Silence - 2
* * * - გოგონამ თბილად გაუღიმა და დაიცადა სანამ კიდევ რამის თქმა დააპირებდა ბიჭი, თუმცა იმდენა დააყოვნა რომ მობეზრდა და წასვლა გადაწყვიტა, მოულოდნელად საუბარი წამოიწყო დაბნეულმა ლუკამ. - აქ არასდროს შემხვედრიხარ... - სტუმრად ვარ. კიდევ ნაზი ღიმილით დააჯილდოვა. - მეტალჰედს ჰგავხარ. შენიშა მამაკაცმა. - ვარ კიდეც. - მართლა? რას უსმენ? - გადასარევი არაფერი, სიმფონიურ, გოთურ, ჰაუერ და მელოდიქ მეტალს. - საინტერესოა... - შენც მეტალჰედს ჰგავხარ. გაიცინა გოგონამ. ლუკა დაფიქრდა, საკუთარი თავი გაახსენდა და სახე გაეყინა. - არა, მე ცხოველი ვარ. თქვა და დაუმშვიდობებლად დატოვა სადარბაზო. მთელი გზა იმ უცნობზე ფიქრობდა სტუმრად რომ იყო. - ნეტავ ვისთან არის... ჰკითხა საკუთარ თავს. მეორე მე მაშინვე გამოეხმაურა: - დაივიწყე! შენ ცხოველი ხარ. - მაგრამ იქნებ... - არავითარი იქნებ, შენ არ გაქვს არანაირი უფლება მის ცხოვრებაში სისხლიანი და ბინძური ხელები აფათურო. - სუფთა თვალები აქვს... - იმიტომ რომ სუფთაა... საკუთარ თავთან კამათში გალია ნახევარზე მეტი გზა, უცნაური შეგრძნება ჰქონდა, როგორც წესი ადამიანები მას უფრთხოდნენ, ეს პატარა გოგო კი მის წინ მედგრად იდგა და მეტიც, თბილად უღიმოდა. - ლუკა ნუ ოცნებობ. - კიდევ ჩაერია ოხერი მეორე მე. - არ ვოცნებობ, მე ოცნება არ შემიძლია, ოცნება კარგი რამაა, მე კი მხოლოდ ცუდს ვაკეთებ. დაზომბირებული მიუყვებოდა გზას და მთელი სხეული სტკიოდა იმაზე ფიქრით, რომ ცოტახანში კიდევ უნდა გაესვარა სისხლში ხელები. ისეთი არაფერი, ძაღლებს კლავდნენ და არა ადამიანს, მაგრამ ლუკას ეს უკანასკნელი ადამიანზე მეტად ეცოდებოდა, არაფერია იმაზე საშინელი, როცა სიკვდილს თვალებში უყურებ, ოღონდ საკუთარ სიკვდილს არა, ფერ მიცვლილ არსებას, რომელიც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გარდამავალ ხიდს გადის... ხან გეცოდება ხან კი გშურს მისი, რამდენჯერ უნატრია მათ ადგილას თვითონ ყოფილიყო. ფეხით სიარულს მიჩვეული იყო, მიუხედავად იმისა რომ მოტოციკლი ჰყავდა ყოველთვის ფეხით დადიოდა. დანგრეულ, უღიმღამო შენობას მიუახლოვდა და იგრძნო როგორ მოეკვეთა მუხლები, თუმცა ძალა მოიკრიბა და შენობაში შევიდა. უკვე შეკრებილან საძმო და მხოლოდ ლუკა აკლდა. საძმოს მეთაური წინ წამოიწია და მიესალმა. - ლუკა, ჩემო საუკეთესო მოწაფევ... - მამა! მიახლოვდა და ხელზე ეამბორა. - დიდი ხანია არ მინახავხარ. როგორ ხარ? თბილად ჰკითხა შუახნის მამაკაცმა. - კარგად, გმადლობთ. კარგად? ალბათ მარტო რომ ყოფილიყო გულიანად გაეცინებოდა, თუმცა დაზეპირებული ჰქონდა რა უნდა ელაპარაკა და რა არა. - მსხვერპს დღეს ისევ შენ შესწირავ დიდებულ ლუციფერს. - კი მაგრამ მამა... - არანაირ მიზეზს არ მოვისმენ. - კარგით, იყოს ნება თქვენი. - ლუციფერს უყვარხარ, მე ის მელაპარაკებახოლმე. - ალბათ ერთადაც დადიხართ ნაშებში. გაიფიქრა ლუკამ, თუმცა ხმამაღლა არ უთქვამს. მეთაურმა ხელში მოზრდილი დანა მიაწოდა. - აიღე მახვილი, მსხვერპლი ტომარაშია. ტომარას თავი მოხსნა და იქედან ულამაზესი თეთრი ლეკვი ამოძვრა. - კი მაგრამ, ეს ხომ ძალიან პატარაა... - ლუციფერს ქორფა მსხვერპლი სჭირდება. - მშვიდად აღნიშნა "მამამ,,. ლუკას აღარ გაუპროტესტებია, მიუხედავად იმისა, რომ ლეკვი ძალიან ეცოდებოდა საქმეს შეუდგა. ყოველთვის როცა მსხვერპს წირავდა სხვებისგან შეუმჩნევლად განწირულთ ერთი და იგივე ფრაზას ეჩურჩულებოდა ყურში. " - განთავისუფლებ ამ ბოროტი სამყაროდან, მაპატიე.,, ახლაც ზუსტად იგივე გააკეთა და პატარა არსებას ყელი გამოჭრა, დანა დააგდო და შენობიდან გასვლა დააპირა. - ლუკა წირვაზე არ დარჩები? - არა! - კარგი, შენ ისედაც ბევრს აკეთებ... ანუგეშა "მამამ,, და ნება დართო წასულიყო. დეჟავიუს გრძნობა მუდამ თან დაჰყვებოდა, არა იმიტომ რომ წინა ცხოვრების სჯეროდა, არა, უბრალოდ მისი ცხოვრება ერთი დიდი დეჟავიუ გახლდათ, სულ ერთი და იგივე, მსხვერპლშეწირვა, სახლი, სააბაზანო, შპრიცი, ძილი. მშობლები მდიდრები ჰყავდა, მამა ტელევიზიის გენერალური დირექტორი, ხოლო დედა სალონების საკმაოდ ვრცელი ხაზის მფლობელი, მიუხედავად იმისა, რომ შვილის არჩევანი ქრისტიან ოჯახს საშინლად არ მოსწონდა მაინც ვერ იმეტებდნენ და ფულს ყოველკვირეულად უგზავნიდნენ, როგორც წესი ლუკა ფულის მეოთხედს ხარჯავდა, დანარჩენს კი ინახავდა და აგროვებდა. სისხლიანი ხელები ახლომახლოს ჩამომდინარი წყლით დაიბანა და გზას ისევ გაუდგა. სადარბაზოს მიუახლოვდა და ისევ ის იასამნისფერთმიანი. ამჯერად სადარბაზოდან გამოდიოდა. ლუკას დანახვისთანავე გაჩერდა და დაბნეულმა შეათვალიერა. - თავს როგორ გრძნობ? ჰკითხა გოგონამ. - არამიშავს. ხმა ჩაუწყდა ლუკას. - სახეზე მკვდრის ფერი გადევს, მაინც და მაინც კარგად ვერ გამოიყურები. - არაუშავს გამივლის. სადარბაზოში შესვლა დააპირა, რომ წაბორძიკდა და მოულოდნელად მთელი ძალით ამ პატარა არსებას დაეყრდნო. - როგორც ჩანს დახმარება გჭირდება, რომელ სართულზე ცხოვრობ? - მეოთხეზე. - კარგი ლიფტით ავიდეთ. ლუკას არაფერი უპასუხნია, ძალაც არ ჰქონდა. ლიფტის კარი გაიღო. - ლუკა! ლუკა გამოფხიზლდი, მითხარი რომელი ბინაა, გამოფხიზლდი. ერთი ორჯერ გვარიანი სილა გააწნა სახეში რომ გონზე მოეყვანა. - ის... თითით მიანიშნა მარცხენა კარზე. მიხვდა რომ გასაღების კითხვას აზრი არ ჰქონდა და თავადვე დაუჩხრიკა ჯიბეები ამ უკანასკნელის საპოვნელად, როგორც იქნა იპოვა და კარი გააღო, სახლში შეათრია, პირველივე ოთახში საწოლზე დააგდო და ძალღონე გამოხდილი თვითონაც საწოლზე დაეცა. ძალა მოიკრიბა და წამოდგა, მამაკაცი საწოლზე გაასწორა, ოფლში იწურებოდა და იძულებული გახდა მაისური გაეძრო მისთვის. უამრავი ტატუები შენიშნა, ძირითადად მასონური დატვირთვის. ყურადღება არ მიუქცევია, მაშინვე ძმარი, თეთრი ტილო და თასი მოძებნა, ტამპონი დაასველა და ავადმყოფს შუბლზე დაადო. სიცხისგან იწვოდა, ტამპონი დადებისთანავე შრებოდა. - რა გქვია? ძლივს ბოდვასავით ამოილუღლუღა ბიჭმა. - ლილი. უპასუხა გოგონამ და ტამპონი გამოუცვალა. ლუკას მეტი არაფერი უთქვამს. მთელი ღამე თავზე ადგა, ტელეფონი გამორთო, იცოდა რომ ოჯახის წევრები მისი ადგილსამყოფელით დაინტერესდებოდნენ და ახლა პასუხი ნამდვილად არ ჰქონდა, ხშირად იქცეოდა ასე, როცა მეგობრებთან ერთად რჩებოდა. შეამჩნია რომ სიცხე თანდათან იწევდა, სახლში წასვლა დააპირა, მაგრამ იფიქრა ვაიდა ისევ ცუდად გახდესო და დარჩენა გადაწვიტა, თანაც ძილი ძალიან მოერია, სკამზე ვერ მოთავსდა, ამიტომ იძულებული გახდა მამაკაცს გვერდით მისწოლოდა. დილით ლუკას უჩვეულოდ მოსვენებულს გაეღვიძა, თვალი არც გაუხელია ისე გადაწყვიტა ხელის გაშლა, უეცრად გაოგნებულმა დაჭყიტა თვალები და წამოიწია, როცა ხელმა მის გვერდით უცხო სხეული იგრძნო. საწოლზე პატარა, მოკუნტული, ფერმკრთალი გოგო იწვა, საოცრად მშვიდი სახით, ცოტა ხნით გონს ვერ მოეგო რა ხდებოდა, როგორც წესი გოგოები მასთან ჩაცმულები არ წვანან, არც ასეთი მშვიდი და უმანკო გამომეტყველებით. ნელ-ნელა აღადგინა წინა დღის მოგონებები და მოვლენები დააწყო, მერე თავი ფრთხილად უკან, ბალიშზე დადო და ყურება განაგრძო. ლილიმ იგრძნო მზერა და თვალები ნელა გაახილა, სუსტი ღიმილი დაეთამაშა ტუჩებზე. - კარგად გამოიყურები. უთხრა თბილად. - შენ ბევრად უკეთესად. - ხო, მე წვერი არ მაქვს. გაეცინა გოგონას. - ჰო... უპასუხა ბიჭმა და გაიღიმა. - ვინ ხარ? - უკვე გითხარი. - ცხოველი? - ხო, ცხოველი. - არ ჰგავხარ ცხოველს. - ლუკა მქვია, 22 წლის ვარ, არც ისე სახარბიელო ყოფაქცევით. - სატანისტი ხარ? - როგორ მიხვდი? ცინიკურად ჰკითხა. - ტატუების თემატიკით. - ჰო. - თავს რატომ იტანჯავ? ჰკითხა ლილიმ. - უკან დახევა აღარ შემიძლია. - თუ მოინდომებ შეძლებ. - შენ ვინ ხარ? - მე ლილი მქვია, 18 წლის ვარ, ერთფეროვანი ცხოვრებით ვცხოვრობ და მოწყენილობა მკლავს. არაადამიანურად მომხიბვლელად გაიღიმა ლილიმ. - ფერადი თმაც ამიტომ გაქვს. გაიღიმა ლუკამაც. - აჰ, ეს ხო. - რატომ დამეხმარე? - არ ვიცი. - ხომ შემიძლია ახლა რამე დაგიშავო. - შეგიძლია, მაგრამ არ დამიშავებ. - ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? - არც ეგ ვიცი. - სატანისტებს არ უნდა ენდო. - შენ არ გინდა ეგეთი იყი. - მაგრამ მე ასეთი ვარ. - განთავისუფლდი რა... - გვიანია უკვე... ძალიან. - არაფერია გვიანი, ძილის წინ არ ფიქრობ ხოლმე? გარდამავალი წუთების დროს, როცა გძინავს და თან არც გძინავს. - არა. - თუმცა ამის დრო სად გაქვს. თქვა ლილიმ და გულდაწვეტილმა გადაუსვა ხელი მამაკაცის დაჩხვლეტილ ვენებს. - ეს... - ვიცი. გააწყვეტინა სიტყვა. - მე... - არაუშავს... ისევ თბილად გაუღიმა. - მგონი გცივა. შენიშნა ლუკამ როგორ დააყარა ტანზე ხორკლებმა მის გვერდით მწოლს. - მთელი ღამე მციოდა, მაგრამ პლედი ან მსგავსი რამ ვერ ვიპოვე, საბანზე კი ზემოდან წევხარ და შენი აწევის თავი არ მქონდა. - ახლა ავდგები. - არა, იყავი. თქვა ლილიმ და მამაკაცისკენ მიიჩოჩა მოეხვია, თავი მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა. ლუკა დაიბნა, თუმცა არასდროს უნდოდა ეს წამები დასრულებულიყო. თვითონაც მთელი ძალით მოჰხვია ძლიერი მკლავი და მთლიანად თბილ სხეულზე აიკრა. - ახლაც მეტყვი "იქნებ გამიშვა,, , ხმა დააწვრილა ლუკამ და ლილის ფრაზა გაიმეორა. - არა. გაეცინა. - ვინ ხარ? კიდევ ერთხელ შეეკითხა მამაკაცმა. - უკვე გითხარი. - ადამიანი არ ხარ, ადამიანები მეზიზღებიან და მათაც ვეზიზღები, შენ კი არ მეზიზღები. - არც მე მეზიზღები. - შენ სხვა ხარ, სხვანაირი ხარ. -მინდა რომ გამოფხიზლდე... - რატომ განიცდი ასე ჩემს ამბავს? - არ ვიცი. - არაფერი არ იცი? - არა, არაფერი არ ვიცი, მარტო ის ვიცი რომ ვარსებობ, შენც არსებობ, ახლა გელაპარაკები და მინდა განთავისუფლდე. - მე უკვე ურჩხულად ვიქეცი და ეს შეუძლებელია. თავი გოგონასკენ დახარა და თვალებში ჩააშტერდა. - არ შეიძლება ცხოველს ასეთი მზერა ჰქონდეს? - როგორი? - არ შეუძლია აი ამ მზერით მიყუროს. - შენ... - რა? - წადი... თქვა ლუკამ და საწოლიდან წამოდგა. - კარგი. ლილიც ადგა და ჩანთა აიღო. - მშვიდობით... - მადლობა. - არაფრის... გოგონამ კარი გააღო და გავიდა. როგორ უნდოდა დაწეოდა და არ გაეშვა, მოსწონდა მასთან საუბარი და მისი შეხება, თუმცა შემდეგ საკუთარი თავი ეზიზღებოდა, რა უფლებით ეხებოდა ასეთ სისუფთავეს. - გაუშვი... გამაღიზიანებელმა მეორე მემ ისევ დაიწყო ლაყბობა. - უკვე გავუშვი. ხმამაღლა ჩაიბურტყუნა ლუკამ და თან ფანჯრიდან უყურებდა როგორ მიდიოდა მისთვის უკვე ნაცნობი და სასიამოვნო არსება. - არც იფიქრო მასი მოძებნა! არასდროს! თითქოს უბრძანა ალტერ ეგომ. - არ ვაპირებ. დაემორჩილა და სააბაზანოსკენ წავიდა. შპრიცს და წამალს გადახედა, შესძულდა, ესეც შესძულდა, გაბრაზებულმა დაავლო ხელი და რკინის თასზე დაყარა, ცეცხლი მოუკიდა და დაწვა. საწოლს დაუბრუნდა, გულაღმა დაეცა და მალე კვლავ გაეხვა ძილის სასიამოვნო ბურანში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.