შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენს გონებაში იმდენი სიბინძურეა მანდ სიყვარულს რა უნდა?!(2)


3-08-2016, 17:54
ავტორი chvenia tbilisi
ნანახია 1 694

ადვილად ავითვისე სრულიად უცხო გარემო,ქეთისაც ადვილად მივეჩვიე.შესანიშნავი ქალი იყო,ხშირად ვსაუბრობდით.მაგრამ მოსვენებას არ მაძლვდა ის ფიქრი თუ რატომ გამომიშვეს აქ?სრულიად თავისუფლებაში,აქ სასჯელის მისაღებად გამომიშვეს მაგრამ პირიქით ხდებოდა ყველაფერი.ჩემი წარმოსახვით თუ ვიმსჯელებდით საშინელ გარემოში მომიწევდა ყოფნა,მაგრამ ქეთისგან უზომო სიყვარულს ვიღებდი.
ფიქრებში მომისაღამოვდა,გონს მხოლოდ მაშინ მოვედი როცა ქეთის ხმა შემომესმა.
-ელენე შემოდი უგემრიელესი ორცხობილები მოვამზადე
-მოვდივარ
-არ გინდა კინოს ვუყუროთ?
-აუ კიი
-მიდი აარჩიე მე ორცხობილებს მოვიტან
ფილმი მოვძებნე და სავარძელში მოვკალათდი.ფილმს ჩუმად ვუყურებდით,მაგრა დუმილი მე დავარღვიე
-ქეთი შეიძლება რაღაც გკითხო?
-კი ჩემო საყვარელო მკითხე
-რისთვის გამომიშვეს შენთან?როდესაც არ მსჯი და პირიქით დიდ სიყვარულლს ვიღებ შენგან
-იცი საყვარელო ჩემთან მართლა დასასჯელად გამოგიშვეს,რადგან მე პროფესიით ფსიქოლოგი ვარ მაგრამ არასდროს არავინ დამისჯია ან საერთოდ რატომ გონიათ რომ ცივი მოპყრობით საქმე მოგვარდება?
მაგრამ არც ისე ახლო ვყოფილვარ სხვებთან როგორც შენთან ვარ,ალბათ იმიტომ რომ ცოტათი მგავხარ ხასიათით,ახალგაზრდობაში მეც შენნაირი სიცოცხლით სავსე ვიყავი...სანამ ავტოკატასტროფაში მშობლები არ დამეღუპნენ,მას შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.
-ძალიან მწუხვარ
გავუღიმე და მოვეხვია,ეს ქალი სასწაულია.ისეთ დარიგებებს და რჩევებს მაძლევს,რაც ნანუკასგან არასდროს მიგრძვნია,მართლაც ვგავდი ამ ქალს რაღაცით.მშობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი მეც მიგრძვნია,დედაჩემი მშობიარობას გადაყვა.ფილმზე ბევრი ვიცინეთ
-ქეთი გათხოვილი არ ხარ?
-არა ვიყავი მაგრამ აღარ ვაპირებ!
ამაზე ორივეს გულიანად გაგვეცინა,გარეთ გავედით და ბაღში საქანელებზე დავჯექით.
-შენ რას ფიქრობ ჩემო გოგო სიყვარულზე?
-მეეე?აჰაჰაჰა
გადავიკისკისე და შევიცხადე,ალბათ იმიტომაც რომ არასდროს არავინ მყვარებია.
-სიყვარულზე ცოტა განსხვავებულად ვფიქრობ,ის იმდენად წმინდა გრძნობაა რომ არცერთი ადამიანი არ ვართ მისი ღირსი,ჩვენს გონებაში იმდენი სიბინძურეა მანდ სიყვარულს რა უნდა?!
ამაზე ორივემ გადავიხარხარეთ
-ასე იმიტომ იძახი ჩემო გოგო რომ არასდროს გყვარებია
-არ ვიცი
თავი უარეაქციოდ გავაქნიე,რომ უცებ ქეთის ტელეფონი აწკრიალდა...
-ხო დამავიწყდა შენთვის რომ მეთქვა ხვალ ჩემი ძმიშვილი ჩამოდის.
-მართლაა?
-კი რაღაც დროით ჩვენთან მოუწევს ცხოვრება,მოკლედ რაღაც ბიზნესი აქ და მაგასთან დაკავშირებით.
-რა ჰქვია?
-ბადა 36 წლისაა და სხვათაშორის ძალიან სიმპატიური
გამეცინა
-კაი რააა
ნახევარი საათის შემდეგ დასაძინებლად ავედი ოთახში იმდენად გადაღლილი ვიყავი რომ როგორც დავწექი ეგრევე ჩამეძინა.
მეორე დღეს გვიან გამეღვიძა,საწოლიდან წამოვდექი,თმები ავიკეცე და და დაბლა ჩავედი.
-ქეთიიი
ხმას არავნ მცემდა
-ქეთიიი სად ხარ?
-არ მეგონა სახლში ქეთის ესეთი სექსუალური ქალები თუ ყავდა ხოლმე
უკნიდან ირონიული მამაკაცის ხმა მომესმა,სწრაფად შევბრუნდი
-უკაცრავად?
წინ შავგრემანი,მაღალი,ცისფერ თვალება მამაკაცი ამესვეტა,კლასიკურად ჩაცმული,მზად ვიყავი ხელებში ჩავკვდომოდი
-გაგიმეორო ლამაზო?
ცინიკურად გადაიხარხა.
-მოიცა შენ ქეთის ძმიშვილი ხარ?
-კი მე ვარ უკვე ჩემი ვინაობაც იცი ეს უკვე კარგია
-მომისმინე მე...
ვცდილობდი ამეხსნა რა მიზეზით მოვხვდი მათ სახლში
-ჩუუ
თითი ტუჩთან მომიტანა და ხელი ჩამომისვა
-ხელი გაწიე
ვუყვირე და ხელი სწრაფად მოვაცილებინე
-რა უჟმური ხარ რაა
გვერდულად გამიღიმა,ღმერთო ანგელოზიაა მაგრამ პირველი დანახვიდანვე მაღიზიანებს.
-ქეთი მაღაზიაშია პროდუქტებისთვის ჩვენ კი შეგვიძლია მის მოსვლამდე სწრაფი სექსით დავკავდეთ
ამაზე ტანში გამცრა,ნამდვილი იდიოტი,ძროხა,თავხედი.სამაგიეროს გადაგიხდი მე ხომ ელენე დადეშქელიანი ვარ,ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი სახე სახესთან ახლო მივუტანე და ყურში ვნებიანად ჩავჩურჩულე
-საყვარელო ვერ ეღირსები ხეპრეებთან სექსით არ ვკავდები...
უკან დაიხია და გვერდულად ჩამიღიმა.
-აჰაა ანუ ესე?
-და კიდევ მაგ ღიმილით ჩემი დაკერვა ვერ გამოგივა
ურეაქციოდ შემოვბრუნდი,ნამდვილი იდიოტია,მახინჯი.
სააბაზანოში შევედი და მოვწესრიგდი,უკან რომ გამოვბრუნდი იქ აღარ იყო.ქეთიც შემოვიდა.
-ვაა ელენე გაიღვიძე?
-კიი
პარკები გამოვართვი და სამზარეულოში შევიტანე.
-საუზმის დროა
დაიძახა მოსამსახურემ.სარაფანა გადავიცივი,თმები ავიკეცე და დაბლა ჩავედი.ქეთიც და ის ვაჟბატონიც მაგიდასთან იყვნენ.მისთვის არც შემიხედავს ისე დავჯექი მაგიდასთან.
-ვა ვინ მოსულა
ირონიული სიცილი,თავში ავარდნილი ტიპებს ყველაზე მეტად ვერ ვიტან.მეც ირონიულად გავიღიმე,ასე იყო თუ ისე უნდა ამეტანა ქეთის გამო.
-თქვენ უკვე იცნობთ ერთმანეთს?
-კი დილით გავიცანი
ისე თქვა,გეგონება ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს
-თუ ასეა რაღაც უნდა გითხრათ
-რა ხდება?
-ხვალ საბერძნეთში უნდა წავიდე
-რა? რა მოხდა?
ფეხზე წამოვდექი და მარტო იმაზე ვფიქრობდი რომ მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი მარტო.
-ხო მოკლედ ჩემი ახლობელია ცუდად და აუცილებლად უნდა წავიდე ალბათ ორი კვირა გავჩერდები...

შემიფასეთ რა ^_^ <3 მოკლედ დღეს ვერ მოვასწრებ ამაზე დიდი თავის დადებას დროის უქონლობის გამო შემდეგში უფრო დიდს დავდებ



№1 სტუმარი unknown

sityvebi zedmetia <3 arachveulebrivi xar

 


№2 სტუმარი Ketis

Momconssss dzdzdzdz gtxov dade ra dzan gtxov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent