შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება ვამპირის ენაზე


3-08-2016, 18:36
ავტორი გლორია
ნანახია 2 846

როდესაც ყველას ეძინა , სწორედ ამ დროს გამოვიდა ჯესიკა მეგობრების სახლიდან და დაადგა დეკანის ქუჩას. სასაფლაოსკენ მიიწევდა ღამის სამ საათზე, 17წლის თინეიჯერი გოგონა, უკან კი ბავშვები მიყვებოდნენ ჩუმად... გარეთ ზამთარი იყო... ყველაფერი თოვლით იყო გადაგლესილი... არაფრის ხმა არისმოდა... ნიავიც გაჩერებულიყო... მდინარის ხმაც კი არისმოდა,მხოლოდ ჯესიკა მორგანის ფეხის ხმა არღვევდა ამ სიჩუმეს, როდესაც თოვლზე აბიჯებდა... გრძელი შავი კაბა ეცვა... შავი მოსასხამი და გრძელი შავი თმები სიარულისას ლამაზად ერხეოდა... მან შეაღო ჭიშკარი და შევიდა სასაფლაოზე... ხოლო მეგობრები ჭიშკართან ჩუმად იდგნენ და უცდიდნენ. მთვარე ბობოქრობდა... აქეთ იქიდან ღრუბლები ერტყა, მარა მის სიკაშკაშეს ვერ მალავდნენ... ჯესსი სასაფლაოებს უყურებდა და ერთ-ერთისკენ წავიდა... მანდვე ჩამოჯდა და ელოდებოდა როდის გამოჩნდებოდა ვამპირი... ამ ამბის შესახებ რამდენიმე ხნის წინ ორი საათის წინ მოუყვეს ,,რომ ეს შესაძლებელია წლის მეცამეტე სავსემთვარეობას. ღამის 3 საათზე, როდესაც სავსე მთვარე ყველაზე ბობოქარია, უნდა წახვიდეთ სასაფლაოზე და ჩამოჯდეთ საფლავზე, რომელიც მიგიზიდავს თავისკენ. უნდა იჯდე იქამდე სანამ ვამპირი არ გამოჩნდება, როდესაც მოგიახლოვდება დახუჭე თვალები და არ უნდა გაახილო მანამდე-სანამ სახესთან სიცივეს არ იგრძნობ, როგორც კი თვალებს გაახელ უნდა წახვიდე სახლში, გზაში უკან არ უნდა მიიხედო და არავის არ დაელაპარაკო დილამდე. როდესაც ვამპირი საჭიროდ ჩათვლის, მაშინ მოვა და გიკბენს. კბენა გასტანს 5 წუთს და ეს მტკივნეული იქნება. ვამპირი მთლიანად ამოგწოვს სისხლს და შემდეგ თავისი სისხლიდან 3 წვეთს გიწილადებთ…". ამ ფიქრებში იყო გართული როდესაც რაღაც ხმა გაიგონა, ნელ-ნელა გაარკვია რისი ხმაც იყო... ეს ნაბიჯების ხმა იყო... თვალები დახუჭა... ამას იმიტომ აკეთებდა რომ მეგობრებთან ნიძლავი წააგო... ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ ეს ამბავი სინამდვილეს შეესაბამებოდა... უკვე ნაბიჯების ხმა ძალიან ახლოს გაისმა... მის მორგანს შიშისგან მთელი სხეული უთრთოდა,მაგრამ უკან დახევა უკვე გვიანი იყო... სახესთან სიცივე იგრძნო და ძლივს მოიფიქრა რომ თვალები გაეხილა... გაახილა და არავინ არ იყო მის წინ... როგორც ნათქვამი იყო უკანმოუხედავად წავიდა შინისაკენ... სასაფლაოს ჭიშკართან ბავშვები დახვდნენ, არ ელოდა ამას ჯესიკა... ბავშვებმა მისი ფერდაკარგული სახე რომ დაინახეს კითხვები დააყარეს თუ რა სჭირდა, მაგრამ ჯესსი ხმას არ იღებდა. გამოეცალა მათ და სახლისაკენ უკან მოუხედავად გაიქცა... როგორც კი სახლში შევიდა ღრმად ამოისუნთქა და თავს არწმუნებდა იმაში, რომ უბრალოდ მოეჩვენა...თავის ოთახში შევიდა, და ქურთუკს იხდიდა, როდესაც ჯიბიდან ქაღალდი გადმოვარდა... დაიხარა,აიღო და თვალებიდან ცრემლები გადმოუვარდა... ფურცელზე ეწერა

,,მოთხოვნა მიღებულია, გაკვირდები"

გაოგნებულ-შეშფოთებულ-შეშინებული იჯდა საწოლზე ჯესიკა და თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა,ან რა ხდებოდა. ვამპირების არ სჯეროდა,მაგრამ ეს რას ნიშნავდა. იქნებ მეგობრები ეხუმრებოდნენ. მაგრამ... ბევრს ფიქრობდაა მაგრამ ვერაფერს ხვდებოდა... უკვე საათებია ასე იჯდა. გადაწყვიტა ხვალ მის საუკეთესო მეგობარს ჰეილ პეტერსონს დალაპარაკებოდა... ახლა კი ოდნავ მაინც დაესვენა. ამიტომ დაწვა და დაიძინა... მეორე დილით ადგა, საერთოდ არ ახსოვდა გუშინდელი ღამე... მხიარულად შევიდა აბაზანაში, წყალი გადაივლო, თავი მოიწესრიგა და ბუცები,შავი შარვალი და მაისური ჩაიცვა... სამზარეულოში გავიდა სადაც დედა ბლინებს ამზადებდა
-რა კარგი სუნია, მმმ რას აკეთებ დე?
-ბლინებს ,გინდა ხო? -თბილად გაუღიმა შვილს
-რათქმაუნდა, მალე იქნება?
-მზადაა უკვე- ღიმილიანი სახით დაუდო წინ თეფშით ბლინები და ფორთოხლის წვენიც დაუსხა.
-ხო მართლა ჯესს, დღეს ყვავილები მოვიდა შენს სახელზე, შემოსასვლელში დევს ლარნაკში, ბარათიც იყო მე არ მინახავს..
-ყვავილები? ვნახავ. უცებ დაამთავრა ჭამა და სჯამიდან ჩამოხტა.. ტიტები იყო.. მისი საყვარელი ყვავილები.. დაყნოსა და ცოტახანი ცხვირჩარგული იყო.. მერე ბარათი ამოიღო, გახსნა და ერთიანად დაბურძგლა
" ამდენი ნერვიულობა საზიანოა ჯანმრთელობისთვის, თან ჯერ შენს მოქცევას არ ვაპირებ, უნდა დაგაკვირდე, ამიტომ ნუ ინერვიულებ. სანამ დრო გაქ დატკბი ადამიანად ყოფნით"

ეს რას უნდა ნიშნავდეს.. ასე ვინ მეთამაშება.. რა უნდა.. მართლა ვამპირი რო იყოს?რა უნდა ვქნა.. მე ვამპირობა არ მინდა, არა.. ფიქრები მობილურის ხმამ შეაწყვეტინა.. მესიჯი იყო უცხო ნომრიდან...

,,ლამაზო,შენი ფიქრები მესმის, შენ სასაფლაოზე იყავი და ზედმიწევნით შეასრულე რიტუალი, არცერთი შეცდომა არ დაგიშვია, ამიტომ შენი სულის ნახევარი უკვე მე მეკუთვნის, უჯან დახევა გვიანია, გკოცნი"

სახეზე ფერი არ ედო.. ამ დროს კარი გაიღო და მამამისი შემოვიდა. საკეტის ხმაზე ისე შეხტა თითქოს ბომბი აუფეთქეს ყურთანო.მამამისი დეამინი ღამის ცვლიდან დაბრუნდა... დეამინმა თაგისი შვილის ფერდაკარგული სახე რო დაინახა ჰკითხა
-ჯესს ხო კარგად ხარ ძვირფასო? სახეზე ფერი არ გადევს.. რამე ხო არ გჭირს. მზრუნველი ხმით კითხა
-კი მამა.. კარგად ვარ. უბრალოდ ჩაფიქრებული ვიყავი და საკეტის ხმა რომ გავიგე შემეშინდა.. . შეეცადა ანერვიულება დაეფარა,რაც შეძლებისდაგვარად გამოუვიდა კიდეც, და მღელვარების დასაფარად გაუღიმა
-მა, ახლა უნდა წავიდე.. ჰეილს უნდა შევხვდე საქმე მაქ.. ლოყაზე აკოცა, საფულე აიღო და სახლიდან გავარდა.. გზაში დაურეკა ჰეილს
-ჰეილ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქ, გთხოვ რაც შეიძლება სწრაფად მოდი The Stockbridge Restaurant-ში. ძალიან ანერვიულებული ხმა ჰქონდა ჯესიკას
-ასეთი რა მოხდა ჯესს. ეხლავე ჩავიცმევ და გამოვალ ათ წუთში მანდ ვიქნები, დამელოდე. სასწრაფოდ დაუკიდა ჰეილმა ტელეფონი, წინა ღამის პარტნიორი სახლიდან გააგდო, ჩაიცვა და ათ წუთში არა მაგრამ თხუთმეტში იქ იყო. ამ დროს ჯესიკა ფანჯარასთან იჯდა, წინ კაპუჩინო ედო, და თვალცრემლიანი იყურებოდა გარეთ.. იმდენად იყო ფიქრებში წასული, რომ მობილურზე sms-ს მოსვლა ვერ გაიგო. ჰეილი რომ დაჯდა მის წინ მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა.
-ჯესს,ხო კარგად ხარ?
-არა არ ვარ. ჰეილ ვიღაც მითვალთვალებს.. და სასაფლაოდან დაწყებული sms-თი დამთავრებული ყველაფერუ მოუყვა.
-კარგი ზღაპარია,ირონიულად გაუღიმა ჰეილმა. ჯესსი თავიდან გაბრაზდა მაგრამ მერე მიხვდა რო თვითონაც ასე მოიქცეოდა, ამიტომ მობილური ამოიღო და შეტყობინება უნდა ენახებინა მისთვის, ახალი რომ მოვიდა იმავე ნომრიდან..

,,არაფერი არ თქვა, თორემ შენს თავს დააბრალე" - ეს შეტყობინება მაშინ მოვიდა სანამ ჰეილი მოვიდოდა, საათი გადაამოწმა. ხოლო ახალი შეტყობინება კი ასეთ ტექსტს მოიცავდა

,,მე გაგაფრთხილე, დღეიდან მას ვეღარასოდეს დაელაპარაკები, პეტერსონი გამარჯობასაც კი აღარ გეტყვის"

ჯესიკამ ჰეილს აჩვენა ეს შეტყობინებები
-აუ სხვა საღადაო ვერ ნახე? უკვე მომაბეზრე თავი. როცა დამშვიდდები მერე მოდი ჩემთან. აგდებით უთხრა მან
- მაგრამ ჰეილ
-მე გითხარი, ეხა წავედი. შენ გადაიხადე

ისევ აზმულდა ტელეფონი.ისევ მესიჯი.ისევ იმ ნომრიდან...

,,ოჰ,საწყალი ჯესიკა, დაქალსაც არ სჯერა შენი? ნწნწნწ."

ჯესს უნდოდა რამე მიეწერა მაგრამ ამ ნომერზე არაფერი იგზავნებოდა. ტაქსიში ჩაჯდა და სახლში წავიდა. ფიქრობდა რომ ,, რაც არ უნდა მომხდარიყო ჰეილი ასე არ უნდა მომქცეოდა. ან სახეზე მაინც ვერ შემატყო?! საშუალო სკოლიდან მოყოლებული ვმეგობრობთ და ვერ უნდა ხვდებოდეს ტყუილს როდის ვამბობ?! როცა დამშვიდდები მოდიო თან". ამასობაში სახლშიც მივიდა. ფული გადაუხადა ტაქსისტს და სახლში შევიდა. ოთახის კარი ისე მიიჯახუნა კინაღამ სახლი დაინგრა. ამ ხმაზე დედამისი ქეროლი გამოვარდა..
-ჯეს ხო ყველაფერი რიგზეა?
-კი და დამტოვე
-კარგი კარგი. და გამოეცალა იქაურობას.
ამ დროს ისევ შეტყობინება მოუვიდა, სუნთქვა შეეკრა. მაგრან რო გახსნა მისი შეყვარებულისგან ნიკისგან იყო მოსული და ამოისუნთქა.

,,საყვარელო დღეს კლუბში მივდივართ ბავშვები და გამოგივლი,მოემზადე"

,,კარგი გელოდები, რომლისთვის ვიყო მზად?"

,,ცხრა საათისთვის მანდ ვიქნები"

,,კარგი"

ჯესიკა ფიქრობდა,რომ კლუბში თუ წავიდოდა და გაერთობოდა დამშვიდდებოდა და დაივიწყებდა ყველაფერს. ამიტომ მოკლე შავი გაშლილი კაბა, თეთრი ტოპი და შავი ბოტასები ჩაიცვა, ოდნავი მაკიაჟი, თმები აიკოსა და ცხრა საათზე ქვევით იყო. ნიკიც მალე მოვიდა აკოცა ჯესის, მანქანის კარი გამოუღო, ჩასვა, და თვითონაც დაიკავა ადგილი საჭესთან.
-ნიკ კლუბში ვინები იქნებიან?
-მე, შენ, ჰეილი, მაიკლი, ელინი, და ტეილორი.
-აჰაა, კარგი
ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღიათ. 20წუთში მივიდნენ The Liquid Room-ში და ბავშვებიც ნახა. გადაკოცნა ყველა და ჰეილთან, რომ მივიდა სახე გაწია.
-ჰეილ გამარჯობა
-ნიკ,უთხარი ამ ადამიანს რომ მასთან ურთიერთობა არ მინდა, არ მინდა გავიცნო და აღარასდროს დამელაპარაკოს- თქვა ჰეილმა და ნიკის კისერში ჩამალა თავი.
-ჰე..ჰ..ჰეილ
ყველა გაოცებული უყურებდა მას, ვერ ხვდებოდნენ რა სჭირდა.
-ჰეილ! მკაცრად უთხრა კიდევ ერთხელ ჯესიკამ, მაგრამ ჰეილმა ნიკის კისრიდან თავი ასწია და უთხრა
- მე წავალ რამეს დავლევ. არაფრად ჩააგდო ჯესის ნათქვამი და მოსცილდა. გაოცებულნი იყვნენ.
-ჯესს, რა მოხდა, რა სჭირს ამას? შეეკითხა მაიკლი ცნობისმოყვარედ და გაოცებულმა.
-არც მე ვიცი მაიკლ. არანაკლებ გაოგნებული ხმა ჰქონდა ჯესიკასაც. ზუსტად ორ წუთში,ერთი ბიჭი მიუახლოვდა ჯესიკას
-შეიძლება ვიცეკვოთ? მომნუსხველად გაუღიმა.
-დიახ, გულს მაინც გადავაყოლებ. ადგა და გაყვა. შუა ცეკვის დროს ბიჭმა ძლიერად მოუჭირა წელზე ხელები და ყურთან უჩურჩულა.
-როგორც გითხარი პეტერსონი გამარჯობასაც კი აღარ გეტყვის. ირონიულად გაუღიმა, ყურის უკან აკოცა და ორ წამში გაქრა იმ ადგილიდან.


იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი რიტა

ძალიან მომწონს მსგავსი ისტორიები. ვამპირებზე და მაქციებზე. საინტერესოა და დარწყმუნებული ვარ უფრო საინტერესო თავები მელოდება. ახალ თავს ველოდები იმედია გააგრძელებ წარმატებები.

 


№2  offline მოდერი Behandice

ვაი ეს რაიყო?!!რამაგარიაა..განსხვავებულია ძალიან და მომეწონა,ერთი ამოსუნთქვით ჩავედი ბოლომდე და რო აღარ დამხვდა გაგრძელება გული დამწყდა feel ასე რომ გელოდები ახალი თავით love წარმატებები love

 


№3  offline წევრი გლორია

Madloba komentarebistvis, dzalian mixaria rom mogewonat, didi imedi maqvs shemdegi tavebic mogewonebat ^^ <33

 


№4  offline მოდერი Behandice

გლორია
Madloba komentarebistvis, dzalian mixaria rom mogewonat, didi imedi maqvs shemdegi tavebic mogewonebat ^^ <33

მალე დადებ?უკვე ვეღარ ვითმენ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent