სტოქჰოლმის სინდრომი(ნაწილი5)
-გონს მოდის! შვებით ამოისუნთქა ქალბატონმა მაიამ. ნინამ თვალები გაახილა და ხველება აუტყდა, ოთახში ქალბატონი მაია, ბატონი ნიკოლოზი და პატარა საბა იყვნენ. ნინას ვერ გაეგო რა ხდებოდა ნუთუ ყველაფერი სიზმარი იყო რაც გადაიტანა, თუ ასეა ეს ყველაზე გასაოცარი სიზმარი იყო რაც კი ნინას ოდესმე უნახია, ამ სიზმარში ნინას დამაქცევარი მას მოევლინა: მხსნელად, უფლისწულად, ნინას ბუნდოვნად ახსოვდა როგორ მიიკრა ლევანმა ის მკერდზე, ამ მომენტში მან ისეთი რამ განიცადა რასაც არანაირი ახსნა და სახელი არ გააჩნია, ეს იყო რაღაც არაამქვეყნიური შეგრძნება , ამ საოცრების გამო ღირდა ის საშინელების გადატანა რაც მან ბანდიტების წყალობით გადაიტანა, არა არა ეს ალბათ სიზმარი იყო, ეს არ შეიძლებოდა რეალობა ყოფილიყო, ასეთი ზღაპრული შეგრძნება მხოლოდ სიზმარში თუ დაეუფლება ადამიანს, თანაც ლევანი ბაყაყს ან გველს უფრო მიიკრავდა მკერდზე ვიდრე ნინას. -რა მოხდა? დაბნეულად იკითხა მან. -ეს მე გეკითხები რა მოხდა? გაგიშვი იმედი მქონდა ნასიამოვნები მოხვიდოდი შენ კი რა დაგემართა, ერთხელ წახვედი სადღაც და ისიც ხათაბალაში გაეხვიე, გამაგებინე გოგო რას გამოქანდი ადრე დაგეცადა შენი კლასელებისთვის ან ელესთან ერთად წამოსულიყავი, ბოლოსდაბოლოს ტელეფონი რისთვის გქონდა მამაშენისთვის დაგერეკა! აღშფოთებული ლაპარაკობდა ქალბატონი მაია, ნინას დედა ასეთი აღელვებული არასდროს არ უნახავს: -დეე სახლში როგორ ავღმოჩნდიი? -მამაშენმა დაგირეკა უნდოდა გაეგო წამოსვლას ჰო არ აპირებდი, ჰოდა ვიღაც ბიჭმა უპასუხა თავიდან დავიბენით ორივე მერე რო გავიგეთ რაც მოხდა, გიჟებივით გამოვქანდით, გეფიცები გულწასული რომ დაგინახე კინაღამ გულის შეტევა დამემართა, იმ ბიჭს ყავდი ხელში აყვანილი შენს კლასელს ლევანს, მაგან გაიხაროს ის რომ არა არ ვიცი რა მოხდებოდა! ნინა ღიმილით უყურებდა როგორ ლოცავდა დედამისი მისი ქალიშვილის მჩაგვრელს,უფრო მეტად კი სიხარულისგან ეღიმებოდა რადგან ეს ყველაფერი სიზმარი არ იყო, ის მართლა ლევანმა გადაარჩინა მაგრამ საიდან აღმოჩნდა იქ, ის რაა ნინას მიყვებოდაა?! ყველაზე მეტად ნინას კი ის აინტერესებდა მართლა ჩაიკრა თუ არა ლევანმა ის გულში თუ ეს უკვე ნინას ილუზიები იყო. -რა ხათაბალისტა გოგო არა ამიერიდან სახლიდან ფეხს ვეღარ გადგამ! საუბარში ჩაერთო ოჯახის უფროსი ბატონი ნიკოლოზი. -არა დღეს რომ ვინერვიულე შენზე მემგონი ასე არასდროს არ მინერვიულია, რა მოხდა გამაგებინე?! იკითხა ქალბატონმა მაიამ. -რო მოვდიოდი გზაში ხულიგნებს გადავეყარე და ჩემთვის ჩანთის წართმევა უნდოდათ! ბოლომდე სიმართლე არ გაუმხილა ნინამ თან რცხვენოდა თან არ უნდოდა დედამისი უარესად განერვიულებულიყო. -არა რაა არსად გასაშვებიი არა ხარ შენ არსად, ამიერიდან მარტო სკოლა და სახლი, სხვაგან წასვლაზე არც იოცნებო! ბობოქრობდა ბატონი ნიკოლოზი. -კარგი კაცო შენ რაღა მოგივიდა ყველგანაც უნდა წავიდეს აბა ამხელა გოგოს სახლში ჰომ არ გამოვკეტავთ, მაგრამ ამის შემდეგ ყურადღებით იქნება! ქალიშვილის მხარე დაიჭირა ქალბატონმა მაიამ. -ყურადღებით იქნება აბა რაა, ამის უტვინობას რა ვუთხარი , ის მაინც ვერ უნდა მოგეფიქრებინა გოგოო რო დაგერეკა! -კარგით რაა ჰო არაფერი მომივიდა სახლში ვარ, ცოცხალი ვარ! -კიი მაგრამ რამე რომ მოგსვლოდა მერე რა წყალში გადავვარდნილიყავი, ვაიმეე იმ ბიჭმა გაიხაროს, ის რომ არა არ ვიცი რა მოხდებოდა, ღმერთმა დალოცოს ის ბიჭი! ქალბატონი მაია დიდი ენთუზიაზმით განაგრძობდა ქალიშვილის დამაქცევარ-მსხნელის დალოცვას, რაზეც ნინა ღიმილს ვერ იკავებდა. -ერთი ამას დამიხედეთ ჩვენ მოვკვდით ნერვიულობით ეს კიდე იღიმის! გაცოფდა ბატონი ნიკოლოზი. -კაი მაა რაა, ყველაფერი ხდება, მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა,სხვა დროს ფრთხილად ვიქნები, ზოგი ჭირი მარგებელიაო ჰო გაგიგია ! მამის დამშვიდება სცადა ნინამ. -გაგაჭირებ მე შენ კარგად ! მიუგო ბატონმა ნიკოლოზმა -კაი ჰოო შეეშვი , მთავარია ყველაფერი კარგადაა სხვა დროს ყურადღებით იცოდე!შედარებით დაწყნარებული ხმით უთხრა ქალბატონმა მაიამ. -დეე ჩემთან დაწექი რაა მარტოს მეშინია! საყვარლად შეევედრა ნინა. ქალბატონ მაიას გული მოულბა და დათანხმდა. ნინა ყველანაირად ცდილობდა დაეძინა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა ლევანის სახე სულ წინ ედგა, ერთი სული ქონდა მეორე დღე როდის გათენდებოდა რომ ლევანი ენახა და მადლობა გადაეხადა, ეს მადლობის გადახდა რათქმაუნდა მხოლოდ მიზეზი იყო სინამდვილეში , მისი ნახვა და მასთან დალაპარაკება უნდოდა, კვდებოდა ისე უნდოდა, ახსოვდა ყველა ის დამცირება, დაცინვა მაგრამ ამის მიუხედავათ მაინც ერთი სული ქონდა როდის ნახავდა მის დამაქცევარს, რა უცნაურია ეს ცხოვრება მელა თავისი მახრჩობელასკენ მიისწრაფოდა,ნინას ყველაზე მეტად ის აინტერესებდა მართლა ჩაიხუტა თუ არა გულში ის ლევანმა, თუმცა ერიდებოდა და არ იცოდა ეს კითხვა როგორ, რა ფორმით დაესვა. ........ -ნინააა გაიღვიძე გაგვიანდება! დედამისის ხმამ ნინას თავი ძილს გამოსტაცა. ნინა ისეთი უძინარი იყო, რომ ესიკვდილებოდა სკოლაში წასვლა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა, რომ ლევანი უნდა ენახა და თავს ძალა დაატანა. როგორც იქნა გაემზადა და სკოლისკენ მიმავალ გზას დაადგა. როგორც იქნა მიაღწია სკოლას, დერეფანში კლასის პოპულარული და ძერსკი გოგოები თმების სწორებით ბჭობდნენ რაღაცაზე , ნინა რომ დაინახეს მისკენ ერთდროულად წამოვიდნენ და გზა გადაუჭრეს, ნინას ეჩქარებოდა ლევანის ნახვა და ახლა მათი თავი ნამდვილად არ ქონდა , მაგრამ ნაძალადევად გაიღიმა. -ნიინ გავიგეთ გუშინ რაც მოხდა, როგორ ხარ დღეეს? მოჩვენებითი მზრუნველობით შეეკითხა ნანკა, სადაქალოს სული და გული, პრანჭვა გრეხვისა და სისვეცკის დედოფალი. ოოჰ მოუხსენებია ვაჟბატონს ყველასთვის! გაიფიქრა ნინამ და თავი გადააქნია. -კარგად ვარ მადლობა! მიუგო ნინამ. -აი ნიინ დღეს რო გავიგეთ მართლა ძაან შევწუხდით აი ძაან! სიტყვით გამოვიდა თიკა, ძერსკი სადაქალოს კიდევ ერთი წევრი, ამას გარდა კლასში ნომერ პირველი ჭორიკანა. -კარგად ვარ მადლობა მოკითხვისთვის! ნაჩქარევად მიუგო ნინამ და კლასისკენ გაემართა. -ერთი ამას დამიხედეთ რა უცებ მოგვიშორა თავიდან! განაწყენებულმა თქვა ნანკამ. -ოოოჰ დაიკიდე რაა ვაბშე მადლობა მოიხადოს რო დაველაპარაკეთ! თქვა თიკამ ისე თითქოს ისინი ნინას კლასელები კი არა, ცნობილი ვარსკვლავები ყოფილიყვნენ. -ისე რა ქაჯურად მოიქცა გუშინ რას გავარდა ესე ადრე! სიტყვით გამოვიდა ქეთა სადაქალოს კიდევ ერთი წევრი. -ოჰ არ იციით რაც კი უცნაურობა არსებობს ყველაფერი მაგას სჭირს მემგონი ! თქვა თიკამ , ისე რა უცნაურია ლევანიც რა უცებ წავიდა , მაგას ჰო არ გაყვა?! თან რო გადაარჩინა, ყველაფერს დავიჯერებდი და ლევანი მაგას თუ გადაარჩენდა ვერა,ჰო არ მოსწონს ეე? -რა სისულელეა რა უნდა ლევანისნაირ სიმპატიურ ბიჭს მაგასთან, ლევანიმ სწორი თქვა იმდღეს, ან რა ხასიათი აქ ან რა გარეგნობა ან რანაირად იცვამს! თქვა ნანკამ, ნანკას ბოღმა ალაპარაკებდა, გუშინ ქეიფზე საშინლად შეშურდა ნინასი რადგან ნინა იქ ყველასაგან გამოირჩეოდა იმდენად კარგი იყო, ნანკა და მისი სადაქალოც კი დაჩრდილა ,ნანკამ ეს იგრძნო, ბოღმა ახრჩობდა და ახლა ხმამაღლა მის დაკნინებას ცდილობდა. -არა რატო გუშინ მაგარ ვიდზე იყო მართლა! შედარებით რბილად თქვა ქეთამ. -ოო მოიცა რაა დიდი არაფერი, იმასთან შედარებით სკოლაში რა ფორმაშიც დადის ხოლმე მართლა ნორმალურად იყო,მარა დიდიც არაფერი! შხამი გადმოანთხია ნანკამ. -ისე დღესაც შავებში ჩაიზმანა ეე, იმდღეს მეგონა ეშველა თქო, მარა არა მაგისი საშველი არ იქნება! დაგესვლაში არ ჩამორჩა თიკა. -ეელ მაგას როგორ უძლებდი ჰაა? ელეს მიმართა ნანკამ. -რო ვერ უძლებდა იმიტომაც ჩამოიშორა, არაა ეეელ? ახლა თიკამ მიმართა ელეს. ელე მთელი ამ საუბრის განმავლობაში ჩუმად იყო და ხმა არ ამოუღია, ახლაც შეკითხვას თავი აარიდა და გაჩუმება ამჯობინა. ........ ნინამ ლევანს საკლასო ოთახში მიაგნო, მაგრამ ეს უკანასკნელი ბექასთან და დათასთან ერთად იყო და მათთან ერთად მოერიდა დალაპარაკებოდა, უნდოდა დაემარტოხელებინა და ისე დალაპარაკებოდა. გაკვეთილები ისე დამთავრდა ნინამ ვერ შეძლო ლევანთან დალაპარაკება. გაკვეთილების შემდეგ როდესაც ლევანი მარტო მიდიოდა ქუჩაში, ნინა უკან გაყვა, ვერ ბედავდა მისთვის დაეძახა, ბოლოს მაინც ძალა მოიკრიბა და შიშნარევი ხმით დაუძახა: -ლე ლევან მოიცადე ერთი წუთი! ლევანი უცებ გაჩერდა და უკან მოიხედა, მის თვალებში რაღაც საოცარი ემოცია იკითხებოდა. -რაო მურთხო შენ რაა კუდში დამდეევ? ლევანის ხმაში ირონია იგრძნობოდა, მაგრამ მის თვალებში სულ სხვა ემოცია იკითხებოდა. ნინა ცოტა არ იყოს დაიბნა, დაავიწყდა რისი თქმაც უნდოდა, თუმცა მერე მაინც ძალა მოიკრიბა და ლევანს მიუგო: -არა არ დაგდევ, უბრალოდ მადლობა მინდოდა გადამეხადა გუშინდლისთვის,შენ რომ არ ყოფილიყავი მართლა არ ვიცი რა მოხდებოდა! -კარგი მორჩი არ მჭირდება შენი სენტიმენტები, მე ის გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა დაყაჩაღებისთვის შენც კი არ მემეტები, ისე რას გამოქანდი ესე ადრე გიჟივით, ყველაფერი იდიოტობა შენ უნდა მოიფიქრო მოკლედ! მკაცრად მიუგო ლევანმა. ნინას თითქოს ცივი წყალი გადაასხესო თავის თავზე ბრაზდებოდა, ლევანთან დალაპარაკება რომ გადაწყვიტა, უფრო მეტად ბრაზი მის გუშინდელ ფიქრებზე მოსდიოდა. -მისმინე ცოტა სიტყვები შეარჩიე კარგიი, მინდოდა და წამოვედი ეს ჩემი გადასაწყვეტი იყო! რაც შეეძლო მკაცრად. -მაგრადაც გაიჩალიჩე მაგ შენი გადაწყვეტილებით! სიცილით უთხრა ლევანმა. ნინა კი არ გაბრაზდა გაცეცხლდა, უნდოდა სიტყვები მოეძებნა ისეთი, რომ ადგილზე მოესვა ეს იდიოტი, მაგრამ არ გამოსდიოდა ისე იყო გაბრაზებული ბოლოს ესრა მოიფიქრა: -იცი რაა მე ეგეთი შველა საერთოდაც არ მჭირდება, თუ იმისთვის მიშველე რომ ახლა მაყვედრო და ტვინი მიჭამო მინდა გითხრა სულ მჭირდება ეგეთი დახმარება,რასაც აკეთებ გულით უნდა აკეთებდე! მიაყარა ყველაფერი რაც მოიფიქრა ნინამ. -და მერე ვინ გითხრა, რომ გაყვედრი რამეს, შენ თვითონ ამეკიდე მაგ შენი უსარგებლო მადლობებით, ისე მაგრა შეცდი შავი რო არ ჩაიცვი გუშინ, აღარ გამოჩნდებოდი და სიბნელეში ისინიც ვერ დაგინახავდნენ! თავის ნათქვამზე ლევანის თვითონვე გაეცინა. ამაზე ნინა ბრაზისგან კინაღამ გაგიჟდა პასუხის გაცემას აპირებდა როდესაც ლევანის ტელეფონმა დარეკა ირაკლი რეკავდა. -ჰოო იკა, რააა! საავადმყოფოში რა გინდა ბიჭო ?! კაი მოვდივარ ეხლავე! ნინა შეშფოთებული უყურებდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა. -რა მოუვიდა ირაკლიის? შეშინებულმა იკითხა. -გუშინ ქეიფიდან რო წასულა დაუჭრიათ ახლა საავადმყოფოშია! უპასუხა ლევანმა. -რაა?! რატომ რა მოხდა? -ეგ მეც არ ვიცი რო მივალ გავარკვევ! -მეც წამოვალ! მკაცრად უთხრა ნინამ. -შენ რაღა გინდა იქ გოგო?! -ის მინდა, რომ მაინტერესებს იკა როგორ არის! -მერე რო გამოწერენ ნახავ და შეეკითხები! -არა ახლავე უნდა ვნახო! ისეთი მკაცრად უთხრა ნინამ ლევანი მიხვდა შეკამათებას აზრი არ ქონდა. -კაი წავედით! ........ ირაკლი საავადმყოფოს პალატაში იწვა მისი მშობლები მთელი დილა მასთან იყვნენ მერე იკამ უთხრა დასასვენებლად სახლში წასულიყვნენ, ამჟამად მასთან მისი ნათესავი ჯაბა იყო, ჯაბა და ირაკლი შორეული ნათესავები იყვნენ კერძოთ იკასა და ჯაბას მამები ბიძაშვილები იყვნენ, იკას და ჯაბას საკმაოდ ახლო ურთიერთობა ქონდათ,ჯაბა იყო ყველა მდედრობითი სქესის სუბიექტზე შეყვარებული პიროვნება, უაღრესად ენამოქარგული , შეყვარებულებსა და ტრფობის ობიექტებს ხშირ ხშირად იცვლიდა. ისეთი ლაპარაკი შეეძლო გოგოებს თავბრუს ახვევდა ხოლმე, ზუსტად იცოდა ქალებს როგორი ქათინაურები სიამოვნებთ. ჯაბა იკასთან იჯდა და რაღაცაზე ელაპარაკებოდა როდესაც პალატაში ლევანი და ნინა შემოვიდნენ, ჯაბას ლევანი არც შეუმჩნევია მაშინვე თვალში მოხვდა შავებში ჩაცმული ლამაზ ნაქვთებიანი შავგვრემანი გოგო.ლევანი მაშინვე ირაკლისთან მივიდა: -ბიჭო რა დაგემართა გამაგებინე?! -ბიჭო ერთია რაა, ჩემ ერთ ნათესავ გოგოს აწუხებდა და ერთი ორჯერ მივბეგვე ჰოდა გუშინ ქეიფის დროს დამირეკა თუ კაცი ხარ წამო საქმე მაქო და ადგილი მითხრა ჰოდა რო მივედი თავის ძმაკაცებთან ერთად დამხვდა , იმათთან ერთად დიდ გულზე იყო მარტო რო ვნახე კურდღელივით ეშინოდა , ჰოდა ბიჭო მაგარი მეუზრდელებოდა და დიდ ენას ატრიალებდა მევთქვი დავაი ეხლა მოკეტე სანამ ტრავმატოლოგიურში დაგაწვინე მეთქი და დედა არ შემაგინაა, მაგაზე მუშტი ვუთავაზე სიფათში, ჰოდა ეს რო დაინახეს მაგისი ძმაკაცები დამეტაკნენ, მაგრამ ორივე მოვიგერიე, მერე იმ კურდღელმა დანა ამოიღო და დამჭრა, ამის დანახვაზე თვითონაც და თავისი ძმაკაცებიც გაიქცნენ, მერე ვიღაცა გამვლელმა მიპოვა და სასწრაფოში დარეკა ,კიდე კაი ღრმა ჭრილობა არ იყო, ერთი დროზე გამომწერონ მე მაგას... აღარ დააბოლოვა ირაკლიმ. -იკა რა საშინელება გადაგიტანია! აღშფოთდა ნინა, რომელსაც ჯაბა თვალს არ აშორებდა. -ბიჭო მითხარი ვინაა და მე მოვსვამ მაგას თავის ადგილზე. უთხრა ლევანმა. -არა ბიჭო მე თვითონ ვიცი მე მაგას რასაც ვუზამ აი პროსტა გამოვეწერო და, ჩემი მშობლები კინაღამ გაგიჟდნენ მთელი ღამე თავზე მედგნენ დილით გავგზავნე სახლში მევთქვი დაისვნეთ მეთქი და ჯაბა დარჩა ჩემთან, ჰო მართლა ნინა გაიცანი ეს ჯაბაა ჩემი ნათესავი ! ჯაბა ეს ნინაა ჩემი და ლევანის კლასელი! ჯაბამ ნინას ხელზე აკოცა და დიდი აღრფთოვანებით უთხრა: -იკა თუ ყველა შენი კლასელი გოგო ასეთი მშვენიერია გაგმართლებია და ეგაა, ასეთი ლამაზი კლასელები რომ მყავდეს , სკოლაში კი არ ვივლიდი ვიფრენდი! ნინამ თავი უხერხულად იგრძნო და გაიღიმა კომპლიმენტი რათქმაუნდა ძალიან ესიამოვნა, ლევანიმ გამანადგურებელი მზერა ესროლა ჯაბას. ეს ირაკლის არ გამოპარვია. -დიდი მადლობა! ნაზად უპასუხა ნინამ. - რა მადლობა მე უბრალოდ სიმართლე ავღნიშნე ასე უბრალოდ ხარ ჩაცმული და მაინც ასეთი მშვენიერი ხარ, ნამდვილი შავტუხა თოჯინა. -კიდევ ერთხელ მადლობა! ღიმილით უპასუხა ნინამ. -რა საჭიროა ამდენი მადლობები ნუთუ პირველი ვარ ვინც კომპლიმენტს გეუბნება თუ ასეა ბრმებით ყოფილხარ გარშემორტყმული. ლევანი ბრაზისგან უკვე ლამისაა აფეთქებულიყო როდესაც ნინას მობილურმა დარეკა: -ჰოო დეე! არა არაფერი არ არის კარგად ვარ ნუ გეშინია , აუ დეე გთხოოვ რაა, კაი კაი მოვდივარ! ნინამ მობილური გათიშა და იქ მყოფ საზოგადოებას მიმართა: -დედაჩემი იყო რომ დავაგვიანე სახლში უნერვიულია, გუშინდელის შემდეგ შეშინებულია, წამოდი სახლშიო ეხლა მითხრა, არ მინდოდა მარა დაიჟინა, ბოდიში იკა რაა! -რა მოხდა გუშინ! -შენმა ძმაკაცმა მოგიყვეს, კაი წავე ეხლა მე იკა აბა შენ იცი მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ! მიუგო ნინამ დაემშვიდობა და გასვლა დააპირა. -იკა შენთან ლევანი დარჩეს ამ შავტუხა ფერიას მე გავაცილებ კარგიი? უთხრა იკას ჯაბამ. ლევანიმ მკვლელი თვალებით შეხედა ჯაბას მაგრამ მას ეს არც შეუმჩნევია, ნინას ყურებით ტკბებოდა. -არა მარტო წავალ არ შეწუხდე! უთხრა ნინამ მაგრამ ჯაბამ გააპროტესტა. -რას ლაპარაკობ როგორ შეიძება შენნაირი შავი მარგალიტის საზოგადოებაში რამემ შემაწუხოს უარს არ მივიღებ იცოდე გაცილებ და მორჩა! კატეგორიული ტონით მიმართა ჯაბამ. ამის გაგონებაზე ლევანს სურვილი გაუჩნდა ჯაბა მაგრად ეცემა. -ძალიან კარგი მაშ წავედით! დათანხმდა ნინა უფრო ლევანის ჯიბრზე თითქოს ქვეცნობიერულად გრძნობდა,რომ ასე მას საშინლად გააბრაზებდა. ლევანი თვალს ადევნებდა ჯაბას და ნინას და ბრაზისგან ლამისაა გაგიჟებულიყო. ირაკლი ამას ამჩნევდა და ეღიმებოდა. ........ -მადლობა მეტი გაცილება აღარაა საჭირო! მიუგო ჯაბას ნინამ როდესაც მათ საკმაო მანძილი ქონდათ გავლილი. -გამიჭირდება შენთან დაშორება მაგრამ იმედია ეს დიდხანს არ გაგრძელდება კიდევ როდის შევხვდებით ერთმანეთს შავტუხა ანგელოზო?! -ჯაბა იცი მეეე... დაიბნა ნინა. -არა არა არაფერი ისეთი არ იფიქრო ჯერ ვიმეგობროთ და მერე ვნახოთ რა იქნება შემთხვევით შეყვარებული ხომ არ გყავს? -არა არ მყავს! -რაა?! სერიოზულაად შენნაირ ლამაზ გოგოოს?! არა აკი ვამბობდი ბრმებით ხარ გარშემორტყმული მეთქი. -არა უბრალოდ ეს შენ ფიქრობ, რომ ლამაზი ვარ თორემ ბევრი არ გეთანხმება მაგაში!დანანებით ჩაილაპარაკა ნინამ. -კაი რაა ვისაც თვალები აქვს და კარგი მხედველობა ნებისმიერი იტყვის რომ უმშვენიერესი ხარ, ნამდვილი შავი ანგელოზი, მაინც ვინ მოგატყუა და ვინ გითხრა რომ არ ხარ ლამაზი? -მაგალითად შენი ნათესავის ძმაკაცი ლევანი ფიქრობს, რომ არც გარეგნობით ვვარგივარ არც ხასიათით არც ჩაცმით, ათასი მეტსახელი გამომიგონა , მურთხს მეძახის, ხანდახან ისეთ რამეს იტყვის უკანასკნელ მახინჯად ვგრძნობ ხოლმე თავს! დანანებით ჩაილაპარაკა ნინამ. -რას ლაპარაკობ ლევანიი სერიოზულაად?! ლევანი კარგი ბიჭი ჩანს მართლა ვერ წარმოვიდგენდი! გაოცება ვერ დამალა ჯაბამ. -რას ვიზამთ ყველა ყველასთან კარგი ვერ იქნება! სევდიანად თქვა ნინამ. -ლევანს ურჩევნია მხედველობის ტესტი გაიაროს, შენზე თუ ვინმე იტყვის უშნოაო იმას ან ბოღმა ალაპარაკებს ან თვალიდან ვერ იყურება! -მადლობა ჯაბა კარგი უნდა წავიდე ახლა თორემ დედა გამიგიჟდება! -შენნაირი ქალიშვილი რო მყოლოდა მეც ესე ვინერვიულებდი, არ მომტაცონ მეთქი,შავო მარგალიტო სანამ წახვალ ტელეფონის ნომერს არ მომცეემ? ნინამ თავი უხერხულად იგრძნო არ იცოდა რა ეპასუხა. -მმმ ჯაბა იცი მეე... -კარგი, კარგი მე ცოტა მოვლენებს წინ გავუსწარი, მაგრამ შენი გულს მაინც მოვიგებ აი ნახავ, ახლა კი კარგად შავო მარგალიტო, მაგრამ იცოდე დიდი ხნით არ გემშვიდობები. -კარგი ჯაბა კარგად! თქვა ნინამ შეტრიალდა და წავიდა. ........ -ეე ბიჭო აღარ იტყვი რა მოხდაა? ლევანი ფიქრებიდან გამოერკვა. -რაზე მეკითხები? -წეღან ნინამ ახსენა რო გუშინ რაღაც მოხდა , რაშიც შენც ხარ გარეული თქვიი, დროზე რა მოხდა იმის მერე რაც წამოვედი, შენებურად ტვინი გაუბურღეე? დასცინეე? დაამცირეე ? რა გაუკეთე ჰაა თქვიი! -მძარცველებისგან გადავარჩინე! ‘’აღიარა’’ ლევანიმ. -რაოო? ირაკლი ყველაფერს წარმოიდგენდა ამის გარდა, რანაირად მოხდა მომიყევი აბა! -ესეიგი გუშინ შენ რო წახვედი შენი ნათესავის შემწუხებელთან საქმეების გასარჩევად შენი მეგობარიც მალევე წავიდა არავის არ დაელოდა, უცებ გაქანდა, ნახვამდის ძლივს გვითხრა, ჰოდა ისე მოხდა მერე ერთ გზაზე ავღმოჩნდით მე და ეგ შენი ძვირფასი მეგობარი , სამი ბანდიტი აპირებდა მის გაძარცვას შენს კლასელს ლამის გული წაუვიდა შიშისგან , სამივე ერთი კარგად მივგებვე , მერე სამხარაძეს მამამ დარეკა თვითონ შიშსგან ვერ ინძრეოდა და მე ვუპასუხე ვუთხარი სადაც ვიყავით მოვიდნენ და წაიყვანეს. ირაკლი უსმენდა და ყურებს არ უჯერებდა. -ბიჭო და იგივე გზაზე მასთან რა გინდოდა? -ბიჭო ჰო გითხარი შემთხვევით ავღმოჩნდი იქ თქო! -რა შემთხვევით ბიჭო არ მჯერა შენ რა უკან დასდევდიი? -რა უკან დავდევდი ბიჭო შემთხვევით მოხდა თქო. -გამაგიჟებ შენ ჰო იცი , ზაფხულში თოვლის მოსვლას დავიჯერებდი და შენ თუ ნინას გადაარჩენდი ოდესმე მაგას ვერა! გაოგნებული ლაპარაკობდა ირაკლი. -ბიჭო მაშ რა უნდა გამეკეთებინა აბა მითხარი ?! -არა ბიჭო არაფერი საღოლ მართლა ყოჩაღ, აი მართლა ვერ წარმოვიდგენდი! - ჰოო აკი ვამბობდი ეგეც არ მემეტება დაყაჩაღებისთვის გოგოა მაინც, მიუხედავათ იმისა, რო არ მევასება! -ჰმმმმ ბიჭო წეღან ჯაბას ეგეთი მკვლელი სიფათით რატო უყურებდიი? -ოო ბიჭო ჰო იცი შენი ნათესავის ეს უწი პუწიები არ მევასება, რაინდობს თავის ჭკვაში! -ჰმმ აქამდე რაღაც არ გამოგითქვამს მაგაზე პრეტენზია! -რისი თქმა გინდა იკა გაფიცებ! -ჯერ არ გინდოდა მე და ნინა რო დავმეგობრებულიყავით, მეშინია რამე სხვა გრძნობაში არ გადაიზარდოსო თქვი, ვითომდა სხვა მიზეზების გამო,ეხლა ჯაბამ უთხრა რამდენიმე კომპლიმენტი ლამის მზერით მოკალი, ლევან ძმობას გაფიცებ ნინა მოგწოონს მითხარი? -იკა როდემდე უნდა იმეორო ეგ სისულელე მერამდენედ უნდა გითხრა რომ ნინა არ მომწონს არანაირად, პირიქით მაგრა არ მევასება ეგ გოგო,შენი აზრით რო მომწონდეს ასე ცუდათ მოვექცეოდიი?! პირიქით ყველანაირად შევეცდებოდი მისი გულის მოგებას. -ის რომ ცუდათ ექცევი სულაც არ გამორიცხავს მოწონებას,ხანდახან ადამიანები სიძლვილის ნიღბის მიღმა მალავენ სიმპატიას ან სულაც სიყვარულს, ხანდახან ცუდათ მოქცევა საუკეთესო გზაა იმისთვის რომ შენი სიყვარული დამალო, შენც შეიძლება ეგრე ხარ , შეიძლება გეშინია რო უარს გეტყვის ან თავში აუვარდება და გაგითამამდება , შეიძლება შენ შენ თავსაც არ უტყდები მარა ლევან კაი რაა ამდენი რამ შეგატყე უკვე შეუძლებელია ეგ გოგო გეზიზღებოდეს შეუძლებელია. -იკა ნუ დაიწყებ ხოლმე ამ ფსიქოლოგობას რაა, ათასჯერ ვთქვი არ მომწონს სამხარაძე მეთქი, მორჩა და გათავდა რა აქ მაგას მოსაწონი გაფიცებ ექვსი საათის შემდეგ რო არ ჩანს ეეგ?! -ლევანი მაგარი სასაცილო ხარ რაა! გაეცინა ირაკლის. -ამ შენმა ნათესავმა კიდე შავი მარგალიტიო,ისაო ესაო, ვერ არი ჰო იცი, მაგას ოღონთ გოგო დაანახე და ნებისმიერს კომპლიმენტებით აავსებს. ირაკლი უყურებდა ეღიმებოდა და სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა მისი მოსაზრების სისწორეში. ........ ქალბატონი მაია სასტუმრო ოთახში დაუხვდა ნინას, ისეთი შეშფოთებული სახე ქონდა ნინა მაშინვე მიხვდა, რომ დატუქსვა ელოდა. -სად ხარ ქალბატონო ამდენ ხანს? დაგერეკა მაინც! -კაი დეე რაა გუშინდელ ინციდენტს ნუ გადამაყოლე, მაგის გამო რო გუშინ კინაღამ გამძარცვეს ახლა სულ ასე უნდა მაკონტროლოო? -შვილო ვნერვიულობ გაიგე, აღარ შემიძია მეც ადამიანი ვარ, ცალკე ეს სამსახური ცალკე საბას წამლები , გუშინ კიდე შენზე ნერვიულობით მოვკვდი, დავიღალე! -კაი დეე რაა რო მცოდნოდა საერთოდ არ წავიდოდი,ფული ფულად დარჩებოდა და ნერვი ნერვად. -უნდა წასულიყავი, მაგრამ ყურადღებით ყოფილიყავი! -ვაიმეე ნუ გადამაყოლეთ მაგ ერთ რაღაცას დავიღალეეე! -კაი ჯანდაბას რა მოხდა რატო დაიგვიანე? -ჩემი კლასელი ბიჭი დაჭრეს და საავადმყოფოში ვიყავი მის სანახავად ! -რაა ეხლა როგორ არის? -კარგადაა ღმერთს მადლობა, ნათესავი გოგოს გამო უჩხუბია. -მოკლედ ეს რა დაწყევლილი დღე იყო გუშინ, შენ კინაღამ გაგქურდეს ის ბიჭი დაჭრეს ღმერთო ჩემო! ბობოქრობდა ქალბატონი მაია ნინას აღარ მოუსმენია დედამისი მონოლოგისთვის მაღლა ავიდა , გამოიცვალა და ისტორიის სწავლა დაიწყო, ისტორიის მასწი უკვე ძაან ეჩხუბებოდა და სანამ კატასტროფულ ნიშანს გამოაყოლებდა ჯობდა რამენაირად დაემარცხებინა სიზარმაცე და რამდენიმე გაკვეთილი ესწავლა, უცებ მისმა მობილურმა დარეკა უცხო ნომერი იყო ნინას გაუკვირდა. -გისმენთ! -შავო მარგალიტო შენ ხაარ? -ჯაბააა ჩემი ნომერი როგორ გაიგე? -შენ არ იცი რა ყოვლისშემძლე ვარ თუ გოგო მომეწონა, მისმინე შავო თოჯინა არ გინდა ხვალ გაკვეთილების შემდეგ გამოგივლი და სადმე დავსხდეთ? -ჯაბა არა ბოდიში არ გიცნობ რანაირად წამოვიდე? -არ მიცნობ მარა გამიცნობ მეც სწორედ შენ გასაცნობად მინდა შენი დაპატიჟება, გარეგნულად კი ხარ მშვენიერი ახლა ხასიათი მაინტერესებს?! -ჯაბა შენ არ იცი ინციდენტი მომიხდა გუშინ და დედაჩემი ძალიან ნერვიულობს ჩემ დაგვიანებებზე, ახლა ხვალაც რო დავიგვიანო გაგიჟდება. -მერე შენც გააფრთხილე რო ჩემთან ერთად მოდიხარ! -არა ჯაბა ბოდიში ვერა მამაჩემი მკაცრად უყურებს ეგეთ რაღაცეებს გთხოოვ არ გეწყინოს კარგად იყავი. ეს უთხრა ნინამ და ყურმილი დაკიდა. სწავლის გაგრძელებას შეეცადა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ათასნაირი ფიქრი დაუფლებოდა, ჯაბას დღეს შეხვდა და მას იმდენად მოეწონა ის რომ ჯერ საავადმყოფოსჰი აავსო კომპლიმენტებით მერე კი მისი ნომერი როგორღაც გაიგო და ხვალისთვის დაპატიჟა. ჯაბა საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო თან ზრდილობიანი ვიღაც ვიღაცეებისგან განსხვავებით. წესით ნინას ძალიანაც უნდა მოსწონებოდა, მაგრამ არა ნინას გული არ მისდიოდა მისკენ, პირიქით მისი ეს დაშტამბული კომპლიმენტები აღიზიანებდა კიდეც. ნინამ ამოიოხრა და ახლა ლევანიზე გააგრძელა ფიქრი. -დამპალი, იდიოტი, დეგენერატი, უზრდელი! გულში ლანძღავდა ლევანის თან არ ავიწყდებოდა ის შეგრძნება მასთან ჩახუტებისას რო დაეუფლა, ამდენი დამცირების შემდეგ რაც მისგან მიიღო ‘’საჩუქრად’’ მაინც ასეთი საოცარი გრძნობა ქონდა მის მიმართ, მაინც ვერ ახერხებდა მის შეზიზღებას. -ალბათ მაზოხისტი ვარ! დანანებით გაიფიქრა ნინამ და თავის თავზე ნერვები მოეშალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.