შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

M.I (თავი მეთექვსმეტე)


4-08-2016, 14:33
ავტორი სატი
ნანახია 1 782

სანდრო დაბრუნდა სახლში მარისთან სადაც ირაკლი და საბა დახვდნენ.
-გამარჯობა...? მარი სად ხარ(სანდრო)
-აააქ!-მარი გამოვიდა სამზარეულოდან სიგარეტით ხელში.
-უი-მარიმ მაშინვე ჩააწვა სიგარეტი საფერფლეში.
-კარგი ამაზე გეჩხუბები მერე, ნუცა აქ არის?
-არა მე მეგონა შენთან ერთად იყო წყნეთში
-ვაკომ წაიყვანა-სანდროს ისეთი გამოხედვა ჰქონდა თითქოს თამაში წააგო
-ოოო, დაკარგე ძვირფასო ნუცა?
სანამ ეს ორი ლაპარაკობდნენ, ირაკლი და საბაც არ კარგავდნენ დროს და საუბრობდნენ.
-არაფერი არ დამიკარგავ ისევ ჩემთან მოვა. ხო ეხლა უნდა გეჩხუბო წესით. მეორეჯერ მოწევ და მოგატეხავ ფეხებს, არ იხმაუროთ, არ იცუღლუტოთ და მე კიდევ შეგამოწმებთ.-სანდროს ბიჭები რო შეეშინებინა გადახედა მკვლელი თვალებით მათ და გავიდა.
-ეს სანდრო იყო?(საბა)
-კი
-მართალი გითხრა ფეხების მოტეხვაზე ოღონდ მე მოგატეხავ. მოდი დაჯექი ჩემთან-ირაკლიმ გვერდით მოისვა მარი
-სად არი ნუცა?
-ჩოლოყასთან
-ჩოლოყა ვინ არის?(იკა)
-ჩვენი ერთი მეგობარი, მაგის მშობლებს 5სახლი აქვთ, 3თბილისში და ორი ქალაქგარეთ. მაგის რომელიღაც სახლში არიან უბრალოდ სანდრომ არ უნდა გაიგოს.
-და რატო
-აუ მეზარება ახსნა იმენა ბრაზილიური სერიალია, ნუცას უყვარს სანდრო, სანდროსაც უყვარს ნუცა მაგრამ სანდრო არ აღიარებს ნუცა კიდე ამის გამო არის ვაკოსთან რომელიც არ უყვარს მაგრამ ვაკოს უყვარს ნუცა და იმ...
-კარგი, უკვე ვინანე რო გკითხე-ირაკლიმ პირზე ააფარა ხელი
საბას გაეცინა. მთელი საღამო ერთობოდნენ, ფილმს უყურებდნენ. მერე საბა წავიდადა დარჩნენ ირაკლი და მარი. ფილმის ყურების დროს ორივეს სავარძელზე ჩაეძინა.დილით სანდრო მივიდა მათ შესამოწმებლად, რო დაინახა ერთად რო იწვნენ გაეცინა გულში მაგრამ იცოდა რომ დაჩი გაბრაზდებოდა ამიტომ ხმა დაიბოხა და დასალაპარაკებლად მოემზადა.
-ახალგაზრდავ, ახააალგაზრდაავ!
მარი ამ ხმაზე წამოხტა და გული გაუსკდა.
-სანდრო, ეს ის არ არის რაც შენ გგონია.
-ხო-სანდრო კსიცილს ძლივს იკავებდა-მოწესრიგდი და მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ
ირაკლი მიხვდა სანდროს ჩანაფიქრს რადგან თვითონვე იყო ასეთი ნინის გამო, ოღონდ კიდე უფრო უარესი. მარის აკოცა, ჩვეულებრივად დაემშვიდობა სანდროს და წავიდა.
-სანდრო გთხოვ არაფერი არ უთხრა დაჩის.
-არ ვიცი, არ ვიცი. მემგონი სჯობდა წამეყვანე.
-დაჩის ეტყვი?
-არა-სანდროს გაეცინა-წესიერი ბიჭი ჩანს ირაკლი ამიტომ არ გავბრაზებულვარ.
-კარგია, თავიდანვე რომ გეთქვა მოკვდებოდი? გული გამისკდა!
-რამე გინდა ამოგიტანო საჭმელი?
-არა დაჩიმ დატოვა ფული და გავალ თუ რამე მომინდება
-კაი, ნუცაზე რამეს რო გაიგებ მითხარი.
სანდრომ გადაკოცნა მარი და წავიდა, ამ დროს დაურეკა ნუცამ მარის.
-მარ მე და ვაკო აქ ვართ შენ სახლთან და ამოვალთ?
-ოკ მიდი.
მარიმ გათიშა, 10წუთში ვაკო და ნუცა მოვიდნენ, მარიმ ორივე გადაკოცნა და დაჯდნენ. ვაკოს ლუდი ჰქონდა მოტანილი.
-აბა რა ხდება?-აუ რავი ჩოლოყას სახლში ვიყავით, ძაან მაგარი ფართი ჰქონდა და მაგრა გავერთე შენთან რა ხდებოდა აქ?
-რავი, მე საბა, ლუკა, ირაკლი, ელენე, თორნიკე და ანდრო ამოვიყვანე და მაგრა გავერთეთ.
-აა, მეც გამიკვირდა ანდრო რო არ დამხვდა-ვაკოს გაეცინა, ანდრო ერიდებოდა მას რადგან ვაკომ იცოდა ნუცა რო ევასებოდა, ვაკომ სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა-მაგარი ყ..ა ეგ.
-კაი რას ერჩი საყვარელი ტიპია. ბაბნიკი მარა მაინც
-სანდროც ანდროს დღეშია ნუც-მარიმ თვალი ჩაუკრა
ნუცამ ბალიში ესროლა.
-რაო რაო?-გაკვირვებულმა გახედა მარის ვაკომ.
-არაფერი ის ვთქვი რო გოგო უყვარს რომელსაც შეყვარებული ჰყავ
-ხო მაგრამ იმ გოგოს არ ეუბნება რომ უყვარს და საიდან მიხვდეს? მაგის გამო ტყუილად ხომ არ დაშორდება შეყვარებულს?
-ერთი წამი ვიზე არის ლაპარაკი?!
-ელენეზე(მარი)
-ნატაზე(ნუცა)
-ორივეზე-ერთხმად თქვეს ნუცამ და მარიმ.
-კარგი, მეზარება ჩარევა. მარ არ დალევ?
-არა, ისედაც დავლიე გუშინ ღამე და თავი მისკდება
-ვაკო, დღეს მარისთან ვიყოთ და მერე წავიდეთ ჩოლოყასთან.
-აუ მოიცა, მოდი, ჩოლოყას და გეგას დავურეკავ და მაგრა გავერთოთ.
მარიმ სამივეს დაურეკა და მალე იყვნენ მაგასთან, რაღაცეები ამოიტანეს. მუსიკები ჩართეს და ჯოკრის თამაში დაიწყეს რომ დაამთავრეს სიმართლე თუ მოქმედების თამაში გადაწყვიტეს. ნუცა უარზე იყო იმიტომ რომ იცოდა რომ შეიძლება რამე ეკითხათ მისთვის სანდროზე და ვაკო გაბრაზდებოდა. ნუცას არ უნდოდა მისი წყენინება რადგან იცოდა რომ მართლა ძალიან უყვარდა.-კაი მიდი რა ნუცი-ეხვეწებოდა გეგა. ბოლოს ძლივს დაითანხმეს და დაიწყეს თამაში. გაჩერდა ვაკოზე, ანდროსთვის უნდა ეკითხა.
-სიმართლე
-შენ მართლა გევასება ბიჭო ჩემი შეყვარებული?
-მე... ისა... როგორც გოგო მევასება
-შე ....-ნუცამ არ დააცადა
-ეხლა ჩემი ჯერია დავატრიალებ(ნუცა)
გაჩერდა გეგაზე და მარიზე
-სიმართლე თუ მოქმედება(გეგა)
გეგა ალექსანდრეს ერთ-ერთი მეგობარია, როცა ერთად იყვნენ მარი და ალექსი, გეგა მარის ყველაფაერში ეხმარებოდა და მერე ძალიან დაახლოვდნენ. მაგრამ როდესაც დაშორდა მარი ალექსს იმის მერე მასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მარი ხვდებოდა რატომაც მაგრამ ისე უყვარდა გეგა რომ არ უნდოდა მისი დაკარგვა, გეგამ იცოდა ირაკლის შესახებ და მიუხედავად ყველაფრისა მაინც ცდილობდა მათ შერიგებას.
-სიმართლე
-კარგი, ალექსს რატომ დაშორდი არავის რომ არ ეუბნები
მარი წამით ჩაფიქრდა, არ იცოდა რა ექნა ტყუილიც არ შეეძლო და სიმართლის თქმაც არ უნდოდა. ძალიან გაბრაზდა გეგაზე ელოდებოდა მასგან რაიმე ასეთის კითხვას მაგრამ მზად არ იყო ეპასუხა. თითქოს ვაკომ ეს შეამჩნია და ეცადა მარის დახმარებას, ვაკოც ადრე გახლდათ ალექსის ძმაკაცი და მარტო მან იცოდა რა გაუკეთა მარის, რადგან ეკა მისი შეყვარებული იყო.
-მიდი რა გეგა ლუდი ამოიტანე
-მოიცა ჯერ გვიპასუხოს
-კაი, რადა ანდროს ჩემ საუკეთესო დაქალთან ეკასთან....
-უი... მარ არ ვიცოდი მართლა მაპატიე
-ხო. მერე
აღარავის არ ჰქონდა სურვილი თამაშის გაგრძელების იმდენად ცუდი შეკითხვა დასვა გეგამ, ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმოდა. ეს სიჩუმე ვაკომ დაარღვია.
-ეხლა მე დავატრიალებ(ვაკო)
ვაკომ დაატრიალა და გაჩერდა ანდრო და ნუცაზე. ფაქტიურად აქ სასიყვარულო სამკუთხედი იყო, ორივეს ვაკოსაც და ანდროსაც ნუცა უყვარდათ მაგრამ სიმართლეში ნუცას ორივე ფეხზე ეკიდა.
-ნუცი, სიმართლე თუ მოქმედება?
-მოქმედება
-კაი, მიდი ლუდს გაურიე არაყი და დალიე.
ნუცა ასეც მოიქცა და საშინელი გემო ჰქონდა, სახე დაემანჭა რაზეც ანდროს გულიანად გაეცინა.
დიდიხანი თამაშობდნენ ბოლოს ყველას ჩამოეძინა, დილის 7საათი იყო. ოთახებში იყვნენ გადანაწილებულები. შუადღეს ორ საათზე მარის გაეღვიძა, ჩუმად შევიდა სააბაზანოში გადაივლო, ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა, თავი უსკდებოდა ერთადერთი რაც უხაროდა რომ დაძინებამდე ყველაფერი აალაგეს ყველაფერი. მარიმ წამალი დალია და ნამცხვარი შეჭამა. მერე ყავა მიაყოლა, თან სიგარეტი მოწია. ტელეფონი აიღო და იკას დაურეკა.
-რას შვები?(მარი)
-მე და საბა ვართ საქმეზე გასული. შენ?
-რავი გუშინ ფართი მქონდა სახლში და თავი მისკდება
-ვინები იყავით?
-ნუცა, მაგის შეყვარებული და ორი მეგობარი.
-გაერთე?
-კიი. თან დაჩი არ არის, ეხლა ყველას ძინავს გათიშულებს.
-შენთან დარჩნენ?
-ხო მე და ნუცა ერთ ოთახში დანარჩენები საშას და დაჩის ოთახში.
-მე გამოგივლი ერთ საათში, ან ამო ჩემთან. კაროჩე დაგირეკავ რა...
-რა საქმეზე ხარ?
-რა მნიშვნელობა აქვს კაი მიდი და ჭკვიანად!
ირაკლიმ გათიშა, მარის ცოტა გაუკვირდა ირაკლის ესეთი პასუხი, რადგან ყველაფერს უყვებოდა მარის. როცა ყველა წავიდა, ირაკლი მოვიდა, სახეზე უჩვეულო ღიმილი ჰქონდა. ძალიან გახარებული ჩანდა, მისაღებში დაჯდნენ, ირაკლის თან უხაროდა თან სწყინდა რაღაც.
-მარ, რაღაც უნდა გითხრა. კაროჩე მამაჩემზე რო გიყვებოდი ხო გახსოვს? მოკლედ იპოვეს და ამერიკაში არის ცოცხალია და არაფერი არ სჭირს, 2დღეში უნდა გავფრინდეთ და 1თვეში ჩამოვალთ მე და დედაჩემი მამაჩემთან ერთად. ყველფერს მოვაგვარებ.
-1თვეში?
-ხო.
-გილოცავ-მარის არ უნდოდა რომ ირაკლი წასულიყო ეს მისთვის ზედმეტად დიდი დრო იყო.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Rato awvaleb sawyal nucas.imedia male gamoutydeba sandro
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი სატი

La-Na
Rato awvaleb sawyal nucas.imedia male gamoutydeba sandro

ნუცას კი არა სანდროს ვაწვალებ იმით რომ ვაეჭვიანებ.
--------------------
a.m&m.i

 


№3  offline მოდერი სატი

2დგეში დავდებ შემდეგ თავს ვიცი ძალიან გავწელე და მალე დავდებ.
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent