შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი - თავი 3


4-08-2016, 16:32
ავტორი sophiaa
ნანახია 1 668

-კარგი ლუკა მაშინ ხვალ საღამოს
-ხვალ საღამოს, არ არის პრობლემა
-ვიცი საშინელი ადამიანი ვარ, ვიცი და შენი ცოლის ძალიან მერიდება
-ჩუუ პატარავ, ჩუუ ნუ ფიქრობ მაგაზე. ეს ჩემი არჩევანია შენ არაფერ შუაში ხარ
ღამე მასთან ჩახუტებულმა გავატარე. გამთენიამდე ვლაპარაკობდით, მის ბავშვობაზე მომიყვა. მეც რაღაცეები მოვუყევი ჩემს ცოლზე. ძალიან ძალიამ საყვარელი გოგოა. ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ. დილით სახლში წავედი გამოსაცვლელად. ორი ოპერაცია მქონდა დანიშნული. სახლში თიკა დამხვდა გაწეწილი თმებით
-საყვარელთან იყავი არა? მატყუებ ხომ?მე მგონია ვითომ საავადმყოფოში ხარ და ამ დროს შენ ვიღაც ბოზთან ერთობი ხო?
-თიკა სიტყვები შეარჩიე და ტონს დაუწიე. არ მინდა ისეთი რაღაც გითხრა რაც გულს გატკენს
-მეტი რაღა უნდა მატკინო გული? მღალატობ, ყურადღებას არ მაქცევ, მგონი ცოლად არც კი მთვლი ხო?
-თუ არ მოგწონს გამშორდი. მე არ გაკავებ
-ლუკა სიმართლე მითხარი აღარ გიყვარვარ ხო? გინდა რომ გამშორდე?
-ხო აღარ მიყვარხარ, არც ცოლად გთვლი, არც ქალად, უკვე ყველში ამომიხვედი გაიგე? ამ შენი გამოხტომებით. 11 წელია თავზე მაზიღარ, ამის დედა ვატირე მე კაცი ვარ თუ რა ვარ?
-რა გაყვირებს ბიჭო? შენ საერთოდ გაგიჟდი ხო?
-ხო თიკა გავგიჟდი, შენ გადამრიე. ამდენი წელია ჩემს ნაშოვნ ფულს ხარჯავ აქეთ-იქით. მგონი შენ ჩემს სახელფასო ბარათზე ხარ დაქორწინებული და არა ჩემზე. მასთან უფრო დიდ დროს ატარებ
-შენ გგონია რომ ფულის გამო ცხოვრობ შენთან? აი დედაშენის გავლენა სად გამოიკვეთა. ის გირევ ტვინს, იმან გითხრა ხო გაშორდი თიკასო?
-შენ დედაჩემს ნუ ეხები. გასაგებია? პირიქით ის მაძალებს შენთან ყოფნას. აღარ მიყვარხარ, ყელში ამომიხვედი უკვე. შენი ქცევები, ყვირილი, ტირილი უკვე ყელში მაქ
ჩემს ოთახში შევედი და კარი მთელი ძალით მივაჯახუნე. ამდენი წელია ჩემი ცოლია და პირველად ვიჩხუბეთ. არ ვიცი, არ ვიცი ეს ნინა რას მიკეთებს. ნამდვილად ამირია გონება. შეუძლებელია 2 დღეში ასე შემყვარებოდა. სანამ სამსახურში დავბრუნდებოდი მანამდე მინდოდა ჩემი მეგობარი ივანე მემახა. ამიტომ სახლიდან პირდაპირ მასთან მივედი
-ივა ძმაო სახლში ხარ?
-ვაა ეს ვინ მოსულა, როგორ ხარ ლუკუნა?
-ეჰ რავი ტო, გადარეული, გაუბედურებული და შეყვარებული ვარ
ივა ძალიან დიდი ხნის წინ გავიცანი, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი პირველ კურსზე, მას რომ ძვლის სარკომა დაუდგინეს. ყოველ დღე ეუბნებოდნენ დღეს მოკვდები, ხვალ მოკვდები. მაგრამ როგორც ჩანს ძალიან შეცდნენ. ნეტა ნინაზეც ასე იყოს, ნეტავ ეს დაწყევლილი დიაგნოზი მეშლებოდეს, ნეტავ შემეძლოს ახლა მივიდე და ვუთხრა ყველაფერი კარგადაა მალე გამოჯანმრთელდებითქო. მაგრამ არ შემიძლია, არ შემიძლია რადგან ასე არ არის.
-თიკა ჩამოვიდა ხო?
-ხო და ნეტა არ ჩამოსულიყო, დღეს დილით ისე კიოდა ვერ წარმოიდგენდი
-რა აკივლებდა?
-მღალატობო თავს იგიჟებს
-აბა ჩემო ძმაო დაიწყე მოყოლა. ვიცი რომ ამ ყველაფერში რაღაც სიმართლის მარცვალი დევს.
-ხოო ივა, ერთი გოგო შემიყვარდა, ჩემი პაციენტია
-ვიცოდი რომ ოდესმე ეგრე მოხდებოდა, რამდენი წლისაა?
-24
-რაა? შენ სულ დადებილდი? ბავშვია, პატარაა შენზე 11 წლით პატარა
-და ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? მნიშვნელობა იცი რას აქვს? იმას რომ სიმსივნე აქვს და ძალიან მალე მოკვდება
-ხომ ოცი რომ ექიმები ყოველთვის მართლები არ ხართ? იქნებ შეიძლება და უშველო?
-არ ვიცი, ყველა იმას იძახის ოპერაციას აზრი არ აქვსო
-როდის მერე უსმენ ხალხის აზრს? მიდი დროზე დაძებნე წიგნებში, ინტერნეტში ან სადმე რა ვიცი და იპოვე
-მართალი ხარ, მოკლედ ეხლა უნდა წავიდე, ნინასთან რაღაც უნდა გავაკეთო
-მოიცა და საავადმყოფოში ეგ შეიძლება?
-არა რათქმაუნდა მაგრამ უარს ვერ ვეტყვი ხომ იცი?
ნინასთან წავედი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გული უნდა წამსვლოდა. მისი პალატის კარებზე რომ დავაკაკუნე მივხვდი როგორ ძალიან მინდოდა ეს მეც
-შემოდით
-ნინა როგორ ხარ?
-ნორმალურად შენ? მეგონა არ მოხვიდოდი
-არ მოვიდოდი? მე ხო შეგპირდი და თან მეც ძალიან მინდა
მასთან ახლოს მივიწიე და ტუჩებში ვაკოცე, ასე გემრიელი არაფერი გამისინჯავს. მის წელზე ჩავაცურე ხელი და მაისური გავხადე. თითქმის ნახევრად შიშვლები ვიყავით უკვე რომ კარი გაიღო და სინათლე შემოვიდა
-აჰა ლუკა გოცირიძე, კაცმა რომ გკითხოს ანგელოზი ხარ და სინამდვილეში ვიღაც სიმსივნიან უბედურ ბოზთან მღალატობ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Oo ra aris es uh.codoa es gogo
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი lamazmani

au ra patara tavia kai ra male dade axali

 


№3 სტუმარი manana

Ra kargi istoriaa male dade axali tavi .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent