სამუდამო არაფერია (თავი 2)
დღე ჩვეულებრივად დაიწყო, როგორც ყოველთვის დილით ყვირილით ვაღვიძებ ჩემ დას და ლოგინში ვახტები. -სესსს ადექიიი. მიდი რა დროზე. უნივერსიტეტში დაგაგვიანდება. - ვყვირი და თან ძილის საშუალებას არ ვაძლევ. -აუ მარიამ ჩამიმტვრიე ნეკნები. -ნუ იტყუები ეგეთი მძიმეც არ ვარ. მიდი ადექი ნუ წუწუნებ. -კაი ვდგები 5წუთიც. - თვალებ დახუჭული მეუბნება. -ვიცი მე შენი 5წუთი. - ვიცი ტყუილად ვყვირივარ, ამიტომაც საბანს ვაძრობ. -აუ მარიამ მაცადე ძილი. -ისე სხვათაშორის ქვემოთ ანდრია გელოდება, და თუარ იჩქარებ ორივეს დაგაგვიანდებათ. - ანდრიას თქმა იყო და ისე წამოხტა თავბრუ დამეხვა. -რა? სად? ანდრია? ადრე ვერ მითხარი? - ყვირის და თან სხვადასხვა ტანსაცმელებს მაჩვენებს. -ეს ჩავიცვა? თუ ეს ამას არ უხდება? მოიცა ეს? აუ მარიამ დამეხმარე. - მოუსვენრად ხან ერთ კაბას მაჩვენებს ხან მეორეს. -დამშვიდდი. დაწყნარდი. მიდი შედი შენ სააბაზანოში თავი მოიწესრიგე, მე აქ დაგახვედრებ რასაც ჩაიცმევ. -დარწმუნებული ხარ? -ჩემს გემოვნებაში ეჭვი გეპარება? - წარბს ვწევ და ვუღიმი. -ხო კარგი მიდი. -ენას მიყოფს და გადის. მეც სწრაფად ვათვალიერებ მის გარდერობს. ბოლოს სადა ატმისფერ კაბას და შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვაწყობ და იქედან გამოვდივარ. ამ დროს კი მახსენდება რომ მეც პიჟამოში ვარ. უცბად შევდივარ ჩემ ოთახში და გარდერობთან ტანსაცმელებს ვაწყობ. სწრაფადვე ვაკეთებ არჩევანს, შავ შარვალს ცისფერ მაისურს და ბოტასებს ვიცმევ. ჩანთას ვალაგებ და მთელი სისწრაფით ჩავდივარ ქვემოთ. სამზარეულოში მშვენიერი სანახაობა მხვდება. დედა საუზმეს ამზადებს, მამა ყავას სვამს და ანდრიას ესაუბრება, ამ დროს კი სესილი შემოდის ჩემივე არჩეული ტანსაცმლით და ანდრიასაც თვალები უფართოვდება. დედას და მამას ეღიმებათ, და თვალებით ელაპარაკებიან ერთმანეთს. რამდენი ხანიც თავი მახსოვს, იმის მერე ვიცი რომ სესს და ანდრიას ერთმანეთი უყვართ, სულ ერთად იყვნენ უბრალოდ ერთმანეთს არ უტყდებოდნენ გრძნობებში, ეს კი მე მაგიჟებდა.ახლა კი როგორც იქნა ერთად არიან. ანდრია ჩვენი მეზობელია , სესს კი ის ბავშვობიდან უყვარს. სულ ბრაზობდა როცა ანდრია ყურადღებას არ აქცევდა, გაბრაზაბული ჩემ ოთახში შემოდიოდა, არაფერს მეკითხებოდა ისე იწყებდა მის ლანძღვას. თუმცა მისი გაბრაზება მხოლოდ ორი დღე გრძელდებოდა, შემდეგ ანდრია ყვავილებს ჩუქნიდა, ბოდიშს უხდიდა და ისიც წყნარდებოდა. ყოველთვის ვიცოდი რომ ერთად იქნებოდნენ, მე ამას ორივეს თვალებში ვხედავდი, ვხედავთი თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი, რამდენის დათმობა შეეძლოთ ერთმანეთისთვის და ეს ყველაფერი ბედნიერებას მანიჭებდა. ანდრია როგორც კი გამოფხიზლდა, დაგვემშვიდობა და სესილისთან ერთად ჩაჯდა მანქანაში. -მარიამ მოდი ისაუზმე. -ეხლავე, მგელივით მშია. - ესღ ვთქვი, ჩანგალი ჩავარჭე ყიყლიყოს და გავაქანე ყბაში -რაიყო? - ვიკითხე გამოტენილი ყბით, როცა მშობლების სიცილი გავიგონე. -არაფერი მა, და როდის უნდა გაიზარდო? -მე? მოიცა დავფიქრდე.. - ლუკმა რომ გადავყლაპე წამოვიკივლე - არასდროს. -ვაიმე გული გამისკდა, კარგი რა მარიამ. - გულზე ხელი მიიდო დედამ. -დედუნა რაიყო შეგაშინე? - დედასთან მივედი და ლოყაზე ვაკოცე. -რამე ეშველება? - ჩემზე ანიშნებს მამას. -არაფერი მაგას არ ეშველება. - სიცილით მოდის მამა და ორივეს გვეხუტება. -მამა? -ხო მა. -ხოიცი როგორ მიყვარხარ. - სასწაულად ვუღიმი. -აფერისტკაა. რა გინდა მანქანა? -კარგი რა მამა. ასე მიცნობ? - ვითომ ვბრაზდები და ზურგს ვაქცევ. -მარიამ ნუ მიბრაზდები რა მა. -ხო კარგი. - ვბრუნდებიდა ვეხუტები. -ანუ არ გინდა მანქანა? -მამა. -ხო კარგი მიდი გასაღები აიღე მაგიდაზე დევს. -მიყვარხარ. - გასაღებს ვიღებ და ლოყაზე ვკოცნი. -მე? - ბავშვივით შეკრა წარბები დედამ. -შენ დედუნა შენც. - ვაკოცე, ჩანთაც ავიღე და გარეთ გავედი. ჩავჯექი მანქანაში და დავადექი სკოლის გზას. ბოლო წელია და ისევ ვერ ამირჩევია პროფესია. ჯერაც არ ვიცი მომავალში რისი გაკეთება მინდა. ერთ დღეს სხვა მომწონს, მეორე დღეს სხვა და ასე გრძელდება უკვე რამდენი ხანია. ფიქრებში გართულმა სკოლამდეც მივაღწიე. მანქანა გავაჩერე თუარა ტელეფონიც აწკრიალდა: -ჰო თათთ. -სად ხარ? -ეხლა მოვედი სკოლაში. შენ? -მოიცა გხედავ. გამითიშა თუარა ზურგზე მომახტა. -გოგოოო. მომტყდა მხრები. -შენ რასაც ვარჯიშობ, მე ერთი ციდა გატკენ რამეს? - ისე საყვარლად მითხრა მეც გამეცინა და მოვეხვიე. ისიც მართალია საოცრად სუსტია. -რაქენი გოგო გუშინ მომტეხე პონტიდან? - ეგრევე გაახსენდა. -არა რა სისულელეა. -რა სისულელეას გაჩვენებ. - გავიქეცი და ისიც დამედევდა. - მოდი შენ ერთი აქ. მთელი სკოლა შემოვირბინეთ და ვერაფრით დამიჭირა, ბოლოს რომ დაიღალა გაჩერდა: -ვაიმე ცუდად ვარ. სად შემიძლია მამდენი. შენ არ იღლები? - ძლივს სუნთქავდა. -მეტყობა რამე რომ დავიღალე? - ცალი წარბი ავუწიე. -შენ ყოველდღე დარბიხარ რა გენაღვლება ერთი მე მკითხე. - დამეყრდნო და თმა გაისწორა. -კაი შევედით რა თორე ნათელას ყვირილს რა აიტანს. -აუ პირველი ისტორია გვაქ? -სამწუხაროდ. ნუ რას ვიზამთ. ცოტაც მოითმინე და დამთავრდება სკოლა. -შემომხედე ერთი. მეტყობა მე რამე იმის რომ სკოლის დამთავრება მინდა? - შემოვუბრუნდი და წარბები შევკარი. -კიდე ვერ გადაწყვიტე? -ესეთი ადვილი კიარა, შენი მომავალი პროფესია აირჩიო. უნდა დაფიქრდე, გაანალიზო, წარმოიდგინო და მერე გადაწყვიტო რა გინდა. -ვაიმე მარიამ არ დაიღალე? -შენ რა გენაღვლება ახდები პედიატრი, ბავშვობიდან ეგ გინდა, მე კიდე ყოველ დღე მეცვლება აზრი. -კარგი დაწყნარდი. -კაი შევიდეთ. შევედით და დაიწყო ჩვენი წამება, მთელი დღე სკოლაში, შემდეგ რეპეტიტორებთან. სახლში რომ მოვედი სამზარეულოში გავექანე. და ყვირილი დავიწყე: -დედაა მშიაააა. მაჭამე რამეე ცუდად ვარრრრ. -ვაიმე მარიამ რა გაყვირებს. მემგონი გინდა ინფარქტმა დამარტყას. -კარგი რა დედა ნუ მიბრაზდები. მაჭამე რა რამე თორე მოგიკლეს შვილი შიმშილით. -ჰო კარგი მოდი. - უცბად ვჭამე, ოთახში ავედი, სიმღერა ჩავრთე ლოგინზე ხტუნვა დავიწყე. იმხელა ხმაზე მქონდა აწეული მუსიკა დედა შემოვარადა: -კარგი რა მარიამ, რა ვერ გადაეჩვიე ამ ჩვევას, და კიდევ რამხელაზე გაქვს აწეული ხმა სამზაეულოში შემოდის ხმა. -კარგი, კარგი ჩავუწევ. - ისიც გავიდა, მალე დავასრულე ცეკვა. უცბად გადავივლე და სამეცადინოდ დავჯექი. სამი იყო საათი ყველაფერი რომ დავამთავრე, ყველაფერი დავაწყე, ლოგინში ჩავწექი, თვალის დახუჭვას ვაპირებდი ოთახში ქარბორბალასავით რომ შემოვარდა ჩემი და. რაღაცეებს გაჰკიოდა: -რა გაკივლებს გოგო ხალხს ძინავს. -ვაიმე მარიამ რომ გითხრა რა მოხდა. შენც ამყვები კივილში. -რაიყო ცოლობა გთხოვა ანდრიამ? - სიცილით ვუთხარი მარა რომ არ გაეცინა მივხვდი რაც ხდებოდა, და დავიკივლე. - და მითხოვდებააააააააა - ავხტი, რა დროს ძილი იყო, და გადავეხვიე, თუმცა უცბად მივუბრუნდი - მითხარი რომ დათანხმდი, თორემ სულ არ მაინტერესებს ჩემი და რომ ხარ ანდრიას მოვატაცებიებ შენ თავს. -ნუ ნერვიულობ, დავთანხმდი აბა რა ვქენი. -ვაიმეეეე . რამაგარია - უფრო ხმამაღლა დავიკივლე და ამდროს უნდა გენახათ ჩემი მშობლები რომ შემოვარდნენ ოთახში: -რომელიმე მაინც გაგეჩინა მეგი ნორმალური, ნახე რა რა აკივლებთ ღმერთმა იცის. -ოეეეეე. რა შეკრებაა? ან რა გაკივლებთ, რომელი საათია? - მამა წარბს შეკრული მოდიოდა ჩვენთან. -მამა დედა დაჯექით. - ღიმილით გავხედეთ ორივეს მე და სესიმ. მაშინ მათი სახე უნდა გენახათ ერთმანეთს შიშით გადახდეს და დაჯდნენ. -ჰე ახლა დამაწყდა ნერვები თქვით. -არკივიცი როგორ გითხრათ. - დაიწყო სესილიმ და ავყევი მეც. -ვაიმე ეხლა ორივე დააბრეხვებს რამე საოცრებას. - ხელი შემოირტყა მამან. -არაფერი ისეთი უბრალოდ შვილი გითხოვდებათ. - ჯერ ორივეს ისტერიკული სიცილი აუვარდათ, მაგრამ მერე რომ მიხვდნენ რომ სესი არ ხუმრობდა ხველება აუტყდათ. -რაააა? - დედამაც დაიკივდა და მოგვარდა ორივეს გვეხუტებოდა. -ვაიმე ახლა ვხვდები მეგი ვის გავს ორივე. შენც გადარეული არ მეგონე? ღმერთო ეს სად მოვხვდი. - პირჯვარი გადაისახა მამამ. -მამა არ გიხარია? -კი მიხარია, მაგრამ ასე მალე გავიდა დრო? - მეგის გადახედა -ასეა ასე მამა. ერთი ხელის მოსმით ისე გაგიფრინდა პირველი ვერ მიხვდი, მაგრამ დამიჯერე მეორეზე ეგრე არ იტყვი. -ვაიმე მარიამ როდის გაიზრდები, ისევ ისეთი ხარ როგორც მაშინ ენა რომ ამოიღე. -ჰო უბრალოდ ეხლა უფრო ბევრი სიტყვა ვიცი, და დალაგებულ წინადადებებს ვამბობ. - გავუცინე, მამა თავი გააქნია და სესოს ჩაეხუტა. -კარგი რა მა, ასე მალე? ჯერ ხო პატარა ხარ? -მამა უკვე 22წლის ვარ, რაღა პატარა ვარ. - გაეცინა სესოს და მამას მოეხივა. -გილოცავ მაა. ბედნიერებას გისურვებ. -ჰე დაიშალა სასტავი. ძილის დროა. შენ კი ქალბატონო დღეს ჩემთან წვები. -ვაიმე ამას არაფერი ეშველება. - ხელი ჩაიქნია დედამ და ორივე გავიდა ოთახიდან. ორივე დავწექით, სესს უკნიდან მოვეხვიე როგორც ბავშვობაში ვიცოდი და ასე ჩაგვეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.