შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

sms 15 თავი (დასასრული)


5-08-2016, 14:56
ავტორი ლორელაი
ნანახია 11 076

სილუეტი ნელა მოაბიჯებს ჩვენკენ, რაც უფრო გვიახლოვდება, მით მეტად იძაბება დადუნას ხელიც ჩემს მკლავზე. შიში დენის დარტყმასავით თავიდან ფეხებში მივლის, ერთიანად ვკანკალებ და უკვე ვნანობ, რომ არ დავუჯერე დადუნას და აქედან არ გავიქეცით. ღმერთო, ნეტავ სალოსთვის მაინც დამერეკა, ჯობდა გიორგის ნაცვლად სალოსთან დამერეკა. შეიძლება ახლა ბარშია და უკრავს და საერთოდ არ უნახავს ტელეფონი. არ მინდა სიკვდილი, აქ და ახლა, არა. სისულეელეებზე ფიქრის მთელი კორიანტელი მაწვება. სილუეტი ჩვენთან სულ რამდენიმე ნაბიჯში ჩერდება. ვგრძნობ, მოსალოდნელი საშინელებისგან დამუხტულ ჰაერს, მისი სუნთქვა მკაფიოდ აღწევს ჩემს ყურთასმენას. ერთხანს ასე გახევებულები ვდგავართ და თითქოს ერთმანეთს ვზვერავთ, ვზომავთ. მერე სილუეტი დანას ხელში ათამაშებს და ისევ ჩვენკენ მოიწევს.
- გაჩერდი! - დადუნას ყვირილი შიშისგან ადგილზე მახტუნებს. გოგო წინ მეფარება, ორივე ხელი ზურგს უკან აქვს გამოწეული, მიცავს. - არ მოხვიდე, არც გაბედო მოკარება. - დადუნას საქციელი მაკვირვებს, საიდან ამ ერთი ციდა გოგოს ეს გამბედაობა.
- როგორ შემაშინე, ლიფსიტა. - ამაზრზენი ჩაცინების ხმა ყველაფერს ფარავს, სილუეტი სიბნელიდან გამოდის და გაკვირვებისგან ენა მივარდება. აჩი! ეს აჩია! თავის შემაგრებას ძლივს ვახერხებ, რომ არ წავიქცე. რა საშინლებაა, ირაკლის მკვლელი აჩია? ღმერთო, გიორგი...
- ბინძურო, მკვლელო. .. - გაგიჟებული დადუნა მისკენ მიიწევს, თითქოს უნდა ეცეს კიდეც, მაგრამ აჩი ორივე ხელს უჭერს. ეს ისე სწრაფად ხდება, გააზრებასაც ვერ ვასწრებ. - არ უნდა გამოჩენილიყავი, შენ კი თეკლა, - ჩემს სახელს თეატრალიზებულად წელავს და ზიზღით აგრძელებს. - არ უნდა დაგეწყო გიორგისთვის ირაკლის გახსენება. თქვენ ორივე გზაზე გადამეღობეთ.
- შენ ვერავის ვეღარ გაანადგურებ. - დადუნა ამაოდ ცდილობს ხელიდან დაუსხლტეს. მე კი გახევებული ვდგავარ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ გიორგი მოკვდება ამის გაგებისას.
- რას ეძებთ? რას არკვევ? - აჩი აგდებულად ისვრის სიტყვებს და თან დადუნას თმაზე ექაჩება. - მითხარი, ძუკნა... - დადუნა ტკივილისგან იკლაკნება, კივის. მე კი დროს ვიხელთებ თუ არა ტელეფონს ვიღებ და სოსოსთან ვრეკავ. - არ გაბედო! იცოდე, ირაკლის ბო.. მოკვდება. - საზიზღრად იღიმის აჩი და ვხედავ როგორ ებჯინება ვერცხლისფრად მოელვარე დანის პირი დადუნას ყელს. ტელეფონს ხელს ვუშვებ და ისიც ძირს, ბალახებში ვარდება. - ახლა ჩემკენ გამოაცურე! - მისი თვალები სიბნელეში ისე ანათებენ თითქოს ვამპირი იყოს, მტაცებლურ მზერას არ მაშორებს. ქვევით ვიხრები და ტელეფონს უნდა დავწვდე, რომ აჩის ღმუილი ჩემს ყურდღებას იქცევს. მისი დანამომარჯვებული ხელი ჰაერშია გაშეშებული, ტკივილისგან კი თვალები ცრემლებით ავსებია. მეორე ხელით ცდილობს დაბლა ჩამოსწიოს, მაგრამ არ გამოსდის, უხილავი ძალა ახლა მეორე ხელსაც უჭერს. შეშინებული დადუნა წელში სწორდება და ნატკენ ყელზე ხელს ისვამს. თვალები მიფართოვდება, როცა აჩის გაშეშებულ ხელებში ჩაფრენილ ირაკლის ვხედავ. ასეთი ირაკლი მე ჯერ არ მინახავს. შიშისგან აჩის თვალები უარესად უფართოვდება. რაც მეტად ცდილობს უხილავ ძალას გაექცეს, უარესად ტყდება, იკეცება, ბოლოს კი მიწაზე ეცემა. ახლა ირაკლი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ დადუნასთვისაც შესამჩნევია. ამის შემდეგ რაც ხდება ბუნდოვნად გამირბის თვალწინ კადრებად. აჩი ოთხად მოკეცილი გდია ირაკლის საფლავთან. მოშორებით მუხლებზე მდგარი დადუნა, მხრებჩამოყრილი ცახცახებს, მე კი ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნებ თვალს.
- შენი არ მეშინია!
- ვიცი. - აჩი ნელ-ნელა წელში სწორდება, ქვას მხრით ეყრდნობა და ახველებს. - ამიტომაც მძულხართ, ამიტომაც ვერ გიტანთ. არც ირაკლის ეშინოდა.
აჩის ისევ ახველებს, როგორც ჩანს ეს პანიკური შიშის ბრალია. დადუნა ტირილს არ წყვეტს, მე კი ისევ ისე ვდგავარ მათ წინ და რაღაც დიდის და საშინელის მოლოდინში თვალს არ ვაშორებ ირაკლის გაცრეცილ სახეს, რომელიც დადუნას მხრებზე ეფერება, გოგონა მის შეხებას გრძნობს და თვალებს ხუჭავს. ღმერთო, როგორ დავიღალე ამ ყველაფრისგან. მინდა ყველაფერი დასრულდეს...
- თეკლააა. - შორიდან ჩემი სახელი მესმის და ყურადღებას ვძაბავ, გიორგია. მისი ხმა თანდათან უფრო მიახლოვდება და ვგრძნობ, როგორ მილღვება გული, ვგრძნობ როგორ ფეთქავს ძლიერად და სხეულზე ეკალი მაყრის.
- გიორგი, - ეს ჩემი ხმაა. - აქ ვარ. - მისკენ მივდივარ. საფლავისგან და აჩისგან მოშორებით ვხვდები. ჩემ დანახვაზე, ნაბიჯს უჩქარებს და ორივე ხელს მხვევს, მოულოდნელობისგან სუნთქვა მეკვრის და ვერაფერს ვახერხებ, გარდა იმისა რომ აღელვებისგან ვკანკალებ. ცხვირს მის ყელში ვმალავ. სასიამოვნო სურნელი აქვს და მე ვგრძნობ როგორ უცემს გული.
- შემაშინე... როგორ შემაშინე... კარგად ხარ? - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ბუტბუტებს და თმებზე მეფერება. - აქ რა გინდა? - უეცრად მშორდება, ერთი ნაბიჯით უკან იხევს, თუმცა ხელები ისევ ჩემს ხელებზე აქვს ჩაჭიდებული. მე აქამდე ყელში გაჩხერილ ბოღმას და შიშს ვყლაპავ და აჩისა და დადუსკენ ვიყურები. გიორგი გაოცებულია, იძაბება, ამას ვგრძნობ, მისი ხელების დაჭიმვით.
- ჩვენ ის ვიპოვეთ. - ვჩურჩულებ რაც შემიძლია ხმადაბლა. გიორგის ეჭვნარევი მზერა აქვს, ხელს მიშვებს და აჩისკენ მიდის. უკან მივყვები. დადუნასთან ჩერდება. დადუნა თავს სწევს და არც ცდილობს ცრემლიანი თვალები დაუმალოს, გიორგი პირს აღებს რაღაცის სათქმელად, მერე ისევ კუმავს, ღრმად სუნთქავს და აჩის უბრუნდება.
- რა ხდება აქ?! - ეს კითხვა არაა, ეს რიტორიკული კითხვაა და მე ვგრძნობ როგორ არ უნდა პასუხის მოსმენა გიორგის. აჩი ახლა უფრო მეტად იკუნტება, თავს არ სწევს. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ, გიორგი ადგილს სწყდება აჩის საყელოში აფრინდება და მაღლა სწევს. მთვარის შუქზე კარგად ჩანს მისი გამოცარიელებული თვალები.
- გიორგი. - დადუნას შეკივლება მდუმარებას არღვევს, ხმაურზე ღამურები ფრთხებიან, სინათლეზე გამოდიან და გვეხეთქებიან.
- ეს შენ იყავი? - გიორგი სიტყვებს კბილებში სცრის. - შენ იყავიი? მიპასუხე მეთქი .
- მე ვიყავი, მეეეე.- ღრიალს იწყებს აჩი, საყელოზე ჩაფრენილ გიორგის ხელს ეჭიდება და თვალები საშინლად უელავს. - ხო მე ვიყავი, მე... ჩემგან ყიდულობდა წამალს. მე დავუნგრიე ცხოვრება, მე არ ვაძლევდი გასაქანს... მე ... მაგრამ მისი სიკვდილი არ მდომებია. არ დამიგეგმავს... - ხელებს შლის თითქოს უნდა რომ გამოიწვიოს, უნდა რომ გაამწაროს. - მიუხედავად იმისა, რომ წამალზე იყო დამოკიდებული, მაინც არ ნებდებოდა, მე კი არ მინდოდა გამეშვა. ვიჩხუბეთ... - გიორგი სიტყვას არ ამთავრებინებს სახეში მუშტს ურტყამს, აჩი ეცემა, გიორგი კი საშინლად განრისხებული ზემოდან აჯდება. საშინელ მხეცს ემსგავსება გიორგი, მაგრამ არც მე და არც დადუნას აზრად არ მოგვდის მისი შეჩერება, მან ეს უნდა გააკეთოს, ვიცი არასწორია, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება. რაღაც მაინც უნდა გააკეთოს ირაკლისთვის. წარმომიდგენია როგორ უჭირს ახლა, რამდენად მტკივნეულია მისთვის ეს. მას ხომ აჩი მეგობრად მიაჩნდა. საბოლოოდ გიორგი იღლება, გათიშულ აჩის ხელს უშვებს, გვერდზე გადადის და მიწაზე ეცემა, ორივე ხელს სახეზე იფარებს და საშინელ ხმას გამოსცემს. ახლა კი მართლა ვეღარ ვიკავებ თავს, ცრემლები ლოყებს მისველებენ, დადუნას ვეჭიდები და მთელს ჩემს დაგროვილ უარყოფით ემოციას, ტკივილ, დარდს ცრემლებს ვატან.
თითქოს დრო ჩერდება, არც ერთი არ ვინძრევით, გონებაგათიშული ერთ წერტილს მივშტერებივარ. განადგურებულ გიორგის, საბოოლოდ გატეხილ და მარტო დარჩენილ გიორგის, რომელიც არაფრით აღარ ჰგავს იმ ბიჭს, რომელიც გავიცანი. გონს პოლიციის სირენის ხმას მოვყავართ, ალბათ სოსომ ჩვენი საუბარი მოისმინა. მადლობა ღმერთს! ჩვენი ყურადღების მოდუნებით აჩი სარგებლობს და რომ არა დადუნას ხმა, ალბათ გაქცევასაც მოახერხებს. აქამდე უღონოდ მწოლი გიორგი, აფთარივით ხტება და აჩის ქეჩოში ავლებს ხელს, გაქცევა მოუნდა ბიჭს, საინტერესოა სინდისს სად დაემალება.
- სად მიდიხარ ნაბიჭვრო? - გიორგი ღრიალებს და აჩის ისევ მიწაზე აბრუნებს.

ღამეს პოლიციაში, ერთმანეთს მიყრდნობილები ვატარებთ. სოსოს გავლენის წყალობით აჩის დაკითხვას მეორე ოთახიდან, გამჭვირვალე სარკიდან ვადევნებთ თვალს. მე გიორგისა და დადუნას შუაში ვზივარ, ხელები მათი ხელებისთვის მაქვს ჩაჭიდებული და ველოდებით როდის შემოიყვანენ დასაკითხ ოთახში აჩის.
აი, კარებიც იღება და უკან ბორკილებით ხელებშეკრულ აჩის ორი ბადრაგი მოათრევს. ტუჩი გახეთქილი აქვს თვალები ჩალურჯებული, მაგრამ მაინც ის ზიზღიანი მზერა აქვს. მე ისევ ისეთი საშინელი გრძნობა მიჩნდება მის დანახვაზე, როგორც პირველად. გიორგი ხმამაღლა კვნესის, ვიცი სასოწარკვეთილი და შურისძიებით აღსავსეა.
- სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თვე და რიცხვი. მაგიდასტან უდარდელად მჯდარს წინ გამომძიებელი, შუახნის მამაკაცი უჯდება.
- ნორაკიძე არჩილ, დავითის ძე, - რაღაცნაირად აგდებით პასუხობს გამომძიებლის შეკითხვას აჩი. – 1992 წლის 17 თებერვალი.
- საიდან იცნობდით და რა ურთიერთობა გქონდათ მოკლულთან.
- ირაკლისთან? ბავშვობის მეგობრები ვიყავით. - გიორგი ამ სიტყვების გაგონებაზე ფეხზე ვარდება, შუშასთან მიდის და ორივე ხელს ურტყამს. - ტყუპები ყოველთვის ყველასგან გამორჩეულები იყვნენ, უბნის თვალები. ყველა მათზე გიჟდებოდა, ყველას მათი სახელი ეკერა, მე კი მათ ფონზე უბრალო ლაქია ვიყავი. არარაობა. ყოველთვის ეს მესმოდა, „შეხედე გიორგის“, „მიბაძე ირაკლის“, „ირაკლი კარგი ბიჭია“, „გიორგისავით თუ დაუკრავ“, მშობლებიდან დაწყებული მასწავლებლებით დამთავრებული ყველა მათ მადარებდა. ისინი კერპები იყვნენ, მე კი ამ კერპებს ვამსხვრევდი. ჩვენი ამბავი იცი რას ჰგავს? - აჩი თავს დაბლა ხრის, მერე კი ნახევარი სახით, თვალმოჭუტული უყურებს მინას, თითქო გრძნობს რომ ვუყურებთ. - მარკ იან ბრუტუსსა და იულიუს ცეზარს, რა თქმა უნდა მოღალატე ამ შემთხვევაშიც ბრუტუსია, მე ვარ. ირაკლი კი ცეზარივით ისტორიას დარჩა.
- გშურდათ?
- მძულდა, ორივე... - აჩის სიტყვებში მართლაც უდიდესი ზიზღი იკითხება.
- ადასტურებ, რომ ირაკლი ჯაფარიძე ნარკომანი იყო?
- გამოუსწორებელი. - აჩი ხარხარებს, დადუნა კვნესის, გიორგი კი ადამიანს აღარ ჰგავს.
- მკვლელობის მოტივი? - ჭაღარა გამომძიებელი ბლოკნოტში რაღაცას ინიშნავს.
- არ მომიკლავს-მეთქი. - უეცრად შეშლილს ემსგავსება აჩი და სკამიდან წამოდგომას ცდილობს, მაგრამ მხრებზე ხელის დაწოლით ბადრაგი ადგილზე აჩერებს.
- მკვლელობის დროს სად იყავით?
- ხიდზე... ფული უნდა მოეცა, ცდილობდა წამალი გადაეგდო, მაგრამ მოსვენებას არ ვაძლევდი. საკმაო ვალი დაუგროვდა, დავემუქრე დადუნას გავანადგურებ-თქო, თუ გინდა ვალი ჩამოგაჭრა, ახალი პარტია უნდა აიღო-თქო. თავიდან თანახმა იყო, მიჰქონდა მაგრამ დოზას ამცირებდა, ამას მაშინ მივხვდი, როცა მის სახლში შევიპარე. ჩემი გაცურება უნდოდა. - დადუნას თვალები უფართოვდება, ხელებს კანკალისგან ვეღარ აჩერებს, ხელს ვუჭერ და გამამხნევებლად ვუსვამ თითებს. - დავემუქრე გიორგის ვეტყოდი, რომ ნარკომანი იყო. ამან მოტეხა, ოღონდ ტყუპისცალს არ გაეგო მისი ბნელი ცხოვრების შესახებ და ყველაფერზე თანახმა იყო.
- რაზე იყო თანახმა?
- ყველაფერზე... - აჩის ჩაცინება მაკრთობს. - მაგრამ მე რაც მინდოდა, იმაზე არ დამთანხმდა.
- რაზე არ დაგთანხმდა?
- დადუნა მინდოდა. - აჩის თვალებში ეშმაკი ბობოქრობს, ღმერთო როგორ მძულს. დადუნას ყბები უთრთის, თვალებზე მოწოლილი ცრემლები სახეზე ედღაბნება. გაშტერებული მისჩერებია ჩვენკენ შემობრუნებულ გიორგის, რომელიც მინას შორდება და დადუნას წინ მუხლებზე დგება, ორივე ხელს უჭერს და გულში იხუტებს.
- შენი ბრალი არ არის... - გიორგიმ ზუსტად გაიგო დადუნას ემოცია.
- არჩევანის გაკეთების უფლება მივეცი, ან დადუნას დათმობდა და გიორგი ვერაფერს გაიგებდა, თან ვალებს „გავურასხოდებდი“, ან გიორგი ყველაფერს გაიგებდა და ყელამდე „ნეხვში“ და ვალებში ჩაეფლობოდა.
- და რა აირჩია ირაკლიმ?
- ირაკლი... ირაკლი... ირაკლი... ირაკლიმ სიკვდილი აირჩია.

გიორგის მანქანა ხიდზე გადადის და აღმართს მიუყვება. გზა საკმაოდ გაფუჭებულია, ორმოებით და დიდი ქვებით. გზის გასწვრივ კი მაღალი ნაძვები ჩამწკრივებულან, ცად აზიდული მწვანე დევები. მანქანაში სამნი ვსხედვართ; მე , გიორგი და დადუნა. სამივე ჩუმად ვართ, ჩვენს საფიქრალს მივცემივართ. ახლა არც ერთს აღარ აღგვაფრთოვანებს გზის სილამაზე და არც მოგზაურობის მიზანი გვერომანტიულება. ბოლო თვეებში გადახდენილს მთელი სიზუსტითა და თანმიმდევრობით ვიხსენებ და გული ყელში მებჯინება, რამდენს ვუძლებთ ადამიანები? რამდენი შეგვიძლია, სად გადის ზღვარი ტკივილის ამტანობასა და აუტანლობას შორის? ვერც ვხვდებით ისე იქცევა ტანჯვა ჩვენს მეგზურად, ყოველდღიურობად. და, რა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ გავერთიანდეთ, ერთად მოვერიოთ ყველაფერს. მწუხარება ადამიანებს აახლოებს.
აგვისტოს ხვატი აქ ნაკლებად იგრძნობა, გრილა, რაც უფრო ზემოთ ავდივართ მით მეტად. აქ ყველაფერი სხვაგვარად მეჩვენება, აქ თავისუფლებაა, სილაღეა, სიმსუბუქე. შემიძლია ახლა ეს საქარე მინა ბოლომდე ჩამოვწიო, თავი გარეთ გავყო, ხელები გავშალო და ქარს მივეგებო, ან სულაც თან გავყვე.
და მე ქარს მივყვები...
ქარისგან თვალებში სისველე მიშრება და მეწვის, თავს ისევ შიგნით ვყოფ და თვალებს ვხუჭავ.
- კარგად ხარ? - გიორგის თვალებში სითბო იკითხება, ხმაში კი მზრუნველობა. არაფერს ვამბობ, უბრალოდ ვუღიმი. ქარისგან აწეწილ თმას სარკეში ვისწორებ და უკანა სავარძელზე მოკუნტულ დადუნას სევდიან თვალებს ვაწყდები, ამ ორ დღეში უფრო მეტად გაიცრიცა, გახდა. თვალები ჩაშავებული აქვს, სხივიც გამქრალა მათში. ვხედავ, რომ უბედურია, მან სიყვარული მეორედ დაკარგა, მე კი უთქმელადაც ვგრძნობ, რომ ამ ყველაფერში თავს იდანაშაულებს. საოცრად მარტოსულია, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი. მთელი გზა დადუნას სახლში მისვლამდე, გიორგი ვერ ისვენებს, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობს, წარბებს ჭმუხნის, საფეთქელზე ძარღვიც ეჭიმება, მაგრამ ვერაფერს ამბობს. ვიცი, უჭირს დაწყება...
ეს ხომ თავიდან დაწყებას ნიშნავს...
ეს ფილმის გამეორებას ჰგავს. თავიდან ნახო ის ფილმი, რომლის ფინალიც კარგად იცი, და რამდენჯერაც არ უნდა ჩართო კეთილი დასასრულის იმედით, იმდენჯერ გაგიცრუვდება იმედი...
ასეა. ეს ცხოვრებაა და რაღაცეები სამუდამოდ აფუჭებს მას.
საბოლოოდ მთის კალთაზე, ციცაბოზე აშენებულ ხის, კოხტა სახლის წინ ვჩერდებით. გიორგი ძრავას რთავს, მერე კი ღვედს ვიხსნით და ორივე დადუნასკენ ვტრიალდებით. თითქოს ახლა ფხიზლდება, ნელა სწორდება სავარძელზე, სახეზე ჩამოყრილ კულულებს უკან იწევს და მუშტებით თვალებს იწმენდს. გიორგის სუნთქვა უჩერდება, ფრთხილად არიდებს თვალს და გარეთ იყურება. გოგო სახელურს ჰკიდებს ხელს და გაღებული კარიდან ჯერ ერთ ფეხს დგამს, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჩვენკენ ბრუნდება.
- შემოდით. - მერე კი მეორე ფეხსაც დგამს და არეული ნაბიჯებით უახლოვდება ხის ჭიშკარს.
- ჯობია წავიდეთ. - გიორგი ჩემკენ არ იყურება, საჭეზე შემოწყობილი ორივე ხელი დასჭიმვია და ვხედავ როგორ უჭირს, მაგრამ მე მინდა რომ იქ შევიდეთ, მინდა, რადგან ვიცი იქ რა მელოდება. ხელს მაჯაზე ვკიდებ, არ ვიცი რატომ ვაკეთებ ამას, მაგრამ ვიცი რომ მას ეს სჭირდება. შემკრთალი უცებ აბრუნებს თავს და დაჟინებით მაცქერდება.
- უნდა შევიდეთ. - ცოტა ხანს მდუმარედ მიყურებს, ალბათ უნდა ამოიცნოს, რატომ ვაკეთებ ამას. მერე კი თავს მიქნევს და მანქანიდან გადადის. ძალამოცემული მეც გვერდით მივყვები.
მთებს ნაცრისფერი ეპარებათ, საღამოა, მთაში უფრო მალე ღამდებაო ამბობენ, ღამე ხომ ციდან იწყება. საღამოს ნამით დაცვარულ ბალახს სასიამოვნო სურნელი ასდის, მიწის სურნელი. სახლთან მისვლამდე ორივეს საკმაოდ გვისველდება ფეხები, მას შარვლის ტოტები მუხლამდე დასველებია, მე კი შიშველ წვივებზე მიბრწყინავს წყლის ვერცხლისფერი ბურთები. ნამისა და ბალახის უხეში ღეროებისგან კანი მეწვის და საშინლად მეფხანება. ვიხრები და ვცდილობ ფრთხილად მოვიფხანო.
- არ ქნა.- გიორგის სიცილნარევი ხმა აქვს. - დამიჯერე, მთელი ღამე შეგაწუხებს. - ამ ბოლო კვირებში, პირველად იცინის ასე გულწრფელად, მისი ხმა ექოსავით მეორდება და სადღაც მთის კალთებს ეფინება. - სასაცილო სანახავი ხარ, თეკლა. - აგრძელებს ისევ და ხის კიბესთან ჩერდება, ხელს მიწვდის და უმოაჯირო, ვიწრო კიბეზე ასვლაში მეხმარება. თითქოს მეშინოდეს, მის გამოწვეულ ხელს ისე დავყურებ. ნატიფი თითები აქვს, მერე ის ღამე მახსენდება ირაკლის ბინაში დრამზე დაკვრას, რომ მასწავლიდა და სიამოვნების ტალღა მივლის. ეჭვიან მზერას თბილი ღიმილი მიცვლის და ჩემს პატარა ხელს მის ხელს ვაგებებ. შეხება საოცრად მაბნევს, ვგრძნობ როგორ მითრთის, მის თითებში ახლართული თითები. გიორგი წინ მიდის,მე კი თითქმის მასზე ჩამოკონწიალებული ფრთხილად ვაბიჯებ მორყეულ და სანახევროდ დამპალ საფეხურზე. აივანზე ასულებს შვებისგან გვეცინება. გიორგი ხის მყიფე, წვიმისგან გაშავებულ მოაჯირს ცალი ხელით ეყრდნობა, მეორეთი კი სიგარეტს იღებს, ტუჩებით იჭერს, მერე თითქოს რაღაც ახსენდებაო ღერს ისევ კოლოფში აბრუნებს.
- ამ სისუფთავის დაბინძურება არ შეიძლება. - ჩვენ წინ გადაშლილ ხეობას ღამისფერი შეჰპარვია, მთებზე შეფენილ სოფლებში, ალაგ-ალაგ ნათურა ციმციმებს, ზოგიერთი სახლიდან კვამლიც ამოდის, აქა-იქ ძაღლის ყეფაც ისმის. გიორგისგან ორ ნაბიჯში, მეც მოაჯირს ვეყრდნობი და სუფთა ჰაერით ფილტვებს ვკვებავ. დუმილისა და სიმშვიდის რამდენიმეწუთიან თერაპიას კარის ჭრიალი წყვეტს. ორივე ერთდროულად ვბრუნდებით უკან. ნახევრად გამოღებულ კართან, ტანსაცმელგამოცვლილი დადუნა დგას, თმები დაუდევრად შეუკრავს და შუბლზე ჩამოყრილ კულულებს სულის შებერვით იშორებს.
- ვიღაცას თქვენი გაცნობა უნდა. - ხმა საოცრად ნაზი და ხავერდოვანი უხდება. გიორგი ცალ წარბს მაღლა სწევს და გაკვირვებული მიყურებს. გული ძგერას წყვეტს. როგორც იქნა! პირველ ნაბიჯს მე ვდგამ, ოთახში შებრუნებულ დადუნას ვეწევი და შესვლამდე გიორგის ვუღიმი. ოთახში შესული ცოტახანს ვჩერდები, აქ საკმაოდ ბნელა, მასთან შესაჩვევად დრო მჭირდება. ოთახის სიღრმეში ძველი ლამფა ბჟუტავს, დადუნა მასთან მიდის და პატრუქს უწევს, ახლა უკეთესად ჩანს ყველაფერი. ოთახში სიძველის სუნი ტრიალებს, შუაგულში მრგვალ მაგიდას გარშემო ოთხი სკამი უდგას. ერთ კედელთან ძველი ტახტი დგას,ზედ გადაფარებული ფარდაგით, მეორე მხარეს კი რკინის რიკულებიანი საწოლი. დადუნა მკრთალად მიღიმის და დაჯდომას გვთავაზობს. გიორგი ხმაურით სწევს სკამს,მეც მას ვბაძავ.
- პირველ რიგში ყველაფრისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ, - დადუნა ჩემ გვერდით მდგარი სკამის საზურგეს ორივე ხელით ეყრდნობა. ღელავს. - მიხარია, რომ გიპოვეთ.
- ეს ჩვენ გვიხარია შენი პოვნა, დადუნა. - ხელს ხელზე ვადებ და ვუცინი. - ახლა კი, მიდი... - თავს გვერდით ვაქნევ, ვანიშნებ რომ ვიცი, დადუნა გაოცებული მიყურებს, მერე ოდნავ აღებს პირს რაღაცის სათქმელად, თუმცა არაფერს ამბობს…
- დედა, - დადუნა კარისკენ იხედება. დაძახილზე, შუახნის, ნაადრევად მოტეხილი და ჭაღარაშეპარული, მკაცრი სახის ქალი გამოდის. ჩვენ დანახვაზე წარბები ეჭმუხნება და ცხვირის ნესტოები ებერება. აშკარაა გიორგის დანახვამ გაანერვიულა. ისეთი მტრული გამომეტყველება აქვს, მეშინია. გიორგი ხმადაბლა ესალმება და თვალს არიდებს, ხვდება, რომ აქ სასურველი სტუმარი არ არის. - გამოიყვანე. - გულს ყელში ვგრძნობ. გიორგი უცებ აბრუნებს თავს და ჯერ მე მიყურებს, შემდეგ კი დადუნას არ აშორებს თვალს. ქალს სახე უჭარხლდება, სიბრაზის შეკავებას ვერაფრით ახერხებს.
- დადუნა, მე რა გითხარი!
- დედა, გთხოვ.
ქალი ერთხანს გაბრაზებული უყურებს დადუნას, მერე ტრიალდება და მეორე ოთახში შედის. სამივე ფეხზე ვდგავართ და კარს არ ვაცილებთ თვალს. გული საშინლად მიცემს, გიორგის სახეზე ფერი დაჰკარგვია, ვხვდები გრძნობს, გუმანით ხვდება. აუტანელ სიჩუმეს ბორბლების ღრჭიალი არღვევს. დადუნას დედას ოთახში საბავშო ეტლით, პატარა ბიჭი შემოჰყავს. ბავშვი ირაკლის ასლია და მასავით შავი და ჭკვიანი თვალები აქვს. ვიცოდი, ვხვდებოდი და ეს მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ნანახი მაინც მართმევს ძალას, მეტირება, განსაკუთრებით გიორგის რეაქციაზე. გაფითრებულ სახეზე ცრემლები ჩამოსდის, ცალი ხელით სკამს ეჭიდება, რომ არ წაიქცეს. ბავშვი ორივეს ინტერესით გვაკვირდება, მერე კი მზერას გიორგის არ აშორებს. დადუნა ბავშვთან იმუხლება და პატარა ხელებზე ეფერება.
- გაიცანით, ეს ირაკლია. - დადუნას სიტყვებზე გიორგი ტორტმანებს. ცრემლებს უცებ იწმენდს და ისიც ბავშვთან იმუხლება. ხელს მისი თავისკენ იშვერს, უნდა იმ თმებზე მოეფეროს ასე ძალიან რომ ჰგავს ირაკლისას, მაგრამ ვერ ბედავს და უკან სწევს. სამაგიეროდ ბავშვი იწევს მისკენ, პატარა გამხდარი თითებით ლოყაზე ეფერება და ოდნავ იღიმის. ის ირაკლის შვილია, დადუნას და ირაკლის სიყვარული. ტირილს ვერაფრით ვწყვეტ. ვიცოდი, ვიცოდი, რომ ირაკლი ასე უბრალოდ ვერ გაქრებოდა...
- აქამდე რატომ არ მითხარი? თავიდანვე რატომ არ გამოჩნდი? - გიორგი დადუნას უყურებს, მაგრამ მის სიტყვებში საყვედურის მარცვალიც არ ჩანს, ის უბრალოდ დარდობს იმ დღეებზე, როცა ამ პატარა არსებას არ იცნობდა.
- ჩემთვისაც ძნელი იყო, გიორგი. გამიგე. - დადუ ბავშვისკენ იხრება და ხელში აჰყავს, გულზე იხუტებს და თავზე ჰკოცნის.
- რამდენი წლისაა? - ახლა ცრემლებს, ღიმილი მიცვლის.
- ორის გახდა ახლახანს.
- გამარჯობა, ირაკლი, მე შენი ბიძა ვარ. მოდი ჩემთან. - გიორგი ხელს მისკენ იშვერს. ბავშვიც თითქოს ამას ელოდაო, იღიმის და ხელებს იქნევს. გიორგი ხელებს შლის, ჩახუტების მოლოდინში. დადუნა არ ინძრევა, არც ბავშვს სვამს იატაკზე, სახე ეცვლება. აქ რაღაც ხდება, რაღაც ისე ვერ არის.
- ირაკლი ვერ დადის. დაბადებიდან ასეა... სიარული არ შეუძლია. - დადუნას სიტყვები ექოსავით მეორდება, ყელში რაღაც მეწვის, გული მეკუმშება. არც გიორგია კარგად. ძლივს დგება ფეხზე და ღრმად სუნთქავს. ვხედავ როგორ ეჭიმება ძარღვები ხელებზე.
- რატომ? - გიორგის ხმას სიმტკიცე დაჰკარგვია, პასუხს უფრთხის, ვიცი, ვიცნობ.
დადუნა რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ მერე თავს ხრის, არაფერს ამბობს. გულში რაღაც მჩხვლეტს. ყველაფერი გასაგებია. ამას რა თქმა უნდა გიორგიც ხვდება. ვხედავ როგორ კანკალებს, ბავშვთან ახლოს მიდის და ხელში აჰყავს, პატარაც თითქოს ამას ელოდაო, ორივე ხელს კისერზე ხვევს და ეხუტება. დადუნა ამას უკვე ვეღარ უძლებს, ხელებს სახეზე იფარებს და ხმამაღლა ტირის.

არ ვიცი რას ვგრძნობ, არ ვიცი რას ვფიქრობ, მიხარია რომ ირაკლის არსებობას, მის ცხოვრებას უკვალოდ არ ჩაუვლია, მიხარია, რომ ის ცოცხლობს, არა მხოლოდ ჩვენს გონებაში, დადუნას გულში, არამედ პატარა ირაკლის სხეულში. ვუყურებ გიორგის და სიხარულთან ერთად , უკმარისობის შეგრძნებაც მაქვს. მას შეუძლია მოეფეროს, ესაუბროს ძმისშვილს, ირაკლის კი არა.
ახლა ყველაზე მეტად მეცოდება ირაკლი, ასეთი ტკივილისთვის მეცოდება.
გიორგი თითქოს სამყაროს მოწყდა, ბავშვს ერთი წუთითაც არ უშვებს ხელიდან, ეთამაშება, ელაპარაკება, ახლა ამ ოთახში მის მეტს ვერავის ამჩნევს.
- დადუნა, - დადუნა ფიქრებიდან ერკვევა, მაგიდასთან ჯდება და მიყურებს, მეც მას ვბაძავ, წინ ვუჯდები. - ირაკლიმ არ იცოდა, არა?
თავს აქნევს, ხმას ვერ იღებს, წარმომიდგენია როგორ სტკივა. აკანკალებულ ხელებით თმას ისწორებს. მეც ვჩუმდები, ან რა უნდა ვუთხრა, ვის რაში არგია ეს სიტყვები, ან დამშვიდება. ახლა ყველაფერი ზედმეტია.
კიდევ დიდხანს ვსხედვართ ასე, უჩუმრად, კიდევ დიდხანს თამაშობენ პატარა ირაკლი და გიორგი. მერე ირაკლი გიორგის მკლავებში იძინებს, გიორგი კი იატაკზე, კედელზე მხარმიყრდნობილი გაუნძრევლად ზის, ზემოდან დაჰყურებს ამ პატარა საოცრებას და ვხვდები, რომ ეს მისთვის შვებაა. ასე მან იცის, რომ მისი ძმა არ მომკვდარა. ის არსებობას განაგრძობს. მან ირაკლის ნაწილი იპოვა, დადუნასა და ირაკლის სახით.
სიჩუმეს, მოულოდნელად დაწყებული თავსხმა წვიმის ხმაური არღვევს. კრამიტის სახურავს ხმაურით ასკდებიან წვიმის წვეთები და ციდან იის სურნელი მოაქვთ. ამას მე ვგრძნობ...
წვიმს...
ალბათ ეს ირაკლია...
ქარი ფანჯრებს აზრიალებს და მერე აღებს კიდეც. დადუნა ფანჯრისკენ მირბის და დაკეტვას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის, ქარი და წვიმა სახეში სცემს, ერთიანად სველდება, მერე თითქოს რაღაცას ხვდებაო, ჩერდება, გაღებულ ფანჯარასთან დგას და წვიმის ხმაურს უსმენს. თითქოს ბუნება ამას ელოდაო, ყველაფერი წყდება, მშვიდდება. ხმაურიანი თქეში, ნელ, სასიამოვნო წვიმაში გადადის. ღამის სიბნელიდან კი აჩრდილი ოთახში შემოდის. გიორგი იატაკიდან ნელა დგება, ბავშვს გულზე იხუტებს და დადუნას გვერდით, ძლივს შესამჩნევად მდგარ, ირაკლის გაცრეცილ, გამჭვირვალე სილუეტს უღიმის. ახლა ირაკლის აღარ აქვს სევდიანი თვალები, ახლა მათში ზღვა ბობოქრობს, ზღვა და მთვარე. იის სურნელი უფრო მეტად ძლიერდება, სილუეტს სიმკვეთრე ემატება, ის ახლა არა აჩრდილი, არამედ ადამიანია. გიორგი ისევ იღიმის, დადუნაც, ირაკლიც...
ირაკლი გიორგისკენ დგამს ნაბიჯს, მძინარე შვილს თავზე ჰკოცნის, ერთხანს ძმას თვალებში უყურებს, თითქოს ცდილობს რაღაც უთხრასო, მერე უკან ბრუნდება, დადუნას ეხვევა და ჰკოცნის. საოცარი სანახავია, გამჭვირვალე, ბედნიერი ირაკლისა და გულამოსკვნით მტირალი, ერთიანად სველი დადუნას დამშვიდობების სცენა. ხო, ეს დამშვიდობებაა, მე ეს ვიცი. მან თავისი მისია შეასრულა, ის რაც აკავებდა აქამდე, რაც მოსვენებას არ აძლევდა და ორ სამყაროს შუა გაჭედა, იპოვა. ირაკლი დამშვიდდა.
აჩრდილი, ნელ-ნელა შორდება დადუნას, ბოლოჯერ უღიმის და ღამის სიბნელეში იკარგება. იის სურნელს თან მიყვება წვიმაც და ფანჯარაც თავისით იხურება.
- მიყვარხარ... - სიჩუმეში ირაკლის ხმა გუგუნებს. ირგვლივ ყველაფერი ჩერდება, ოთახში დამაყრუებელი სიჩუმე ისადგურებს. ერთხანს ასე ჩუმად ვდგავართ და ერთმანეთს ვუყურებთ.
- შენთვის წერილია, დადუ. - გიორგის ხელში გრაგნილი უჭირავს, სუნთქვა მეკვრის. მაინც შეძლო!
დადუნა ნელა უახლოვდება გიორგის და ვერ გადაუწყვეტია გამოართვას თუ არა. მერე ფრთხილად ართმევს ფურცელს, აკანკალებული ხელით ძლივს იკავებს.
- არ შემიძლია! - პირზე ხელს იფარებს, ტირის. - წაიკითხე, რა.
მეც არანაკლებ აღელვებული ვარ, არ ვიცი უნდა დავთანხმდე თუ არა, იქნებ მე არ უნდა წავიკითხო, იქნებ ირაკლის სურს რომ მხოლოდ დადუნამ ნახოს, მაგრამ მაინც ვხსნი. ვაღიარებ, რომ ინტერესი მკლავს. ცრემლებით დაბინდული თვალებით წაკითხვას ვერ ვახერხებ, თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვსუნთქავ:
- „ჩამოვსახლდები, დაგიძახებ თეთრი ტუჩებით,
გაჩუქებ კოცნას, უგრძნობს, მაგრამ ყველაზე სათნოს,
წაიშლებიან შენი ცრემლით ბნელი ქუჩები,
არ შეგეშინდეს, აქ ვიქნები მე შენთან ახლოს.

ახლოს ვიქნები მანამ, სანამ გემახსოვრები,
იის სურნელით დავიმძიმებ ჩემს მხრებს ცოდვიანს,
მე ხომ შენს გვერდით ჩვენს საწოლზე ვეღარ მოვხვდები,
ვეღარ გაგითბობ თბილი სუნთქვით თითებს თოვლიანს.

დარჩი ძვირფასო, ოღონდ დარჩი, ჩემთვის ილოცე,
ჩემს ნაღვლიან სულს გაუღიმე დამაბრმავებლად,
არ მოიშალო ის მსუბუქი, დინჯი სიმორცხვე,
თუნდ გაიმეტო ღამეები გადასაგდებად.

წაიღე სუნთქვა, მე ხომ მაინც აღარ მჭირდება,
ფერფლად აქციე ის ფურცლები, სადაც დაგწერე,
და თუ ოდესმე თეთრი მთვარე ლურჯად იქცევა,
ღაწვზე მორბენალ ბრილიანტებს სული ჩაჰბერე.“


გამთენიისას გამოვდივართ დადუნას სახლიდან, გარეთ ისევ სუფთა ჰაერი და სიმსუბუქე გვეგებება. დადუნა და ირაკლი მანქანამდე გვაცილებენ. ყველას გვიჭირს გამომშვიდობება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს სამუდამოდ არ მოხდება. გიორგი მანქანის კარს აღებს, მაგრამ არ ჯდება, ჩერდება, თითქოს რაღაცას ფიქრობსო. დადუნას გულში ვიკრავ, ვეხვევი და თავს ისე ვგრძნობ თითქოს მშობლიურ სახლში დედას ვეხვეოდე, ეს შეგრძნება გულს მიყუჩებს. ვცდილობ არ ავტირდე.
- მალე გნახავთ. - ვპირდები და პატარა ირაკლის ლოყაზე ვკოცნი. დადუნა იღიმის. მანქანას მეორე მხარეს ვუვლი. ჩემი და გიორგის თვალები ერთმანეთს ხვდებიან. სევდიანი მზერა აქვს.
- დადუნა, - სახლისკენ მიბრუნებულ დადუნას გიორგის სიტყვები აჩერებს. - ეს თქვენია. ირაკლისია. - გიორგი შარვლის ჯიბიდან გასაღებს იღებს და დადუნას უწვდის.

- ახლა რა იქნება? - მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ პირველად არღვევს დუმილს გიორგი.
- ახლა? - საქარე მინიდან ვიყურები და ვცდილობ უკან ჩამოტოვებული ხეები დავითვალო. სულელური იდეაა, მაგრამ მე ეს მჭირდება, სხვა რამეზე უნდა გადავიტანო ყურადღება. მორჩა, დამთავრდა ჩემი მისია, დამთავრდა ყველაფერი რაც მე და გიორგის გვაერთიანებდა. ახლა ვხვდები ასე რატომ ეშინოდა გიორგი, იმის რომ ჩვენი გამამთლიანებელი ირაკლი იყო მხოლოდ. ახლა მეც ეს მაწუხებს. ნუთუ მართლა ასეა? მისი ნათქვამი „ახლა რა იქნება?“ გონებაში მიტრიალებს. მართლაც რა იქნება ახლა? თავს საზურგეს ვადებ და თვალებს ვხუჭავ. მეშინია იმის რაც იქნება.
მანქანაში მდუმარება ისადგურებს. ვგრძნობ, რომ გიორგის პასუხი აინტერესებს, ახლა ჩვენ იმ წყვილს ვგავართ, რომელსაც ჩხუბის შემდეგ ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა უჭირს. ერთმანეთს ველით, ვინ იქნება პირველი... ვაღიარებ, მინდა გიორგიმ გადმოდგას ნაბიჯი, მჭირდება, იმ გაურკვეველი ერთი თვის შემდეგ რაც მის გარეშე გავატარე, მჭირდება. მინდა, მან გამიფანტოს ეჭვები, ვარ თუ არა მისთვის მნიშვნელოვანი.
საპასუხოდ ხელი მუსიკის ჩასართავად მიმაქვს, არ ვიცი გიორგისაც ეს უნდოდა თუ არა, მაგრამ ჩვენი თითები ერთმანეთს ეხებიან, დაბნეული ვჩერდები და მის პროფილს ვუყურებ. ის მე არ მიყურებს, მხოლოდ მისი თითების სითბოს ვგრძნობ და ვხედავ როგორ ეღიმება. მუსიკას ვრთავ, თუმცა ხელის განთავისუფლებას მისი ხელისგან არ ვცდილობ. გიორგისკენ ვტრიალდები და ახლა მე მიჭირავს მისი ხელი ჩემს ხელებში. ხმას არც ერთი არ ვიღებთ, ან რა საჭიროა საუბარი.
- თეკლა, ჩემთან ერთად წამოხვალ? - უეცრად ამუხრუჭებს და ჩემკენ ბრუნდება. მოულოდნელობისგან ხმას ვერ ვიღებ.
- სად? - მის თვალებში იმხელა ემოცია იკითხება, ვერაფრის კითხვას ვერ ვახერხებ.
- წამოხვალ? - ისევ მიმეორებს კითხვას და ვხედავ როგორ უჩერდება სუნთქვა ჩემი პასუხის მოლოდინში.
- წამოვალ.
- სადაც არ უნდა მივდიოდეთ? - ერთხანს გაოცებული ვუყურებ, ვერაფერს ვხვდები, მაგრამ ახლა უკან დახევას არ ვაპირებ. მივენდობი დროს და მოვლენების განვითარებას ხელს არ შევუშლი.
- სადაც შენ წახვალ. - გიორგის თვალებით ეღიმება, მაგრამ სახეზე ისევ სერიოზული გამომეტყველება აქვს. ხმას არ იღებს ისე ვაგრძელებთ გზას და რატომღაც არც მე ვეკითხები არაფერს.
• ერთ საათში უკვე თბილისში ვბრუნდებით, ნაცნობი ქუჩის დანახვაზე გაკვირვება მიპყრობს, ეს ხომ ჩემი სახლია?! აკი სადღაც უნდა წავეყვნე, ასე არ მითხრა? გაწბილებისგან სუნთქვა მეკვრის, ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ მის სიტყვებს ამხელა მნიშვნელობა მივანიჭე. გიორგისკენ აღარ ვიხედები, აღარ ვაპირებ ჩემი გრძნობები დავანახო. რა იქნება ახლა? რა იქნება და მე გადავალ მანქანიდან, ზრდილობის გამო მადლობას გადავუხდი მოყვანისთვის და როგორმე სადარბაზომდე შევაჩერებ მოწოლილ ცრემლს. აი, ძრავას რთავს, სავარძელზე სწორდება და მიყურებს, მე საქარე მინიდან გავყურებ ჩემს ქუჩას და გული ისევ ძალიან მტკივა. მორჩა!
• - მე წავალ... მადლობა მოყვანისთვის. - ვამბობ სწრაფად და საჩქაროდ გადავდივარ მანქანიდან. ერთი,ორი, სამი... სადარბაზოში ვუჩინარდები და ცრემლებსაც ვეღარ ვიკავებ.
• არ მჯერა! არ მინდა დავიჯერო, რომ ასე უბრალოდ გამიშვა. ნუთუ რასაც მის თვალებში ვხედავდი სიცრუე იყო? აკანკალებული ხელებით ვეჭიდები კიბის მოაჯირს. როგორ არ მინდა, რომ ახლა ვინმემ მნახოს. კარს ჩემი გასაღებით ვაღებ და ვცდილობ ისე გავიარო მანძილი ჩემს ოთახამდე, ბებიამ და ბაბუამ ვერაფერი გაიგონ. თუმცა მე ხომ არც ამაში მიმართლებს, უკვე კართან მყოფს ირინას სიტყვები მაჩერებს.
• - თეკლა, მადლობა ღმერთს გაგახსენდა სახლი!
• - ძალიან დავიღალე, ირინა. დავწვები. - უკან მიუხედავად ვეუბნები და კარს ვკეტავ. ჩემი ოთახი, ჩემი სამყარო... საწოლზე გაუხდელად ვწვები და თვალს ჭერს ვუშტერებ. მორჩა! განა რა იყო რომ, მორჩა კიდეც? არც არაფერი! მგონი უბრალოდ ყველაფერი სიზმარია, ახლა გამეღვიძება და ეს ტკივილიც გამივლის... თავში თითქოს ვიღაც მირტყამს, საშინელი ტკივილით მეღვიძება. კარზე ვიღაც ფრთხილად აკაკუნებს.
• - არ მინდა ჭამა, ირინა. - ბალიშში თავჩარგული მოგუდული ხმით ვპასუხობ და ვცდილობ ისევ დავიძინო. ჩემი პასუხის მიუხედავად კარი მაინც იღება, მერე ისევ იხურება, მთელი ჩემი შეგრძნებით ვხვდები, რომ ვიღაც შემოვიდა. რატომ არიან ბებიები ასეთი ინტერესიანები?
• - ბებია, გთხოვ, მეძინება. - ჩემს საწოლთან მდგარს ვეუბნები და ზურგს ვაქცევ. საპასუხოდ საწოლის კიდეზე მიჯდება და ხელს თავზე მისვამს. საშინელი ჟრუანტელი თმებიდან თავის კანში მივლის, სხეული მეძაბება. ის არის! შეუძლებელია!
• - თეკლა... - ეს ნამდვილად არ არის ირინა, არც ბაბუა, არც სალომე. გიორგია! იმით შეშინებული, რომ ყველაფერი სიზმარი იქნება და გიორგიც გაქრება, სასწრაფოდ ვწევ თავს. არ მეჩვენება, აქ ჩემს საწოლზე ნამდვილად გიორგი ზის და ღიმილიანი თვალებით ცდილობს სახეზე სიმშვიდე შეინარჩუნოს. გული მიჩუყდება, ბალიშს გულში ვიკრავ და საწოლის ზურგს ვეყრდნობი.
• - აქ რა გინდა? - პასუხის მოლოდინში გული გამალებით მიცემს.
• - შენს წასაყვანად მოვედი.
• - რა? - მგონი სმენის პრობლემა მაქვს.
• - ხომ მითხარი წამოვალო... - გიორგი წარბებს კრავს, ნერვიულობს.
• - ხო, მაგრამ შენ აქ მომიყვანე...
• - ადექი, გარეთ დაგელოდები. ბაბუაშენმა ერთი ხელი ნარდი უკვე მომიგო, აღარ მინდა წაგება. - იღიმის. იმ ღიმილით მე რომ მიყვარს და მენატრება. ლოყაზე მჩქმეტს და ოთახიდან გადის. მგონი შეიშალე თეკლა, შენი მოჩვენებები ახლა უფრო საშიშია ვიდრე ოდესმე. თვალებს ვხუჭავ, შემდეგ ისევ ვახელ და საწოლიდან ვდგები. აზრების დალაგებას სარკესთან ტრიალში და ნამტირალევი თვალების დამალვაში ვცდილობ. კარის გაღებამდე ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და თვალებს ვხუჭავ. ოღონდ სიზმარი არ იყოს!
• არა ყოფილა სიზმარი, ბედნიერებისგან გაღიმებასაც ვერ ვახერხებ ამ სიტუაციაზე...
ბაბუა და გიორგი მაგიდასთან სხედან, ნარდს თამაშობენ და ლუდს სვამენ, ბებიას უკვე მოუსწერია სუფრის გაშლა. ახლაც სალათი შემოაქვს და მანიშნებს, რომ დავჯდე. თავისუფალი ადგილი გიორგის გვერდითაა, მეუხერხულება, მაგრამ მაინც ვჯდები.
ნარდის თამაში მხიარულად მიმდინარეობს, ბაბუას პატარა ბავშვივით უხარია მოგება, არც გიორგი რჩება ვალში, ბოლო ორ ხელს იგებს და კმაყოფილებისგან თვალები უბრწყინავს. ამ მოულოდნელი სიტუაციის გამო ხმას ვერ ვიღებ, ხელში ცივი წვენის ჭიქა მიჭირავს და ნელ-ნელა ვწრუპავ.
- მგონი ჩვენი წასვლის დროა, - გიორგი ლუდის ცარიელ ქილას მაგიდაზე დგამს და მე მიყურებს. მომესმა თუ მე მომმართა? ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ და თვალს ბაბუასკენ ვაპარებ. მშვიდი გამომეტყველება აქვს. გიორგი ახლა მას უბრუნდება.
- თეკლას რამდენიმე დღე მოგტაცებთ, მაგრამ გპირდებით, რომ უვნებელს დაგიბრუნებთ. - გიორგი ისეთი სერიოზულია, როგორც არასდროს. სამი წყვილი თვალი მომჩერებია, სირცხვილისგან აღარ ვიცი რა ვქნა. ნებართვის მისაღებად ჯერ ბებიას, მერე ბაბუას ვუყურებ, ორივე მიღიმის, ირინას თვალებში ცრემლსაც ვხედავ.
- მე წავალ, ჩანთას ავიღებ. - ვამბობ დარცხვენით და ოთახში შევდივარ. კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ გიორგიმ ეს გააკეთა, აქ მომიყვანა, იმისთვის, რომ ბაბუასგან თანხმობა აეღო. რა სულელი ხარ თეკლა, როგორ ვერ გაიცანი აქამდე. კარადიდან ჩემს ხაკისფერ ზურგჩანთას ვიღებ, რამდენიმე ხელ ტანსაცმელს და ჰიგიენის ნივთებს ვალაგებ, ტუმბოზე დადებულ წიგნს ვიღებ, მაგრამ მერე ისევ უკან ვაბრუნებ, რად მინდა წიგნი, როცა უფრო საინტერესო და ლამაზი წუთები მელოდება წინ. თავად გიორგია ჩემთვის წიგნი, მასთან გატარებული ყოველი დღე ახალი ფურცლის წაკითხვას ჰგავს. გასვლამდე ჩემს თავს ვუღიმი სარკეში.
დამშვიდობებისას ბაბუა გიორგის ხელს უწვდის, ეს ნამდვილად დიდი პატივისცემაა ბაბუასგან, ის უბრალოდ არავის ართმევს ხელს. გიორგი მარჯვენას აგებებს, რამდენიმე წამს ასე უსიტყვოდ დგანან და თვალებში უყურებენ ერთმანეთს, მერე გიორგი ჩემს ჩანთას იღებს და კარებში მატარებს.
- მზად ხარ დაუსრულებელი თავგადასავლებისთვის? - მეკითხება, როცა მანქანა ადგილიდან იძვრის და ჩემს ხელს თავისაში იქცევს.
- მზად ვარ. - ვეუბნები ჩურჩულით.
- წამომყვები იქ სადაც წავალ?
- ყველგან...
- ყოველთვის?
- ყოველთვის...
- ერთად?
- ერთად...
- აქაც და იქაც. - გიორგის თითები ჩემს ხელისგულზე წრეს ხაზავენ, წრეს სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი და ჩვენი სამყარო ვართ.
2016/08/05
---------------------------------------------------
პ.ს. მოთხრობა ეძღვნება, ჩემს პირველ მკითხველსა და გულშემატკივარს, ჩემს სიყვარულს.
პ.პ.ს. მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და მელოდით, ზალიან გამიგრძელდა ვიცი, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოვიდოდა.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მარიამ ნატროშვილს დახმარებისთვის და ლამაზი ლექსისთვის, მარიამ ზაქარაშვილს ემოციებისთვის და გამხნევებისთვის და თქვენ, ჩემს მკითხველს ერთგულებისთვის და სიყვარულისთვის...
სექტემბრამდე...



№1  offline წევრი milangirl

martla dzalian gagigrdzelda, magram namdvilad girda lodinad. dzalian kargi istoria iyo, chamtrevi da saibtereso. simartle gitxra giorgis megobarze tavidabve mqobda echve. echvic ar mepareba rom seqtembershi asetive kargi istoriit dagvibrundebi

 


№2  offline მოდერი Eleniko13

მეტკინა.

ყოველი ისტორიის დასასრულს
ვფიქრობ რა ფერის იყო
და რა სუნი ასდიოდა
ამ ისტორიას.

SMS გამჭირვალე ფერის იყო
და ქარის სასიამოვნო,
თითქმის შეუმჩნეველი მაგრამ
მაინც ყველაზე ძვირფასი სუნი ასდიოდა.

ყოჩაღ, თათ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline წევრი რიტა

საოცრად ემოციური და თბილი დასასრული იყო. ისტორია კი არარეალურად შესანიშნავი. არ დაგიმალავ და ვიტყვი რომ ცრემლი მომადგა თვალზე კითხვის დროს ფანტასტიური იყო. <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

როგორც წესი ასე იოლად არ მომდის ცრემლები, თუმცა ამჯერად თან მეღიმებოდა და თან... love რა მეთქმის?! ამჯერად მთვარესთან ერთად იებიც მიისაკუთრე, მის არაჩვეულებრივ სურნელთან ერთად... კითხულობ და გინდა ასეთი დაუსრულებელი სიყვარული love

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

Ukve cudad var imdeni vitire.imedia axali istoriac eseti magari iqneba.udzalianmagresi xar shenc da sheni dawerili istoriac.yvela tavi dzalian emociuri iyo chemtvis.
--------------------
ლანა

 


№6  offline მოდერი chica sol

ვაიმეე... ლორე...
ღმერთო, უსიტყვობა მახრჩობს!
ხომ ვიცოდი, ეპიზოდები ხომ წავიკითხე დადებამდე, ხომ...ხომ... მაგრამ მაინც არ ამცდა ცრემლის ნთხევა,მაინც მივიღე ის რასაც ველოდი.
ხომ იცი რაზეც დამწყდა გული? პატარა ირაკლის "ნაკლზე". მტკივა ის, რომ ჩემი ირაკლის ესოდენ დიდი ნაკლი ამ უცოდველმა პატარამ უნდა იწვნიოს. გული დამწყდა, მაგრამ ასეთია მწარე რეალობა.
რაც შეეხება ლექსს... ნატროშვილო, ნამდვილი განძი ხარ❤
ლორე საოცრება ხარ და მე შენ მიყვარხარ.
პ.ს. მიხარია, ჩემი სახელი პ.პ.ს-ში რომ ვიხილე :დდ

 


№7  offline წევრი NA NO

საოცრად ლციური წასაკითხკ იყო და ყველა ფაქტი ერანეთს ემთხვეოდა მკვლენები მართლაც რომ საოცარი თანმიმდევრობით ვჯთარდებოდა ისე რომ კითხვისას ინტერესს და მიზიდულობას არ კარგავ, ძალიან გამიხარდა ,,ლურჯი მთვარე" აქ რომ გაგრძელდა მაგ ისტორიაზე ხო ვაფრენდი მაგრამ ვაგრძელებამ ყველაფერს ხიბლი დაუბრუნა... ძალიან საინტერესოდ წერ და მიხაფია რომ აღმოგაჩინე ჰოჩაღ

 


№8  offline წევრი neilo

lodinad girda!emociebis dateva rtulia.vagiareb sauketeso istoriaa chems mier wakitxul istoriebs shoris.zalian magari xar shen.

 


№9 სტუმარი hipo

ess iyo didinsaocreba da me mjera rom waviikitxav shens gamocemul wignsac momavalshi warmatebebi ! siyvarulit hipunia

 


№10 სტუმარი Manana

Kargi iyo kargi da sasiamovno dasasrulit

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

უბრალოდ რაა... ნაკლი არ აქვს არც ისტორიას და არც პერსონაჟებს, არც ერთს.
ხომ გითხარი, სანამ დასასრულს წავიკითხავ, თავიდან უნდა დავიწყოთქო. ხოდა დავიწყე... უბრალოდ ვინმემ რამე თქვას ამ მოთხრობაზე...
სულ სხვანაირად იკითხება ჩემთვის, რადგან წერის პროცესში გარკვეულწილად მომენდე და ჩამრთე, უღრმესი მადლობა ნდობისთვის.
ბოლო თავი კი... აი რაც შენ ამ ყველაფერზე იფიქრე, ღირდა, მართლა. აჩის სიცილი, გიორგის ცრემლები და ღიმილიანი პროფილი, პატარას ჩახუტება და ირაკლის მიყვარხარ იყო რაღაც სასწაულები.
და გრაგნირი, აი თათა, ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა ასე რომ გადაწყვიტე. თანაც თეკლამ წაიკითხა.
უზომოდ კმაყოფილი ვარ.
გელოდები ახალი განძით ხელში <3

ხოდა კიდევ, ეგოსუტურად მომეწონა ლექსის სიუჟეტში ჩასმულ ვარიანტად წაკითხვა. :დდ მომიტევე თვითკმაყოფილების გამოვლენისთვის, მაგრამ ჩემთვის ისედაც ემოციური იყო ეს სტროფები და სიუჟეტთან ერთად ხომ...
და მადლობა არაა საჭირო. პირიქით, მიხარია თუ რამით შემიძლია დახმარება ^_^

 


№12  offline წევრი Teo tegi

Minda rame kargo dagiwero, shevaqo es motxroba DA sheni nichi magram sityvebi ar myofnis. Sheni bichi udao DA enit aguwerelia. Es motxroba ki ragac uuuuuuuumagresi

 


№13  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ველოდებოდი როდის დამთავრდებოდა ისტორია კომენტარი ბოლოს რომ დამეწერა ვაგროვებდი თითოეულ ემოციას რომ ბოლოს ყველაფერი დალაგებულად გადმომეცა და მაშინ როცა ბოლო თავიც წავიკითხე და ყველა ემოცია შეერთდა მხოლოდ ეს სიტყვა მომდის თავში შ ე უ დ ა რ ე ბ ე ლ ი . . . ეს იყო რეალური ცხოვრების და მისტიკის იმდენად არაჩვეულებრივი შერწყმა თითქოს სინამდვილე გადმოეცი... მე ყოველთვის გაოცებული ვიყავი საიდან ამდენი ნიჭი და ამდენი ფანტაზია შენი ყველა ისტორია ერთმანეთისგან განსხვავებული და არაჩვეულებრივია... აი ისეთია ნაკლს რომ ვერ უპოვი და არც ერთი ისტორია ერთმანეთს არ გავდა... ნამდვილად ღირდა ამდენი ხანი ლოდინი დასასრულის... არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ არაჩვეულებრივი ხარ... მალე დაგვიბრუნდი ძალიან გთხოვ შენი შეუდარებელი ისტორიებით... მე პირადად მოუთმენლად გელი...
პ.ს. მარიამ ნატროშვილის ლექსებზე რომ არ დავწერო არ შემიძლია ძალიან ემოციური იყო მისი ყველა ლექსი და იმდენად სულში ჩამწვდომი რომ ტკივილამდე მიდის... უნიჭიერესი ხარ მარიამ და შენს იატორიებს მოუთმენლად ველი ნუ დაგვეკარგე... ლექსებითაც თუ გაგვანებივრებ ძალიან გამიხარდება... იბრალოდ შენი ლექსების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია საოცრებას ქმნი ნამდვილად, იმ საოცრებას რომლის ფურცელზე გადატანაა შესაძლებელი და რომელი ამდენად მისაწვდომია...
პ.პ.ს. რაც შეეხება მარიამ ზაქარაშვილს ჩემს ტკბილ გოგოს უნდა ვაღიარო ნამდვილი ემოციების უშრეტი წყაროა და ჩემი რჩევა და თხოვნა (თუ გინდა მოთხოვნაც) იქნება თავის ისტორიას დაუბრუნდეს და ახალ-ახალი ისტორიებითაც გაგვანებივროს... მომენატრა მე მარიამის ისტორიები...
და ბოლოს ძალიან ძალიან მიყვარხართ სამივე ასეთი არაჩვეულებრივები რომ ხართ... თქვენი ნიჭი ღვთის საჩუქარია და გაუფრთხილდით მას იმიტომ რომ ის მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით ის ჩვენი მკითხველის საკუთრებაცაა, მათი ვინც ასეთ სიამოვნებას იღებს თქვენი შემოქმედებიდან...

 


№14  offline მოდერი bibo

ai shen xar is penomeni romlis winashe chemi muzac udzluria chito :*****ai ra gitxra ar vicii shen xar adamiani romelic chem sulamde agaevs da maporiaqebs ai emocisgan var datvirtuli ki ara gadatvirtuli.ai gqonia momenti roca gulishi ragac gwydeba ragacas ver imeteb dasasrulistvis guli ar migdis ar ginda morchess ai egre var am wams ver vimeteb dasasrulistvis mimdzims dzan.ai shen guls suls gonebas yvelapers miporiaqeb .vijeqi da vbgaodi ro morchaa.vgijdebi vafren shenze chitoi yvitelgula shen xar chemi agmoch mArwyvisqula bombonero.vgijdebi vafren shen gulshi chamwvdom da sulis amaforiaqebel istoriebzee.chemi nigozi da kakali gogoo .sadgac gulis sigrmeshi megona ro mainc cocxali iyoo velodi bolo wertilamdee bolo asomde ro mainc gamochndeboda.an ubralod guli migrdznobda ro daduna ase advilad ver datmobdaa.ar msurda dasasruli rogorc guls da suls deb shen mase var mec bartyi.chemi tkbili xar cqriala da bwkrialav .ai kide ver var mosuli gonze ras vbodialob bartyi .chemi sinazis da siyvarulis deda xar bartyii :*******ai sityvebitac ver vambob ras vgrdznob shen mimart kide ver gamovxatav chemo kartiosha daxeukulo da dabrawuloo gochunia :*******chemi marwyvi aluchis kurkav da atmis bususoo.Amodgvlefilo lobio da amokazmulo marwyvi.rogorc xashurs hamaki ise uxdebi am saits sheno bartyiii

 


№15 სტუმარი mtvaro svani

vaime imdeni vitire kinagam gavskdi.imdenad kargi iyo arc vici ra vtqva.sityvebit rogor agvcero martla ar vici.sheudarebeli xar.madloba shen am emociebistvis

 


№16  offline წევრი nawka

ნამდვილად არაჩვეულებრივი,შეუდარებელი და განსაკუთრებული იყო ამ ისტორიაში თითოეული დეტალი.ყოჩაღ:-*

 


№17  offline წევრი ბაბუაწვერა

მხოლოდ ახლა შევძელი ბოლო თავის წაკითხვა. აქამდე უბრალოდ არ მინდოდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი უკანმოუხედავად გაიხურავდა კარს და დამთავრდებოდა, არადა მე მინდოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო. მთელი კითხვის განმავლობაში საოცრად დაძაბული, სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას. love ვერ აღგიწერ თუ როგორ მომწონს შენი წერის სტილი. ვერც იმას აღგიწერ თუ როგორ მომწონს შენი ეს ისტორია. შენს ისტორიებში ეს ჩემთვის უდაოდ ფავორიტია და ფავორიტადვე დარჩება. გმადლობ თითოეული ემოციისათვის.

 


№18 სტუმარი Taisia

ესეთი მაგარი მოთხრობა არ წამიკითხავს. ყოჩაღ არაჩვეულებრივი იყო.

 


№19  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

არ იცით როგორ მაბედნიერებს თქვენი სიტყვები, შეფასება.მადლობა თქვენ რომ მკითხულობთ

 


№20  offline წევრი eni

ღმერთოოოო. გულიიი. გამისკდებააა ეს რაა საოცრებაააააა არვიცი ადამიანად აგარ ვარგივარ მიყვარს ეს ისტორია და შენც ლორელაი როგორ ხარ ესეთი კარგი არასდროს დამავიწყდება ის შეგრძნება რომელსაც ამ ისტორიის წაკითხვისას ვგრძნობდი <3 <3 <3

 


№21 სტუმარი Bubuka

Is momenti rodesac agprtovanebis gamosaxatad sitkvebi ar gkopnis ,vgijdebi shenze :* :*

 


№22  offline წევრი Tass Ikkoo

დასრულებას ველოდი <3 ვიფიქრე ბოლოს დავწერ თქო მაგრამ არა.... აქ სიტყვები უბრალოდ
ზ ე დ მ ე ტ ი ა ! <3 შეუდარებელია <3

 


№23  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

okay
გამაჩუმე.

ვიცი, რომ მთვარე ისევ გალურჯდება.
დადუნა ისევ იცხოვრებს ირაკლის გარეშე, ოღონდ უფრო მეტად დარწმუნებული რომ მათი სიყვარული არსებობდა.
გიორგი და თეკლა კარგად იქნებიან სულ.
ბედნიერი დასასრულია,
მაგრამ მაინც მეტკინა.
მეტკინა პატარა ირაკლი,
მეტკინა დადუნა,
მეტკინა იის სურნელიც და წვიმაც...
ყველაზე მეტად კი, რომ დასრულდა ეგ.

მადლობა ამ ისტორიისთვის.
ამ ემოციებისთვის.
ყველაფერისთვის.

თაკო, მადლობა ჩემო საყვარელო.
ხო რას ვიზამთ ხდება ხოლმე. ლოგიკურია ირაკლის საქციელისთვის პატარას ნაკლოვანება.

 


№24  offline მოდერი malena

ამ ისტორიით ერთმნიშვნელოვნად აღფრთოვანებული ვარ!
ვკითხულობდი ჩოქოლითს და ვერ გავედი ბოლოში, წავიკითხე ლურჯი მთვარე, მკითხველის ისეთი დიდი რაოდენობა აალაპარაკე და გადარიე მაგ ისტორიით და მომეწონა უდავოდ, მაგრამ... ეს სულ სხვაა...
წარმატებები :)

 


№25  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

malena
ამ ისტორიით ერთმნიშვნელოვნად აღფრთოვანებული ვარ!
ვკითხულობდი ჩოქოლითს და ვერ გავედი ბოლოში, წავიკითხე ლურჯი მთვარე, მკითხველის ისეთი დიდი რაოდენობა აალაპარაკე და გადარიე მაგ ისტორიით და მომეწონა უდავოდ, მაგრამ... ეს სულ სხვაა...
წარმატებები :)

ვაიმე მადლობა მალენა, ძალიან მიხარია, ხო ეს სხვაა, მთვარეც სხვა იყო...
მიხარია რომ კითხულობ, მიხარია, რომ მოგწონს. მე შენს ახალ ისტორიას ველი, იმედია მალე იქნება.

 


№26 სტუმარი Guest ნინო

ეს რა საოცრება იყო?! ყველაზე განსხვავებული და საოცარი. ზუსტად ასეთი დასასრული "მაწყობდა' სხვანაირად არც შემეძლო. მადლობა ლორე ამ სიამოვნებისთვის.

 


№27  offline წევრი მაია120

ზღვა ემოცია... ლამაზი სიყვარული... ტკივილნარევი ბედნიერება... ეს გრძნობები გამოიწვიეთ მკითხველში, დიდი მადლობა!
--------------------
წერწერა

 


№28  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო, ზალიან გამახარეთ kissing_heart

 


№29 სტუმარი Guest nata

საოცრება ხარ!! ეხლა წავიკითხე ერთად ლურჯი მთვარეც და ეს ისტორიაც. თუ შეგიძლია რომ სრულად ატვირთო ორივე ისტორია. ისეთი საოცრებაა მინდა ხშირად წავიკითხო ხოლმე.
იმდენად დასამახსოვრებელია, იმდენად გამორჩეული, ისეთი საოცარი ერთი წაკითხვა არაა საკმარისი!

 


№30  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ევა
რა ქენი ?! გეკითხები!
რა ქენითქო!
რა ?!
რა გააკეთე,ევა! რა!
კბილებს ვაჭრიალებ,ცრემლები მომდის და ფეხებს ვაბაკუნებ
ეს გინდოდა ?!
ეს ?!
რატომ ?! რატომ მატკინე იები ?
რატომ მატკინე მთვარე?
რატომ მატკინე ლურჯი მთვარე?
რატომ მატკინე თეთრი კაბა ?
რატომ მატკინე გალაქტიონის ხიდი ?:)
რატომ მატკინე ბავშვი ?
რატომ ?!
რატომ წავიდა სამუდამოდ ირაკლი და რატომ წაიღო იებიც,მიწასთან ერთად?
მერე ?
ჩემთან რომ ისევ გაჩხერილია ?
მტკივა, ევა!
მტკივა!
ეგ ორი
დადუნა და ირაკლი
მტკივა!
იცი ? ალუბლებს არ წავიკითხავ და საერთოდ დანარჩენებსაც და რატოომ ? ვეღარ განმეორდება ამაზე დიდი ვერაფერი:)
რა გითხრა ?
რა უნდა გითხრა ?
მერამდენეჯერ დავიტირო
იები
თეთრი კაბა
ირაკლი
და
დადუნა..
ვერასოდეს ვერ გაპატიებ ამას
ვერასოდეს !
ვერასოდეს ვერ გაპატიებ იებს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent