შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული? ის ხომ ბრმაა - თავი 1


5-08-2016, 15:35
ავტორი sophiaa
ნანახია 2 900

როგორც ყოველთვის ახლაც ეზოში ვზივარ და გავყურებ როგორ თამაშობენ ბავშვები. მოკლედ მოგიყვებით ჩემზე. ანა გელოვანი ვარ. 22 წლის, მცხეთაში ვცხოვრობ. დეიდასთან და ბიძასთან. შავგვრემანი ვარ, გრძელი თმა და მწვანე თვალები მაქვს. თავის დროზე კარგი ტანი მქონდა მაგრამ ახლა. ახლა ყველაფერი შეიცვალა... 4 წლის წინ ავარიაში მოვყვით, დედა, მამა და ბებია გარდაიცვალა მხოლოდ მე გადავრჩი. ექიმები იძახდნენ რომ ეს სასწაული იყო, რადგან დარტყმა ჩემ მხარეს მოხდა. ეტლზე ვზივარ. არ მრცხვენია. დიახ მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ. მერე რა? ბევრჯერ დავუცინივარ ხალხს, ბევრჯერ შევცოდებივარ მაგრამ ეს არაფერია. გული არცერთხელ მტკენია და იცი რატომ? იმიტომ რომ გული არც მაქვს. სასაცილოა იყო 22წლის გოგო და არ გყავდეს შეყვარებული, არც არავინ მოგწონდეს და არც არავის მოწონდე. მაგრამ მე ასე ცხოვრებას მივეჩვიე. ეს არის ჩემი ბედი. დღეს ჩვენი მეზობლის მაიას ქორწილია. წასვლა არ მინდოდა მაგრამ ძალიან მთხოვა და უარი ვეღარ ვუთხარი. დეიდა დილით ადრე შემოვიდა ჩემთან და მომამზადა. უბრალო კაბა ჩავიცვი მაინც არავინ შემომხედავდა
-ანუშკა მზად ხარ?
-ამ... კი დეიდა წავიდეთ
ჩემი მანქანაში ჩასმა ნამდვილი ტანჯვა იყო ბიძიასთვია მაგრამ მას 4 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ დაუწუწუნია. ძალიან მიყვარს ეს კაცი. საკუთარი თავი მეზიზღებოდა იმის გამო რომ ელემენტარული რაღაცეები არ შემეძლო. გზა ჩვენი სახლიდან სვეტიცხოვლამდე ძალიან მოკლე იყო. ,ალევე მივედით. ვერ ვიტან ყურადღების ცენტრში ყოფნას. როდესაც ეტლში მჯდომს დამინახავენ უბრალო მოშტერებას იწყებენ. ეტლში ჯდომა არაფერია, ეს მე არ განმასხვავებს ჩვეულებრივი ადამიანისგან. შეიძლება არ შემიძლია სიარული, დამოუკიდებლად თავის მოვლა მაგრამ მაინც ჩვეულებრივი 18 წლია გოგო ვარ. უბრალოდ სხვანაირი ისტორიით.
-ანა ხომ კარგად ხარ?
-კი ბიძია კარგად ვარ, გთხოვ ჯვირსწერაზე შემოსვლა არ მინდა, აქ ვიქნები
-დარწმუნებული ხარ?
-კი, კი აქ მირჩებნია ყოფნა
ერთ-ერთ კუთხეში მივგორდი. არაჩვეულებრივი იყო აქაურობა. ნამდვილი სამოთხეა. ჩემს ცხოვრებაზე ფიქრი არ მიყვარს. გული ძალიან მტკივა როდესაც დედას და მამას ვიხსენებ. უსამართლობა იყო ჩემი გადარჩენა. ან ყველა უნდა დავხოცილიყავით ან ყველა უნდა გადავრჩენილიყავით.
-აქ მარტო რატომ ხარ?
ზურგიდან ვიღაცის უცხო ხმა მომესმა. არ მიყვარს უცხოები. მგონია რომ ჩემი უსუსურობით ისარგებლებენ და რამეს დამიშავებენ. უცნობისკენ შევბრუნდი
-უბრალოდ ხალხში ყოფნა არ მიყვარს
უცნობი, დაახლოებით 25 წლამდე ბიჭი აღმოჩნა. ოდნავ გრძელი კულულებიანი თმა ჰქონდა და ცისფერი თვალები
-მე საბა მქვია, შენ?
-მე ანა ვარ, თუ გინდა ანუშკა დამიძახე. დეიდა ასე მომმართავს ხოლმე
-კარგი ანუშკა, რამდენი წლის ხარ?
ისე მესაუბრებოდა არც იმჩნევდა რომ ეტლში ვიჯექი. ძალიან ვაფასებ ასეთ ბიჭებს. მინდორში ჩემს გვერდით ჩამოჯდა. მისნაირ სიმპათიურ ბიჭთან ჩემი ყოფნა ცოტა არ იყოს უხერხულია
-მალე 23ის გავხდები, შენ?
-აჰჰ მე ბებერი ვარ 25ს მივუკაკუნე. არ გინდა ცოტა გავისეირნოთ?
ძალიან, ძალიან შემრცხვა. გასეირნებაში იგულისხმებოდა არ გინდა შენი ეტლი მე ვატარო? ჩემთვის გასეირნება ეს არის
-ამმ.... იცი საბა მგონი არ იქნება სწორი საქციელი
-რა? მე და შენ რომ ვისეირნოთ არასწორი საქციელია?
-არა ვერ გამიგე. მე და შენ... ხომ გესმის?
-არა ანა არ მესმის
-ხომ ხვდები შენ ძალიან სიმპათიური და კარგი ბიჭი ხარ, მე კი უბრალო გოგო ეტლით
ფეხზე წამოდგა, ჩემს ეტლთან ჩაიცუცქა და სახე ახლოს მომიტანა
-დაიმახსოვრე შენ ჩემთვის ისეთივე გოგო ხარ როგორც სხვა გოგოები. არავისგან არაფრით არ გასხვავდები, პირიქით შენ ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ხარ
შემიძლია დავიფიცო რომ ახლა პომიდორზე წითელი ვარ. მსიამოვნება მისი თითოეული სიტყვა.
-კარგი საბა გავისეირნოთ
ის დაიხარა და ხელში ამიყვანა. უეცრად შიშისგან კივილი აღმომხდა
-რას აკეთებ?
-ნუ გეშინია, მოდი ცოტა ხნით ის ეტლი დავივიწყოთ რომელიც შენ ასე გაწუხებს
გაშლილი მინდვრისკენ მივდიოდით. არ ვიცოდი ხელები სად წამეღო ამიტომ კისერზე შემოვხვიე. განსაკუთრებული ბიჭია. აი ისეთი ბიჭია რომ იტყვიან სანთლით უნდა ეძებოო. მინდორში ბალახზე დამაწვინა, თვითონ კი გვერდით მომიწვა. ნამდვილად საოცარი გრძნობა იყო
-საბა შენზე მომიყვები რამეს?
-ჩემზე? კაი. მოკლედ საბა მინაძე ვარ 25 წლის. თბილისში ვცხოვრობ. აქ ქორწილში ჩამოვედი ჩემი ძმაკაცის. მყავს ძმა თორნიკე რომელიც 27 წლისაა. ჩემგან ძალიან განსხვავდება, ხასიათითაც, გარეგნობითაც. მხოლოდ თვალები გვაქვს ერთი. დედა ჩემთან ერთად ცხოვრობს. მამა მოსკოვშია. რავი კიდე რა მოგიყვე?
-სად მუშაობ?
-აა ხო ეგ დამავიწყდა. ოჯახური ბიზნესი გვაქვს. ისე მე მხატვარი ვარ. სამხატვრო აკადემია დავამთავრე
ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით. ის ჩემს თმებზე თამაშობდა. ხშირად წარმოვიდგენდი ამ სიტუაციას ჩემს გონებაში. სიჩუმე საბას ტელეფონის ზარმა დაარღვია
-ხო თოკა? აა მომისმინე ეკლესიასთან რომ მინდორია აქ ვარ. კაი მოდი მალე
როგორც მისი საუბრიდან გავიგე, თოკონუნდა მოსულიყო. მისი ძმა. ძალიან მაინტერესებდა როგორი იყო. მალე მაღალი ბიჭი გამოჩნდა. შავ პიჯაკში გამოწყობილი. ისეთი სიმპათიური იყო რომ გამოძერწილი გეგონებოდათ. ოდნავ შევერცხლილი თმა ჰქონდა და საბასნაირი თვალები. მხოლოდ ამით მიხვდებოდი რომ ძმები იყვნენ. საბაზე ბევრად სიმპათიური აღმოჩნდა
-ოო სად დაეთრევი საბა? ერთი საათია გეძებ
-მე და ანა ვსაუბრობდით. გაიცანი ეს ანაა ჩემი მეგობარი
ჩემი ასე წარდგენა რაღაცნაირად მესიამოვნა. ალბათ იმიტომ რომ მეგობრები არ მყოლია
-სასიამოვნოა, წავედით რაა
საბა დაიხარა და ხელში ამიყვანა. თოკოსთან ძალიან შემრცხვა
-ვა ვაა საბუნა ნახევარი საათის გაცნობილ გოგოებს ხელში იყვან უკვე? ასე არ შეიძლება ძმაო თავზე დაგაჯდებიან მერე



№1 სტუმარი unknown

arvici ravtqva :dd ubralod dzalian magaria <3

 


№2 სტუმარი Sandra

Kargia gaagrdzele ogond didi tavebidadee <3

 


№3  offline წევრი elle elle

ძალიან მომეწონა მალე დადე რაა

 


№4  offline წევრი isterichka123

კაია კაი გააგრძე;ე

 


№5  offline წევრი რიტა

მომეწონა და დამაინტერესა. თოკომ არ იცოდა რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი რომ იყო ანა, ვნახოთ რა იქნევა. მალე დადე არ დააგვიანო. წარმატებები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent