შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ადვოკატი (11)


5-08-2016, 17:36
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 383

რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ სიმშვიდეს ვიპოვიდი და ყველაფერზე დაფიქრების დრო მექნებოდა...
არც შევმცდარვარ...
ორი კვირაა აქ ვარ და ყველაფრისს გააზრებას ხელახალა ვცდილობ...
ვზივარ და ვცდილობ გავიგო ვინაა ლანა, ან რა კვაშირი აქვს ჩემ ნიკოლოზთან...
ნუთუ ასეთი რთული იყო აეხსნა თავიდანვე ვინ იყო ლანა და ფუჭი იმედები არ მოეცა ჩემთვის..
ეს ყველაერი თავიდან რომ გაეკეთებინა ეხლა აქ არ ვიჯდებოდი და არ მომიწევდა ამ ყველაფერზე ფიქრი...
ღმერთო როგორ მენატრება...
თითქმის სამი კვირაა არ ჩანს...
ვხვდები, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე, მაგრამ რა?!
იქნებ ღირდა მომესმინა ცოტნესთვის და ცხელ გულზე არ მიმეღო გადაწყვეტილება.
იქნებ ყველაფერი არასწორად მესმის, ნიკოლოზთან გატარებული ყოველი წამი შეცდომაა და უბრალოდ ჩემი წარმოსახვაა..
და კიდევ რამდენი იქნებ..
იქნებ დროა უკვე დავბრუნდე თბილიში და ყველაფრის თავიდან დაწყება ვცადო..
არა!
ჯერ არა!
ჯერ კიდევ მჭირდება დრო ყველაფრის გასაანალიზებლად...
-ელენე შვილო, ყველაფერი რიგზეა?
ეზოში დედა მარიამი გამოვიდა და შორიდანვე დამიძახა...
შეუმჩნევლად მოვიწმინდე თვალები და ვეცადე გულწრფელად გამეღიმა..
-დიახ, ყველაფერი რიგზეა..
ყველანაირად ვეცადე ხმაში ბზარი არ შემემჩნია, თუმცა აკანკალებულ ხმას ვერაფერი მოვუხერხე...
-ელენე შვილო, მესმის რასაც ამ წუთას გრძნობ, მაგრამ ტირილით ვერაფერს გახდები, უფალი დიდია და აუცილებლად ყველაფერი ისე მოხდება როგორც მას სურს..
მაგრამ თუ გინდა რომ დამშვიდდე ჯობია წახვიდე და შენ მეგობრებთან ერთად იყო...
-კი მაგრამ..
-ნიკოლოზი აუცილებლად გამოჩნდება... და როცა გამოჩნდება აუცილებლად უნდა აპატიო მისი ეს საქციელი..
ვიჯქი და ვუსმენდი დედა მარიამის ლაპარაკს, თუმცა ვხვდებოდი, რომ ნელ-ნელა ყველაფერი იბურებოდა ჩემ გარშემო..
სიტყვებიც ბუნდოვნად მესმოდა და აზრს ვერ ვატანდი..
ყველანაირად ვცდილობდი თვალები გამეხილა და დედა მარიამისთვის მომესმინა...
თუმცა ბოლო სიტყვა რაც გავიგე ჩემი სახელი იყო, შემდეგ კი არაფერი აღარ მახსოვს...
გონზე რომ მოვედი, მაშინვე დედა მარიამის შეშინებული თვალები დავინახე და წამოდგომა ვცადე..
-არა, არა უნდა იწვე ცოტახანი, ხვალ კი შენი მეგობრები მოვლენ და წაგიყვანენ აუცილებლად უნდა გაესინჯო ექიმს..
-კი მაგრამ, ჯერ ხომ ორი კვირაა აქ ვარ, კიდევ მინდა აქ ყოფნა...
-მესმის შვილო, მაგრამ ბოლო ორი დღეა გაკვირდები და ნორმალურად ვერ ჭამ, არც ფერი არ მომწონნს, შენი, ეხლა კი ეს გულის წასვლა..
-კარგით, როგორც სწორად ჩათვლით ისე მოვიქცევი..
შეძლებისდაგვარად გავუღიმე..
მთელი დღე არ მომცეს ფეხზე წამოდგომის საშუალეაბა..
მეორე დილით კი გიორგი დილაუთენია დამადგა თავზე..
ყველას სათითაოდ გამოვემშვიდობე და თვალცრემლიანმა დავტოვე იქაურობა...
მხოლო მაშინ მივხვდი ამ ერთ კვირაში რამდენი რამის სწავლა მოვახერხე, რადმენ რამეზე ფიქრი შევძელი...
მანანაში მოთავსებულმა კი თამამად შევძელი ჩემი ცრემლებისთვის გზა გამენთავისუფლებინა...
გაოცებული მიყურებდა გიორგი და ცდილობდა გამოეცნო რა მატირებდა...
დაახლოებით ათი წუთი ვიდექით ესე გაშეშებულები და არცერთი არაფერს არ ვამბობდით, ბოლოს მანქანა დაქოქა და ნელ-ნელა მივეფარეთ თვალს...
-გამოჩნდა?
დუმილი მე დავარღვიე და ნელა გავხედე..
-გეძებს..
მოკლედ მიპასუხა და წამიერად გამომხედა..
-ხომ არაფერი გითქვამს?
შეშინებულმა გადავხედე და ხელები ნერვიულად ავათამაშე..
-მე არა
უდარდელად მიპასუხა და სიჩქარეს ოდნავ მოუმატა...
-შენ არა რას ნიშნავს?
-გუშინ რომ დამირეკეს ცოტნესთან ერთად ვიყავი და შესაბამისად რაღაცეები გაიგონა..
უცებ მიპასუხა და გზას გახედა..
-ცოტნე?
გაოცებულმა ვუპასუხე და ჩემი მობილური მოვძებნე..
-ხო ცოტნე, შენი წასვლის მერე შენ სახლთნ მოვიდა, მეც იქ მოვედი ლიზამ რომ მითხრა ქალბატონმა ელენემ საქმეები გადმოგაბარაო და იქ გავიცანით ერთმანეთი, რაებს მაყოლებ "აფშე" თქვი რატომ გახდი ცუდად?!
გაბრაზებულმა გამომხედა, მეც სინდისმა შემაწუხა და ანერვიულებულმა დავხარე თავი..
-გეკითხები ელენა..
-არ ვიცი გიორგი არა..
გაბრაზებულმა უცებ მივახალე და ძლიერი თავის ტკივილი ვიგრძენი..
მაშინვე მივიჭირე ორივე ხელი თავზე და თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს..
-ელენა კარგად ხარ? ელენა!
მესმოდა გიორგის შეშფოთებული ხმა, მაგრამ იმის თავიც არ მქონდა პასუხი გამეცა..
ვიგრძენი როგორ გაჩერდა მაქნანა და და როგორ მომიჭირა გიორგიმ მკლავებზე ხელები..
-ელენა! გაახილე თვალები.. ელენა..
შეშფოთებული ყვიროდა და მთელი ძალით "მაჯანჯღარებდა"...
-გი..ორგი
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვილაპარაკე და ნელა გავახილე თვალები...
-ახლავე ექიმთან მივდივართ..
უცებ დაბრუნდა თავის ადგილას და მანქანა მთელი სისწრაფით მოწყდა იქაურობას, თან ტელეფონზე რეკავდა და ჩემთვის გაურკვეველ საკიტხებზე ლაპარაკობდა...
-ლიკა, ელენა მომყავს და საავადმყოფოში მივდივართ, რომ მორჩები ყველაფერს მოდი.... არ ვიცი რა წირს ლიკა და მაგიტომ მიმყავს...
ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა და ისე გაუთიშა ტელეფონი..
დაახლოებით ათი წუთი ვისხედით ჩუმად და ორივენი გზას ვუყურებდით, ვერ ვიტყვი რამეზე ვფიქრობდი თქო, მაგრამ თავში ათასი აზრი მიტრიალებდა ჩემ ამ სიტუაციაზე..
-ცოტნეს უნდა დავურეკო
დუმილი გიორგიმ დაარღვია და მტკიცე სახით გამომხედა...
-არა! - უცებ ვუყვირე და ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე - სანამ არ გავარკვევ რა ხდება მანამდე ცოტნეს არ დაურეკავ!
მხრები რა გაეწყობას ნიშნად აიჩეჩა და გზას გახედა..
მალევე მივედით საავადმყოფომდე და მაშინვე პალატაში შემიყვანეს, ანალიზები გამიკეთეს...
ექიმების გასვლა და ლიკასშემოვარდნა ერთი იყო..
-ელენა კარგად ხარ?
შეშინებული დამადგა თავზე და ხელს რიტმულად მისმევდა თმებზე..
-კარგი ლიკა, კი არ ვკვდები კარგად ვარ..
გაღიმება ვცადე, თუმცა საშინელმა გულის რევის შეგრძნებამ ყველანაირი ემოციის კვალი დამალა...
ლიკას ხელით წყლისკენ ვანიშნე და მოწოდებული ჭიქა სულმოუთქმელად დავცალე..
-ელენა კარგად ხარ?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს..
ანალიზების პასუხს მოსვლას თითქმის ორი საათი დაჭირდა..
მთელი ამ დროის განმავლობაში ცოლ-ქმარი ჩემ პალატაში ისხდნენ და გაფითრებულები მიყურებდნენ..
-გამარჯობათ ქალბატონო ელენა, როგორ გრძნობთ თავს?
ღიმილით შემოვიდა შუახნის ქალი
-უკეთესად გმადლობთ, ცოტა თავბრუ მეხვევა და გულის რევის შეგრძნებაქ მაქვს..
-ამ სიტუაციაში ნორმალურა ეგ ყველაფერი, ვიტამინებს გამოგიწერთ, კარგად იკვებედ და ერთ თვეში მობრძანდით გამოკვლევებზე..
ღიმილით მითხრა და გასვლას აპირებდა გიორგის შეშფოთებულმა ხმამ რო შეაჩერა..
-უკაცრავად რა სიტუაციაში?
-თქვენ მეუღლე ბრძანდებით?
ინტერესით გვიკითხა და სამივეს სათითაოდ გადმოგვხედა..
-არა მეგობარია..
პასუხის გაცემა დავასწარი გიორგის და ოდნავ დავიძაბე..
-ოჰ გასაგებია, მოკლედ ელენე, ერთი თვის ორსული ხარ, როგორც ანალიზებით ჩანს საშიში არაფერია, უბრალოდ ცოტა მისუსტებული ხართ და კარგად უნდა იკვებოთ, ეხლა კი დაგტოვებთ გაანალიზების საშუალებას მოგცემთ...
ღიმილით დატოვა პალატა, ვიგრძენი ცხელი სითხე ლოყაზე და გულში რაღაცამ სასიამოვნოდ გამკრა..
ჩემი შვილი..
ჩემი პატარა..
ჩემი და ნიკოლოზის პატარა..
მუცელზე რიტმულად ვისვამდი ხელს და ბედნიერებისგან ვტიროდი..
აცრემლიანებულმა გავხედე ლიკას და გიორგის და ისინიც ჩემსავით ტიროდნენ...
-ბიძიას სიხარული
ნელა შემეხო გიორგი მუცელზე და ვიგრძენი მისი ცრემლები, მალევე შემოუერთდა ლიკა და სამივე ერთ ხმაში ვტიროდით..
ზუსტად ნახევარ საათში მომცეს დანიშნულება და სახლში წასვლის უფლება მომცეს..
-უნდა უთხრა..
მანქანაში ჩაჯდომისთანავე მაჯახა ლიკამ..
-როცა დრო მოვა ვეტყვი, ეხლა კი სახლში მიმიყვანეთ და მომეცით უფლება ცოტახანი დავისვენო..
დარეტიანებულმა ვუპასუხე და ფანჯარაში გავიხედე.. მალევე მივედით ჩემ სახლამდე, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად მაინც დავითანხმე რომ მარტო მშვენივრად ვიქნებოდი და სახლში გავიშვი..



იმედია მოგეწონებათ <3 შემდეგი თავი დასასრული იქნება <3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Ar meyo ra dzalian patara tavi iyo,magram saintereso

Cota gazarde ra tavebi
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Ketis

Au ra dros sheckvit es nikolozi ar inda gamochndes

 


№3  offline წევრი elle elle

პატარა თავი იყოო მარა კარგი❤((

 


№4  offline წევრი lamazmani

auu ar meyo male dade ra 12is mere dade dzaan magaria veli moutmenlad

 


№5 სტუმარი Teo..

Gtxov ra male Dade .vgijdebi shenze .

 


№6  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან მომწონს.❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო ძალიან მომეწონა საინტერესო იყო სამივე რომ ტიროდა მაგაზე კი ვიცინე მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent