უთხარით, რომ ვიღიმოდი / Tell her I was smiling [4]
მოკლედ, ერთი თავის დაწერაც მოვახერხე როგორც იქნა, მაგრამ მართლა არ ვიცი როდის დავდებ შემდეგს და წინასწაე ბოდიში. ხო და, სანამ დაიწყებდეთ კითხვას, რაღაც მინდა რომ გითხრათ. ეს ისტორია არ არის მხოლოდ ნუცას სასიყვარულო ისტორია. ზოგადად, ეს გოგო მინდა რომ აღვწერო ყველანაირად. მარტო სასიყვარულო ისტორია კი არა, საერთოდ მისი ცხოვრება, ხასიათი, დამოკიდებულებები და არ ვიცი, ყველაფერი, ამიტომ სავარაუდოდ ცოტა გრძელი იქნება, ალბათ. ახლა ნუცას და ლევანს რაც შეეხება. არ იქნებიან ესენი ერთად, არა, ნუ გეშინიათ:) მაგრამ არც ცოტნესთან იქნება. ჯერ თვითონაც ვერ გაუგია რა უნდა და მე რა გავიგო?:) ძალიან მიხარია, თუ მოგწონთ. 888 საღამოს 9 საათზე დაურეკა დეამ, შენს სახლთან ბარში ვზივარ და ჩამოდიო. 5 წუთში იქ იჯდა ნუცაც. როგორც ყოველთვის, საოცარი იყო. ისე მარტივად იქცევდა ყურადღებას, მთელი გულით ეცინებოდა დეას. არა და, ხომ საერთოდ არაფერს აკეთებდა .. უბრალოდ იჯდა ძალიან დახეული ჯინსით, მუქი წითელი მაისურით, კედებით, ბეჭებზე გადაყრილი მბზინვარე თმით და სვამდა წვენს. თითქმის საერთოდ არ ლაპარაკობდნენ. ნუცა ვერ იყო ხასიათზე. დეა არაფერს ეკითხებოდა, იმიტომ, რომ იცოდა, პასუხს მაინც ვერ მიიღებდა. 10 ხდებოდა, სთხოვა, მთაწმინდაზე ავიდეთო და ავიდნენ. უფრო იმიტომ, რომ ნუცა გამოეყვანა ხასიათზე. სეირნობა არასდროს ეზარებოდა ამ გოგოს. ფეხით სიარული უყვარდა. რომ გეთხოვათ, ქვყნის დასალიერს გამოგყვებოდათ. მშვიდი საღამო იყო. სიო უბერავდა და გრილოდა უჩვეულოდ. ყველაზე შემაღლებულ ადგილას იდგნენ. იმის იქით არაფერი არსებობდა. მხოლოდ ხრამი იყო, ძალიან ღრმა. არ ლაპარაკობდნენ. ნაპირში იდგნენ და გული ისე უტკავდა დეას, ძალა ეცლებოდა ფეხებიდან. ნუცამ კიდევ ერთი ნაბიჯი რომ გადადგა და ხელები გაშალა, მაშინ კიდევ უფრო მეტად შეეშინდა. ფეხი წინ წასწია და მეგობარს გაუსწორდა. ვერ იტანდა, ყიფიანს რომ არაფრის ეშინოდა, მას კი სულ აბრკოლებდა რაღაც. სულ ექაჩებოდა რაღაც უკან. საკუთარ თავს ვერ იტანდა ამის გამო. არ იცოდა, ნორმალური მდგომარეობა რომელი იყო. ის, რომ ხრამთან ასე ახლოს ყოფნა გულს უჩქარებდა თუ ის, რომ ნუცა წარმოუდგენლად გაცისკროვნებული სახით იდგა და არ ადარდებდა არაფერი. არც ის, რომ მხოლოდ ერთი ზედმეტი მოძრაობა და აქ უბრალოდ აღარ იქნებოდა. -გეშინია? - გვერდიდან გადმოხედა ნუცამ სიცილით რომცა შეამჩნია, რომ სუნთქვაც კი დაავიწყდა დეას. ამ კითხვამ უფრო მეტად დაძაბა. თითები აეწვა. -შემომხედე, - იცინოდა ნუცა, - მართლა გეშინია? კანი დაეჭიმა დეას და ისეთი სახე მიიღო, ყიფიანს აღარ გაუცინია. სახე გაატრიალა მხოლოდ. ხელები ისევ გაშლილი ჰქონდა. ნიავი თმას უწეწავდა და სახეზე ისე საოცრად დასთამაშებდა მთვარის შუქი, იმ წამს ამაზე უკეთეს სანახაობას ვერც ინატრებდით. -ერთი ნაბიჯიც და გადავვარდები, - თქვა მან და სულ ცოტათი კიდევ წაიწია წინ. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ნაზი და ისეთი მშვიდი .. საერთოდ არაფერს გრძნობდა. ოდნავაც არ უტოკავდა გული. -სულ ცოტაც და, - დეას გახედა .. ერთიანად გაფითრებულს. ასე ცხოვრებაში არასდროს შეშინებია, - მოდი, გადავხტეთ. - იღიმოდა ნუცა. მკლავები გაუშეშდა დეას. -მოდი, დეა, რატომ გეშინია? - ხელი მისკენ გაიშვირა ნუცამ, - მაინც რატომ გიყვარს სიცოცხლე ასე ძალიან.. - გაეცინა, - დეა, გესმის? დეა უყურებდა წაშლილი სახით და შიშჩამდგარი ლურჯი თვალებით. ჯანდაბაში გააგზავნა საკუთარი თავი, აქ ამოსვლა რომ აიჩემა. -ერთი ნაბიჯიც და აღარ ვიქნები, - მის ტანჯვას განაგრძობდა ნუცა, - გაგახსენდები? მითხარი, რამე კარგი გაგახსენდება, თუ ერთ შიზოფრენიკ, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ გოგოდ დავრჩები შენთვის .. დეამ თვალები დახუჭა. -მაინც რა არის აქ ისეთი, ასე ძალიან რომ გიყვარს, - ქალაქს გადახედა ნუცამ, - ყველას ასე ძალიან რომ გიყვართ. ისეთი გულწრფელი იყო, როგორიც არასდროს ყოფილა. ისეთი მშვიდი იყო, როგორიც არასდროს .. და ისეთი საშიში, როგორიც არასდროს .. -იცი, შენთან რატომ ვმეგობრობ? - იღიმოდა ის, - იმიტომ, რომ ცხოვრება გიყვარს ძალიან. მეც გიყვარვარ. მე კიდევ მინდა ვიცოდე, რა არის აქ ისეთი, რომ ვერავინ თმობთ. - მხრები აიჩეჩა, - გგონიათ, თქვენს გარეშე დაიტანჯებიან? მითხარი, ასე გგონია? ცოტა ხანს იტირებენ და გადაუვლით, არავინ გადაგვყვება. ისე მშვიდად საუბრობდა, თითქოს შოკოლადის კექსზე ლაპარაკობდესო:) დეა ოდნავ შებარბაცდა და იმ წამს პირველად დაეტყო ნუცას თვალებს შიში. მხარზე მოკიდა ხელი და უკან დასწია სულ სულ ოდნავ, ისე, რომ თვითონ არ დაძრულა. -არ აქვს მნიშვნელობა, ახლა დავიხოცებით თუ 10 წლის შემდეგ, 20 თუ 30. ბოლოს მაინც ისე გამოვა, რომ არავის ვემახსოვრებით. რაც უფრო მეტს ცხოვრობ, უფრო მეტად გიყვარდება ცხოვრება, დეა .. იცი რა? მოდი გადავხტეთ .. სანამ ისე არ შეგყვარებია, რომ ვეღარასდროს დათმო. დეას გული უწუხდა. ვერ ხვდებოდა, ამას მის შესაშინებლად ამბობდა თუ მართლა მზად იყო აქედან გადასახტომად. თავი ვეღარ შეიმაგრა და ისევ შებარბაცდა. ნუცა შეკრთა .. მკლავზე მოკიდა ხელი და ბალახზე ჩამოაჯინა. ცრემლებმა მაჯებიდან რომ ამოხეთქა და თვალებიდან გადმოვიდა, ყიფიანი მიხვდა, რომ ძალიან შეტოპა. ასე არ უნდოდა. იმიტომ არ ტიროდა დეა, რომ შეეშინდა .. იმიტომ არ ტიროდა, რომ საკუთარ თავზე დარდობდა .. იმიტომ ტიროდა, რომ ნუცა არ იყო ნორმალური. იმიტომ, რომ ამ გოგოს არავინ აღელვებდა, საკუთარი თავის ჩათვლით. არავინ უყვარდა. კიდევ იმიტომ, რომ უკუღმა იყო მოწყობილი, ამ სამყაროსთვის უბრალოდ არ დაბადებულა და საერთოდაც, ღმერთმა იცოდა, როდის რა დაუტრიალდებოდა თავში. -დეა, დაიჯერე? - იცინოდა ის, - შენ რა, მართლა გეგონა, რომ შენთან ერთად აქედან გადავხტებოდი? ექოდ ისმოდა მისი ხმა. დეა ისევ ტიროდა გაუჩერებლად. რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ნუცა გადახტებოდა თუ თვითონ ეტყოდა, მზად ვარ მოდი აქ დავასრულოთო. ახლა კი მხოლოდ იმიტომ ამშვიდებდა, რომ ვერავის ცრემლებს ვერ იტანდა ნუცა:) -სულელო, ნუ ტირი, - ისევ იცინოდა ყიფიანი, - ნუ ტირი, დეა, პატარა ხომ არ ხარ? კიდევ დიდხანს ტიროდა დეა და ნუცაც კიდევ ძალიან, ძალიან დიდხანს ცდილობდა მის დამშვიდებას. იცოდა, რომ თუ ყველაფერს იტყოდა, ხალხს ძალიან შეაშინებდა. ამიტომ, ბევრს არასდროს ლაპარაკობდა. ჩაკეტილი არ იყო, მხიარულებაც შეეძლო და ყველაზე მაგრად გართობაც, მაგრამ თუ ხალხს საკუთარ ფიქრებს მოახვევდა თავზე, ბოლოს აი ამ შედეგამდე მივიდოდა აუცილებლად. ის საღამოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იხსენებდა დეა. ძილის წინ სულ ეფიქრებოდა ნუცაზე. სულ აინტერესებდა, რას აკეთებდა ახლა და მთაწმინდაზე მდგარს, ხელებგაშლილს რომ წარმოიდგენდა, სული ეხუთებოდა, ისე უნდოდა ტირილი. 888 -ნუციკო დედა, ხომ იცი, რომ მიყვარხარ? - დაიწყო მაკომ ძალიან თეატრალურად მას შემდეგ, რაც 5 დღიანი ძებნის დასასრულს ნუცა სახლში ისე უდარდელად დაბრუნდა, თითქოს არც არსად წასულაო, - ყავა გინდა, გაგიკეთო და დავლიოთ მე და შენ? გული ყელში უცემდა მაკოს, ისე უნდოდა, რომ საუბარი ნორმალურად წარმართულიყო. -დედა ნუციკოს ნუ მეძახი და ნურც ლექციების კითხვას დაიწყებ რა, გთხოვ. -რა ხდება შენს თავში, ნუცა? - გაბრაზდა ის, - რა ქაოსი გაქვს მანდ? -აუ, მაკო! -რა მაკო, რა მაკო? არ იცი, რომ შენს 30 წლის კაცთან სიარულს გაღიმებული ვერ შევხვდები? როგორ გინდა, ამ საკითხს რომ მივუდგე? -ტრაგედიებს რატო ქმნით, ვერ ვხვდები. 29 წლის არის, 90 ის ხო არა? ან, საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლისაა. - მხრები აიჩეჩა მან. -ანუ, არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ჩემი 19 წლის შვილის შეყვარებული ჩემზე ძალიან ცოტათი უმცროსია? - სახე მოერყა მაკოს, - კარგი, ამას თავი დავანებოთ. სახლში სამიზნეები თავის ადგილას რომ დააბრუნე და აუზი წყლით აავსე, ეს რას ნიშნავს? -სამიზნეები იმიტომ დავაბრუნე თავის ადგილას, რომ სროლა მომენატრა. მგონი, ამ სახლში თორნიკეს გარდა სხვებიც ვცხოვრობთ. წყალს რაც შეეხება, ივნისია, მაკო, ცხელა, რატომ ვერ იგებ? -მაინც და მაინც მტკივნეულ ადგილას უნდა დააჭირო ფეხი, ხო? - თვალები ცრემლით აევსო მას, - ამ ბიჭს ცხოვრება დაემხო თავზე და შენ ვერ ითმენ, რომ ერთი თვე უაუზოდ გაატარო? -ვერა, ვერ ვითმენ. - თვალი ჩაუკრა ნუცამ, - დედა როდემდე უნდა უსწორო ღამით საბანი და როდემდე უნდა უზიდო კანფეტები მაღაზიებიდან? გგონია, ეს მოსწონს? -სადამდეც საჭირო იქნება. -საჭირო არასდროს ყოფილა და არც იქნება, დედა, მომვლელი რომ დაუქირავე, რა გგონია, ძალიან ბედნიერია? ასე აგრძნობინებ, რომ პირის მოწმენდაც არ შეუძლია დამოუკიდებლად. ის ქალი დღე და ღამე თავზე დასტრიალებს, ვერ ხედავ, უფრო ცუდად რომ ხდის? -ნუცა რა გჭირს? - გადაირია მაკო, - საერთოდ არაფერი გესმის? ის ქალი დახმარებას ცდილობს და საერთოდ, ჩვენ ყველაფერს მხოლოდ იმისთვის ვაკეთებთ, რომ ოდნავ მაინც შევცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ. -რატომ გინდა, რომ სამყარო მის გარშემო სხვანაირი გახადო? არაფერი შეიცვლება იმით, თუ აუზს წყლით არ ავავსებთ. ქვეყნად მაინც იარსებებენ სპორტსმენები, რომლებიც რაღაცას მიაღწევენ, ის კი ინვალიდის ეტლში იჯდება და რაც აქამდე უკეთებია, წყალში ჩაეყრება ყველაფერი. ის, რომ ჩვენი აუზი ცარიელი იქნება, ქვეყნის მოცურავეებს არ ამოწყვეტს და არც მას გაუჩენს წამოდგომის სურვილს. ამას ოდესმე თუ მიხვდებით, ცაში მაშხალებს ავუშვებ, გპირდები! 888 -ძალიან მაგარი ვინმე უნდა გაგაცნო, დედას ვფიცავარ, - დეამ აღფრთოვანებულმა დაახეთქა მაგიდაზე ფორთოხლის წვენი. ნუცას ჯერ თვალები დაუელამდა, მერე სიცილი აუტყდა ისტერიული. -სერიოზულად? -ხო, რა იყო? - გაიოცა დეკომ, - მაინც არ გიყვარს ეგ ცოტნე, რა პრობლემაა? -რა შუაშია, - გადაირია ნუცა, - ფაქტია ერთად ვართ და რომ არ მიყვარს, ეგ არ მაძლევს იმის უფლებას, ვიღაცების გასაცნობად ვიარო. -რა დეგენერატი გოგო ხარ, ერთგულების ფიცი გაქვს დადებული? -დეა რაებს მელაპარაკები, ხო არ გაგიჟდი? ცოტნესთან ერთად ვარ მეთქი და ვის გასაცნობად მიგყავარ, ადამიანს როგორ გავუკეთო ეგეთი რაღაც? -როდიდან განაღვლებს ადამიანების გრნობები? -კარგი, მაშინ ჩემს თავს როგორ გავუკეთო ეგ? -საშინელი გოგო ხარ, ნუცა, რა გჭირს? არ გიყვარს, არც შორდები და თან ახალი ურთიერთობებიც არ გინდა. ნორმალური ხარ, საერთოდ? - აღშფოთდა დეა. -დეა 45 წლის შინაბერა არ ვარ, ხალხს რომ მირიგებდე. -რა მნიშვნელობა აქვს რამდენის ხარ, მაინც ეგრე დაბერდები და არასდროს არავინ გეყვარება! - გაბრაზდა ის. ნუცამ ამოიხვნეშა და მობეზრებული გამომეტყველებით მიიტანა ტუჩებთან ჭიქა. 888 ძალიან, ძალიან მაგარ ბარში ისხდნენ ბიჭები. ისეთში, უკან წამოსვლა რომ არ მოგინდება. მაგარი მუსიკა, ძლიერი სასმელები, მეგობრული გარემო და უამრავი სალაპარაკო თემა, როგორც ხდება ხოლმე:) -გვერდით გაიხედე, ძმობას გაფიცებ, რა გოგოა. - საუბარი გაურკვეველ ვითარებაში გაწყვიტა და ცოტა გაოგნებული მზერა გააყოლა სანდრომ ვიღაცას. საერთოდ ისეთი ყიპი იყო სანდრო, ვიღაც ძალიან თუ არ აღაფრთოვანებდა, შანსი არ იყო, რამე შეემჩნია. ამიტომ ეგონა ლევანს, რომ რაღაც მოესმა. რა თქმა უნდა, არსად გაუხედავს. -რა იყო ბიჭო, რას სოფლელობ, სად გავიხედო. -ლევან გაიხედე მეთქი ერთი წამი, რა გჭირს? - მხარი გაკრა მან. ლევანს თვალში ძალიან შეწუხებული გამომეტყველებით ბარის გასასვლელში მდგარი ნუცა რომ გაეჩხირა, ისტერიულად გაეცინა. სანდრომ ისეთმა შეშფოთებულმა შეხედა, ლევანმა მუცელზე მოიკიდა ხელი, რომ არ გაგუდულიყო. უკან რომ მიიხედა ოდნავ დამშვიდებულმა, ვეღარსად დაინახა ნუცა. -მოვალ ორ წუთში, - მხარზე დაარტყა ხელი ჯერ კიდევ ცოტა დაბნეულ სანდროს. ვერანდაზე იდგა ნუცა. მარცხენა იდაყვით მოაჯირს ეყრდნობოდა, მარცხენა ხელში სიგარეტი ეჭირა. იმხელა ნაფაზებს ურყამდა, ლევანს ეგონა, რომ გული წაუვიდოდა ახლა:) აქ მუსიკა არ ისმოდა და თან გრილოდა, საგრძნობლად. -ნუცა! - დაუძახა შორიდანვე და მისი დანახვით ცოტა გაკვირვებულ ყიფიანს გაუღიმა. -ლევან? - მთელი ტანით შემობრუნდა ნუცა, - არ ვიცოდი თუ შენც აპირებდი მოსვლას. -ვაპირებდი? - ვერ გაიგო ქალდანმა, - ორი საათია აქ ვარ. -რა? - გაეცინა მას, - ცოტნეს მეგობრებთან ერთად ვართ, რატომ არ მოხვედი? -სად მოვსულიყავი, ნუცა, იმ ტიპებთან, აქციებზე საუბარს ბარებშიც რომ არ წყვეტენ და ისე აქვთ შეკრული ჰალტუხი, სუნთქვა უჭირთ? - ძალიან ეცინებოდა ლევანს. ნუცა შეტრიალდა. -არ გაქვთ კარგი ურთიერთობა? - იკითხა და თმა უკან გადაიყარა. -სად შევედრები ცაზე მაღლებს, - სიგარეტს გაუკიდა ლევანმა, - არ მეგონა, ამათთან ერთად თუ გნახავდი ოდესმე. ნუცას ძალიან მწარედ გაჰკენწლა გულში რაღაცამ. -არც მე ვიცი აქ რას ვაკეთებ საერთოდ, - ორივე ხელით მოაჯირს დაეყრდნო ის. -რატომ? - მოჩვენებით გაიკვირვა ლევანმა, - არ გაინტერესებს ახალი შუბების ფასები? ნუცა კინაღამ გაიგუდა. -ზუსტად მაგაზე ლაპარაკობდნენ წეღაც, - უთხრა მაშინ, როცა ოდნავ დამშვიდდა. გულს უხეთქავდა ცოტნეს მეგობრების ცოლების აზროვნება. ისეთი გაოცებული იჯდა შიგნით, ნატოს სამიტის სხდომაზე ეგონებოდა ვინმეს. საერთოდ ვერ ხვდებოდა, რატომ იბადებოდნენ ადამიანები ასეთი გაგებით. -გინდა? - ხელში შერჩენილი ვისკის ჭიქა მიაწოდა ნუცას. -ხო, თორე ამ გოგოების ფხიზლად ყურებას ვეღარ ავიტან, - გაეღიმა მას. -და საერთოდ რატომ უყურებ, მოტყდი. -ზუსტად მაგას ვაპირებდი აქ რომ გამოვდიოდი, ლევან. - დაფიქრდა ნუცა, - ცოტნესთანაც არ გაქვს კარგი ურთიერთობა? -როგორ არა, - თავი დაუქნია ქალდანმა, - შენ გყავს ძმა? -ძმაც და შენ წარმოიდგინე, დაც. -გეცოდინება მაშინ, რასაც ნიშნავს ეგ. - ისეთი სიყვარულით თქვა ლევანმა, ნუცას გაეღიმა. -რა ვიცი, მეცოდინება? - მეორე ღერს გაუკიდა ყიფიანმა ოდნავ სევდიანი ღიმილით, რაც ლევანს, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია. თვალები დააწვრილა და ისე შეათვალიერა ნუცა. სახე გაატრიალა ყიფიანმა და ლევანი მიხვდა, რომ არ უნდა ეკითხა. -ჩვენი Coffeebucketchallenge ძალაშია ისევ, ხო? - ჩამწვარი სიგარეტი ურნას დაუმიზნა ქალდანმა და ჩააგდო კიდეც. -კი, აბა? - თვალი ჩაუკრა ყიფიანმა. მიხვდა, რომ სპეციალურად არ გაუგრძელა და-ძმაზე საუბარი ლევანმა და ძალიან დააფასა ამისთვის, - და საერთოდ, ჩემი ჯერია, წარმოუდგენლად მაგარ ყავას დაგალევინებ, ხო გინდა? -მანქანის გასაღებს ავიღებ და გამოვალ ორ წუთში, - ის იყო ბარში უნდა შებრუნებულიყო ქალდანი, ნუცამ რომ გააჩერა. -მანქანით ვარ, - უთხრა მას და კიბეები ოდნავ აჩქარებული ნაბიჯით ჩაირბინა. რამდენიმე წამში, ნუცაც უზარმაზარ კიაში მოთავსებული ლევანი ცოტა შეშფოთებული იყურებდა საჭესთან მოკალათებულ ყიფიანს, რომელიც საკმაოდ სწრაფად და სახიფათოდ მართავდა მანქანას 19 წლის გოგოს კვალობაძე. -ტვინს არ მიგასხმევინებ, არ შეგეშინდეს, - გაეცინა ყიფიანს. -არ ვარ დარწმუნებული, - ნერვები სპეციალურად მოუშალა მან, - 19 წლის გამოცდილი მძღოლები მე არ გამიგია! -ნუ მაქეზებ, თორემ მართლა ავილეწებით სადმე. - სიცილით ჩამოსწია შუშები ნუცამ. რამდენიმე წამში ლევანმა ჯიბიდან დისკი რომ ამოაცურა და მანქანის DVD - ში კომფორტულად მოათავსა, ნუცა კინაღამ გადაბჟირდა. -შენ ქუჩაში სულ ასეთი შეიარაღებული მოძრაობ? - გახედა ცოტა გაოცებულმა. -ხო, და არყის ბოთლიც მიდევს შარვლის ჯიბეში, "სილიოტკიანად", - გაეცინა მასაც, - ტიგინები და მასტერები რომ არ მაქვს, ძალიან გეწყინება? - მუსიკების არჩევას შუდგა ლევანი. -რატომ მეღადავები? - მოჩვენებით იწყინა ყიფიანმა. -კაი, მაშინ რა ჩავრთოთ? -მოიცა, მე ავარჩევ, - წინ მიიწია ნუცა და სიმღერების სახელწოდებები გადაიკითხა, - ეს იყოს, ბევრი ძებნა მეზარება, -"OCEAN DRIVE" გაისმა მანქანაში. -ისეთი ცუდი გემოვნებაც არ გქონია, მე რომ წარმომედგინა. - ისევ გააღიზიანა ლევანმა და ნუცამ შეკრული კოპებით რომ გადმოხედა, გაეცინა ძალიან ხმამაღლა. ცოტა ხანს არაფერი უთქვამთ. სიმღერა ძალიან სახალისო განწყობას ქმინდა მანქანაში. საერთოდ, ლევანი ისედაც ისეთი დადებითი ბიჭი იყო, ნუცას საოცარ განწყობაზე აყენებდა. ამას OCEAN DRIVEC დაემატა და ისეთ ხასიათზე დადგა, უკეთეს რომ ვერც ინატრებდა. -სად მივდივართ? - იკითხა ქალდანმა მაშინ, როცა შეამჩნია, რომ თბილისს აშკარად გაცდნენ. -გიტაცებ, ლევან, დღეს ასეთი ტენდენციაა, გოგოებს თავისუფლად შეგვიძნია, რომ ბიჭები მოვიკიდოთ ზურგზე და გავაქანოთ იქ, სადაც გვინდა. -გეთქვა, ნუცა, საკუთარი ნებით მოგყვებოდი იქნებ. ნუცამ ისეთი სახით გამოხედა, ლევანი ჩაბჟირდა კინაღამ. -წყნეთის ასახვევთან ერთი ძალიან მაგარი კაფეა, უგემრიელეს ყავებს ამზადებენ, ამერიკანო რომ ამერიკანოა, იმასაც სხვანაირი გემო აქვს. თან გარემოც მშვიდია, მუსიკა დაბალ ხმაზე და მომღიმარი მომსახურე პერსონალი, რაც მთავარია. ნუცა იმაზე უბრალო, სადა გოგო აღმოჩნდა, ვიდრე მას წარმოედგინა და საბოლოოდ დაასკვნა, რომ ძალიან მცდარი წარმოდგენები ჰქონდა ამ ადამიანზე. -წყნეთის ასახვევში ეგეთი რა კაფეა, - ეცინებოდა ლევანს, - მიმიყვანს ეხლა პადვალში, სადღაც .. ისევ გააღიზიანა ყიფიანი. -ხომ ხარ ღირსი, ჯურღმულში მიგიყვანო, მართლა? - წარბები ზემოთ აზიდა მან, - ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი აღარ შეიტანო, თუ შეიძლება. -რა თავმდაბლობაა, ნუცა?! - ყიფიანს შეხედა სიცილით, - და ღამის სამი საათი როა, არაუშავს? -სულ ღიაა. - კმაყოფილმა უპასუხა. -მგონი, ეგ კაფე დაგესიზმრა შენ და მიბოდიალობ ეხლა სადღაც, - სიგარეტს გაუკიდა ლევანმა. -მოვედით! - თქვა მან და ძრავა გათიშა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.