მაპატიე დედა, მე გოგონები მომწონს (3)
-სახლში წასვლა არ მინდოდა.- ვუთხარი ემას როცა კარები გამიღო. სახლში წასვლა მართლა არ მინდოდა, ახლა ჩემი მშობლები ბატონ დავითთან ერთად ჩემი ქორწილის საკითხებზე ბჭობენ, მეკი არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ემასთვის უნდა მეთქვა ამიტომ პირდაპირ მასთან წავედი. -რამოხდა?- მკითხა დაფეთებულმა და სახში შემიყვანა -მარტო ხარ?- სახლი მოვათვალიერე და მისაღებში მაგიდასთან დავჯექი. - ხო დილით სოფელში წავიდნენ, სახლს არემონტებენ იქ და მუშებს თავზე უნდა დავადგეთო.კარგად ხარ?- მკითხა და ჩემს წინ დაჯდა. - ვთხოვდები-ვუთხარი პირდაპირ რადგან მიკიბვ მოკიბვულ საუბარს აზრი არ ქონდა, ბოლოს მაინც იქამდე მივიდოდი რომ იგივე სიტყვის თქმა მომიწევდა. -მოიცა რა?- სიცილით მითხრა -სერიოზულად ემა. -რასნიშნავს თხოვდები??? -რას და ქორწილს, თეთრ კაბას, მაკიაჟს, უამრავ სტუმარს, ღვინოს, მთვრალ ჩხუბისმოყვარულ კაცებს და პირველ ღამეს. -სალომე სერიოზულად ამბობ? -მეტყობა რამე არასერიოზულობის?- ხმა აღარ ამოუღია, ფეხზე წამოდგა დივანზე დაჯდა საზურგეს მიეყრდნო, ოდნავ ძლივს შესამჩნევად გაიღიმა და თვალები დახუჭა. მეკი მაგიდას დავაშტერდი. -მამაჩემმა კომპანიაში გამცვალა.- ვთქვი და ვიგრძენი როგორ მოწყდა ცრემლი ჩემს თვალებს და როგორ დავარდა მაგიდაზე. -რა?- გაოცებულმა შემომხედა -ჰო, ორ კომპანიას ერთმანეთთან თანამშრომლობა აწყობდა და გადაწყვიტეს ქორწინებით ითანამშრომლონ, მამაჩემიც დათანხმდა, ორ კვირაში ნიშნობაა, დღეს საქმრო გავიცანი, და ჩემი მამამთილი გრანდიოზულ ქორწილს გეგმავს.- ემას სიცილი აუტყდა, ვერ გავიგე რატომ იცინოდა, მაგრამ სიცილი ცრემლებმა შეცვალა , ჩემთან მოვიდა, ხელი მომკიდა, ამაყენა, ჩემი თავი ხელებში მოიქცია და ნაზად მაკოცა. -ყველაფერი კარგად იქნება- მითხრა და კაბაზე შემხედა. - ლამაზია, და ძალიან კარგად გამოიყურები როცა ამხელა ქუსლებზე დგახარ.- თქვა და გაიცინა. - ნუ დამცინი- გამეცინა და ჩავეხუტე, მისი სითბო, მისი შეხება, ტანში ჟრუანტელი მივლიდა როცა ვეხებოდი, კისერზე მის სუნთქვას ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ უცემდა გული, ხელები წელზე მომხვია და ვნებიანად მაკოცა. დილით ტელეფონის ზარმა გამღვიძა, საწოლიდან ფრთხილად ავდექი და ტელეფონს ვუპასუხე. -გისმენთ -სალომე სადხარ?-გავიგონე მანანას ყვირილი -ნუ ყვირი რა. -რასნიშნავს ნუ ვყვირი. მთელი ღამე სახლში არ მოსულხარ, გირეკავდი არ პასუხობდი, შენიაზრით არ უნდა ვყვირდე? -ჰო ზუსტად ეგრე ვფიქრობ რომ არ უნდა ყვიროდი- ნელი ნებიჯებით წავედი კარისკენ, ემას შევხედე, ჯერ კიდევ ძინავდა, ფრთილად გავედი ოთახიდან და კარები დავხურე. -რაგინდა მანანა?- ვუთხარი დედაჩემს რომელიც ტელეფონში ლექციებს მიკითხავდა. -სადხარ? -ემასთან -სასწრაფოდ წამოდი სახლში. - და რო არ წამოვიდე რა? - სალომე, კიდევ ერთხელ ნუ გამამეორებინებ, სასწრაფოდ მოდი სახლში გელოდები.- მითხრა და ტელეფონი გამითიშა, ოთახში დავბრუნდი, კაბა და ფეხსაცმელები ჩავიცვი თმა შევიკარი, მერეკი საწოლთან მივედი და ემას ვაკოცე. -ჰეი- ვუთხარი როცა თვალები გაახილა და ღიმილით შემომხედა. -დილამშვიდობის. - დილამშვიდობის. როგორხხარ? - კარგად შენროგორხარ? - ჰოო... ნორმალურად. მისმინე უნდა წავიდე. მანაანმ დამირეკა და სასწრაფოდ წამოდიო. -კარგი- მითხრა და საწოლიდან წამოდგა. -იყავი, ჩემით გავალ. -კარგი- ისევ საწოლზე დაბრუნდა და ზურგი მაქცია. -ნუ მიბრაზდები, ჩემი გადაწყვეტილება არ იყო იმ ბიჭზე დაქორწინება.-ველოდებოდი, მეგონა რამეს მაინც მეტყოდა მაგრამ უშედეგოდ, სარკეში ჩემს თავს შევხედე, და ვხედავდი უძლურ პატარა კურდღელს რომელიც ხმაურის გაგონებაზე ბუჩქებში იმალება. არშემეძლო მშობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, არშემეძლოვყოფილიყავი ბედნიერი, და რაც მთავარი არ შემეძლო მისი გაბედნიერება ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა. ემას შევხედე ისევ ისე გაუნძრევლად იწვა. -ნახვამდის- ვუთხარი და წამოვედი, ტაქსით წასვლა არ მინდოდა ამიტომ გზას ფეხით გავუყევი, არ მინდოდა მანანს გაცეცხლებული სახე დამენახა, მაგრამ როგორც ჩანს ამას ვერსად გავექცეოდი. ვფიქრობდი უნდა მეთქვა თუარა მათთვის რომ საერთოდ არ მაინტერესებდა ბატონი დავითის ვაჟბატონი, მაგრამ თუ ამას გავაკეთებ არვიცი რამოხდება, იქნებ მამაჩემმა საერთოდ აღარ მოინდომოს ისეთი ქალიშვილის ყოლა რომელსაც მისი საუკეთესო მეგობარი უყვარს. სხვა გზა არარის და არც არასდროს ყოფილა. რიჩარდი ჩემი ქმარი გახდება და ამით ყველაფერი დამთავრდება. -მთელი ღამე სალომე, მთელი ღამე ემასთან გაატარე ისე რომ არც გაგვაფრთხილე- დაიწყო მანანამ როგორც კი სახლში შევედი. -ფეხსაცმელები გაიხადე, და მანერები დახვეწე-მისაყვედურა და უკან კარებთან დამაბრუნა. ფეხსაცმელები იქვე დავტოვე, მანანას ირონიულად გავუღიმე და მისაღებში გავედი. -გამარჯობა ბატონო ნუგზარ- ვუთხარი მამაჩემს რომელიც სპორტულებში იყო გამოწყობილი და დედას გაკეთებულ საუზმეს მიირთმევდა. -დილამშვიდობის- მითხრა მკვახედ ისერომ ცემთვის არც შემოუხედავს. -რას ნიშნავდა შენი საქციელი? -რასგულისხმობ დედა? -ისრომ რესტორანში მე და მამაშენი მარტო დაგვტოვე -მარტო წამოსვლის გეშინოდათ? -დაფიქრდი რას ამბობ და რას აკეთებ, ეს ჩვენთვისაც რთულია. -არგეტყობათ. -სალლომე-თქვა ნუგზარამ ფეხზე წამოდგა და ჩემს გვერდით დივანზე ჩამოჯდა-ეს ქორწინება ჩვენთვისაც რთულია. შენიაზრით მინდა რომ ქალიშვილი 17 წლის ასაკში გავათხოვო? მაგრამ თუ ქორწილი ჩაიშლება, ბიზნესიც ჩაიძირება, ყველაფერი მათ ხელში გადავა და ჩვენ აღარაფერი დაგვრჩება, ვერც შენი სწავლის გადასახადს დავფარავთ. ყველაფერი განადგურდება რასაც წლების მანძილზე სიფრთხილით ვაშენებდით. -გასაგებია- ფეხზე ავდექი მანანას შევხედე მერეკი ოთახში ავედი, კაბა გავიხადე და საწოლზე საცვლებით დავწექი. ტელეფონი აწკრიალდა, გახარებული წამოვვარდი , მეგნა ემა რეკავდა მაგრამ შევცდი, დაფარული ნომერი იყო. -გისმენთ. -რიჩი ვარ. -გამარჯობა- ვუთხარი და იმედგაცრუებული საწოლზე დავეშვი. - ნახევარ საათში მანქანა მოგაკითხავთ, დავითმა სახლი გვიყიდა და უნდა რომ შენმა მშობლებმა ნახონ. -რა? სახლი?-საწოლიდან წამოვვარდი, ფეხი სკამს მივარტყი ტკივილისგან დავიმანჭე, წონასწოროება ვერ შევინარჩუნე და ძირს დავეცი. -ჯანდაბა. - ჰო სახლი სადაც მე და შენ უნდა ვიცხოვროთ. კარგად ხარ? -კი . -კარგი, უთხარი ბატონ ნუგზარს და ზუსტად ნახევარ საათში მოვა მანქანა. -კაი- ვუთხარი გავთიშე და იატაკზე დავწექი. -ჯანდაბა სახლი? სერიოზულად? ჩემი და იმ მუტრუკის სახლი? ბატონო დავით გვეღადავებით?- საკუთარ თავს ველაპარაკებოდი და ჰერში ხელებს ვიქნევდი. იატაკს მოვშორდი, შორტი და მაისური ჩავიცვი, ამოვისუნთქე და კიბეებზე დავეშვი. -დედა, მამაა- დავიძახე სანამ მისაღებში შევიდოდი -რახდება?- არ მიპასუხია ჯერ დივანზე მოვკალათდი ტელევიზორი ჩავრთე და მხოლოდ ამის მერე შევხედე მანანას. -ბატონმა დავითმა სახლი გვიყიდა მე და რიჩის. -ვაიმე რა კარგია- სიხარუსილგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა- ნუგზარ გაიგონე? -რათქმაუნდა მანანა გავიგონე,ყრუ ხომ არ ვარ. -მანქანა მოვა ნახევარ საათში და სახლის სანახავად წაგვიყვანს-ვთქვი და დივანზე პოზიცია ვიცვალე. ჩემი სიტყვების გაგონებისთანავე მანანა სკამიდან წამოვარდა და ოთახში გაიქცა გამოსაცვლელად. -წადი მოემზადე- სიცილით მითხრა ნუგზარმა და მანანას თვალი გააყოლა. -ასე მოვდივარ- ვუპასუხე ისე რომ მისთვის არ შემიხედავს.ნუგზარმა შემათვალიერა თავი უკმაყოფილოდ გააქნია და თვითონაც ოთახში შევიდა. მანანა იმდენ ხანს იცვამდა მეგონა რომ უკვე ქორწილისთვის ემზადებოდა. როგორციქნა ოთახიდან გამოვიდნენ და თან ეზოში სიგნალის ხმაც გაისმა. მანქანაში ჩავჯექი თუარა მაშინვე ვინანე რომ სახლიდან გამოვედი. მთელი გზის მანძილზე დედაჩემი აღფრთოვანებული აქებდა ბატონ დავითს. ნუგზარს კი პატარა ბავშვივით ტუქსავდა იმის გამო რომ მან ვერ მოიფიქრა ჩვენთვის სახლის ყიდვა. მანქანა კრემისფერი სახლის წინ გაჩერდა, უნდა ვაღიარო რომ სახლი უზარმაზარი იყო და ძალიან მომეწონა. - მობრძანდით- სახლში შეგვიპატიჟა ქალბატონმა ელენემ , რომელიც ტანზე მომდგარ იისფერ კაბაში გამოწყობილიყო. -ძალიან გაგვიხარდა როცა სალომემ გვითხრა, ძალიან სასიამოვნოა. -რათქმაუნდა ყველაფერი საუკეტესო ჩვენი შვილების მომავლისთვის- თქვა და გაიღიმა, ისე როგორც ტელევიზიაში იღიმიან ხოლმე, ძალდატანებით და ყალბად. ქალბატონ ლელას ნამდვილად არ მოსწონს ახალი რძალი. -როგორ ბრძანდებით ბატონო ნუგზარ- კიბეებიდან სირბილით ჩამოვიდა ბატონი დავითი და მამაჩემს ხელი ჩამოართვა. -თავად როგორ გიკითხოთ? -რავიცი , ცოტა დავიღალე, რამდენიმე სახლი ვნახეთ თუმცა რიჩარდს ყველაზე მეტად ეს მოეწონა.- დავითმა მამაჩემს მხარზე ხელი დაადო და სახლის დასათვალიერებლად წაიყვანა. -წამოდით სახლს დაგათვალიერებინებთ- უთხრა ლელამ დედაჩემს -საყვარელო, რიჩარდი ახლავე ჩამოვა დაელოდე -კარგით.- ვთქვი და დივანზე ჩამოვჯექი. სახლი მართლაც ლამაზი იყო, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. -ჰეი, ჩემი საცოლეც მოსულა- თქვა კიბეებზე მომავალმა რიჩიმ და ჩემსკენ წამოვიდა. -ასე ნუ მიზახი, სალომე მქვია. -გასაგებია. წამოდი, აქაურობას გაჩვენებ- რიჩის გავყევი, სახლი ორ სართულიანი იყო, უზარმაზარი ეზო ჰქონდა, აუზით. კედლებს ნესტის სუნი ასდიოდა, იისფერ და ვარდისფერ ფერებში იყო ყველაფერი რაც გულს მირევდა. -ეს ჩვენი ოთახია- მითხრა და ოტახში შევიდა. -ჩვენი? -ჰო, ჩვენი. - ხელები გაშალა და ჩემსკენ წამოვიდა. -ჩვენი - კიდევ ერთხელ გაიმეორა და მაკოცა. მისი მოშორება ვცადე მაგრამ ჩემზე ძლიერი იყო, მისი საზიზღარი ტუჩები ჩემსას ეხებოდა, შევეწინააღმდეგე რამდენჯერმე ვკარი ხელი, ბოლოს მობეზრდა და გამიშვა.ხელებით ტუჩებზე ავიფარე და ვცადე მისი კვალი მომეშორებინა. არაფერი არ უთქვამს ოთახიდან გავიდა, მეკი ცოტახანს ასე გაშეშებული ვიდექი და საწოლს ვუყურებდი, ყველაფერი რასაც ამ ოთახში ვხედავდი გულს მირევდა, ეს სახლიც კი რომელიც რამდენიმე წუთის წინ ლამაზად მიმაჩნდა ახლა გულს მირევს. კიბეებზე ნელა ჩავედი, მისაღებში მშობლები იჯდნენ, სვამდნენ და იცინოდნენ. მათი დანახვაც კი გულს მირევდა. -სალომე შვილო შემოგვიერთდი- მითხრა დავითმა და სკამზე მიმითითა. მეც დავემორჩილე და უგრძნობლად რობოტივით დავეშვი სკამზე. -როგორ მოგეწონა სახლი-ამჯერად ქალბატონი ლელა ჩაერთო საუბარში. -ძალიან კარგი სახლია- ვთქვი და ნუგზარს გავხედე- მართლაც რომ ძალიან კარგი სახლია. - მიხარია თუ მოგეწონა, იმედია ბედნიერები იქნებით. -იმედია -მოდი ჩვენი ბავშვები დავლოცოთ- თქვა ბატონმა დავითმა და სასმელი ჩამოასხა, მათ აღარ ვუსმენდი, ვერარ ვუსმენდი, მომხდარზე ვფიქრობდი, ბოლოს ბიჭს სამი წლის წინ ვაკოცე, და ეს ახლა, მისი კოცნა იმდენადმოულოდნელი და საზიზღარი აღმოჩნდა. - აბა სალომე რასიტყვი? -რასთან დაკავშირებით- ფიქრებიდან გამოვერკვიე და ბატონ დავითს გავხედე, რიჩიც მოსულა, მის გვერდით იჯდა და კმაყოფილი ღიმილით მიყურებდა. -ვიფიქრეთ კარგი იქნება თუ ორ დღეში აქ გადმოხვალთ. -რათქმაუნდა, ძალიან კარგი იქნება- ჩემს მაგივრად უპასუხა მანანმ და მხარზე ხელი გადამისვა მეკი თანხმობის ნიშნად გავიღიმე და თავი დავაქნიე. კიდევ რამდნეიმე საათი იჯდნენ მაგიდასთან და იმას განიხილავდნენ რისი მოსმენაც არ მინდოდა. ბოლოს როგორც იქნა მანანმ მოიფიქრა რომ ჩვენი წასვლის დრო იყო -მძღოლს ვთხოვ სახლამდე მიგიყვანოთ. -არა რასამბობთ ბატონო დავით არარის აუცილებელი. -აუცილებელია ჩემო ნუგზარ - დავითმა მამაჩემს მხარზე რამდენჯერმე დაკრა ხელი, მანქანამდე მიგვაცილა, და სახლში დაბრუნდა. - ძალიან კარგი ხალხია- თქვა მანანმ მანქანაში ჩაჯდომისას. - არაჩვეულებრივი- ვთქვი და ფანჯარა ჩამოვწიე.- მე ემასთან დავრჩები და ხვალ ერთად წავალთ სკოლაში. - არა სახლში წამოხვალ- მკაცრად მითხრა მანანამ -ემასთან დავრზჩები- გავიმეორე მშვიდად. -ერთხელ ხომ გითხარი რომ სახლში წამოხვალ. -მანანა დაანებე თავი, ნუ დაღალე ბავშვი. - თქვა ნუგზარმა ჯიბიდან საფულე ამოიღო და ფული გამომიწოდა -აიღე ყოველი შემთხვევისთვის რამე რომ დაგჭირდეს- ფული გამოვართვი მადლობა გადავუხადე და ჩუმად დაველოდე როდის გააჩერებდა მძღოლი მანქანას ემას სახლთან. მანქანიდან სწრაფად გადმოვედი, მშობბლებს დავემშვიდობე, რამდენჯერმე ღრმად ამოვისუნთქე და კარებზე ძლიერად დავაკაკუნე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.