შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "13"


11-08-2015, 18:34
ავტორი ჯია
ნანახია 4 815

-დილიდან გირეკავ, ავაწრიალე ყველა. რატომ არ მპასუხობ? ნორმალურ ხარ? -ქოთქოთით შევარდა მისაღებში ნენე, ისე რომ მიასკენ არც გაუხედავს. მიამ კარები გადაკეტა და დაქალს უკან მიჰყვა.
-რა გჭირს? -შეიცხადა ნენემ მიას დასიებული თვალების და წაშლილი სახის დანახვისას.
-ცუდად მეძინა. -იცრუა მიამ, არ აპირებდა გუშინდელის გახსენებას, თუ არავის ეცოდინებოდა უფრო მარტივად დაივიწყებდა.
-ცუდად გეძინა არა? -წარბი აუწია დაქალმა. -ნამტირალევი ხარ!
-მგონი წასვლას განვიცდი.. -იდეალური ტყუილი მოიფიქრა დაქალის კლანჭებიდან თავის დასახსნელად და დივანზე დაესვენა.
-ხოდა არ წახვიდე. -თვალები აუფახურა მიას და გვერდით მიუსკუპდა.
-არა, უნდა წავიდე. -მკაცრად თქვა, ახლა განსაკუთრებით უნდოდა წასვლა.
-რა გამაჩერებს უშენოდ. -ამოიკრუსუნა ნენემ და მუხლებზე გადაეხვია.
-შენც ხომ იყავი წასული?
-მერე მე ხშირად ჩამოვდიოდი და შენი ამბავი რომ ვიცი, რამე სერიოზული ამბავი თუ არ მოხდა არ ჩამოხვალ.
-ეგეც მართალია. -დაეთანხმა დაქალს და ზურგზე მოეხვია. ასე ერთმანეთში ახლართულები ისხდნენ რამდენი ხანი ვინ იცის.
-ცრემლები მომადგა. -შიშისგან შეხტნენ გოგოები და სანდროს გახედეს, რომელიც წარმოსახვით ცრემლებს დემონსტრაციულად იწმენდდა.
-როგორ შემოხვედი? -გაუკვირდა მიას.
-ნენეს გასაღებით. -ხელში აათამაშა გასაღები და გოგოებს მიუჯდა.
სანდრომ იმდენი იცანცარა გოგოები მალევე მოვიდნენ ხასიათზე, თუმცა მია შინაგანად მაინც ძალიან აფორიაქებული იყო.

გამგზავრების დღეც დადგა, მიამ სახლში შეკრიბა მშობლები და მეგობრები და იქ დაემშვიდობა. "არ მინდა აეროპორტში გაცილება, უფრო გამიჭირდებაო" განუცხადა ახლობლებს.
აეროპორტში შესვლის წამიდან გრძნობდა, რომ ვიღაც თვალს ადევნებდა, მაგრამ არ უცდია გაერკვია ვინ, რადგან იცოდა და გრძნობდა, რომ ის დანიელი იყო. რეგისტრაცია გაიარა, ბარგი ჩაალაგა და თვითმფრინავისკენ გაემართა.
რას გრძნობდა? თითქოს მისი სულის ნახევარს საქართველოში ტოვებდა, მშობლები, ნენე.. მის ყოველდღიურობაში აღარ იქნებოდნენ.. სანდროს და გეგასაც როგორ მიეჯაჭვა ამ მოკლე ხანში.. დანიელი კი.. ნეტა ენახა წამოსვლის წინ. წამით ისიც იფიქრა, რომ აღარ წავალო და თვითმფრინავიდან ჩაბრუნება მოინდომა, მაგრამ ღვედის გასახსნელად რომ წაიღო ხელები, უკანვე დააბრუნა. საქართველოში შეცდომას შეცდომაზე დაუშვებს და ახლა შესანიშნავი დროა აქედან "გასაქცევად"..

საბა პირდაპირ გასასვლელთან ელოდებოდა, მისმა დანახვამ ისე გაახარა ყველა ცუდი ფიქრი იქვე გაეფანტა და ბიჭისკენ გაიქცა, მთელი ძალით შეახტა და ფეხები წელზე შემოხვია.
-როგორ მომენატრე! -ჩასჩურჩულა ყურთან საბამ და მთელი სახე დაუკოცნა.
-მეც ძალიან. -მაგრად მოხვია ხელები კისერზე და თავი კისერში ჩაურგო.


ძალიან დაღლილი იყო, ნახავარი დღე ჰაერში გაატარა.. როგორც კი სახლში შევიდა დივანზე წამოგორდა, მშვიდობით ჩავედიო, შეტყობინება ნენესთან აფრინა და საბას გახედა.
-მოდი რა ჩემთან..
საბაც მივიდა, ფეხები ააწევინა, დაჯდა და შემდეგ მის მუხლებზე დაილაგა გოგონას ფეხები.
-დაიღალე?
-ძალიან.. -მია შემობრუნდა, ფეხები საპირისპირო მხარეს დაალაგა, თვითონ კი საბას მკლავებში მოკალათდა და გაიყუსა.
-რა ხდება თბილისში? -თავზე დაუწყო ფერება გოგონას, თან შიგადაშიგ თმებშიც აბურდავდა ხოლმე თითებს.
-საინტერესო არაფერი. -მოუჭრა მოკლედ, არ უნდოდა არაფრის გახსენება. -მეძინება, არადა ჯერ შუადღეც არ არის. -თითებით რვიანებს ხაზავდა ბიჭის გულზე თან ბუტბუტებდა.
-ახლა შენ აკლიმატიზაციას განიცდი, არაუშავს მალე შეეჩვევი. -შუბლზე აკოცა და ხელში აიტაცა, საწოლში ჩააწვინა და გვერდით მიუწვა. მიას ძალიან ესიამოვნა რბილ საწოლში ჩაწოლა და თვალები მინაბა, საბას მკლავებში მალევე ტკბილად ჩაეძინა.
საღამოს გაიღვიძა, რატომღაც ზედმეტად მშიდად გრძნობდა საბას გვერდით თავს. ბიჭს ახედა, მასაც ჩასძინებოდა. მაღლა აცოცდა კისერში ვნებიანად აკოცა, შემდეგ ნიკაპისკენ აუყვა და ბოლოს ბაგეებს დაეწაფა.
-რა სასიამოვნოა ასე გაღვიძება. -საბას ჩაეღიმა და წამებში გოგონას ზემოდან მოექცა. ვნების მორევში გადაეშვნენ... მია ვეღარაფერზე ვეღარ ფიქრობდა, აგიჟებდა საბას დატოვებული კოცნები მთელს სხეულზე.. უცებ თვალები გაახილა და საბას მაგივრად დანი დაინახა, თვალები დააფახურა და ისევ საბა იყო. გაგიჟდა, თუმცა ვერაფერი შეიმჩნია.. კადრებად ხან დანი ეჩვენებოდა, ხან კი რეალობაში ბრუნდებოდა საბას ეალერსებოდა, გაჩერება არც უფიქრია.
სასიამოვნოდ დაღლილები ერთმანეთს მიესვენეს. მია ხმას არ იღებდა, თვალები დახუჭა და თავის თავში გარკვევა სცადა.. ვერ გაიგო ეს მისი "ფანტაზიები" რას ნიშნავდა..

---------
პატარა ბავშვს რომ ქინდერებს მიუტან, იმაზე მეტად მიხარია თქვენი კომენტარები.. მადლობა, ამ სიყვარულისთვის და სითბოსთბის რასაც ჩემ მიმართ ამჟღავნებთ!
ვიცი პატარა თავია, მაპატიეთ.. მთელი დღეა სამსახურში ვარ და ახლა თამაშზე წასასვლელად ვემზადები, რაც მოვასწარი ეგ არის..



№1  offline მოდერი ^paradise^

ჩემი გოოგოო love მთელი დღე ველოდებოდი ახალ თავს winked ძალიან ძალიან საინტერესოოდ წერ <3 ველოდეეები ახალ თავს დღეს თუ ძააან დაღლილი არ იქნები 12 ის მერე დადე ან ხვალ მალე დადე რა <3 მიყვარხაააარ

 


№2  offline მოდერი ჯია

^paradise^
ჩემი გოოგოო love მთელი დღე ველოდებოდი ახალ თავს winked ძალიან ძალიან საინტერესოოდ წერ <3 ველოდეეები ახალ თავს დღეს თუ ძააან დაღლილი არ იქნები 12 ის მერე დადე ან ხვალ მალე დადე რა <3 მიყვარხაააარ


მადლობააა, საყვარელოო ❤️ ახლა მართლა ვერაფერს დავწერ :((( მაპატიეე... შუადღეს დავდებ ❤️

 


№3  offline წევრი მაშო

ძალიან მომეწონაა ^_^ მაგარი გოგო ხარ <3

 


№4  offline მოდერი ჯია

მაშო
ძალიან მომეწონაა ^_^ მაგარი გოგო ხარ <3


მადლობაა ❤️❤️

 


№5  offline წევრი იასამანი

არეული ფანტაზიიები :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent