სიყვარული? ის ხომ ბრმაა - თავი 2
-თორნიკე ზოგჯერ მაგ გრძელ ენას ტვინი რომ დააყოლო და დაფიქრდე რას ლაპარაკობ არ იქნება ცუდი საბა ძალიან დაიძაბა. არ მინდოდა ძმებს ჩემს გამო ეჩხუბათ. ლუკას სახეზე დამცინავი ღიმილი აეკრა. ვერ მიხვდა რა ხდებოდა -ოო ნუ იღრინები ტო ისე ვთქვი, წამოდი ეხლა რა დროზე ეკლესიის ეზოსკენ წავედით. არ მინდოდა თოკოს დაენახა სინამდვილეში როგორიც ვიყავი. მგონი ცხოვრებაში პირველად მრცხვენია ჩემი მდგომარეობის. ღმერთო ანა რა გჭირს? მგონი მოგეწონა ეს ბიჭი. საბა არაჩვეულებრივი გარეგნობის ბიჭია მაგრამ თოკო რაღაც სასწაულია. -ანა ცუდად ხომ არ ხარ? საბას ხმამ ფიქრებიდან გამომაფხიზლა. მზარზე მთელი ძალით ვუჭერდი. ლუკა რაღაცნაირი ირონიული ღიმილით გვიყურებდა -არა საბა კარგად ვარ, უბრალოდ დავიღალე ცოტა -როგორ უხდებით ერთმანეთს გვრიტებო რატომ არის ეს ბიჭი ასეთი სიმპათიური და ასეთი საზიზღარი. უცებ ვამპირის დღიურები გამახსენდა. თოკო დეიმონ სალვატორს შევადარე სიმპათიური მაგრამ ცინიკოსი. -იქნებ ცოტა ხნით მოკეტო? საბას ხმაში უკვე გაღიზიანება იგრძნობოდა. იმ ადგილას მივედით სადაც ჩემი ეტლი დავტოვეთ. საბამ ფრთხილად ჩამაჯინა ეტლში. თოკოს სახეს სულ ერთი წამით მოვკარი თვალი. თითქოს გაკვირვება, ბრაზი, სინანული ყველაფერი ერთად ეწერა სახეზე. პირი დაბნეულმა გააღო მაგრამ საჭირო სიტყვები რომ ვერ იპოვა ისე დამუწა. -საბა ძალიან დიდი მადლობა, შენ არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ მადლიერების ნიშნად ლოყაზე ვაკოცე. პირველად ვიყავი ასეთი სიმპათიური ბიჭების გარემოცვაში და მინდოდა როგორც გოგოს შეეფერება ისე მოვქცეულიყქვი. თოკო ჩემს ეტლთან ჩაიცუცქა და ხელი ხელზე მომიჭირა -ძალიან დიდი ბოდიში, ვიცი რომ ბოლო დონის ვარ -კაია თუ ხვდები -საბა მაცადე ერთი წუთი, ანი შენ არაჩვეულებრივი გოგო ხარ. და გთხოვ მაპატიე რა. იმდემა გულწრფელად იხდიდა ბოდიშს რომ გამეღიმა. მისი სიტყვები გულზე არც მომხვედრია. -ბოდიშის მოხდა და სინანული ცოტა გვიანი ხომ არ არის? -საბა კარგი გეყოფა. თოკომ მოიხადა უკვე ბოდიში. თანაც არ იცოდა სინამდვილეში რა მჭირდა მე თვითონაც არ ვიცოდი რატომ ვიცავდი ასე. საბას სახეზე წყენა დაეწყო. უკან გავიხედე და დეიდაჩემი დავინახე რომელსაც გულზე ჰქონდა ხელები მოჭერილი და მორბოდა -ღმერთო ანუშკა კარგად ხარ? ძალიან შემეშინდა ეზოში რომ ვერ დაგინახე. ბიძაშენმა მითხრა აქ დავტოვეო ისე თქვა ეს ყველაფერი არც ამოუსუნთქია. ეტყობა ძალიამ შეშინებული იყო. დეიდაჩმი დაახლოებით 20 წელია გათხოვილია და შვილი არ უჩნდებათ. ამიტომ მისი შვილი მე ვარ. -ნუ ნერვიულობთ ქალბატონო, მე თოკო მქვია ეს ჩემი ძმაა საბა. ანი ჩვენთან ერთად იყო. ვსეირნობდით. ყველაფერი კარგადაა მე, საბამ და დეიდამ თოკოს გაკვირვებულებმა შევხედეთ. ისეთი ტკბილი ხმით საუბრობდა რომ დეიდას ეტყობოდა ძალიან მოეწონა ეს ბიჭი -სასიამოვნოა ბიჭებო. მე მაია ვარ, ძალიან გამიხარდა ჩემი ანის მეგობრების გაცნობა ღმერთო ჩემო, თავს ზედმეტად ვგრძნობდი. აშკარა იყო რომ დეიდას თოკო ძალიან მოეწონა -ქალბატონო მაია შეიძლება, რესტორნამდე ანი ჩვენ წამოვიყვანოთ? შოკირებული ვუყურებდი. არა, არა ვერ მივცემდი უფლებას მე წავეყვანე. შანსი არაა -თუ ანის უნდა..... ფიუუ ამის არ უნდა ანის, არააა. ხმას ვერ ვიღებდი. ვერც კის ვამბობდი და ვერც არას -ხოდა ძალიან კარგი. მიდი საბუნა შენ შენი მანქანით წამოდი, ანის ჩემი მანქანით წავიყვან უსამართლობა იყო. პირველი საბა გავიცანი. ოოოო მაგრამ მე ეს ბიჭი ძალიან მომწონს. გული მტკიოდა. ის მე მიყურებს როგორც საცოდავ ხეიბარ გოგოს. ჯანდაბა ასეთი შეცდომა არ უნდა დავუშვა. არ უნდა შევიყვარო. არააა!! -აბა ანი წავედით თოკომ ხელში ამიყვანა და წინა სავარძელზე დამსვა. ღვედი შემიკრა. მის შეხებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ღმერთო როგორ მომწონს ეს ბიჭი. რატომ არის ადამიანი ასე მოწყობილი? ვისაც არ მოწონხარ ის მოგწონს. ეტლი დაკეცა და საბარგულში ჩადო. შემიძლია დავიფიცო რომ ცხოვრებაში პირველად ვნანობ ლამაზა კაბა რომ არ ჩავიცვი. სარკეში თმები გავისწორე -ანი თავს ხომ კარგად გრძნობ? -კი თოკო კარგად ვარ არ მინდოდა დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით მომქცეოდა კარგად. მერჩივნა ჩემთვის ყურადღება არ მოექცია, ვიდრე ასეთი თბილი ყოფილიყო. რესტორნამდე მალე მოვედით. ამ საქმეში გაწრთვნილივით სწრაფად ჩამსვა ეტლში და დარბაზში შემიყვანა. მეუხერხულებოდა ის ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო მე კი....... -ანი მოდი მე და შენ აქ დავჯდეთ, უფრო მყუდრო ადგილია ერთ-ერთი სკამი აიღო და გვერდზე მაგიდასთან დადგა. შემდეგ მე მიმაგორა. თვითონ კი გვერდზე მომიჯდა. ვხვდებოდი ყველაფერი ასე კარგად არ დამთავრდებოდა. დამიჯერეთ როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ, ყველაფერს გრძნობ -არ არსებობს თოკო? როგორ შეცვლილხარ ჩვენს მაგიდას ვიღაც მაღალი ბარბის თოჯინა მოვიდა. მადლობა ღმერთს ისე ვიჯექი რომ ჩემი ეტლი არ ჩანდა. გოგონა ძალიან, ძალიან ლამაზი იყო. ამ გოგოს უკან საბა მოყვა -ოოო ეს ვინ მოსულა, ჩვენი ეკა აბა როგორ ხარ? როგორი ბიჭია შენი მეასე ქმარი საბამ ძალიან ბოროტული ღიმილით გახედა. ამ სამს შორის აშკარად რაღაც იყო -საბა შენ ისევ ისეთი ბოროტი ხარ ხო? -რათქმაუნდა. ანი გაიცანი ეს თოკოს ყოფილი ცოლი ეკაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.