შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კანონს მიღმა (სრულად)


6-08-2016, 17:31
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 9 613

ვერ ვიტან... ღმერთო, როგორ ვერ ვიტან. მეზიზღება ეს მისი იდიოტური ღიმილი და ის, რომ ნაცემი ლეკვის თვალებით მიყურებს. ვერ ვიტან მის უზარმაზარ შავ თვალებს, რომლებიც ფინიის ერთგულებით შემომცქერიან. მის მხრებზე დაფენილ ყორნის ბოლოსავით შავ თმებს, რომელიც მზეზე ლურჯ ფერს იღებს. მეზიზღება ეს ფოსო, ღიმილისას რომ უჩნდება მარცხენა ლოყაზე. ვერ ვიტან მის უზარმაზარ ხელებს, მის გრძელ ფეხებს, მის ხმას... ბოხს და ხრინწიანს. მე-ზიზ-ღე-ბა!
ვდგავარ უამრავი ხალხისა და რეპორტიორების წინ და მზერით ვანადგურებ ჩემს "ძამიკოს". ეს ბანკეტი მისთვის გაიმართა. მამაჩემმა თავის შემცვლელად დანიშნა ჩვენი კომპანიის პრეზიდენტის პოსტზე, რადგან თავად პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.
ხალხმა დიდი სიხარულით მიიღო მამაჩემის გადაწყვეტილება, რადგან ფართო მასებში მას იცნობენ როგორც მოსიყვარულე მამას, ერთგულ ქმარს და გულმოწყალე ბიზნესმენს. კარგი პიარი გაიკეთა უპატრონო ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების დაფინანსებით.
მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. არავინ იცის რა მსხვერპლის ფასად დაუჯდა მამას ეს მდგომარეობა. 19 წლის წინ, დამწყებ ბიზნესმენს აფრთხილებდნენ, რომ ბაზარი უნდა დაეტოვებინა, რადგან ვიღაც "დიდი კაცის" მამიდაშვილს გადაუჭრა გზა. მამა არ დანებდა და გადაწყვიტეს ძალით გაეგდოთ... უფრო სწორად, მისი მოშორება განიძრახეს. სუპერმარკეტიდან გამოსულ ჩემს მშობლებს 28 ტყვია ესროლეს. დედა ადგილზე გარდაიცვალა 17 ტყვიის წყალობით. მამას მხოლოდ 3 მოხვდა, აქედან ერთმა ლოყა გადაუხლიჩა, მეორემ მუხლი გაუგლიჯა, ხოლო მესამემ - მკლავი. სახეზე შრამი აქვს და სიცივეში სიარული უჭირს, ფეხი სტკივა, თორემ ისე, კარგად გადაურჩა მამა... გადაურჩა ფიზიკურად, სული კი დედას გაატანა.
ორ წელიწადში კი მეორე ცოლი მოიყვანა. ალერსიანი და ნაზი. ქეთი  (თავად მთხოვა სახელით მიმემართა) ძალიან ყურადღებიანი და თბილი იყო ყოველთვის, მაგრამ იყო მიზეზი, რის გამოც არ მინდოდა დედინაცვალი. რის გამოც საკუთარ მამას დავუპირისპირდი.
ამ მიზეზს გიორგი ყანჩაველი ჰქვია და ახლა ბედნიერ ღიმილს არ მაშორებს. ავადმყოფი!
როდესაც პირველად ვნახე, მე 5 წლის ვიყავი, გიორგი კი 9 წლის. მამამ გამაცნო:
-ნიკი, ეს გიორგია, შენი ახალი ძამიკო,- შეშინებული ვუყურებდი მაღალ, გამხდარ, შავგრემან ბიჭს. ეს იდიოტი კი უცერემონიოდ ჩამეხუტა, თან იმდენად ძლიერად, რომ სუნთქვა შემეკრა. ძლივს გავითავისუფლე თავი მისი ხელებისაგან და საშინლად შევიზიზღე იმ დღის შემდეგ ახლადგამომცხვარი "ძმა". ჩემი ზიზღი კი უფრო და უფრო იზრდებოდა წლებთან ერთად და თითქოს დამცინისო, გიორგიც სულ უფრო და უფრო ახლოს ცდილობდა ჩემთან ყოფნას. ალბათ ჩემს გასამწარებლად.
აი ახლაც, ამდენი ხალხია და მაინც ჩემსკენ მოდის. როგორ ვერ ვიტან...
-ნიკი, აჩუქებ ერთ ცეკვას საღამოს ვარსკვლავს?- მეკითხება იდიოტური ღიმილით.
-აორთქლდი აქედან, ყანჩაველი, სანამ კეთილი ვარ,- შევბღვირე მე. და ისევ ღიმილი... ნუთუ საერთოდ არ აქვს თავმოყვარეობა? არადა ყველა იძახის, რომ ნამდვილი ცხოველია, დაუნდობელი და სისხლისმსმელი. მე თუ მკითხავთ, გამოუსწორებელი კრეტინია.
-კარგი,- მითხრა გულდაწყვეტილი ხმით და თავდახრილი წავიდა დარბაზის შუაგულისაკენ, სადაც მამა იდგა თავის "მეგობრებთან" ერთად. ეს არის სისხლისმსმელი ცხოველი? ძალიან გთხოვთ...
სანამ მე გულში მისი სასტიკი მკვლელობის სულ ცოტა 10 ხერხი მოვიფიქრე, ვაჟბატონი მამაჩემთან და მის ზემოთხსენებულ "მეგობრებთან" ერთად სადღაც გავიდა. აი ეს უკვე საინტერესოა. არც ერთი ამ ადამიანებიდან არ იმსახურებდა ნდობას. ნეტავ რა საქმე აქვთ ამ ნაბი*ვართან?
უკან გავყევი და "სხადნიაკი" საკონფერენციო დარბაზში აღმოვაჩინე. ჯერ მივაყურადე და როდესაც ვერაფერი გავიგე, სისხლში ალკოჰოლის დოზით გათამამებულმა კარი შევაღე.
-მოგესალმებით ბატონებო,- თეატრალუტად დავუკარი თავი,- მე ნინო გახლავართ, ავთანდილ ფიფიას ერთადერთი,- ამ სიტყვას ხაზი გავუსვი,- ქალიშვილი. არ გაგიკვირდეთ, ვიცი მიცნობთ როგორც ნიკის. უბრალოდ ბიჭს ელოდნენ და თან 19 დეკემბერს გავჩნდი. ხვდებით ირონიას?
-ნიკი...- მამა როგორც ყოველთვის, მკაცრია. ჩემთან ყოველთვის მკაცრი იყო, აი ამ ნაბი*ვარს კი სულ აქებდა... რა თქმა უნდა, გიორგი პირველი იყო სწავლაში, სპორტში... და რაც მთავარია, ყველაფერს უჯერებდა მამას. აი მე კი... მე სწავლა არ მიყვარდა, ხატვა და ცეკვა მიტაცებდა. სპორტზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, რადგან ჯანმრთელობა ბავშვობიდან სუსტი მქონდა. და არასოდეს ვაკეთებდი იმას, რასაც მამა მეუბნებოდა.
-ნიკი, გთხოვ ცოტა ხნით დაგვტოვე,- მიღიმის თავისი იდიოტური ღიმილით გიორგი.
-შენთან არ მოვსულვარ და შენი საქმე არაა გავალ თუ არა,- ვუპასუხე მკვახედ.
-ნიკი, ახლავე მოუსვი აქედან,- ხმას აუწია მამამ. უცხო ხალხის წინ მიყვირა... და გიორგიმ პირველად არ დამიჭირა მხარი. სხვა დროს ყოველთვის მიცავდა, ახლა კი მანაც მიმატოვა...
-ვერ გიტან,- ვუთხარი ცივად და დავტოვე დარბაზი. თან არ დამვიწყებია კარის ძლიერად მიჯახუნება.
დარბაზში დაბრუნებულმა იქაურ საზოგადოებას თვალი მოვავლე. მაშინვე ვიპოვე ის, ვისაც ვეძებდი. წვეულებაზე მისულმა მაშინვე შევამჩნიე ქერა "კრასავჩიკი" ლამაზი, გრძელი თითებით. ბიჭი მარტო იდგა და მარტინის წრუპავდა. მისკენ გავემართე:
-განდ*ნი გაქვს?- ვკითხე მიუსალმებლად. საწყალს ზეთისხილი, რომელსაც ღეჭავდა, გადასცდა. როგორც კი სული მოითქვა, შემომხედა:
-რა თქვით?- მკითხა გაოგნებულმა.
-ვერ გაიგე?- გავიკვირვე მე.
-გავიგე, უბრალოდ დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორად მივხვდი...
-გაქვს თუ არა?
-კი,- მითხრა ჩემი ინიციატიურობით ცოტა შეშინებულმა.
-მშვენიერია,- ჩამეცინა მე,- სიმპათიურ გოგოსთან ერთჯერად ს*ქსზე რა აზრის ხარ?- ბიჭს თვალები გაუფართოვდა, მაგრამ მალევე მოვიდა გონს.
-რა თქმა უნდა, მინდა,- მითხრა მან ღიმილით.
-მშვენიერია, წავედით,- ვანიშნე გასასვლელისაკენ.
-შენთან თუ ჩემთან?- მკითხა მოუთმენლად. მე ხმამაღლა გამეცინა.
-გამიგია, აქაურ საპირფარეშოებში ძალიან კომფორტული კაბინებიაო,- ვუთხარი ღიმილით. სულ ერთი წამით გაოცდა, მერე კი... ეს გამომეტყველება ზეპირად ვისწავლე. ვერავინ ეტყვის უარს ახალგაზრდა, ლამაზ გოგოს, რომელიც ასეთ რამეს სთავაზობს. ყველას მომენტალურად ავიწყდება შეყვარებული, ცოლი თუ ახლადდაბადებული ბავშვი.
მე წინ წავედი, მაგრამ ვიცოდი რომ გამომყვებოდა. ყველა მომყვება... ყოველთვის. ერთი ღამის გართობა, ერთჯერადი ურთიერთობა, სანაძლეოზე უცხოს შებმა, მთვრალი ს*ქსი... ეს ყველაფერი ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. ერთადერთი რაც არასოდეს მავიწყდება, არის თავის დაცვა. ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. ჩემს ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას კიდევ დამატებით არაფერი სჭირდება.
ყველაფერი ჩემს მე-17 დაბადების დღეს დაიწყო. პირველი ალკოჰოლი, პირველი წვეულება... მაშინ გიორგიმ მიპოვა საძინებელში, ვიღაცამ ჩემზე ძალა იხმარა. ვინ იყო მე დღემდე არ ვიცი, მაგრამ როგორც დაცვის ბიჭებისგან გავიგე, იმ უბედურს ცუდი დღე ეწია. ჩემში კი რაღაც ჩაწყდა როდესაც გიორგიმ ნაზად ამომიშრო ცრემლები და საფეთქელზე მაკოცა, მერე ფრთხილად ამიყვანა ხელში, პატარა ბავშვივით გამახვია თავის ქურთუკში და უკანა კარიდან გამიყვანა, რათა არავის დავენახე. მას არ უნდა ვენახე ასეთი... განადგურებული, დამცირებული... მაგრამ მნახა და არც არაფერი უთქვამს. ალბათ რომ ეჩხუბა ან თუნდაც დაეცინა, ეს ჩემთვის ნორმა არ გახდებოდა. არ გავაკეთებდი ამას კიდევ და კიდევ რათა მოსულიყო, ხელში ავეყვანე, ჩამხუტებოდა და წავეყვანე სახლში, ჩავეწვინე ლოგინში, ხოლო როდესაც ფიქრობს რომ მძინავს, საფეთქელზე ეკოცნა.
მაზოხისტი!!!
ვერ ვიტან... მეზიზღება... მინდა რომ ჩაკვდეს... და მინდა, რომ მხოლოდ მე მიხუტებდეს ასე.
დაუფიქრებლად შევედი მამაკაცების საპირფარეშოში, მერე კი ერთ-ერთ კაბინაში. ზურგით მივეყრდენი კედელს და შევხედე ჩემს წინ გაჩერებულ ბიჭს. სასაცილოა, მე მისი სახელიც კი არ ვიცი.
-კარს დახურავ, თუ გიყვარს როდესაც პროცესისას გიყურებენ?- ვკითხე სიცილით. გაწითლდა და კარი დახურა, მერე კი საკეტითაც ჩაკეტა. მე ჩამეცინა. ვაჟიშვილივით კანკალებდა,- პირველია შენთვის?- ვკითხე სიცილით.
-არა,- მიპასუხა ზედმეტად სწრაფად. ამაზე კიდევ უფრო გამეცინა.
-მშვენიერია, უბრალოდ ერთი იცოდე, არავითარი კოცნა.
-გასაგებია,- დამიქნია თავი და აკანკალებული ხელით გაიხადა პიჯაკი და კარზე გადაკიდა. მაინც მგონია, რომ ეს მისთვის პირველია. შემდეგ ქამარი გაიხსნა, აი შარვლის ღილს ვერაფერი მოუხერხა.
-დაგეხმარო?- ისევ გაწითლდა, მაგრამ დამთანხმდა. ნერვიულობს, ამიტომ აღგზნებულიც არაა. როგორც წესი, სიტუაცია იმდენად მოსწონთ, რომ სტიმულაციაც არ სჭირდებათ. არა უშავს, ასე უფრო საინტერესოა. რაღაც ახალია ჩემს ცხოვრებაში...
თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი, რომ დილეტანტი იყო და დიდს ვერაფერს გააკეთებდა, მაგრამ როდესაც ვერცხლისფერი კვადრატიც კი ვერ გახია თავისით, ნერვებმა მიმტყუნეს. ტუალეტს თავი დავახურე, ვაიძულე დამჯდარიყო... ინიციატივა საკუთარ თავზე ავიღე და არც ისე ცუდად იყო ყველაფერი, სანამ კაბინის კარი არ გაგლიჯა ვიღაცამ. ქერა გაშრა, მე კი მიხედვაც არ მინდოდა, ისედაც ვიცოდი ვინ იდგა კარში.
-რატომ გაჩერდი?- ვკითხე ქერას გაბრაზებულმა.
-იქ... იქ შენი ძმაა.
-ჯერ ერთი,- მის თმებში ჩავმალე ხელი და მწარედ მოვქაჩე,- ის ჩემი ძმა არაა, უბრალოდ მამაჩემის ცოლის ნაბი*ვარია, მეორეც, მერე რა? ხელს გიშლის?- ქერას მხრებზე მოვეჭიდე და უკან გადავიზნიქე. შევხედე გიორგის, რომელსაც ისევ ის იდიოტური ღიმილი დასთამაშებდა, მაგრამ თვალებში ჯოჯოხეთური ცეცხლი უელავდა. ამ ცეცხლის დასანახად, თანახმა ვარ ნებისმიერის წინ გავშალო ფეხები,- მოგვწყდი თავიდან.
-ნიკი, მამა გელოდება. ბოდიშის მოხდა უნდა,- თქვა დაბალი, ალერსიანი ხმით.
-არ მჭირდება მაგისი ბოდიში,- ვიფეთქე მე.
-გადი,- უთხრა გიორგიმ ცივად ქერას და იმ მოღალატემაც უცერემონიოდ წამომაყენა, თავადაც ადგა, ჩაიცვა და გავიდა.
-მეზიზღები,- ვუთხარი მე, საცვალი ამოვიცვი, კაბა გავისწორე და "ძამიკოს" ხელი ვკარი. იდგა და მიყურებდა, სანამ პირსაბანთან ვიდექი და თავს ვიწესრიგებდი. დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაგიჟებდა,- შენი ბრალია ასე რომ ვარ.
-როგორ "ასე", ნიკი?- მკითხა ღიმილით.
-დაუკმაყოფილებელი.
-ახლა მამაა მთავარი,- მითხრა ისე, თითქოს პატარა, შეუგნებელ ბავშვს ასწავლიდა რაიმეს.
-"მამაა მთავარი",- გამოვაჯავრე მე და საპირფარეშო დავტოვე. არც კი მიფიქრია დარბაზში შებრუნება, მაშინვე ლიფტში შევედი, გიორგიც შემომყვა. უსიტყვოდ ჩავედით ფარეხში, ასევე უსიტყვოდ გამიღო თავისი მანქანა და მიმიყვანა სახლში, იქ კი მოთმინებამ მიღალატა:- ვერ გიტან, გიორგი ყანჩაველი. თითქოს არ გეყო მამა რომ წამართვი, ახლა მისი კომპანიაც მიითვისე. ნეტა მალე ჩაძაღლდებოდე,- არც ვუყურებდი ისე ვლაპარაკობდი. ჩემს ოთახამდე მიმაცილა, მე კი ცხვირწინ მივუჯახუნე კარი. მარტო დავრჩი თუ არა, იატაკზე ჩავჯექი და უხმოდ ავტირდი. ამაში ნამდვილი პროფესიონალი გავხდი წლების მანძილზე.
მეზიზღები გიორგი... ვერ გიტან იმიტომ, რომ არასოდეს მიბრუნებ ლანძღვას და წყევლას.

...

ღამე თავის ტკივილით გამეღვიძა. სიზმარში გიორგი ვნახე.
იდგა და პატარა ბავშვს ეთამაშებოდა. ის პატარა მე ვიყავი 19 წლის წინ, აი ჩემი "ძმა" კი როგორიც დღეს არის, დიდი, საიმედო, ღიმილიანი. უეცრად ტყიდან პანტერა გამოვარდა, შავი, შავად მოელვარე თვალებით და პირდაპირ ჩემსკენ გამოენთო. დავინახე და სუნთქვა შემეკრა. ამაკანკალა და ვცადე წინ წასულ გიორგის დავწეოდი, მაგრამ ჩემი მცდელობა ამაო იყო. და სწორედ მაშინ, როდესაც პანტერამ ბოლო ნახტომი გააკეთა, რათა თავს დამსხმოდა, ჩემს წინ გიორგი გადადგა გაშლილი ხელებით. პანტერა მაშინვე თვინიერი ლეკვივით ჩაუჯდა ფეხებში.
-ნუ გეშინია ნიკი, შენ ვერავინ ვერ გახლებს ხელს, სანამ მე შენთან ვარ. და სანამ მოვკვდები, ვიზრუნებ, რომ ყველაზე ერთგული ხალხი დავტოვო, რათა არაფრის შეგეშინდეს.
-გიო, ასე რატომ ლაპარაკობ?- ვკითხე პატარა ბავშვისთვის შეუფერებელი სერიოზულობით,- სიკვდილს აპირებ?
ამაზე არაფერი მიპასუხა, უბრალოდ თმები ამიჩეჩა და მხრებზე შემისვა.
უცნაური სიზმარი იყო. ვერაფერს მივხვდი. საერთოდ სიზმრებს იშვიათად ვნახულობ, მაგრამ როდესაც ვხედავ, აუცილებლად რაღაც ისეთს, რაც რეალობასთან კავშირშია.
"ნეტა მალე ჩაძაღლდებოდე", ამომიტივტივდა მეხსიერებაში და ლოგინიდან წამოვხტი. დაუკაკუნებლად შევვარდი გიორგის ოთახში, მაგრამ იქ არ იყო. შემოვირბინე ყველა ოთახი, სანამ უკანა აივნიდან უცნაური ხმაური არ მომესმა. დამფრთხალი წავედი უხმაუროდ და კართან გავჩერდი. შევხედე ხმაურის მიზეზს და ამოვისუნთქე.
გიორგი ვარჯიშობდა...
მთვარის ვერცხლისფერი შუქი ანათებდა მის მაღალ ყელს, ფართე ბეჭებს, ნავარჯიშებ მკლავებს, მის გამოკვეთილ პრესს... ვუყურებდი მოჯადოებულივით, თუ როგორ იმეორებს იდეალურამდე დაყვანილ მოძრაობებს. როგორ თამშობდნენ კუნთები მის ზურგზე. იყო მასში ასეთ დროს რაღაც მტაცებლური და ბრაზიანი.
ხოლო, როდესაც ზურგით შემობრუნდა ჩემკენ, სუნთქვა შემეკრა, რადგან პირველად ვხედავდი მის ფართე ზურგზე ფერად ტატუს. ეს არ იყო ჩეულებრივ ტატუ-სალონში გაკეთებული იაფფასიანი იეროგლიფები ან უნიჭოდ დახატული მგლის თავი. ეს იყო ირეძუმი, ნამდვილი ხელოვნება.
არასოდეს მომწონდა ტატუ, ჩემთვის ხელოვნება იყო და არის მიქელანჯელო, დალი, კლიმტი, ვან გოგი... მაგრამ არანაირად სხეულის დაცინვა და მოხატვა საღებავებით.
ამას ვფიქრობდი ადრე, სანამ ვნახავდი გიორგის ტატუს, რომლიდანაც მიყურებდა შავი პანტერა, მზადმყოფი მტერზე თავსდასასხმელად. მომართული კლანჭებით და დაღებული პირით. მისი თეთრი ეშვები მთვარის შუქზე ელავდა და მაიძულებდა შიშით უკან დამეხია. არ მტოვებდა შეგრძნება, რომ პანტერა გადმოხტებოდა სწორედ ისე, როგირც ჩემს სიზმარში და თავს დამესხმებოდა.
გიორგის ტანი მთვარის შუქზე თითქოს ბრწყინავდა. ალაგ-ალაგ ოფლის სველი ხაზები სჩანდა. და სურვილი, რომ მინდოდა მივსულიყავი და ხელით შევხებოდი მის ტორსს, სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა.
მოულოდნელად გიორგიმ ჩემკენ შემოაბრუნა თავი და ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა, რადგან მის თვალებში არა იყო ჩემთვის ჩვეული სითბო, სინაზე და მორჩილება, ის მიყურებდა როგორც მტაცებელი, რომელიც მზად იყო გავეგლიჯე, ზუსტად მისი ტატუს შესაფერისად. ასეთი გიორგი ჩემთვის ახალი იყო და ამიტომ უკან დავიხიე. ის ცხოველი, რომელიც მასში იმალებოდა, მაშინებდა.
-რაიმე მოხდა, ნიკი?- მკითხა აღელვებულმა. მის თვალებს ისევ დაუბრუნდა ჩვეული გამომეტყველება. როგორ ვერ ვიტან...
-არა, შემთხვევით მოვხვდი აქ,- ვუთხარი და ოთახისკენ გავიქეცი. რაღაცას მეძახდა გიორგი, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. თვალწინ მისი იდეალური ფიგურა მედგა და ვგრძნობდი, რომ ისეთი გიორგი, როგორიც დღეს ვნახე, ძალიან მარტივად დამიმორჩილებდა.
ეს იყო ჩვენი პირველი დიალოგი, როდესაც არ ვუთხარი, რომ მეზიზღება.

...

საუზმეზე ჩასვლა არ მინდოდა, მაგრამ მამამ თავისი თანაშემწე გამოუშვა ჩემთან, რათა ჩავსულიყავი. სხვა გზა არ მქონდა, ამიტომ იმისათვის, რომ მისთვისაც გამეფუჭებინა განწყობა, ჩავიცვი დახეული ჯინსები და ყვითელი მაისური, ძველი კედები, გრძელი თაფლისფერი თმა კი ცხენის კუდად შევიკარი.
ჩემს დანახვაზე მამამ თვალები დაქაჩა, ქეთის გაეცინა, გიორგიმ კი, როგორც ყოველთვის, პატარა ბავშვივით გულწრფელად გამიღიმა. კრეტინი, გამოუსწორებელი კრეტინი!
-რატომ მოითხოვე ჩემი დასწრება?- მისალმების მაგივრად ვკითხე მამას. ადამიანს რომელსაც ერთდროულად ვაღმერთებდი და ვერ ვიტანდი.
-გუშინდელზე მინდოდა დალაპარაკება,- მითხრა მამამ.
-კარგი საღამო იყო,- დავუქნიე თავი და ტოსტი ჩავკბიჩე. ამაზე მამამ თავი გააქნია მხოლოდ. საბედნიეროდ კომენტარის გარეშე.
-ნიკი, დღეიდან შენ პოლიტიკოსის შვილი ხარ, ამიტომ იმედი მაქვს უფრო მოკრძალებულად მოიქცევი. გაითვალისწინე, რომ პაპარაცების ყურადღების ცენტრშიც მოექცევი.
-მადლობა მამა,- ვერ დავმალე ირონია და გაღიზიანება,- ძალიან გამიდვილე ისედაც მარტივი ცხოვრება.
-ნიკი!- ჩართო უცებ მკაცრი მამა.
-რა გინდა მამა,- წამოვხტი უცებ სკამიდან,- ისედაც შენი სათამაშო ვარ და ახლა გინდა ყველანაირი ცხოვრებისეული სიამოვნება წამართვა?
-შენ სიამოვნებას კლუბებს და სასმელებს ეძახი?- მკითხა მკცრად.
-სხვა რაიმე დამრჩენია?- კარგია ჩემი მრვალრიცხოვანი პარტნიორების შესახებ ინფორმაციამ რომ არ მიაღწია მის ყურამდე. არადა თითქმის ყველა დაცვის წევრს ვყავარ ნანახი, თუ როგორ გმოვყავარ ჩემს ``ძმას`` სხვადასხვა დაწესებულებიდან, თუმცა გახდილი არც ერთს არ ვუნახივარ. გიორგიმ კარგად იმუშავა.
-რატომ არ შეგიძლია გიორგის ჰგავდე?- ნაცნობი ფირფიტაა. ახლა დაიწყება გიორგის ქება და მისი კარგი თვისებების ჩამოთვლა და იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად უვარგისი ქალიშვილი ვარ მე.
-არ გინდა მამა,- გავაწყვეტინე სიტყვა,- ვიცი რომ გიორგი ერთადერთი და განუმეორებელი გყავს. ბოდიში, რომ მე გავუჩნდი დედას ასეთი უსუსური და უვარგისი. ბოდიში, რომ დედა აღარ არის, მე კი ჯერ კიდევ ვცოცხლობ.
მამა მომენტალურად ადგა, ორ ნაბიჯში გაჩნდა ჩემთან და სილა გამაწნა. ეს პირველი იყო, ამიტომ ადგილზევე გავშრი.
-ბატონო ავთო,- გიორგი პირველად გადაუდგა მამას წინ, პირველად შეეკამათა,- არ გაბედოთ,- და მისი ხმა ისეთი დაბალი იყო, თითქოს ცხოველი უღრენდა მეორეს, რომელმაც სცადა მისი ლეკვის განაწყენება.
-გიორგი...- მამა თავიდან გაოცდა, მერე კი თითქოს რაღაცას მიხვდაო, გაეცინა,- გადით ორივენი, მომწყდით თავიდან.
გიორგიმ ხელი მომკიდა და ჯერ ოთახიდან გამიყვანა, მერე კი სახლიდან. მანქანაში ჩამსვა და თავადაც ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა.
-სად მივდივართ?- ვკითხე გაგრძელებული სიჩუმის შემდეგ.
-არსად,- მიპსუხა ხმადაბლა.
-ასე რატომ მოიქეცი, გიორგი?- მეც დავუწიე ხმას.
-გტკივა?- არ მიპასუხა კითხვაზე.
-არა,- ვაღიარე გულწრფელად. ძლიერად მართლა არ გაურტყია, უბრალოდ მოულოდნელი იყო,- მეწყინა, მეტი არაფერი.
-ეს ბოლო იყო...- მითხრა მშვიდად,- ვერავინ ვერასოდეს გატკენს...- ძლიერად მოუჭირა ხელი საჭეს.
-რა თქვი?- ალბათ ნებისმიერ სხვა ადამიანს  რომ ეთქვა ეს სიტყვები, ყველზე ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ გიორგის პირიდან ამ სიტყვების მოსმენამ გამაღიზინა,- რა უფლებით იძახი ამას? ვინ ხარ ჩემი ამას რომ აცხადებ? არ გგონია, რომ ზედმეტად ბევრს იღებ საკუთარ თავზე?
-ნიკი...
-მგონი დაგავიწყდა ვინ ვარ მე და ვინ ხარ შენ. შენ მამაჩემის ცოლის ნაბი*ვრი ხარ მხოლოდ და მხოლოდ...
-ნიკი...
-სახლში წამიყვანე, ახლავე!- გიოს ჩაეცინა და მანქანა შეაბრუნა.
სახლში დაბრუნებულებს სტუმრები დაგვხვდნენ, რომლებიც მამას კაბინეტში იყვნენ შეკრებილნი და გიორგიმაც უსიტყვოდ აიღო გეზი იქით.
მე ჯერ ჩემს ოთახში ავედი, მერე კი ინტერესმა მძლია და მამაჩემის კაბინეტთან მივიპარე.
-როგორც გითხარით, 3 კაზინო და "ვარდისფერი ლაგუნა" კახას მეთვალყურეობის ქვეშ იქნება,- გავიგე მამას ხმა.
-გგონიათ თავს გაართმევს ბორდელის მართვას?- დაეკითხა მას ერთ-ერთი სტუმარი.
-ახალგაზრდაა მაგრამ არც "ტავარის" გავრცელებისას დაუჭერიათ და არც ახალი გოგოების "ვერბოვკისას", ასე რომ, გაართმევს,- ეს უკვე გიო იყო.
ეს რა იყო? რაში გაეხვივნენ მამა და ეს იდიოტი?
-ბატონო ავთო,- მიმართა ერთ-ერთმა მამაჩემს,- თქვენი ქალიშვილი არ აპირებს ბიზნესში ჩართვას?
-აღარასოდეს ახსენო ნიკის სახელი, ნაბოზ*არო, თორემ საკუთარ ენას გაჭმევ...- გავიგე გიორგის მუქარა და გამაჟრჟოლა. ნუთუ ამ იდიოტს მართლა არ აქვს სხვა საქმე? რატომ მიცავს? წესით ისევე უნდა ვეზიზღებოდე, როგორც მე მძულს... რატომ? რატომ?
სწორედ ამ დროს კარი გაიღო და გიორგის დაბნეულ მზერას შევეჩეხე. თვალებით მანიშნა, რომ ჩუმად ვყოფილიყავი, მერე კი ჩემს ოთახში ამიყვანა და კარი ჩაკეტა.
-რამდენის უფლებას აძლევ თავს, იდიოტო,- ვიფეთქე მე.
-რა გაიგე?- მკითხა მშვიდად, თითქოს ჩემი სიტყვები არც გაეგოს.
-ყველაფერი,- ვუთხარი ხმამაღლა,- რაში გაეხვიეთ შენ და მამაჩემი?
-ნიკს...- ასე ბავშვობაში მომმართავდა ხოლმე,- დაჯექი, წინ დიდი ხნის საუბარი გველის,- მითხრა და თხრობა დაიწყო...
თურმე მამაჩემს თავიდან სუფთა ბიზნესი ჰქონია, მერე მისი ჩაძირვა სცადეს და ამას დედა ემსხვერპლა. მერე მამამ სამაგიერო გადაუხადა და მათი ბიზნესი ხელში ჩაიგდო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის კონკურენტებს ჰქონდათ არა მარტო სუფთა ბიზნესი, არამედ ფულის საშოვნელად არც ბინძურ საქმეებს თაკილობდნენ - კაზინოები, ბორდელები, ნარკო ბიზნესი და იარაღის ბიზნესი. ეს ყველაფერი კი მამაჩემის ხელში გადავიდა რაღაც კრეტინული წესების გამო, მან კი უარი ვერ თქვა.
-ანუ იმის თქმა გინდა, რომ მამაჩემი ადგილობრივი ალ კაპონეა?- ვკითხე სიცილით. ძალიან ძნელი იყო ამ ყველაფრის დაჯერება.
-თუკი ისტორიულ პერსონაჟებს შევადარებთ, შეიძლება ასეც ითქვას,- დამეთანხმა ღიმილით.
-და... მისი მემკვიდრე ამ საქმეშიც...- ენა დამება,- შენ იქნები?
-არა,- გააქნია თავი,- არ ვაპირებ მთელს იმ სიბინძურესთან შეხებას.
-ანუ ეგ მე დამიტოვე?- უცებ შემეცვალა სახე,- როგორ ვერ გიტან, გიორგი ყანჩაველი!
-შენ მით უმეტეს არ შეეხები ამ სიბინძურეს,- მითხრა და გულში ჩამიკრა. იმ წუთს კიდევ უფრო შემზიზღდა გიორგი, რადგან მის მკლავებში ძალიან თბილად, დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი თავს... ეს კი, მაშინებდა.

...

-რას ჰქვია, არ გამიშვებთ?- ვკითხე დაცვას და თვალები დავქაჩე.
-ბატონმა გიორგიმ გვიბრძანა...
-თქვენ რა, სულ გამოშტერდით?- ვიფეთქე მე,- ვინ გიხდით ხელფასს? ვინაა თქვენი დამქირავებელი? ავთანდილ ფიფია, ხომ ასეა? რომ იცოდეთ, მე მისი ერთადერთი ქალიშვილი ვარ. ახლავე გამიღეთ კარი,- გამომიყვანეს წყობილებიდან.
-მაგრამ, ბატონმა გიორგიმ...
-ჯანდაბამდეც გზა ჰქონია თქვენს ბატონ გიორგის, ახლავე გამიშვით,- ვუყვირე და ხელი ვკარი ჩემზე სამი თავით მაღალ და ორჯერ სქელ დაცვის ბიჭს,- სამსახურიდან დაგითხოვთ ყველას,- საბედნიეროდ მათთვის სამსახური და ხელფასი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე უფროსის თავქარიანი შვილის უსაფრთხოება, ამიტომაც გამიშვეს.
უბრალოდ უნდა წავსულიყავი. უნდა გავცლოდი სახლს, სადაც ყველაფერი ტყუილით, ფულით და ძალაუფლებით იზომებოდა. მინდოდა სადმე ისეთ ადგილას, სადაც მარტივია ყველაფერი, სადაც შეიძლება იპოვო ვიღაც, ვისთანაც ერთხელ გაერთობი და მეორე დღეს ვერც კი იცნობ. მაგრამ ამჯერად გული მეწურებოდა, რადგან თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მას ვღალატობდი... ამის გამო, კიდევ უფრო საზიზღრად ვგრძნობდი თავს.
კლუბი ჩვეული ხმაურით და გულისამრევი დაგუბებული ჰაერით შემხვდა. მოცეკვავეების 99% ისე გამოიყურებოდა, თითქოს ეპილეფსიის შეტევა ჰქონდათ. ცეკვის არანაირი სურვილი არ მქონდა, ამიტომ ბართან დავჯექი და ბანანის კოქტეილი შევუკვეთე. ნელა ვწრუპავდი არომატულ სითხეს და ხალხს ვათვალიერებდი. ბევრს ვიცნობდი, მაგრამ მათთან მისვლის არანაირი სურვილი არ მქონდა, საინტერესოც არავინ სჩანდა.
-საშინელი მუსიკაა,- გავიგე მიმზიდველი ბარიტონი. შევხედე მის მფლობელს და გავუღიმე. უცნობმა რატომღაც გიორგი გამახსენა, სიბრაზის მომენტებში. თვალები სახიფათოდ უელავდა.
-გეთანხმები,- არ მივაქციე ყურადღება შინაგან ხმას, რომელიც უბრალოდ მემუდარებოდა ჯანდაბაში გამეშვა უცნობი.
-აკო,- გამომიწოდა ხელი. კანი ოდნავ ნამიანი აქვს. აცვია გემოვნებით და ყველაფერი ბრენდული. აი სუნამო... იმავე სუნამოს ხმარობს რასაც გიორგი, მაგრამ ჩემი ძმის კანზე ყოველთვის სასიამოვნო, გამაგრილებელი სუნი აქვს, ამან კი აშკარად ზედმეტი დაისხა.
-ნიკი,- ვუთხარი მე.
-აქ რატომ ხარ, ნიკი?
-დალევა მინდა,- ვუთხარი და კოქტეილი მოვწრუპე, თუმცა უსიამოვნო შეგრძნებისაგან, მასზეც გული მერევა.
-მეც. მაგრამ ადგილი შემეშალა აშკარად. არ გინდა სადმე სხვაგან წავიდეთ,- მკითხა და მუხლზე დამადო ხელი. ვგრძნობდი მისი ხელის სიმხურვალეს და გული უსიამოვნოდ მეკუმშებოდა. გიორგისაც ცხელი ხელები აქვს... და ღიმილიც, თითქმის იდეალური, ოდნავ წინ წამოწეული მარჯვენა ეშვით.
-წავიდეთ,- დავთანხმდი, მაგრამ პირველად მინდოდა უარის თქმა,- ცენტრში გავიდეთ, საუკუნეა იქ არ ვყოფილვარ.
-ოუ ქეი,- ჩამიკრა თვალი და წამოდგა. მეც დამეხმარა წამოდგომაში და ერთად გავედით ჩახუთული კლუბიდან. გრილმა ნიავმა გამომაფხიზლა, მაგრამ უარი მაინც არ ვთქვი აკოსთან ერთად წასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინსტინქტები უბრალოდ მიყვიროდნენ, რომ სახლში დავბრუნებულიყავი, გიორგის გვერდით, სადაც დაცული ვიყავი.
მანქანაში ჩავჯექი და ბოლოს რაც მახსოვს ნემსის ჩხვლეტაა.

...

ვიღაცამ გამარტყა. ლოყა მეწვის. გულის რევის შეგრძნება მაქვს და წყალი მინდა. განძრევას ვცდილობ, მაგრამ ვხვდები, რომ გაკოჭილი ვარ. კიდევ ერთი სილა და თვალები გავახილე. კაშკაშა შუქმა მაიძულა ისევ დამეხუჭა ძლივს გახელილი თვალები.
-ნუთუ ჩვენმა მძინარე მზეთუნახავმა გაიღვიძა?- გავიგე ახალი ნაცნობი ხმა.
-ვინ ხარ და რა გინდა?- ვკითხე მე. იმედია არ დამეტყო როგორ ძალიან მიჭირდა ლაპარაკი.
-მამაშენის შვილისათვის მეტისმეტად მიამიტი ხარ, ნიკი,- მითხრა სიცილით.
-ვინ ხარ და რა გინდა?- გავუმეორე კითხვა დაჟინებით. არ ვაპირებდი მისი წესებით თამაშს.
-მე აკო ვარ. იცი, მამაშენმა მამაჩემს ბიზნესი წაართვა, ამიტომაც ხარ აქ...
-შენ? მამაჩემმა წაართვა? ნაბიჭ*არო, მამაშენმა დედაჩემი მოაკვლევინა...
-და ეგ მიზეზია?- მკითხა დაცინვით,- ერთი კახპით ნაკლები დარჩა დედამიწაზე.
-როგორც კი ხელებს გავითავისუფლებ, მაშინვე ენას ამოგაძრობ ქალთმოძულე ნაბიჭ*არო,- ვიყვირე მომენტალურად გამოფხიზლებულმა. მინდოდა ყელში ჩავფრენოდი და კბილებით გამომეგლიჯა მისი დამპალი ენა, მაგრამ ამ სიტყვებზე ჩემმა გამტაცებელმა მხოლოდ გულიანად გადაიხარხარა.
-შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ,- მაცნობა დამშვიდებულმა.
-და ამით მამაჩემს დაასუსტებ?- ვკითხე დაცინვით.
-ო, არა,- თვალი ჩამიკრა,- ვიცი რომ მამაშენი დამოკიდებულია გიორგიზე. ხოლო როგორც ყველამ იცის, გიორგის ერთადერთი სისუსტე აქვს - მისი გაუგონარი უმცროსი და. და, რომელიც ასე ნაზად და გულისამაჩუყებლად უყვარს. ამიტომაც იმ ცხოველის წინ ჯერ შენ ჩაგაძაღლებ, მერე კი მასაც მოვუღებ ბოლოს, აი მამაშენი კი თქვენს საფლავზე მოკვდება,- ისე მიხსნიდა და მიყვებოდა ამას, თითქოს სერიალის მოკლე შინაარსს გადმომცემდა.
-გიორგი ვერ მიტანს, ასე რომ ტყუილად გაქვს მისი მოსვლის იმედი. გინდა საიდუმლო გაგანდო? მხოლოდ იმიტომ მიტანს აქამდე, რომ მამაჩემის თვალში ქულები დაიწეროს,- ამას ვიძახდი და გული მეწურებოდა. ხმა ამიკანკალდა და გავჩერდი, ღრმად ჩავისუნთქე და განვაგრძე,- სინამდვილეში კი ერთი სული აქვს როდის გავჭიმავ ფეხებს და მამაჩემის ერთადერთ მემკვიდრედ თავად დარჩება. დამიჯერე, მადლობასაც გეტყვის ჩემი მოკვლისათვის.
-ხმა ჩაიგდე, პატარა კახპა. შენ არავინ გეკითხება.
-მაინც ვერ მომკლავ, სად გაქვს მაგის ტრ*კი...- შეგნებულად დავცინოდი. თუკი მომკლავდა, გიორგი უსაფრთხოდ იქნებოდა.
-ჩაგაძაღლებ,- თქვა და იარაღი დამიმიზნა. გასროლა გაისმა, მაგრამ ტკივილი ვერ ვიგრძენი.
მხოლოდ იმის გაფიქრება მოვასწარი "ნუთუ ასეთი უმტკივნეულოა სიკვდილი" და მაშინვე ტკივილამდე ნაცნობმა ხელებმა ჩამიხუტეს. როგორც კი მისი სუნამოს და სიგარეტის სურნელი ვიგრძენი, პატარა ბავშვივით ავტირდი.
-გაასუფთავეთ აქაურობა,- გავიგე გიორგის ცივი ხმა, მერე კი ხელში ამიყვანა და ის სორო დატოვა. მანქანაში ჩამსვა. მასში არ იყო არაფერი იმ მომთმენი, გამგები, მომღიმარი გიორგისგან. ჩემს გვერდით იჯდა ნამდვილი მტაცებელი ცხოველი, საშიში და ამავე დროს მომნუსხველი.
სახლში სრულ სიჩუმეში მივედით. მისაღებში მამა და ქეთი იყვნენ, მაგამ გიორგის არც უფიქრია მათთან მისვლა, უცერემონიოდ ამიყვანა მეორე სართულზე, შემიყვანა თავის ოთახში და კარი გადაკეტა.
-მადლობა გიო,- ვუთხარი ხმადაბლა,- ვიცი ვიქცეოდი როგორც უკანასკნელი იდიოტი, მაგრამ...
სიტყვა კოცნით გამაწყვეტინა. დაუოკებლად მკოცნიდა, თითქოს მწყურვალმა როგორც იქნა მიაღწია წყლამდე... მე კი ვერაფერს ვაკეთებდი უბრალოდ იმიტომ, რომ ის გიორგი იყო, უკვე თავბრუ მეხვეოდა და სუნთქვა მეკვროდა.
მან მე პირველი კოცნა მომპარა.
როგორი სასიამოვნო ყოფილა კოცნა... თუ ეს იმიტომ, რომ გიორგი იყო?
-ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ, ნიკს,- მითხრა ხმადაბლა,- მართლა ძალიან გაბრაზებული.
ეს მითხრა და ხელის კვრით ლოგინზე დამაგდო,- პატარა კახპა, იცი მაინც როგორ ვინერვიულე?- თვალები უელავდა. ხელის მარტივი მოძრაობით შემომახია კაბა და მხარზე მიკბინა იმდენად ძლიერად, რომ ტკივილისაგან შევკივლე, მერე კი ენა დამისვა ნაკბენზე, ზუსტად ისე, როგორც ცხოველები ულოკავენ მეორე ნახევარს შეჯვარებისას მიყენებულ იარებს,- ყველა მათგანი გეხებოდა,- მომიჭირა კისერზე ხელი,- როგორ ვერ ვიტანდი მათ... იცი რატომ არასოდეს გირეკავდნენ? ყველა მათგანი ვცემე, არ ვინდობდი. ორჯერ თავი ვერ შევიკავე და დღესაც ორივე ტრავმატოლოგიაში წევს. ერთი კომაშია, მეორე კი... სიარულს სწავლობს ხელახლა,- ნელა ჩამიყვა კოცნით შუბლიდან მუცლამდე.
-რატომ?- ვკითხე აკანკალებული ხმით. ასეთი გიორგი მაღელვებდა და თავს მაკარგინებდა,- რატომ მაძლევ ამდენის უფლებას?
-იმიტომ, რომ მიყვარხარ,- მითხრა და თვალებში ჩამხედა.
მე არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, რადგან სიყვარულით ჯერ არ მიყვარდა, მაგრამ ერთი ვიცოდი - გიორგი ყანჩაველის გარეშე, მე ვერ ვიცხოვრებდი. ის ჩემი ყველაფერია, ჩემი იმედი, ჩემი სიძლიერე, ჩემი გულის ცემა და სიცოცხლის მიზანი... სიცოცხლის და არა არსებობის. და ამ გრძნობას მთელი ცხოვრება ვეძახდი მარტივ სახელს - ზიზღი. ასე უფრო მარტივი იყო.
-ნიკს, ხომ ხვდები, რომ დღეიდან ყველა გზა მოჭრილი გაქვს?- მკითხა სერიოზულად.
-მე?- გამეცინა,- გიორგი ყანჩაველი, ეს შენ გაქვს დღეიდან ყველა გზა მოჭრილი.
გიორგიმ გამიღიმა. მსხვერპლი თავად დანებდა მონადირეს...
-ნუ იღიმი,- ვუთხარი მკაცრად,- ვერ ვიტან ასე რომ იღიმი. შენში ცხოველი მიყვარს მე... მტაცებელი, რომლის გვერდითაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ... ვისაც მინდა, რომ დავემორჩილო.
-პატარა, ანუ ადგილობრივი წინამძღოლის მდედრი გინდა იყო?- მკითხა სიცილით,- სხვათა შორის სასტიკი და ულმობელი წინამძღოლის...
-სამაგიეროდ ეს წინამძღოლი, მხოლოდ ჩემს წინ იხრის ქედს,- ვუთხარი და ნაზად შევეხე მის ბაგეებს, მაგრამ მან მაშინვე დაიბრუნა ინიციატივა.

...

გამთენიისას გამეღვიძა და წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე. გიორგიმ არ დამინდო. სიტყვებით "გამოცდილება გაქვს, ასე რომ არაფერი ახალი არაა შენთვის," არ მომეშვა, სანამ გონების დაკარგვამდე არ მომიყვანა. დაღლილს და ძალაგამოლეულს მაშინვე ჩამეძინა, გამოღვიძებულს კი მთელი სხეული მტკიოდა, მაგრამ თავს საოცრად ბედნიერად ვგრძნობდი.
ერთადერთი რაც მოვახერხე, მის მკლავებში გადავბრუნდი და სახეზე დავაკვირდი. ქუთუთოები უთრთოდა, ბაგეები ოდნავ ჰქონდა გახსნილი. სახე დამშვიდებული ჰქონდა. საყვარელი იყო ასეთი, ძალიან საყვარელი...
-დაიძინე, ჩემს საყურებლად მთელი ცხოვრება გექნება წინ,- მოულოდნელად გაახილა თვალები, მე კი მომენტალურად დავხუჭე.
-არ გიყურებდი,- ვუთხარი და ცხვირი მის კისერში ჩავმალე.
-როგორც იტყვი,- გაეცინა და ძლიერად მიმიხუტა,- არ მჯერა, რომ აქ ხარ. ჩემს გვერდით,- თქვა და თავზე მაკოცა.
-მადლობა გიო... მადლობა რომ არასოდეს მტოვებდი, მიტანდი ჩემი აუტანელი ხასიათით...
-ნიკს, მე გავჩნდი ამ ქვეყნად იმისთვის, რომ შენ გემსახურო, ვიყო შენი მონა და დაგემორჩილო. შენ კი... შენ კი გაჩნდი იმისთვის, რომ მე მეკუთვნოდე.
მე კარგად მივხვდი რას გულისხმობდა, რადგან მის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო, მის გარეშე მარტოსული ვიყავი, ხოლო როდესაც ჩემს გვერდით იყო, ამ მარტოობას ვინაწილებდით. გიორგი ერთადერთი იყო, ვისაც ბოლომდე უსიტყვოდ ვენდობოდი... მის გვერდით ყველა შიში უკან იხევდა. მის გვერდით არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მთელი ჩემი სამყარო მხოლოდ მასზეა კონცენტრირებული...



№1 სტუმარი nuca

უმაგრესიაააა

 


№2  offline წევრი (((end)))

ცუდი არ იყო love მართლა მომეწონა love იმედია,რამე ახალს კიდევ დაგვიწერ

 


№3  offline წევრი LastStrangeAngel

ძალიან მაგარი იყო, არვიცი რა ვთქვა, უბრალოდ ზედმეტად მაგარია და ძალიან ნიჭიერი ხართ.

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kaargii iyoo

 


№5  offline წევრი Teo tegi

Momewona cota meti mindoda Mara araushavs, RAC iyo Kai iyo. Meketeba am mxec DA tan gultbil bichebze:-D

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

momewonaa ♡♡♡kargi iyo

 


№7 სტუმარი Mari

Ragac ver gavige da dzma xoa? Da...

 


№8 სტუმარი Mari

Es ra debiloba iyo niksis mamas da qetis shvili ro yolodat ....eseni ertad iqvnen saerto da an dzma eyolebodat cotaa sxvagvarat mainc dagewera tu natesaoba ar ici ra ari

 


№9 სტუმარი ana

Mari
Ragac ver gavige da dzma xoa? Da...


ara dzma ar aris shen verc gaigeb es motxroba mxolod visac "mxeci" bichemo moswons

 


№10  offline წევრი მონაცისფრო

ამ ისტორიას ჩემი ბანალური კომენტარით არ გავაუფერულებ <3

 


№11 სტუმარი ცაკო

ძალიან მომეწონა...

 


№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

ამ ისტორიაზე ვგიჟდები,მერამდენედ ვკითხულობ არ ვიცი.კარგია
--------------------
ლანა

 


№13  offline წევრი Barbare ❤

ukve mgoni mesamed vkitxulob da isev is didi sitbo chamegvara rac tavidan ❤️ gasaocrad wer ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent