შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეიძლება! თავი 7


6-08-2016, 23:03
ავტორი ketusha
ნანახია 1 697

გვიან იყო არ მეძინა და ტელეფონში სურათებს ვათვალიერებდი, შაკოს სურათს ახლოს მოვიტანდი და ისე ვუყურებდი თითქოს ანგელოზს ვხედავდი, დებილივით მეცინებოდა და ვხვდებოდი რომ ეს ბიჭი დღითი დღე მიყვარდებოდა..ზედმეტად სიმპატიურიათქო გავიფიქრე და იმასვნერვირვიულობდი უკვე თბილისში რომ წავალ რა მეშველებათქო, მაგრამ გამახსენდა რომ შაკუნა თბილისში თამაშობს და უაზოდ გამახარა ამ ფაქტმა.. უკვე თენდებოდა, ტელეფონს დავხედე და 7 იყო დაწყებული რომ ბიჭების ოთახიდან ღრიალის ხმა გამოდიოდა
- ამის დედაშ**ეცი- გავიგე დათუნას ხმა და როგორ დაიმტვრა რაღაც. ისე შემეშინდა საწოლს მივეყინე, გოგოებსაცშეეშინდათ ძალიან და სინათლე აანთეს ოთახში
- რა ხდება ?- გაფითრებული იყო ანა
- რაღაც დაიმტვრა- წამოდგა ნინი და კარისკენ წავიდა, ყველამ მას მივბაძეთ და ჩქარი ფეხის ნაბიჯით მივედით ბიჭების ოთახამდე, კარები უცებ გამოვაღე და თავი როგორ შევიკავე არვიცი რომ არ წავქცეულიყავი , წამიერად მოვედი გონს და შაკუნასთან მივვარდი, ტუჩიდან სისხლი სდიოდა და "ნაჩნიკიც" დალეწილი იყო
- არ მიეკარო მაგ ახ*არს- მიღრიალა დათუნამ და ხელში მწვდა,ფეხზე ამათრია და თავისკენ მიმიზიდა
- ქეთის შეეშვი რა გინდა მაგასთან - წამოვიდა აჩი ჩემსკენ
- ერთი ნაბიჯიც აღარ გადმოდგას არავინ- ბრძანა დათუნამ და კიბეებისკენ წამათრია, მე კი ტირილს არ ვწყვეტდი და უაზროდ ვსლუკუნებდი, გავიგე გიორგი როგორ გამოგვყვა. ეზოში ჩამიყვანა, ხალათით და დამაყენა. მე კი ჩავიმუხლე და თავი ხელებში ჩავდე, ეხლა ყველაზე მეტად შაკუნაზე ვნერვიულობდი და იმაზე რომ ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, ღმერთს ვევედრებოდი რომ დათუნას დარტყმული არ ყოფილიყო მაგრამ მეც ვიცოდი რომ სულ ტყუილად.
- ეს რა დედის ტყ**აა?- გრიალებდა დათო და ტელეფონი მომაწოდა შაკოსი. ეხლა მივხვდი რაშიც იყო საქმე. დათუნამ შეტყობინებები წაიკითხა, რომელიც შაკოს ჰქონდა მოწერილი, სარდაფში რომ მიბარებდა და მომენატრეო რომ მომწერა ის. ეხლა ისე ცუდად ვიყავი მინდოდა რომ დათუნაზე სახეში მეთხრიშა მაგრამ ვერ გავბედე, სახლში ისეთი ამბავი იყო და ისე მოიქცა შემეშინდა კიდე რამდესისულელე არ ჩაიდინოს მეთქო და ატუზული ვიდექი ეზოში.
- ჩემს საკუთარ ძმაკაცთან გააბი რომანი? მაგის მეტი ვერავინ ნახე? და კიდევ მოხვედი გუშინ და მე დამიწყე ღრიალი, თავი მართლა დამნაშავე მეგონა ბო*იშვილივიყო- ღრიალებდა დათუნა და ვერც გიორგი ვერ ბედავდა მასთან მისვლას, მე კი ცრემლად ვიღვრებოდი და არვიცოდი რა მეთქვა მისთვის, კარგად ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა და ველოდი ამას.
- დათუ დამშვიდდი- ხელი დაადო მხარზე გიომ- ხომ ხედავ ცუდადაა, სულს ვეღარ ითქვამს- ანიშნა ჩემზე
- ესაა ცუდად? მოკვდეს ! - თქვა კბილებში და სახლში შევიდა. მეც გავეკიდე რადგან ვიცოდი რომ ეხლა შაკუნას მიადგებოდა, სწრაფად ავირბინე კიბეები და კართან დავდექი, შიგნით შესვლა ვერ გავბედე
- გაა*ვი ამ სახლიდან- მშვიდად ეუბნებოდა დათუნა შაკოს
- არაფერს მათმქვინებ? ორი წამით მომისმინე
- გაა*ვი მეთქი - არ აცდიდა დათუნა.
- რა გჭირთ შე*ემა? აცადე ადამიანს იქნება უნდა რამის თქმა ?- თქვა აჩიმ და მე გამომხედა
- შეგიძლია შენც დაახვიო- უთხრა აჩის. თვალები შუბლზე ამივიდა არ ველოდი ამის გაგონებას და ვხვდებოდი რომ გონებას ვკარგავდი, მაგრამ ეხლა ყველაზე შეუფერებელი მომენტი იყო.
თავი ხელში ავიყვანე და ოთახში ფეხი შევდგი
- რას აბრალებ ამას?- ვკითხე დათუნას ძლივს ისე რომ ტირილი არ შემიწყვეტია
- ნუ ტირი ! - ძარღვები დაებერა შაკოს
- თქვენ მე აქ ვერ მხედავთ ?- ფეხზე წამოფრინდა დათუნა და შაკოს მივარდა, ერთი გემრიელი უთავაზა სახეში ისევ , ძლივს გამოიყვანეს ოთახიდან, მეც თან წამატრია, არ დამტოვა შაკოსთან და ოთახში შემაგდო. ასეთი გაცოფებული არასდროს მინახავს ჩემი ძმა.შემეშინდა, თან ძალიან და მივხვდი რომ შაკოს სახლიდან გააგდებდა. ამაზე გადავირიე, მთელს ოთახში გასაღებს ვეძებდი, ძლივს ვიპოვე კარი გავაღე და დაბლა ჩავედი, ყველა დაბლა იყო, მარტო შაკუნა არ ჩანდა არსად
- უზრდელიხარ !- ვთქვი შესვლისთანავე
- ვინ გამოგიშვა ოთახიდან ფეხზე წამოფრინდა დათო და მას მიყვა ყველა
- ჩემმა თავმა, უნამუსო ხარ, ხელი როგორ დაარტყი ? რას აბრალებ მას? იმას რომ მე მიყვარს? მიპასუხე ამას აბრალებ ? მას არაფერი დაუძალებია,არაფერი უკადრებია, იმ დღეს სარდაფში იმიტომ ჩამიყვანა რომ აეხსნა, იმიტომ რომ ეთქვა , არაფერი გამოგვივიდოდა, ეგ იყო და ეგ, შემდეგ ჩვეულებრივად იყო ჩემთან, მხოლოდ მაშინ გამოიჩინა ყურადღება როცა ავად გავხდი, ამ ყველაფრის გამო სცემე?- ვღრიალებდი ბოლო ხმაზე და ვხვდებოდი რომ ცრემლად ვიღვრებოდი 20 წლის გოგო.
- იმიტომ დავარტყი , რომ საწყობში ჩაგიყვანა ზუსტად, იმიტომ რომ მმოენატრე თურმე და იმიტომ რომ აქ ცხოვრობდა და ჩემს თვალწინ იტყუებოდა ამხელა კაცი, მაგის კაცობა მოვ**ან მე- იღრიალა დათუნამ და ჩემსკენ წამოვიდა, მაგრამ ანამ გამოიქცა , ხელი დამავლო და ოთახში გამაქანა, ვეღარ ვსუნთქავდი ისე ცუდად ვიყავი, ვხვდებოდი რომ ძალა მერთმეოდა.
- აღარ იტირო, არ წასულა ჯერ, ოთახშია - მითხრა ანამ და როგორც კი ეს გავიგე წამოვფრინდი და ბიჭების ოთახში გავჩნდი წამში
- არ შეიძლება შენი აქ ყოფნა- მითხრა შაკომ დაბალ ხმაზე
- მაპატიე- მხოლოდ ამის თქმა შევძელი
- რა გაპატიო პატარავ? ის რომ ყველას მირჩევნიხარ? ჩემს თავსა და სიცოცხლესაც კი? ეს გაპატიო?- ფეხზე წამოდგა შაკო მე კი გავიქეცი და მაგრამ მოვეხვიე. ხელებს მიჭერდა და ვხვდებოდი როგორ გრძნობდა თავს, სულ გაყინული იყო,მაგრამ როგორც კი შემეხო დავინახე როგორ დაეხორკლა კანი და სიამოვნებისგან გავიყუჩე.
- წადი , ყველაფერს მოვაგვარებ , ერთი წამით არ ინერვიულო- მიღიმოდა შაკო და თავზე მკოცნიდა
- არ წახვიდე, იცოდე მეც გამოგყვები- მივეხუტე მაგრად და გულზე ვაკოცე
- ქეთ,სისულელე არ გააკეთო, თუ წავალ ჩამოვალ და დაველაპარაკები მალევე დათუნას, არინერვიულიო და მანდე გთხოვ- მიყურებდა თვალებში, მე კი თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ოთახიდან გამოვედი, შევედი და დავწექი, ვიგრძენი როგორ ამიტანა სიცივემ და ანამ როგორ გადამაფარა თავისი საბანიც. ვერ მოვხუჭე თვალები, დაძაბული ვიწექი, 11 საათისთვის კი გავიგე როგორ დაიქოქა მანქანა, წამოვფრინდი და ფანჯარასთან მივედი, დავინახე რომ აჩი და შაკო მიდიოდა.
მივხვდი რომ გონება დავკარგე და არვიცი ვინ დამიჭირდა, მაგრამ იატაკზე გაშოტვას აშკარად გადავურჩი, თვალები რომ გავახილე ყველა მე მესეოდა თავს, მარტო დათუნა არ ჩანდა არსად
- სად არი? - ჩუმად ვკითხე ანას
- სადღაც გავიდა, გონება რომ დაკარგე გაგიჟდა- თქვა ნინიმ
- სისულელე არ ქნას- ვდარდობდი დათუნაზე
- ნუ გეშინია კარგად იქნება შენ შენს თავს მიხედე- შემომიბღვირა ანუკამ. მალევე წამოვჯექი და ყველას სახეებს რომ გადავხედე ვეღარ მოვითმინე
- ისე მიყურებთ თითქოს ცხოვრებაში არავინ შეგყვარებიათ, ყველამ კარგად იცოდა რომ პატარაობიდანვე მქონდა გრძნობა ამ ბიჭის მიმართ, არასწორია ვიცი ეს ყველაფერი, თქვენი ძმაკაცია და ბიჭები სხვანაირად აზროვნებთ, მაგრამ თქვენ არიცით რა არის ნამდვილი სიყვარული. ანა რომ შენი ძმაკაცის და ყოფილიყო არ შეიყვარებდი?- ვკითხე გიორგის და პასუხიც თავადვე გავეცი ჩემს კითხვას.- შეიყვარებდი ! მაგრამ მთელი ცხოვრება დაიტანჯებოდი, ვერაფერს იტყოდი რადგან ძმაკაცობას ვერ გადააბიჯებდი, ცხოვრებაში ადამიანი ერთხელ მოდის და ერთადერთი რაც უნდა ვიცოდეთ ეს სიყვარულია, არააქვს მნიშვნელობა მე შაკუნა მეყვარება , ტატო , ირაკლი თუ ვინმე სხვა, მუდამ მეცოდინება რომ ჩემს ცხოვრებაში სიყვარული პირველ ადგილზე უნდა დავაყენო , მე დათუნას ვერ ვუთხარი, რადგან ვგრძნობ და ვხვდები ჩემს დანაშაულს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ მე რამე შემეშალა ან დავაშავე. სიყვარული არ გეკითხება გინდა თუ არა ამა თუ იმ ადამიანის შეყვარება, ის მოდის და ფეხის თითებიდან თმის ღერამდე გიპყრობთ და ვისაც ჩემი გაკიცხვა უნდა ილაპარაკოს- დავამთავრე მშვიდად და კიბეს მივაშურე..
ანაც თან გამომყვა, დავინახე რომ ყველას მტრული მზერა ესროლა და ჩემთან ერთად შემოიყუჟა ოთახში. ძალიან ცუდად ვიყავი, უზომოდ მენატრებიდა შაკო, მასთან ყოფნა მინდოდა, ვერც დარეკვას ვბედავდი, ღამის 4 საათამდე არ დამძინებია, უაზროდ ვუყურებდი მის სურათებს და ვტიროდი. არვიყავი დიდი ხნის ჩაძინებული, მალევე გავიგე ტელეფონის ვიბრაცია და ეგრევე ავიღე
- ქეთ- გავიგე ბოხი ხმა შაკოსი
- შაკუნა- წამოვჯექი ეგრევე საწოლზე
- მიყვარხარ- ვხვდებოდი რომ ძლივს ამბობდა ამ სიტყვებს, პასუხი არ გამიცია.
- არ იტირო, არასდროს, თუ ოდნავ მაინც მაფასებ- მემუდარებოდა შაკო და მძიმედ სუნთქავდა
- სად ხარ? წახვედი აქედან ?
- არა, სასტუმროში ვარ, ცოტას დავიცდი და მერე მოვალ, დათუნას უნდა ველაპარაკო
- მაგას რაზე უნდა ელაპარაკო?- გავბრაზდი მე
- იმაზე რომ... უშენოდ მოვკვდები ქეთი- გულწრფელობა ეტყობოდა მის ხმას მე კი თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. იმდენად მინდოდა მასთან ყოფნა რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი ეხლა.
- რომელ სასტუმროში ხარ?- გამიელვა ერთმა აზრმა.
- არც იფიქრო- მიმიხვდა ჩანაფიქრს. შენ რომ სხვისი და იყო მოგიყვანდი და ვერც წაგიყვანდა აქედან ვერავინ. მაგრამ სხვა არ ხარ, ეგ შენც იცი- ჩახლეჩილი ჰქონდა შაკუნას ხმა.
- მაპატიე- ამოვისლუკუნე
- მერამდენედ მთხოვ პატიებას, ან რისთვის ?- ხმა დაუთბა შაკოს
- რომ დაგარტყა- მოვუჭერი მოკლედ
- დავიმსახურე- გაიმკაცრა ხმა, არ დაადანაშაულო იცოდე- გამართხილა
- ხვალ გნახავ- გადავწყვიტე მე
- შევხედოთ როგორი სიტუაცია იქნება, ეხლა კი ფანჯრიდან მაინც დამენახე- ეს რომ გავიგე ეგრევე წამოვფრინდი, გოგოებიც გავაღვიძე და ყველა წამოჯდა მე კი ფანჯარასთან ვიჯექი და ვხედავდი შაკუნას, რომელიც შეხვეული იყო კომპოსტოსავეთ და მიღიმოდა, ვეღარ მოვითმინე და კარებისკენ გავიქეცი, გოგოებმა მითხრა დიდხანს არ დააყოვნოო და კარები მოკეტეს, მე კი არ მახსოვს როგორ ჩავირბინე კიბეებზე, გიორგის კურტკას დავწვდი, ჩავიცვი და ეზოში გავვარდი, ჯერ გავჩერდი, კარგად დავაკვირდი შაკუნას, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, თითქოს დაღლილი იყო, ტუჩი გახეთხილი და გასიებული, სახეზე ოდნავ ღიმილი დასთამაშებდა და თითქოს მანიშნებდა რომ მალე მოდიო. რომც არ ეთქვა, ვგრძნობდი რომ ვუყვარდი, აი თვალებში ეტყობოდა, ისე მიყურებდა შეუძლებელი იყო მაგის დამალვა. გავიქეცი და გულზე ავეკარი, მანაც მაგრად მომხვია ხელები და თავზე მაკოცა
- მაპატიე, მაგრამ არ შემეძლო შენი ნახვის გარეშე - მკოცნიდა შაკო თავზე
- კარგია რომ მოხვედი, შენ რომ ჩემთან ხარ არაფრის მეშინია
- არადა ვიღაც ამბობდა პატარა ხარო- გახუმრება სცადა შაკუნამ მაგრამ თვალებზე ეტყობოდა რომ კარგად ვერ იყო.
- უნდა წავიდე, პრობლემები აღარ გინდა, ისედაც რა დღეში ხარ ჩემს გამო, საერთოდ საჭმელი ჭამე ? ისედაც ავად იყავი ეხლა კიდევ ამდენი სანერვიულო- მესიამოვნა შაკუნას მზრუნველი საუბარი
- ვჭამე- მოკლედ ვუთხარი მე და გავუღიმე
- არ გიჭამია, ნახეროგორ გახდი, ესე მგონია ბებიას "პიჟამოები" გაცვია- გაიცინა და თავზე მაკოცა შაკუნამ, თავს მიხედე და კარგად ჭამე, მალე მოვაგვარებ ყველაფერს - მითხრა დარწმუნებით, მერე ლოყაზე მაკოცა ნაზად, ძლიერად ჩამეხუტა და წავიდა. რამდენჯერმე მოიხედა უკან და ვხვდებოდი რომ ფეხები არ ემორჩილებოდა, მე კი სულელივით ვიდექი და ვუყურებდი. არ შემეძლო მისი დათმობა არავის და არაფრის გამო და ეს ზუსტად ვიცოდი, ვიბრძოლებდი მისთვის!
დილით მაღალი სიცხე მქონდა, 39ს რომ მიაღწია ყველას შეეშინდა, განსაკუთრებით დათუნას, მაგრამ არ მელაპარაკებოდა და არც მე ვიჩენდი ინიციატივას, ბოლოს ძალიან ცუდად გავხდი და იძულებული გახდა დათუნა რომ ხელში ავეყვანე და ისე წავეყვანე საავადმყოფოში. გადასხმები და რაღაცები გამიკეთეს.
მალევე გამოვედი მდგომარეობიდან და როგორც კი თვალი გავახილე ეგრევე დათუნა დავინახე, თავთან იჯდა და ეძინა, არც მიფიქრია მისი გაღვიძება , ეტყობა ღრმა ძილში არიყო და თავი მალევე ასწია, იგრძნო რომ ვუყურებდი
- კარგად ხარ?- მივხვდი რომ შეშინენებული იყო.
- საკმაოდ - მივახვედრე რომ საშინლად ვიყავი გაბრაზებული მასზე. აღარაფერი აღარ უთქვამს, ადგა და გავიდა, შემდეგ ბავშვები შემოვიდნენ ყველამ მნახა, მალევე წამოვედით იქედან, ისე მექცეოდნენ თითქოს ინვალიდი ვიყავი, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. ბუხრიან ოთახში დამაწვინეს და მალევე გავიგე კარზე კაკუნის ხმა, ყველამ ერთმანეთს გადახედა, მეც დავიძაბე და მივხვდი ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო მაგრამ კიდევ ერთ ჩხუბს ნამდვილად ვერ გადავიტანდი, თუმცა ამ წუთას ჩხუბსაც და სიკვდილსაც კი გავუძლებდი ოღონდ წამიერად მაინც დამენახა, თუნდაც შორიდან.
- როგორ არი?- გავიგე ხმა და მივხვდი რომ აჩი იყო
- არაუშავს შემოდი- უთხრა გიორგიმ და გვერდით გადგა. აჩი იყო.. მოვიდა თუ არა არავისზე შეუხედავს ეგრევე საწოლზე დამიჯდა და თმებზე ფერება დამიწყო, მერე ნელნელა ყველა გავიდა ოთახიდან და მე და აჩი დავრჩით
- წამოსვლა უნდოდა ძლივს გავაჩერე- ღიმილით შემომხედა აჩიმ და მიხვდა რომ ბედნიერების სხივმა გადამირბინა სახეზე
- მართლა?- ვკითხე გულწრფელად
- შენ თავს ვფიცავარ, გაგიჟდა ლამის, უნდა წამოვიდე ყველა ო, დავამშვიდე და მე წამოვედი, არ მინდოდა აქ მოსვლა მაგრამ შენ გამო ცის კიდეში წავალ..
თბილად გავუღიმე, შემდეგ მაგრად მოვეხვიე, თავი შევიკავე რომარ მეტირა, ეხლა ყველაზე მეტად მინდოდა რომ აჩი ჩემთან ყოფილიყო რადგან ის ყველაზე მეტად მიგებდა, მეც და შაკუნასაც, ზუსტად იცოდა სად გვტკიოდა და რატომ, იმიტომ რომ გამოცდილი ჰქონდა, თან ძალიან კარგად. აჩის მუდარის თვალებით გავხედე, მივახვედრე რომ ძალიან მინდოდა შაკოს ნახვა მაგრამ ისიც ვიცოდი რომ უხერხულში ვაგდებდი და არ მინდოდა მისთვის რამე მომეთხოვა, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ჩემს გამო სახლიდან გააგდეს. ჩემმა ძმამ გააგდო და ყველაზე მეტად ამას ვერ ვაპატიებდი მას, რადგან არიყო აჩი მაგის ღირსი, მანაც ანალოგიური გააკეთა ერთ დროს და ისიც უნდა გამოეგდოთ? გაბრაზებული ვიყავი და ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნიდი მის საქციელს ან არ მინდოდა რომ მომეძებნა, რადგან ჩემთვის სამი ყველაზე ძვირფასი ადამიანი ერთმანეთს ერჩოდა და ეს საშინლად აუტანელი იყო ჩემთვის.
- ეხლა მე წავალ, თავს მიხედე, დამირეკე როცა გინდა - მითხრა აჩიმ და ადგა
- გაგაცილებ- ვთქვი და ადგომა დავაპირე მაგრამ არ დამანება აჩიმ
- დამშვიდდი, მე გავაცილებ ,- ხელზე მომისვა ხელი ანამ და გამაღიმა.
წავიდა აჩი და ზუსტად ვიცოდი რომ შაკოს დამშვიდებას ოდნავ მაინც შეძლებდა.მიხაროდა , ძალიან მიხაროდა რომ ჩემს გამო ნერვიულობდა და განიცდიდა. რადგან მე ამ მდგომარეობას განვიცდიდი და შაკუნას საქციელი უფრო მარწმუნებდა მის ჩემდამი სიყვარულში. ტელეფონს გვერდიდან არ ვიშორებდი მაგრამ ერიდებოდა შაკუნა შეტყობინების მოწერას, კარგად იცოდა რომ ეხლა სიტუაციის დაძაბვა არ ივარგებდა, მაგრამ ეტყობა ვერ გაუძლო სახლში რომ აჩი მივიდა და ჩემი ტელეფონიც მალევე აზუზუნდა, დავხედე, შაკუნასგან იყო:
"არვიცი საიდან დავიწყო წერა, არც ის ვიცი რაუნდა გითხრა, ვერ ვჩერდები სახლში , მაგრამ ისევ შენ გამო "დავზადნე" . ქეთიიი, სიცოცხლეს მირჩევნიხარ" - ჩავამთავრე კითხვა და სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა.

ბავშვებო, პატარა თავია მაგრამ შევეცდები მომდევნო უფრო დიდი იყოს, მადლობა ვინც კითხულობს და ჩემს გვერდით ხართ !:*



№1  offline წევრი Mmariam

ვაიმე რაკარგიიი იყო

გაზარდე თავები ცოტა რა

 


№2  offline წევრი natia-natia

მომწონსს ძააან

 


№3  offline წევრი isterichka123

კაია კაი გააგრძელე

 


№4  offline წევრი salosaloø

dzaan kaia male dadee <3

 


№5 სტუმარი Ketis

Carmatebeiiiii

 


№6 სტუმარი hipo

uuf maale minda shemdegi

 


№7  offline წევრი salosaloø

rodiss dadebb shemdegssss

 


№8  offline წევრი Ana Imnadze

საოცრებაა !

 


№9  offline წევრი ketusha

ბავშვებო, გამარჯობათ ! ბოდიშს ვიხდი შეფერხებისთვის, გარკვეული მიზეზების გამო ქალაქგარეთ ვარ, დღეს იქნება შემდეგი თავი, საინტერესო და დიდიც !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent