ქაღალდის თვითმფრინავი (სრულად)
სამყარო ერთი ქაოსური ,ფერადი ძაფის გორგალია ,როემლსაც თუ დაემორჩილები მასში გიხვევს ,გითრევს და მოძრაობის საშუალებას არ გაძლევს .არა ,როგორ არა შენ მოძრაობ ,მაგრამ ისე როგორც მას უნდა ,ისე როგორც მათ უნდათ.თანდათან ისე ღრმად ეფლობი ამ ყველაფერში რომ მერე შენც მისი ნაწილი ხდები ,ბრბოში ითქვიფები და ბოლოს აღარაფერს წარმოდგენ.დასასრულს ? დასარულს ერთი გამოწკეპილი ,ცხვირაწეული ადამიანი ხარ ,რომელსაც ის მოსწონს რაც ბრბოს .დასასრულს უბრალოდ დეფორმაციას განიცდი და უვარგისი,მომწამლავი ნივთიერების ატომი ხდები.დასცინი ადამიანებს,რომლებიც ძაფის თავს პოულობენ და გორგალს შლიან ,მერე კი მათ წინაშე დარჩენილი სამყარო ისეთივე მახინჯი და გაძარცვული რჩება ,როგორც ის ქაღალდია რომელზეც ფერადი ძაფი შემოუხვევიათ .ის ქაღალდი ყველაზე მახინჯი რამაა ამ ქვეყნად ,მისგან ხომ ვერც ნავს გააკეთებ და ვერც თვითმფრინავს .ქაღალდს ორი დანიშნულება აქვს ,მასზე ან უნდა წერო ან მისგან თვითმფრინავები უნდა აკეთო .ადამიანსაც გააჩნია ,ვისაც მშვიდი ,წყნარი ბუნება აქვს ქაღალდის ნავებს წყალში უშვებს და მერე მშვიდად ადევნებს თვალს თანდათან როგორ ლპება და წყალს უერთდება, პატარა ნავის ნაწილები და არესებობენ ადამიანებიც ,რომლებიც ქაღალდის თვითმფრინავებს აკეთებენ ,მერე კი ჰაერში ისვრიან .თვითმფრინავი ერთხანს ჰაერშია მერე კი მიწას ენარცხება ,თუმცა ისინი მას იღებენ და ისევ ისვრიან...დაუსრულებლად.ამ ადამიანებს თავისუფლება უყვართ ,მათ გაქცევა უნდათ. შენ კი გუბურის პირას ზიხარ და უბარლოდ წყალზე მოტივტივე ქაღალდს შეჰყუურებ ,ნავი დაიშალა .შენ ერთდროულად გსურს იყო ყურადღების ცენტრში ,იყო მარტო და იყო სხევბთან ერთად.გსურს გაფასებდნენ ,ხანდახან კი გაკრიტიკებდნენ კიდეც.შენ გსურს დაიშალო ,რათა თავი აარიდო საკუთარ მეში ხეტიალს. მათ კი არაფერი აღელვებთ ,ცხოვრებას ჰაერში მოფრიალე თვიმფრინავიდან უყურებენ და არა წყალში ჩაძირული ნავიდან.მათ ფრენა უნდათ და დაფრინავენ ,ისინი მღერიან ,ცეკვავენ ,ისინი ლამაზები არიან,შენ კი მხოლოდ დაშლა გინდა ,გინდა ნაწილებად დაიშალო ,საკუთარი თავის მსხვერპლი გახდე და ათასი მსგავი მონაჩმახი დაწერო ,როგორიც ესაა და გინდა როდესაც მოკვდები ,შენს დაკრძალვაზე ხალხი ტიროდეს.თუმცა ეს ხომ ყველას უნდა ? არა ,შენ გინდა რომ ისინი გულით კი არა მოჩვენებით მაინც ტიროდნენ ,რადგან ნამდვილ ცრემლებზე ოცნებასაც კი ვერ ბედავ ,თუმცა ეთანხმები ლესინგს და ფიქრობ რომ ადამიანის ცრემლები მხოლოდ ძილშია მართალი ,სხვა დროს მათ უბრალოდ საკუთარი თავი ეცოდებათ.კი არ ეთანხმები ,ბოლომდე ხარ დარწმუნებული რადგან თავად არასდროს გიტირია სხვისთვის და ის ვისაც ყველაზე მეტად იცოდებდი შენი თავია.შენში სიბრალულს აღძრავდნენ ხელგაწვდილი მათხოვრები,მაგრამ თუ დაინახვიდი რომ რომელიმე მათგანი კუთხეში მიყუჟული მადიანად ილუკმებოდა, მაშინვე ზიზღს გრძნოდბი და ყველას ფარისევლად ნათლავდი .ერთგავარი სიამაყე გეუფლებოდა ,როდესაც ხედავდი როგორები იყვნენ სხვები ,მართალია ისინი ხომ შენს ფრჩხილადაც არ ვარგოდნენ.შენ ხომ მათზე მაღლა იყავი. ისნი გარბოდნენ ,ყვიროდნენ ,იცინოდნენ.მათი სიცილი შენს ყურთასმენას წვდებოდა ,ხერხემლაში დაგივლიდა და უცნაურ ,მაზოხისტურ სიამოვნებას გრძნობდი როცა ხვდებოდი რომ მათი სიცილი შენი ტვინის კედლებს ეხებოდა.დიახ ,ეს მაზოხისტური იყო ,რადგან შუა ღამით ,საწოლში წამომჯდარს მათი სიცილი გესმოდა და გინოდა შენც შეგძლებოდა ასე სიცილი.შეგეძლო ,როგორ არ შეგეძლო.აკი ,იცინოდი კიდეც ,მაგრამ ასე არა.შენი სიცილი ვერასდროს შეეხებოდა შინაგან სამყაროს. ბავშვობაშიც კი ასეთი იყავი.ადამიანების ხმებში გრძნობდი რაღაცას .ხშირად ჩერდებოდი და სულგანაბული ცდილობი სიჩუმეში ხმების გაგონებას.ცდილობდი კუნაპეტ ღამეში მზის სხივების დანახვას.მშვიდ ,წყნარ ზღვას ვერ იტანდი ,თვალებს ხუჭავდი და მაშინვე ატორტმანებულ ,აზვირთებულ ტალღებს ხედავდი. კიდევ ? კიდევ ყვავილებს ზრდიდი ,მაგრამ ამითაც განსხვავდებოდი სხვებისგან.ხალხი გიჟად გთვლიდა ,რადგან ხშირად ხედავდნენ როგორ უსახმდი წყალს აივანზე გამოფენილ ხელოვნურ ყვავილებს.მათ არც სურნელი ჰქონდათ ,არც ჭკნებოდნენ.სწორედ ეს მოგწონდა მათში,იცოდი რომ ისინი არ მოკვდებოდნენ,მაშინ როცა ყველა კვდებოდა.ისინი არ დაჭკნებოდნენ ,მაშინ როცა საკუთარი ხელის გულზეც კი უამრავ ნაოჭს ამჩნევდი. ნადრევად დაბერებულ შუბლს შეჰყურებდი და ხვდებოდი რომ ყველანი ,აბოსლიტურად ყველანი სნობები იყვნენ და სნობი იყავი შენც.უყურებდი საკუთარ ხელებს და ნარცისიზმით სავსე მზერას ჩუქნიდი სარკეს.საწოლიდან ამდგარი უგემურ სითხეს სვდამი და ყალბი ღიმილით ტოვებდი სახლს. შენს სახლში კედლები დაბზარული იყო ,ავეჯი ძველი ,მაგრამ იქვე მიგდებული პუჰები ადამიანს აგრძნობინდებდა რომ ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი იყავი.ეს ვარდისფერი ,რბილი პუჰები არ გიყვარდა მაგრამ მხოლოდ იმიტომ გქონდა რომ სხვებს მოსწონდათ.შენი სახლის კედლები პირქუში იერით უმასპინძლდებოდნენ ,იშვიათად შემოსულ სტუმრებს .მათ მხოლოდ ეს პუჰები მოსწონდათ შენს სახლში და კიდევ შიშს გვრიდათ უზარმაზარი კარადა ,რომელიც ქაღალდებით იყო გამოტენილი.გრძნობიდი,რომ ჯერ კიდევ არ იყავი მათი ნაწილი ,ჯერ ცალკე მოლეკულა იყავი,თუმცა თავგამოდებით ცდილობდი ატომებად დაშლას.თითქოს წინასწარ ხვდებოდი როგორ იქნებოდა შენი დასასრული . ნათლად წარმოიდგენი პატარა ჩახუთულ ოთახს ,რომელშიც დადგებოდი ,ხელებს გაშლიდი და მთელი ძალით ,ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად იყვირებდი მე დავიცალე !-ზუსატდ იცოდი ,რომ ამას ან რაიმე ამის მსგავსი ფრაზით დაამთავრებდი სიცოცხლეს ,მაგრამ წარმოდგენაც არ გინოდოდა რომ შეიძლებოდა ჩუმი ,უხმო სიკვდილი გწვეოდა.ბევრი ოცნებობდა ამაზე .შენი თანამშრომლები ხშირად ამბობდნენ ,ნეტა ისე მოვკვდე რომ არ გავწმადეო ,შენ კი ხმას არ იღებდი . ერთხელ თქვი მე მინდა საშინელი ტკივილები მქონდეს უკანსაკნელ წუთებშიო.მაშინ მათ გაკვირვებული სახეებით შემოგხედეს და სიცილი დაიწყეს.მას შემდეგ ჩუმად იყავი ,ფიქრობდი ტკივილზე. სიკვდილის შემდეგ სიცოხცლის არ გჯეროდა ,მაგრამ მაინც გინოდა კარგად დაგემახსროვრებინა რა იყო ტკივილი.გინდოდა უცნაურად ,დასამახსოვრებლად მომკვდარიყავი.ისინი კი ვერ გიგიებდნენ. საერთოდ ყოველთვის ფიქრობდი ,რომ ვერავინ გიგებდა.ყოველდღე წერდი რაღაცას,თავს პირობას აძლევდი რომ ერთხელ წაიკითხავდი შენს ნაწერებს ,მაგრამ შინაგადანდ უკვე იცოდი რომ ეს არასდროს არ მოხდებოდა. ყოველთვის გრძნობდი ,რომ რაღაც ბნელი გარდაუვლად გელოდებოდა.ის ,იქ კუთხეში იდგა და მოთმინებით იღიმოდა.გელოდებოდა ,როდის მიხვდიოდი მასთან. ახლაც ,ფანჯარსათან იჯექი და ბავშვობას იხსენებდი .მთელი ეს დრო ,ეს უაზროდ გატარებული ოცდათხუთმეტი წელი იხსენებდი რაღაცას ბაშვობიდან და ვერ გაიხსენე.და გყავადა ,მაგრამ ისიც სხვებივით გიყურებდა.გაკვირვებული სწევდა წარბებს ,როდესაც ეტყოდი რომ წვიმიან ,ქარიან და საერთოდ საშინელ ამინდში სიარული გიყვარდა. მხოლოდ ერთხელ გეგონა რომ გიყვარდა .დიახ,გეგონა და ეს თავად ყველაზე უკეთესად იცოდი.სხვებსაც ეგონა ,მასაც ეგონა.ახლა მას ოჯახი ჰყავდა .აბა რა ,სულ ხომ ვერ დაგელოდებოდა ? ასეც უნდა მომხდარიყო.ის თითქმის შენს მეზობლად ცხოვრობდა და ყოველ დილით გიღიმოდა .ბავშვობიდანვე იცნობდი .საშინლად იტანჯებოდი ,როცა აცნობირებდი რომ ამჟამად ის იყო ერთდაერთი ადამიანი ,რომელმაც ყველაფერი იცოდა შენი ბავშვობის შესახებ.იქნებ ის ამბავიც ახსოვდა ? ასე რომ ცდილობდი მოგეგონებინა და ერთ კადრასაც ვერ აღიდგენდი თვალწინ .ერთდაერთი ,რის მიმართაც ახლა ინტერესი გქონდა ეს იყო .გაინტერესებდა რა უნდა ყოფილიყო ასეთი ,ასე რომ ჩაგბეჭვდოდა გონებაში. ამ დილით შემთხვევით გადაეყარე ,თუმცა ხომ ისედაც ყოველდღე ხვდებით ერთმანეთს .უცნაური გრძნობა გეუფლება ,როცა ხედავ როგორ ჩაუკიდა ხელი ბავშვისთვის.შენ ის არ გადარდებს ,თუმცა საერთოდ გადარდებს რამე ? თავს მაღლა სწევ და საკუთარ აივანს უყურებ.მშვიდდები ,როცა ზემოდან მოცქირალ ხელოვნურ ყვავილებს უყურებ.მერე ხედავ ,რომ ის გიღიმის .შენკენ მოდის .საუბრობ და მოულოდნელად გახსენდება. მას ხატვა უყვარდა.მაშინ ბავშვები იყავით.ის ხატავდა ,შენ კი უდარდელად წამოგორებულიყავი მის გვერდით და დროგამოშვებით პირში ჩადებულ, ბალახის ღერს ღეჭავდი.მიდნორზე ისხდეით ,შენ ხელით ახალამოსულ ,ნორჩ ბალახს ეხებოდი და საოცარ სიამოვნებას გრძნობდი.ის კი ხშირად გთხოვდა თმაზე შემეხე ხოლმეო ,ვერც კი ამჩნევდა ახალადამოსულ ბალახის მშვენიერებას. მაგრამ შენ არ მოგოწნდა მისი თმა ,საერთოდაც ის არასდროს მოგოწნდა ,მაგრამ მაინც მასთან იყავი. ერთხლ ,რომელიღაც წიგნში ამოკითხული სიტყვები უთხარი.ახლა ბუნდოვნად გახსოვს ,რაღაც ტკივილებზე იყო.ამბობდი რომ დედამიწა ბალახის ამოსვლისას ისეთივე ტკივილებს განიცდიდა ,როგორსაც მშობიარე ქალი.მან კი დაგცინა. თუმცა ახლა ეს არ იყო მთავარი.გაგახსენდა ,როგორ დახატა რაღაც ,შენ კი წაართვი .ქაღალდის თვითმფრინავი გააკეთე და მთელი ძალით ისროლე.მან წამოიყვირა ,თვითმფრინავს გაეკიდა.შენც ასე მოიქცეი.ძირს დავარდნილი ისევ აიღე და კვლავ ისროლე.მაგრამ მერე რა მოხდა ? ხო ,მერე მისი ტირილი გაიგონე.შეგებრალა.მან გთხოვა დაგებრუნებინა.ასეც მოიქცეი. თვითმფრინავს რომ შლიდა ,გულში მჩხვლეტავ ტკივილს გრძნობდი ,მაგრამ მაინც დაუთმე .მან კი დაკუჭული ქაღალდი გაშალა და ნავის გაკეთება გთხოვა .შენ გაგიკვირდა,მან კი თქვა, რომ ქაღალდი მაინც დაკუჭული იყო და აჯობებდა ნავი გაგაკეთებინა. -ქაღალდის ნავი ვერაფერს გაუძლებს ! ჩაიძირება !-ისე ახლოდან ჩაგესმა საკუთარი ხმა ,თავის უკან მიბრუნება მოგინდა .წამით დაიჯერე ,რომ უკან ქალაქის მტვირან ჰაერში დაინახვდი ,როგორ იდგნენ ძველმანებში გამოწყობილი გოგონა და ბიჭი მინდორში. -არა ! მასწავლებელი სულ ამას გვიკეთებს ხოლმე ,ქაღალდის თვითმფრინავები სკოლაში აკრძალულია ! -ვიცი ,მაგრამ არ მესმის-გახსოვს ხელები როგორ გიკანკალებდა. -თვითმფრინავი რაღაცნაირად თავისუფლებას გავს,ჩვენ კი ის არ გვჭირდება ,რადგანაც ისედაც თავისუფლები ვართ. -თავისუფლები არასდროს ვყოფილვართ-ეს სიტყვები ისე წარმოთქვი ,რომ არც კი გაგიზარებია რას ამბობდი.მან კი პირზე ხელი აგაფარა.მაშინ პირველად შეგეხო.უცნაურია ,თუმცა ხელიც კი არასოდეს ჩაგიკიდიათ ერთმანეთისთვის. მერე ნავი გააკეთეთ და უყურებდით ,როგორ იძირებოდა თანდათან პატარა ,ჭაობიან გუბურაში. მაშინ პირველად თქვი უარი თავისუფლებაზე ,პირველად თქვი უარი იმაზე რაც გინდოდა.სწორედ ეს გახსოვდა ასე მძაფრად,ასე ნათლად. მას გამოემშვიდობე ,არადა მის თვალებში იმედს ხედავდი.გიკვირდა მისი,ნუთუ იმედი ჰქონდა რომ თქვნ შორის რამე მოხდებოდა ? არაფერი გესმოდა.ხვდებოდი რომ აღარ გინდოდა დაშლა ,მაგრამ ვერც შეაჩერებდი ამას.გაღიმება ,მისალმება და კითხავზე „როგორ ხარ ?“ დადებითი პასუხი უკვე ყოველდღიურ რუტინად გექცია .ხედავდი ბავშვებს ,თმებშეღებილ ,მეტალებ ასხმულ თინეიჯერებს და გშურდა მათი .ისინი სხვა ეპოქის შვილები იყვნენ ,მათ ბავშვობაში ოთახებში არასდ ეკიდა სტალინის სურათები ,მათ ბავშვობაში არავის სჯიდნენ სიკვდილით. თუმცა აქაც კი ,ამ ყველაზე უინტერესო საუკუნის შვილებშიც იყო რაღაც შენი მსგავი.გსიამოვნებდა ,როცა ზოგჯერ დიდი ბავშვის და ზოგჯერ კი ბავშვად ქცეული დიდის თვალებში ხედავდი ამას. ერთხელ პარკში იჯექი ,როდესაც გოგონამ რაღაც სიმღერის ღიღინით ჩაგიარა წინ.უნებურარდ უკან გაყევი,მოგეწონა სიტყვები ,რომელსაც უცნობიც შენსავით ჩაფრენოდა და ტანის ოდნავი რხევით იმეორებდა. მაშინ ის მუსიკა ,რომლის მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცოდი ,რომელიც არასდროს გსმენოდა შენთვის საყვარელ მუსიკად იქცა. ,,ჩვენ გვინდოდა გაქცევა, მაგრამ ვერ გავრბოდით და ქაღალდის თვითმფრინავებს ვესროდით მზეს.“ რიტმული მოძრაობებით მიყვბეოდა ბილიკს და გამოუდმებით იმეორებდა ამ სიტყვებს. არ გიკითხავს რა სიმღერა იყო.გეშინოდა მთლიანად ,რომ მოგესმინა ხიბლი არ დაეკარგა.ასე გერჩივნა. უსიტყვო სიმღერები და უსახელო მეგობრები ხომ ყველაფერს გერჩივნა. ქალებს თავს არიდებდი ,იშვიათად ყიდულობდი სიყვარულს.საერთოდ ის არც კი გჭირდებოდა.არაფრად გინდოდა ეს გახუნებული ,წამიერი გაშმაგება და კლიშედ ქცეული საალერსო სიტყვები.ყველაფერში უბარლოება გიყვარდა.შეიძლებოდა რამდენიმე წუთში გაცნობილი „გყვარებოდა“.იყო მომენტები ,როცა გეგონა რომ მართლა გიყვარდა.მაგრამ ეს მხოლოდ ილუზია იყო.სიყვარულის ლანდი ისევე ლღვებოდა ჰაერში ,როგორც ვულფისეული ბიგ ბენის საათის ციფერბლატი. მარტოობა არ გაწუხებდა .შენს გაბზარულ კედლებიან ოთახში მარტოობას ვერ გრძნობდი.კედლებზე არცერთი სურათი არ იყო,მოშიშვლებულები გიყურებდნენ და შენ გსიამოვნებდა მათი ასე ხილვა.ზოგჯერ გინდოდა რომ ადამიანებიც ასეთივე კუთხით დაგენახა ,ზოგჯერ კი ფიჯერალდივით ნატრობდი ყველას ჯარისკაცის მუნდირი ცმოდა. შენს მეზობლად ვიღაც უცნაური ქალი გადმოვიდა .თითქმის შენი მსგავი.შენ კი მისი გეშნოდა.გეშნოდა იმის რომ იგი მთლიანობაში დაგაბრუნებდა.ბრობოსგან განსხავევბული გახდებოდი ,თუმცა იცოდი,ყველაზე უკეთ იცოდი ,რომ ეს ისედაც ასე იყო. მერე დაგიახლოვდა.ხშირად მოდიოდა შენთან,თუმცა მეტი არაფერი.თქვენი ურთიერთობა რაღაცნაირად იმ წასრულის გადმონაშთს გავდა ,სადაც გოგონა და ბიჭი მინდორში ისხდნენ და ერთმანეთისთვის ხელიც კი არ ჰქონდათ ჩანაკიდი.თქვენ უამარავ თემაზე საუბრობდით.უცანურ თემებზე. საუბრობდით ნიცშეზე,მარკსა და ენგელსზე,სოციალიზმზე,კომუნისმზე ,მატერიალიზმზე. განიხილავდით და უმოწყალოდ თელავდით სხვადახვა წარმოდგენას ადამიანის ბუნების შესახებ.ორივე თვლიდით ,რომ ადამიანი ბუნებით ულმობელია . მეთხუთმეტე საუკუნიდან მეოცე საუკუნეზე გადადიოდით ,მეოცედან მეთვარემეტეში ბრუნდებოდით.შენატროდით სერვანტესის ოქროს საუკუნესა და რენესანსის ეპოქას .ოთახი კი სადაც ,ჰაერზე მეტი ბზარი იყო იქცეოდა რაღაც ინტერნაციონალურ ადგილად ,რომელიც დროსა და სივრცეს არ ცნობდა.თუმცა თქვენ არასდროს საუბრობდით მომავალზე. ყველაზე ხშირად ჯაზს უსმენდით ,გიყვარდათ ის თავიუფლების ჰანგები მუსიკიდან რომ მოდიოდა.იროვე ძველ დივანზე გაიშხლართებოდით და თავის კანტურით ყვებოდით ამსტრონგისეულ ტემპს. არ გიყვარდათ ვაგნერი,ბრამსი,შოპენი.არ უსმენდით კლასიკას. შენი სახლი მალე ,თქვენ სახლად იქცა,საიდანაც ჯაზის მხიარულ ჰანგებს ,გაცხარებული კამათის ხმა ცვლიდა .ეს იყო ყველაზე საოაცრი რამ შენ ცხოვრებაში.რადგან მართლა საოცარია ,ყველაფერში ეთნახმებოდეთ ერთმანეთს და ამავდროულად მაინც გამოგდიოდეთ კამათი. თქვნი სახლშიც რაღაც შეიცვალა,კედელთან დაგდებული პუჰები გაქრა.აივანზე უფრო მეტი ხელოვნური ყვავილი გაჩნდა და კარადშიც უფრო მეტი ქაღალდი დაგროვდა.ის ,შენი მეზობელი,შენი თანამოსაუბრე და უკვე მდგმურიც ფსიქოლოგი იყო.ალბათ ამიტომ გიგებდა კარგად.მისთვის ხომ ბევრჯერ გითქვამს ეს. ერთხელ კითხე ჩემზე ექსპერიმენტებს ატარებო ? მან კი თავი გააქნია ,გვერდით მოგიჯდა და უბრალოდ ხელი ჩაგჭიდა.ბევრი რამე იგრძენი მისი შეხებისას ? სხეულში თრთოლამ დაგიარა ? არა ,შენ არაფერი გიგრძვნია.უბრალოდ ისხედით და ხელებით ეხებოდით ერთმანეთს.მაგრამ საერთოდ აღარ გესმოდა მეზობლის ბინიდან გამომავალი საზიზღარი მუსიკა. თქვენ უცნაური სენი გჭირდათ.თავს მარტო მხოლოდ მაშინ გრძნობდით ,როცა უბრალოდ ჩახუტბულებს ჩაგეძინებოდათ.მარტო იყავით მხოლოდ მაშინ. ის ხშირად უჩიოდა პაციენტების ნაკლებობას. „ამ ქალაქში ხალხს ფსიქოლოგები ნაკლებად სჭირდება “ ვიცი,შეჩვიე მას.მან მოლეკულიდან ერთ მთლიანობამდე მიგიყვნა.სამაგიეროდ ის იქცა ატომად.დიახ ,ის ატომი გახდა და შენ ეს ვერ შეამჩნიე.გამოიფიტა .ის შეიცვალა ,პირობები წამოაყენა,მოთხოვნები გაუჩნდა.აღარ საუბრობდით ნიცშეზე ,აღარც პლატონზე და აღარც პილატეს დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობას აღარ წყვეტდით. თქვენი სახლიდან ჯაზის ხმა აღარ ისმოდა.ქალს მუსიკა აწუხებდა.სურდა ვაგნერი ჩაერთო ,რადგან ეს ხალხს მოსწონდა .მოცარტი მონატრებია თურმე ,ადრე არასდსროს, რომ არ რთავდა.მერე ნელ-ნელა კედელთან ისევ გაჩნდნენ პუჰები,ავინაზე კი ნამდვილი ყვავილები.შენ კი მათი სურნელი თავს გტკენდა ,მაგრამ ითმენდი.შეჩვევის და არა სიყვარულის გამო.ცხადია ,შენ ის არ გიყვარდა.შენ ხომ მთელი გულით დასცინოდი ადამიანებს ,რომელთაც სიყვარული ნიჭად მიაჩნდათ. ადამიანის ,ყველაზე დიდი ნიჭი არის მისი უნარი ,გაუძლოს ერთფეროვნებას-სიამაყე გეუფლებოდა ,როცა სარკესთან მდგარი ამ სიტყვებს იტყოდი და ბნელი კუთხიდან მომზირალ ღიმილიან სახეს ვეღარ ხედავდი. ის კი ვერაფერს გრძნობდა.არადა ეგონა რომ მოსიყვარულე ,მგრძნობიარე ადამიანი იყო ,მაშინ როდესაც ვერ ხედავდა რამხელა სევდიას ასხივებდნენ ბზარები შენი ოთახის კედლებზე ,სიცოცხლის უნარს მოკლებული ხელოვნური ყვავილები და რა სასაცილოდ გამოიყურებოდა ადამიანის კომფორტისათვის შექმნილი პუჰები . ბოლოს კედლები გადაღებეს და კარადა დაცარიელდა.მაშინ იჩხუბეთ ,ქალმა გითხრა რომ გიჟი იყავი და ყოველთვის გიჟად გთვლიდა.მერე წავიდა ,ისე რომ სახლისთვის ძველი სახე არ დაუბრუნეაბია. ხვდებოდი ,რომ მთლიანობა იშლებოდა.მალე ისევ მოლეკულად ,მერე კი ატომად იქცეოდი.ეს საუბრები ,მუსიკა და შეჩვევა ორივეს გწამლავდათ.თქვენ ერთმანეთს წამლავდით ,მაგრამ მაინც ვერ ჩერდებოდით.ბოლოს ისევ ის დანებდა და ახლა მხოლოდ ის გახარებდა ,რომ პირველი ნაბიჯი მან გადადგა. იცი რა მოუვიდა იმ ქალს ? ბრბოში ასიმილირდა ,მისი ნაწილი გახდა.სხვებივით რუტინად გაიხადა კითხვაზე „როგორ ხარ ?“ დადებითი პასუხის გაცემა.შეიძლება ,შენც შეიცვალე .ისე შეიცვალე ,რომ ახლა ასეთ პატარა წვრილმანზე ღიმილს ვერ იკავებ. შეიძლება მასთანაც მიხვედი ,იმ შენს წარსულის მოგონებასთან .ყოველდილით რომ გხვდებოდა ეზოში და არაფრად დაგიდევდა ,რომ უკვე გათხოვილი ქალი იყო. ქალმა ყველაფერი უკაგდო და ერთ-ერთ რედაქციაში დაიწყო მუშობა .კითხულობ არა მის მიერ გამომცხვარ სტატიებს ? ვიმედოვნებ რომ არა.ბევრი სტატია გამოსცა ,წარმატებულიც გახდა.ამ ქალაქში ხომ ფსიქოლოგი არავის სჭირდებოდა ,ისინი ყველანი სნობები იყვნენ ,ქალიც ასეთი გახდა. მისი სტატიებდან ამოღებული სიტყვები ყოველი დიასახლისის პირით ცოცხლდება .თანაც ყველაგნ:ქუჩებში,მაღაზიებში,კაფეებში და ხალხით გაჭედილ ავტობუსშიც კი.დღეს ამ ქალს პირვეად მისცეს საშუალება იმაზე ეწერა რაც სურდა .ისიც დათანხმდა ,ოღონდ ერთი პირობით.ჟურნალის ნომრების გამოცემამდე , მის სტატიას რედაქტორი არ წაიკითხავდა .რადგან ზუსტად იცოდა ,რომ ასეთი რამ ადამიანებს უბრალოდ განწყობას გაუფუჭებდა.ახლა კი,როცა სტატიის თითოეული ასო შავით თეთრზე ასე მკვეთრად გაჰყვირის ჯურნალის ფურცლებიდან ზუსტად იცის ,რომ ცოტა ხანში დაურეკავენ და შეატყობინებენ ,რომ სამწუხაროდ ,გათავისუფლების მოთხოვნა უნდა დაწეროს .სამწუხაროდ,სამყარო მართლაც ძაფის გროგალს გავს.შენ იპოვე ძაფის ბოლო,მეც ვიპოვე ის .მაგრამ ჩემმა ძაფმა თესევსის მსგავსად მინოტავრთან მიმიყვნა ,შენ კი მისი საშუალებით სინათლე იხილე. ხელოვნურ ყვავილებში ჩაფლულმა ,აივანზე მჯდომმა მამაკაცმა გაზეთის რამოდენიმე გვერდი ამოხია .ცოტა ხანში კი აივნიდან ,რომლის მოაჯირზეც ხულიგნებს დიდი ასოებით მიეწერათ „აქ ცხოვრობს ქაღალდის თვითმფრინავის პილოტიო “ ფარფატით ,თეთრი პეპელასავით დაეცა.ხო ,მართლა შუა ზაფხული იყო.სადღაც ჭრიჭინა გაუჩერებლად გამოსცემდა უცნაურ,იქ მცხოვრბთათვის გულისგამაწვირელებ ხმებს ,მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი ისმენდა მის ხმას გაღიმებული.აივანზე იჯდა და გადაღებილი კედლები უკვე აღარ აწუხებდა.საერთოდ აღარაფერი აწუხებდა .უხმოდ მოკვდა .არ უყვირია დავიცალეო ან რამე ამის მსგავსი.ისევე მოკვდა ,როგორც ყველას სხვა. ჩვეულებრივი მოკვდავი იყო. თურმე სულ არაფრისთვის ,იკვხნიდა განსხვავებულობას.ის იმ იმპერიის შვილი იყო,სამოცდაათი წელი ურყევად ,რომ იდგა ადამიანებზე. საიდანაც ხალხი გაქცევას ცდილობდა ,სადაც ჯერ კიდევ ბავშვები თვითმფრინავს იტაცებდნენ.სადაც არ ჰქონდათ ჯინსები და ჰქონდათ ბუნდოვანი,მეტად გაურკვეველი წარმოდგენა გარე სამყაროზე. სადღაც ისევ ისმოდა გაუთავებელი ჭრიჭინი.მოზუზუნე ბრბო უმისამართოდ მიიწევდა წინ.საათების მაღაზიიდან მონოტონური ხმები გამოდიოდა და ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. -ის გიჟი მომკვდარა-ჩუმად ჩურჩულებდნენ ეზოში მდგარი ქალები. -რამ მოკლა ? -ჯერ ვერაფერი გაუგეს,თურმე სიკვდილის წინ ქაღალდის თვითმფირნავი გაუკეთებია.აი,ის ძირს ,რომ აგდია. ქალები გაჩუმდნენ,რაღაც უცანური იგრძნეს.ძირს დაგდებულ თვითმფრინავს პატარა გოგონა დასწვდა ,ჰაერში ააგდო და სივრცეში გაჭრილს სიცილით დაედევნა უკან. ,,ჩვენ გვინდოდა გაქცევა, მაგრამ ვერ გავრბოდით და ქაღალდის თვითმფრინავებს ვესროდით მზეს." ____________________________________________________________ დიდი ხანია ,არაფერი მიწერია და არ ვიცი ,ამ ისტორიას როგორ შეხვდებით.იმედია მოგეწონებათ.ისეთი არ არის ,როგორებსაც ადრე ვწერდი და ამიტომ დიდი ხანი ვფქირობდი დამედო თუ არა ,მაგრამ ბოლოს დავდე მაინც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.