შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული? ის ხომ ბრმაა - თავი 3


8-08-2016, 10:25
ავტორი sophiaa
ნანახია 2 395

ყოფილი ცოლი. ყოფილი. გონებაში წარმოვიდგინე როგორი ალქაჯი და სწერვა გოგოა. არადა გარეგნულად ძალიან მშვიდი და წესიერი გოგო ჩანდა
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ეკა
ძალიან თბილად გამიღიმა. აშკარად არ იყო ცუდი გოგო
-ჩემთვისაც სასიამოვნოა ანი, დიდი ხანია ბიჭებს იცნობ?
-იცი....
-კი დიდი ხანია რაში გაინტერესებს?
საუბარში თოკო ჩაერთო, ძალიან გაღიზიანებული იყო. აი ამიტომ არ მინდოდა აქ წამოსვლა. ახლა მთელი საღამო დაძაბული უნდა ვიჯდე
-თოკო ნუ იღრინები, მინდა ეს ლამაზი გოგო უფრო ახლოს გავიცნო. აბა ანი შენ საბას შეყვარებული ხარ თუ თოკოსი?
-სიმართლე გითხრა არცერთის.
ძალიან არ მინდოდა ამ გოგოსთან ლაპარაკი. ასეთი მშვენიერი არსების გვერდით თავს უსარგებლო ნივთად ვგრძნობდი
-კარგი ჩვენ თუ ამ უჟმურ ბიჭებს ვუყურეთ ვერასდროს ვერ გავერთობით, წამო ანი რა ვიცეკვოთ
აი ახლა ნამდვილად დაიძაბა სიტუაცია. ნეტავ ახლა რომ ვეტყვი სინამდვილეში როგოროც ვარ, რა რეაქცია ექნება? ალბათ როგორც ყველა მისნაირი გოგო ისიც დამცინებს. ანი, ანი როდის მერე გაინტერესებს ხალხის აზრი? ეტლის ბორბლებს ხელი მოვკიდე და უკან გავაგორე. ისე დავაყენე ეტლი რომ კარგად დაენახა. სახეზე სულ ოდნავ ღიმილმა გადაურბინა
-აჰ და მერე რა? წამო, წამო
ეტლი დარბაზის შუაგულში გააგორა. ბიჭებს გავხედე ორივე გაკვირვებული გვიყურებდა. ეკა ნელ-ნელა მაბზრიალებდა, ძალიან ძალიან დიდი ხანია არ მიცეკვია. ყველა ჩვენ გვიყურებდა, ზოგი ფოტოს გვიღებდა ზოგოც ვიდეოს
-ანი ხომ არ დაიღალე?
მხიარული ხმით მკითხა ეკამ
-ცოტა მაგრამ არაუშავს
-კაი მაშინ წამო დავისვენოთ და მერე ისევ ვიცეკვოთ
მისი მადლიერი ვიყავი. ვხვდებოდი ისე მექცეოდა როგორც ჩვეულებრივ გოგოს. არ მესმის ბიჭებს რატომ სძულთ
-ეკა არ არის აუცილებელი თავი ანგელოზად მოგვაჩვენო
საბას ხმა ძალიან მკაცრი ქონდა. არ მინდოდა ეკასთვის ეჩხუბათ ამიტომ ჩარევა გადავწყვიტე
-საბა ძალიან გთხოვ დაანებე ეკას თავი, ის ძალიან კარგი გოგოა.
-კარგი გოგოა? ასე გგონია?
-მე თქვენი წარსული არ ვიცი და არც მაინტერესებს, ის ახლა გავიცანი და ძალიან მომწონს
-ანი ერთი წუთით თუ შეიძლება გავიდეთ
თოკო ფეხზე წამოდგა და დარბაზიდან გამიყვანა. ჩაფიქრებული მოდიოდა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. რესტორნის ეზოში ფანტანთან მივედით
-ანი ალბათ გაურკვევლობაში ხარ. მოკლედ მოგიყვები ჩემზე და ეკაზე. კლასელები ვიყავით. ბანკეტიდან გავიპარეთ და დავქორწინდით. ზუსტად 6 თვე ვიყავით ცოლ-ქმარი. ჩვენ ქვედა მეზობელთან მიღალატა. სიმართლე გითხრა გული არც მტკენია, შემდეგ იმ ტიპს გაყვა ცოლად. მალევე გაშორდა. ნუ მოკლედ რაა, პატიოსანი გოგო არ არის. საბა ვერ იტანს
-თოკო მესმის მაგრამ ეს ჩემთან არაფერ შუაშია, მე ის ისე მექცევა როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და ეს ძალაინ მსიამოვნებს.
ლოყაზე მომეფერა. იმდენად მესიამოვნა მისი შეხება რომ გავითიშე.
-იცი მე და შენ რა ვქნათ? ჩემს აგარაკზე ავიდეთ წყნეთში. გთხოვ წამო რა ცოტა ხანი დავისვენოთ
-არა თოკო, დეიდაჩემი გაგიჟდება.
-ნუ ნერვიულობ, შენ თუ წასვლა გინდა წავიდეთ
ცოტა ხანს დავფიქრდი, შემდეგ კი თავი დავუქნიე. შეიძლება დიდ სისულელს ვაკეთებ მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ უნდა გამერისკა. მანქანაში ჩამსვა. გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, სახლში რომ დავბრუნდები ალბათ დეიდაჩემი მომკლავს და თოკოსაც მომაყოლებს. არ ვიცი რამდენი ხანი ვიმგზავრეთ მაგრამ ჩემთვის დრო სწრაფად გავიდა. სახლი ძალიან ლამაზი აღმოჩნდა. ირგვლივ სულ სიმწვანე იყო
-ღმერთო რა ლამაზია
შოკირებულს აღმომხდა. თოკოს ჩემს რეაქციაზე გაეღიმა. ახლა დავფიქრდი წარმოიდგინეთ თოკო და საბა როგორი კარგი ბიჭები არიან და მათი მშობლები როგორები იქნებიან წარმოიდგინეთ
-შევიდეთ სახლში?
-არა რა თოკო. ეზოში ვიყოთ
-კარგი მაშინ პლედს მოგიტან. არ გაცივდე. წითელ ღვინოს ხომ დალევ?
-სიამოვნებით
ეჰჰ დავრჩით ისევ და მე ჩემი ფიქრები მარტო. იცით რა ვფიქრობ? არ მინდოდა როგორც სერიალში ხდება ისე მომხდარიყო. ღმერთო ანი მგონი ძალიან აზვიადებ. ვაიმე სულ გავაფრინე უკვე საკუთარ თავსაც ველაპარაკები. თოკო მალევე დაბრუნდა. პლედით და ორი ბოკალი წითელი ღვინით. მთვარი შუქზე მისი თვალები რაღაცნაირად ანათებდნენ. ჩემი მდგომარეობის ადამიანებს არ სჯერათ სიყვარულის, ერთგულების. ჩვენ გვგონია რომ ყველას ვეცოდებით და არავის ვუყვარვართ ამიტომ ჩვენც ვერიდებით სხვების შეყვარებას. მაგრამ მგონი ეს წესი დავარღვიე. ერთი ნახვით შემიყვარდა თოკო. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და მის გარეშე ერთი წუთითაც ვერ გავძლებ. აჰჰ მგონი ნამდვილად შევიშალე
-ანი ხომ არ მოიწყინე?
-არა, რა მოვიწყინე, ძალიან ლამაზი ადგილია
-ხო მეც ძალიან მომწონს და სიმართლე გითხრა ამ ადგილის შესახებ მხოლოდ მე ვიცი სხვა არავინ, უკაცრავად მხოლოდ მე და შენ ვიცით
მისი წარმოთქმული მე და შენ სასწაულად მესიამოვნა, ძნელია ეტლში იჯდები, სითბოს და სიყვარულს მოწყურებული უცებ კი ვიღაც ძალიან სიმპათიური ბიჭი გამოჩნდეს, თბილად გექცეოდეს, შენზე ზრუნავდეს და არ შეგიყვარდეს. დამიჯერეთ ეს ძალიან ძალიან ძნელია.
-იცი რა ვქნათ? ორი პლედი მოვიტანე, ერთი ბალახზე დავაფინოთ მეორე კი შენ დაიფარე.
-კარგი ეგრე ვქნათ სამწუხაროა რომ ვერ გეხმარები
ჩემთან მოირბინე და შუბლზე მაკოცა, შემდეგ კი ყურში ჩამჩურჩულა
-ჩემთვის მთავარი ისაა რომ შენ აქ ხარ
ოოო ღმერთო ახლა ნამდვილად ინფაქტი მომივა. ნეტავ ეტლზე მიჯაჭვული რომ არ ვიყო ისე შემომხედავდა როგორც ახლა? ანუ ისევ მოვეწონებოდი? ჰეიი ანა და რა იცი რომ მოსწონხარ? თოკომ მინდორზე ერთი პლედი დააფინა მეორე კი ზედ დაადო
-აბა ჩემო პატარა ქალბატონო მზად ხარ?
ჩემო....ჩემო... ეს სიტყვა ძალიან მსიამოვნებდა. თანხმობის ნიშნავს თავი დავუქნიე. ხელში ამიყვანა და პლედზე დამაწვინა. თვითონ გვედზე მომიწვა.
-მოდი ეს დაიფარე არ შეგცივდეს
პლედი მომაფარა. პლედის ერთი ნახევარი ავიღე და მას გადავაფარე. მიმიხუტა.... ჩახუტება პატარაობიდან მიყვარდა.... მახსოვს როგორ მეხუტებოდა დედა, მამა, ბებია.მაგრამ არასდროს ბიჭი არ ჩამხუტებია. ეს რაღაც განსხვავებული გრძნობაა. აი იცით როგორი? თითქოს ჭიანჭველები დაგდიან სხეულში.
-ანი რაღაც რომ გკითხო შეიძლება?
-კი რათქმაუნდა გისმენ
-ოდესმე..... ოდესმე გიცდია სიარული?
არ მიყვარდა ეს კითხვა. როდესაც ვპასუხობდი ყველა გაკრიტიკებას იწყებდა. ხალხს არ ესმის რომ ეს ადვილი არ არის. ერთი ჰოპ დაიძახო და ფეხზე წამოდგე ასე არაა. მოყოლა დავიწყე:
-ეს რომ დამემართა თავიდან ძალიან დიდი სურვილი მქონდა ფეხზე წამოდგომის. მაგრამ უშედეგოდ. დაახლოებით ორ წელიწადში დეიდამ ჩვენი თბილისის სახლი გაყიდა და იმ ფულით ოპერაცია გამიკეთეს. ეჰჰ და როგორც ხედავ უშედეგოდ. იმის შემდეგ ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი. ვიცი დაიწყებ კიდე რატომ არ ცადეო მაგრამ ხომ გესმის? იმედგაცრუება საშინელი რამაა
-მესმის პატარავ მესმის და პირობას გაძლევ აუცილებლად დაგეხმარები



№1  offline წევრი Ana Imnadze

ცოტა უცნაურად მეჩვენება თოკოს საქციელი,ესე უცებ რა მოუვიდა. მარტო ეცოდება ნეტა? :/
ველი შემდეგ თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent