შენ თუ გგონია დაგთმობ როდისმე ცდები (6)
ასეთი სილამაზე არსად მენახა, ყველაფერი გასაოცარი იყო, წარმოიდგინეთ ორსართულიანი ხის სახლი, რომლის გარშემოც ულამაზესი ბუნებაა, თავი ზღაპარში მეგონა, სოფლის ხსენებაზე ყოველთვის უბრალოებას ვგრძნობდი არვიცი ეს სოფელია განსაკუთრებული თუ ყველა ასეთია, მაგრამ დანამდვილებით ვიცოდი რომ ეს ადგილი დამეხმარებოდა ყველაფერში გავრკვეულიყავი. - აბა როგორ მოგწონთ? ( ნატა ) - ყველაფერი ძალიან ლამაზია ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ ახლა აქ ვარ. - წამოდით სახლში შევიდეთ. ( ნატა ) - გოგო შენები სად არიან? ( თეკო ) - უი დამავიწყდა მეთქვა, ჩემები გუშინ წავიდნენ დასასვენებლად, ამიტომ მხოლოდ ჩვენ სამნი ვიქნებით. ( ნატა ) - რაა? მართლა? რა მაგარიაა მაგარია ძალიან მაგარიაა შენ მართალს ამბობდი ნატ აქ მართლაც კარგ დროს გავატარებთ ( თეკო ) სახლი შიგნიდან უბრალო იყო არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ყელაფერი თავისი უბრალოებით განსაკუთრებულს ხდიდა სახლს. - როგორ მეცოდება ეს სახლი ჩვენს ხელში. ( ნატა ) - ჰაჰა მართალი ხარ იმედია გაგვიძლებს. - სასტავი როგორ გირჩევნიათ, დღეს დავისვენოთ და ხვალ მივწერო თოკოს თუ ( ნატა ) - არანაირი თუ აქ გასართობად ჩამოვედით, ამიტომ არცერთი წუთი მოწყენილობას. ( თეკო ) - მართალია, მოვწესრიგდეთ და მერე მისწერე თოკოს. თავს უცნაურად ვგრძნობდი თითქოს რაღაც მაკლდა ან ვიღაც, საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ ეს სისულელე იყო და მის გარეშე უკეთესად ვიქნებოდი, აივანზე გავედი აქედან ყველაფერი უფრო ლამაზი ჩანდა, ამდროსკი უცნობის ხმა გავიგე. - ნატაშ, მგონი ვიღაც იძახის. - რა? მოიცა ახლავე გავიხედავ შენკი საჭმელს მიხედე არ დაიწვას თორე მშივრები დავრჩებით. ნატა გარეთ გავიდა, რამდენიმე წუთშიკი ბიჭის ხმა გავიგე. - ნატაშ, შენ აქ საიდან ტო როდის ჩამოხვედი? - ვა თოკო როგორ ხარ? დღეს ჩამოვედი და ცოტახანში ვაპირებდი მოწერას მეთქი იქნებ აქ იყოს და ვნახავთქო. - რა მაგარია, რომ იცოდე როგორ გამისწორდა შენი ნახვა, რამდენი ხანია არ მინიახიხარ, მოდი მაგრად უნდა ჩაგეხუტო - ჩემი არცისე სიმპატიური მეც ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. - არცისე სიმპატიური? - არცისე სიმპატიური, ისე რომ იცოდე აქ მარტო არ ვარ. - აბა ქმარი მოიყვანე? თუ ვისთან ერთად ხარ? - ჰაჰა გოგოები ჩამოვიყვანე, მოცა ახლავე დავუძახებ ორივეს და მოვალ. სახლში ნატა შემოვარდა. - ორივე გარეთ დაუპატიჯებელი სტუმარი გვყავს, თოკო უნდა გაგაცნოთ. სამივე გარეთ გავედით, რამდენიმე წამში ჩემს წინ აღმოჩნდა ქერა, ცისფერთვალება თოკო. მგონი გავგიჯდები ხან მწვანე თვალები ხანკი ცისფერი, ალბათ არასდროს არ იარსებებს ჩემს ცხოვრებაში ყავისფერი ან შავი. - თოკო გაიცანი ეს ანამარიაა ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარი, ესკი თეკოა. - სასიამოვნოა სასიამოვნოა და კიდევ ერთხელ სასიამოვნოა. - ჩემთვისაც სასიამოვნოა მიხარია, რომ გაგიცანი ( თეკო ) - შენ ანამარია ხო. ( თოკო ) - კი. - სახელიც ისეთივე ლამაზი გრქმევია, როგორიც შენ ხარ. ეს ბანალური და უაზრო კომენტარები, ყოველთვის ნერვებს მიშლის. - თოკო ჯეკო საითაა? ( ნატა ) - გუშინ, რომ ვერლაპრაკე დღეს საღამოს აპირებდა ჩამოსვლას და არ ვიცი რას ჩალიჩობს. - რა კარგია ნეტავ ჩამოვიდეს, ეგ დამპალი ბავშვიც ძალიან მომენატრა. ( ნატა ) - თუ გაიგო რომ აქ ხართ ახლავე სიხარულით გამოფრინდება. ( თოკო ) - ჰაჰა არამგონია ის და მისი სიამაყე ყოველთვის ნერვებს მიშლის. ( ნატა ) - რამდენ ხანს აპირებთ აქ ყოფნას? ( თოკო ) - ალბათ რამდენიმე დღე ( თეკო ) ეს უაზრო ფიქრები უკვე ნერვებს მიშლის, რატომ მაინტერესებს რას აკეთებს ახლა ლუკა ან რა იფიქრა როდესაც სკოლაში ვერ მნახა. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ჩემს ფიქრებში ლუკა აღარ არსებობდეს და ეს დღები განსაკუთრებული იყოს. - და შეიძლება უფრო მეტიც. ( უაზროდ გავუღმე ) - ძალიანაც კარგი, მაგარ დროს გავატარებთ. ( თოკო ) - ხვალ სადმე ლამაზ ადგილას წავიდეთ, ანამარია და თეკო აქ პირველად არიან. ( ნატა ) - რათქმაუნდა ჩემო არცისე ლამაზო, დარწმუნებული ვარ ცოტხანში აქედან წასვლა აღარ ენდომებათ, ახლაკი წავედი რაღაც საქმეები მაქვს და საღამოს შეგეხმიანებით. ( თოკო ) - კაი დროებით ( ნატა ) - შეხვედრამდე თოკო ( თეკო ) სახლში შევედით, სამივეს ძალიან გვშიოდა. თეკო მოწონებას ვერ მალავდა და სულ თოკოს ახსენებდა. - ჩემი ტელეფონი ხომ არ დაგინახავთ? - მგონი ოთახში დატოვე. ( ნატა ) ოთახში ავედი და ჩემს ძმას დავურეკე ვუთხარი, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო და აქ მართლაც კარგად გავერთობოდი, დრო იყო ლუკაზე აღარ მეფიქრა და საერთოდ წამეშალა მისი სახელი ჩემი გონებიდან. -------- აბა როგორია? :) გავაგრძელო თუ არა? :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.